close

კვლევები

ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

სპერმის ახალი სტრუქტურა, რომელიც შესაძლოა უნაყოფობას უკავშირდებოდეს

მეცნიერებმა სპერმის სრულიად ახალი სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც ნაწილობრივ პასუხისმგებელია ყველაფერზე – განაყოფიერებიდან დაწყებული ნაადრევი მშობიარობითა და დაბადების დეფექტებით დამთავრებული.

თუკი სკოლაში ნასწავლ ბიოლოგიას გადავხედავთ, გავიხსენებთ, რომ ცენტრიოლი არის უჯრედის ციტოპლაზმაში მდებარე სტრუქტურა, რომელიც უჯრედის გაყოფას უწყობს ხელს.

 ის, რაც ტოლედოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს არის ის, რომ სპერმაში არსებობდა მეორე ექსტრაცენტრიოლი, რომელსაც მკვლევარებმა ,,ატიპიური” ცენტრიონი უწოდეს. ეს ორი ცენტრიოლი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

,,ატიპიური ცენტრიონის ფორმაციისა და ფუნქციონირების პათოლოგია შესაძლოა წყვილების უშვილობის, ადრეული მშობიარობისა და ემბრიონის განვითარების დეფექტების გამომწვევი მიზეზი იყოს,” – აცხადებენ მეცნიერები. მათი მიზანი იმის დადგენა გახლდათ, საიდან მოდის ცენტრიოლი ზიგოტაში.

ატიპიური ცენტრიოლი პროტეინების სრულ კომპლექტს შეიცავს, რომელიც მას საშუალებას აძლევს, განაყოფიერების შემდეგ სრულყოფილი და ფუნფუნქციონალური ცენტრიოლი წარმოქმნას.

ეს ექსტრაცენტრიოლი მენციერებს ახალ შესაძლებლობას აძლევს მაშინ, როცა ცნობილი პრობლემებით უნაყოფობის, ნაადრევი მშობიარობისა და დაბადების დეფექტების ახსნა ვერ ხერხდება – თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ატიპიური ცენტრიოლი ყოველთვის ,,დამნაშავეა”.

,,ტოლედოს უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტთან მუშაობას ვაგრძელებთ, რათა ატოპიური ცენტრიოლის კლინიკური შედეგები შევისწავლოთ და ამ გზით დავადგინოთ, ასოცირდება თუ არა ის უნაყოფობასთან,” – აცხადებენ მეცნიერები.

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

როგორ უნდა ვიკვებოთ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?

ქვემოთ ჩამოთვლილია ჯანმრთელი დიეტა და დიეტური პროდუქტები, რომელსაც ყველა ერთხმად აღიარებს:

ძალიან დაბალი გლიკემიური დატვირთვა – ნაკლები შაქარი, ფქვილი და ყველა სახის ნახშირწყლები.

ბოსტნეულისა და ხილის დიდი რაოდენობა – რაც უფრო მკვეთრია ფერები და მრავალფეროვანი არჩევანი, მით უკეთესი. ეს უზრუნველყოფს მაღალ დაცვას ბევრ დაავადებებისაგან.  რეკომენდაციას უფრო მეტად კენკროვან ხილს უწევენ.

პესტიციდების, ანტიბიოტიკების და ჰორმონების ნაკლები ან საერთოდ არ გამოყენება, ეს ასევე ეხება გენმოდიფიცრებულ პროდუქტსაც.

ქიმიკატები, დანამატები, კონსერვანტები, საღებავები, ხელოვნური დამატკბობლები და სხვა ქიმიური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება კვებით პროდუქციებში უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან.

უნდა გავზარდოთ კარგი ხარისხის ცხიმების მიღება  – მაგალითად, ზეითუნის ზეთი, თხილი, ავოკადო.

პროტეინის შესაბამისი რაოდენობის მიღება მადის, კონტროლისა და კუნთების სინთეზისათვის, განსაკუთრებით კი – ასაკოვან ადამიანებში.

ორგანული, ადგილობრივი და ახალი საკვები უნდა იკავებდეს მთავარ ადგილს დიეტის რაციონში.

თუ  რაციონში ცხოველური ხორცი შედის, ეს უნდა იყოს ბალახისმჭამელი და ბალახზე გაზრდილი ცხოველები.

