close

კვლევები

კვლევები

კვლევა – პირის ღრუს სავლებ საშუალებებს კორონავირუსის მოკვლა 30 წამში შეუძლია

„კარდიფის უნივერსიტეტის“ მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ პირის ღრუს სავლები საშუალებები, რომლებიც სულ მცირე 0.07 პროცენტ ცეტილპირიდინიუმის ქლორიდს შეიცავს, კორონავირუსს 30 წამში კლავს.

ანგარიშის, სახელწოდებით : “პირის ღრუს სავლები საშუალების კომპონენტების ვირუსული ეფექტურობა SARS-CoV-2- ს წინააღმდეგ” – რეცენზირება ჯერჯერობით არ მომხდარა,  მაგრამ ის თანხმობაშია გასულ კვირას გამოქვეყნებულ კიდევ ერთ კვლევასთან, რომლის თანახმადაც, ცეტილპირიდინიუმის ქლორიდზე დაფუძნებული პირის ღრუს სავლები საშუალებები ეფექტურია კოვიდის ვირუსული დატვირთვის შესამცირებლად.

კვლევის ავტორები მომავალი კლინიკური ცდის საშუალებით შეისწავლიან, რამდენად ეფექტურია სავლები საშუალებები პაციენტების ნერწყვში კოვიდ 19-ის დონის შესამცირებლად. აღნიშნული ცდა კარდიფში მდებარე უელსის უნივერსიტეტის საავადმყოფოში ჩატარდება და მისი შედეგები 2021 წლის დასაწყისში გამოქვეყნდება.

„საჭიროა, დავადგინოთ, შესაძლებელია თუ არა პირის ღრუს სავლები საშუალებებით ლაბორატორიის პირობებში მიღებული შედეგის პაციენტებში რეპროდუქტირება. ჩვენი კლინიკური ცდა, სავარაუდოდ, დ2021 წლის დასაწყისში დასრულდება,“- აცხადებენ კვლევის ავტორები.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

გვიცავს თუ არა ვიტამინი D კორონავირუსისგან და რას გეგმავს გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება მასთან დაკავშირებით

გვიცავს თუ არა ვიტამინი D კორონავირუსისგან და რას გეგმავს გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება მასთან დაკავშირებით

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა „ჯანმრთელობისა და მზრუნველობის ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ ინსტიტუტსა“ და „ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციას“ მოუწოდა მთავრობის მრჩევლებს ჯანდაცვის საკითხებში, რომ ვიტამინი D-ს კოვიდ 19-ის პრევენციისა და მკურნალობის მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით ახალი მითითებები წარადგინონ.

ცნობილი გახდა ასევე ისიც, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა გეგმავს, 2 მილიონამდე მოქალაქე, მათ შორის ხანდაზმულები, რომლებიც კოვიდ 19-ის მიმართ მოწყვლადი პირები არიან, 4 თვის განმავლობაში ვიტამინი D-ის საჭირო დოზით უფასოდ მოამარაგოს.

ვიტამინ D-ს გავლენა ადამიანის იმუნურ სისტემაზე ხანგრძლივი განხილვის თემაა  ექსპერტებში. მრავალი გამოკვლევის თანახმად, D ვიტამინის დაბალი დონე კორონავირუსით სიკვდილის უფრო მაღალ რისკთან ასოცირდება და ზოგიერთის აზრით, მის საკმარის დონეს ფილტვების ინფექციის დროს ქსოვილის დაზიანების შემცირება შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ვიტამინი D-სთან დაკავშირებით „ჯანმრთელობისა და მზრუნველობის ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ ინსტიტუტსა“ და „ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციას“ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ.

„ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციამ“ აპრილში მოქალაქეებს ურჩია, შემოდგომისა და ზამთრის განმავლობაში დღეში 10 მიკროგრამის ოდენობით  ვიტამინი D მიეღოთ. ივნისში კი „ჯანმრთელობისა და მზრუნველობის ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულმა ინსტიტუტმა“ განაცხადა, რომ არ არსებობდა დასაბუთებული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვიტამინი D-ს მიღება კოვიდ 19-ის პრევენციას უწყობდა ხელს.

