close

კვლევები

კვლევებიმედიცინა

უკავშირდება თუ არა დამბლის შემთხვევები კოვიდ19-ის ვაქცინას?

აშშ-ს სურსათისა და წამლის მარეგულირებელი ადმინისტრაციის (FDA) ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ოთხ მოხალისეს, რომელსაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა გაუკეთეს ბელის დამბლა დაუდასტურდა.

“მე რა ინფორმციაც მაქვს, დაზუსტდა და დამბლის შემთხვევები ზოგადად სტატისტიკურად რაც ფიქსირდება, მას არ აღემატება, ვაქცინასთან კავშირი არ დასტურდება… კვლევა გრძელდება”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, ბელის დამბლა ვლინდება სახის კუნთების უცაბედი დასუსტებით. შედეგად, სახის ნახევარი პარალიზებულია და დუნდება. ღიმილის დროს, ნახევარი ტუჩი არ მოძრაობს, ხოლო თვალი პარალიზებულ მხარეს არ იხუჭება.

ბელის დამბლა ასევე სახის დამბლის სახელითაა ცნობილი და ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს. ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, დამბლა შესიებისა და ანთების შედეგია, რომელიც ნახევარი სახის კუნთების მაკონტროლირებელ ნერვზე ვითარდება. დამბლა შესაძლოა ვირუსული ინფექციის შემდეგაც განვითარდეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

2021 წელი ფაქტობრივად დამანდგრეველი იქნება – გაერო

გაეროში აცხადებენ, რომ პანდემიის გამო 2021 წელს მსოფლიო ბოლო 75 წლის განამვლობაში, შესაძლო, ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

როგორც მსოფლიო კვების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, მომავალ წელს პროგრამა ყველაფრის დაფინანსებას ვერ შეძლებს.

2021 წელი ფაქტობრივად დამანგრეველი იქნება იმის საფუძველზე, რასაც ამ ეტაპზე ვხედავთ. მომავალ წელს ჩვენ ყველაფრის დაფინანსებას ვერ შევძლებთ … ამიტომ პრიორიტეტების მინიჭება მოგვიწევს”, – აღნიშნა დირექტორმა და განმარტა, რომ ათობით ქვეყანა მოსალოდნელი შიმშილობის წინაშე დგას.

მსოფლიო კვების პროგრამის ხელმძღვანელმა ასევე მოუწოდა მდიდარ ქვეყნებს, არ დათრგუნოს ღარიბი ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ბრძოლაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

მსოფლიო მასშტაბით 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა – გაერო

მსოფლიო მასშტაბით, 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა, რაც დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც გერმანიის, ბრიტანთის, საფრანგეთისა და იტალიის მოსახლეობა ერთად აღებული, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძვანელმა, დევიდ ბიზლიმ ნობელის პრემიის მიღების დროს განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ამდენი ომის, კლიმატური ცვლილებების და ფართოდ გავრცელებული შიმშილის გამო, რომელიც პოლიტიკური და სამხედრო იარაღია, ასევე გლობალური ჯანდაცვის პანდემის ფონზე, რომელიც ყველაფერს ორმაგად ამძაფრებს – 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაში თუ კრახს განვიცდით, ეს შიმშილის პანდემიას გამოიწვევს. ამ 270 მილიონი ადამიანიდან 30 მილიონის სიცოცხლე ჩვენზე 100 პროცენტითაა დამოკიდებული“,-  განაცხადა ბიზლიმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

რომელი სისხლის ჯგუფის ადამიანები არიან კოვიდ 19-ით დაინფიცირების ნაკლები რისკის ქვეშ?

კანადელი მეცნიერები აცხადებენ, რომ O ჯგუფისა და Rh − უარყოფითი სისხლის მქონე ადამიანები, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების უფრო დაბალი რისკის ქვეშ იყვნენ.

კვლევის ფარგლებში გაანალიზეს 225 556 კანადელის მონაცემები, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვისაც სისხლის O ჯგუფი ჰქონდათ, კორონავირუსით დაინფიცირების 12 პროცენტით ნაკლები რისკის ქვეშ იყვნენ მათთან შედარებით, ვისაც A, AB ან B ჯგუფის სისხლის ჰქონდათ.

