close

კვლევები

ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

BBC – კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ადამიანებს 90%-ით იცავს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული კომპანია BioNTech-ის განცხადებით, მათ მიერ შექმნილ პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის მე-3 ფაზის წინასწარი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინა კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებულების 90% -ზე მეტს იცავს.

Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა ეფუძნება მეთოდს, რომელიც იმუნური სისტემის მომზადებას ვირუსის გენეტიკური კოდის ნაწილის ინექციის გზით ითვალისწინებს.

კომპანიებში აცხადებენ, რომ საცდელი კვლევები აშშ – ში, გერმანიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკასა და თურქეთში ჩატარდა და მასში 43 500 ადამიანი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ წარმოქმნილა.

კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ 19-სგან დასაცავად საჭიროა ორი ვაქცინის დოზა, სამი კვირის ინტერვალით. 90%-იანი დაცვა კი მეორე დოზის მიღებიდან 7 დღეში მიიღწევა.

Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის  ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდებას შეძლებენ, რაც 25 მილიონი ადამიანი ასაცრელადაა საკმარისი, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობას 1.3 მილიარდამდე გაზრდიან.

აღსანიშნავია, რომ Pfizer-სა და BioNTech-ს შეერთებულ შტატებთან 1.95 მილიარდი აშშ დოლარიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს, რაც 100 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდებას ითვალისწინებს. მათ შეთანხმებას მიაღწიეს ევროკავშირთან, გაერთიანებულ სამეფოსთან,  კანადასა და იაპონიასთანაც.

ამასთან, არსებობს ვაქცინის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემა, რადგან მისი შენახვა მინუს 80 C- ზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა მოხდეს.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

რატომ მიმდინარეობს COVID-19 ზოგიერთ შემთხვევაში უსიმპტომოდ – კველავა

ცნობილია, რომ ზოგიერთებს, მიუხედავად კორონავირუსული ინფექციით დასნებოვნებისა, არ აღენიშნებათ დაავადების სიმპტომები. მეცნიერებმა დაადგინეს ამის მიზეზი. მათი განცხადებით, კორონავირუსის უსიმოპტომო მტარებლობა შეიძლება დაკავშირებული იყოს არა ძლიერ იმუნიტეტთან, არამედ ინფექციის მიმართ ტოლერანტობასთან. საუბარია ორგანიზმის მდგომარეობაზე, რომლის დროსაც იმუნური სისტემა უცხო აგენტს აღიქვამს როგორც საკუთარს და არ ცდილობს მის განდევნას. ორგანიზმი არ ებრძვის დაავადებას, არ ხდება ანთებითი და დამცველობითი პროცესების ჩართვა, რითაც აიხსნება სიმპტომების არარსებობა.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ორგანიზმი ცდილობს სწრაფად მოახდინოს პათოგენთან შეხვედრის შედეგების ნიველირება, ამისათვის ის ორ სტრატეგიას იყენებს:

1.სწრაფად და ეფექტიანად იშორებს თავად პათოგენს, რათა ამ უკანასკნელმა არ მოახდინოს პათოლოგიური პროცესების განვითარება, ან

2.  ამცირებს ინფექციით გამოწვეულ დაზიანებებს ან ცვლილებებს. მეორე შემთხვევაში არის სწორედ საუბარი დაავადების მიმართ ტოლერანტობის ფორმირებაზე.

პეკინის ზოგადი პროფილის საავადმყოფოს პულმონოლიგიისა და რეანიმაციის კოლეჯში აღწერეს კორონავირუსისადმი ტოლერანტობის სამი შემთხვევა. პაციენტებს არ აღენიშნებოდათ სიმპტომები,მაგრამ მათ ორგანიზმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვირუსი იმყოფებოდა. აღნიშნული ფენომენი ასევე ცნობილია ტუბერკულოზის მიმართაც- ბევრ მტარებელს არ აღენიშნება გამოხატული სიმპტომები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა მამაკაცებში ახალი მომაკვდინებელი დაავადება აღმოაჩინეს

ინგლისის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა იშვიათი და მომაკვდინებელი დაავადება აღმოაჩინეს, რომელიც VEXAS-ის სინდრომით არის ცნობილი. ამის შესახებ ცნობები გამოცემა New England Journal of Medicine-მა გამოაქვეყნა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ VEXAS-ის სინდრომი მხოლოდ მამაკაცებისთვის არის დამახასიათებელი.

