close

კვლევები

კვლევები

მკვლევარები – კორონავირუსს ტელეფონის ეკრანებისა და ბანკონტების ზედაპირებზე გადარჩენა 28 დღის განმავლობაში შეუძლია

ავსტრალიის ეროვნული სამედიცინო სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კოვიდ 19-ის გამომწვევ ვირუსს ინფექციურობის შენარჩუნება ტელეფონის ეკრანების, ბანკონტებისა და სხვა ნივთების ზედაპირებე 28 დღის განმავლობაში შეუძლია.

მეცნიერების მტკიცებით, კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსს სხვადასხვა ზედაპირზე სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება იმაზე დიდხანს შეუძლია, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის ეროვნული სამედიცინო სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ვირუსს ინფექციურობის 28 დღის განმავლობაში შენარჩუნება 20 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე და სიბნელეში შეუძლია. შედარებისთვის : ჩვეულებრივი გრიპის ვირუსს იგივე პირობებში 17 დღის განმავლობაში შეუძლია გადარჩეს.

ამავე კვლევის თანახმად, SARS-Cov-2-ი უფრო მაღალ ტემპერატურაზე ნაკლები დროის განმავლობაში ცოცხლობს და 40 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე ზოგიერთ ზედაპირზე ინფექციურობას  ვერ ინარჩუნებს.

კარდიფის უნივერსიტეტის ზოგადი გაციების ცენტრის ყოფილი დირექტორი პროფესორი რონ ეკლესი  კვლევას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ  იმის მტკიცება, რომ ვირუსი ზედაპირებზე, შესაძლოა, 28 დღის განმავლობაში გადარჩეს, “ზედმეტ შიშს იწვევს საზოგადოებაში”.

”ვირუსები ზედაპირებიდან ლორწოსგან ვრცელდება, რომელიც ხველების, ცემინების დროსა და ბინძური თითების შეხებისას ჩნდება. თუმცა ამ კვლევაში ადამიანის ახალი ლორწო არ გამოიყენეს. ახალი ლორწო ვირუსებისთვის მტრულ გარემოს წარმოადგენს, რადგან იგი შეიცავს უამრავ თეთრ უჯრედს, რომლებიც წარმოქმნიან ფერმენტებს ვირუსების გასანადგურებლად და ასევე შეიძლება შეიცავდეს ანტისხეულებს და სხვა ქიმიკატებს ვირუსების გასანეიტრალებლად,“- აცხადებს მეცნიერი.

მეცნიერი ფიქრობს, რომ ინფექციური ვირუსები  ლორწოში მხოლოდ საათების და არა დღეების განმავლობაში ცოცხლობს.

ივლისში, გამოცემა Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სხვადასხვა საგნის ზედაპირიდან კორონავირუსის გავრცელების შანსი ძალიან მცირეა. გასულ კვირას კი კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორმა მონიკა განდიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი ზედაპირებით არ ვრცელდება.

მეცნიერების აღნიშნავენ, რომ ვირუსი განსაკუთრებით მარტივად საუბრის დროს ახლო კონტაქტით, დაცემინებისა და დახველების შედეგად ვრცელდება.

წყარო : BBC    

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

შავ წიწაკაში კორონავირუსის დამთრგუნველი თვისებები აღმოაჩინეს – კვლევა

პიპერინის ნივთიერებას, რომელიც შავ წიწაკაში გვხვდება, შეუძლია დაბლოკოს SARS-CoV-2 კორონავირუსის ნაწილების მოქმედება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის ორგანიზმში გამრავლებასა და შეღწევაში. ამ დასკვნამდე მივიდნენ ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები.

მკვლევარებმა შეისწავლეს 30 სანელებლის ვირუსთან ურთიერთქმედება და კომპიუტერული მოდელირების შედეგად დაადგინეს, რომ ყველა მათგანი გარკვეულწილად უკავშირდება S ცილას (ეხმარება ვირუსს მასპინძელი უჯრედის რეცეპტორთან მიერთებაში) და მთავარ პროტეაზას (ვირუსის გამრავლებაზე პასუხისმგებელი), მაგრამ ყველაზე აქტიურად იქცევა პიპერინი. ეს ნივთიერება პასუხისმგებელია შავი წიწაკის მკვეთრ გემოსა და არომატზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

რა ხდის კორონავირუსი არააქტიურს ? – მეცნიერების დასკვნა

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე შესტოპალოვი „კომსომოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყვება კორონავირუსის იმ თვისებაზე, რომლის თანახმადაც ის ვერ ჩერდება მაღალ ტემპერატურაზე.