ვიტამინი D მნიშვნელოვანია ძვლების, კბილების და კუნთების ჯანმრთელობისთვის. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლის დეფორმაცია, რასაც ბავშვებში რაქიტი, მოზრდილებში კი ოსტეომალაცია ეწოდება.
ასევე არსებობს მოსაზრებები, რომ D ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ვიტამინი D ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მას, როგორც კორონავირუსის პროფილაქტიკისა და მკურნალობის პოტენციურ საშუალებას, მას შემდეგ, რაც მეტ ჰენკოკმა სთხოვა მთავრობის ჯანმრთელობის მრჩეველებს, შეექმნათ ახალი მითითებები მისი გამოყენების შესახებ

ჯანდაცვის მდივანმა განუცხადა ინგლისის ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის ბრწყინვალების ეროვნულ ინსტიტუტს (Nice) და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისს, რომ ორი კვირის წინ შექმნან სახელმძღვანელო პრინციპები “მზის სხივების” გამოყენების შესახებ, სანამ არ გავრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთავრობა აპირებდა ოთხი თვის ღირებულების გამოყოფას ვიტამინი D დამატებები 2 მილიონზე მეტ დაუცველ და მოხუც ადამიანზე, შოტლანდიის ხელმძღვანელობით.

განცხადებაში, ნიცის სპიკერმა, რომელიც ადგენს NHS კლინიკურ მითითებებს, განუცხადა Guardian- ს: ”ნიცამ და PHE– მ მიიღეს ოფიციალური თხოვნა რეკომენდაცია შეადგინონ D ვიტამინზე კოვიდის პროფილაქტიკისა და მკურნალობის შესახებ სახელმწიფო მდივნის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში, მეტ ჰენკოკი, 29 ოქტომბერს. ”

 

ეს ნაბიჯი მას შემდეგ ხდება, რაც მთავრობამ განიხილა D ვიტამინის დანამატების მიცემა მოხუცებსა და მათთვის, ვინც დიდი ბრიტანეთის ზამთარში შემოდის. იზრდება შეშფოთება, რომ პანდემიის პერიოდში უფრო მეტხანს შინ დარჩენის შედეგად ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს D ვიტამინის ნორმაზე დაბალი დონე.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერები – იმ ადამიანების 20 პროცენტს, რომლებმაც კოვიდ 19 გადაიტანეს, ფსიქიკური დაავადება უვითარდებათ

ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტისა და ოქსფორდის ჯანმრთელობის ბიოსამედიცინო კვლევის ცენტრის მეცნიერების მტკიცებით, ის ადამიანები რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ფსიქიატრიული აშლილობის მაღალი რისკის ქვეშ არიან.

აღნიშნული მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კოვიდ 19-ზე ჩატარებულ ტესტზე დადებითი პასუხის მიღებიდან დაახლოებით 3 თვეში 5-დან 1 ადამიანს შფოთის, დეპრესიის ან უძილობის დიაგნოზი დაუსვეს, რაც სხვა ჯგუფის პაციენტებში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია. აღნიშნული დიაგნოზი კიდევ უფრო ხშირია იმ ადამიანებში, რომლებსაც ფსიქიატრიული პრობლემების ისტორია კორონავირუსით დაინფიცირებამდე ჰქონდათ.

მეცნიერების მტკიცებით, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ზე დადებითი პასუხის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში ფსიქიატრიული დიაგნოზი ადამიანთა თითქმის 20 პროცენტს დაუსვეს.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მსოფლიოს ექიმებმა და მეცნიერებმა გამოიკვლიონ მიზეზები და დაადგინონ მკურნალობის მეთოდები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კოვიდ 19-ის გადატანის შემდეგ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ.

კვლევის ფარგლებში 69 მილიონი ამერიკელი პაციენტის ელექტრონული ანკეტის ანალიზი განახორციელეს, მათ შორის 62 000-ს კოვიდ 19 ჰქონდა გადატანილი.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Lancet Psychiatry-ში გამოქვეყნდა.

წყარო : news-medical.net

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

რატომ არ არსებობს კიბოს წამალი

ადამიანები უჯრედების ერთი დიდი შეკვრა ვართ და ჩვენი უჯრედები ერთმანეთთან მუდმივად ურთიერთქმედებენ, ცვლიან “ინფორმაციას”, ნივთიერებებს… წარმოქმნიან ქსოვილებსა და ორგანოებს. სკოლაში ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ უჯრედი სიცოცხლის ყველაზე მარტივი ერთეულია და ის სიცოცხლის საწყისიცაა.

