close

კვლევები

დედამიწაკვლევები

ანტარქტიდაზე აღმოჩენილი ქარვა მიუთითებს, რომ ერთ დროს, სამხრეთ პოლუსთან ტროპიკული ტყე იზრდებოდა

წარმოიდგინეთ, გაქვთ დროის მანქანა, რომელიც დინოზავრების ეპოქაში დაგაბრუნებთ. უცბად აღმოაჩენთ, რომ მოხვდით გაუვალ, ჭაობიან ტყეში, სადაც ყვავილებს, გვიმრებსა და წიწვოვან მცენარეებს შორის აურაცხელი მწერი ბზუის.

გჯერათ თუ არა, თქვენ დასავლეთ ანტარქტიდაზე ხართ.

ახლახან, გერმანელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა იქ პირველად აღმოაჩინეს ქარვა — განმარხებული „სისხლი“ უძველესი წიწვოვანი ხეებისა, რომლებიც შორეულ წარსულში, დაახლოებით 83-92 მილიონი წლის წინ იზრდებოდნენ დედამიწის ყველაზე სამხრეთ კონტინენტზე.

ფესვების, ყვავილის მტვრისა და სპორების ნამარხებთან ერთად, ქარვის ეს ნატეხი ამ დროისათვის საუკეთესო მტკიცებულებას წარმოადგენს იმისა, რომ შუა ცარცულ პერიოდში, სამხრეთ პოლუსთან არსებობდა ჭაობიანი ტროპიკული ტყე და რომ ამ პრეისტორიულ გარემოში დომინირებდა ისეთი წიწვოვანები, როგორიც დღეს ახალი ზელანდიისა და პატაგონიის ტყეებში გვხვდება.

ანტარქტიდაზე ქარვის აღმოჩენა მეტყველებს, რომ ამჟამად გაყინული ეს კონტინენტი ერთ დროს იმდენად თბილი და ტენიანი იყო, რომ იქ ფისოვანი ხეებიც ხარობდა. შუა ცარცულ ეპოქაში, ამ ხეებს მოუწევდათ გადარჩება ზამთრის სრულიად წყვდიადით მოცულ თვეებში.

თუმცა, აშკარაა, რომ ისინი გადარჩენას ახერხებდნენ იმის მიუხედავად, რომ ალბათ დიდი ხნით უწევდათ მიძინებულ მდგომარეობაში ყოფნა.

ამ აღმოჩენამდე, ქარვის დეპოზიტები მეცნიერებს ყველაზე სამხრეთით ნაპოვნი ჰქონდათ ავსტრალიაში, ოტვეის აუზსა და ახალ ზელანდიაში, ტუპუანგის ფორმაციაზე.

„ძლიერ ამაღელვებელი იყო იმის გაცნობიერება, რომ ისტორიის რაღაც მომენტში, შვიდივე კონტინენტზე იყო ისეთი კლიმატური პირობები, რომ ფისოვანი ხეები გაზრდილიყო. ახლა ჩვენი მიზანია, მეტი შევიტყოთ ამ ტყის ეკოსისტემის შესახებ — შევძლებთ თუ არა ქარვის ამ ნატეხში სიცოცხლის კვალის პოვნას. ეს აღმოჩენა წარსულში მოგზაურობის კიდევ ერთ უფრო პირდაპირ გზას გვთავაზობს“, — ამბობს გერმანიის ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის საზღვაო გეოლოგი იოჰან კლაგსი.

განმარხებულ მერქნებსა და ფოთლებს მეცნიერები ანტარქტიდაზე მე-19 საუკუნის დასაწყისიდან პოულობენ, მაგრამ ამ აღმოჩენათაგან მრავალი, ასობით მილიონი წლის წინანდელია, იმ პერიოდის, როცა არსებობდა სამხრეთი სუპერკონტინენტი გონდვანა. მას შემდეგ, რაც ანტარქტიდა ავსტრალიას და სამხრეთ ამერიკას მოსწყდა და სამხრეთ პოლუსისკენ დაიძრა, უცნობია, რა დაემართა მის ტყეებს.

2017 წელს, დასავლეთ ანტარქტიდის სიახლოვეს მკვლევრებმა ზღვის ფსკერი გაბურღეს და ამ დიდი ხნის წინ დაკარგული ჰაბიტატების განსაკუთრებით კარგად შემონახული მტკიცებულება ამოიღეს.

რამდენიმეწლიანი ანალიზების შემდეგ, კლაგსმა და მისმა კოლეგებმა 2020 წელს განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს შუა ცარცული პერიოდის განმარხებული ფესვების ქსელი. მიკროსკოპით მათ ასევე გამოავლინეს ყვავილის მტვრისა და სპორების მტკიცებულება.

იგივე ნაბურღი ახლა კონკრეტულ მტკიცებულებას გვთავაზობს იმისა, რომ ანტარქტიდაზე ერთ დროს მართლაც იზრდებოდა ფისოვანი ხეები.

თიხის ქვის (არგილიტი) სამი მეტრის სიგრძის ფენაში, კლაგსმა და მისმა ახალმა ჯგუფმა ქარვის რამდენიმე ციცქნა ნაჭერი აღწერა, მათი ზომა სულ რაღაც 0,5 – 1 მმ იყო. თითოეული მათგანი მოყვითალო-მონარინჯისფრო იყო, ზედაპირზე მათთვის დამახასიათებელი ნამგლისებრი ბზარებით.