„მეცნიერთა მონაცემებით, დახურულ სივრცეში კორონავირუსი არააქტიური ხდება 33 გრადუს ტემპერატურაზე 16 საათში, 56 გრადუსზე – 10 წუთში. ანუ, რაც უფრო ცხელა, მით უფრო სწრაფად შეიძლება მისგან თავის დაღწევა“ – აცხადებს ის.

მეცნიერის თქმით, ჩვეულებრივი ოთახის ტემპერატურა, მაგალითად როგორიც არის ოფისებში, ამ მონაცემებისგან განსხვავდება. ამ ფაქტორს კი მივყავართ კითხვამდე შენობების და ავეჯის ანტისეპტიკური ხსნარებით დამუშავებასთან დაკავშირებით.

„ასე თქვენ, სულ ცოტა, თავს იზღვევთ ბაქტერიებისგან. მაგრამ ჩნდება კითხვა – გვეხმარება თუ არა ეს კორონავირუსისგან თავის დასაცავად“ – ამბობს შესტოპალოვი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ვის არ უნდა ეშინოდეს Covid-19-ის? – კვლევა

ამერიკელი და შვეიცარიელი მეცნიერების მტკიცებით, ადამიანები, რომლებმაც ატიპური პნევმონია გადაიტანეს, დიდი ალბათობით, Covid-19-ით არ დაავადდებიან. ამის შესახებ სტატია ჟურნალ Nature-ში ქვეყნდება.

კვლევის თანახმად, SARS-CoV-ი, რომელიც მწვავე რესპირატორულ სინდრომს იწვევს, ასტიმულირებს ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც S-ცილებზეა მიმართული. ეს ცილები კი პასუხისმგებელია კორონავირუსის მიმაგრებაზე უჯრედების ზედაპირზე.

კვლევაში ნათქვამია, რომ ასეთი სხეულებს (S309) S-ცილების უბნების განეიტრალება შეუძლია.

ამდენად, მეცნიერების აზრით, ადამიანების ორგანიზმს, რომლებმაც უკვე გადაიტანეს მწვავე რესპირატორული სინდრომი, კორონავირუსის მიმღებლობა არ აქვს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოსაქართველოსოციოლოგია

შიმშილის გლობალური ინდექსით საქართველო 26-ე ადგილზეა

გლობალური შიმშილის ინდექსი(GHI) მიზნად ისახავს  გლობალურ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე შიმშილის დონის გაზომვას და თვალყურისდევნებას.

ინდექსი ითვლება 0-დან 100-მდე, სადაც 0 ნიშნავს შიმშილის არარსებობას, ხოლო 100 ყველაზე ცუდ მდგომარეობას.

2020 წლის გლობალური შიმშილის ინდექსი გამოთვლილია 107 ქვეყნისთვის, სადაც საქრთველო 26-ე ადგილზეა და ინდექსი 6.1-ის ტოლია. საქართველო ამ მაჩვენებლით ჩამორჩება: უკრინას, ყაზახეთს, რუსეთს, ალბანეთსა და აზერბაიჯანს. საქართველოზე მეტი ადამიანი შიმშილობს: სლოვაკეთში, სერბეთში, უზბეკეთში, სომხეთსა და პანამაში.

რეიტინგის სათავეში აღმოჩდნენ: ბელარუსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ჩილე და ჩინეთი.

შიმშილის გლობალური ინდექსის მიხედვით  განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა: მადაგასკარში, აღმოსავლეთ ტიმორსა და ჩადიში.

საქართველოში შიმშილის ინდექსი სხვადასხვა წელს ასე გამოიყურებოდა:

  • 2000 წელს-12.3
  • 2006 წელს-8.9
  • 2012 წელს-<5

გლობალური შიმშილის ინდექსი ოთხი ინდიკატორით განისაზღვრება: 1. მოსახლეობის წილი, რომელიც იღებს არასაკმარისი კალორიების რაოდენობას. 2. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების წილი, რომელთაც აქვთ ნაკლები წონა სიმაღლესთან შედარებით, არასრულყოფილი კვებითი რაციონის გამო. 3. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების წილი, რომელთაც აქვთ დაბალი სიმაღლე, ქრონიკულად არასაკმარისი საკვების გამო. 4. ხუთ წლამდე ბავშვების სიკვდილიანობა არაჯანსაღი და არასაკმარისი კვების გამო.