თუ ჭამ თევზს, მაშინ უნდა აირჩიო ისეთი თევზი,რომელიც შეიცავს ნაკლებ ტოქსინებს, როგორიცაა სარდინა, ქაშაყი და ა.შ.

ახლა კი ჩამოვთვალოთ ის პროდუქტები, რომელზეც ბევრს დავობენ:

რძის პროდუქტები – მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტები სასარგებლოა ორგანიზმისათვის , მას აქვს ასევე უარყოფითი მხარეებიც. ზოგიერთმა რძის პროდუქტმა შეიძლება ხელი შეუწყოს სიმსუქნეს, დიაბეტს, გულის დაავადებებს და შეიძლება კიბოს გაჩენის რისკიც კი გაზარდოს.

მარცვლეული – მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეული აუცილებელია ორგანიზმისათვის, ზოგჯერ მანაც შეიძლება გამიწვიოს კუჭ-ნაწლავების დარღვევები და სიმსუქნეც კი. ჩნდება კითხვა, ნუთუ ყველა მარცვლეულმა შეიძლება მოგვცეს უარყოფითი შედეგი? მიუხედავად იმისა, რომ შევისწავლეთ მარცვეულის ევოლოცია, რამდენადაც სასრგებლოა ის ჯანსაღი დიეტის დროს, მას აქვს უარყოფითი მხარეებიც, რადგან არ შეიძლება მისი შეუზღუდავი რაოდენობით გამოყენება.

სისხლში შაქრის რაოდენობის ზრდა შეიძლება ნებისმიერმა მარცვლეულმა გამოიწვიოს.   თუ შენ იღებფქვილს,რომელიც მზადდება მარცვლეულისაგან, შეიძლება შენდაუნებურად ასევე იღებდე სოდას.

მიიღეთ მარცვლეულობა მცირე პორციებით (1/2 ჭიქა), გლიკემურის დაბალი შემცველობით, მაგალითად – შავი ბრინჯი.

დიაბეტით დაავადებულ ადამიანს, რომელსაც სურს  მიატოვოს ინსულინის მიღება, ან ის ადამიანებ, რომლებიც დაავადებულები არიან ავტოიმუნური დაავადებით, უნდა დაიცვან მარცვლეულისა და  ლობიოს დიეტა 1-2 თვით. ეს კარგი იქნება მათთვის, რადგან ნახავენ თუ როგორ მოქმედებს კვება ჯანმრთელობაზე.

ლობიო – ლობიო ცილების და მინერალების დიდი წყაროა, თუმცა ზოგ ადამიანში  მას შეუძლია გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ასევე – დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში მან შეიძლება სისხლშიშაქრის რაოდენობა აწიოს. სხვა შემთხვევაში მისი მიღება სასურველი და აუცილებელიცაა, რა თქმა უნდა, საშუალო რაოდენობით, რაც გულისხმოს დაახლოებით 1 ჭიქას დღეში.  ზოგი შიშობს, რომ ლობიო შეიცავს ლექტინებს და შთანთქავს მინერალებს, თუმცა –  შიში უსაფუძვლოა.

ხორცი – არის წებოვნების წერტილი. ყველა ხორცი არ არის თანაბარი ხარისხის.  ზოგ ხორცს დიდი ხნით შენახვისთვის სხვადასხვა წამალი უკეთდება, რაც ქოლესტერინის რაოდენობას ზრდის. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ხორცი ზრდის გულის დაავადებების რისკს, თუმცა – ამ შეხედულებასაც აქვს თავისიმოწინაამღდეგე მხარე, რომელიც სხვა რამეს ადასტურებს. მათი თქმით, ეს არის დამოკიდებული ხორცისსიჯანსაღეზე, სიახლესა და პირუტყვის გასაზრდელ საკვებზე. მათი თქმით ფრინველის ხორცი, ეზოთერული ხორცი როგორიცაა სირაქლემის ბიზონის ხორცი, ძალიან სასარგებლოა. ის აქვეითებს შაქრისრაოდენობას სისხლში, ამცირებს მუცლის სიმსუქნეს, ამცირებს მადას, ამაღლებს ტესტესტერონებს დაადიდებს კუნთოვან მასას.  სხვა მხრიდანაც რომ შევხედოთ, ბევრი ხორცის მიღება დამოკიდებულიაპლანეტის მეტი წყლის გამოყენებაზე, კლიმატის ცვლილებებზე ახდენს ზეგავლენას  და მეტ ენერგიას საჭიროებს.