ეს კი ფისის დინების ნიშანია, რაც მაშინ ხდება, როცა ხიდან წვენი ჟონავს, რათა ხანძრის ან მწერების მიერ მიყენებული დაზიანებები ამოავსოს და დალუქოს.

ცარცული ეპოქა დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თბილი პერიოდი იყო. ანტარქტიდასა და ახლომდებარე კუნძულებზე აღმოჩენილი ვულკანური დანალექები გვთავაზობს მტკიცებულებას იმისა, რომ იმ პერიოდში ხშირი ყოფილა ტყის ხანძრები.

სავარაუდოდ, ქარვა იმიტომ შეინახა და განმარხდა, რომ აწეულმა წყლის დონემ სწრაფად დაფარა ხის ფისი და ამით ის ულტრაიისფერი სინათლისა და ოქსიდაციისგან დაიცვა.

სავარაუდოდ, ქარვა ხის ქერქის ციცქნა ნაჭრებსაც შეიცავს, მაგრამ ამის დასადასტურებლად დამატებითი ანალიზებია საჭირო.

ასე, მინიატურული ნაწილებით, მეცნიერები თანდათან ქმნიან სურათს იმისა, როგორ გამოიყურებოდა ანტარქტიდის ტყე ძლიერ შორეულ წარსულში, 90 მილიონი წლის წინ.

მომზადებულია awi.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევები

მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს

ნათხემის ლათინური შესატყვისი cerebellum “პატარა ტვინს” ნიშნავს. ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემის ამ საკმაოდ მცირე ზომის ნაწილში ნეირონების 3/4-ზე მეტია თავმოყრილი და ის ტვინის მთლიანი მასის მხოლოდ 10%-ს შეადგენს. ამის მიუხედავად, მას მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს.

ნათხემი თავის ქალის ქვედა მხარესაა განლაგებული და, ძირითადად, კოორდინირებულ მოძრაობაზეა პასუხისმგებელი, მაგალითად წონასწორობის დაცვაზე. ახალი კვლევის თანახმად, “პატარა ტვინს”, ასევე, საკუთარი როლი აქვს სწავლის პროცესშიც. მეცნიერები წინა ნაშრომს დაეყრდნონ, რომელშიც სწორედ ეს საკითხი იყო განხილული.

„დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ ნათხემის ერთადერთი ფუნქცია ჩვენი მოძრაობის კონტროლი იყო. ახლა უკვე ვიცით, რომ მასში არის არეალები, რომლებიც ფიქრის პროცესში მონაწილე რეგიონებთანაა დაკავშირებული და, როგორც ჩანს, მათთან ერთად განვითარდა”, – აცხადებენ სპეციალისტები.

მათ კვლევა მაიმუნებზე ჩაატარეს, რომელთაც ეკრანზე გამოსახული სურათების მიხედვით ან მარჯვენა ხელი უნდა აემოძრავებინათ, ან მარცხენა. სწორი მხარის არჩევისას ჯილდოდ ისინი წვენს იღებდნენ. როდესაც პრეპარატების მეშვეობით ცხოველთა ნათხემის უკანა-ლატერალური ნაწილი დროებით გათიშეს, ამან დასწავლაზე იქონია გავლენა. კერძოდ, ჯილდოს მიუხედავად, მაიმუნებს უკვე უჭირდათ იმის გახსენება, თუ რომელი ხელი უნდა აემოძრავებინათ ფოტოს საპასუხოდ.

„როცა ნათხემის ამ რეგიონს თიშავ, ახლად დასწავლის პროცესი ფერხდება. ეს ძალიან ნელა ხდება, რამდენიმე ცდის განმავლობაში, და ქცევაც იმ დონის აღარაა, როგორიც იყო. ესაა კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ნათხემი ჯილდოთი განსაზღვრულ ინფორმაციას პრიმატებში კოგნიტიური ფუნქციის ფორმირებისთვის”, – ამბობენ ავტორები.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე გამყარებული დასწავლილი ინფორმაცია გახსენებას მაინც ექვემდებარებოდა. უკანასკნელი მონაცემები საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავარკვიოთ, როგორ მუშაობს ტვინი და როგორ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ სხვადასხვა დარღვევას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ამ საკვებს, შეუძლია დაგიცვათ გულისა და ალცჰაიმერის დაავადებისგან – ახალი კვლევა

შესაძლოა სიტყვა „პოლიფენოლი“ თქვენთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ ის ნამდვილად დიდ გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე.

პოლიფენოლები არის ქიმიური ნაერთების ოჯახი, რომლებიც გვხვდება მცენარეული წარმოშობის საკვებში და ზღვის მცენარეებში, რომლებიც გასული საუკუნის განმავლობაში იქნა შესწავლილი მათი ჯანმრთელობის ეფექტებისთვის.

ბუნებრივი ანტიოქსიდანტები

პოლიფენოლები ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ ორგანიზმში მავნე თავისუფალ რადიკალებს.

საკვების ეს ანტიოქსიდანტური ეფექტი მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ბევრი დაავადება (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, ტიპი 2 დიაბეტი და ა.შ.) ნაწილობრივ ხასიათდება თავისუფალი რადიკალების დისბალანსით, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც მაღალი ოქსიდაციური სტრესი.

