close

კვლევები

კვლევები

კვლევა – მწვანე შუქი ტკივილს ამსუბუქებს

შანხაის ფუდანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, შეიძლება არსებობდეს “მარტივი, უსაფრთხო და ეკონომიური” გზა ტკივილის შესამსუბუქებლად: მწვანე შუქი.
თაგვებზე ჩატარებული კვლევის ფარგლებში მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კონუსები და ჩხირები- (თვალის ბადურის უჯრედი) თვალის უჯრედები, რომლებიც გრძნობენ სინათლეს – ხელს უწყობდნენ მწვანე შუქის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს ჯანმრთელ თაგვებში და თაგვებში, რომლებსაც სახსრების ანთება ჰქონდათ.
როგორც მეცნიერები ხშირად აკეთებენ, მკვლევარებმა გარკვეული უჯრედების ინაქტივაცია განახორციელეს, რათა დაენახათ, რა გავლენას ახდენდა ეს ცხოველების ტკივილის გრძნობაზე. როცა ზოგიერთ თაგვში ჩხირების ინაქტივაცია განახორციელეს, ამ ცხოველებს, მწვანე შუქის საშუალებით, ტკივილი მხოლოდ ნაწილობრივ შემსუბუქდა, ხოლო კონუსების გარეშე თაგვებს ტკივილის შემსუბუქების ნიშნები საერთოდ არ ჰქონდათ.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ბადურის კონუსის ფოტორეცეპტორები აუცილებელია მწვანე შუქის ანალგეზიისთვის, ხოლო ჩხირები მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ“, – განმარტავენ კვლევის ავტორები.
ექსპერიმენტების დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მწვანე შუქში მოცურავე კონუსები და ჩხირები ასტიმულირებდნენ ტვინის უჯრედების ჯგუფს ვენტროლატერალურ გენიკულურ ბირთვებში, რაც ადრე უკავშირდებოდა ზოგადად კაშკაშა სინათლის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.
ტვინის ამ ნაწილში ეს ნეირონები გამოხატავს ჰორმონს, რომელიც მონაწილეობს ტკივილის სიგნალიზაციაში. ეს უჯრედები შემდეგ გადასცემენ შეტყობინებას ტვინის სხვა ნაწილს, რომელსაც ეწოდება დორსალური რაფის ბირთვი, რომელიც არეგულირებს ტკივილს და ეფექტურად ამცირებს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას.
მიუხედავად იმისა, რომ მღრღნელებში ტკივილის შემსუბუქება არ ნიშნავს, რომ ადამიანებშიც ანალოგიურად ხდება, ეს კვლევა ახერხებს ძუძუმწოვრების ტვინში ტკივილის სქემების დადგენას, რომლებიც რეაგირებენ ვიზუალურ მონაცემებზე და აფართოებს ჩვენს გაგებას მათი ჩახშობის უსაფრთხო, მარტივი გზის შესახებ.
კვლევა ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინასაქართველო

საქართველოს გამქრალი გოგონები – სელექციური აბორტების რიცხვი საგანგაშოა

საქართველოში სელექციური აბორტების ტრადიცია დღემდე გრძელდება. ამ ტრადიციის თანხმად, ყველა  ოჯახში უნდა იყოს ბიჭი.  სწორედ ის არის გვარის გამგრძელებლი და ოჯახის სიამაყე.  ამ ტრადიციის შენარჩუნებას გარშემომყოფი ადამიანების უმეტესობა უწყობს ხელს.  ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად,  ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში,  საქართველოში ოჯახების 46% უპირატესობას მიანიჭებდა ვაჟს, ხოლო 9 % – გოგოს.

თუმცა,  საინტერესოა, რომ თუ მხოლოდ ბიოლოგიურ შემთხვევითობას მიენდობიან, წყვილების 30%-ს, შობადობის დონის გათვალისწინებით,  ვაჟი არ გაუჩნდებოდა (1.7 ბავშვი ქალზე, 2010 წ.).

სტატისტიკური მონაცემები საქართველოში დაბადებისას სქესთა თანაფარდობაზე ადასტურებს ქვეყანაში სქესის შერჩევის მიზნით პრენატალური აბორტების არსებობას: 2008-2012 წლებში ყოველ 100 გოგოზე 112 ბიჭი დაიბადა, მაშინ როცა ნორმა 100 ახალშობილ გოგონაზე 105 ბიჭის დაბადებაა.

შედეგად, საქართველოში 1990-2010 წლებში დაბადებამდე 25 ათასი გოგონა გაუჩინარდა.

 

ასე თუ გაგრძელდა, გაუჩინარებული გოგონების რაოდენობა 2020 წლისთვის იქნება 40 ათასი, 2030 წლისთვის – 60 ათასი, ხოლო 2050 წლისთვის მათი რაოდენობა 80 ათასს მიაღწევს. ამ დროისთვის გამქრალი ქალების რაოდენობა მდედრობითი სქესის მოსახლეობის 4% იქნება.

ინფოგრაფიკა შეიქმნა ანგარიშის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში“ (2014) მიხედვით, რომელიც პირველი სისტემატური კვლევაა საქართველოში და რომლის მიზანია დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის შესახებ არსებული მონაცემების სიღრმისეული განხილვა.