ექსპერტების ცნობით, მათ მიერ აღმოჩენილი პათოლოგია, რომელიც გენური მუტაციებით არის გამოწვეული, ადამიანის ორგანიზმში თრომბების გაჩენას იწვევს. უფრო მეტიც, შემთხვევათა 40 პროცენტში დაავადება ფატალურად მთავრდება.

VEXAS-ის სინდრომმა შეიძლება გავლენა იქონიოს პაციენტების ფილტვისა და ხრტილის ქსოვილებზეც.

მეცნიერებმა ამ დროისათვის ამერიკის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ შეერთებულ შტატებში ამ დაავადებით სულ მცირე ასობით პაციენტი იტანჯება, თუმცა, ვინაიდან კვლევები საწყის ეტაპზეა, შესაძლოა, მათი რაოდენობა გაიზარდოს.

„ეს პაციენტები ნამდვილად ავად არიან და ვერ აცნობიერებენ რა სჭირთ. ისინი არ რეაგირებენ მკურნალობაზე, მათ შორის, დაავადების განკურნება შეუძლებელია ქიმიოთერაპიითაც”, – აღნიშნავს სტატიის ავტორი, დოქტორი დენ კასტნერი.

თუმცა, სინდრომის აღმოჩენის შემდეგ მეცნიერებს მისი შესწავლის საშუალება ეძლევათ. VEXAS-ის სინდრომის შემდგომი მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ძვლის ტვინის გადანერგვას ან, გენის რედაქტირების თერაპიას.

წყარო – report.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მსოფლიოში კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებლი იკლებს – რა არის მიზეზი

მსოფლიოში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად რეკორდულად იმატებს. კოვიდის პრევენციის მიზნით, ქვეყანების უმრავლესობაში ლოქდაუნი ხელმეორედ გამოცხადდა.

თუმცა, ვირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, კვლევებმა აჩვენა, რომ  სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელმა იკლო.

კერძოდ, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში, COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდულად მატების მიუხედავად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსგავი ტემპით არ იზრდება.

მაგალითად, როგორც Nuffield Department of Primary Care Health Sciences-ის უფროსი სტატისტიკოსი, ჯეისონ ოკე აცხადებს, დიდ ბრიტანეტში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ივნისის თვესთან შედარებით შემცირებულია.

„რა თქმა უნდა, სიკვდილიანობის  რიცხვი ახლაც იზრდება, თუმცა არა ისე საგანგაშოდ, როგორც ეს ადრე ხდებოდა“,- აცხადებს ოკე.

ოკეს განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ დიდ ბრიტანეთში ივნისის ბოლოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3%-მდე იყო. აგვისტოში ის დაახლოებით 0,5%-ით შემცირდა. ახლა კი, 0,75%-ია.

ასევე,NYU Grossman School of Medicine-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ლეტალობის მაჩვენებელმა ნიუ-იორკშიც იკლო.

ასევე, NYU– ს გუნდის მიერ აშშ -ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების ფართო ანალიზმა აჩვენა, რომ აშშ-ში აპრილის თვეში სიკვდილიანობის მაჩვებელი 6,7%-ი იყო, სექტემბერში კი აღნიშნულმა რიცხვმა 1,9%-ი შეადგინა. კვლევა Journal of Hospital Medicine-ში გამოქვეყნდა.

მიზეზები:

ახალგაზრდების ინფიცირება

სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის მიზეზი, პირველ რიგში, ინფიცირებულთა ასაკში უნდა ვეძებოთ.