წყარო: GLOBAL HUNGER INDEX

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კორონავირუსს ადამიანის ტვინში შეღწევის უნარი აღმოაჩნდა!

COVID-19-ით გარდაცვლილი ადამიანების ცხედრების გაკვეთის შედეგად ექიმებმა უმეტეს შემთხვევაში, ტვინში კორონავირუსის კვალს მიაგნეს. ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალ The Lancet.-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორები „ჰამბურგ-ეპენდორფის კლინიკის მკვლევარები არიან.

კვლევის დროს 51-დან 94 წლამდე ასაკის 43 ადამიანის სხეულის აუტოფსია ჩატარდა. 53% შემთხვევაში კორონავირუსი ტვინის უჯრედებში დაფიქსირდა.

14%-ს აღენიშნებოდა იშემიური დაზიანებები, 86 %-ში კი – ასტროგლიოზი.

ამასთან, ავტორები ირწმუნებიან, რომ ტვინში SARS-CoV-2-ის შეღწევადობამ უმნიშვნელო ცვლილებები გამოიწვია.

მეცნიერებს არ დაუფიქსირებიათ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ვირუსის დამანგრეველი გავლენა.

წყარო : ptn.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

არიან თუ არა კოღოები კოვიდ 19-ის გადამტანები?

კოღო, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანს კბენს, შემდეგ მსხვერპლს არ აინფიცირებს,- ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა და კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად ჩაატარეს.

ზოგადად, კოღოები დაავადების ცნობილი გადამტანები არიან. მათ გადააქვთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა დასავლეთ ნილოსის, ზიკას და სხვა უამრავი ვირუსი როგორც  ადამიანიდან ადამიანზე ასევე ცხოველიდან ადამიანზე და ცხოველზე. ლაბორატორიუი ექსპერიმენტების ფარგლებში მკვლევარებმა საშუალება მისცეს დაავადების გადამტან კოღოებს, აგრეთვე ზოგიერთ სხვა მკბენარა მწერს, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული სისხლით გამოკვებილიყვნენ.

მეცნიერების კვლევაში აღნიშნულია, რომ ვირუსმა გადარჩენა და რომელიმე სხვა მწერში გამრავლება ვერ შეძლო.

„მკბენარა მწერები SARS-CoV-2-ის ადამიანებზე ან ცხოველებზე გადატანის რისკს არ ქმნიან,“- აცხადებენ კვლევის ავტორები.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

კორონავირუსის გადადების ახალი გზა აღმოაჩინეს – აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოსახლეობა კორონავირუსის გადადების ახლად აღმოჩენილი გზის შესახებ გააფრთხილა. ცენტრის ცნობით, ვირუსი, არამხოლოდ ახლო კონტაქტით, არამედ 1,8 მეტრის დისტანციაზეც გადამდებია. ამას უწყების საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტიც მოწმობს.

„არსებობს მტკიცებულება, რომ კონკრეტულ გარემოებებში ადამიანებმა COVID-19 გადასდეს მათ, ვინც 6 ფუტზე მეტი მანძილით იყვნენ დაშორებულნი“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაკვლევები

მეცნიერები იკვლევენ, რატომ იღუპებიან გადამფრენი ფრინველები აშშ-ში

ნიუ – მექსიკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგები ცდილობენ, გაარკვიონ, თუ რა იწვევს ასობით ათასობით გადამფრენი ფრინველის დაღუპვას ნიუ-მექსიკოსა და აშშ-ის რამდენიმე სხვა შტატში.

ნიუ-მექსიკოს გარდა გადამფრენი ფრინველები, რომლებიც მოიცავს ისეთ სახეობებს, როგორებიცაა მგალობელი ფრინველები, ბეღურები, შაშვები, დასავლური ტყის პივები და მემატლიები კოლორადოში, ტეხასსა და მექსიკაშიც იღუპებიან.

„საშინელებაა, დაღუპულ ფრინვეთა რაოდენობა ექვსნიშნაა,“- განაცხადა ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის  პროფესორმა მართა დესმონდმა.

ნიუ – მექსიკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგები 300 მკვდარი ჩიტის იდენტიფიცირება,  კატალოგიზაცია  და გამოკვლევა დაიწყეს, რათა, ამ გზით, დაედგინათ, რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი გარდაცვალების დროს.

