close

კვლევები

კვლევები

რატომ პატარავდება ჩვენი სხეული სიბერეში – მიზეზები

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ხანდაზმულ ასაკში ადამიანთა სიმაღლე მცირდება. გიფიქრიათ, რატომ ხდება ასე? ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რომლებზეც ქვემოთ მოგიყვებით.

დაპატარავებას ხშირად ხერხემლის პრობლემები იწვევს. მაგალითად, როცა სხეულის ზედა ნაწილში მისი მრუდი იზრდება, რასაც კიფოზი ეწოდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმში არსებული კუნთების ბოჭკოები წლების მატების პარალელურად უწინდელ ფორმას ვეღარ ინარჩუნებს, ამიტომ ხერხემლის დამხმარე კუნთები სუსტდება.

შედეგად, გრავიტაციას ისე ვეღარ ვეწინააღმდეგებით და წელში ბოლომდე გასწორება გვიჭირს. ამის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები ფიზიკურ აქტიურობას გვირჩევენ. ვარჯიში არა მხოლოდ კიფოზის რისკის შემცირებაში, არამედ უკვე ხანდაზმულობაში მდგომარეობის გამოსასწორებლადაც რეკომენდებულია.

სხვა მიზეზი, რომლის გამოც ჩვენი სხეული პატარავდება, ძვლების სიმკვრივის დაკარგვაა. ამას საფუძვლად სასქესო ჰორმონების, ესტროგენისა და ტესტოსტერონის, ასაკობრივი შემცირება ედება. ხშირად აღნიშნულ პროცესს D ვიტამინის ნაკლებობა და თირკმლის მიერ ნაკლები კალციუმის შთანთქმა აჩქარებს და შესაძლოა, ოსტეოპოროზიცგანაპირობოს, რაც ძვლის დაავადებაა.

ძვლის სტრუქტურის ცვლილება ოსტეოპოროზის დროს.
როცა ადამიანის ძვლები სუსტდება და უფრო ფოროვანი სტრუქტურის ხდება, ხერხემალი ორგანიზმის წონას ვეღარ უძლებს და ზიანდება. როგორც წესი, მსგავს დაზიანებებს ტკივილი არ ახლავს თან, ამიტომ ის შეუმჩნეველი რჩება, ხერხემალი კი ნელ-ნელა უფრო და უფრო მჭიდროვდება.

ეს ხშირად ხერხემლის დისკების ცვლილებას იწვევს. ისინი 30-40 წლის ასაკიდან გამოშრობას იწყებს და წყალთან ერთად სიმტკიცესაც კარგავს. მათი რაოდენობა სულ 23-ია, ამიტომ თუნდაც ზოგიერთ მათგანში მიმდინარე ამგვარი პროცესები სიმაღლის რამდენიმე მილიმეტრით შემცირებას განაპირობებს.

ამ ყველაფრისგან თავის დასაცავად კარგია რეგულარული ვარჯიში, რადგან ის სხეულს ტონუსში ამყოფებს, კუნთებს მასას უნარჩუნებს და ძვლების სიმყარეს უზრუნველყოფს. ასევე, რეკომენდებულია D ვიტამინითა და კალციუმით მდიდარი საკვების მიღება, მაგრამ, პირველ რიგში, კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიაროთ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

რას ჭამდნენ ადამიანები 10 000 წლის წინ — კვლევა

დაფიქრებულხართ იმაზე თუ რას ჭამდნენ ადამიანები 10 000 წლის წინ?

და ია ახლა, მკვლევრებმა 9 700 წლით უკან დაიხიეს. მათ სკანდინავიის დასავლეთ სანაპიროზე, იმ ადამიანების კვალი შეისწავლეს, რომლებიც აქ ნადირობდნენ, საკვებს აგროვებდნენ და ჭამდნენ. ამ უძველესმა ადამიანებმა თავიანთი დიეტური საიდუმლოებები საღეჭ ფისში დატოვეს, რაც ქვის ხანის ცხოვრების უნიკალურ ხედვას გვთავაზობს.

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მეცნიერებმა უძველეს საღეჭ რეზინზე დნმ-ის კვალი შეისწავლეს. კვლევამ უძველესი ადამიანების დღის რაციონი გამოავლინა და ასევე ნათელი მოჰფინა მათ სტომატოლოგიურ ჯანმრთელობას. მკვლევრებმა კბილებისა და ღრძილების მდგომარეობა ერთ-ერთი მოზარდის ნაშთების შესწავლით გამოავლინეს.

