close

კვლევები

კვლევები

მძინარე ადამიანის ტვინი ღამის განმავლობაში 100-ზე მეტჯერ იღვიძებს 🧠

მძინარე ადამიანის ტვინი ღამის განმავლობაში 100-ზე მეტჯერ იღვიძებს, რისი მიზეზიც „სტრესის ჰორმონის“ – ნორადრენალინის ნეირომედიატორის დონის ცვალებადობაა. ასეთ დასკვნამდე კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ.

Daily Science-ის ცნობით, „სტრესის ჰორმონი“ დაძაბულობის დროს გამოიყოფა და ადამიანს კონცენტრირებაში ეხმარება.

„ტექნიკური კუთხით, ადამიანი იღვიძებს, იმიტომ რომ ამ ძალიან მოკლე პერიოდში ტვინის აქტივობა ისეთივეა, როგორც ფხიზლად ყოფნისას, თუმცა მძინარე ადამიანი ამას ვერ ამჩნევს“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი მი ანდერსონი.

ძილის დროს ტვინის ხშირი გამოძვიძება აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია მეხსიერებისთვის – მოკლე გამოძვიძებები ტვინის გადატვირთვას ახდენენ.

კვლევის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ მათი მუშაობის შედეგები ახალი ანტიდეპრესანტების შექმნისას იქნება გამოსადეგი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

დაუზიანდათ თუ არა დნმ იმ მშობლების შვილებს, რომელთაც ჩერნობილში, რადიაციული დასხივება მიიღეს. ახალი კვლევის შედეგები

ჩერნობილში, იმ მშობლების შვილებს, რომელთაც 1986 წლის 26 აპრილს მომხდარი კატასტროფისას რადიაციული დასხივება მიიღეს, დნმ არ დაზიანებიათ, – ამის შესახებ BBC წერს.

კვლევის ფარგლებში, 1987-დან 2002 წლამდე დაბადებული ის ადამიანები შეისწავლეს, რომლებიც კატასტროფის შედეგად დაზარალებულ მშობლებს გაუჩნდათ.

ამ წლებში დაბადებული ადამიანების გენომის – ორგანიზმის უჯრედში შენახული მემკვიდრული მასალის ერთობლიობის შესწავლით დადგინდა, რომ „იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ადამიანებმა რადიაციის დიდი დოზით ზემოქმედება განიცადეს, შთამომავლებზე ამას გავლენა არ მოუხდენია“.

კვლევის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმ მუშების შთამომავლებზე, რომლებიც კატასტროფის შემდეგ, ტერიტორიის დასუფთავებისა და დანგრეული რეაქტორის დამარხვაზე მუშაობდნენ. აღმოჩნდა, რომ მათ შემთხვევაშიც არ დგინდება დნმ-ის დაზიანება და მისით გამოწვეული სიმსივნური წარმონაქმნები.

1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე ავარია მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად, რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე – ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა მაშინდელი სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: ვიდეოთამაშებში გატარებულ დროს კარგ განწყობასთან არანაირი კავშირი არ აქვს

39 000 ვიდეომოთამაშეზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თამაშში გატარებული დრო არანაირ კავშირში არ არის ადამიანის კარგ განწყობასთან, მის მიერ ბედნიერების განცდასთან, – ამის შესახებ BBC Oxford Internet Institute-ის ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

კვლევის მონაწილეთა განწყობები და ბედნიერების აღქმა ფასდებოდა ცხოვრებით კმაყოფილებისა და ემოციების შესახებ დასმული კითხვებით, რომლებიც ბედნიერებას, სევდას, ბრაზსა და იმედგაცრუებას ეხებოდა.

აღნიშნული შედეგები ეწინააღმდეგება 2020 წელს ჩატარებული კვლევის მთავარ მიგნებას – 3 წლის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ვინც უფრო მეტხანს თამაშობდა, უფრო ბედნიერი იყო.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერები: ნაბახუსევისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ჯერ ღვინოს დალევთ თუ ლუდს

ის აზრი, რომ ღვინო უნდა დალიო ლუდის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მტანჯველი ნაბახუსევი გექნება, არასწორია. მეცნიერების თქმით, ნაბახუსევი ყველა შემთხვევაში გექნებათ.

გერმანიაში ვიტენის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ იმის მიხედვით, თუ რომელ ალკოჰოლურ სასმელს დალევ პირველს, არ აქვს მნიშვნელობა.

