close

კვლევები

კვლევები

„ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტიანია – კვლევა

„ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ კოვიდ-ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგ მაღალეფექტიანია. ამას BBC-ის ცნობით, ბოლო კვლევა ადასტურებს.

კვლევაში, რომელიც ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურმა ჩაატარა, აღნიშნულია, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა სიმპტომატური ინფიცირების შემთხვევების პრევენციის კითხით 88%-იან ეფექტიანობას აჩვენებს ინდური შტამის წინააღმდეგ მეორე დოზის მიღებიდან ორ კვირაში. ბრიტანული შტამის მიმართ ეს მაჩვენებელი 93%-ზეა.

„ასტრაზენეკას“ შემთხვევაში კი ინდური შტამის მიმართ 60%-იანი ეფექტიანობა ფიქსირდება ორივე დოზის მიღებიდან ორ კვირაში.

თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ორივე ვაქცინა მხოლოდ 33%-ითაა ეფექტიანი ინდური შტამის წინააღმდეგ პირველი დოზის მიღებიდან სამი კვირის განმავლობაში.

კვლევის ფარგლებში 12,675 შემთხვევა შეისწავლეს. კვლევა 5 აპრილიდან 16 მაისამდე პერიოდში ჩატარდა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა მეტ ჰენკოკმა განაცხადა, რომ კვლევის შედეგები მას კიდევ უფრო არწმუნებს, რომ მთავრობას შეუძლია შეზღუდვების შემსუბუქება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ბავშვები, რომლებიც წესებს არღვევენ და მშობლებს არ უსმენენ, მომავალში მაღალი ხელფასი აქვთ – კვლევა

2015 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბავშვებმა, რომლებიც წესებს არღვევენ, მოგვიანებით უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებენ, ვიდრე ვიდრე თანატოლები.

გამოცემა Fatherly-ის მიხედვით, ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ მშობლების მოსმენის ჩვევა, უფრო ბედნიერები არიან. 2015 წელის კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Developmental Psychology, მოცემულია ვარაუდი, რომ ”განსაკუთრებით ჯიუტი ბავშვები ხშირად განსაკუთრებით წარმატებულ მოზრდილებად იქცევიან”.

ექვსი მეცნიერის მიერ ჩატარებულ კვლევაში, 700-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. მათი ასაკი ასაკი 9-დან 40 წლამდე მერყეობს. მეცნიერები წლების განმავლობაში ადევნებდნენ თვალს მათ ბავშვობასა და მოზრდილობას. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა წესების დარღვევის ტენდენციას, საკუთარი უფლებების შეგრძნებას, მშობლებისთვის უარის თქმის სურვილს და სწავლის დროს გატარებულ დროს. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ისინი, ვინც არ ემორჩილებოდნენ თავიანთ მშობლებს, მოგვიანებით ყველაზე მაღალ ხელფასებს იღებენ.

მიუხედავად ამისა, კვლევის ავტორებმა ვერ ახსნეს ძლიერი კორელაცია წესების დარღვევასა და შემოსავლებს შორის. Time– ს თანახმად, მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ გამოკითხულმა წესების დამრღვევებმა, შესაძლოა, მეტი ფული გამოიმუშავეს, რადგან მოგვიანებით კონკურენტუნარიანი სტუდენტები გახდნენ და საბოლოოდ, მომთხოვნ მოზრდილებად ჩამოყალიბდნენ. კვლევის ავტორები ასევე არ გამორიცხავენ, რომ ურჩმა ბავშვებმა, მეტი ფულის გამოსამუშავებლად, უფრო ადვილად შეძლეს არაეთიკური საქმიანობის წამოწყება.

როგორც Fatherly-ში ვკითხულობთ, კვლევა არ იძლევა დამატებით ინფორმაციას კარიერული გზის შესახებ, ამიტომ ძნელია იმის გაგება, პასუხისმგებელია თუ არა ადამიანის პიროვნული თვისებები მის ფინანსურ წარმატებაზე.

მიუხედავად ამისა, ეს კვლევა ცალსახად გვიჩვენებს, რომ დროა მშობლობის ავტორიტარული მდგომები დროდადრო უკან მოვიტოვოთ და ბავშვებს თავისუფლება შევთავაზოთ. თუმცა ცხადია, ეს არ გულისხმობს, რომ ბავშვებს ზღვარს მიღმა გადასვლის საშუალება უნდა მივცეთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქი დასახელდა

ავსტრალიის დედაქალაქი მსოფლიოში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქად დასახელდა. დაბინძურების დაბალი მაჩვენებლების შედეგად კანბერა რეიტინგის ლიდერია. ამის შესახებ დასკვნა ბრიტანულმა ორგანიზაცია Uswitch-მა მოამზადა.