დაღეჭილი ფისის შესწავლით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ ადამიანების საკვები ირმისა და კალმახის ხორცისგან შედგებოდა. ასევე ისინი აქტიურად იკვებებოდნენ თხილით.

აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მოზარდს პაროდონტიტი აწუხებდა. ეს ღრძილების მწვავე ინფექციაა, რომელიც საკვების დაღეჭვას ართულებს.

დოქტორი ემრაჰ კირდოკი, მერსინის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის დეპარტამენტიდან, საღეჭი ფისის მეტაგენომიურ ანალიზს ხელმძღვანელობდა.

“კლევამ გამოავლინა დნმ-ის თანმიმდევრობების სიმდიდრე და მასში ჩვენ ვპოულობთ როგორც პაროდონტიტთან დაკავშირებულ ბაქტერიებს, ისე მცენარეებისა და ცხოველების დნმ-ს, რომლებსაც ადამიანები მიირთმევდნენ”, — განმარტა დოქტორმა კირდოკმა.

პროფესორი ანდერს გოტერსტრომი, პროექტის ხელმძღვანელი და პალეოგენეტიკის ცენტრის პროფესორი, აღმოჩენებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

“ეს სკანდინავიის დასავლეთ სანაპიროზე მონადირე-შემგროვებელთა მცირე ჯგუფის ცხოვრებას გვიჩვენებს”, — თქვა გოტერსტრომმა.

კვლევით მეცნიერებს შეუძლიათ გაიგონ თუ რას ჭამდნენ ადამიანები 10 000 წლის წინ და როგორი იყო მათი პირის ღრუს მდგომარეობა. მეცნიერები კვლევების გაგრძელებას აპირებენ.

კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

დედამთილთან ერთად ცხოვრება ქალს ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის – კვლევა

არაერთი ადამიანის გამოცდილება ადასტურებს, რომ დედამთილთან ერთად ცხოვრებას არც ისე სასიამოვნო მომენტები ახლავს თან. რა თქმა უნდა, კარგია, თუ დედამთილი შვილისა და რძლის ქორწინებაში, მათ ურთიერთობაში არ ერევა, მაგრამ ასე იშვიათად ხდება.

რა თქმა უნდა, ყველა დედამთილი მონსტრი არ არის. არიან ისეთებიც, რომლებიც კეთილი და მოსიყვარულე ბუნებით გამოირჩევიან, ინტელექტუალი ქალები, რომლებმაც იციან, რომ როდესაც ქალი და მამაკაცი ქორწინდება, ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ მათი საქმეა და იცის, რომ არ უნდა ჩაერიოს. ასეთი ქალების მიმართ რძლები სიყვარულისა და პატივისცემის გარდა არაფერს გამოხატავენ.

კვლევის თანახმად, დედამთილთან ერთად ცხოვრება, ქალს ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის. მკვლევრების თქმით,სამჯერ უფრო მეტია შანსი, ქალს განუვითარდეს გულის შეტევა, თუ ის დედამთილთან ერთად ცხოვრობს.

დიდ ოჯახში ცხოვრება ქალისთვის დიდ სტრესთანაა დაკავშირებული. ის ისე უნდა მოიქცეს, როგორც დედა, შვილი და ამავდროულად, ქმრისთვის იყოს კარგი პარტნიორი. ეს სტრესი კი, ქალს უვითარებს დიაბეტს და იმატებს არტერიული წნევა.

ოკასას უნივერსიტეტის პროფესორი ისო, განმარტავს რომ მრავალთაობიან ოჯახში ცხოვრება ქალებში გულის შეტევის რისკს ზრდის.

თუ სხვა გზა არ გაქვთ და დედამთილის გვერდით ცხოვრება გიწევთ, გთავაზობთ რამდენიმე საჭირო რჩევას, რომელიც ოჯახში ურთიერთობებს უფრო დაათბობს.

ყველაზე მნიშვნელოვანია დედამთილთან უშუალო კომუნიკაცია, ნუ შეიქმნით დიდ მოლოდინს და ისწავლეთ, რომ თბილი სიტყვებით ყველაფრის მოგვარება შეგიძლიათ.