თუმცა, კომპლექსურ ორგანიზმებში, როგორიც ადამიანია ან ნებისმიერი მრავალუჯრედიანი არსებაა, უჯრედებს ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვთ — ისინი კვდებიან. დაბადებიდან მოყოლებული, ჩვენი უჯრედების უმეტესობა ახალი, პრაქტიკულად იდენტური “კლონებით” ჩანაცვლდა.

უჯრედების წარმოქმნა ძალიან მკაცრად რეგულირებული პროცესია, ამგვარად, ჩვენი სხეულის და ორგანოების ზრდა ლიმიტირებულია. თუმცა, ხანდახან უჯრედები, გარკვეული ბიოლოგიური ხარვეზების გამო, ძალიან სწრაფად და ჭარბად მრავლდებიან. ასეთი უკონტროლო ზრდა ხშირად სიმსივნეს წარმოქმნის, ანუ პათოლოგიური უჯრედების აგრეგატს, რომელიც ზრდას თითქმის არ წყვეტს.

ჯანმრთელ სხეულში დაზიანებული უჯრედები “აპოპტოზით” კვდებიან. აპოპტოზი ორგანიზმის რეგულირებულ, უჯრედების “პროგრამირებულ” სიკვდილს ეწოდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უჯრედები მიზანმიმართულად იკლავენ თავს, ან მათ ჩვენი ორგანიზმი თავისით კლავს. ეს ჩვენი სხეულისთვის, სიცოცხლის ყველა ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროცესია.

მაგალითისთვის, ადამიანის ნაყოფის განვითარებისას, ჩვენ ცალკეული თითები გვივითარდება, რაც იმის დამსახურებაა, რომ ნაყოფის თითებს შორის არსებული შემაერთებელი ქსოვილი აპოპტოზს განიცდის და ის აღარ რეგენირდება.

სიმსივნურ უჯრედებში აპოპტოზის უნარი ხშირად დაქვეითებული ან დაგვიანებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ უჯრედები იზრდებიან, იზრდებიან და არ კვდებიან. აპოპტოზის უნარის დაქვეითება და უჯრედების უკონტროლო დაყოფა სიმსივნის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებლებია.

დროთა განმავლობაში, სიმსივნურ დაავადებებსა და მის მოლეკულურ, ისევე როგორც გენეტიკურ მექანიზმზე ბევრი რამ ვისწავლეთ. ზოგი სიმსივნის შემთხვევაში ისიც კი ვიცით რა გენები და ცილები, ისევე როგორც რა ბიოლოგიური მექანიზმები განაპირობებენ მათ აღმოცენებას, რის გამოც ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ არ გვაქვს კიბოს წამალი?

ვაქცინაცია და ანტიბიოტიკები ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისგან ძალიან კარგად გვიცავს, ცხადია ხანდახან, ისეთი დაავადებებიც მომაკვდინებელია, რომელთა წამალიც გვაქვს, თუმცა სხვადასხვა დაავადებებისგან განსხვავებით, კიბოს მკურნალობა ძალიან რთულია. რატომ?

სანამ კითხვას ვუპასუხებდეთ, ტერმინოლოგიას შევეხოთ. სტატიის ფარგლებში, კიბოს ვეძახით ავთვისებიან სიმსივნეს. ავთვისებიანი სიმსივნე გამოირჩევა უჯრედების პათოლოგიური გამრავლებით და სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებზე გავრცელების პოტენციალით. კეთილთვისებიანი სიმსივნე კი სიმსივნური უჯრედების აგრეგატია, რომელიც ლოკალურად ვითარდება და სხეულის სხვა ადგილებზე არ ვრცელდება.

რა ვიცით და არ ვიცით კიბოზე

ფოტო: TED-ED

2019 წლის მონაცემებით, ავთვისებიანი სიმსივნე ყოველწლიურად 9 მილიონამდე ადამიანს კლავს. 2015 წელს ის 90 მილიონამდე ადამიანს დაუდგინდა. გულსისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ, კიბო ყველაზე მაღალ სიკვდილიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ სიგარეტის მოწევა კიბოთი განპირობებული სიკვდილიანობის 22%-ს უკავშირდება, რაც წარმოუდგენლად მაღალი რიცხვია. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ დროთა განმავლობაში, ავთვისებიანი სიმსივნე, ისევე როგორც მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა, განვითარებულ ქვეყნებში ბევრად ხშირია.