როგორც მკვლევარები გვეუბნებიან, ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში,  საქართველოში იქნება ბევრად მეტი მარტოხელა მამაკაცი,  ვიდრე ქალი;  ქალების გაუჩინარების გამო დაიბადება ნაკლები ბავშვი;  შეიძლება გაიზარდოს ტრეფიკინგი და ქალთა მიმართ ძალადობა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

რა შემთხვევაში უნდა დავთანხმდეთ ღეროვანი უჯრედებით მკურნალობაზე

ღეროვანი უჯრედების მეცნიერება არის სამედიცინო კვლევის სფერო, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ დაპირებების დონეზეა. გამოცემა Science Translational Medicine-ის ინფორმაციით,  მსოფლიოს მასშტაბით, მთელი რიგი კლინიკები ბოროტად იყენებენ რეგულაციურ ხარვეზებს და ე.წ. ღეროვანი უჯრედების მკურნალობას ყიდიან ისე, რომ არ გააჩნიათ მტკიცებულება მათი მკურნალობის ეფექტურობის, ან თუნდაც, უსაფრთხოების შესახებ.

ასეთი დაუსაბუთებელი, ლიპოსაქტოგენული მეთოდების გამოყენებით მიღებული უჯრედების პირდაპირ მომხმარებელზე გასული რეკლამირება  არა მარტო პიროვნებების ჯანმრთელოას აყენებს რისკის ქვეშ, არამედ ძირს უთხრის ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული მკურნალობის ლეგიტიმურ განვითარებას.

ბევრმა აკადემიურმა საზოგადოებამ და პროფესიულმა სამედიცინო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება ამ უშედეგო და ხშირად ძვირადღირებული უჯრედებული თერაპიების შესახებ. ამის მიუხედავად, ეროვნული მარეგულირებლები, როგორც წესი, მცირედ ან სრულიან არაეფექტური არიან.

რას გვთავაზობს მკურნალობის ეს მეთოდი?

ღეროვანი უჯრედების ასობით კლინიკა ონლაინგანცხადებას ავრცელებს იმის შესახებ, რომ მათ შეძლეს სხვადასხვა დაავადებით დაავადებული პაციენტების განკურნება, მათ შორის, ოსტეოართრიტის, ტკივილის, ზურგის ტვინის დაზიანების, გაფანტული სკლეროზის, დიაბეტისა და უშვილობის.

დამოუკიდებლად დამოწმებული შედეგების წარმოების ნაცვლად, ეს კლინიკები ეყრდნობიან პაციენტების ჩვენებებს ან დაუსაბუთებელ განცხადებებს ,,გაუმჯობესების” შესახებ.

ამგვარად, ეს კლინიკები ჩქმალავენ პაციენტების ჯანმრთელობის რისკებს, რაც ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებუ მკურნალობასთანაა დაკავშირებული.

გარდა პაციენტებისა და მათი ოჯახების მძიმე ფინანსური ტვირთისა, ხშირ შემთხვევაში, არსებობს დაფარული დანახარჯებ, ვინაიდან უშედეგო ღეროვანი უჯრედების თერაპიის შედეგად დაკარგული დრო პაციენტებს დამტკიცებული მედიკამეტების მიღების საშუალებას არ აძლევს.

არასასურველი შედეგების შესახებ ბოლო დროს გავრცელებული უამრავი ინფორმაცია აჩვენებს, რომ დაუმტკიცებელი უჯრედების თერაპიის რისკები ტრივიალური არაა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობამ X-Cell ცენტრი დახურა. იგივე ბედი ეწია Stamina Foundation-ის იტალიის მთავრობისგანაც.

რა არის დამტკიცებული?

დღეისათვის ერთადერთი ცნობილი ღეროვანი უჯრედების მკურნალობის მეთოდი გამოიყენება ძვლის ტვინისაგან, პერიფერიული სისხლისგან (სისხლის უჯრედების კომპონენტები, როგორიცაა წითელი და თეთრი სისხლის უჯრედები და თრომბოციტები) ან ჭიპლარისგან.

ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე, ასობით ათასი ლევკემიით, ლიმფომით, მრავლობითი მიელომითა და იშვიათი მემკვიდრეობითი იმუნური და მეტაბოლური დარღვევებით დაავადებული ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდა.

ქიმიოთერაპიის კონტექსტში სისხლის ღეროვანი უჯრედები სასარგებლოა კიბოსა და აუტოიმუნური დაავადებებისთვის. სხვადასხვა ღეროვანი უჯრედები წარმატებით გამოიყენება რქოვანასა და კანის გადანერგვისას.

ყველა სხვა აპლიკაცია რჩება პრეკლინიკური კვლევის ფაზაში ან მათი კლინიკური კვლევა ახალი დაწყებულია.

პაციენტებმა და მათმა ახლობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მიიღონ გადამზადებული, რეპუტაციის მქონე ჯანდაცვის პროფესიონალისგან, ვინც მათი სამედიცინო ისტორია იციან. ისინი კარგად უნდა დაფიქრდნენ მანამ, სანამ პრაქტიკაში არსებული სტანდარტებისათ ორჯერ უნდა იფიქრონ, თუ ვინმეს სთავაზობს პრაქტიკაში არსებული სტანდარტების მიღმა არსებულ მკურნალობის მეთოდზე დასთანხმდებიან.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევები

მეცნიერებმა დაადგინეს, როგორი იყო ადამიანის წინაპრის კვების რაციონი

უძველესი ადამიანის კბილის ნადების გამოკვლევის შედეგად მეცნიერებმა ნეანდერტალელების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოიპოვეს. მათ შორის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი იყო ადამიანის წინაპრის კვების რაციონი.