ნუ სთხოვთ თქვენს ქმარს, რომ დაელაპარაკოს დედას რაიმე თემაზე, რომელზეც კონფლიქტი მოგივიდათ. უშუალოდ თქვენს დედამთილს ესაუბრეთ ამ საკითხზე და ქმარს ნუ ჩარევთ.

როცა ბავშვებს ეხება საქმე, ნუ ჩათვლით რომ ყველა ბებია ნამცხვრებს უცხობს შვილიშვილებს, ნუ ელოდებით ადამიანისგან იმას, რასაც ვერ მიიღებთ.

სერიოზულ კონფლიქტს კარგი არავისთვის მოაქვთ. მკვლევრების თქმით, როცა დედამთილი გსაყვედურობთ და კონფლიქტში გიწვევთ, საუკეთესო გადაწყვეტილებაა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და საერთოდ არაფერი მოიმოქმედოთ. ან თუ კონფლიქტში თქვენც ჩაერთვებით, კონფლიქტის შემდეგ დახურეთ თემა და არაფერი მოიმოქმედოთ. როგორც ამბობენ, დრო ყველანაირ ჭრილობას კურნავს.

დედამთილის გვერდით ცხოვრებას დიდი სტრესი მოაქვს ყველასთვის. თუ სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება და სახლში გამუდმებით ჩხუბი და კონფლიქტია, აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

დინოზავრებით გატაცებული ბავშვები უფრო ჭკვიანები არიან – კვლევა

ნდიანასა და ვისკონსინის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,დინოზავრებით გატაცებული ბავშვები უფრო ჭკვიანები არიან.

მკვლებრები ამბობენ, რომ, უფრო ზოგად ჭრილში, კორელაცია პრეისტორიული არსებებით გატაცებასთან დაფიქსირდა. როგორც კვლევამ ცხადყო, დინოზავრებითა და გადაშენებული ცხოველებით დაინტერესებულ ბავშვებს უფრო განვითარებული წარმოსახვის უნარი და ცნობისმოყვარეობა აქვთ.

კვლევაზე ინდიანასა და ვისკონსინის მეცნიერთა ჯგუფმა იმუშავა. თანატოლებთან შედარებით ინტელექტის უფრო მაღალი კოეფიციენტი განსაკუთრებით 4-6 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა. სწორედ ესაა ის პერიოდი, როდესაც ბავშვები უფრო მეტად ავლენენ კონცენტრაციის, ინფორმაციის უკეთ დამუშავებისა და ყურადღების უნარს.

ამასთან, ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად მკვლევრებმა დააფიქსირეს, რომ დინოზავრებით გატაცებულ ბავშვებს სასკოლო ასაკში პრობლემების გადაჭრის უნარი უფრო კარგად აქვთ განვითარებული და თანაკლასელებთან შედარებით, უკეთ ახერხებენ სტრატეგიის დასახვას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

FDA-ს დამტკიცებული პრეპარატები ინსულინის წარმოებას 48 საათში აღადგენს

კაცობრიობამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დიაბეტის სამართავად ინსულინის რუტინული ინიექციების საჭიროების შესამცირებლად — ახალმა კვლევამ აჩვენა, როგორ შეიძლება აღდგეს ინსულინის მწარმოებელი უჯრედები პანკრეასში.

პანკრეასის სადინარის წარმომქმნელი უჯრედების გამოყენებით, რომლებიც პანკრეასის სადინარების საფარის ქსოვილებს წარმოქმნიან — მეცნიერებმა ბეტა უჯრედების ფუნქციის იმიტაცია შეძლეს; როგორც წესი, ეს უჯრედები არაეფექტიანია ან საერთოდ არ არის პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებში.

ავსტრალიის ბეიკერის გულისა და დიაბეტის ინსტიტუტის მკვლევრებმა FDA-ს მიერ უკვე დამტკიცებულ პრეპარატთა ახალი გამოყენება შეისწავლეს, ისეთი მედიკამენტების, რომელთა სამიზნეც ადამიანის ქსოვილში ფერმენტი EZH2-ია. ჩვეულებრივ, ეს ფერმენტი უჯრედთა განვითარებას აკონტროლებს და წარმოადგენს ზრდის მნიშვნელოვან ბიოლოგიურ კონტროლს.