ისიც საინტერესოა, რომ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს, ხშირად, ძალიან განსხვავებული სიმსივნეები უვითარდებათ. მაგალითად, 15 წლამდე ბავშვებში ლეიკემია და ტვინის კიბო უფრო გავრცელებულია, ზრდასრულებში კი ფილტვის, მკერდის, პროსტატის და კუჭის სიმსივნე.

სტატისტიკური მიმოხილვა დროებით გვერდზე გადავდოთ და მივუბრუნდეთ ჩვენ მთავარ კითხვას, კერძოდ, რატომ არ გვაქვს კიბოს წამალი?

ამ კითხვას ხშირად იმიტომ სვამენ, რომ საზოგადოებაში კიბოზე არასწორი წარმოდგენა არსებობს. კიბო რაიმე ერთი დაავადება არაა, არამედ ის აერთიანებს ასობით სხვადასხვა სიმსივნურ დაავადებას. ეს იგივენაირი კითხვაა, როგორც “რატომ არ არსებობს ინფექციური დაავადებების წამალი”.

არ არსებობს ერთი უნივერსალური წამალი, რომელიც ყველანაირ ინფექციურ დაავადებას უმკურნალებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ინფექციურ დაავადებას მსგავსი პათოფიზიოლოგია აქვს.

ამასთანავე, სიმსივნე შეიძლება ბევრი სხვადასხვა გარემოების გამო განვითარდეს, მის ჩამოყალიბებას ხანდახან ხელს უწყობს დაქვეითებული იმუნიტეტი, ინფექციური დაავადებები, ცხოვრების სტილი, რადიაცია და ა.შ.

მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა ძალიან რთულია და კიბოს წამლები, რომლებიც ლაბორატორიულ პირობებში წარმატებით გამოიცადა, რეალური გამოყენებისას ისეთივე წარმატებული ხშირად არ არის. ამას თავისი მიზეზები აქვს.

რატომაა კიბოს მკურნალობა ხშირად არაეფექტიანი

ფოტო: Getty Images

როდესაც ადამიანს ავთვისებიანი სიმსივნე უდგინდება, ძირითადად, მკურნალობის კურსი შემდეგნაირია: პირველ რიგში, ქირურგიული ჩარევით ხდება სიმსივნის მოცილება, შემდეგ პაციენტი სხივურ და ქიმიოთერაპიას გადის, რათა სხეულში გავრცელებული სიმსივნური უჯრედები განადგურდეს. ამას შეიძლება დაემატოს ჰორმონალური და იმუნური თერაპია და სხვადასხვა მკურნალობის კურსები იმის მიხედვით, თუ სად და რა ტიპის სიმსივნე აქვს პაციენტს.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული მკურნალბოის მეთოდები ხშირად საკმაოდ წარმატებულია, 100%-იანი წარმატება ძალიან იშვიათია. ადგილი აქვს ხოლმე რემისიას, ანუ კიბო თითქოს “გამქრალია”, თუმცა შემდგომ ის ბრუნდება.

სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი პრობლემა უშუალოდ კიბოს შესწავლის მეთოდოლოგიიდან მომდინარეობს. როდესაც მეცნიერები გარკვეული სიმსივნური დაავადების მკურნალობაზე და წამლის ძიებაზე მუშაობენ, ისინი ექსპერიმენტებს, ძირითადად, ლაბორატორიულ პირობებში ადამიანებისგან შეგროვებულ სიმსივნურ უჯრედებზე ატარებენ.

ახალი წამლები, რომლებიც ლაბორატორიაში არსებულ სიმსივნურ უჯრედებზე წარმატებით მუშაობენ, კლინიკური ტესტებისას, პაციენტებში იგივე წარმატებას ვერ აღწევენ. ამის მიზეზი ისაა, რომ კიბო ადამიანის სხეულში ლაბორატორიისგან განსხვავებულად “იქცევა”.

ავთვისებიანი სიმსივნის ერთ-ერთი მახასიათებელი ისაა, რომ ადამიანის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედები მუდმივად იცვლება, შესაბამისად, ყალიბდება სიმსივნური უჯრედების განსხვავებული პოპულაციები. სხვადასხვა პოპულაციის უჯრედები ერთმანეთისგან ხშირად ოდნავ განსხვავდებიან ხოლმე, თუმცა მცირედი განსხვავებაც კი ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია.