ამასთან, ადამიანები, რომლებსაც რეზუს უარყოფითი სისხლი ჰქონდათ, ასევე შედარებით უფრო დაცულები იყვნენ, მითუმეტეს, თუ მათი სისხლის ჯგუფი O იყო.

კვლევის შედეგები ჟურნალ Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მწვანე ჩაი თმის ცვენას აჩერებს – კვლევა

გამოცემა Daily Express-ი სამეცნიერო კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მწვანე ჩაი თმის ცვენას აჩერებს.

როგორც კვლევით დადგინდა, მწვანე ჩაი ორგანულ ნივთიერება Catechin-ს შეიცავს, რომელიც ტესტოსტერონისა და დიჰიდროტესტოსტერონის მავნე ეფექტებს ბლოკავს.

სწორედ ეს ნეგატიური ეფექტები აფერხებს თმის ნორმალურ ზრდას. ექსპერიმენტის ფარგლებში პაციენტებს თავის კანს მწვანე ჩაის ექსტრაქტით უმუშავებდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეთა უმრავლესობას თმის ზრდის აქტივობა გაუუმჯობესდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

„რევოლუციური აღმოჩენა“ – რატომ იღუპება ზოგიერთი COVID პაციენტი

დოქტორმა მეგან რენნიმ ბევრი რამ შეიტყო COVID-19– ის შესახებ მას შემდეგ, რაც მან თებერვალში, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში დაიწყო. თუმცა არსებობს ერთი კითხვა, რომელსაც ის კვლავ ვერ პასუხობს: რატომ არის ზოგიერთი პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმე სხვებთან შედარებით?

„პაციენტის ასაკი და თანმდევი დაავადებები ამ ფენომენის მხოლოდ ნაწილს ხსნის“- თქვა რენიმ, რომელმაც ნახა, რომ ერთი და იგივე ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პაციენტები ავადობის განსხვავებულ ტრაექტორიას მიჰყვებიან.

„რატომ ხდება, რომ ორი 40 წლის პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად რთულდება, ხოლო მეორეს ისეთი მსუბუქი მდგომარეობა აქვს, რომ თითქმის ვირუსი უსიმპტომოდ გადააქვს?„ – კითხულობს ექიმი რენი, გადაუდებელი მედიცინის ასოცირებული პროფესორი ბრაუნის უნივერსიტეტში.

პროვოკაციულმა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანი – განსაკუთრებით მამაკაცი – კვდება, რადგან მისი იმუნური სისტემა ე.წ. „მეგობრული ცეცხლის“  მიერ ზიანდება. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ დასკვნა მათ ამ პაციენტებისთვის მიზანმიმართული მკურნალობის მეთოდების შემუშავებაში დაეხმარება.

მეცნიერებში ჩატარებულ საერთაშორისო გამოკვლევის თანახმად,  COVID-ით დაავადებული 1000 პაციენტის 10% -ს, რომლებსაც განუვითარდათ სიცოცხლისათვის საშიში პნევმონია, ორგანიზმში აღმოაჩნდათ ანტისხეულები, რომლებიც ანადგურებენ იმუნური სისტემის მთავარ ცილებს – ინტერფერონებს. ეს ანტისხეულები (ცნობილია როგორც „ავტოანტისხეულები“, რადგან ისინი თავს ესხმიან და თავად ადამიანის ორგანიზმს აზიანებენ) 663 ადამიანში მსუბუქი ან ასიმპტომური COVID ინფექციით საერთოდ არ გვხვდება. 1227 ჯანმრთელი ადამიანიდან ავტოანტისხეულები მხოლოდ ოთხს ჰქონდა. 23 ოქტომბერს გამოქვეყნებულ კვლევას ხელმძღვანელობდა COVID Human Genetic Effort, რომელიც 40 ქვეყნის 200 კვლევით ცენტრს მოიცავს.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენ ვისწავლეთ იმუნური სისტემის შესახებ პანდემიის დაწყების დღიდან, ეს მიღწევის მიღწევაა“, – თქვა დოქტორ ერიკ ტოპოლმა, სან დიეგოს Scripps Research- ის კვლევის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ახალ კვლევებში რომელიც არ მონაწილეობდა.