თვითმხილველებმა და ბიოლოგებმა განაცხადეს, რომ ფრინველები სიკვდილის წინ უცნაურად იქცეოდნენ. მაგალითად, ფრინველები, რომლებიც ჩვეულებრივ ბუჩქებსა და ხეებში გვხვდება, მიწაზე შენიშეს, რომლებიც საჭმელს ეძებდნენ და ხოჭოებს დასდევდნენ. ბევრი მათგანი კი ისეთი უსიცოცხლო  და ურეაქციო იყო, მანქანები ეჯახებოდნენ. მერცხლები, რომლებიც საჰაერო მწერები არიან და არც კი დადიან, ისხდნენ მიწაზე და უშვებდნენ ხალხს მათთან, დასძინა მან.

მერცხლები, რომლებიც მწერიჭამია ფინველები არიან და არც კი დადიან, ისხდნენ მიწაზე და ადამიანებს მათთან მიახლოების საშუალებას აძლევდნენ.

ბიოლოგების აზრით, ფრინველების სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა კალიფორნიასა და აშშ-ის სხვა დასავლეთ შტატებში გაჩენილი ტყის ხანძრები იყოს, რამაც ფრინველები იძულებული გახადა, მიგრაცია დროზე ადრე დაეწყოთ, მანამ, სანამ ისინი მზად იქნებოდნენ.

”ფრინველებს, რომლებიც მიგრირებდნენ, სანამ ისინი ამისთვის მზად იქნებოდნენ,  შესაძლოა, გადარჩენისთვის საკმარისი ცხიმი არ ჰქონოდათ ”, – განმარტავენ მეცნიერები.

ზოგიერთ ფრინველს შეიძლება მიგრაციისას გზების შეცვლა მოუწია, ზოგს კი, შესაძლოა, კვამლის ჩაყლაპვის შედეგად  ფილტვები დაუზიანდა.

თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ ფრინველების დახოცვის ცალკეული შემთხვევები ხანძრების დაწყებამდე, აგვისტოშიც დაფიქსირდა. „ასე რომ, მათი დახოცვის  მიზეზი შეიძლება სხვა იყოს. ეს კი ძალიან საგანგაშოა,“- განმარტავენ ბიოლოგები.

მათ რამდენიმე დახოცილი ფრინველი  ორეგონის შტატში მდებარე „თევზისა და ველური ბუნების სამსახურის ექსპერტიზის ლაბორატორიაში“ (US Fish and Wildlife Service Forensics Laboratory) გადააგზავნეს, თუმცა, პასუხის მიღებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – ადამიანები, რომლებსაც საჭიროზე ნაკლებ ხანს სძინავთ, ცხოვრებისგან ნაკლებ სიამოვნებას ღებულობენ

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ  ადამიანები, რომლებსაც საჭიროზე ნაკლებ ხანს სძინავთ, ცხოვრებისგან ნაკლებ სიამოვნებას ღებულობენ.

„ღამღამობით ძილის მცირე დარღვევებიც კი კვალს ტოვებს იმაზე, თუ როგორი რეაქცია აქვს ადამიაებს თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაზე,“- განაცხადა ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ნენსი სინმა.

კვლევის ფარგლებში სინმა და მისმა კოლეგებმა 33-დან 84 წლამდე ასაკის 2 000-მდე ზრდასრული ადამიანის გამოკითხვის შედეგები შეისწავლეს და მათი ძილის ხანგრძლივობის, ყოველდღიური სტრესისა და დადებითი და უარყოფითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია შეაფასეს.

აღმოჩნდა, რომ ისინი, ვისაც საჭიროზე ნაკლებ ხანს სძინავთ, ნაკლებ სიამოვნებას ღებულობენ ცხოვრების პოზიტიური მოვლენებისგან, როგორიცაა, მაგალითად ბუნებაში გასეირნება, ჩახუტება, მათთან შედარებით, ვისაც საკმარისად სძინავთ.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ხანგრძლივი ძილის შემთხვევაში ადამიანს პოზიტიური მოვლენები კიდევ უფრო უკეთესი ეჩვენება.

მეცნიერები გვირჩევენ, რომ ძილი ჩვენი ცხოვრების პრიორიტეტი იყოს, თუმცა, თანამედროვე ცხოვრების პირობებში ეს არცთუ იოლი შესასრულებელია. სტატისტიკის თანახმად, ამერიკელი ზრდასრული მოქალაქეების მესამედს რეკომენდირებულ 7-დან 9 საათამდე ნაკლებ ხანს სძინავს.

კვლევის შეეგები ჟურნა Health Psychology-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 67 68 69 70 71 108
Page 69 of 108