ფერმენტ EZH2-ის მიერ დაწესებული ზოგიერთი მუხრუჭის დასაძლევად, მეცნიერებმა გამოიყენეს კიბოს სამკურნალოდ უკვე დამტკიცებული ორი ინჰიბიტორი მოლეკულა — GSK126 და ტაზემეტოსტატი; შედეგად, სადინარის წარმომქმნელმა უჯრედებმა ბეტა უჯრედების მსგავსი ფუნქციები განივითარეს.

„ბეტა უჯრედების რეგენერაციული პოტენციალისთვის ფუნდამენტურია EZH2-ის მიზანში ამოღება. ექს-ვივო, ფიზიოლოგიური გლუკოზის გამოწვევის საპასუხოდ, პანკრეასის სადინარის უჯრედების გადაპროგრამება ინსულინის წარმოებას და სეკრეციას აჩვენებს“, — წერენ მკვლევრები.

წინა კვლევების მიხედვით, სადინარის სარჩულის წარმომქმნელი უჯრედები, რომლებსაც წვლილი ასევე შეაქვთ კუჭის მჟავიანობის მართვაში, შესაფერის გარემოში შეიძლება გარდაქმნილიყო ბეტა უჯრედების მსგავს რაიმედ. ამჯერად, უკვე გვაქვს კარგი იდეა, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ეს.

რაც მთავარია, ახალ უჯრედებს შეუძლიათ გლუკოზის დონის შეგრძნება და ინსულინის გამომუშავების ამის შესაბამისად მორგება — ზუსტად ისე, როგორც ბეტა უჯრედებს. პირველი ტიპის დიაბეტში, რომელზეც კვლევა იყო ფოკუსირებული, ორიგინალი ბეტა უჯრედები სხეულის იმუნურმა სისტემამ შეცდომით გაანადგურა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სისხლში შაქრისა და ინსულინის მართვა რეგულარული ინიექციებით უნდა მომხდარიყო.

ჯგუფის მიერ ჩატარებულმა ტესტებმა იგივე რეაქცია აჩვენა პირველი ტიპის დიაბეტის მქონე 7 და 61 წლის პაციენტებისგან და 56 წლის უდიაბეტო ადამიანისგან აღებულ ქსოვილთა ნიმუშებში. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ შეიძლება, თაობებში იმუშაოს.კიდევ ერთი დადებითი ნიშანი ისაა, რომ ინსულინის რეგულარული წარმოების აღდგენას მხოლოდ 48-საათიანი სტიმულირება დასჭირდა.

მიჩნეულია, რომ მსოფლიოში დიაბეტი დაახლოებით 422 მილიონ ადამიანს აქვს; ისინი დამოკიდებული არიან სისხლში შაქრის ყოველდღიურად გაზომვასა და მართვაზე. კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, ჯერ წინ კლინიკური ცდებია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ ერთი პოტენციური გზაა ადამიანის ორგანიზმის დასაყოლიებლად, რომ ჩაანაცვლოს ის ფუნქციები, რომლებსაც დიაბეტი ართმევს.

ამას გარდა, ეს არ არის ერთადერთი პერსპექტიული გზა, რომელსაც მეცნიერები იკვლევენ; შექმნის პროცესშია ახალი ტიპის პრეპარატები და ამასობაში, მეცნიერები ასევე მუშაობენ გზებზე, რომლებიც ეფექტიანად დაიცავს ინსულინის მწარმოებელ უჯრედებს განადგურებისგან.

„მიგვაჩნია, რომ ეს რეგენერაციული მიდგომა მნიშვნელოვანი წინსვლაა კლინიკურ განვითარებაში. ამ დრომდე, რეგენერაციული პროცესი შემთხვევითი იყო და არც დასტურდებოდა. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დღემდე მწირად არის შესწავლილი ის ეპიგენეტიკური მექანიზმები, რომელიც ადამიანებში ასეთ რეგენერაციას განაპირობებენ“, — ამბობს ბეიკერის გულისა და დიაბეტის ინსტიტუტის ეპიგენეტიკოსი სემ ელ-ოსტა.

კვლევა Signal Transduction and Targeted Therapy-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ადრეულ დემენციასთან დაკავშირებული 15 ფაქტორი გამოავლინეს – კვლევა

მიუხედავად იმისა, რომ დემენცია უფრო გავრცელებული ხანდაზმულებშია, ყოველწლიურად ასობით ათას ადამიანს უსვამენ ადრეული დემენციის (YOD) დიაგნოზს. ამის მიზეზს გარკვეულ ნათელს ჰფენს ახალი, საკმაოდ ვრცელი კვლევა.