როგორც აღმოჩნდა, ნეანდერლანტელები მარტორქებსა და ველურ სოკოს მიირთმევდნენ, ხოლო სხვადასხვა დაავადებასა და ტკივილთან გამკლავების მიზნით მცენარეულ მედიცინას მიმართავდნენ.

მეცნიერთა ინფორმაციით, მათ გამოიკვლიეს ესპანეთში აღმოჩენილი 48,000 წლისა და ბელგიაში აღმოჩენილი 36,000 წლის ნეანდერტალელების ნაშთები. კბილის ნადები შეიცავდა საკვების ნაწილაკებს, პირის ღრუს ბაქტერიებს, სასუნთქ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტებს.

ბელგიაში აღმოჩენილმა ნაშთებმა ცხადყო, რომ ნეანდერლანტელების კვების რაციონი გრძელბეწვიანი მარტორქისა და ველური ცხვრის ხორცზე, ასევე ველურ სოკოზე იყო დაფუძნებული. 12 ათასი წლით უფრო ადრე ესპანეთში მცხოვრები ნეანდერლანტელები კი, როგორც ჩანს, მხოლოდ ველურ სოკოს, ფიჭვის კაკალს, ხავსსა და ხის ქერქს მიირთმევდნენ, მეცნიერებმა მათი კბილის ნადების დნმ-ში ხორცის კვალი ვერ აღმოაჩინეს.

როგორც ჩანს, ამ ორ სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ მოსახლეობას ცხოვრების განსხვავებუილი სტილი ჰქონდა, რომელიც იმ გარემო პირობებმა განაპირობა, რომელშიც მათ უწევდათ ცხოვრება.

მკვლევარებმა უძველესი ესპანელი მამაკაცის დნმ-ის გამოკვლევის შედეგად დაადგინეს, რომ მას მძიმე დიარეის გამომწვევი დენტალური აბსცესი და ნაწლავის პარაზიტი ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცს მიღებული ჰქონდა ალვის ხის ქერქი, რომელიც ტკივილდამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ასპირინსა და ბუნებრი ანტიბიოტიკს – ობს შეიცავს.

აღნიშნული კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია, ვინადიან ზრდის ცოდნას თანამედროვე ადამიანის (ჰომო საპიენსის) უახლოესი გადაშენებული ნათესავის – ნეანდერტალელების შესახებ.

მეცნიერთა განცხადებით, აღნიშნული კვლევა ამტკიცებს, რომ  ნეანდერლანტელები მაღალგანვითარებული, ინტელექტუალური, მეგობრული არსებები იყვნენ. „ჩვენ ნამდვილად მოგვიწევს, გადავწეროთ ისტორიული წიგნები „გამოქვაბულის ადამიანების მსგავსი ქცევის მქონე არსებების“ შესახებ. მათი მოქმედება და საქციელი ძალიან ჰგავს თანამედროვე ადამიანის წინაპრის საქციელს,“ – აცხადებს ავსტრალიის ადელაიდას უნივერსიტეტის პალეომიკრობიოლოგი-  ლაურა ვეირიხი.

მკვლევარები აცხადებენ, რომ ნეანდერტალელები ჭკვიანი არსებები იყვნენ, ისინი ნადირობის რთულ მეთოდებს ფლობდნენ, სავარაუდოდ, ჰქონდათ თავიანთი სასაუბრო ენა და სიმბოლური ობიექტები, მათ ცეცხლის გამოყენებაც იცოდნენ.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევები

2000 წლის წინ დაწერილი წიგნი, რომელშიც ქრისტეს ცხოვრებაა აღწერილი?

2008 წელს, იორდანიაში, ბედუინების მიერ ნაპოვნი წიგნი, მსოფლიო ყურადღების ქვეშ მაშინვე მოექცა. მკვლევარების თქმით, მასში ქრისტეს ცხოვრება იყო აღწერილი, ასევე, მისი მოწაფეებიც იყვნენ მოხსენიებულნი. ამავე ვარაუდის მიხედვით, ეს პირველი წიგნი უნდა იყოს, რომელიც იესო ნაზარეველის ცხოვრებას მოგვითხრობს. წიგნი მეტალისაა და სიმბოლოებითა და ებრაული ენითაა შესრულებული. 

საინტერესო წიგნი იმ თვალსაზრისითაც არის, რომ, იგი საკმაოდ განსხვავებული სახარებისგან. მაგალითად, აქვს თეორია, რომ ღმერთი, რომელსაც იესო ემსახურებოდა, იყო ქალიც და მამაკაციც.

ექსპერტების თქმით, წიგნი იესოს გარდაცვალებიდან რამდენიმე წელშია დაწერილი.