კვერცხი  –წლების განმავლობაში ვფიქრობდით, რომ ქოლესტერინი იყო ცუდი, კვერცხი შეიცავს ქოლესტერინს. დღეის მონაცემებით, კვერცხი აღარ შეიცავს ქოლესტერინს და არ არის დაკავშირებული გულის დავადეებების რისკების გაზრდასთან .ის წარმოადგენს ნუტრეინტებისა და ცილების წყაროს.

თევზი –  თუ  დარდობთ თევზში ვერცხლისწყლის რაოდენობაზე (და უნდა შიშობდეთ კიდეც ამაზე) მაშინაირჩიეთ პატარა, ომეგა 3-ით გამდიდრებული თევზი, როგორიცაა სარდინა ან ველური ორაგული. თუ ხარ ვეგეტარიანელი და არ გინდა, რომ ჭამო სხვა რამ მორალური, თუ რელიგიური მიზეზების გამო, მაშინ ეს გამოგადგება.  მაგრამ კრიტიკულია ომეგა 3-ის მიღება, არა მხოლოდ ( alpha linolenic ) მჟავისაგან.  თქვენ წინასწარ უნდა მოამზადოთ  DHA, ეს არის ის რისგანაც ტვინის დიდი ნაწილი არის შექმნილი. კარგი ამბავი – შენ ეს შეგიძლია მიიღო წყალმცენარეებისაგან.

ყველა ადამიანს სჭირდება D ვიტამინი  და ომეგა 3, რომლის მიღებაც ძნელია.  დანამატები ან სარდინის რეგულარული დიეტა  არის  მისი მიღების გარანტია.  ასევე ვეგეტარიანელებისათვის ვიტამინი B 12 მიღება არ ხერხდება და არის კრიტიკული.  ჩნდება კითხვა – რა უნდა გავაკეთოთ?  არ გააკეთო ფოკუსირება იმაზეთუ რამდენს ჭამ, თუ ფოკუსირებას შენი კვების რაციონზე გააკეთებ,  გააკეთებ ფოკუსირებას იმაზე თუ რასჭამ, ორგანიზმის ბუნებრივი გემოს სისტემა გადავა კონტროლზე და შენ შეჭამ უფრო ნაკლებს. აიმაგალითები როგორ გამოიყურება ის:

თქვენს დიეტაში აქცენტი გააკეთეთ გლიკემიურ დატვირთვაზე. ეს შეიძლება გაკეთდეს როგორც ვეგეტარიული დიეტით, ასევე paleoდიეტითაც, მაგრამ უფრო რთულია ვეგეტარიანული დიეტის დაცვის დროს. თხილი, გოგრა, ქოქოსი, ავოკადო, ზეითუნის ზეთი , უნდა წარმოადგენდეს თქვენს რაციონს.

  • მიირთვით სწორი ცხიმები. თავი შორს დაიჭირეთ ისეთი მცენარეული ზეთისგან, როგორიცაა მზესუმზირის, სიმინდისა და განსაკუთრებით – სოიოს ზეთი, რომელიც შეიცავს 10% ჩვენი კალორიების.  აქცენტი გააკეთეთ ომეგა 3-ის შემცველ ცხიმებზე, თხილზე, ავოკადოზე, ქოქოსზე.
  • მიირთვით უფრო მეტი მცენარეები – ბოსტნეული და ხილი. ის უნდა წარმოადგენდეს თქვენი რაციონის 75%-ს. მე თითო კვებაზე ვიღებ 2-3 თეფშ ბოსტნეულს.
  • აქცენტი უნდა იყოს თხილზე. ის სავსეა პროტეინით, მინერალებით და შეიცავს გულის დაავადების და დიაბეტის ნაკლებ რისკს.
  • თავი აარიდეთ რძის პროდუქტებს –  გამოიყენეთ მხოლოდ ცხვრისა  და თხის რძე.
  • მიიღეთ ლობიო.
  • მიიღეთ ხორცი და ცხოველური პროდუქტები, როგორც დამატებითი საკვები და არა როგორც კვების მთავარი რაციონი.
  • შაქარი –  გამოიყენეთ იშვიათად.