ამ სფეროში ჩატარებული კვლევების უმეტესობა თაობებს შორის გადაცემულ გენეტიკას სწავლობს, მაგრამ ამ ამჯერად, მკვლევართა ჯგუფმა ასევე გამოავლინა ცხოვრების სტილისა და ჯანმრთელობის 15 სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც ადრეული დემენციის რისკთან არის დაკავშირებული.

„ეს გახლავთ ყველაზე დიდი და მტკიცე კვლევა ამ მიმართულებით ჩატარებულთა შორის. საინტერესოა, რომ პირველი კვლევაა, რომელიც ცხადყოფს, რომ გარკვეული ქმედებებით შეგვიძლია შევამციროთ ამ დაავადების რისკი, თუკი მიზანში ამოვიღებთ სხვადასხვა ფაქტორს“, — ამბობს ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი დევიდ ლეველინი.

მკვლევართა ჯგუფმა 65 წელს ქვემოთ მყოფი 356 052 ბრიტანელის მონაცემები შეისწავლა. დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსი, სოციალური იზოლაცია, სმენის დაქვეითება, ინსულტი, დიაბეტი, გულის დაავადებები და დეპრესია — ეს ყველაფერი ადრეული დემენციის მაღალ რისკთან აღმოჩნდა დაკავშირებული.

მაღალ რისკს ასევე განაპირობებდა D ვიტამინის დეფიციტი და C-რეაქტიული ცილის (წარმოქმნის ღვიძლი ანთების საპასუხოდ) მაღალი დონე და ApoE4 ε4 გენის ორი ვარიანტის ქონა (გენეტიკური სცენარი, რომელიც უკვე დაკავშირებულია ალცჰაიმერის დაავადებასთანაც).

ადრეულ დემენციასა და ალკოჰოლს შორის კავშირს მკვლევრები აღწერენ, როგორც „კომპლექსურს“. მაშინ, როცა ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებამ რისკი შეიძლება გაზარდოს, საშუალოდან მძიმე დონემდე სმა შეიძლება მცირე რისკთან შეიძლება იყოს დაკავშირებული — სავარაუდოდ იმიტომ, რომ ამ ჯგუფში მყოფი ადამიანები, როგორც წესი, ზოგადად უფრო ჯანმრთელები არიან (გასათვალისწინებელია, რომ ისინი, ვინც ალკოჰოლისგან თავს იკავებენ, ამას ხშირად სამედიცინო მიზეზებით აკეთებენ).

ადრეული დემენციის დაბალ რისკთან ასევე დაკავშირებული აღმოჩნდა ფორმალური განათლების მაღალი დონე და ნაკლები ფიზიკური სისუსტე. ეს ყველაფერი ადრეული დემენციის შესახებ არსებული ცოდნის დეფიციტის შევსებაში გვეხმარება.

„იმ ადამიანებისგან, ვისაც დემენცია ხანდაზმულ ასაკში განუვითარდათ, უკვე ვიცით, რომ არსებობს მთელი რიგი რისკფაქტორები, რომელთა შეცვლაც შეიძლება. ფიზიკური ფაქტორების გარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური ფაქტორებიც, მათ შორის ქრონიკული სტრესის, მარტოსულობისა და დეპრესიის თავიდან აცილება“, — ამბობს ნიდერლანდების მაასტრიხტის უნივერსიტეტის ნეიროეპიდემიოლოგი სებასტიან კოჰლერი.

მართალია, ამ კვლევის შედეგები არ ამტკიცებს, რომ დემენცია ამ ფაქტორებით არის გამოწვეული, ნამდვილად გვეხმარება უფრო სრულყოფილი სურათის დახატვაში. როგორც ყველა სხვა ამ სახის კვლევაში, მიზეზის შესახებ უფრო მეტის ცოდნა უკეთესი სამკურნალო საშუალებებისა და პრევენციული ზომების შექმნაში გვეხმარება.

მრავალი ეს ფაქტორი შეცვლას ექვემდებარება, რაც უფრო მეტ იმედს აძლევს მათ, ვინც დემენციის დამარცხებაზე და არა უბრალოდ მის მართვაზე მუშაობს. საბოლოო ჯამში, შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ დემენციის რისკი შევამციროთ უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესით.

