close

კვლევები

კვლევები

კვლევა : Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 12-დან 15 წლამდე მოზარდებში 100%-ით ეფექტურია

კვლევამ, რომლის დროსაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოსცადეს, აჩვენა, რომ ის უსაფრთხოა და ამასთან, დაინფიცირებისგან 100%-ით იცავს.

კვლევაში 12-დან 15 წლამდე ასაკის 2 260 მოზარდი მონაწილეობდა.

Pfizer-ში ფიქრობენ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაცია მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაიწყება.

კომპანიის ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას განცხადებით, ისინი აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციასა და სხვა მარეგულირებლებს აღნიშნული ასაკის პირებში ვაქცინის  გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების თხოვნით უახლოეს კვირებში მიმართავენ.

აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 16 წლისა და მეტი ასაკის პირებში გამოყენება უკვე ნებადართულია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებისა და ინფექციური დაავადებების ექსპერტების შეფასებით, ბავშვების ვაქცინაციას პანდემიის დასრულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სტატისტიკის თანახმად, ბავშვები აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით 20% -ს შეადგენს. ექსპერტების თქმით, ვირუსის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად აშშ-ის მოსახლეობის 70%- 85% -ის ვაქცინაციაა საჭირო.

Pfizer-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დაიწყეს კლინიკური ცდები, რომლის ფარგლებშიც თავიანთ ვაქცინას 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოცდიან.

წყარო : cnbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

ახალი კვლევის თანახმად, ღიპიანი კაცი ყველაზე სექსუალურია

გამოკითხვის თანახმად, მარტოხელა ქალების თითქმის 75% უპირატესობას ღიპიან მამაკაცს ანიჭებს.

Dating.com– ის მიერ ჩატარებულ ჩატარებულ კვლევაში 2000 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის მიზანი სხეულის სასურველი ტიპის გამოვლენა იყო.

გამოკითხულთა 75% -მა აღნიშნა, რომ ისინი მომცრო ღიპის, ე.წ. “DAD BOD”-ის თაყვანისმცემლები არიან, ხოლო 20% -მა მიუთითა, რომ მათთვის სხეულის ტიპს მნიშვნელობა არ აქვს – ისინი გარეგნობაზე მეტად, პიროვნებით ინტერესდებიან. იმავდროულად, გამოკითხულთა 15% ამბობს, რომ “ბარბის ან კენის მსგავსი სხეულის ტიპი” ყველაზე სექსუალურია.

შედეგების განხილვისას, Dating.com– ის ვიცე – პრეზიდენტი აღნიშნავს:

„სრულყოფილი და ფორმაში მყოფი სხეულები იდეალურადაა მიჩნეული, როდესაც საქმე პოტენციური პარტნიორის მოზიდვას ეხება; თუმცა, Dating.com– ის მომხმარებლებმა უბრალოდ დაადასტურეს, რომ როდესაც საქმე ეხება რეალურ რომანებს ეხება, გარეგნობა უბრალოდ მეორეხარისხოვანია.

ფილმებისა და სატელევიზიო შოუების გავლენით გამუდმებით მიმდინარეობს სრულყოფილი სხეულების პოპულარიზაცია. ეს კი ადამიანებს აფიქრებინებს, რომ თავადაც ასე უნდა გამოიყურებოდნენ, რათა თავიანთი მეორე ნახევარი იპოვონ. ჩვენ მოხარულები ვართ დავადასტუროთ, რომ რეალურად ასე არ არის.“

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

Pfizer: “ჩვენმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინამ 12–დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში 100%–იანი ეფექტიანობა აჩვენა”

სრულად ნახვა
კვლევები

რუსეთმა ცხოველებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

Pfizer -მა და BioNTech-მა თავიანთი ვაქცინის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოცდა დაიწყეს

კომპანიებმა  Pfizer -მა და BioNTech-მა თავიანთი ერთობლივი ვაქცინის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოცდა დაიწყეს.

Pfizer-ის პრესსპიკერის შარონ კასტილიოს თქმით, მოხალისეთა პირველ ჯგუფს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაუკეთდა.