ახლად შემუშავებულმა წამალმა შეიძლება კონკრეტული პოპულაციის სიმსივნური უჯრედები მოკლას, თუმცა, დანარჩენზე არ იმქომედოს. ამასთანავე, კიბოს დიაგნოსტირება ხშირად საკმაოდ გვიან ხდება. ანუ, როცა სიმსივნური უჯრედები სხვა სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ორგანოებზეც ვრცელდება (მეტასტაზები).

ზოგი კიბო ძალიან რთული მოსახელთებელია. მაგალითად, ანდროგენებზე დამოკიდებული პროსტატის კიბოს შემთხვევაში, პროსტატის უჯრედების ნაადრევი დაბერება ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ანდროგენების დონე ჯანმრთელ და კიბოან პროსტატაში ერთნაირია.

პროსტატის დაბერებული უჯრედები შემდგომ ქემოკინების და ინტერლეიკინების წარმოებით, სიმსივნურ უჯრედებს უდებენ დასაბამს.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, არსებობს ეგრეთ წოდებული სიმსივნური ღეროვანი უჯრედები. ჩვეულებრივი ღეროვანი უჯრედების მსგავსად, ისინი სხვადასხვა ტიპის უჯრედებად დიფერენცირდებიან, თუმცა, ამ შემთხვევაში, სიმსივნური ღეროვანი უჯრედები სიმსივნურ უჯრედებს წარმოქმნიან.

ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი თუ პაციენტმა კიბო დაამარცხა, ერთი სიმსივნური ღეროვანი უჯრედიც თუ დარჩა, მაშინ კიბოს ხელახალი აღმოცენება ალბათურია. ხოლო კიბოსთან ბრძოლის დამაიმედებელი და პოტენციალის მქონე სფერო გენური თერაპიაა.

სხვადასხვა ტიპის კიბოებს გენეტიკური მარკერები აქვთ. იმის გამო, რომ სიმსივნე, რეალურად, გენეტიკური მუტაციების გამო ვითარდება, მეცნიერები თანდათან ისეთ გენებს პოულობენ, რომელიც ადამიანებს სიმსივნისკენ მიდრეკილს ხდის. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მომავალში ასეთი გენების დამიზნებით და განეიტრალებით, კიბოს განვითარების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება.

კიბოსთან ბრძოლა რთული კიდევ იმიტომაა, რომ სიმსივნური უჯრედები იმუნურ სისტემას ატყუებენ, შესაბამისად, ჩვენი ორგანიზმი ავტომატურად ვერ ხვდება, რომელი უჯრედია ანომალიური და რომელია ჩვეულებრივი. შესაბამისად, სიმსივნური უჯრედები სისხლით და ზრდისთვის აუცილებელი ნივთიერებებით იკვებებიან და ძალიან სწრაფად მრავლდებიან. სიმსივნის “კვების წყაროს” შეზღუდვა ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლას ამარტივებს, თუმცა, ამის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან კიბოს უჯრედები ჩვეულებრივ უჯრედებში არიან გარეული.

კიბოს მომავალი და პრევენცია

ფოტო: TED-ED

სტატიაში აღვნიშნეთ, რომ კიბო და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა განვითარებულ ქვეყნებში უფრო ხშირია, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დახმარება ამ ქვეყნებში საკმაოდ დახვეწილია. ეს ფენომენი ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა განვითარებულ ქვეყნებში ბევრად მაღალია. დროთა განმავლობაში სიმსივნის განვითარების ალბათობა კი იზრდება. ანუ, რაც უფრო დიდ ხანს ცხოვრობთ, მით უფრო დიდი შანსია, რომ კიბო დაგემართოთ.

თუმცა, სიმსივნის განვითარება გარდაუვალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ კიბო ძალიან საშიშია, მისი მკურნალობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შესაბამისად, ადამიანებს კიბო უფრო და უფრო გვიან ემართებათ და დიაგნოზის დასმის შემდეგ, უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ.