„ადრეულ დემენციას ძალიან სერიოზული გავლენა აქვს, რადგან ადამიანებს, რომლებსაც ის ემართებათ, აქვთ სამსახური, დატვირთული ცხოვრება და ჰყავთ ბავშვები“, — ამბობს მაასტრიხტის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი სტევი ჰენდრიკსი.

მისი განცხადებით, მიზეზად ხშირად გენეტიკას მიიჩნევენ, მაგრამ მრავალი ადამიანის შემთხვევაში, ზუსტი მიზეზი უცნობია. სწორედ ამიტომ სურდათ მათ, ამ კვლევაში შეესწავლათ სხვა რისკფაქტორებიც.

კვლევა JAMA Neurology-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

აღმოაჩინეს გენეტიკური მუტაცია, რომელიც პარკინსონის დაავადებისგან იცავს

პარკინსონის დაავადების განკურნება ჯერ არ შეგვიძლია, მაგრამ მიტოქონდრიული დნმ-ის ახლახან აღმოჩენილი მუტაცია, როგორც ჩანს, სხეულს ამ მდგომარეობისგან იცავს. ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რამაც შეიძლება პარკინოსნისგან განკურნების მეთოდი შეგვამუშავებინოს.

კვლევას სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (USC) მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ. აღმოჩენილ მცირე ცილაში, სახელად SHLP2, იშვიათი გენეტიკური ვარიანტია – ის ევროპელების მხოლოდ 1%-ში გვხვდება. თუმცა ფაქტია, 16 167 ადამიანის ჯანმრთელობის ჩანაწერების ანალიზი გვეუბნება, რომ პარკინსონის შემთხვევების რაოდენობა მუტაციის მქონე ადამიანებში ბევრად მცირეა.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რატომ ხდება ეს, მაგრამ მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მუტაციის შემდგომმა შესწავლამ ამაზე პასუხი უნდა გასცეს.

„ჩვენი მონაცემები ხაზს უსვამს კონკრეტული გენის ვარიანტის ბიოლოგიურ ეფექტებსა და პოტენციურ მოლეკულურ მექანიზმებზე, რომლითაც ამ მუტაციას პარკინსონის დაავადების რისკების შემცირება შეუძლია”, – ამბობს გერონტოლოგი სუ-ჯეონგ კიმი, USC-დან.

SHLP2 ცნობილია, როგორც მიტოქონდრიული მიკროცილა. ეს ნიშნავს, რომ ის მომდინარეობს უჯრედების უმეტესობის შიგნით არსებული პატარა ელექტრომომარაგებიდან, რომლებიც ცნობილია როგორც მიტოქონდრია. მიტოქონდრიის გადამუშავების პროცესის გაუმართაობა ითვლება იმ მიზეზად, რის გამოც პარკინსონის დაავადება ჩნდება.

წინა კვლევამ SHLP2 დაავადებებისგან დამცავ მექანიზმს დაუკავშირა. ისიც ცნობილია, რომ SHLP2-ს დონე იზრდება ორგანიზმში პარკინსონის განვითარების გამო.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ SHLP2 იმუნურ სისტემას პარკინსონთან ბრძოლაში ეხმარება. პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლის მხრივ, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.

„კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება დაავადდეს ადამიანი პარკინსონით და როგორ შევიმუშაოთ ახალი თერაპია ამ დამანგრეველი დაავადების წინააღმდეგ”, – აღნიშნულია კვლევაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კვლევა – სისხლის მარტივი ანალიზით გულის შეტევისა და სიკვდილის რისკის შემცირებაა შესაძლებელი

