close

კვლევები

კვლევებიმედიცინა

აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც ყველაზე საშიშ კიბოსაც კლავს

ცოტა ხნის წინ, სწორი ნაწლავის კიბოს მქონე ადამიანების მცირე ჯგუფს დაავადებაზე უმკურნალეს. მათი დაავადება გაქრა და ამას ისინი ექსპერიმენტული მკურნალობის მეთოდს უნდა უმადლოდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ეს იყო ძალიან მცირემასშტაბიანი კვლევა, რომელიც ჩატარდა ნიუ-იორკის კეტერინგის კიბოს ცენტრის ექიმების მიერ, სადაც პაციენტები ექვსი თვის განმავლობაში იღებდნენ წამალს, სახელად დოსტარლიმაბს. ცდის ბოლოს 16-მა პაციენტმა კიბო დაამარცხა.

ახლა, კიდევ ერთი გარღვევის მომსწრენი გავხდით. აღმოჩნდა, რომ ახალი ნაერთი, რომელიც სინთეზირებულია დოქტორ იუნგ-მო აჰნის, ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრის მიერ, კლავს რთულად სამკურნალო კიბოს ფართო სპექტრს, მათ შორის სამმაგ ნეგატიურ ძუძუს კიბოს. ეს ყველაფერი ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად.

კვლევა, რომელიც ჩატარდა იზოლირებულ უჯრედებში და მოიცვა ადამიანების უჯრედებიც ჟურნალში Nature Cancer გამოქვეყნდა.

დოქტორი აჰნი უკვე წლებია მუშაობს მცირე მოლეკულებზე, რომლებიც უჯრედებზე ზემოქმედებას ახდენენ. აქამდე მან შეძლო და ასეთი მეთოდით შეიმუშავა პოტენციური თერაპიული ნაერთები მკერდის კიბოს და პროსტატის კიბოს სამკურნალოდ.

თავის ამჟამინდელ კვლევაში, აჰნმა და მისმა კოლეგებმა გამოცადეს მათ მიერ სინთეზირებული ახალი ნაერთი, სახელწოდებით ERX-41. ნაერთს სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებზე უნდა ემოქმედა.

“ERX-41 ნაერთი არ კლავს ჯანსაღ უჯრედებს, მაგრამ ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა კიბოს უჯრედებს ესტროგენის რეცეპტორები. მეტიც, მან გაანადგურა სამმაგად უარყოფითი, ძუძუს კიბოს უჯრედები”, — ამბობს დოქტორი აჰნი.

კვლევამ აჩვენა, რომ ნაერთის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სიმსივნე დაპატარავებას იწყებს. საბოლოოდ მოლეკულამ შეძლო და კიბოს უჯრედები სრულად გაანადგურა.

მხოლოდ ეს არ არის: მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ERX-41 ეფექტურია სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგ, მათ შორის პანკრეასის და საკვერცხის რთულად სამკურნალო კიბოსთან მიმართებაშიც. მეტიც, ის მუშაობს ტვინის კიბოს შემთხვევაშიც.

ამ ახალი მეთოდის შემქმნელების თქმით, ERX-41-ის კლინიკური კვლევები 2023 წლიდან დაიწყება. ეს კი ნიშნავს, რომ სულ მალე შეიძლება კიბოს მკურნალობის სრულიად ახალი და ეფექტიანი მეთოდი გვქონდეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

შუადღის ძილი ტვინზე დადებითად მოქმედებს, ის „გონების დაბერების” პროცესს 3-დან 6 წლამდე აფერხებს – კვლევა

შუადღის ძილი ტვინზე დადებითად მოქმედებს. ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრების განცხადებით, დღის განმავლობაში მცირე ხნით ჩაძინება ხელს უწყობს მეხსიერებისა და კოგნიტიური ფუნქციების დიდი ხნით შენარჩუნებას. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

დაკვირვება ცხადყოფს, რომ ჩაძინება „გონების დაბერების” პროცესს  3-დან 6 წლამდე აფერხებს. თუმცა საიმედო შედეგები ძილის ნებისმიერ რუტინას არ უკავშირდება. მეცნიერები გვირჩევენ, რომ ჩაძინების ხანგრძლივობამ 30 წუთს არ გადააჭარბოს.