მაგალითად, 2017 წლის მონაცემებით, კიბოთი გარდაცვლილთა 46% 70 წელს გაგადაცილებული იყო. დიაგნოზის დასმიდან მომდევნო 5 წელში, გადარჩენის პროცენტული მაჩვენებელი, პრაქტიკულად, ყველა ტიპის კიბოსთვის იზრდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯანმრთელი ცხოვრებით, კიბოს პრევენცია შესაძლებელია. მაგალითად, ფილტვის კიბოს შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა (80-90%) მწეველებში გვხვდება. სიგარეტის მოწევა კი კიბოთი განპირობებული სიკვდილიანობის 22%-ს შეადგენს.

კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 10% ჭარბწონიანობასა და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთანაა დაკავშირებული. ხვალ ყველა მწეველმა სიგარეტს თავი რომ გაანებოს და ადამიანებმა ჯანსაღი კვება დაიწყოს, კიბოთი განპირობებული სიკვდილიანობა მომავალში კოლოსალურად შემცირდება.

შეიძლება კიბოს უნვიერსალური წამალი არასდროს გვქონდეს, თუმცა კიბოსთან ბრძოლის დაწყება მანამდე შეგვიძლია, სანამ ის დაგვემართება.

წყარო : on.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ბრიტანეთში შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელიც ადამიანს კორონავირუსისგან იცავს

რიტანელი მეცნიერების მტკიცებით, შეიმუშავეს ფორმულა, ცხვირის სპრეის სახით, რომელსაც შეუძლია დაიცვას ადამიანი COVID-19-ით ინფიცირებისაგან.

„ცხვირის სპრეი, რომელსაც შეუძლია ეფექტურად დაგიცვათ Covid19-ით ინფიცირებისაგან, შეიქმნა იმ კომპონენტებისაგნ, რომლის გამოყენება ადამიანის ორგანიზმში ნებადართულია რეგულაციების განმსაზღვრელი ქვეყნების: ბრიტანეთის, ევროპისა და შეერთებული შტატების მიერ. სპრეი შეიქმნა ბირმიგენის უნივერსიტეტში. ეს კომპონენტები მედიცინაში ფართოდ გამოიყენება, მათ შორის წამლებისა და საკვების წარმოებაშიც კი“, – ნათქვამია ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებაში.

კომპონენტების არსებობა, რომელიც უკვე დამტკიცებულია, საშუალებას იძლევა, სწრაფი ტემპით დაიწყოს პრეპარატის წარმოება და გამარტივებული წესით გავიდეს ბაზარზე. პრეპარატი მზადდება ორი პოლისაქარიდის საფუძველზე. ერთ-ერთი მათგანი, „კარაგინანია“, რომელიც ანტივირუსული საშუალებაა და გამოიყენება კვების მრეწველობაში, როგორც პროდუქტის გასქელების საშუალება, ხოლო მეორე, „გელანი“, შეირჩა ადამიანის ცხვირის უჯრედების ზედაპირზე მიერთების შესაძლებლობის უნარის გამო.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პრეპარატი თრგუნავს ინფექციას და გამოყენებიდან 48 საათის განმავლობაში მოქმედებს.

„ეს ნიშნავს, რომ პრეპარატი ამცირებს ვირუსულ დატვირთვას ადამიანის ორგანიზმში, მათ შორის, მაშინაც კი, თუ ვირუსი სხვა პირს გადაეცემა ხველის ან ცემინების შედეგად. ამ შემთხვევაში, სხვა ადამიანი ნაკლებად ინფიცირდება ვირუსის ნაწილაკებით”, – ამბობს მთავარი მკვლევარი რიჩარდ მოაქსი.

კვლევა ჯერ არ გამოქვეყნებულა სამეცნიერო ჟურნალებში და არც სხვა მეცნიერების მიერ არის დადასტურებული.

ასევე, კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ზოგიერთ პირის ღრუს მოვლის საშუალებებს, სითხეებს, შეუძლია SARS-CoV-2 კორონავირუსის მოკვლა. ამ კვლევის შედეგები ოფიციალურად დადასტურდება მომავალი წლის დასაწყისში, კლინიკური კვლევებით.

წყარო: ria.ru

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კორონავირუსის მსუბუქი ფორმა სახიფათოა – Daily Mail

კორონავირუსის მსუბუქი ფორმა, რომელიც გართულებების გარეშე მიმდინარეობს, ორგანიზმისთვის სახიფათოა,- ამის შესახებ Daily Mail ბრიტანელ ექსპერტთა ჯგუფCoverscan-ისკვლევაზე დაყრდნობით წერს.

