close

კვლევები

კვლევებიმედიცინატექნოლოგიები

Apple აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ტელეფონმა შეიძლება ხელი შეუშალოს სამედიცინო მოწყობილობების მუშაობას, მათ შორის, კარდიოსტიმულატორებს

iPhone-ის მფლობელებისთვის მნიშვნელოვანი გაფრთხილება გამოქვეყნდა Apple-ის გვერდზე. კომპანია აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ iPhone შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც გამოსცემენ ელექტრომაგნიტურ ველებს, რაც ხელს უშლის სამედიცინო მოწყობილობების ნორმალურ ფუნქციონირებას, მაგალითად, კარდიოსტიმულატორებისა და დეფიბრილატორების.

შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ iPhone 12-ის ოთხივე მოდელი უფრო მეტ მაგნიტს შეიცავს, ვიდრე ადრეული მოდელები, თუმცა ისიც ნათქვამია, რომ უფრო დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს სამედიცინო მოწყობილობებისთვის, ვიდრე iPhone-ის დანარჩენი ვერსიები.

Apple აცხადებს, რომ სამედიცინო მოწყობილობები შეიძლება შეიცავდეს სენსორებს, რომლებიც რეაგირებს რადიოტალღებზე. კომპანია ასევე რეკომენდაციას იძლევა iPhone-სა და MagSafe-ის ტელეფონის აქსესუარები განსაზღვრული მანძილით შორს დავიჭიროთ, ტელეფონი 6 დიუმი(15 სმ.), MagSafe–ის უსადენო დამტენის გამოყენებისას 15 დიუმი(37.5 სმ.).

,,Heart Rhythm Journal”– მა ამ თვის დასაწყისში გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ხალხს აფრთხილებს, რომ ტელეფონი არ მოათავსონ პერანგის ჯიბეში. ”მიმართეთ თქვენს ექიმს და სამედიცინო მოწყობილობის მწარმოებელს ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, გჭირდებათ თუ არა თქვენ სამედიცინო აპარატსა და iPhone– ს თუ MagSafe– ის სხვა აქსესუარებს შორის უსაფრთხო მანძილის დაცვა”,- აცხადებს Apple.

წყარო: CNN

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

კვლევა: პლანეტაზე ცალკეული რეგიონებისა და ოკეანის ტემპერატურა იზრდება

კლიმატის ცვლილებებისა და კონტროლის სამსახური (C3S) პროგრამა „კოპერნიკის“ ფარგლებში მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2020 წელს მსოფლიო კლიმატი 0.6 ცელსიუსით მაღალი იყო ვიდრე 1981-2010 წლებში, ხოლო 1,25 ცელსიუსით მეტი დიოინდუსტრიულ დონესთან.

ამასთან 2020 წელს ყველაზე ცხელი ათწლეული დასრულდა, რომლის ბოლო 6 წელიც ყველზე ცხელი იყო ისტორიის მანძილზე.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ომარ ბადური აცხადებს, რომ ევრაზიის მსხვილ რეგიონებში ტემპერატურული ცვლილება უფრო მეტად გამოიკვეთა. კერძოდ, ევროპაში 2020 წელი იყო ყველაზე ცხელი, სადაც ტემპერატურა ბოლო 30 წლის მაჩვენებელზე 1,6 ცელსიუსით მეტი იყო. ასევე არქტიკის ნაწილებსა და სიბირის ჩრდილოეთით ტემპერატურამ 6 ცელსიუსით მოიმატა, გასულ წლებთან შედარებით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ჯანმო AstraZeneca-ს ვაქცინის ყველა ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების რეკომენდაციას იძლევა

Oxford/AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სარგებელი აჭარბებს ყოველგვარ რისკს და აცრა რეკომენდებულია გამოყენებისთვის, მათ შორის 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომისიამ განაცხადა.

“იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფი“ შუალედურ რეკომენდაციებში აცხადებს, რომ ვაქცინა უნდა გაკეთდეს ორ დოზად, პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი კი დაახლოებით 8-12 კვირა უნდა იყოს.

მათივე მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ გაჩნდა კითხვები ვირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით, არ არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ მისი გამოყენების რეკომენდაცია არ გაიცეს და შესაბამისად, კომისია ვაქცინით იმ ქვეყნების მოსახლეობის აცრის რეკომენდაციასაც იძლევა, რომლებიც კორონავირუსის ახალ ვარიანტებს ებრძვიან.

რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებისთვის ასაკობრივი ზღვარი დააწესა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ვაქცინის მოქმედების შესახებ სრულყოფილი მონაცემები ჯერჯერობით ყველა ასაკობრივ ჯგუფთან დაკავშირებით არ არსებობს. გერმანიამ, საფრანგეთმა, ავსტრიამ, ნორვეგიამ და პორტუგალიამ განაცხადეს, რომ ისინი AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 65 წლამდე ასაკის პირებს აცრიან. პოლონეთი ამ ვაქცინის 60 წლამდე, ესპანეთი და იტალია კი – 55 წლამდე მოქალაქეებში გამოყენების რეკომენდაციას იძლევიან.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

შავი ყავის სარგებლობის შესახებ კვლევამ მოულოდნელი შედეგი აჩვენა☕

დღეში ერთი ან მეტი ჭიქა შავი ყავის მოხმარება გულის უკმარისობის რისკს ამცირებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ასეთ დასკვნამდე ამერიკის გულის ასოციაცია 3 მასშტაბური კვლევის შედეგების შეჯამების შემდეგ მივიდა. კვლევებში სულ 21 ათასი ამერიკელი მონაწილეობდა. ერთ-ერთი კვლევა 72 წლის განმავლობაში ტარდებოდა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის მსმელებს შორის გულის უკმარისობის რისკი 5-დან 12%-მდე ნაკლებია იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ყავას არ სვამს. თუ ადამიანი დღეში 2 ჭიქა ყავას მიირთმევს, ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ სარგებელი მხოლოდ შავ, უშაქრო ყავას მოაქვს, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამასთან, გულის უკმარისობის რისკს არც უკოფეინო ყავა ამცირებს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგები მათთვის გასაკვირი აღმოჩნდა.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ამზადებთ ყავას. ფილტრიანი ყავის აპარატებისგან განსხვავებით, ფრანგული პრესი, თურქული და ხსნადი ყავის მოსამზადებელი მოწყობილობები ვერ აკავებენ შენაერთს სახელწოდებით „კაფესტოლი“, რომელსაც ქოლესტეროლის დონის გაზრდა შეუძლია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინაპოლიტიკა

ისრაელში შექმნილი COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი 95%-ით ეფექტურია

თელ ავივში იჩილოვის საავადმყოფო ირწმუნება, რომ მათ შექმნეს კოვიდსაწინააღმდეგო წამალი, რომელიც ვირუსს კურნავს. პრეპარატის წინასწარი კვლევის შედეგებმა 96% ეფექტურობა აჩვენა.

პრეპარატი, სახელწოდებით EXO-CD24 ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კიბოს სამკურნალოდ მუშავდებოდა. პროფესორმა ნადირ არბერმა განაცხადა, რომ საავადმყოფომ შეისწავლა მედიკამენტის ეფექტურობა Covid-19-ით ინფიცირებულ მძიმე და საშუალო დონეზე მყოფ პაციენტებზე. 30 პაციენტიდან, რომლებმაც აღნიშნული პრეპარატი მიიღეს, 29-ის მდგომარეობა 2 დღეში გაუმჯობესდა, ერთ პაციენტს კი უფრო დიდი ხანი დასჭირდა გამოსაჯანმრთელებლად. 