Covid19-ის პირველმა ტალღამ ძირითადად ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები დააზარალა. თუმცა,ზაფხულის განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა. შეკრებებისა და დისტანცირების შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ახალგაზრდები სათანადოდ აღარ იცავდნენ უსაფრთხოების ნორმებს. ამან  კი ინფიცირებულთა ასაკობრივი პროფილის შეცვლა გამოიწვია.

ივლისში, WHO-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ „პანდემიის ახალი რისკ-ჯგუფი ახალგაზრდები არიან“.

„ახალი შემთხვევების სწრაფ ზრდას, საკმაოდ ბევრ ქვეყანაში, ადგილი აქვს 20-39 წლის ასაკობრივ კატეგორიებში“,- განაცხადა კლუგემ.

გაუმჯობესებული მკურნალობის მეთოდები

ლეტალობის მაჩვენებლის კლება, ასაკის ცვლილებასთნ ერთად, მკურნლობის მეთოდების დახვეწითაა გამოწვეული. კერძოდ, ექიმებს კოვიდთან საბრძოლველად ახლა უფრო მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე პანდემიის დასაწყისში.

„მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი კლავ ისეთი საშინელია, როგორც ადრე, მკურნალობის მეთოდების დახვეწა ნამდვილად მუშაობს“,- აცხადებს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, ჯანდაცვის დეპარტამენტის, ასოცირებული პროფესორი და ექიმი, ლეორა ჰორვიცი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

ჯანმო გამოჯანმრთელებულებს კორონავირუსის გრძელვადიან განგრძობით პროცესებზე აფრთხილებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა თავის ბრიფინგზე კორონავირუსის გრძელვადიან თანმდევ პროცესებზე ისაუბრა და მსოფლიოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაუგზავნა.

„არსებობს სიმპტომების ფართო სპექტრი, რომელიც დროდადრო იცვლება და ხშირად ძლიერდება“ – აცხადებს ის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

რატომ არ ინფიცირდება ზოგიერთი ადამიანი, კოვიდინფიცირებულთან არაერთგზის კონტაქტის მიუხედავად

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ბორის პინეგინმა რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხზე ახსნა, თუ რატომ არ ინფიცირდება ზოგიერთი ადამიანი კორონავირუსით მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა კონტაქტი ვირუსის გადამტანებთან.

„ბუნებრივი იმუნიტეტის მაღალი დონე. უნდა იქნას განხილული თითოეული ასეთი შემთხვევა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც 100 წელს ცოცხლობენ, რადგან მათი საწყისი მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ეს მათ ბუნებამ და მშობლებმა უბოძეს“ – განაცხადა ექსპერტმა.

მანამდე კი სანკტ-პეტერბურგის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, არეგ ტოტოლიანიც შეეხო ამ თემას. მისი თქმით, მეცნიერები ამ მოვლენის ბიომარკერებს ამ დრომდე ვერ ხსნიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

რამდენი წუთი და ვირუსის რამდენი ცოცხალი ნაწილაკია საჭირო COVID19-ით ინფიცირებისათვის?

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს COVID19-ით ინფიცირების მაღალი და დაბალი რისკების ჩამონათვალს. ჩამონათვალში დეტალურად წერია, რამდენი წუთი და ვირუსის რამდენი ცოცხალი ნაწილაკია საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს.

ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის შემცველ სივრცედ სახელდება დახურული შენობები, მათ შორის, ოფისები, სკოლები, რესტორნები, რელიგიური სივრცეები, კინოთეატრები.

მკვლევრები თანხმდებიან, რომ ვირუსის გადადების რისკი საგნების ზედაპირებიდან დაბალია.

კორონავირუსით ინფიცირება

  • ძალიან დაბალი რისკი – საგნების ზედაპირებიდან გადადების
  • ძალიან დაბალი რისკი – ღია სივრცეში ინფიცირების
  • ძალიან მაღალი რისკი – დახურულ სივრცეში ინფიცირების: ოფისები, რელიგიური რიტუალები, სპორტული დარბაზები, კინო-დარბაზები და ა.შ.