კვლევისას გამოვლინდა, რომ ახალგაზრდა ორგანიზმებს, რომლებმაც ვირუსი უსიმპტომოდ ან მარტივად გადაიტანეს, 3-4 თვის შემდეგაც, სხვადასხვა ორგანოები დაზიანებული ჰქონდათ. მკვლევარების თქმით, პაციენტთა მეოთხედს ორი ან მეტი ორგანო ჰქონდა დაზიანებული. Coverscan-ის კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ყველაზე ხშირი გულის დაზიანებაა. პაციენტები, რომლებმაც უკვე გადალახეს ვირუსი, მათ თვეების განმავლობაში რჩებათ სიმპტომები.

შესაბამისად, აღსანიშნავია, უსიმპტომო ვირუსის არსებობა, საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის პაციენტების დაახლოებით 70%-ს. რაც შეეხება დანარჩენ სიმპტომებს, ესენია: დაღლილობა, გაძნელებული სუნთქვა და ზურგის ან თავის ტკივილი.

ექიმების თქმით, ორგანოები ინფექციის დროს, ანთების შედეგად ზიანდება. მათი რჩევაა, რომ დაინფიცირებულმა პაციენტებმა ბევრი ივარჯიშონ და წონაში დაიკლონ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ნორმალურ ცხოვრებას მომდევნო ზამთრისთვის დავუბრუნდებით – COVID-19-ის ვაქცინის შემქმნელი

კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი პროფესორის, ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის დამფუძნებლის უღურ შაჰინის ვარაუდით, მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის ზამთრისთვის უნდა დაუბრუნდეს. ამის შესახებ შაჰინმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, ამერიკულმა Pfizer-მა და გერმანულმა კომპანია BioNTech-მა გასულ კვირაში COVID-19-ის ეფექტური ვაქცინის შექმნის შესახებ განცხადებები გააკეთეს.

როგორც შაჰინმა ინტერვიუში განაცხადა, ახალი ვაქცინა 90%-ით თუ არა, 50%-ით მაინც შეამცირებს ვირუსის გავრცელებას, თუმცა პირველად განცხადებაში Pfizer-მა განაცხადა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 90%-ს შეადგენს.

“დარწმუნებული ვარ, ამ ეფექტური ვაქცინით ადამიანებს შორის ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი შემცირდება. შესაძლოა, არა 90 პროცენტით, მაგრამ – 50 პროცენტით მაინც, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესეც შეუწყობს ხელს პანდემიის გავრცელების შემცირებას“, – განაცხადა პროფესორმა.

შაჰინის თქმით, მომდევნო წლის აპრილისთვის კომპანია 300 მილიონამდე დოზა ვაქცინის წარმოებას გეგმავს, ზაფხულისთვის კი, აპირებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაქცინის წარმოების პროცესი კიდევ უფრო გაზარდოს.

„ზაფხული დაგვეხმარება, რადგან ინფექციის მაჩვენებელი დაიკლებს და რაც აუცილებელია, ამ პერიოდის განმავლობაში უნდა გვქონდეს მასობრივი ვაქცინაცია, მომავალი წლის შემოდგომა-ზამთრამდე“, – აცხადებს შაჰინი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებისაქართველო

covid19-ის ინციდენტობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეა

სტატისტიკური მონაცემები აღებულია პორტალიდან worldmeters. info

15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00 საათამდე მსოფლიოში კოვიდინფიცირების 490610 შემთხვევა დაფიქსირდა,

პანდემის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 79678 კაცს დაუდასტურდა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 67-ე ადგილზეა.

 
ბოლო ორი კვირის (2 ნოემბერი – 15 ნოემბერი) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი დაუფიქსირდა 38951 კაცს
 
ბოლო ორი კვირის ინციდენტობა ყოველ 100000 მოსახლეზე ყველაზე მეტია შემდეგ ქვეყნებში:
 
1. ანდორა – 1 354
2. ლუქსემბურგი – 1 320
3. მონტენეგრო – 1 303
4. ლიხტენშტაინი – 1 137
5. ჩეხეთი – 1 107
6. შვეიცარია – 1 071
7. საქართველო – 1 048
8. ავსტრია – 1 042
9. სან-მარინო – 957
10. სლოვენია 933
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

reuters – ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან ცირკულირებდა

ახალი ტიპის კორონავირუსი იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან ცირკულირებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ იტალიის ქალაქ მილანის სიმსივნის ეროვნული ცენტრის ახალ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

იტალიელი მკვლევრების დასკვნით, 959 ჯანმრთელი მოხალისიდან, რომლებიც 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მარტამდე ფილტვის კიბოს სკრინინგის კვლევაში მონაწილეობდნენ, 11,6 პროცენტმა კორონავირუსის ანტისხეულები თებერვლამდე დიდი ხნით ადრე გამოიმუშავეს.