უფრო მეტიც, როგორც აღვნიშნეთ, პოლიფენოლები გარდაიქმნება ჩვენი ნაწლავის მიკრობიოტის მიერ, რათა შეიქმნას სასარგებლო მეტაბოლიტები. საინტერესოა, რომ ეს მეტაბოლიტები ასევე წარმოადგენს საკვებს ბაქტერიების მრავალი სასარგებლო სახეობისთვის, ამიტომ პოლიფენოლების მოხმარება ასევე შეიძლება ასოცირდებოდეს ნაწლავის მიკრობიოტის უფრო ჯანმრთელ პროფილთან.

ყველა ამ თვისების ერთობლივი ეფექტი ნიშნავს, რომ პოლიფენოლები ხელს უწყობენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ტიპი 2 დიაბეტის რისკის შემცირებას. ეს დაფიქსირდა არა მხოლოდ საცდელ მილებში, არამედ მრავალ კლინიკურ კვლევებში სხვადასხვა პოპულაციაში.

პოლიფენოლებით მდიდარი საკვები

კაკაო

რაც უფრო სუფთაა კაკაო, მით უფრო ჯანსაღი იქნება ის. კაკაოს დადებითი მხარე ის არის, რომ ის შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს და სხვადასხვა სახის, როგორიცაა ტანინები, გალოკატექინები და რესვერატროლი.

მოწითალო ფერის ხილი და ბოსტნეული

ბოსტნეული და ხილი, რომლებიც მოწითალო და მეწამული შეფერილობისაა, როგორიცაა ჭარხალი, პომიდორი, ბროწეული, ყურძენი და ბადრიჯანი.

ზეითუნის ზეთი

ეს საკვები არის ჯანსაღი და დამახასიათებელია ხმელთაშუა ზღვის დიეტისთვის. ზედმეტი ხელუხლებელი ზეითუნის ზეთის რეგულარული მოხმარება ორგანიზმს აძლევს კარგ ცხიმებს, ანტიბაქტერიულ თვისებებს, უკეთეს კანს, აფერხებს ყაბზობას, აფერხებს დიაბეტსა და კიბოს, აძლიერებს კოგნიტურ ფუნქციებს და ა.შ.

ხმელი ნაყოფი

მთავარი თხილია ნუში, ნიგოზი და თხილი. ნუში ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების კარგ ჯანმრთელობას, ებრძვის შფოთვას, ზრუნავს კუნთებზე, ხელს უწყობს ძილს, მდიდარია კალციუმით, ხელს უშლის ოსტეოპოროზის და სხვა სარგებელს.

ისინი გამოიყენება დესერტებში, ისევე როგორც თხილი და მდიდარია ჯანსაღი ცხიმოვანი მჟავებით, ამცირებს ქოლესტერინს, ხელს უშლის დაავადებებს, ზრუნავს თავის ტვინზე და სხვა დიდ სარგებელს შორის.

თხილი გულისთვის, ამცირებს ქოლესტერინს, მდიდარია კალციუმით, ფოსფორით და მაგნიუმით, ეხმარება ლაქტაციის პერიოდში და ბავშვების ზრდაში და ა.შ.

კენკრა

საკვების ეს ჯგუფი ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით, სხვადასხვა ტიპის პოლიფენოლებით დატვირთვის წყალობით.

პოლიფენოლებით მდიდარი საკვებია ჟოლო, მოცვი, მაყვალი.

მოცვს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ამცირებს კიბოს გარეგნობას, აახალგაზრდავებს, ებრძვის დიაბეტს, ხელს უწყობს კარგი ქოლესტერინის წარმოქმნას, ხელს უშლის დნმ-ის დაზიანებას და ა.შ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ორი კვირა ინტერნეტის გარეშე: როგორ აისახება ეს ჩვენს ფსიქიკაზე

უნდა ვაღიაროთ: ადამიანების უმეტესობა სმარტფონებზე ვართ დამოკიდებული. სწორედ სმარტფონებია ინტერნეტის წყარო, რომელზეც ხელი თითქმის ნებისმიერი ადგილიდან მიგვიწვდება.

ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა, რამდენად ცუდია ეს ჩვენი ტვინისთვის?

ამ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს, რის მიხედვითაც კვლევის მონაწილეებს მობილურის ინტერნეტზე წვდომა ორი კვირით შეეზღუდათ. მათ შეეძლოთ განეხორციელებინათ სატელეფონო ზარები, გაეგზავნათ ტექსტური შეტყობინებები, გამოეყენებინათ ინტერნეტი კომპიუტერით, მაგრამ არ ჰქონდათ მობილურის ინტერნეტზე წვდომა.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ორკვირიანი შესვენებაც კი (ინტერნეტისგან) საკმარისი აღმოჩნდა ადამიანების მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. დიახ, სულ რაღაც ორ კვირაში კვლევის მონაწილეების ფსიქიკური ჯანმრთელობა და კონცენტრაციის უნარი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

“სმარტფონებმა ჩვენი ცხოვრება და ქცევა მკვეთრად შეცვალა და ეს სულ რაღაც 15 წელიწადში. მიუხედავად ამისა, ჩვენი ფსიქიკა იგივე რჩება. ჩვენ გვქონდა შეკითხვა, ვართ თუ არა ადაპტირებული ასეთ დრამატულ ცვლილებებზე. ვართ კი მზად ვიყოთ ყველაფერთან (ინტერნეტთან) მუდმივად კავშირში? კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ არა”, — თქვა კვლევის თანაავტორმა ადრიან უორდმა, ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა.