ეს აღმოჩენა ერთ-ერთ ებრაელ ბედუინს უკავშირდება, რომელსაც წიგნი ბაბუამ დაუტოვა, ჯერ რთულია იმის თქმა, რამდენად შეესაბამება რეალობას მისი ამჟამინდელი მონაცემები, თუმცა მიმდინარეობს ექსპერტიზა. სავარაუდოდ, წიგნი 1800-2000 წლის უნდა იყოს.

თუმცა, მეცნიერების გარკვეული ნაწილი არ იზიარებს ამ პოზიციას და მკვეთრი განაცხადებისგან თავს იკავებს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

აუტოფსიის შედეგებმა აჩვენა, რომ კორონავირუსი მთელს ორგანიზმში ვრცელდება

COVID-19 განისაზღვრება, როგორც რესპირატორული ინფექცია, მაგრამ ახალი კორონავირუსის ეფექტები, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება რომელიმე ორგანოთი.
კორონავირუსით გარდაცვლილთა ათობით გვამის აუტოფსიის შედეგებმა SARS- CoV-2-ის კვალი მთელს ორგანიზმში აჩვენა, მათ შორის ფილტვებში, გულში, ელენთაში, თირკმელებში, ღვიძლში, მსხვილ ნაწლავში, გულმკერდში, კუნთებში, ნერვებში, რეპროდუქციულ ტრაქტში, თვალებსა და ტვინში. ერთმა კონკრეტულმა აუტოფსიის შედეგებმა ახალი კორონავირუსის ნარჩენები გარდაცვლილი პაციენტის ტვინში სიმპტომების გამოვლენიდან 230 დღის შემდეგ აჩვენა.
„ჩვენი მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგიერთ პაციენტში SARS-CoV-2-მა შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ინფექცია და არსებობდეს ორგანიზმში თვეების განმავლობაში“, – აცხადებენ შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მკვლევარების ხემძღვანელობით ჩატარებული
კვლევის ავტორები.
„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2-ის ყველაზე მაღალი ტვირთი სასუნთქ ქსოვილებშია, ვირუსი შეიძლება გავრცელდეს მთელ ორგანიზმში“, – ასკვნიან მკვლევარები.
როგორ ვრცელდება ვირუსი ამდენი ხნის განმავლობაში და ასე ფართოდ კიდევ ერთი ამოუცნობი ფაქტია, რომელიც უნდა გაირკვეს. კვლევის ფარგლებში ჩატარებული აუტოფსიები ხშირად არ აჩვენებდნენ სისხლის პლაზმაში შესამჩნევ ვირუსულ ნარჩენებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პათოგენი შესაძლოა სხვა
საშუალებებით „მოგზაურობდეს“.
იმის გაგებამ, თუ როგორ ვრცელდება SARS-CoV-2 და როგორ განაგრძობს არსებობას ადამიანის ორგანიზმში, შეიძლება ბევრი რამ გამოავლინოს იმის შესახებ, თუ რატომ აწუხებს ზოგიერთ პაციენტს ხანგრძლივი კოვიდი.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

წყარო : www.sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა ნაწიბურებისგან განკურნების გზას მიაგნეს!

მეცნიერებმა ნაწიბურებისგან განკურნების გზას მიაგნეს!

კვლევა 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა!

ნაიარევები – ეს ის არის, რაც მოგონებების მსგავსად ყველას გვაქვს. ნაწიბურს რომ შეხედავ, შესაძლოა, თვალწინ დაგიდგეს ჩხუბი, ოპერაცია, ახალგაზრდული თავქარიანობა, ტრავმული ინციდენტი, სიკვდილის მოტყუება და სხვ. თუმცა ეს ნიშნები მხოლოდ კოსმეტიკური მოგონება არ არის, არამედ ნაწიბუროვანი ქსოვილი, რომელიც პირვანდელი სახით არ აღდგება – დაზიანებულ ადგილას არ იზრდება თმა, არ გამოიყოფა ოფლი და მთლიანობაში, ის ვერ შეიგრძნობს გარემოს.

ასე რომ, უკვე დიდი ხანია ფიქრობენ, რომ ნაწიბურები სიკვდილისა და გადასახადების მსგავსად, ადამიანის არსებობის გარდაუვალი ნაწილია. თუმცა სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები ამ “გარდაუვალობის” წინააღმდეგ მიდიან – მათ ამ უჯრედების ფორმირების ახალი გზა აღმოაჩინეს. ის უჯრედს სხვა ტიპად გარდაქმნის, რომელსაც დაზიანებული ქსოვილის აღდგენა შეუძლიათ. შედეგი ნათელია თაგვებზე – აღნიშნული მეთოდის გამოყენებით, მათი ნაწიბურები აღდგა, თმამ ზრდა დაიწყო და გააქტიურდა ჯირკვლები და სხვა კრიტიკული სტრუქტურები.

“ეს ნამდვილად ინოვაციურია, ნაშრომის კითხვისას უბრალოდ გაოგნებული ვიყავი” ამბობს რადიკა ატიტი, Case Western Reserve-ის კანის ბიოლოგი, რომელიც კანის სტრუქტურას შეისწავლის. მან, ალბათ, ყველაზე კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიგნება სამედიცინო განვითარების თვალსაზრისით… ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიონი პაციენტი მიდის პლასტიკურ ქირურგთან, ნაწიბურის მოსაშორებლად.