SARS-CoV-2-ის ანტისხეულების შემდგომი სპეციფიკური ტესტი ჩატარდა სიენის უნივერსიტეტის მიერ იმავე კვლევისთვის, სახელწოდებით „SARS-CoV-2-ის ანტისხეულების მოულოდნელი გამოვლენა იტალიაში პრეპანდემიურ პერიოდში“.

კვლევამ აჩვენა, რომ ოქტომბრის პირველი კვირით დათარიღებული ოთხი შემთხვევა ასევე დადებითი იყო ანტისხეულების მიმართ, რომლებიც ვირუსს ანეიტრალებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სექტემბერში დაინფიცირდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსი და მისგან გამოწვეული რესპირატორული დაავადება ჩინეთის ქალაქ უხანში ვირუსის ეპიდემიის აფეთქებამდე უცნობი იყო. იტალიის პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი 21 თებერვალს მილანის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში, ლომბარდიის ჩრდილოეთ რეგიონში აღმოაჩინეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინაფსიქოლოგია

კოვიდ19-ით დაინფიცირებულ ყოველ მეხუთე პაციენტს ფსიქიკური პრობლები გამოუვლინდა – ოქსფორდის კვლევა

კოვიდ19-ის გადატანის შემდეგ, პაციენტებში ფსიქიკური აშლილობის და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტები გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი წერს. კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა.

ნაშრომში ნათქვამია, რომ ეს შეიძლება განპირობებული იყოს, როგორც პაციენტთა ცხოვრების სტილით, სტრესული გარემოთი, ასევე ვირუსის პირდაპირი გავლენით ნერვულ სისტემაზე.

გაირკვა, რომ წარსულში ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანებში კორონავირუსით ინფიცირების რისკი 65 პროცენტით გაზრდილია. კვლევის ავტორი მაქს ტაკე ამბობს, რომ ეს სიახლე უდაოდ უფრო ღრმა ანალიზის საფუძველი ხდება და ფსიქიკური აშლილობები ამჯერად რიკს-ჯგუფებს უნდა მივაკუთვნოთ.

კვლევას საფუძვლად დაედო 70 მილიონი ადამიანის ელექტონული ანკეტა, მათ შორის 62 ათასი სწორედ კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

საინტერესოა ისიც, რომ პაციენტების 5.8 %-ს ინფექციის გადატანიდან სამ თვეში ფსიქიკური აშლილობის პირველი ნიშნები გამოუვლინდათ. პროფესორი პოლ ჰარისონი ამბობს, რომ საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს უშუალო კავშირი კორონავირუსსა და ფსიქიკურ აშლილობას შორის. აქვე აღინიშნა, რომ ფსიქიკური სიმპტომები ართულებს სამედიცინო მომსახურების ეფექტურობას და ზრდის სიკვდილიანობის რისკს, ასევე უკვე ფაქტია, რომ სერიოზული ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანები თანმხლები დაავადებების რისკის ქვეშაც დგაგან. გარდა ამისა, ბევრი მათგანი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს.

კოვიდ-19 დიაგნოზის დადასტურებიდან 14-90 დღის განმავლობაში გამოვლენილი ფსიქიკური აშლილობები დაფიქსირდა პაციენტების 18.1% -ში. დარღვევებში შედის შიზოფრენია, ბოდვითი აშლილობა, განწყობის დარღვევა და შფოთვა.

არსებული კვლევით, რომელიც საბოლო არაა, დასტურდება, რომ ყოველ მეხუთე ადამიანს, რომელსაც ჰქონდა კორონავირუსი, დიაგნოზირებული აქვს ფსიქიკური აშლილობა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 63 64 65 66 67 106
Page 65 of 106