ექსპერტებმა მიაქციეს ყურადღება, რომ კანბერას მოსახლეობა ელექტროენერგიის 48%-ს ქარის სადგურებისგან იღებს. ამავდროულად განვითარებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ამიტომ ნაკლები კერძო ავტომობილი მოძრაობს.

ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქების ტოპ სამეულშია მადრიდი (ესპანეთი), ბრისბენი ( ავსტრალია).

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – თავის ტვინისთვის ალკოჰოლის მოხმარების უსაფრთხო რაოდენობა არ არსებობს

თავის ტვინისთვის არ არსებობს ალკოჰოლის მოხმარების უსაფრთხო რაოდენობა, “ზომიერი” სასმელიც კი უარყოფითად მოქმედებს მის თითქმის ყველა ნაწილზე, – ამის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში 25 000-ზე მეტ ადამიანზე ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

გამოკვლევის თანახმად, სავარაუდოდ, რაც უფრო მეტი ალკოჰოლია მოხმარებული, მით ნაკლებია ტვინის მოცულობა. ფაქტობრივად, რაც უფრო მეტს სვამთ, მით უფრო ცუდად მოქმედებს თქვენს ტვინზე.

”არ არსებობს ზიანის მიყენებისთვის სმის ბარიერი –  ალკოჰოლის ნებისმიერი რაოდენობა უარესია. ის, როგორც ჩანს, გავლენას ახდენს მთელს ტვინზე და არა მხოლოდ კონკრეტულ უბნებზე, როგორც ამას მანამდე მიიჩნევდნენ, ”- განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, ანია ტოპივალამ, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის უფროსი კლინიკური ლექტორია.

გაერთიანებული სამეფოს  ბიობანკის გამოყენებით, მკვლევარებმა გაანალიზეს 25 378 მონაწილის მონაცემები, როგორიცაა ასაკი, სქესი, განათლება,  ალკოჰოლის მოხმარება, ტვინის ზომა და ჯანმრთელობა MRI სკანირების შედეგად, ინფორმაცია საავადმყოფოში და ამბულატორიული ვიზიტების შესახებ და მეხსიერების ტესტები.

ალკოჰოლის მოხმარების უფრო მეტი მოცულობა ასოცირდება ნაცრისფერი ნივთიერების დაბალ სიმკვრივესთან. უარყოფითი კავშირები გამოვლინდა ალკოჰოლის მოხმარებასა და თეთრი ნივთიერების მთლიანობას შორისაც,

ამასთან, წინა კვლევისგან განსხავებით, რომლის თანახმად, ლუდსა და სპირტიან სასმელებთან შედარებით ღვინის ზომიერად სმა სასარგებლოა, ახალმა კვლევამ ვერ დაადგინა, რომ ალკოჰოლური სასმელის ტიპი თავის ტვინისთვის სხვადასხვაგვარ რისკს ქმნის.

2016 წელს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტმა დიდ ბრიტანეთში,  ალკოჰოლის მიღების ახალი გაიდლაინები წარადგინა, რომლის თანახმად, როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა კვირაში 14 ერთეულზე (ალკოჰოლის ერთი ერთეულია ტოლია 10 მლ სუფთა ალკოჰოლის) მეტი ალკოჰოლი არ უნდა მიიღოს.

ანია ტოპივალამ აღნიშნა, რომ კვლევის თანახმად ადამიანს ზარალი აღნიშნულ რაოდენობაზე ნაკლები მოცულობის ალკოჰოლის მიღების შემდეგაც მიადგა.

წყარო : theguardian.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – ხანგრძლივი სამუშაო საათები წელიწადში 745 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა

ხანგრძლივ სამუშაო საათებისგან გამოწვეულინსულტსა და გულის დაავადებას 2016 წელსმსოფლიოში 745 000 ადამიანი ემსხვერპლა, – ამისშესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაკვლევაზე დაყრდნობით აცხადებს.

კვლევის თანახმად, რომ ამ მხრივ ყველაზე მეტადსამხრეთაღმოსავლეთ აზიისა და დასავლეთ წყნარიოკეანის რეგიონები დაზარალდნენ.

ასევე დადგინდა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიცკვირის განმავლობაში 55 საათით და მეტი დროითმუშაობენ, ინსულტის რისკ 35%-ით, გულისდაავადებების შედეგად გარდაცვალების რისკი კი17%-ით იზრდება, მათთან შედარებით, ვინც კვირაში35-40 საათის განმავლობაში მუშაობს.