მოამზადა: მარიამ მოსეშვილმა

მასალა მოგვაწოდა ბიოტექნოლოგიების სპეციალისტმა – ბატონმა თენგიზ ჯალიაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევები

დნმ-ის საშუალებით, მამაკაცის სექსუალური ორიენტაციის გაგებაა შესაძლებელი

ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ იპოვეს გზა, რითაც, დნმ-ის მოლეკულური მარკერების მეშვეობით, მამაკაცის სექსუალური ორიენტაციის პროგნოზირებაა შესაძლებელი. თუმცა, გენეტიკის ექსპერტები აფრთხილებენ მათ, რომ კვლევა მნიშვნელოვნად შეზღუდულია და არ არის  სექსუალური უპირატესობის პოტენციური ბიოლოგიური საფუძვლის საბოლოო პასუხის გარანტი.

კვლევის დასკვნები, რომელის დეტალები ჯერ სხვა მეცნიერებმაც უნდა განიხილონ,  ადამიანის გენეტიკის ამერიკული საზოგადოების შეხვედრაზე წარადგინეს.

კვლევის დროს მეცნიერები დააკვირდნენ 37 წყვილ მამრობითი სქესის ტყუპებს, თითოეულ წყვილში ერთ-ერთი ჰომოსექსუალი იყო, ხოლო მეორე – ჰეტეროსექსუალი, და 10 სხვა წყვილს, რომელთაგან ორივე მამაკაცი  ჰომოსექსუალი იყო. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის გენომის ცხრა სფეროში კონკრეტული ეპიგენეტიკური ნიშნების ყოფნა შესაძლებელს ხდის ჰომოსექსუალური უპირატესობის 70-პროცენტიანი სიზუსტით პროგნოზირებას.

ეპიგენომს ზოგჯერ აღწერენ, როგორც მოლეკულურ „გადამრთველებს“, რომელმაც შეიძლება ჩართოს ან დაადუმოს დნმ-ში ინდივიდუალური გენები. მეცნიერთა აზრით, ეპიგენეტიკურ განსხვავებებზე შეიძლება გავლენა იქონიოს გარემომ და ცხოვრების წესის ფაქტორებმა, დაწყებული ქიმიკატების ზემოქმედებიდან დამთავრებული მშობლის საღმზრდელო მეთოდებთ.

„ჩვენი ინფორმაციით, ეს არის მოლეკულურ მარკერებზე დაფუძნებული სექსუალური ორიენტაციის პროგნოზირების მოდელის პირველი მაგალითი,“ – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თაქ ენგანმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის David Geffen School of Medicine-დან.

გენეტიკის ექსპერტები, რომლებიც აღნიშნულ კვლევას აკრიტიკებდნენ, აცხადებენ, რომ ჯერ ნაადრევია ეპიგენეტიკური მარკერების პროგნოზირების უნარის შესახებ რაიმე დასკვნის გაკეთება.

 

წყარო: Scince

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

ნასას სენსაციური აღმოჩენა: მარსი სიცოცხლისთვის საჭირო კომპონენტებს შეიცავს

ნასას როვერმა მარსის ზედაპირზე ორგანული ნაერთების სიმრავლე და ატმოსფერული მეთანის სეზონური ცვლა აღმოაჩინა, ეს კი საკმაოდ მყარი მტკიცებულება გახლავთ იმისა, რომ, შესაძლოა, დედამიწის მეზობელ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობდეს.

თუმცა,  აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აცხადებს, რომ როვერ ,,Curiosity-ის“ მიერ ე.წ. გალაკრატერზე გაკეთებულ აღმოჩენას შესაძლოა ბიოლოგიური ახსნა ვერ მოეძებნოს, რაც მარსზე სიცოცხლის არსებობა-არარსებობის საკითხს კვლავ ბურუსით მოცულს დატოვებს.

ნასას როვერმა პლანეტაზე სამი განსხვავებული ტიპის ორგანული მოლეკულა აღმოაჩინა. ამავდროულად ,,Curiosity-მა“ ატმოსფერულ მეთანში მოულოდნელად დიდი სეზონური ციკლი.

დედამიწის ატმოსფეროში მეთანის დაახლოებით 95 პროცენტი ბიოლოგიური აქტივობის შედეგად წარმოიქმნება. თუმცა, მეცნიერების განცხადებით, ჯერ ადრეა გადაჭრით იმის მტკიცება, რომ მარსის მეთანიც სიცოცხლესთანაა დაკავშირებული.

