close

კვლევები

ისტორიაკვლევებიმედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

დაავადება, რომელმაც 16 საუკუნეში მექსიკის მოსახლეობის 80 პროცენტი გაანადგურა

მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ იმ სასიკვდილო ეპიდემიის მიზეზი, რომელმაც მე-16 საუკუნეში მექსიკის მოსახლეობის 80 პროცენტი  გაანადგურა.

კვლევა ორიოდე დღის წინ ოფიციალურად გამოქვეყნდა.

1545-1550 წლების ეპიდემიის მსხვერპლთა კბილებიდან მოპოვებული უძველესი დნმ-იდან ირკვევა, რომ 15 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი სალმონელელა ენტერიკაა, ბაქტერია, რომელიც ტიფოზურ ციებ-ცხელებასთანაა დაკავშირებული. 

,,ცხელება იყო გადამდები, უმეტესწილად ლეტალური, დაავადებულს ენა უშრებოდა და უშავდებოდა და წყურვილის არანორმალური შეგრძნება ჰქონდა. დაავადებული შარდის ფერი მწვანე იყო, ან შავი, პულსი – გახშირებული ან შესუსუსტებული – ხანდახან ნულოვანი”, ასე აღწერს ფრანცისკანელი მონაზონი დაავადებას 1576 წელს.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებულუბს აღენიშნებოდათ დელირიუმი, დიზენტერია, კრუნჩხვები და გაუსაძლისი სისხლდენა და ღებინება.

ეპიდემიას სხვადასხვა დროს სხვადასხვა დაავადებასთან აკავშირებდნენ. თუმცა ახლა, გერმანიაში მდებარე მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა მოიპოვეს პირველი რეალური მტკიცებულება დნმ-ის საშუალებით.

მექსიკის ქალაქ მიქსტეკიდან ასობით წლის წინ დამარხული ადამიანების 30 ჩონჩხი ამოთხარეს.

დნმ-ის სკრინინგის უახლესი ტექნოლოგიის – Meta Genome Analyser Alignment Tool-ის საშუალებით, მკვლევარებმა ენტერიკას შტამი, სახელად Paratyphi C, აღმოაჩინეს.

აღმოჩენა შთამბეჭდავია და მნიშვნელოვანია სამომავლო კვლევებისთვის. მეცნიერების განმარტებით, ,,აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს იძლევა განვაცხადოთ, რომ MALT- ის ალგორითმის წყალობით, მომავალში წარსული დაავადებების მიზეზების დადგენა იქნება შესაძლებელი”.

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

რა ემართება კუჭსა და მის შემოგარენს საღეჭი რეზინის ღეჭვისას?

 ადამიანების დიდი კატეგორიისათვის საღეჭი რეზინის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია – დიახ, მას ნამდვილად ახლავს ,,მიჯაჭვულობის” ეფექტი!

არადა… საქმე იმაზე უფრო რთულადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

გასტროენტეროლოგები საღეჭი რეზინის გამოყენებას ეწინააღმდეგებიან და მის უზმოზე დაღეჭვას გასტრიტის გაჩენისა და გამწვავების წინაპირობად წარმოგვიდგენენ.
როგორც კი საღეჭი რეზინის ღეჭვას ვიწყებთ, გადამამუშავებელ სისტემას ავტომატურად ეგზავნება სიგნალი – ,,საკვები მოდის”, კუჭიც იწყებს მზადებას, წვენი მზადყოფნაში ჰყავს საჭმლის მისაღებად. ამის მაგივრად, კუჭამდე მხოლოდ ნეწყვი აღწევს, რომელსაც კუჭი ,,ამუშავებს”, რეალურად  კი – ეს ჰაერით გატენილი ნეწყვია და მეტი არაფერი.

რა შედეგები მოჰყვება ამას?
ძირითადად,  მომატებული მჟავიანობა, თქვენი ხმაურიანი მუცელი სწორედ ამის დამსახურებაა.

გარდა ამის –  იწვევს საფეთქლის – ქვედა ყბის სახსრის დარღვევას,  ამიტომ, ამ სახსრის ანთების დროს ღეჭვა რეკომენდებული არ არის.