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ახალი, მაღალი მგრძნობელობის სისხლის ანალიზის გამოყენებამ, შესაძლოა, გულის შეტევის უკეთ დიაგნოსტირებას შეუწყოს ხელი და ამ გზით, მომავალში, გულის შეტევისა და სიკვდილის რისკი შეამციროს.
ედინბურგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სისხლის ანალიზის ახალი მეთოდის გამოყენებით, რომელიც ზომავს ტროპონინს – ცილას, რომელიც გამოიყოფა სისხლში გულის დაზიანების შემდეგ – შესაძლოა, რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში გულის შეტევები ხუთი წლის შემდეგ 10% -ით შეამციროს.
ანალიზის ეფექტურობის დასადგენად, მკვლევარმა ჯგუფმა ტესტის შედეგების დასადგენად თითქმის 50 000 ადამიანის მონაცემები გააანალიზა. მათ პაციენტებზე ხუთი წლის განმავლობაში დასაკვირვებლად მონაცემთა სერვისი DataLoch-ი გამოიყენეს.
სისხლის ახალი ანალიზის გამოყენებით ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 10 000-ზე მეტ პაციენტს ტროპონინის მაღალი დონე ჰქონდა, რაც გულის დაზიანებაზე მიუთითებდა.
„სასწრაფო დახმარების განყოფილებებში სამედიცინო პროფესიონალებს სჭირდებათ ყველაზე ეფექტური და ზუსტი ინსტრუმენტები ადამიანებზე ზრუნვისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც საეჭვო გულის შეტევით შემოდის. ძალიან იმედის მომცემია იმის ნახვა, რომ ახალი ტესტი უკეთესია ამ პაციენტებისთვის გრძელვადიანი შედეგების პროგნოზირების კუთხით, ჰქონდათ თუ არა მათ გულის შეტევა თუ სხვა სახის გულის დაზიანება. ეს გამოიწვევს ასეთ პაციენტებზე ზრუნვის გაუმჯობესებას“, – განაცხადა ბრიტანეთის გულის ფონდის სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა სერ ნილეშ სამანმა.
”ეს ახალი მაღალი მგრძნობელობის ტესტი არის ინსტრუმენტი, რომელიც ექიმებს სჭირდებოდათ, რათა დაედგინათ და ემკურნალათ როგორც გულის შეტევებისთვის, ასევე ნაკლებად აშკარად გამოხატული გულის პრობლემებისთვის. ჩვენს კვლევაში, ამ ტესტის დანერგვამ გამოიწვია ამ რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების ჯგუფში მომავალი გულის შეტევების და სიკვდილიანობის რაოდენობის შთამბეჭდავი შემცირება“, – განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ედინბურგის უნივერსიტეტის ლექტორმა, დოქტორმა კენ ლიმ.

წყარო : independent.co.uk

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა ყავის გემოს გასაუმჯობესებლად მარტივი გზა იპოვეს – გააკეთეთ ეს ყავის დაფქვამდე და არაჩვეულებრივ სასმელს მიიღებთ

ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია მსოფლიოში, რადგან მას შეუდარებელი გემო აქვს და ენერგიას გაძლევთ მთელი დღის განმავლობაში. გემოს გასაუმჯობესებლად, ადამიანების უმეტესობა შაქარს ან ნაღებს უმატებს, მაგრამ 2023 წელს მეცნიერებმა მოულოდნელად განაცხადეს, რომ მარილის მწიკვმა შეიძლება გააუმჯობესოს ყავის გემო და არომატი. ბევრი იფიქრებს, რომ ეს სრულიად არასაჭირო ინგრედიენტია, რომელიც მხოლოდ აფუჭებს სასმელს, მაგრამ ეს ასე არ არის. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნატრიუმის ქლორიდი არბილებს ყავის მწარე ნოტებს და ავლენს სხვა, აქამდე შეუმჩნეველ არომატებს. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა ყავის გაუმჯობესების კიდევ ერთ გზაზე ისაუბრეს – დაფქვამდე, რაღაც უნდა გააკეთოთ.

როგორ გამოვავლინოთ ყავის გემო და არომატი
სამეცნიერო ჟურნალში Matter-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყავის მარცვლების დაფქვამდე, მათ ცოტაოდენი წყალი უნდა დაუმატოთ. პატარა ხრიკი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ყველამ, ვინც უპირატესობას ანიჭებს ნატურალურ პროდუქტს. წყალი იცავს ნაწილაკებს ერთმანეთთან შეწებებისგან – შედეგად, ყავა უფრო მეტად ავლენს თავის გემოს და არომატს.
პროფესიონალმა ბარისტებმა დიდი ხანია იცოდნენ ამის შესახებ. მათ ესმით, რომ ყავის მარცვლებში მცირე რაოდენობის წყლის დამატება მათ დაფქვამდე იცავს ნაწილაკების ხახუნით გამოწვეული სტატიკური ელექტროენერგიისგან.

ტენიანობა, იქნება ეს წყლის ნარჩენი ნაწილაკები მოხალული ყავის შიგნით თუ ტენიანობა გარედან, განსაზღვრავს დაფქვის დროს წარმოქმნილი მუხტის რაოდენობას, განმარტა ქიმიკოსმა კრისტოფერ ჰენდონმა.