90-იანების დასაწყისში მაიკლ ლონგეიკერი პედიატრ ქირურგ მაიკლ ჰარისონთან ერთად მუშაობდა. ჰარისონმა გააკეთა ის, რაც ჯერ კიდევ უცნობი და წარმოუდგენელი იყო დანარჩენი მსოფლიოსთვის – მან ოპერაცია გაუკეთა დაუბადებელ ტყუპებს და პრობლემის მოგვარების შემდეგ კვლავ საშვილოსნოში დააბრუნა. როდესაც ჩვილები დაიბადნენ, ქირურგიული ჩარევის ადგილას მცირედი სიწითლე აღენიშნებოდათ, თუმცა არანაირი ნაწიბური არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ექიმები დაინტერესდნენ, რატომ მოხდა ასე – ამის გარკვევა ლონგეიკერს დაევალა, რასაც ბოლო 30 წელი მოანდომა.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს საკითხი ძირითადად მხოლოდ ღეროვან უჯრედებზე იყო ფოკუსირებული. თუმცა დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ფიბროლასტი, შემაერთებელ ქსოვილში ფართოდ გავრცელებული, ძირითადი, სპეციალიზებული უჯრედი, ძალიან დიდ როლს ასრულებს ნაწიბურების აღდგენის პროცესში. სწორედ ის ასინთეზებს და გამოყოფს უჯრედშორისი ნივთიერების ძირითად კომპონენტებს – პოლისაქარიდებს, კოლაგენის წინამორბედებს და ამასთან ერთად, ღეროვან უჯრედებს სიგნალებს უგზავნის, თუ სად უნდა მოხდეს ოფლის ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულების გააქტიურება.

როგორც კვლევის ფარგლებში გაირკვა, ნაწიბურების წარმომქმნელი უჯრედი EPF ფიბრობლასტების სხვა პოპულაციიდან მომდინარეობს. “თუ ჯამში მოთავსებულ ჟელეს ჭრილს გაუკეთებ, ის არ გაიხსება. ამის საპირისპიროდ, ადამიანები მჭიდრო კანიანი არსებები ვართ – გამონაყარი და ჭრილობები თავის კვალს ტოვებს კანის ზედაპირზე. ეს საშვლისონოდან გასვლის შემდეგ ხდება… საშვილოსონოში კი, ჩვენი კანი ჟელატინისებრია” – აღნიშნავს მაიკლ ლონგეიკერი.

ასევე, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფიბროლბლასტი მეტ დაჭიმვასა და წნევასთან ერთად წარმოქმნის ცილას, სახელწოდებით YAP. მის წინააღმდეგ მეცნიერებმა ვერტეპორფინი გამოიყენეს, რომელიც აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ არის დამტკიცებული, თვალის დაავადების სამკურნალოდ, უჯრედებში მექანიკური სტრესის სიგნალის დაბლოკვით. მკვლევრებმა თაგვებს ანესთეზიის ქვეშ ქირურგიული ჭრილობები გაუკეთეს და ნაწიბურები დაუტოვეს. რის შემდეგაც ჭრილობაზე ვერტეპორფინიც გამოიყენეს.

მართალია, ამ ეტაპზე უცნობია, YAP-ის დამბლოკავ ვერტეპორფინს შეუძლია თუ არა, ჯანსაღი კანის აღსადგენად საჭირო ყველა სიგნალის გააქტიურება, თუმცა მისი დახმარებით, თაგვების თმის ფოლიკულებმა და ჯირკვლებმა გააქტიურება დაიწყო. “ვფიქრობ, ნამდვილად ღირს შემდეგ ეტაპზე გადასვლა და რამდენიმე კლინიკური გამოკვლევის ჩატარება” – ამბობს ლონგეიკერი.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში რამდენიმე კომპანია ცდილობდა ჭრილობების სამკურნალო თერაპიის კომერციალიზაციას, მაგრამ ვერც ერთმა მიაღწია ნაწიბურებისგან სრულად განკურნებას. თუმცა ლონგეიკერის თქმით, ვერტეპორფინმა შესაძლოა, ეს რეალობა შეცვალოს და სამუდამოს დაგვავიწყოს ნაწიბურების მუდმივი არსებობა.

რადიკა ატიტა აღნიშნავს, რომ ნაწიბურები ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო ნაიარევი. “თქვენ კარგავთ ოფლის გამომყოფ ჯირკვლებს, ნერვებს და სხვა კრიტიკულ სტრუქტურებს. ახლა ერთადერთი გამოსავალი კანის ნაჭრების შეთავაზებაა, მაგრამ მასში არაფერია – არც თმის ფოლიკულები, არც სისხლძარღვები და ნერვების დაბოლოებები. ასე რომ, ეს აღმოჩენა მართლაც საოცრად ამაღელვებელია”.

ასე რომ, შეგვიძლია, საბოლოოდ დავემშვიდობოთ ნაიარევებს!

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა : 50 წელს გადაცილებული ქალები უფრო ბედნიერები არიან – რა არის ამის მიზეზი?

საინტერესო ფაქტია, რომ გამუდმებით იზრდება 50+ ასაკში ქორწინების მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს უჩვეულო სტატისტიკაა, გამოდის, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანები განაგრძობენ ბედნიერების ძიებას.