კიდევ, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს – ბაზარი ძირითადად შაქრის შემცველი საღეჭი რეზინებითაა წარმოდგენილი, რაც, ბუნებრივია, კარიესის გაჩენის ერთ-ერთ წინაპირობას ქმნის.

რაც შეეხება დადებით თვისებებს, ესეც არ გამოგვრჩეს:

საღეჭი რეზინი ასუფთავებს კბილებს, თუმცა ბუნებრივია, კბილის ჯაგრისს ვერ შეედრება/ ამ დროს, უბრალოდ,  სუფთავდება კბილების მხოლოდ ერთი (საღეჭი) ზედაპირი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ონკოლოგები: მცენარეული აბები ონკოპაციენტებისთვის საზიანოა

მცენარეულ აბებს ონკოლოგიური  პაციენტებისთვის სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლისაბონში გამართულ მკერდის კიბოს საერთაშორისო კონფერენციაზე ონკოლოგებმა განაცხადეს.მათი მტკიცებით, ზოგიერთი მცენარეული პრეპარატის ინგრედიენტმა შესაძლოა, სიმსივნური დაავადების მკურნალობის კურსს ხელი შეუშალოს.

გამოცემის ცნობით, ნივრის, ჯანჯაფილისა და გინგკო ბილობას შემცველი აბები მკერდის კიბოს მქონე პაციენტებში ჭრილობების შეხორცებას და დაზიანებული კანის აღდგენის პროცესს აფერხებს. ქირურგისა და პროფესორის, მარია კარდოსოს თქმით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მცენარეული თერაპია მუშაობს.

ქირურგები მოუწოდებენ პაციენტებს, რომ ექიმს ყოველთვის ამცნონ, თუკი მცენარეული შემადგენლობის აბებს ან მალამოებს იყენებენ. საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ მცენარეული პროდუქტების დიდ ნაწილს შეუძლია შეაფერხოს ან ხელი შეუშალოს ჰორმონალურ თერაპიასა თუ ქიმიოთერაპიის კურსს. ზოგიერთი მათგანი კი სისხლის შედედების პროცესს ახანგრძლივებს, რის გამოც ჭრილობები დროულად ვერ ხორცდება.

პროფესორ კარდოსოს თქმით, გასაკვირი არ არის, როცა კიბოს პაციენტები ალტერნატიულ მეთოდებს მიმართავენ, თუმცა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ მცენარეული თერაპიით შესაძლოა, ორგანიზმს სარგებელზე მეტად ზიანი მოუტანონ.

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: მწეველები ტკივილს მეტად განიცდიან

მწეველები ტკივილს მეტად განიცდიან, ვიდრე ადამიანები, რომლებისთვისაც მოწევა მავნე ჩვევა არ არის. ამის შესახებ BBC ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის (UCL) მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ 220 ათასზე მეტი ადამიანისგან მიღებული მონაცემები შეისწავლეს. გაირკვა, რომ ტკივილის დონე მაღალი მათ შორისაც კი, ვინც მოწევას თავი დაანება. ექსპერიმენტი 2009-2013 წლებში ტარდებოდა. მონაწილეები სამ კატეგორიად დაჰყვეს: ისინი, ვინც ყოველდღიურად არასოდეს ეწევა, ისინი, ვინც ყოველდღე ეწეოდნენ და ისინი, ვინც ყოველდღიურად ეწეოდა.

მათ ტკივილის დონე 0-დან 100 ქულამდე უნდა შეეფასებინათ. უფრო მაღალი ქულა ტკივილის უფრო მეტ რაოდენობას ნიშნავდა. მწეველების და ყოფილი მწეველების საშუალო მაჩვენებელი მესამე ჯგუფის მაჩვენებლებზე 2.5 ქულით მაღალი აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ ტკივილის უფრო მაღალი დონე ახალგაზრდების ჯგუფებში (16-34 წლის) დაფიქსირდა.