გარდა ამისა, ნაბახუსევის სიძლიერის განსაზღვრა შეუძლებელია ადამიანის ასაკის თუ წონის მიხედვით. „ერთადერთი მეთოდი, რომ გაიგოთ როგორი იქნება თქვენი მეორე დილა, გაიაზრეთ, რამდენად მთვრალი ხართ და გაქვთ თუ არა ღებინების შეგრძნება“, – განმარტავს ექიმი იორან კოჰლინგი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

დღიურად ნახევარი ბოთლი ღვინოს დალევა ისეთივე მავნებელია როგორც სამი ღერი სიგარეტის მოწევა

საუტჰემპტომის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველ საღამოს ნახევარი ბოთლი ღვინის მიღება ისევე უწყობს ხელს სიმსივნის განვითარების რისკს, როგორც დღიურად სამი ღერი სიგარეტის მოწევა. კვლევის შესახებ ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

კვლევისას გაირკვა, რომ კვირის განმავლობაში ერთი ბოთლი ღვინოს დალევა კაცებში სიმსივნის განვითარების რისკს 1%-ით, ხოლო 1.4%-ით ზრდის, რამდენადაც ალკოჰოლს სარძევე ჯირკვლების სიმსივნის წარმოქმნაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. სპეციალისტების განცხადებით ერთი ბოთლი ღვინო ეკვივალენტურია კაცების შემთხვევაში – კვირაში 5 ღერი სიგარეტის, ქალების შემთხვევაში კი კვირაში 10 ღერი სიგარეტის მოწევის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა კოფეინის ახალი სასარგებლო თვისება დაასახელეს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოფეინს არასწორი კვების უარყოფითი შედეგების კომპენსირება შეუძლია, რადგან ის ამცირებს ლიპიდების დაგროვებასა და ტრიგლიცერიდების დონეს. კლევის შედეგები MedicalXpress-მა გამოაქვეყნა.

სპეციალისტებმა კვლევა თაგვებზე ჩაატარეს. 4 კვირის განმავლობაში ისინი კოფეინს ჩაი მატესგან იღებდნენ. შედეგად ცხოველებმა 16%-ით ნაკლები წონა და 22%-ით ნაკლები ცხიმი მოიმატეს იმ თაგვებთან შედარებით, რომლებსაც ჩაი მატეს კოფეინის გარეშე აძლევდნენ. ამასთან, მათი რაციონი 40% ცხიმის, 45% ნახშირწყლებისა და 15% ცილებისგან შედგებოდა. მიღებული კოფეინის დოზა კი 4 ჭიქა ყავის ტოლფასი იყო.

მეცნიერებმა ანალოგიური შედეგი სინთეზური კოფეინისა და ყავაში შემცველი კოფეინითაც მიიღეს. მატე – ეს არის პარაგვაული ჩაი, რომელიც კოფეინს დიდი დოზით შეიცავს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: ძაღლის ყოლა ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს

ძაღლის ყოლა ნაადრევი სიკვდილის რისკს 24%-ით ამცირებს. ამის შესახებ CNN-ი ამერიკელი მეცნიერების ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევის ავტორებმა დაახლოებით 4 მილიონი ადამიანის მონაცემით იხელმძღვანელეს, რომლებიც 70 წლის განმავლობაში აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და სკანდინავიაში სხვადასხვა კვლევებისთვის შეაგროვეს.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ თუ ადამიანს, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა სახლში ძაღლი ჰყავს, შეტევის გამეორების რისკი 33%-ით ნაკლებია მათთან შედარებით, ვისაც ძაღლი არ ჰყავს. ინსულტის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 27%-ს შეადგენს.

მსგავსი კვლევა შვედმა მეცნიერებმაც გამოაქვეყნეს. მათ დაასკვნეს, რომ ძაღლის ყოლა მარტოხელა მოხუცებისთვის ძალიან სასარგებლოა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ძაღლის ყოლის ადამიანის ჯანმრთელობის გავლენაზე უფრო ზუსტი შედეგების მისაღებად კლინიკური ცდების ჩატარებაა საჭირო.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა ტვინის გვიან დაბერების საშუალება დაასახელეს

ბოსტონის უნივერისტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეგულარული ფიზიკური ვარჯიში დემენციის განვითარების რისკს ამცირებს და გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს. მათი სრული კვლევა ამერიკის სამედიცინო ასოციაციის მიერ შექმნილ ჟურნალ JAMA Network-ში გამოქვეყნდა.

ექსპერიმენტში 2354-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის 1276 ქალი და 1078 კაცი იყო. მიღებული შედეგებით მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ დამატებით 1 საათი ელემენტარული ფიზიკური ვარჯიშების შესრულება ხელს უწყობს ტვინის 1,1 წლით გვიან დაბარებას.

ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ვარჯიშის შესრულებაა საკმარისი იმისთვის, რომ დემენციის რისკი გამოირიცხოს, თუმცა მათი რჩევაა სპორტს კვირაში არანაკლებ 250 წუთი დაეთმოს.