იმავე გუნდის მიერ ჩატარებულ მეორე სამეცნიერო კვლევაში მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კრიტიკულად მძიმედ დაავადებული პაციენტების დამატებით 3.5% -ს ჰქონდა იმ გენების მუტაცია, რომლებიც ვირუსებთან ბრძოლაში მონაწილე ინტერფერონებს აკონტროლებენ.

„იმის გათვალისწინებით, რომ სხეულს 500-დან 600-მდე ასეთი გენი აქვს, შესაძლებელია მკვლევარებმა უფრო მეტი მუტაცია აღმოაჩინონ“ –  თქვა მეორე კვლევის მთავარმა ავტორმა ქიან ჟანგმა.

„ინტერფერონები წარმოადგენს სხეულის პირველ დაცვას ინფექციისგან, იგი განგაშის ზარს და ვირუსის საწინააღმდეგო გენების არმიის გააქტიურებას იწვევს, ინტერფერონები სახანძრო სიგნალიზაციასა და გამანადგურებელ სისტემას ჰგავს“ – თქვა ვირუსოლოგმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა მეცნიერმა ანჯელა რასმუსენმა.

ლაბორატორიული გამოკვლევების თანახმად, COVID-19 -ით დაავადებული ზოგიერთ ადამიანის სხეულში არსებული ინტერფერონები თავად ვირუსის მიერ ნადგურდება.

„ინტერფერონები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ვირუსებისგან სხეულის დასაცავად, მაგალითად კორონავირუსისგან, რომელთან შეხებაც ადამიანის ორგანიზმს მანამდე არასოდეს ჰქონია. ახალი კორონავირუსით ინფიცირების დროს, თქვენს სხეულს ყველგან უნდა ჰქონდეს განგაში, თუ სიგნალი არ მიიღეთ, ვირუსები დიდი რაოდენობით ყველგან შეიძლება გქონდეთ“, – თქვა როქფელერის უნივერსიტეტის სენტ ჯილსის ინფექციური დაავადებების ადამიანის გენეტიკის ლაბორატორიის მკვლევარმა ჟანგმა.

წყარო: medscape.com

commersant.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – კორონავირუსის ანტისხეულები სულ მცირე 6 თვეს ძლებს და ადამიანს ხელახალი დაინფიცირებისგან იცავს

კორონავირუსის ანტისხეულები სულ მცირე 6 თვეს ძლებს და ადამიანს ხელახალი დაინფიცირებისგან იცავს, – ამის შესახებ ოქსფორდის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევაში მონაწილეობას საავადმყოფოს მედპერსონალი იღებდა. მათ რეგულარულად უტარდებოდათ ტესტები როგორც კოვიდ 19-ზე, ასევე ამ ვირუსის ანტისხეულებზე, რომელთა არსებობა სხეულში უკვე გადატანილ ვირუსზე მიანიშნებს.

რაც უფრო მეტი ანტისხეული იყო ორგანიზმში, მით უფრო დაბალი იყო დაინფიცირების შანსი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაში 12 000-ზე მეტი მედიკოსი მონაწილეობდა, რომელთაგან 11 000-ს კოვიდ 19-ის ანტისხეულები არ აღმოაჩნდა.

ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ანტისხეულები თავს იყრიან ადამიანის ორგანიზმში დ ადამიანის იმუნურ სისტემასა და უჯრედებს ვირუსის თავდასხმისგან იცავენ.

იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ანტისხეულები კვლევის დასაწყისში  არ აღმოაჩნდათ, სიმპტომური ინფექცია 89-ს განუვითარდა. მათგან კი, რომლებსაც ეს ანტისხეულები აღმოაჩნდათ, სიმპტომური ინფექცია არც ერთს არ გამოუვლინდა.