ვინ შეიძლება დაინფიცირდეს COVID19-ით?

  • იმისათვის, რომ ადამიანი COVID19-ით დაინფიცირდეს, მან უნდა მიიღოს ვირუსული ნაწილაკის 1000 დოზა
  • სუნთქვა: წუთში გამოიყოფა 20 ვირუსული ნაწილაკი
  • ლაპარაკი: წუთში გამოიყოფა 200 ვირუსული ნაწილაკი
  • ხველება: 200 მილიონი ვირუსული ნაწილაკი – ცუდად განიავებულ სივრცეში ნაწილაკები რამდენიმე საათს რჩება
  • დაცემინება: 200 მილიონი ვირუსული ნაწილაკი

ინფიცირების სხვადასხვა სცენარი

  • დაბალია ინფიცირების რისკი, თუკი ადამიანებს შორის დაშორება მინიმუმ 6 ნაბიჯია, ურთიერთობის ხანგრძლივობა კი არ აღემატება 45 წუთს
  • პირისპირ ლაპარაკი (ნიღბით) – გადადების დაბალი რისკია თუკი ურთიერთობა 4 წუთზე მეტხანს არ გრძელდება
  • გვერდით ჩავლილი ადამიანისგან ინფიცირების რისკი დაბალია
  • ინფიცირების დაბალი რისკია კარგად განიავებულ სივრცეში, დისტანციით ურთიერთობისას
  • სასურსათო მაღაზიები – ინფიცირების საშუალო რისკი. საშუალო რისკის კიდევ უფრო შემცირება შესაძლებელია, თუკი მაღაზიაში დაჰყოფთ მცირე დროს და დაიცავთ ჰიგიენის წესებს
  • დახურული სივრცეები – ინფიცირების ძალიან მაღალი რისკი
  • საზოგადოებრივი ტუალეტები – ზედაპირებიდან გადადების მაღალი რისკი
  • რესტორნები – მაღალი რისკი
  • სამუშაო ადგილები/სკოლები (მაშინაც კი თუ სოციალური დისტანცია დაცულია) – ძალიან მაღალი რისკი, მათ შორის, საგნებიდან ინფიცირების რისკი
  • დღესასწაულები/ქორწილები – ძალიან მაღალი რისკი
  • კონფერენციები/ბიზნეს შეხვედრები – ძალიან მაღალი რისკი
  • კონცერტები/კინოდარბაზები – ძალიან მაღალი რისკი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

დამაიმედებელი ნიშანი – ბრიტანულმა ვაქცინამ შესაძლოა პანდემია დაასრულოს

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს როგორც მოხუცებში, ასევე, ახალგაზრდებში. ამის შესახებ ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, არც ოქსფორდის უნვიერსიტეტი და არც მისი კომერციული პარტნიორი AstraZeneca ვაქცინის ადრეული ტესტირების შედეგების გასაჯაროებას არ აპირებენ, თუმცა AstraZeneca-მ სამეცნიერო ჯგუფთან შეხვედრისას ძირითადი მიგნებების შესახებ ისაუბრა.

“გარდიანი” წერს, რომ ვაქცინის ტესტირების მეორე ეტაპზე გამოჩნდა, რომ ადამიანებში 56 წელს ზემოთ, ზოგ შემთხვევაში კი 70 წელს ზემოთაც, ვაქცინამ იმ რაოდენობის ანტისხეულების გამომუშავება შეძლო, როგორც ახალგაზრდა მოხალისეებში. “გარდიანი” აღნიშნავს, რომ ვაქცინის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის ეფექტურობას უფროსი ასაკის ადამიანებში, ვინაიდან, გამოცემის თქმით, ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება ორგანიზმის იმუნური სისტემა და შესაძლებლობა, ებრძოლოს ვირუსებს.

გამოცემა წერს, რომ AstraZeneca-ს აზრით, რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინა  ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის დასრულებამდე, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყებებში. “გარდიანი” წერს, რომ ექსპერტების და ქვეყნის ჯანდაცვის უწყების აზრით, ვაქცინა 2021 წლამდე, სავარაუდოდ, არ იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა არ გამოირცხავენ, რომ მანამდე მცირე მიზნობრივი ჯგუფები აიცრან.