როგორც წესი, ადამიანის დღე-ღამეში ძილი ყველაზე მეტ დროს ბავშვობის პერიოდში, მოგვიანებით კი 65 წლის ასაკის შემდეგ იკავებს. გადატვირთული რუტინა ხელს გვიშლის, რომ ჩაძინებისათვის ყოველდღიურად დრო გამოვყოთ, თუმცა აღნიშნული კვლევის მიხედვით, შუადღის ძილი ყველაზე სასარგებლო სწორედ ახალგაზრდობაშია, სანამ კოგნიტიური უნარების შენარჩუნება შეგვიძლია. მეცნიერებმა ამ ეტაპზე 35 000 მონაცემი შეაგროვეს. რესპონდენტების უმეტესობა დიდი ბრიტანეთიდანაა. კვლევის მომდევნო ეტაპზე მათი მიზანია, დაადგინონ, დაგვეხმარება თუ არა ჩაძინება ალცჰაიმერის დაავადების პრევენციაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – ღრმა ძილი ალცჰაიმერის პათოლოგიის გავლენას ამცირებს

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ღრმა ძილი ხელს უწყობს მეხსიერების დაკარგვის თავიდან აცილებას ხანდაზმულებში, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების მაღალი რისკის ქვეშ დგანან.
ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ ღრმა ძილს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ნელი ტალღის ძილი, შეუძლია იმოქმედოს როგორც „კოგნიტურმა სარეზერვო ფაქტორმა“, რათა გაზარდოს მდგრადობა ნევროლოგიური დაავადების ძირითადი ფაქტორის მიმართ.
ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის ანადგურებს ტვინში მეხსიერების გზებს და პროგრესულ ფორმებში ასევე, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ადამიანების უნარს, შეასრულონ ძირითადი ყოველდღიური საქმიანობები.
სტატისტიკის თანახმად, 65 წელზე უფროსი ასაკის ცხრა ადამიანიდან ერთს პროგრესირებადი დაავადება აწუხებს და მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, გაიზარდოს, ე.წ. ბები-ბუმერის თაობის (1946-1964 წლებში დაბადებული ადამიანები) დაბერებასთან ერთად.
ცილა, რომელიც ბეტა-ამილოიდის სახელითაა ცნობილი, დაკავშირებულია დემენციით გამოწვეულ მეხსიერების დაკარგვასთან. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ძილის დარღვევა ტვინში ამ მოლეკულის უფრო სწრაფ დაგროვებასთანაა დაკავშირებული. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ღრმა ძილის ნაკლებობა არის პროგნოზირებადი ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია მომავალში დემენციის პოტენციური უარესი ფორმის განვითარებასთან. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს რამდენიმე აქტივობა, რომელიც, მათი მტკიცებით, მახვილი გონების შენარჩუნებას უწყობს ხელს, მათ შორის განათლების მიღება წლების განმავლობაში, სოციალური ჩართულობა და სხვა.
იმის გამო, რომ განათლება ან ამა თუ იმ ადამიანის სოციალური ქსელის ზომა არ შეიძლება ადვილად შეიცვალოს, მკვლევარებმა გამოიკვლიეს ტვინის აქტიურად შენარჩუნების ისეთი ფორმებიც, როგორიცაა ფიზიკური აქტივობა.
უახლეს კვლევაში, რომელიც ჟურნალ BMC Medicine-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღრმა, ნელი ტალღის ძილი შეიძლება მეხსიერების დაქვეითების მაღალი რისკისგან დამცავი ფაქტორი იყოს და ხელი შეუწყოს დემენციის ზოგიერთი ყველაზე დამანგრეველი შედეგის თავიდან აცილებას.
კვლევის ჩასატარებლად, მეცნიერებმა მასში 62 ხანდაზმული ადამიანი ჩართეს, რომლებიც ჯანმრთელები იყვნენ და დემენციის დიაგნოზი არ ჰქონდათ.
მკვლევარები მონაწილეებს ელექტროენცეფალოგრაფიის (EEG) აპარატის საშუალებით აკვირდებოდნენ, როდესაც მათ ლაბორატორიაში ეძინათ. მათ ასევე გამოიყენეს პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET) მონაწილეთა ტვინში ბეტა-ამილოიდური ცილის ნალექების ოდენობის გასაზომად.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მონაწილეთა ნახევარს ჰქონდა ამილოიდური ნალექების დიდი რაოდენობა, ხოლო მეორე ნახევარს არა.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ტვინში ბეტა-ამილოიდების ნალექის დიდი რაოდენა ჰქონდათ და ღრმა ძილის მაღალ დონეს განიცდიდნენ, უკეთესად ასრულებდნენ მეხსიერების ტესტს იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც იმავე რაოდენობის ნალექები ჰქონდათ, მაგრამ ცუდად ეძინათ, თუმცა კვლევის იმ მონაწილეების ჯგუფში, რომლებსაც ტვინში ცილის ნალექები არ ჰქონდათ ღრმა ძილს მეხსიერებაზე რაიმე დამატებითი დამხმარე ეფექტი არ მოუხდენია.
აღმოჩენებზე დაყრდნობით, მეცნიერები აცხადებენ, რომ ღრმა ძილმა შეიძლება შეამციროს ბეტა-ამილოიდური პათოლოგიის მავნე ზემოქმედება მეხსიერებაზე.
„თუ დასკვნები დაადასტურებს ჰიპოთეზას, ეს იქნება ამაღელვებელი, რადგან ძილი არის ის, რისი შეცვლაც შეგვიძლია. ეს არის მოდიფიცირებადი ფაქტორი“, – განაცხადა კვლევის თანაავტორმა მეთიუ უოკერმა.
„ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ პათოლოგიის გარკვეული დონის მიუხედავად, არსებობს ცხოვრების სტილის გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტების ზომიერებასა და შემცირებას. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია ძილი და, კონკრეტულად, ღრმა ძილი“, -განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ჟოფია ზავეჩმა.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მასშტაბური არაა, მეცნიერები აცხადებენ, რომ მისი დასკვნები გვთავაზობს ადრეულ სურათს იმ გზების შესახებ, თუ როგორ შეიძლება ძილმა ხელი შეუშალოს მეხსიერების დაკარგვას.