სამ ადამიანს, რომლებსაც ორგანიზმში ანტისხეულები აღმოაჩნდათ, ასიმპტომური  კორონავირუსი დაუდასტურდათ. 76 ადამიანს კი არც ანტისხეულები აღმოაჩნდა და არც კორონავირუსი.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – პირის ღრუს სავლებ საშუალებებს კორონავირუსის მოკვლა 30 წამში შეუძლია

„კარდიფის უნივერსიტეტის“ მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ პირის ღრუს სავლები საშუალებები, რომლებიც სულ მცირე 0.07 პროცენტ ცეტილპირიდინიუმის ქლორიდს შეიცავს, კორონავირუსს 30 წამში კლავს.

ანგარიშის, სახელწოდებით : “პირის ღრუს სავლები საშუალების კომპონენტების ვირუსული ეფექტურობა SARS-CoV-2- ს წინააღმდეგ” – რეცენზირება ჯერჯერობით არ მომხდარა,  მაგრამ ის თანხმობაშია გასულ კვირას გამოქვეყნებულ კიდევ ერთ კვლევასთან, რომლის თანახმადაც, ცეტილპირიდინიუმის ქლორიდზე დაფუძნებული პირის ღრუს სავლები საშუალებები ეფექტურია კოვიდის ვირუსული დატვირთვის შესამცირებლად.

კვლევის ავტორები მომავალი კლინიკური ცდის საშუალებით შეისწავლიან, რამდენად ეფექტურია სავლები საშუალებები პაციენტების ნერწყვში კოვიდ 19-ის დონის შესამცირებლად. აღნიშნული ცდა კარდიფში მდებარე უელსის უნივერსიტეტის საავადმყოფოში ჩატარდება და მისი შედეგები 2021 წლის დასაწყისში გამოქვეყნდება.

„საჭიროა, დავადგინოთ, შესაძლებელია თუ არა პირის ღრუს სავლები საშუალებებით ლაბორატორიის პირობებში მიღებული შედეგის პაციენტებში რეპროდუქტირება. ჩვენი კლინიკური ცდა, სავარაუდოდ, დ2021 წლის დასაწყისში დასრულდება,“- აცხადებენ კვლევის ავტორები.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

გვიცავს თუ არა ვიტამინი D კორონავირუსისგან და რას გეგმავს გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება მასთან დაკავშირებით

გვიცავს თუ არა ვიტამინი D კორონავირუსისგან და რას გეგმავს გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება მასთან დაკავშირებით

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა „ჯანმრთელობისა და მზრუნველობის ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ ინსტიტუტსა“ და „ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციას“ მოუწოდა მთავრობის მრჩევლებს ჯანდაცვის საკითხებში, რომ ვიტამინი D-ს კოვიდ 19-ის პრევენციისა და მკურნალობის მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით ახალი მითითებები წარადგინონ.

ცნობილი გახდა ასევე ისიც, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა გეგმავს, 2 მილიონამდე მოქალაქე, მათ შორის ხანდაზმულები, რომლებიც კოვიდ 19-ის მიმართ მოწყვლადი პირები არიან, 4 თვის განმავლობაში ვიტამინი D-ის საჭირო დოზით უფასოდ მოამარაგოს.

ვიტამინ D-ს გავლენა ადამიანის იმუნურ სისტემაზე ხანგრძლივი განხილვის თემაა  ექსპერტებში. მრავალი გამოკვლევის თანახმად, D ვიტამინის დაბალი დონე კორონავირუსით სიკვდილის უფრო მაღალ რისკთან ასოცირდება და ზოგიერთის აზრით, მის საკმარის დონეს ფილტვების ინფექციის დროს ქსოვილის დაზიანების შემცირება შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ვიტამინი D-სთან დაკავშირებით „ჯანმრთელობისა და მზრუნველობის ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ ინსტიტუტსა“ და „ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციას“ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ.

„ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციამ“ აპრილში მოქალაქეებს ურჩია, შემოდგომისა და ზამთრის განმავლობაში დღეში 10 მიკროგრამის ოდენობით  ვიტამინი D მიეღოთ. ივნისში კი „ჯანმრთელობისა და მზრუნველობის ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულმა ინსტიტუტმა“ განაცხადა, რომ არ არსებობდა დასაბუთებული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვიტამინი D-ს მიღება კოვიდ 19-ის პრევენციას უწყობდა ხელს.