ექსპერიმენტში 467 მოხალისე მონაწილეობდა, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელი იყო. ინტერნეტთან წვდომის დასაბლოკად IPhone-ის სპეციალური აპლიკაცია გამოიყენეს. ამის შემდეგ, მონაწილეებს ჩაუტარდათ გამოკითხვები, რათა შეფასებულიყო მათი ფსიქიკური მდგომარეობა. ამასთან, გამოიყენეს კომპიუტერული ტესტები, რათა კვლევის მონაწილეების კონცენტრაციის დონე სპეციალური დიაპაზონის მიხედვით გაეზომათ.

კვლევის მონაწილეების 91%-ში ფსიქიკური მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება დაფიქსირდა. მონაწილეების სამმა მეოთხედმა თავადაც განაცხადა, რომ თავს ბევრად უკეთ გრძნობდა. რაც ყველაზე საინტერესოა, კონცენტრაციის უნარი თითქმის ყველა მონაწილეს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა.

მთლიანობაში, ინტერნეტისგან 2 კვირიან დისტანციას კვლევის მონაწილეებზე ანტიდეპრესანტის ეფექტი ჰქონდა. მკვლევრები ამას იმით ხსნიან, რომ უინტერნეტობისას კვლევის მონაწილეებს ბევრად მეტი დრო გამოუჩნდათ რათა გადართულიყვნენ რეალურს საგნებზე.

“რა არის რეალური საგნები? ეს შეიძლება იყოს რაიმე ჰობი, ადამიანებთან პირისპირ საუბარი, ბუნებაში სეირნობა და სხვა. კვლევის მონაწილეებს მეტი ეძინათ, უფრო მეტად გრძნობდნენ სოციალურ კავშირებს და გაუჩნდათ შეგრძნება, რომ უფრო მეტად ჰქონდათ კონტროლი საკუთარ გადაწყვეტილებებზე”, — აღნიშნეს მკვლევრებმა.

მკვლევრებს ახლა იგივე ექსპერიმენტის უფრო ხანგრძლივად ჩატარება უნდათ. მათ აინტერესებთ, თუ როგორ შეიძლება აისახოს ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე რამდენიმე თვიანი უინტერნეტობა.

მომზადებულია პორტალ on.ge-ს მიერ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

დაადგინეს ის კრიტიკული ასაკი, როცა ადამიანის აზროვნება დაქვეითებას იწყებს

მეცნიერებმა დაადგინეს კონკრეტული წერტილი შუახნის ასაკში, როდესაც ჩვენი თავის ტვინის უჯრედებს დაღმასვლის დაწყების პირველი ნიშნები უჩნდება.

19 300 ადამიანის თავის ტვინის სკანირებებსა და ტესტებზე დაყრდნობით, ეს ასაკი დაახლოებით 44 წელია. სწორედ ამ ასაკიდან იწყება შესამჩნევი დაქვეითება, რაც ყველაზე სწრაფ მაჩვენებელს 67 წლის ასაკში აღწევს. 90 წლის ასაკში, ტვინის დაბერების სიჩქარე იკლებს.

ახალი კვლევა აშშ-ის ბრუკის უნივერსიტეტის ჯგუფმა ჩაატარა. შედეგები შეიძლება გამოსადეგი იყოს იმ გზების დასადგენად, რომლებიც ხელს შეუწყობს ტვინის ჯანმრთელობას სიბერეში.

„თუ გვეცოდინება, ზუსტად როდის და როგორ ჩქარდება ტვინის დაბერება, ხელთ გვექნება ჩარევის სტრატეგიული წერტილები. გამოვავლინეთ შუახნის ასაკის კრიტიკული ფანჯარა, სადაც ტვინს ეწყება ენერგიაზე წვდომის შემცირება, ვიდრე შეუქცევადი დაზიანება მოხდება“, — ამბობს ბრუკის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი ლილიან მუხიკა-პაროდი.

ჯგუფმა ასევე დაადგინა ამ უკუსვლის პოტენციურად მთავარი გამომწვევი — ნეირონების ინსულინისადმი რეზისტენტულობა. შედეგები მიუთითებს, რომ თავის ტვინის დაბერებასთან ერთად, მცირდება ინსულინის ეფექტი ნეირონებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ენერგიის სახით ისინი უფრო ნაკლებ გლუკოზას იღებენ, რაც შემდეგ შლის თვის ტვინის სიგნალირებას.

იდეას, რომ მეტაბოლიზმი გავლენას ახდენს ტვინის დაბერებაზე, მხარს უჭერს მკვლევართა მიერ ჩატარებული გენეტიკური ანალიზები. გლუკოზის შთამნთქმელი ცილა GLUT4-ისა და ცხიმების გადამტანი ცილა APOE-ს აქტივობა ემთხვევა ტვინის ცვეთისა და დეგრადაციის ნიშნებს.

აქედან გამომდინარეობს, რომ ნეირონებისთვის ენერგიის წყაროს როგორღაც ჩანაცვლება ან აღდგენა შეიძლება დაეხმაროს თავის ტვინის დაბერების შენელებას, რაც პოტენციურად კიდევ ერთ სამკურნალო ვარიანტს გვთავაზობს ნეიროდეგენერაციული დაავადებისთვის.