Pfizer და BioNTech აპირებენ, თავიანთი ვაქცინის უსაფრთხოება სამ სხვადასხვა დოზაზე – 10, 20 და 30 მიკროგრამზე – თავდაპირველად 144 მონაწილეში გამოსცადონ, მოგვიანებით კი უსაფრთხოება, ამტანობა და იმუნური რეაქცია 4 500 ბავშვზე დატესტონ.

კასტილიოს თქმით, კომპანიებს იმედი აქვთ, რომ კვლევის მონაცემები 2021 წლის მეორე ნახევარში ექნებათ.

ამასთან, Pfizer-ი ვაქცინას 12-დან 15-წლამდე ბავშვებშიც ცდის და მისი შედეგები, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში იქნება ხელმისაწვდომი.

აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანოებმა Pfizer / BioNTech ვაქცინის 16 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში გამოყენების ნებართვა დეკემბრის ბოლოს გასცეს. აშშ – ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვაქცინის თითქმის 66 მილიონი დოზაა გამოყენებული.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

რამდენ ხანს რჩება კორონავირუსის კვალი შენობაში – ინფექციონისტები

გუანჩჟოუს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფექციონისტებმა გაარკვიეს, რამდენ ხანს შეიძლება კორონავირუსის კვალი დარჩეს ყოველდღიურ ნივთებზე, რომლებსაც ინფიცირებულები იყენებდნენ. კვლევა ჟურნალ International Journal of Infectious Diseases-ში გამოქვეყნდა.

2020 წლის გაზაფხულზე მეცნიერები სასტუმროს იმ ნომრებს აკვირდებოდნენ, სადაც 39 ინფიცირებული პაციენტი იმყოფებოდა.

როგორც გაირკვა, ინფექცია შენობაში 28 დღემდე რჩება. სპეციალისტებმა 4 კვირის განმავლობაში ზედიზედ, ვირუსი აბაზანაში, პირსაბანზე აღმოაჩინეს, 2 კვირა შენარჩუნდა უნიტაზის ზედაპირზე. საშუალოდ ინფექციის კვალი სხვადასხვა საგნის ზედაპირზე 5 დღის განმავლობაში რჩებოდა.

ამასთან, ყველაზე ხშირად კორონავირუსის კვალს ჭიქების, ხელსაბანის, ტუალეტის, ტელეფონისა და საწოლთან მდებარე მაგიდის ზედაპირზე პოულობდნენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

BioNTech-მა და Pfizer-მა ვაქცინის ბავშვებზე გამოცდა დაიწყეს

Moderna-სა და AstraZeneca-ს შემდეგ, ბავშვებზე ვაქცინის კლინიკური გამოცდა გერმანულმა კომპანია BioNTech-მა და ამერიკულმა კონცერნმა Pfizer-მაც დაიწყეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

„ჩვენს პარტნიორ BioNTech-თან ერთად, კლინიკური გამოცდის გლობალური ფაზის ფარგლებში, ვაქცინა ჯანმრთელი ბავშვების პირველ ჯგუფს გავუკეთეთ“, – განაცხადა Pfizer-ის წარმომადგენელმა.

კვლევის ფარგლებში, 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებში ვაქცინის უსაფრთხოება, გადამტანობა და ეფექტიანობა უნდა შეისწავლონ. გეგმის თანახმად, BioNTech-ისა და Pfizer-ის ვაქცინის ბავშვებში გამოყენება 2022 წლის დასაწყისიდან დაიწყება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევები

დამზადებულია, 1973 წელს აბორტირებული ნაყოფის კლონებისაგან – იმნაძე ვაქცინის შემადგენლობაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ვაქცინების შემადგენლობას ასახელებს

„ვაქცინების ძალიან დიდი ნაწილი არის, ეს არის ხაზგასასმელი რომელიც არ შეიცავენ აბორტირებული ნაყოფის უჯრედებს, მაგრამ მათი დამზადების ტექნოლოგიის ადრეულ ეტაპზე გამოიყენება 1973 წელს აბორტირებული ნაყოფის ქსოვილოვანი კულტურის ხაზები, რომელიც არის მთელი მსოფლიოს ლაბორატორიებში, ანუ ეს არის კლონი 1973 წელს, რომ მოხდა ლეგალური აბორტი იმ აბორტირებული ნაყოფის კლონი, რომელიც დღემდე გამოიყენება ბევრ ლაბორატორიაში ბევრი ვირუსის გასაზრდელად.