ახლა ვაქცინამ მესამე, ფინალური შემოწმება უნდა დაასრულოს, რომელიც მიმდინარეობს ექვს სხვადასხვა ქვეყანაში: აშშ-ში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიაში, იაპონიაში, ინდოეთში და დიდ ბრიტანეთში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბავშვებში გამოყენება, შესაძლოა, პირველ ეტაპზე რეკომენდირებული არ იყოს

აშშ-ის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, მისი ბავშვებში გამოყენება,  შესაძლოა, პირველ ეტაპზე რეკომენდირებული არ იყოს.

დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი განმარტავს, რომ ფარმაცევტული კომპანიების უმეტესობა, რომლებიც კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ, ცდებს მხოლოდ არაორსულ და ჯანმრთელ ადამიანებზე ატარებენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის ექნებათ მკვლევარებს საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ ვაქცინის ამ ჯგუფში შემავალი ადამიანებში გამოყენების რეკომენდაცია გასცენ.

ზოგადად, ორსულები და ბავშვები კლინიკური ცდებში ბოლო ეტაპზე ერთვებიან, მანამდე კი მეცნიერები უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს აფასებენ.

აშშ-ის მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნულმა აკადემიამ გასულ თვეში გამოაქვეყნა რეკომენდაცია აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის განაწილების  წესების შესახებ, რომელიც ვაქცინის რამდენიმე ფაზად გავრცელებას ითვალისწინებს. პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ასაკოვანი და თანმხლები დაავადების მქონე პირები უნდა აიცრან, შემდეგ ეტაპზე ვაქცინაცია მასწავლებლებს, უსახლკაროთა თავშესაფრებში მცხოვრებ პირებსა და პატიმრებს უნდა ჩაუტარდეს, ბოლოს კი ბავშვები და ახალგაზრდები უნდა აიცრან.

ცნობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დაახლოებით 40 ვაქცინაა, რომლებიც კლინიკური ტესტირების სხვადასხვა ეტაპზეა,  მათგან კი 10 კვლევის ბოლო ფაზაშია.

წყარო :  cnbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ამერიკელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდა მონაწილეში გამოვლენილი გვერდითი ეფექტის გამო დააპაუზეს

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Johnson & Johnson-მა კორონავირუსის საწინაღმდეგო კანდიდატ ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდა – ENSEMBLE – ერთ-ერთი მოხალისის აუხსნელი ავადმყოფობის გამო დააპაუზა.

კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რომელ აუხსნელ დაავადებაზეა საუბარი. თუმცა, ცნობილია, რომ კლინიკური ცდების ერთ-ერთი ეტაპი იმის გარკვევაა, იწვევს თუ არა ვაქცინა საშიშ გვერდით ეფექტებს. მათი გამოვლენის შემთხვევაში კი ცდები ჩერდება და ექიმები არკვევენ, ავადმყოფობა ვაქცინასთანაა დაკავშირებული, თუ უბრალოდ დამთხვევაა.

„დაპაუზება კლინიკური ცდების პროტოკოლის სტანდარტული კომპონენტია. ჩვენ ამ პაციენტის ავადმყოფობის შესახებ მეტს ვსწავლობთ,“- აცხადებენ კომპანია Johnson & Johnson-ში.

Johnson & Johnson-მა კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინაზე ცდების მესამე ეტაპი 23 სექტემბერს დაიწყო. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნიდან 60 000 ადამიანს უნდა მიეღო. ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე ცდის ფაზა 3-ის შეჩერების მეორე შემთხვევაა. სექტემბერში, მონაწილეში გამოვლენილი გვერდითი ეფექტის გამო, ცდები ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ AstraZeneca-ც შეაჩერა.

წყარო : edition.cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 66 67 68 69 70 108
Page 68 of 108