როგორ დავფქვათ ყავა
მანამდე ამ ქიმიკოსმა და მისმა კოლეგებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ყავის გემო და არომატი შეიძლება გაუმჯობესდეს მისი მარცვლების გაყინვით, დაფქვამდე. ახალი სამეცნიერო სამუშაოს ფარგლებში, მათ გადაწყვიტეს გაერკვნენ, ნამდვილად იცვლება თუ არა სასმლის თვისებები მათი ტენიანობის მიხედვით.  აღმოჩნდა, რომ სტატიკური ელექტროენერგია ყველაზე ძლიერად წარმოიქმნება არა ნაწილაკების ხახუნის გამო, არამედ მათი განადგურების დროს.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ყველაზე ნაკლებად ნაპერწკლები წარმოიქმნება მსუბუქად შემწვარი მარცვლების დაფქვის დროს – ეს იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ მათში ტენიანობა მაინც ინახება. ლოგიკური დასკვნა არის ის, რომ მსუბუქად შემწვარი მარცვლები უფრო არომატულია, ვიდრე ძლიერად მოხალული ყავა. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ მუქი მოხალული ყავის მარცვლების გემო, კვლავ მცირე რაოდენობით წყლის დამატებით – საუბარია 0,02 მილილიტრზე თითო გრამ ყავაზე, ანუ უმცირეს რაოდენობაზე.
ადრე მეცნიერთა სხვა ჯგუფი ამბობდა, რომ ყავა რძესთან ერთად უნდა დალიოთ, რადგან ეს კიდევ უფრო სასარგებლოს ხდის მას. მაგრამ უმჯობესია არ დალიოთ ეს სასმელი დილით, თუმცა ბევრი ამას აკეთებს გაღვიძების შემდეგ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

“ტვინზე ზემოქმედებით დემენციის რისკს ქმნის…” – უახლესი კვლევა

ცნობილია, რომ მოწევა აზიანებს ფილტვებს, თუმცა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ის ასევე საზიანოა ტვინისთვის.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევრებმა 32094 მონაწილის ტვინის სკანირება, მოწევის ისტორია და გენეტიკური რისკი გააანალიზეს.

აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა, ტვინის მოცულობა შეუმცირდა იმათთან შედარებით, ვინც არასოდეს ეწეოდა ან ეწეოდა 100 ღერზე ნაკლებ სიგარეტს. მოწევის ყოველი დამატებითი წლის შემდეგ, შემცირება უფრო დიდი იყო.

„ადამიანები, რომლებიც ეწევიან, უფრო მეტად განიცდიან ნაცრისფერი და თეთრი ნივთიერების გაუარესებას, რაც იძლევა შესაძლო ახსნას, თუ რატომ შეიძლება იყოს დაკავშირებული ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევების 14% მსოფლიოში სიგარეტის მოწევასთან“, – განმარტავენ მეცნიერებმა.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მეცნიერები ადრე უგულებელყოფდნენ მოწევის გავლენას ტვინზე, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ ფილტვებსა და გულზე. როგორც უფროსმა ავტორმა, ლორა ჯ. ბიერუტმა აღნიშნა, „როდესაც ჩვენ დავიწყეთ ტვინის უფრო მჭიდროდ შესწავლა, ცხადი გახდა, რომ მოწევა ასევე ძალიან საზიანოა ტვინისთვის“.

დიდი ხანია ცნობილია, რომ დაბერება დაკავშირებულია ტვინის მოცულობის თანდათანობით შემცირებასთან და ეს კვლევა აჩვენებს, რომ მოწევა აჩქარებს ამ პროცესს, აღნიშნავენ მკვლევრები.

„ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მოსახლეობა დაბერდება, რადგან სიბერე და მოწევა დემენციის რისკის ფაქტორებია“, – თქვა ბირუტმა.

„ერთი რამ, რაც შეგიძლიათ შეცვალოთ, რათა შეაჩეროთ თქვენი ტვინის დაბერება, არის მოწევის შეწყვეტა“, – თქვა მან.

ერთ-ერთი დადებითი აღმოჩენა იყო ის, რომ მოწევაზე თავის დანებებამ შეიძლება თავიდან აიცილოს ტვინის დამატებითი ქსოვილის დაკარგვა, მაგრამ ზოგადი დანაკარგი არ შეიცვლება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 15 16 17 18 19 108
Page 17 of 108