კვლევის დადებითი შედეგების გათვალისწინებით, საავადმყოფომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა და სასამართლო პროცესის გახანგრძლივება სთხოვა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – კორონავირუსი პანკრეასს ესხმის თავს და ინსულინწარმომქმნელ უჯრედებს აზიანებს

გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი პანკრეასს ესხმის თავს და მის ინსულინწარმომქმნელ უჯრედებს აინფიცირებს და აზიანებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კვლევის დასკვნებმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს იმის ახსნას, რატომ უვითარდებათ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სისხლში შაქრის პრობლემები და რატომ ფიქსირდება ვირუსის შედეგად დიაბეტის განვითარების შემთხვევები.

პანკრეასს აქვს ორი ფუნქცია: საჭმლის მონელებისათვის მნიშვნელოვანი ფერმენტების წარმოება და ინსულინისა და გლუკაგონის ჰორმონების შექმნა და გამოყოფა, რომლებიც არეგულირებენ სისხლში შაქრის დონეს. Nature Metabolism- ში გამოქვეყნებულ ნაშრომში მკვლევარები აცხადებენ, რომ ლაბორატორიული და გაკვეთის შედეგად ჩატარებული კვლევების თანახმად, ახალი კორონავირუსი აინფიცირებს პანკრეასის უჯრედებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროცესებში : ცვლის მათ ფორმას, არღვევს მათ გენებს და აფერხებს მათ ფუნქციონირებას.

ახალი მონაცემებით, “ადამიანის  კუჭქვეშა ჯირკვალი, (პანკრეასი) იდენტიფიცირებულია, როგორც SARS-CoV-2 ინფექციის სამიზნე და ნავარაუდებია, რომ ბეტაუჯრედული ინფექცია შესაძლოა ხელს უწყობდეს COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში დაფიქსირებულ მეტაბოლური დისრეგულაციის განვითარებას.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ევროპის რამდენიმე ქვეყანა Oxford/AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ყველა ასაკის ადამიანებში გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა

საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, შვედეთში, ბელგიაში, დანიასა და ნორვეგიაში 65 წელს გადაცილებული ადამიანების Oxford/AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის რეკომენდაციას არ იძლევიან.

შვეიცარიასა და იტალიაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ვაქცინით მხოლოდ 55 წლამდე პირებს აცრიან.

გადაწყვეტილების მიზეზად ყველა მათგანი ხანდაზმულთა ჯგუფებში ვაქცინის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების არსებობას ასახელებს.

“ჩვენ გადავხედეთ დოკუმენტაციას და სანამ ხანდაზმულებში ვაქცინის ეფექტზე უფრო მეტ მონაცემს არ ვნახავთ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ AstraZeneca– ს ვაქცინა პირველ რიგში 65 წლამდე ასაკის ადამიანებს შევთავაზოთ”, – განაცხადა დანიის ჯანდაცვის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა ბოლეტ ზიბორგმა.

”გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეროვნულ დონეზე ვაქცინის პოლიტიკისთვის საუკეთესო მონაცემები და ფონი გვაქვს,“-  აღნიშნა ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის სპიკერმა.

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 105 მილიონამდე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 33.7 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 10.2%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 24 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.7%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 13.4 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. გამოცემის ცნობით, ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 55.8%-ს შეადგენს.

 

წყარო : CNN , Bloomberg

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – Novavax-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის თავდაპირველად აღმოჩენილი ვარიანტისგან 95.6%-ით, „ბრიტანული შტამისგან“ – 85.6%-ით, “სამხრეთ აფრიკულისგან“ კი – 60%-ით გვიცავს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Novavax-ის ვაქცინამ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კლინიკური ცდების მე-3 ფაზაში კორონავირუსის წინააღმდეგ 89.3%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

 

ქვეყანას Novavax-ის ვაქცინის 60 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი, რომელსაც იქ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში შეიტანენ, იმ შემთხვევაში, თუკი მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო მას გამოყენებისთვის დაამტკიცებს.