ამიტომ ის, რომ დღეს ვიღაცა ახლა ბავშვების აბორტს აკეთებს იმიტომ, რომ ვაქცინა დაამზადოს, ეს, რა თქმა უნდა, ტყუილია. არ არის უკვე რელიგიური საკითხი, ამაზე იყო ძალიან დიდი კამათი, რელიგიურ ეთიკაზე კამათს არ მოვყვები. არა მარტო ქრისტიანულ სამყაროში, სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ამაზე, მათ შორის რელიგიის სპეციალისტებიც თავისებურად ხსნიან ამას სახარებაზე დაყრდნობით. ეს უკვე ჩემი პრეროგატივა არ არის, ეს შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ.

მაგრამ, ამისათვის არსებობს მეორე გამოსავალი, ვისაც რაღაცა ეთიკური მიზნებით მიაჩნია, რომ ან „ფაიზერი“ ან „ასტრაზენეკა“, რომელშიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მართლაც ტექნოლოგიის საწყის ეტაპზე ქსოვილოვანი კულტურა გამოიყენება, რომელიც არის 1973 წელს აბორტირებული ნაყოფის კლონებისაგან დამზადებული. ამათ შეუძლიათ გამოიყენონ თავისუფლად მაგალითად ჩინური ვაქცინა, რომელიც ტექნოლოგიურად დამზადებულია ვეროუჯრედებზე, ხოლო ვეროუჯრედები დამზადებულია მაიმუნის თირკმლის ქსოვილისაგან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კოვიდ ვაქცინა აბებით – Pfizer-მა კოვიდსაწინააღმდეგო აბების ტესტირება დაიწყო

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა კორონავირუსის ახალი პრეპარატის კლინიკური გამოცდა დაიწყო, რომელიც აბები სახით იქნება წარმოდგენილი.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წინაკლინიკური გამოცდის პერიოდში პრეპარატმა კარგი შედეგი აჩვენა. იმ შემთხვევაში, თუ ტესტირების ყველა ეტაპი წარმატებით ჩაივლის, აბებით ინფექციის საწყის ეტაპზე პაციენტების მკურნალობა გახდება შესაძლებელი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

მსოფლიოში ტყუპების შობადობის ტემპი რეკორდულად გაიზარდა – კვლევა

მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ტყუპების დაბადების ტემპი 30%-ით გაიზარდა. ამის შესახებ techcult წერს.

გამოცემის ცნობით, კვლევაში 165 ქვეყანა მონაწილეობდა. კვლევის შედეგები 2010-2015 წლების მაჩვენებლებს ეყრდნობა. 1980 წლის მონაცემებთან შედარებით, ამ წლებში 1/3-ით მეტი ტყუპი დაიბადა. კერძოდ, ყოველ დაბადებულ 42 ბავშვზე ერთი ტყუპი მოდის.

„ტყუპების ბუმი“ მკვლევრებმა თითქმის ყველა ქვეყანაში დააფიქსირეს. გამონაკლისია სამხრეთ ამერიკა, სადაც მოცემულ პერიოდში ტყუპების დაბადების კლების მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამასთან ტყუპის დაბადების წილმა აზიასა და აფრიკაში 80% შეადგინა.

კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელის კრისტიან მონდენის თქმით, აფრიკაში ტყუპების დაბადების მაჩვენებლის ზრდა განსხვავებულ გენეტიკას უკავშირდება. ამ რეგიონში უფრო მეტი დიზიგოტური (არაინდეტური) ტყუპი დაიბადა.

თავის მხრივ, კრისტიან მონდენის კოლეგა, ჟილ პიზონი გამოთქვამს ჰიპოტეზას, რომ ყველაზე მეტი ტყუპი მომავალში იმ ქვეყნებში დაიბადება, სადაც ცხოვრების მაღალი დონეა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 59 60 61 62 63 108
Page 61 of 108