წყარო : independent.co.uk

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – 80 წლის ანტიბიოტიკი, შესაძლოა, მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების წინააღმდეგ ეფექტური იყოს

ახალი კვლევის თანახმად, 80 წლის მივიწყებულმა ანტიბიოტიკმა შეიძლება მრავალი წამლისადმი რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციებისგან დაცვა უზრუნველყოს,.
ექსპერტების თქმით, აღმოჩენამ, შეიძლება, რთულად სამკურნალო და პოტენციურად ლეტალური ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი გზა დასახოს.
ნურსეოტრიცინი, ნიადაგის სოკოს მიერ წარმოებული ბუნებრივი პროდუქტი, რთული მოლეკულის მრავალ ფორმას შეიცავს, რომელსაც სტრეპტოტრიცინი ეწოდება.
სტრეპტოტრიცინი იყო მეცნიერების მიერ აღმოჩენილი პირველი ანტიბიოტიკი, რომელსაც ბაქტერიების მიმართ ძლიერი გრამუარყოფითი მოქმედება აღმოაჩნდა. 1940-იან წლებში მისმა აღმოჩენამ დიდი იმედები გააჩინა მასზე, როგორც ძლიერ გრამუარყოფით (ბევრი წამლის მიმართ რეზისტენტული) აგენტზე იმ ბაქტერიების წინააღმდეგ, რომელთა მოკვლა, სქელი გარე დამცავი ფენის გამო, სხვა ანტიბიოტიკებით განსაკუთრებით რთულია. თუმცა, ნურსეოტრიცინი ტოქსიკური იყო თირკმელებისთვის და მისი განვითარება შეწყდა. ახლა კი მკვლევარები ვარაუდობენ, რომ საკითხის გარშემო წარმოქმნილ პრობლემას უკეთესი გაწმენდა გადალახავს.
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციების ზრდამ  ახალი ანტიბიოტიკების ძიება გამოიწვია. სწორედ ამის გამო, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, კვლავ გადაეხედათ ნურსეოთრიცინისთვის.
პროდუქტის ადრეული კვლევების დროს სტრეპტოტრიცინების არასრული გაწმენდა ხდებოდა. უახლესი კვლევის მიხედვით, სტრეპტოტრიცინის სხვადასხვა ფორმას განსხვავებული ტოქსიკურობა აქვს. სტრეპტოტრიცინი-F მნიშვნელოვნად ნაკლებად ტოქსიკურია, მაგრამ მაინც ძალზე აქტიურია თანამედროვე მრავალი მედიკამენტის მიმართ რეზისტენტული პათოგენების მიმართ.
ახალ კვლევაში მკვლევარებმა დაახასიათეს ორი განსხვავებული სტრეპტოტრიცინის, D-სა და F-ის, მაღალგანწმენდილი ფორმების ანტიბაქტერიული მოქმედება, რენალური ტოქსიკურობა და მოქმედების მექანიზმი.
კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სტრეპტოტრიცინის D ფორმა მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ენტერობაქტერიების და სხვა ბაქტერიული სახეობების წინააღმდეგ უფრო ძლიერია, ვიდრე F ფორმა, ის თირკმელებისთვის ნაკლებად ტოქსიკურია.
კვლევის შედეგები ჟურნალ Plos Biology-ში გამოქვეყნდა.