დემენცია არის სიმპტომების ერთობლიობაა, რომელსაც ტვინის მუშაობის მოშლა იწვევს. მსოფლიოში მილიონობით მოხუცი ადამიანი აწყდება ამ პრობლემას. ეს დიდი გამოცდაა, როგორც თავად დაავადებული ადამიანისათვის, ასევე მისი ახლობლებისათვის.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს დემენციის სიმპტომები განსხვავებული აქვთ

ინგლისურ და იტალიურ ენებზე მოლაპარაკე ადამიანებს დემენციის განსხვავებული სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ სან-ფრანცისკოს კალიფორნიული უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.

კვლევაში 20 ინგლისურენოვანი და 18 იტალიურენოვანი პაციენტი მონაწილეობდა. ორივე ჯგუფს აღენიშნებოდა პირველადი პროგრესირებადი აფაზია – ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელიც მეტყველების აშლილობის სახით გამოიხატება.

მეცნიერების მტკიცებით, როდესაც კვლევაში მონაწილე ინგლისურენოვანი პაციენტები გარკვეული სიტყვების წარმოთქმისას პრობლემებს აწყდებოდნენ, მათთან, ვისი მშობლიურ ენაც იტალიური იყო, ასეთი პრობლემები არ ყოფილა, თუმცა იტალიურენოვანი პაციენტები უფრო მოკლე და მარტივ წინადადებებს აყალიბებდნენ.

მეცნიერები ამბობენ, რომ მათი კვლევა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებისთვის უფრო ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა, ვინაიდან ამ სფეროში დიაგნოსტიკის კუთხით არსებული კრიტერიუმები ინგლისურენოვან პაციენტებზე დაკვირვების საფუძველზეა ჩამოყალიბებული.

„ჩვენი აზრით, ეს განსხვავება უკავშირდება იმას, რომ ინგლისურ ენაში წინადადების უფრო რთული კონსტრუქციები გამოიყენება, რაც სიბერეში ადამიანების ნაწილს სირთულეებს უქმნის. იტალიური ენის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი​ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის პროფესორი მარია ლუიზა ჰორნო-ტემპინი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა ვირთხებს ბიოლოგიური ასაკი შეუცვალეს — გაახალგაზრდავების ახალი მეთოდი

მეცნიერები დაბერების საწინააღმდეგო ახალ თერაპიაზე მუშაობენ. მათ ნივთიერება გოჭების სისხლისგან მიიღეს. მეთოდი ვირთხებში ბიოლოგიურ ასაკს ცვლის.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ახალი ნაერთი (E5) გოჭების სისხლის გადამუშავებით დაამზადეს და შემდეგ ნაერთი ხანდაზმულ ვირთხებს შეუყვანეს.

მკვლევრების , აღმფრთვანებელია, რომ ვირთხების “ეპიგენეტიკურმა საათმა” 67,4 პროცენტით უკან “გადაიწია”.

რა თქმა უნდა, არსებობენ სკეპტიკოსები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მიღწევები საკმარისი არ არის. მიუხედავად ამისა, ფაქტია, ახალმა მეთოდმა ვირთხების სისხლის, გულისა და ღვიძლის ქსოვილების ეპიგენეტიკური ასაკი გაანახევრა. ნაერთს შედარებით ნაკლები ეფექტი ჰქონდა ტვინის ქსოვილებზე, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვან მიღწევად შეფასდა.

უფრო მეტიც, ვირთხების მკურნალობის შემდეგ, მკვლევრებმა დაინახეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ზემოაღნიშნული ორგანოების ფუნქციონირებაში. დაფიქსირდა ქცევითი და კოგნიტური გაუმჯობესებაც.

“E5-ის მსგავს ეფექტს ჩვენც არ ველოდით. ამის დაჯერება გაგვიჭირდა კიდევაც, მაგრამ ფაქტია, ნაერთმა იმუშავა. ამას ადასტურებს სხვდასხვა ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებიც. შედეგი ერთია, ვირთხები გაახალგაზრდავდნენ”, — ამბობენ მკვლევრები.

მეცნიერები ახალგაზრდა სისხლის გამოყენებით გაახალგაზრდავების მეთოდის შემუშავებაზე წლებია მუშაობენ. მიუხედავად ამისა, აქამდე მსგავს კვლევებს წარმატებულს ვერ ვუწოდებდით.

ერთი შეხედვით, ეს მეთოდი აბსტრაქტულიცაა, მაგრამ ფაქტია, ამჯერად მან იმუშავა!

და აქ შემოდის მთავარი შეკითხვა — როგორ და რატომ?

პრესრელიზში მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მათ ბოლომდე ჯერ კიდევ არ ესმით თუ როგორ აახალგაზრდავებს ახალგაზრდა სისხლი ორგანიზმს.

კვლევაში ჩართული მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან, რომ საჭიროა შემდგომი კვლევები და ისინი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 19 20 21 22 23 108
Page 21 of 108