სპეციალისტებმა არ იციან რა იწვევს ამას, თუმცა მათი ვარაუდით, საქმე იმაშია, რომ რეგულარული მოწევა ორგანიზმში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: მწვანე ჩაი თმის ცვენას აჩერებს

გამოცემა Daily Express-ი სამეცნიერო კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მწვანე ჩაი თმის ცვენას აჩერებს.

როგორც კვლევით დადგინდა, მწვანე ჩაი ორგანულ ნივთიერება Catechin-ს შეიცავს, რომელიც ტესტოსტერონისა და დიჰიდროტესტოსტერონის მავნე ეფექტებს ბლოკავს.

სწორედ ეს ნეგატიური ეფექტები აფერხებს თმის ნორმალურ ზრდას. ექსპერიმენტის ფარგლებში პაციენტებს თავის კანს მწვანე ჩაის ექსტრაქტით უმუშავებდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეთა უმრავლესობას თმის ზრდის აქტივობა გაუუმჯობესდა.

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: იზოლაციის შემდეგ მდედრი თაგვები უფრო მეტს ლაპარაკობენ

კორნელის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა ცხოველების ქცევაზე იზოლაციის გავლენა შეისწავლეს. ამის შესახებ National Geographic-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ თემაზე მეცნიერები წარსულშიც მუშაობდნენ, პანდემიის პირობებში კი, როცა იზოლაციაში მილიონობით ადამიანი აღმოჩნდა, ეს საკითხები განსაკუთრებულად აქტუალური გახდა. ამჯერად სპეციალისტები ლაბორატორიულ თაგვებს აკვირდებოდნენ.

თაგვები და ვირთხები ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის ულტრაბგერებს იყენებენ, რომლებიც ადამიანებს არ ესმით. ეს სიცილის, ტირილის და ამოსუნთქვის ერთგვარი ანალოგია, რომელიც მღრღნელებს ემოციურ მდგომარეობას გადმოსცემს.

მეცნიერებმა ათობით სხვადასხვა სქესის თაგვი იზოლირებულ გალიებში მოათავსეს, სადაც მათ სხვა ცხოველებთან ვიზუალური კონტაქტის საშუალებაც არ ჰქონდათ. სამი დღის შემდეგ კი გალიებში „სტუმრად“ სხვა თაგვები მიჰყავდათ და რეაქციას თაგვის სქესისა და ასაკის გათვალისწინებით აფიქსირებენ.

გაირკვა, რომ მამრობითი სქესის თაგვების ქცევაზე იზოლაციას პრაქტიკულად არანაირი გავლენა არ ჰქონია. თუმცა მდედრი თაგვები სამდღიანი მარტოობის შემდეგ ოთხჯერ უკვე მეტს „ლაპარაკობდნენ“ ვიდრე საკონტროლო ჯგუფის მონაწილეები – თაგვები, რომლებიც ჯგუფებში დარჩნენ. ამასთან, დედლები უფრო აქტიურად ამყარებდნენ კონტაქტს სტუმრებთან.

ეს დაკვირვება მეცნიერების შემდეგი ნაშრომის საფუძველი გახდება – ისინი ქცევის ცვლილებებს ნეირონების დონეზე შეისწავლიან.

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: ქალებში, რომელთაც სექსუალური შევიწროება განუცდიათ, ჰიპერტენზიის რისკი 21%-ით იზრდება

ქალები, რომლებთაც განუცდიათ სექსუალური ძალადობა, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება ან ორივე ერთად, აქვთ მაღალი არტერიული წნევის განვითარების გრძელვადიანი რისკი, იმ ქალებთან შედარებით, რომელთაც მსგავსი ტრავმა არ აქვთ, – ამის შესახებ CNN-ი ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენი კვლევის დასკვნა ხაზს უსვამს მრავალჯერადი სექსუალური ძალადობის ზემოქმედების პოტენციურ ეფექტს ქალების გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე“, – ამბობს კვლების ავტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წარმომადგენელი, რებეკა ლოუნი.

კვლევა 33 ათასზე მეტი ქალის 2008 წლიდან შეგროვებულ მონაცემებს აერთიანებს.