„შუახნის ასაკში, არასაკმარისი საწვავის გამო, ნეირონები მეტაბოლურად ისტრესება; იტანჯებიან, მაგრამ მაინც სიცოცხლისუნარიანები არიან. გამომდინარე აქედან, ამ კრიტიკულ ფანჯარაში ალტერნატიული საწვავის მიწოდება შეიძლება ფუნქციის აღდგენას დაეხმაროს. თუმცა, გვიანდელ ასაკში, ნეირონების გახანგრძლივებულმა შიმშილმა შეიძლება გამოიწვიოს სხვა ფიზიოლოგიურ ეფექტთა კასკადი, რაც ინტერვენციას ნაკლებად ეფექტიანს ხდის“, — ამბობს მუხიკა-პაროდი.

ეს ჰიპოთეზა მკვლევრებმა შეამოწმეს 101 ინდივიდზე, რომლებსაც კეტონის საკვებ დანამატებს აძლევდნენ; როგორც ჩანს, ეს დანამატები ხელს უწყობს თავის ტვინის უჯრედებში ინსულინისადმი მგრძნობელობას და თრგუნავს მეტაბოლურ დაზიანებას.

კეტონის საკვები დანამატების მიღების შემდეგ, თავის ტვინის დეგრადაცია დასტაბილურდა; ყველაზე დიდი სარგებელი კი აღინიშნა შუა ხნის ასაკის პირებში (ამ შემთხვევაში 40-59 წლის). ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ სახის მკურნალობა შეიძლება მუშაობდეს, მაგრამ გადამწყვეტია დროულობა.

„ეს წარმოადგენს პარადიგმულ ცვლილებას თავის ტვინის დაბერების პრევენციის შესახებ ჩვენს წარმოდგენაში. იმის ნაცვლად, რომ კოგნიტურ სიმპტომებს ვუცადოთ, რაც შეიძლება იქამდე არ გამოჩნდეს, ვიდრე არსებითი დაზიანება მოხდება, პოტენციურად შეგვიძლია გამოვავლინოთ რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები მეტაბოლური მარკერებით, შემდეგ კი ჩავერიოთ ამ კრიტიკული ფანჯრის მონაკვეთში“, — ამბობს ბრუკის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი ბოტონდ ანტალი.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია stonybrook.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ტვინში აქამდე უცნობი უჯრედები აღმოაჩინეს – ახალი იმედი ალცჰაიმერის წინააღმდეგ

ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა “ოვოიდური უჯრედები” აღმოაჩინეს, რამაც მეხსიერებაზე ჩვენი წარმოდგენა შეცვალა. ეს შეიძლება ალცჰაიმერის, ეპილეფსიისა თუ სხვა ნევროლოგიური მდგომარეობების სამკურნალოდ გამოდგეს.

ჩვენ გარშემო არსებული თითოეული ნივთი ჩვენი მეხსიერების ნაწილი ხდება, იდენტობას გვიყალიბებს და ყოველდღიურ ცხოვრებაში გზას გვიკვალავს. დროთა განმავლობაში ეს მოგონებები ფორმირდება, ხოლო ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანებში გაქრობას იწყებს.

დადგინდა, რომ ახლახან აღმოჩენილი აქამდე უცნობი უჯრედები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ობიექტების აღქმასა და დამახსოვრებაში.

კვლევა, რომელიც Nature Communications-ში გამოქვეყნდა, UBC-ის მედიცინის ფაკულტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს. ეს განსაკუთრებული ნეირონები მაშინ აქტიურდება, როდესაც რაიმე ახალს ვხვდებით. ისინი მეხსიერებაში ყველა ობიექტს ინახავს და მათი თვეებისა თუ წლების შემდეგ ამოცნობის საშუალებას გვაძლევს.

“ობიექტების აღქმის მეხსიერება ჩვენი იდენტობისა და სამყაროსთან ურთიერთქმედების ცენტრალური ნაწილია”, — ამბობს დოქტორი მარკ კემბროვსკი. ის კვლევის მთავარი ავტორი და UBC-ში უჯრედული და ფიზიოლოგიური მეცნიერებების ასოცირებული პროფესორია. “იმის ცოდნა, ნაცნობ ობიექტს ვხედავთ თუ უცნობს, გადარჩენიდან დაწყებული ყოველდღიური ფუნქციონირებით დამთავრებული, ყველაფერს განსაზღვრავს. ამას მეხსიერებასთან დაკავშირებულ დაავადებებსა და დარღვევებთან უზარმაზარი კავშირი აქვს”.

კვერცხის ფორმის გამო ამ უჯრედებს ოვოიდური უწოდეს. ისინი ადამიანების, თაგვებისა და სხვა ცხოველების ჰიპოკამპში მცირე რაოდენობით გვხვდება.

კემბროვსკის ლაბორატორიის სტუდენტმა და კვლევის ავტორმა ადრიან კინმანმა უჯრედების განსაკუთრებული თვისებები მაშინ აღმოაჩინა, როცა თაგვის ტვინის ნიმუშს აკვირდებოდა. მან ნეირონების მცირე ჯგუფი შენიშნა, რომელშიც განსაკუთრებული გენი აქტიურდებოდა.

“ისინი იქვე, თვალსაჩინოდ იმალებოდნენ”, — ამბობს კინმანი. “დამატებითი ანალიზის შედეგად დავინახეთ, რომ ოვოიდური უჯრედები სხვა ნეირონებისგან უჯრედულ და ფუნქციურ დონეზე საკმაოდ განსხვავდება”.