ორგანული მოლეკულები სიცოცხლის სამშენებლო ბლოკებია, თუმცა ისინი შესაძლოა ისეთი ქიმიური რეაქციებისგან წარმოიშვან, რომლებიც სიცოცხლესთან კავშირში არ არიან. მეცნიერების განცხადებით, ჯერჯერობით ნაადრევია იმის ცოდნა, წარმოიშვნენ თუ არა მარსის კომპონენტები ბიოლოგიურ პროცესებში. მათივე განმარტებით, არსებობს ორგანული მასალის სამი შესაძლო წყარო: სიცოცხლე, მეტეორიტები და გეოლოგიური პროცესები. დაზუსტებით ძნელია იმის თქმა, თუ რომელმა მაათგანმა გამოიწვია ორგანული მოლეკულების წარმოშობა.

ნასა იმედოვნებს, რომ Curiosity-ის ან სხვა როვერის საშუალებით მალე უკეთესად შემონახული ორგანული კომპონენტების მოპოვებას შეძლებენ, რაც მათ სიცოცხლის ქიმიური ხელწერის შემოწმების საშუალებას მისცემს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

ანტარქტიდაზე აღმოჩენილი პლასტმასის ნარჩენები გლობალური დაბინძურების მასშტაბზე მეტყველებს

შორეულ ანტარქტიდაზე პლასტმასის ნარჩენები და ტოქსიკური ქიმიკატები აღმოაჩინეს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დაბინძურების პრობლემა მთელ დედამიწაზე არსებობს.

ამის შესახებ გარემოს დაცვის ორგანიზაცია ,,Greenpeace-ი” იუწყება.

2018 წლის დასაწყისში მიკროპლასტმასები – პლასტმასის პატარა ნაწილაკები, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა ნარჩენისგან,  სავაჭრო ჩანთებიდან დაწყებული ავტომობილის საბურავებით დამთავრებული, ანტარქტიდის ნახევარკუნძულიდან აღებული წყლის 17 ნიმუშიდან 9-ში აღმოჩნდა. ხოლო თოვლის 9 ნიმუშიდან 7-ში ნივთიერება PFA-ი აღმოაჩინეს, რომელიც საწარმოო პროდუქტებში გამოიყენება და ველური სამყაროსთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

გაეროს გარემოს დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ დაბინძურების ნიშნები არქტიკიდან ანტარქტიდამდეა აღმოჩენილი და ისეთ შორეულ ადგილებშიც კი, როგორიცაა -მარიანას ღრმული, წყნარი ოკეანის ყველაზე უფრო ღრმა ადგილი.

სააგენტო აცხადებს, რომ წარმოებული პლასტმასის მხოლოდ მეათედია ხელახლა გადამუშავებული და ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებს, რომ აკრძალონ ან დაბეგრონ ერთჯერადი პარკებისა და საკვები კონტეინერების გამოყენება.

წყარო:  Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

დედამიწაზე დღეების ხანგრძლივობა მატულობს 

ზოგჯერ გვეჩვენება, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის. თუმცა, ზოგიერთი მეცნიერი აცხადებს, რომ ყველაფერი პირიქითაა – დღეები დედამიწაზე დროთა განმავლობაში უფრო  ხანგრძლივი ხდება, ეს კი ჩვენი პლანეტის ბრუნვაზე მთვარის ზეგავლენის გამო ხდება.

ახლახან ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ 1,4 მილიარდი წლის წინ დედამიწასა და მთვარეს შორის ურთიერთობა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მაშინ დღე არა 24-საათიანი, არამედ 18-საათიანი იყო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ დროიდან დღემდე დღე 6 საათით გახანგრძლივდა ანუ წელიწადში საშუალოდ 0.00001542857 წამით.

ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მთვარე ნელ-ნელა შორდება დედამიწას. 1,4 მილიარდი წლის წინ ის ცოტა უფრო ახლოს იყო დედამიწასთან, ჩვენი პლანეტა კი უფრო სწრაფად ბრუნავდა.

კოლომბიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გამოყენებული ტექნოლოგია – TimeOptMCMC აერთიანებს ასტრონომიულ თეორიას, გეოლოგიურ მონაცემებს და სტატისტიკას. მისი საშუალებით შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ როგორ იცვლება მზის სისტემა დროთა განმავლობაში.

TimeOptMCMC-ის საშუალებით განხორციელებული რეკონსტრუქციის გზით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღის ხანგრძლივობა ყოველწლიურად 0.000018 წამით მატულობს, მთვარე კი დედამიწას წელიწადში დაახლოებით 3.82 სანტიმეტრით შორდება.

 

წყარო: https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევები

გამოვლინდა გენები, რომლებმაც ადამიანის ტვინის ჩამოყალიბებას შეუწყვეს ხელი

მეცნიერებმა სამი გენი გამოავლინეს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ადამიანის ევოლუციაში – ტვინის ზომის ზრდაში, რამაც შემეცნებით პროგრესს შეუწყო ხელი და განსაზღვრა ჩვენი, როგორც ადამიანების, ჩამოყალიბება.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს გენები, რომლებიც მხოლოდ ადამიანებშია ნაპოვნი,   3-4 მილიონი წლის წინ გამოჩნდა ანუ იმ პერიოდის წინ, როდესაც არქეოლოგიურ ნამარხებში ვლინდება ადამიანის წინაპრის სახეობებში ტვინის ზომის მკვეთრი ზრდა.

სამ ახლახან აღმოჩენილ გენს, მეოთხე – უფუნქციო გენთან ერთად, NOTCH2NLგენებს უწოდებენ. ისინი განსაკუთრებით აქტიურია ცერებრალური ქერქის ნერვული ღეროვანი უჯრედების რეზერვუარში, ეს გახლავთ ტვინის გარეფენა, რომელიც პასუხისმგებელია ისეთი მნიშვნელოვანი ფსიქიკური ფუნქციებისათვის, როგორიცაა – შემეცნება, ენა, მეხსიერება, აზროვნება და ცნობიერება.

,,ცერებრალული ქერქი არის ის, რაც უმეტესწილად განსაზღვრავს – თუ რა სახეობას მივეკუთვნებით და ვინ ვართ ჩვენ, როგორც ინდივიდები. მისი ევოლუცია კი ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც კაცობრიობის წარმოშობას ეხება,” – აცხადებენ მეცნიერები.

აღნიშნული გენები ადამიანის უახლოეს ნათესავებშიც კი არ არსებობს. არცერთი მათგანი არაა აღმოჩენილი მაიიმუნებსა და ორანგუტანებში. მეცნიერებმა ამ გენების უფუნქციო ,,ბიძაშვილი” გორილებსა და შიმპანზეებში აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ NOTCH2NL-ი აღმოჩნდა ადამიანის ხაზის ორ გადაშენებულ სახეობაში –  ნეანდერტალელებსა და დენისოვანსებში.

მეცნიერები აცხადებენ, რომ NOTCH2NL-ი  დაკავშირებულია ისეთ ნევროლოგიურ მდგომარეობებთან, როგორიცაა აუტიზმი,  შიზოფრენია და თავის უჩვეულოდ დიდ ან პატარა ზომასთნ.

NOTCH2NLგენების შესახებ ჩატარებული 2 კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ ,,Cell-ში“ გამოქვეყნდა.

წყარო: https://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

უძილობის დროს ტვინი გამოფიტვას იწყებს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არასაკმარისი ძილი ნეირონებისა და სინაფსური კავშირების დაზიანებას იწვევს, რომლის აღდგენა შეუძლებელია.

იტალიის ერთ-ერთი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ძუძუმწოვრების ტვინის ის ნაწილი შეისწავლეს, რომელიც ძილის დარღვევებზეა პასუხისმგებელი და კარგად დასვენებულ და გამოუძინებელ ვირთაგვებს შორის უცნაური სხვაობა აღმოაჩინეს.

ისევე, როგორც ადამიანის სხეულის უჯრედებში, ადამიანის ტვინშიც ნეირონები მუდმივად ახლდება ორი სხვადასხვა ტიპის გლიალური უჯრედით, რომელსაც ხშირად ნერვული სისტემის წებოსაც უწოდებენ.

მიკროგლიალური უჯრედები პასუხისმგებელნი არიან ძველი და გაცვეთილი უჯრედების გაწმენდის პროცესზე, რომელსაც ეწოდება ფაგოციტოზი, რაც ბერძნულად „შთანთქმას“ ნიშნავს.