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: ძილის დროს მცირე შუქის ზემოქმედებაც კი ჭარბ წონასა და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს უკავშირდება

მცირე რაოდენობის შუქის ფონზე ძილის დარღვევა შეუძლია, რაც ასაკოვან ზრდასრულებში ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებს ქმნის. ამის შესახებ CNN-ინორსვესტერნის უნივერსიტეტის ახალ კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, კვლევაში 552 ქალი და კაცი მონაწილეობდა, რომელთა ასაკიც 63 – 84 წელს შორის მერყეობს. მეცნიერებმა მათ სპეციალური მოწყობილობები დაურიგეს, რომელიც ძილის ციკლებს, ძილის დროს მოძრაობასა და შუქის რაოდენობას ზომავდა.

კვლევის მონაწილეთა 53%-ზე მეტს ძილის დროს ოთახში ამა თუ იმ ფორმით შუქი ჰქონდათ ჩართული (სანათები, ტელევიზორი და ა.შ.). აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ინტენსიურია შუქი, მით უფრო მაღალი იყო ადამიანებში დიაბეტის, ჭარბი წონისა და ჰიპერტენზიის განვითარების შემთხვევები.

ასევე დადგინდა, რომ შუქი ძილის ციკლს არღვევს. კერძოდ კი, მის იმ სტადიას, რომლის დროსაც უჯრედების განახლება ხდება.

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერები – წყლის სათანადო რაოდენობით მიღება ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს  

შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საკმარისი წყლის მიღება დაკავშირებულია ქრონიკული დაავადებების განვითარების, ნაადრევი სიკვდილის ან ბიოლოგიური დაბერების მნიშვნელოვნად დაბალ რისკთან.
„კვლევის შედეგები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ სათანადო ჰიდრატაციამ შეიძლება შეანელოს დაბერება და გაახანგრძლივოს  სიცოცხლე”, – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, გულ-სისხლძარღვთა რეგენერაციული მედიცინის ლაბორატორიის მკვლევარმა ნატალია დმიტრიევამ.
კვლევაში აღნიშნულია, რომ იმის ცოდნა, თუ რა პრევენციულმა ზომებმა შეიძლება შეანელოს დაბერების პროცესი, პრევენციული მედიცინის მთავარი გამოწვევა.
„ეს იმიტომ ხდება, რომ ასაკზე დამოკიდებული ქრონიკული დაავადებების ეპიდემია გაჩნდება, რადგან მსოფლიოს მოსახლეობა სწრაფად ბერდება და ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა ხელს შეუწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას უფრო მეტად, ვიდრე მხოლოდ დაავადებების მკურნალობას შეუძლია”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
ავტორები მანამდე თაგვებზე ჩატარებული მსგავსი კვლევების საფუძველზე ფიქრობდნენ, რომ ოპტიმალურმა ჰიდრატაციამ, შესაძლოა, დაბერების პროცესი შეაჩეროს. აღნიშნულ კვლევებში წყლის მთელი სიცოცხლის მანძილზე შეზღუდვამ თაგვებში ყოველ ლიტრზე შრატში ნატრიუმი 5 მილიმოლით გაზარდა და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 6 თვით შეამცირა, რაც ადამიანის სიცოცხლის დაახლოებით 15 წლის ეკვივალენტია. ახალი კვლევის მიხედვით, ნატრიუმი შეიძლება გაიზომოს სისხლის შრატში და იზრდება, როცა ნაკლებ სითხეს ვსვამთ.
კვლევის ავტორთა ინფორმაციით, წყლის ყოველდღიური მოხმარებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს მსოფლიოში ადამიანთა დაახლოებით ნახევარი არ აკმაყოფილებს.
“გლობალურ დონეზე, ამან შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს. სხეულში წყლის შემცველობის დაქვეითება არის ყველაზე გავრცელებული ფაქტორი, რომელიც ზრდის შრატში ნატრიუმს. ამის გამო, კვლევის შედეგები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ სათანადო ჰიდრატაციამ შეიძლება ადამიანის დაბერების პროცესი შეანელოს და თავიდან ააცილოს ქრონიკული დაავადება”, – აღნიშნულია კვლევაში.
ჩვენს შრატში ნატრიუმის დონეებზე გავლენას ახდენს როგორც წყლის, ასევე სხვა სითხის, ხილისა და ბოსტნეულის მაღალი შემცველობის მქონე სითხის მიღებაც.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ  eBioMedicine-ში გამოქვეყნდა.