ამ დროს, შუა ასაკის კრიზისი დასრულებულია

არსებობს რამდენიმე ნიშანი, რაც მიანიშნებს, რომ შესაძლოა შუა ასაკის კრიზისი გამოიარეთ. ამ დროს გაურკვეველია თქვენი ცხოვრების მიმართულება, განიცდით ზოგად უკმაყოფილებას და გადაღლას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ამ სიტუაციას “კრიზისს” უწოდებს, სინამდვილეში, ეს უბრალოდ გარდამავალი პერიოდია.

ეს ცხოვრებისეული მოვლენა, ჩვეულებრივ, დაახლოებით 37 წლის ასაკში იწყება და ორივე სქესისთვისაა დამახასიათებელი. ამ პერიოდის გავლის შემდეგ, ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება…

საინტერესოა, რომ კვლევის თანახმად, ჩვენი ბედნიერება U ფორმისაა

საინტერესოა, რომ, როგორც ჩანს, ბედნიერება U ფორმის მრუდს მიჰყვება. ჩვეულებრივ, ცხოვრება ბედნიერად იწყება, შემდეგ მრუდი დაბლა ჩამოდის და შუა ასაკის კრიზისის დროს პიკს აღწევს. ეს დრო 2-5 წელი გრძელდება. შემდეგ კი მრუდი აღმასვლას იწყებს.

საბედნიეროდ, 50 წელს გადაცილებული ქალები უფრო ბედნიერები არიან

ამ ასაკში ქალები აღარ განიცდიან ოჯახური ცხოვრების სტრესს – ბავშვები უკვე დამოუკიდებელი ადამიანები არიან, ამიტომ, თავს აძლევენ უფლებას კარიერაში მიაღწიონ წარმატებას. ისინი აანალიზებენ, რომ ცხოვრება არ შექმნილა მსხვერპლშეწირვისთვის და დროა, ყოველდღიურ კომფორტზე იზრუნონ.

30 წლამდე ქალები გამუდმებით დინამიკაში არიან და გაუმართლებელი მოლოდინების გამო, 40 წლის ასაკისთვის კრიზისული პერიოდი ეწყებათ. კვლევების თანახმად, დროთა განმავლობაში ეს სტრესი იკლებს, რადგან ასაკთან ერთად, ადამიანები აანალიზებენ, რომ ბედნიერება ყოველდღიურობაშია…

50+ ასაკის ქალებს აქვთ მეტი თავისუფლება

როდესაც შვილები იზრდებიან, მათ მეტი დრო აქვთ საკუთარ თავზე ზრუნვისა და გართობისთვის.

საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა

იმ ქალებისთვის, რომლებიც ტრადიციას იცავენ, ბებიის როლი ნიშნავს ბედნიერ, სრულყოფილ ცხოვრებას.

დროის უპირატესობის აღიარება

ბუნებრივი ფაქტია, რომ სხეული იცვლება – ამაში არაფერია სამარცხვინო. ცხოვრება ნებისმიერ ეტაპზე მშვენიერია!

ახალი რისკების მიღება

მეწარმეობა, საკუთარი საქმის წამოწყება, ქორწინების დასრულება, ცხოვრების სიყვარულის პოვნა და მოგზაურობა…. ასეთია ჭკვიანი და ორიენტირებული 50+ ქალების ცხოვრება, რომლებმაც მთავარი საიდუმლო – საკუთარი თავით ტკბობა აღმოაჩინეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევები

გრენლანდია დნება – მაჩვენებლით, რომელსაც მეცნიერები 2070 წლამდე არ ელოდნენ

არქტიკაში დნობის სეზონი ყოველ წელს ივნისში იწყება და აგვისტოში მთავრდება, პიკს კი ივლისში აღწევს. თუმცა, წლევანდელი დნობის მასშტაბი მართლაც განსაკუთრებული იყო. 30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, დნობის პროცესი მიმდინარეობდა კუნძულის ზედაპირის 90 პროცენტზე და ამ 5 დღეში, ოკეანეში ჩავიდა 55 მილიარდი ტონა წყალი.

ეს კი საკმარისია, რათა ფლორიდის შტატი თითქმის 13 სმ სიმაღლის წყლით დაიფაროს.

დნობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2012 წელსაც, როდესაც გრენლანდიის თითქმის მთლიანმა მყინვარულმა საფარმა დაიწყო დნობა, პირველად ისტორიაში მას შემდეგ, რაც მეცნიერები ამას აღრიცხავენ. CNN-ის ცნობით, წელს ყინულმა დნობა 2012 წელთან შედარებით 3 კვირით ადრე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივლისი ყველაზე ცხელი თვე იყო კაცობრიობის აღრიცხულ ისტორიაში. ძლიერმა სიცხემ ჯერ ევროპას, შემდეგ კი გრენლანდიას გადაუარა. ზღვის დონიდან უფრო დაბლა განთავსებულმა ყინულმა დნობა და ტბორების წარმოქმნა დაიწყო. შედარებით მუქი შეფერილობის გამო, ს ტბორები უფრო მეტ მზის სინათლეს შთანთქავდნენ, რაც თავის მხრივ ტბის მიმდებარედ კიდევ უფრო მეტ ყინულს ადნობდა.