ასტროციტები  კი – ტვინში არასაჭირო სინაფსების რაოდენობას ამცირებენ, რაც ტვინის ხვეულების განახლებას უწყობს ხელს.

ეს პროცესი კი მაშინ ხდება, როცა გვძინავს, თუმცა აღმოჩნდა, რომ იგივე პროცესი მაშინაც მიმდინარეობს, როცა უძილობა გვჭირს. თუმცა ამას სიკეთის ნაცვლად ზიანი მოაქვს, ვინაიდან ზედმეტი გასუფთავებისგან ტვინი თვითდაზიანებას იწყებს. ეს შეიძლება შევადაროთ შემდეგ სიტუაციას: ვიღაცას თქვენი სახლიდან თქვენი ძილის დროს ნაგავი გააქვს, რამდენიმე  დღის შემდეგ კი ნაგავს აყოლებს ტელევიზორს, მაცივარსა და სხვა საჭირო ნივთს.

,,ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სინაპსებს ასტროციტები უძილობის დროსაც ,,ჭამენ””- აცხადებენ კვლევის ავტორები.

მეცნიერებმა თაგვების ოთხი ჯგუფი შეისწავლეს:

1.თაგვები, რომლებსაც 6-8 საათი ეძინათ (კარგად დასვენებულები);

  1. თაგვები, რომლებიც პერიოდულად იღვიძებდნენ;
  2. თაგვები, რომლებიც უძილობა აწუხებდათ;
  3. თაგვები, რომლებსაც უძილობა ქრონიკულად აწუხებდათ.

როდესაც მეცნიერებმა ამ ჯგუფების ასტეროციტების აქტიურობა შეისწავლეს, პირველი ჯგუფის თაგვებში 5.7 პროცენტი სინაფსები აღმოაჩინეს, მეორეში –  7.3; მესამეში – 8.4, ხოლო მეოთხეში – 13.5.

მაგრამ, როდესაც მკვლევარებმა ამ ოთხი ჯგუფის მიკროგლიალური უჯრედები შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ მესამე და მეოთხე ჯგუფებში – უძილო და ქრონიკულად უძილო თაგვებში მათი აქტივობა მომატებული იყო, რაც შემაშფოთებელია, ვინაიდან მიკროგლიალური აქტივობა ალცჰეიმერის დაავადებასა და სხვა ნეიროდეგენერაციასთანაა დაკავშირებული.

ჩატარებული კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, მაგალითად: მიმდინარეობს თუ არა იგივე პროცესი ადამიანების ტვინში და აღმოიფხვრება თუ არა დაზიანება ძილის შედეგად.

წყარო:   https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკონომიკაკვლევებიპოლიტიკასაქართველოსოციოლოგია

სიმბოლურად ბავშვთა დღისთვის: საარსებო შემწეობას 150 186 არასრულწლოვანი იღებს

საქართველოს სახალხო დამცველმა – ნინო ლომჯარიამ  ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

როგორც კვლევიდან ირკვევა,  ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა.

,,საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა საგანგაშოა და 150 186- შეადგენს, თუმცა ეს არ ასახავს სრულ სურათს და გაცილებით მეტია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რჩებიან, როგორიცაა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, ასევე არიან ბავშვები, რომლებიც, სიღარიბის მიუხედავად, ვერ ხვდებიან სახელმწიფო შემწეობის პროგრამაში.

საგანგაშოა ისიც, რომ 2017 წელს, სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სწორედ სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო გაიყვანეს”, -წერია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მთავარ პრობლემად რჩება ბავშვების დაცვა ძალადობისგან.  აქვე – საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაცისას და დახმარების ეფექტიანი სისტემა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებისაქართველო

მკვლევარები მტკვრის აუზის პოტენციალს შეისწავლიან

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი მემორანდუმი  დღეს, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ესპანეთის ნავთობისა და გაზის ნავთობკომპანია ,,REPSOL-ს” შორის გაფორმდება.

მემორანდუმის ფარგლებში, ქართველი სპეციალისტები ,,REPSOL-ის” მონაცემთა ბაზაში გადამზადებას გაივლიან.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 81 82 83 84 85 107
Page 83 of 107