ხანგრძლივი სამუშაო კვირით გამოწვეულიპრობლემებით გარდაცვლილთა დაახლოებით 3/4 შუაასაკის ან უფრო ასაკოვანი მამაკაცია.

კვლევა კორონავირუსის პანდემიის პერიოდს არმიმოიხილავს, თუმცა ჯანმოში აცხადებენ, რომდისტანციური მუშაობა და ეკონომიკურმა შემცირებამ, შესაძლოა, ხანგრძლივ სამუშაოსაათებთან დაკავშირებული რისკები გაზარდოს.

გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ საყოველთაოლოქდაუნის დროს, სამუშაო საათების ხანგრძლივობადაახლოებით 10%-ით იზრდება“, – აცხადებენჯანმოში.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

როგორ შეიცვალა დედამიწა 1984 წლიდან დღემდე. Google Earth-ის ე.წ. „თაიმ ლეპსი“

Google Earth-მა გამოაქვეყნა ვიდეო, ე.წ. „თაიმ ლეპსი“ რათა ეჩვენებინა, თუ როგორ შეიცვალა პლანეტა 1984 წლის შემდეგ.

თითქმის სამწუთიანი ვიდეო ადამიანის დედამიწაზე ზემოქმედებას – მწვანე საფარის განადგურებას, ყინულის დნობასა და ტბების დაშრობას ასახავს.

სრულად ნახვა
კვლევები

WSJ: ექსპერიმენტი ბრაზილიის ქალაქში და ჩინური ვაქცინის შედეგები

სერანა – ეს 45 000-კაციანი ქალაქია სამხრეთ აღმოსავლეთ ბრაზილიაში, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური და საინტერესო როგორც მეცნიერებისთვის, ასევე მედიისთვის, ბოლო სამი თვის განმავლობაში გახდა. ამის მიზეზი ისაა, რომ აქ ექსპერიმენტი ტარდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ ქალაქში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა ფაქტობრივად ყველა მოზარდს გაუკეთდა. შედეგად, პირველ ეტაპზე გამოიკვეთა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაეცა და ცხოვრების რიტმი კი დასტაბილურდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის დანარჩენ ქალაქებში კორონავირუსი და პანდემია მძვინვარებს, სერანაში უკვე ბავშვები და მოზრდილები იკრიბებიან, დაბადების დღეებსაც იხდიან, რა დროსაც არც ნიღაბი სჭირდებათ და აღარც დისტანცია.

აღნიშნული ექსპერიმენტი, რომლის შესახებაც The Wall Street Journal-ი წერს, იმედს აძლევს მთელ მსოფლიოს, რომ მასობრივი ვაქცინაცია რეალურ შედეგებს იძლევა. გარდა ამისა, ექსპერიმენტი “სინოვაკის” ვაქცინის ეფექტურობის ახალ მტკიცებულებასაც წარმოადგენს.

ბრაზილიის სატესტო ქალაქში, ცხადია გამონაკლისებიც იყო. ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 27 700 ზრდასრულიდან, 27 150 ანუ 98% აიცრა. ამბობენ, რომ მარტის პიკურ პერიოდთან შედარებით, ინფიცირება 75%-ით არის შემცირებული. ხოლო Covid-19-ით სიკვდილიანობა სრული ვაქცინაციის შემდეგ, არც დაფიქსირებულა. ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ვაქცინა მუშაობს. ამას ქალაქის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაც ადასტურებს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირებული მოქალაქეებით სავსე იყო, დღეს კი პაციენტებისა და დაძაბულობისგან თავისუფალია.

განყოფილების ადმინისტრატორის თქმით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი კოვიდ-ინფიცირებული მოათავსეს საავადმყოფოში, რომელმაც უარი თქვა ვაქცინაზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აშშ-ში „ფაიზერ/ბიოტექის“ ვაქცინით 12-15 წლის ასაკის ბავშვების აცრა უახლოეს დღეებში დაიწყება

შეერთებული შტატების „საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ“ „ფაიზერ/ბიოტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა და ამ ასაკის მოქალაქეებში ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ხუთშაბათიდან დაიწყება.

ეს პირველი კოვიდ 19-ის ვაქცინაა, რომელიც აშშ-ში ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაციისთვის დაამტკიცეს. ქვეყანაში დღემდეკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით 16 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ცრიან.

კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „ბიოტექმა“ მარტში განაცხადეს, რომ კლინიკურმა კვლევებმა მათი ვაქცინის 12- დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა აჩვენა.

კვლევის დროს, რომელშიც ამ ასაკის 2 260 მოზარდი მონაწილეობდა, დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა ბავშვების იმ ჯგუფში, რომელიც ვაქცინით აცრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინამ დაავადების პრევენციის კუთხით 100 %-იანი ეფექტურობა აჩვენა.