ანალოგიურად, დნობის საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შვეიცარიაშიც — ივნის-ივლისის პაპანაქების დროს მყინვარებმა იქ 800 მილიონი ტონა ყინული დაკარგა. ზღვის ყინულის დნობის მაჩვენებელი ივლისში ასევე რეკორდული იყო ალასკაშიც.

დნობა არ ასცდა მრავალწლოვან მზრალობასაც — გაყინულ ნიადაგს, რომელიც დნობისას ძალიან დიდი ოდენობით სათბურის აირებს გამოყოფს. ეს პროცესიც იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე მეცნიერები პროგნოზირებდნენ. სათბურის აირების გამოყოფა პლანეტას უფრო სწრაფად ათბობს, რაც თავის მხრივ, ყინულის დნობას აჩქარებს.

გასული თვე შეიძლება გრენლანდიისთვის მართლაც ანომალია იყო, მაგრამ 2070 წლისთვის ეს ახალი ნორმა გახდება, თუკი ადამიანები არ შევამცირებთ სათბურის აირების გამოყოფას. ამაზე მიუთითებს ბელგიის ლიეჟის უნივერსიტეტის კლიმატოლოგის, ქსავიე ფეტვეისის მიერ შექმნილი კლიმატური მოდელები.

გრენლანდიის ყინულის დნობა ზღვის დონეს მაღლა სწევს

1972 წლის შემდეგ, გრენლანდიის ყინულის დნობამ ზღვის დონე უკვე 1,27 სანტიმეტრით ასწია. აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამის ნახევარი გასულ რვა წელზე მოდის

ამ მაჩვენებლით, დანიის მთლიანი მყინვარული საფარი 1000 წელში გადნება და გამოიწვევს ზღვის დონის 27 მეტრით აწევას.

დანიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის კლიმატოლოგი, რუთ მოტარამი ასეთ ქრონოლოგიას ეჭვის თვალით უყურებს. მისი თქმით, ტემპერატურის 1,5-2 გრადუსით მომატების შემთხვევაში დადგება წერტილი, რომლის იქით, გრენლანდიის მყინვარული საფარის შენარჩუნება უკვე შეუძლებელი იქნება.

მაისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გრენლანდიამ ამ წერტილს უკვე მიაღწია.

გრენლანდიაში თბილ ციკლებში დნობას ყოველთვის აბალანსებდა ცივ ციკლებში წარმოქმნილი ახალი ყინული, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა — თბილ ციკლებში ყინული დნება, ცივ ციკლებში კი დნობა უბრალოდ პაუზდება. შესაბამისად, ყინულის დანაკარგების აღდგენა შეუძლებელი ხდება.

ტყის ხანძრები არქტიკაში

ყინულის დნობის გამომწვევი მშრალი, თბილი ამინდი გრენლანდიაში ასევე განაპირობებს ტყის ხანძრების გაჩენას

ხელოვნურმა თანამგზავრებმა სისიმიუტის ზონაში ხანძარი პირველად 10 ივლისს შენიშნეს. ამ დროს ამ რეგიონში ტემპერატურა 20 გრადუსი ცელსიუსი იყო, რაც 10 გრადუსით მაღალია ნორმალურ მაჩვენებელზე.

მსგავსი ხანძარი ამ რეგიონში 2017 წელსაც გაჩნდა, რომელი ორი კვირის განმავლობაში მძვინვარებდა.

უპრეცედენტო ტყის ხანძრები ამ ზაფხულს მთელი არქტიკის მასშტაბით გაჩნდა. შედეგად, მხოლოდ ივლისში, ატმოსფეროში გამოიყო 50 მეგატონა ნახშირორჟანგი.

ევროპის ატმოსფერული მონიტორინგის ცენტრ „კოპერნიკის“ მონაცემებით, ივნისისა და ივლისის 6 კვირაში არქტიკაში დაფიქსირდა 100-ზე მეტი ძლიერი და ხანგრძლივი ხანძარი.

გრენლანდიის მყინვარულ საფარზე ასევე დაილექა ციმბირისა და ალასკის ტყის ხანძრების ჭვარტლი, რამაც გაამუქა კუნძულის ზედაპირი და გამოიწვია უფრო მეტი სინათლის შთანთქმა, რაც თავის მხრივ, სწრაფ დნობას იწვევს.

არქტიკის რეგიონი კლიმატის ცვლილების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა

არქტიკა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ სწრაფად დნება.

დნობის პროცესი აჩქარებულია დედამიწის მეორე მხარეს, ანტარქტიდაზეც. გასული ათი წლის განმავლობაში, კონტინენტი ყოველწლიურად 252 მილიარდ ყინულს კარგავდა. რაც შეეხება გრენლანდიას, კუნძული წელიწადში 286 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს.

ანტარქტიდისა და გრენლანდიის მყინვარულ საფარში თავმოყრილია მსოფლიოს მტკნარი წყლის მარაგის 99 პროცენტი. მათი გადნობის შემთხვევაში, მთლიანად გაუჩინარდება მაგალითად, ფლორიდის შტატი.