ვიტამინი D მნიშვნელოვანია ძვლების, კბილების და კუნთების ჯანმრთელობისთვის. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლის დეფორმაცია, რასაც ბავშვებში რაქიტი, მოზრდილებში კი ოსტეომალაცია ეწოდება.
ასევე არსებობს მოსაზრებები, რომ D ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ვიტამინი D ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მას, როგორც კორონავირუსის პროფილაქტიკისა და მკურნალობის პოტენციურ საშუალებას, მას შემდეგ, რაც მეტ ჰენკოკმა სთხოვა მთავრობის ჯანმრთელობის მრჩეველებს, შეექმნათ ახალი მითითებები მისი გამოყენების შესახებ

ჯანდაცვის მდივანმა განუცხადა ინგლისის ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის ბრწყინვალების ეროვნულ ინსტიტუტს (Nice) და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისს, რომ ორი კვირის წინ შექმნან სახელმძღვანელო პრინციპები “მზის სხივების” გამოყენების შესახებ, სანამ არ გავრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთავრობა აპირებდა ოთხი თვის ღირებულების გამოყოფას ვიტამინი D დამატებები 2 მილიონზე მეტ დაუცველ და მოხუც ადამიანზე, შოტლანდიის ხელმძღვანელობით.

განცხადებაში, ნიცის სპიკერმა, რომელიც ადგენს NHS კლინიკურ მითითებებს, განუცხადა Guardian- ს: ”ნიცამ და PHE– მ მიიღეს ოფიციალური თხოვნა რეკომენდაცია შეადგინონ D ვიტამინზე კოვიდის პროფილაქტიკისა და მკურნალობის შესახებ სახელმწიფო მდივნის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში, მეტ ჰენკოკი, 29 ოქტომბერს. ”

 

ეს ნაბიჯი მას შემდეგ ხდება, რაც მთავრობამ განიხილა D ვიტამინის დანამატების მიცემა მოხუცებსა და მათთვის, ვინც დიდი ბრიტანეთის ზამთარში შემოდის. იზრდება შეშფოთება, რომ პანდემიის პერიოდში უფრო მეტხანს შინ დარჩენის შედეგად ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს D ვიტამინის ნორმაზე დაბალი დონე.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერები – იმ ადამიანების 20 პროცენტს, რომლებმაც კოვიდ 19 გადაიტანეს, ფსიქიკური დაავადება უვითარდებათ

ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტისა და ოქსფორდის ჯანმრთელობის ბიოსამედიცინო კვლევის ცენტრის მეცნიერების მტკიცებით, ის ადამიანები რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ფსიქიატრიული აშლილობის მაღალი რისკის ქვეშ არიან.

აღნიშნული მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კოვიდ 19-ზე ჩატარებულ ტესტზე დადებითი პასუხის მიღებიდან დაახლოებით 3 თვეში 5-დან 1 ადამიანს შფოთის, დეპრესიის ან უძილობის დიაგნოზი დაუსვეს, რაც სხვა ჯგუფის პაციენტებში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია. აღნიშნული დიაგნოზი კიდევ უფრო ხშირია იმ ადამიანებში, რომლებსაც ფსიქიატრიული პრობლემების ისტორია კორონავირუსით დაინფიცირებამდე ჰქონდათ.

მეცნიერების მტკიცებით, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ზე დადებითი პასუხის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში ფსიქიატრიული დიაგნოზი ადამიანთა თითქმის 20 პროცენტს დაუსვეს.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მსოფლიოს ექიმებმა და მეცნიერებმა გამოიკვლიონ მიზეზები და დაადგინონ მკურნალობის მეთოდები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კოვიდ 19-ის გადატანის შემდეგ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ.

კვლევის ფარგლებში 69 მილიონი ამერიკელი პაციენტის ელექტრონული ანკეტის ანალიზი განახორციელეს, მათ შორის 62 000-ს კოვიდ 19 ჰქონდა გადატანილი.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Lancet Psychiatry-ში გამოქვეყნდა.

წყარო : news-medical.net

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 64 65 66 67 68 108
Page 66 of 108