წყარო : CNN

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერები გვაფრთხილებენ : თმის ქიმიური გასასწორებელი საშუალებები საშვილოსნოს კიბოსთან არის დაკავშირებული

საშვილოსნოს კიბოს იშვიათი და აგრესიული ფორმის შემთხვევები შეერთებულ შტატებში სწრაფად იზრდება, რისი მიზეზიც, ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, თმის ქიმიური გასწორება იყოს.
თითქმის 11 წლის განმავლობაში, აშშ-ის გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის (NIEHS) მკვლევარები 33 947 ზრდასრულ ადამიანს აკვირდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში გამოვლინდა საშვილოსნოს კიბოს 378 შემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ მათ, ვინც გამოკითხვის დაწყებამდე 12 თვის განმავლობაში ოთხჯერ გამოიყენა თმის ქიმიური გასწორების საშუალება, 155 პროცენტით მეტი შანსი ჰქონდა, რომ მოგვიანებით დაესვათ საშვილოსნოს კიბო, მათთან შედარებით, ვისაც ასეთი საშუალება არასოდეს გამოუყენებია.
აღსანიშნავია, რომ წარსულში საშვილოსნოს კიბოსთან აკავშირებდნენ, ისეთი ჰორმონების ჭარბ რაოდენობას, როგორიცაა ესტროგენი და პროგესტერონი და ამ ბუნებრივ ჰორმონთა იმიტირება და მათ რეცეპტორებთან დაკავშირება თმის მრავალ პროდუქტსაც შეუძლია.
2018 წელს, შემოწმებისას, მკვლევრებმა თმის 18 პროდუქტში აღმოაჩინეს ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც არღვევენ ენდოკრინულ სისტემას. გარდა ამისა, გამოვლენილ ქიმიურ ნივთიერებათა 84 პროცენტი პროდუქტის ეტიკეტებზე დატანილი არ იყო, 11 პროდუქტი შეიცავდა ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აკრძალული იყო ევროკავშირის კოსმეტიკური დირექტივით ან რეგულირდებოდა კალიფორნიის კანონით.
2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თმის პერმანენტული საღებავი და გამასწორებელი ქიმიკატები ასოცირდება მკერდის კიბოს უფრო მაღალ რისკთან.
2021 წელს, შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ თმის პერმანენტული საღებავი და გამასწორებელი ქიმიკატები საკვერცხის კიბოს უფრო მაღალ რისკთან არის დაკავშირებული.
ახლა კი ამ ჩამონათვალს, შეიძლება, საშვილოსნოს კიბოც დაემატოს.
აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მკვლევრები ჯერ კიდევ არკვევენ, თმის პროდუქტებში შემავალმა რომელმა ქიმიურმა ნივთიერებებმა შეიძლება ახსნას მათთან დაკავშირებული კანცეროგენური ეფექტები, მაგრამ მთავარი „ეჭვმიტანილები“ არიან პარაბენები, ფთალატები და ფორმალდეჰიდები.
ამასთან, მკვლევარების განმარტებით, იმის გამო, რომ ფიზიკური აქტივობა დაკავშირებულია სქესობრივი სტეროიდული ჰორმონების შემცირებასთან და ქრონიკულ ანთებათა კლებასთან, მაღალი ფიზიკური აქტივობის მქონე ქალები შეიძლება ნაკლებად  მოწყვლადები იყვნენ საშვილოსნოს კიბოს სხვა რისკფაქტორებისადმი. თუმცა, მკვლევრების თქმით, უფრო მეტი კვლევაა საჭირო ფიზიკურ აქტივობას, თმის პროდუქტების გამოყენებასა და საშვილოსნოს კიბოს შორის ურთიერთკავშირის უკეთ დასადგენად.
კვლევა Journal of the National Cancer Institute-ში გამოქვეყნდა.

სრულად ნახვა
1 36 37 38 39 40 108
Page 38 of 108