ოვოიდური უჯრედების როლის დასადგენად, კინმანმა ცდა თაგვებზე ჩაატარა. გუნდმა ერთფოტონიანი მიკროსკოპი გამოიყენა და უჯრედებს მაშინ დააკვირდა, როცა თაგვმა გარემოსთან ურთიერთობა დაიწყო.

აღმოჩნდა, რომ როდესაც თაგვი უცნობ ობიექტს ხვდებოდა, უჯრედები ტვინში ანათებდა, უკვე ნაცნობი საგნის დანახვისას კი რეაგირება წყდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უჯრედებმა თავისი მოვალეობა შეასრულა: თაგვმა ახალი ობიექტები დაიმახსოვრა.

“გასაოცარია, ახალი ობიექტის დანახვისას უჯრედები როგორც რეაგირებენ. იშვიათია, მათ აქტივობასა და ქცევას შორის ასეთი ნათელი კავშირი ჩანდეს”, — ამბობს კინმანი. “თაგვებში უჯრედები ობიექტებს პირველივე დანახვისას იმახსოვრებენ და თვეების მანძილზე ახსოვთ. ამ დონის მეხსიერება ცხოველებისთვის გასაოცარია”.

მეცნიერები ახლა იმ როლს იკვლევენ, რომელსაც ოვოიდური უჯრედები ტვინის სხვადასხვა დარღვევებში ასრულებს. გუნდი ფიქრობს, რომ როცა უჯრედები ძალიან აქტიურდება, ან პირიქით, ეს ალცჰაიმერის ან ეპილეფსიის განვითარების რისკს ზრდის.

“აღქმის მეხსიერების გაუარესება ალცჰაიმერის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია, როცა გავიწყდება, გასაღები რა არის ან საყვარელი ადამიანი როგორ გამოიყურება. რა მოხდება, თუ დაავადების თავიდან აცილების მიზნით ამ უჯრედებს შევცვლით?” — ამბობს კინმანი. “ეპილეფსიის შემთხვევაში კი ვხედავთ, რომ ისინი ჰიპერაქტიური ხდება და შესაძლოა დაავადების გართულებაში დიდ როლს თამაშობს”.

ათწლეულების განმავლობაში აზრი არსებობდა, რომ ჰიპოკამპი მხოლოდ ერთგვარ უჯრედს შეიცავს, რომელიც მეხსიერების მრავალ ასპექტს აკონტროლებს. დოქტორი კემბროვსკის თქმით, ამ ახალი ნეირონის აღმოჩენა ყველაფერს თავდაყირა აყენებს.

“ფუნდამენტური ნევროლოგიის პერსპექტივიდან ეს ჩვენს წარმოდგენას, თუ როგორ მუშაობს მეხსიერება, ნამდვილად შეცვლის”, — ამბობს ის. “ეს შესაძლებელს ხდის, რომ ტვინში ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ნეირონები არსებობდეს. ამის გამოკვლევა დაგვეხმარება, ჩვენი მიდგომა და ტვინის მკურნალობის მეთოდები შევცვალოთ”.

სტატია მომზადებულია საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის on.ge-ს მიერ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

არამწეველ ადამიანებში ფილტვის სიმსივნე გახშირდა – შესაძლო მიზეზი ცნობილია

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა პროპორციულად იკლებს, ფილტვის კიბო კვლავ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად რჩება. ის ყოველწლიურად თითქმის 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს.

ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ფილტვის კიბოს შემთხვევები იზრდება იმ ადამიანებში, რომლებიც მწეველები არასოდეს ყოფილან. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ არამწეველებში ფილტვის კიბოს გავრცელება შესაძლოა, ჰაერის დაბინძურებასთან და მისი ზიანის მატებასთან იყოს დაკავშირებული. ამ მხრივ, ყველაზე მძიმე ვითარება აღმოსავლეთ აზიაში ფიქსირდება.

კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა პროექტ GLOBOCAN-ის 2022 წლის ონკოლოგიური სტატისტიკური მონაცემები გააანალიზეს. ასევე, შეისწავლეს 1988-2017 წლებში აღრიცხული სიმსივნის შემთხვევებიც. დადგინდა, რომ ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპი ადენოკარცინომაა, რომელიც კაცებში სიმსივნური ავადობის 45.6%-ს, ხოლო ქალებში 59.7%-ს შეადგენს.

ადენოკარცინომა ჯირკვლოვან ქსოვილში ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს მოწევაც შეიძლება გახდეს, ეს დაავადება მწეველებში ყველაზე გავრცელებული მაინც არ არის. საინტერესოა, რომ ის არამწეველებში უფრო ხშირად გვხვდება.

წინა კვლევებთან შედარების შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფილტვის კიბოს შემთხვევები არამწეველებში აშკარა მატებით ხასიათდება. მათი აზრით, აუცილებელია, ამ პრობლემის გადაჭრას მეტი ყურადღება დაეთმოს, პარალელურად კი გაგრძელდეს ძალისხმევა როგორც მწეველთა რაოდენობის შემცირების, ასევე ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების პრევენციის მიმართულებით.

ეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მრავალი ქვეყნის მაგალითზე ჩანს, როგორ იკლებს თამბაქოს მოხმარება, თუმცა, პარალელურად, არამწეველებში ფილტვის კიბოს მაჩვენებელი იზრდება. დღეს მსოფლიოში ფილტვის კიბო არამწეველებში სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის მეხუთე წამყვანი მიზეზია. ის თითქმის ყოველთვის ადენოკარცინომის ფორმით ვლინდება და განსაკუთრებით ხშირად ქალებსა და აზიურ პოპულაციებში ფიქსირდება.