წყარო : independent.co.uk

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – კიბოს ახალი ტესტი დიაგნოსტიკის დააჩქარებს

კიბოს 50-ზე მეტი ფორმის გამოსავლენად შექმნილმა სისხლის ტესტმა შეიძლება ხელი შეუწყოს დიაგნოსტიკისა და პაციენტების მკურნალობის დაჩქარებას, – ამის შესახებ ახალ კვლევაშია აღნიშნული.
თხევადი ბიოფსიის ცდის შედეგები, რომელიც აშშ-ში, მსოფლიოს უდიდეს, კიბოს დაავადების შესახებ გამართულ კონფერენციაზე გამოქვეყნდა, მიუთითებს, რომ სისხლის ტესტს, Galleri-ს აქვს პოტენციალი, აღმოაჩინოს და გამორიცხოს კიბო სიმპტომების მქონე ადამიანებში.
ტესტი აღმოაჩენს სიმსივნის დნმ-ის პატარა ფრაგმენტებს სისხლში. ის აფრთხილებს ექიმებს ფიქსირდება თუ არა კიბოს სიგნალი და პროგნოზირებს, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს სიგნალი ორგანიზმში.
ექსპერტები მიესალმნენ კვლევის შედეგებს, მაგრამ განაცხადეს, რომ მეტი კვლევა იქნება საჭირო, სანამ ტესტი, რომელიც დამზადებულია კალიფორნიული კომპანია Grail-ის მიერ, ჯანდაცვის სისტემებში დაინერგება.
კვლევაში, რომელსაც ოქსფორდის უნივერსიტეტი ხელმძღვანელობდა, ინგლისსა და უელსში მცხოვრები 5461 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც საავადმყოფოში სავარაუდო კიბოს დიაგნოზით გადაიყვანეს.
ტესტმა სწორად გამოავლინა კიბოს შემთხვევების ორი მესამედი კვლევის მონაწილეთა შორის. დადებითი შემთხვევების 85%-ში მან ასევე შეძლო კიბოს კერის დადგენა. შედეგები უფრო ზუსტი იყო ხანდაზმულ პაციენტებში და ონკოინკურაბელურ პაციენტებში.
აღსანიშნავია, რომ Galleri ტესტი ათასობით ადამიანში გამოიყენეს, რომლებსაც სიმპტომები არ ჰქონდათ, რათა გაარკვიონ, შეუძლია თუ მას არა ფარული კიბოს გამოვლენა. შედეგები მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი. წარმატების შემთხვევაში, ტესტის გავრცელება დაახლოებით 1 მილიონი ადამიანისთვის იგეგმება.

წყარო : theguardian.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ცხვირის წვეთებმა, შეიძლება, ინსულტის შემდეგ პაციენტების ტვინის აღდგენას შეუწყოს ხელი