National Geographic-ის მიერ შექმნილი რუკის თანახმად, ასევე წყლის ქვეშ მოექცევა ისეთი ქალაქები, როგორებიცაა ამსტერდამი, სტოკჰოლმი, ბუენოს-აირესი, დაკარი, კანკუნი და ა. შ.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიოფსიქოლოგია

შაქარი ისეთივე ზიანს აყენებს ტვინს, როგორსაც ძალადობა

ის, რომ ნებისმიერი დიეტის დროს შაქრის რაოდენობდა უნდა შევამციროთ, უკვე კარგა ხანია ყველამ კარგად ვიცით. ისიც აღარაა სადავო, რომ კოლა და ლიმონათი ჩვენი წელის ხაზისა და სტომატოლოგიური ჯანმრთელობისთვის სახარბიელო არაა.

შაქრის მავნებლობის კვლევას მეცნიერები კვლავ განაგრძობენ. მკვლევართა ერთმა ჯგუფმა ახალი გამოკვლევა ჩაატარა, რომელიც ამტკიცებს, რომ შაქრიანი სასმელი ადამიანის ტვინს ისეთივე ზიანს აყენებს, როგორსაც უკიდურესი სტრესი ან ძალადობა.

ცხოვრების ადრეულ ეტაპზე გადატანილი მთელი რიგი საზიანო შემთხვევები, როგორიცაა:  უბედური შემთხვევები, ბუნებრივი კატასტროფები, ფიზიკური, სექსუალური და ემოციური ძალადობა; ოჯახური ძალადობა და დანაშაულის მსხვერპლად ყოფნა – იწვევს სტრესის ძირითადი ჰორმონის, კორტიზოლის მომატებას.

არსებობს მტკიცებულება, რომ ბავშვობაში ცუდი მოპყრობა ტვინის მოცულობის შემცირებასთანაა დაკავშირებული და ეს ცვლილებები შეიაძლოა უკავშირდებოდეს მღელვარებასა და შიშს.

 მეცნიერებმა ვირთხებზე დაკვირვება ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ შაქრიანი სასმელის მიღება ადრეულ ასაკში გადატანილი სტრესის შედეგად ტვინზე დატოვებულ კვალს კიდევ უფრო აღრმავებს.

 ექსპერიმენტში მონაწილე ვირთხების ნახევარი შეზღუდულ ბუდეში მოათავსეს დაბადებიდან 2-9 დღის გამნავლობაში. შემდეგ ისინი ნორმალურ საწოლს დაუბრუნეს ძუძუდან მოცილების პერიოდამდე.

ამის შემდეგ ვირთხების ნახევარს შეუზღუდავად აწვდიდნენ უცხიმო საჭმელს და სასმელ წყალს, ხოლო დანარჩენებს საჭმელი, წყალი და 25 პროცენტიანი შაქრიანი წყალი, რომელიც შეეძლო დასალევად აერჩიათ.

ორივე ჯგუფის ვირთხები მოიხმარდნენ შაქარს და ექსპერიმენტის დროს მეტი კალორია მიიღეს. როდესაც ვირთხები 15 კვირის გახდნენ, მკვლევარებმა მათი ტვინები შეამოწმეს.

როგორც ვიცით,  ცხოვრების ადრეულ ასაკზე გადატანილი სტრესი გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფუნქციაზე, ამიტომ მეცნიერებმა შეისწავლეს ტვინის ნაწილი, რომელსაც ჰიპოკამპუსს უწოდებენ და რომელიც მეხსიერებისა და სტრესისთვისაა მნიშვნელოვანი.

ექსპერიმენტის დროს, ვირთხების ოთხი ჯგუფი შეისწავლეს – კონტროლირებული (არა სტრესგადატანილი), კონტროლირებადი ვირთხები, რომლებმაც სასმელი შაქრიანი წყალი დალიეს, ვირთხები, რომლებიც სტრესისგან დაუცველები იყვნენ, და ვირთხები, რომლებიც სტრესისგან დაუცველები იყვნენ და შაქრიანი წყალი დალიეს.

კვლევამ აჩვენა, რომ შაქრის ქრონიკული მოხმარება იმ ვირთხებში, რომლებსაც სტრესი გადატანილი არ ქონდათ, წარმოშობდა ისეთივე ცვლილებებს ჰიპოკამპუსში, რაც წარმოიქმნებოდა იმ ვირთხების ჰიპოკამპუსში, რომლებსაც სტრესი გადატანილი ქონდათ, მაგრამ შაქრიან წყალს არ სვამდნენ.

შაქარი და სტრესი ერთნაირად ამცირებენ კიდევ ერთ რეცეპტორს, რომელიც ნერვების ზრდისთვისაა საჭირო, Neurod1.

ტვინში შაქრიანი სასმელით გამოწვეული ცვლილებები შემაშფოთებელია, როგორც ჩანს, ის ტვინის განვითარებზე უარყოფითად მოქმედებს. ტკბილ და გაზიან გამაგრილებელ სასმელს კი განსაკუთრებთ დიდი ოდენობით მოიხმარენ ცხრიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის ბავშვები.

მეცნიერები მოუწოდებენ ყველას, რაც შეიძლება შეზღუდონ ყოველდღიურად მოხმარებული შაქრის დოზა.

წყარო: Dailymail

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 39 40 41 42 43 108
Page 41 of 108