 

ვაქცინამ კორონავირუსის თავდაპირველად გავრცელებული ვარიანტის მიმართ 95.6%-იანი ეფექტურობა აჩვენა, ე.წ. „ბრიტანული ვარიანტის“ მიმართ – 85.6%-ი, მთლიანობაში კი – 89.3%-ი. რაც შეეხება ცდის სამხრეთ აფრიკულ ნაწილს, სადაც შემთხვევების უმეტესი ნაწილი ვირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტი იყო, ვაქცინამ 60%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

 

კლინიკურ ცდებში 18-დან-84 წლამდე 15 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათი 27%-ი 65 წელს გადაცილებული იყო.

 

გაერთიანებულ სამეფოში, გადაუდებელი გამოყენებისთვის, დღემდე სამი ვაქცინაა დამტკიცებული : Oxford University-სა და AstraZeneca-ს ერთობლივად შექმნილა ვაქცინა, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა დაკომპანია Moderna-ს ვაქცინა.

 

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

გერმანიის ვაქცინაციის მუდმივი კომიტეტი – AstraZeneca-ს ვაქცინის მიღება მხოლოდ 18-64 წლის ასაკის პირებისთვისაა რეკომენდირებული

გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის ვაქცინაციის მუდმივი კომიტეტი (STIKO) Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 65 წლის და უფროსი ასაკის პირებში გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა და აცხადებს, რომ ხანდაზმულ ადამიანებზე ვაქცინის მოქმედების შესახებ ჯერჯერობით “არასაკმარისი მონაცემები” არსებობს.

 

„იმის გამო, რომ კვლევაში ≥65 წლის ასაკის პირების მცირე რაოდენობით მონაწილეობდნენ, ხანდაზმულებში ვაქცინაციის ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, რის გამოც, ვაქცინის გამოყენება ამჟამად მხოლოდ 18-64 წლის ასაკის პირებისთვისაა რეკომენდირებული,“- ნათქვამია გერმანიის „ვაქცინაციის მუდმივი კომიტეტის“ განცხადებაში.

 

განცხადებას AstraZeneca-ში გამოეხმაურნენ, კომპანიის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური კვლევის უახლესი ანალიზის თანახმად,  ვაქცინამ 65 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში საკმარისი ეფექტურობა აჩვენა.

 

წყარო : cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

CNN: ჰოსპიტალიზებული კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა

ბრიტანელი მეცნიერების კვლევით, ჰოსპიტალიზებული და კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა სადაც საშუალოდ ყოველი მეათე მათგანი გარდაიცვალა.

CNN-ის ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის, ლესტერის უნივერსიტეტისა და სხვა მეცნიერთა ჯგუფმა, 48 000-მდე იმ ადამიანის მონაცემები შეისწავლა, რომლებიც, აგვისტოს ბოლო პერიოდამდე, კორონავირუსის გამო საავადმყოფოებში მკურნალობდნენ. მათ 140 დღის, ანუ დაახლოებით 5 თვის მანძილზე აკვირდებოდნენ.

„საავადმყოფოებიდან გაწერილი ადამიანების თითქმის მესამედი სამკურნალო დაწესებულებებში ხელახლა მოხვდა და ყოველ 10 ადამიანში ერთზე მეტი გარდაიცვალა“, – წერს გუნდი კვლევის წინასწარ შედეგებში, რომელიც ჯერჯერობით სამედიცინო ჟურნალის მიერ განხილული არ არის, თუმცა ინტერნეტში განთავსებულია.

კვლევის ავტორების მტკიცებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ.

„განსაკუთრებით ხშირი იყო დიაბეტისა და ინფარქტის შემთხვევები,“ – აცხადებენ კვლევაში ჩართული მეცნიერები.

მათი განმარტებით, კორონავირუსის გამო ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი უარყოფითი ზეგავლენის მიმართ განსაკუთრებულად დაუცველები 70 წელს გადაცილებულ პირები არიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 61 62 63 64 65 108
Page 63 of 108