მეცნიერებმა აჩვენეს, თუ როგორ შეძლო სპეციალურმა ცხვირის წვეთებმა, რომელიც  კონკრეტულ მოლეკულას შეიცავს, დახმარებოდა თაგვებს ინსულტის მავნე ბიოლოგიური შედეგებიდან გათავისუფლებასა და გამოჯანმრთელებაში.
წვეთებში მთავარი მოლეკულა არის კომპლემენტის პეპტიდი (ამინომჟავების ჯაჭვი) C3a, რომელიც უკვე ვიცით, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის იმუნურ სისტემაში, ასევე ტვინის განვითარებასა და პლასტიურობაში.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მედიკამენტი არ გამოიყენება მაშინვე, არამედ ინსულტიდან შვიდი დღის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვისაც დახმარებას ინსულტის შემდეგ დაუყოვნებლივ ვერ  უწევენ, მაინც იქნებიან დაცული ამ მდგომარეობის ყველაზე უარესი შედეგებისგან.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა თაგვებში ხელოვნურად გამოიწვიეს იშემიური ინსულტი, ყველაზე გავრცელებული ტიპის ინსულტი. თუმცა, ერთი კვირის შემდეგ, ცხვირის წვეთები დაეხმარა თაგვებს მოტორული ფუნქციის უფრო სწრაფად და სრულად აღდგენაში, პლაცებო ჯგუფთან შედარებით.
ახალი კვლევა ასევე გვაძლევს უკეთეს წარმოდგენას ტვინზე C3a-ს ეფექტის შესახებ. MRI სკანირებამ აჩვენა, რომ პეპტიდმა ხელი შეუწყო თაგვების ტვინში ნერვულ უჯრედებს შორის კავშირების რაოდენობის გაზრდას.
“ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ C3a პეპტიდი გავლენას ახდენს ასტროციტების ფუნქციაზე – ეს არის უჯრედები, რომლებიც აკონტროლებენ ნერვული უჯრედების ბევრ ფუნქციას როგორც ჯანმრთელ, ასევე დაავადებულ ტვინში”, – განაცხადა გოტენბურგის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა მილოშ პეკნამ.
იშემიურ ინსულტს წელიწადში დაახლოებით 7,6 მილიონი ადამიანი განიცდის, აქედან ნახევარზე მეტს უვითარდება ფიზიკური ან ფსიქიკური აშლილობა, რის შედეგადაც ვითარდება: ხელის ან ფეხის თვითნებური მოძრაობის დაკარგვა, მეტყველების დარღვევა ან დეპრესიის პრობლემები და შფოთვა.
მკვლევარები განმარტავენ, რომ C3a პეპტიდიანმა ცხვირის წვეთებმა შეიძლება დიდი განსხვავება შეიტანოს ამ ციფრებში – თუმცა, მანამდე, აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ მედიკამენტი ისეთივე ეფექტურია ადამიანებში, როგორც თაგვებში.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Journal of Clinical Investigation-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

დღისით რეგულარული, ხანმოკლე ჩაძინება დემენციის რისკს ამცირებს – კვლევა

დღის განმავლობაში, რეგულარული, ხანმოკლე ჩაძინებები ჩვენს თავის ტვინს მოცულობას და შესაბამისად, ახალგაზრდობას უნარჩუნებს, თანაც იმდენად, რომ ეს დაკავშირებულია ჯანმრთელ კოგნიტურ ფუნქციებთან, დემენციისა და სხვა დაავადებების დაბალ რისკთან.

ამერიკელმა, ბრიტანელმა და ურუგვაელმა მეცნიერებმა 40-დან 69 წლამდე 378 932 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, რათა ენახათ, როგორია რეგულარული ჩათვლემისკენ გენეტიკურად მიდრეკილთა კოგნიტური მდგომარეობა მათთან შედარებით, ვისაც ასეთი გენები არ აქვს.

დაადგინეს, რომ ჩათვლემის მოყვარულებს უფრო დიდი თავის ტვინი აქვთ, ასაკით მათზე 2,6 – 6,5 წლით პატარების ზომის.

„ჩვენი კვლევა მიუთითებს მიზეზობრივ კავშირზე ჩათვლემის ჩვევასა და ტვინის უფრო დიდ მოცულობას შორის“, — ამბობს კვლევის ავტორი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) ნეირომეცნიერი ვალენტინა პასი.

65 წელს გადაცილებულ ადამიანებზე ჩატარებული წინა კვლევის მიხედვით, დღისით ძილი აუმჯობესებს მოკლევადიან შემეცნებას და კოგნიტურ ტესტებში, ჩათვლემის მოყვარულები არამოყვარულებს სჯობნიან. ახალ კვლევაში ჩაძინების ხანგრძლივობა არ აღურიცხავთ, მაგრამ როგორც წინა კვლევები მიუთითებს, საუკეთესო ვარიანტია 30 წუთზე ნაკლები დროით ჩაძინებები; ამავე დროს, დღის უფრო ადრე მონაკვეთში ჩაძინებები გავლენას არ ახდენს ღამის ძილზე.