მკვლევართა ჯგუფი მიიჩნევს, რომ არამწეველებში ფილტვის კიბოს შემთხვევების მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა. ადრეული კვლევებიც ადასტურებს, რომ ადენოკარცინომასა და გარემოს დაბინძურებას შორის მჭიდრო კავშირია.

აღმოსავლეთ აზია, განსაკუთრებით კი ჩინეთი, კვლავ ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ რეგიონად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს მოხმარების კლებასთან ერთად მოწევასთან დაკავშირებული ფილტვის კიბოს შემთხვევებიც მცირდება, დაბინძურებასთან დაკავშირებული შემთხვევები პირიქით, იმატებს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ფილტვის კიბოს შესწავლა, მონაცემთა მუდმივი შეგროვება და ანალიზი მათ დაავადების გავრცელების მექანიზმების უკეთ შესწავლაში დაეხმარება. ასევე, საშუალებას მისცემს შეიმუშაონ შესაბამისი სტრატეგიები, რომლებიც სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლას გაამარტივებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

წამალი, რომელიც პარკინსონის პროგრესირებას ანელებს? — ახალი კვლევის შედეგები

პარკინსონი პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს აქვს. მისი განკურნების მეთოდი ჯერ არაა შემუშავებული, სიმპტომები კი კანკალს, შენელებულ მოძრაობას, ბალანსის დაცვისა და მეტყველების პრობლემებს მოიცავს, რაც დროთა განმავლობაში უარესდება.

ახალი კვლევა ასეთი პაციენტებისთვის იმედის მომცემია, რადგან მეცნიერთა მიერ გამოცდილმა პრეპარატმა პარკინსონთან ასოცირებული გართულებული მოძრაობის პროგრესირება გარკვეულწილად შეანელა. ეს მედიკამენტი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება, GLP-1 რეცეპტორის გამააქტიურებელი ფარმაკოლოგიური საშუალებების ტიპს მიეკუთვნება და ნეირონების დაცვის პოტენციალი აქვს.

ესაა ლიქსისენატიდი, რომელიც Adlyxin-ისა და Lyxumi-ს ბრენდის სახელით იყიდება. კლინიკურ კვლევაში პარკინსონის ადრეული სტადიის მქონე 156 ადამიანი ჩართეს, რომელთა ნაწილსაც ამ პრეპარატს აძლევდნენ (ინიექციის სახით), ნაწილს კი — პლაცებოს. ერთ წელში პირველ ჯგუფში შემავალი პაციენტების მდგომარეობის ანალიზმა აჩვენა, რომ მათ, მეორე ჯგუფისგან განსხვავებით, მოძრაობის პრობლემები არ გართულებიათ.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ეფექტი ძნელად შესამჩნევია და მხოლოდ პროფესიონალების მიერ შეიძლება, გამოვლინდეს. ამისთვის სპეციალისტებმა პაციენტებს რამდენიმე დავალება მისცეს, მაგალითად, მათ წინ უნდა გაევლოთ, ფეხზე ამდგარიყვნენ, ხელები აემოძრავებინათ და ა.შ.

მეცნიერების თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ დაავადება ნელა პროგრესირებს, არაა გამორიცხული, დამატებით 1 წელში მედიკამენტის დადებითი გავლენა უფრო კარგად გამოჩნდეს. ისინი ამბობენ, რომ ეს პირველი ასეთი “მკაფიო” შედეგია, რომელიც ნეიროდამცველობითი ეფექტით შეიძლება, აიხსნას. ამის მიუხედავად, სავარაუდოდ, ის ექსპერტებისგან მსგავს შეფასებას ჯერ, ალბათ, ვერ მიიღებს.

რაც შეეხება პრეპარატის უკუჩვენებებს, ყველაზე მეტად ეს იყო თავბრუსხვევა, გულისრევა და გულძმარვა. ასევე, კვლევის საკმაოდ ბევრ მონაწილეს წონის კლებაც დაუფიქსირდა. მეცნიერები ამბობენ, რომ პარკინსონის სამკურნალოდ ამ მედიკამენტის გამოსაყენებლად კიდევ ბევრი ცდის ჩატარებაა საჭირო, რათა მის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაში დავრწმუნდეთ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში New England Journal of Medicineგამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ორი კვირა ინტერნეტის გარეშე: როგორ აისახება ეს ჩვენს ფსიქიკაზე

უნდა ვაღიაროთ: ადამიანების უმეტესობა სმარტფონებზე ვართ დამოკიდებული. სწორედ სმარტფონებია ინტერნეტის წყარო, რომელზეც ხელი თითქმის ნებისმიერი ადგილიდან მიგვიწვდება.

ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა, რამდენად ცუდია ეს ჩვენი ტვინისთვის?