კომპანიებმა შეერთებული შტატების „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას“ ვაქცინის ამ ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვის გაცემის თხოვნით აპრილის დასაწყისში მიმართეს.

კომპანიებში აცხადებენ, რომ 2-დან 11 წლამდე ბავშვებში მათი ვაქცინის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები, სავარაუდოდ, სექტემბერში ექნებათ და შესაბამისად, ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართავენ.

აშშ-ის „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის“ ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მოსახლეობის დაახლოებით 46 პროცენტს აქვს მიღებული.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტარაბაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

კვლევა: კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზით აცრა საკმარისია

კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზით აცრა საკმარისია. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.

ლოს-ანჯელესის სამედიცინო ცენტრ Cedars-Sinai-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინის ერთი დოზის შემდეგ კოვიდგატანილ პირებში იმუნური რეაქცია უტოლდებოდა იმ ადამიანებისას, ვინც ვაქცინის ორივე რეკომენდებული ინექცია გაიკეთა. კვლევის ავტორები წერენ, რომ მიღებული შედეგების მიხედვით, ვაქცინის ერთი დოზა საკმარისია იმ პირებისთვის, ვინც COVID-19 უკვე გადაიტანა.

თებერვლიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში მიიღეს პროტოკოლი, რომელიც კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის ორკომპონენტიანი ვაქცინის ერთი აცრის გაკეთებას ითვალისწინებს.

ისრაელში, რომელიც ვაქცინაციის პროცესში მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდგადატანილების აცრაზე საერთოდ თქვა უარი, შემდეგ კი დაადგინა, რომ ისინი ერთჯერადად უნდა აიცრნენ.

„კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინის ერთი დოზის მიღება კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის სრულიად საკმარისია. ეს ეხება როგორც კორონავირუსს, ასევე ბრიტანულ, ბრაზილიურ და სამხრეთაფრიკულ შტამებს“, – აცხადებს ისრაელის გრიპისა და რესპირატორული ვირუსების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მიჰალ მანდელბოიმი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

გერმანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებისთვის ასაკობრიც ზღვარს აუქმებს, სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს კი შეზღუდვებისგან ათავისუფლებს

გერმანიაში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვაქცინების ორვე დოზა აქვთგაკეთებული, ან კორონავირუსისგანგანიკურნენ, პანდემიის გამო დაწესებულიშეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.

კერძოდ, აღნიშნულ კატეგორიაში შემავალიმოქალაქეებისთვის ღამის კომენდანტისსაათი გაუქმდა. ამასთან, მათ აღარ აქვთვალდებულება, წარადგინონ კორონავირუსზეჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხიმაღაზიებში, სილამაზის სალონებსა და სხვაისეთ ადგილებში შესვლისას, სადაც ესსავალდებულოა, აღარ მოუწევთ კარანტინისგავლა მოგზაურობის შემდეგ გარდა ისეთადგილებში მოგზაურობისა, სადაცკორონავირუსის რომელიმე ვარიანტიაგავრცელებული.

თუმცა, სრულად ვაქცინირებული დაგამოჯანმრთელებული პირები სოციალურიდისტანციის ზომების დაცვისა და პირბადისტარების ვალდებულებისგან ართავისუფლდებიან.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში ვაქცინისპირველი დოზა მოსახლეობის 31%ზე მეტსაქვს გაკეთებული, სრლად ვაქცინირებული კი8.8%-ია.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობამასტრაზენეკასკორონავირუსისსაწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებითასაკობრივი შეზღუდვა მოხსნა და ქვეყანაშივაქცინა უახლოეს მომავალში ყველაზრდასრული ადამიანისთვის იქნებახელმისაწვდომი მაშინ, როცა ამჟამადასტრაზენეკასვაქცინით მხოლოდ 60 წლისადა უფროსი ასაკის ადამიანებს ცრიან.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენსშპანის განცხადებით, მოქალაქეებს მეორედოზის მისაღებად 12-კვირიანი ლოდინი აღარდასჭირდებათ და მისი გაკეთება ოთხკვირაში იქნება შესაძლებელი.

შპანმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში, მიმდინარე წლის ზაფხულში ვაქცინებს 12-18 წლის ასაკის მოზარდებსაც შესთავაზებენ მასშემდეგ, რაც ევროპის მედიკამენტებისმარეგულირებელი ვაქცინების აღნიშნულიასაკის პირებში გამოყენების ნებართვასგასცემს.

წყარო : nytimes.com  ; www.dw.com  

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 56 57 58 59 60 108
Page 58 of 108