სრულად, ნახეთ 1tv.ge- ზე

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებისაქართველო

ფსიქიკური პრობლემები ქართველ მოსწავლეებში, რომელთა შესახებ მშობლებმა არაფერი იციან – კვლევა, რომელშიც ათასობით მესამეკლასელი მონაწილეობდა

ქართველ მოსწავლეებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის პრობლემა დაფიქსირდა. სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის ბავშვთა ფსიქიატრებთან და ფსიქოლოგებთან თანამშრომლობით, საქართველოს 5 დიდი ქალაქის 211 საჯარო სკოლაში მასშტაბური კვლევა ჩატარდა.

სკრინინგული კითხვარის შევსების შედეგად ბავშვებში ზოგადი ფსიქიკური ჯანმრთელობა შეისწავლეს, კვლევაში 16 654 მე-3 კლასელი მონაწილეობდა, რომელთაგან 12%-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის აშლილობა აღმოაჩნდა. შემთხვევათა უმრავლესობაში მშობელმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. თემაზე სიუჟეტი “კვირის მოამბის” ჟურნალისტმა მოამზადა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

აღმოჩენა: ჟანგბადის დეფიციტი თაგვის სიცოცხლის ხანგრძლივობას 50 პროცენტით ზრდის

ჟანგბადი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ჰარვარდის უნივერსიტეტის Mootha Lab-ისა და მასაჩუსეტსის ინსტიტუტის (MGH) კვლევა ვარაუდობს, რომ ჟანგბადის დეფიციტმა (ჰიპოქსია) შეიძლება გაზარდოს ძუძუმწოვრების სიცოცხლის ხანგრძლივობა.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„დაახლოებით 20 წელია ვიცით, რომ ქრონიკული ჰიპოქსია კულტივირებულ უჯრედებზე მოქმედებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს საფუარში, ჭიებსა და ბუზებში. თუმცა, ჩვენი კვლევა პირველია, რომელმაც გამოცადა ჟანგბადის შეზღუდვა ძუძუმწოვრების დაბერების მოდელში. შესაბამისად, ეს ნამდვილად აღმოჩენაა”, — განაცხადა რობერტ როჯერსმა, MGH-ის წამყვანმა მკვლევარმა და ექიმმა.

კვლევის ავტორებმა თაგვები გამოცადეს ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში. მათ შექმნეს ისეთი პირობები, როგორიც ეს ევერესტზეა (5000 მეტრის სიმაღლეზე). მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ჰიპოქსიამ ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა 50 პროცენტით გაზარდა.

კვლევა ჩატარდა თაგვების იმ მოდელზე, რომელსაც Ercc1 ცილა აკლდა. ეს არის დაბერების დამაჩქარებელი ფაქტორი, რადგან ასეთ შემთხვევაში თაგვი ექვს თვეზე ნაკლებს ცოცხლობს. ეს გამოწვეულია Ercc1-ის დეფიციტით.

ჰიპოქსიამ საშუალება მისცა თაგვებს 50 პროცენტით მეტი ეცოცხლათ. კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ ტექნიკის ადამიანებზე გამოყენება, მკვლევრების თქმით, ამის მტკიცება ჯერ ადრეა. ეს იმიტომ, რომ მოლეკულური მექანიზმი, რომლითაც ჰიპოქსიამ სიცოცხლე გაახანგრძლივა, ჯერ კიდევ უცნობია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

ილონ მასკის თქმით, მისი კომპანია ტვინის ჩიპებს ადამიანებზე წელს გამოცდის

პარიზში გამართულ ღონისძიებაზე VivaTech ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ადამიანებზე კლინიკური ცდების ჩატარებას წლის ბოლოსთვის დაიწყებს. ეს ნიშნავს, რომ Neuralink პაციენტთა ტვინში სპეციალურ იმპლანტებს ჩანერგავს, თუმცა რამდენი პიროვნება მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ტვინის კომპიუტერთან დამაკავშირებელი ინტერფეისის გამოცდის ნებართვა Neuralink-მა მარეგულირებელი ორგანოსგან ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მაისში მიიღო. ამგვარი ჩიპების მიზანია, პარალიზებულ ინდივიდებს მოძრაობისა და კომუნიკაციის საშუალება მისცეს. ისინი კომპანიამ მაიმუნების სხეულში უკვე ჩანერგა, ახლა კი ადამიანთა ჯერია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 29 30 31 32 33 108
Page 31 of 108