ამ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს, რის მიხედვითაც კვლევის მონაწილეებს მობილურის ინტერნეტზე წვდომა ორი კვირით შეეზღუდათ. მათ შეეძლოთ განეხორციელებინათ სატელეფონო ზარები, გაეგზავნათ ტექსტური შეტყობინებები, გამოეყენებინათ ინტერნეტი კომპიუტერით, მაგრამ არ ჰქონდათ მობილურის ინტერნეტზე წვდომა.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ორკვირიანი შესვენებაც კი (ინტერნეტისგან) საკმარისი აღმოჩნდა ადამიანების მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. დიახ, სულ რაღაც ორ კვირაში კვლევის მონაწილეების ფსიქიკური ჯანმრთელობა და კონცენტრაციის უნარი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

“სმარტფონებმა ჩვენი ცხოვრება და ქცევა მკვეთრად შეცვალა და ეს სულ რაღაც 15 წელიწადში. მიუხედავად ამისა, ჩვენი ფსიქიკა იგივე რჩება. ჩვენ გვქონდა შეკითხვა, ვართ თუ არა ადაპტირებული ასეთ დრამატულ ცვლილებებზე. ვართ კი მზად ვიყოთ ყველაფერთან (ინტერნეტთან) მუდმივად კავშირში? კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ არა”, — თქვა კვლევის თანაავტორმა ადრიან უორდმა, ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა.

ექსპერიმენტში 467 მოხალისე მონაწილეობდა, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელი იყო. ინტერნეტთან წვდომის დასაბლოკად IPhone-ის სპეციალური აპლიკაცია გამოიყენეს. ამის შემდეგ, მონაწილეებს ჩაუტარდათ გამოკითხვები, რათა შეფასებულიყო მათი ფსიქიკური მდგომარეობა. ამასთან, გამოიყენეს კომპიუტერული ტესტები, რათა კვლევის მონაწილეების კონცენტრაციის დონე სპეციალური დიაპაზონის მიხედვით გაეზომათ.

კვლევის მონაწილეების 91%-ში ფსიქიკური მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება დაფიქსირდა. მონაწილეების სამმა მეოთხედმა თავადაც განაცხადა, რომ თავს ბევრად უკეთ გრძნობდა. რაც ყველაზე საინტერესოა, კონცენტრაციის უნარი თითქმის ყველა მონაწილეს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა.

მთლიანობაში, ინტერნეტისგან 2 კვირიან დისტანციას კვლევის მონაწილეებზე ანტიდეპრესანტის ეფექტი ჰქონდა. მკვლევრები ამას იმით ხსნიან, რომ უინტერნეტობისას კვლევის მონაწილეებს ბევრად მეტი დრო გამოუჩნდათ რათა გადართულიყვნენ რეალურს საგნებზე.

“რა არის რეალური საგნები? ეს შეიძლება იყოს რაიმე ჰობი, ადამიანებთან პირისპირ საუბარი, ბუნებაში სეირნობა და სხვა. კვლევის მონაწილეებს მეტი ეძინათ, უფრო მეტად გრძნობდნენ სოციალურ კავშირებს და გაუჩნდათ შეგრძნება, რომ უფრო მეტად ჰქონდათ კონტროლი საკუთარ გადაწყვეტილებებზე”, — აღნიშნეს მკვლევრებმა.

მკვლევრებს ახლა იგივე ექსპერიმენტის უფრო ხანგრძლივად ჩატარება უნდათ. მათ აინტერესებთ, თუ როგორ შეიძლება აისახოს ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე რამდენიმე თვიანი უინტერნეტობა.

მომზადებულია პორტალ on.ge-ს მიერ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

სამხრეთ კორეაში მეცნიერებმა კიბოს დამარცხების ინოვაციური ტექნოლოგია შეიმუშავეს – რას ამბობენ კვლევის ავტორები

სამხრეთ კორეის მეცნიერებმა KAIST-დან, პროფესორ კვანგ-ჰიუნ ჩოს ხელმძღვანელობით, შეიმუშავეს ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც კიბოს უჯრედების განადგურების ნაცვლად, მათ ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას უწყობს ხელს.

კვლევამ დეტალურად გამოავლინა, გენეტიკური ქსელის დონეზე, რა ცვლილებები ხდება უჯრედებში კიბოს განვითარების პროცესში.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფერმენტი, რომელიც აფერხებს კიბოსთან დაკავშირებული გარკვეული ცილების დაშლას.

ტრადიციული კიბოს მკურნალობა ძირითადად უკავშირდება კიბოს უჯრედების ამოღებას ოპერაციის გზით ან მათ განადგურებას ქიმიოთერაპიით.

მაგრამ ახალი კვლევა, არის სრულიად ახალი გზა, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს ჯანმრთელი უჯრედები დაუბრუნონ.

კვლევის ავტორების თქმით, მკურნალობის ახალი მეთოდი პაციენტისთვის ნაკლებად საზიანოა.

„ტრადიციული თერაპია ზიანს აყენებს ყველა უჯრედს ორგანიზმში – არა მხოლოდ კიბოს უჯრედებს. ეს იწვევს გამანადგურებელ გვერდით მოვლენებს და შეიძლება საბოლოოდ გამოიწვიოს პაციენტებში სხვა დაავადებების განვითარება.

ახალი აღმოჩენები შეიძლება მიუთითებდეს გზას, როგორ ავიცილოთ სიმსივნის წარმოქმნა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.

კიბოს განვითარება არ არის მომენტალური გარდაქმნა. ეს ხდება თანდათან, როცა ჯანმრთელი უჯრედების DNA-ში ცვლილებები გროვდება დროთა განმავლობაში, რაც ცვლის უჯრედების ფუნქციას.

ამ კვლევამ დეტალურად გამოავლინა, გენეტიკური ქსელის დონეზე, რა ცვლილებები ხდება უჯრედებში კიბოს განვითარების პროცესში, რაც აქამდე საიდუმლოდ ითვლებოდა“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 3 4 5 6 7 108
Page 5 of 108