close

კვლევები

ეკოლოგიაკვლევებიმსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთში ერთჯერადი პლასტმასის ნივთების გამოყენება აიკრძალა

საფრანგეთის ხელისუფლებამ ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც, პლასტმასისგან დამზადებული ყველა სახის ყოველდღიური მოხმარების ნივთები, მათ შორის, ჭურჭელი – მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალება.

კანონი ძალაში 2020 წლიდან შევა. ინიციატივა საფრანგეთის ხელისუფლების  პროგრამის – „ენერგოტრანზიციია მწვანე ზრდისთვის“ ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ საფრანგეთის უფრო ეფექტიანად და აქტიურად ჩაერთოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის აქტივობებში.

სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ხელისუფლების ინიციატივას, თუმცა მეორე ნაწილის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი არღვევს ევროკავშირის კანონს საქონლის თავისუფალი გადაადგილების შესახებ.

ორგანიზაცია „Pack2Go Europe-ის“ განცხადებით, რომელიც ევროპის შემფუთველ ორგანიზაციებს აერთიანებს, ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რომ შეაჩერონ კანონის ამოქმედება –  არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ევროპის კონტინენტზეც.

„ჩვენ ევროპულ საბჭოს ვთხოვთ, რომ მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი ზომები საფრანგეთის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას, თუკი ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩვენ არ დავნებდებით.“- განაცხადა „Pack2go Europe-ის“ გენერალურმა მდივანმა. მისივე განცხადებით, მეცნიერულად არ არის დამტკიცებული, იქნება თუ არა აღნიშნული კანონპროექტი საკმარისად ეფექტიანი გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების შემცირების მხრივ. პრობლემა შესაძლოა წარმოიშვას თავად მოქალაქეებში, რომლებმაც შესაძლოა ვერ გააცნობიერონ რას ნიშნავს ბიოლოგიური ნარჩენებისგან მიღებული პროდუქტი და დატოვონ ყოველდღიური მოხმარების, თუ სხვა ნივთები ბუნებაში, რადგან შეცდომით ეგონებათ, რომ ამით ბუნებას ზიანი არ მიადგება.

წყარო: The world economic forum

მასალა მოამზადა: ცირა შვანგრაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიაკვლევებიმსოფლიო

ეგვიპტეში 2,000 წლის სასაფლაო აღმოაჩინეს

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა აქამდე უცნობი ნეკროპოლისი აღმოაჩინეს, რომელიც ასწლეულების განმავლობაში ხელუხლებელი იყო.

2 000-ზე მეტი წლის სასაფლაო ფარაონული გვიანი პერიოდით თარიღდება და, სულ მცირე, 8 სამარხს შეიცავს, თითოეულ მათგანში კი რამდენიმე  სარკოფაგია.

კაიროს სამხრეთით ახლად აღმოჩენილი მიწისქვეშა საფლავის კომპლექსი ხმუნის ნეკროპოლისიდან  ექვს კილომეტრში მდებარეობს.

გათხრები გასული წლის ბოლოს დაიწყო. მკვლევართა ჯგუფი ეძებდა  უძველესი ეგვიპტის მე-15 ადმინისტრაციულ განყოფილებას.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თოტის ქურუმის ერთ-ერთი საფლავი – იბისისთავიანი სიბრძნის, არბიტრაჟის, დამწერლობის, მეცნიერების, ჯადოსნობისა და გარდაცვლილთა განაჩენის ღმერთი.

საფლავში აღმოჩენილ იეროგლიფებზე ქურუმი მოხსენიებულია, როგორც – Djehuty-Irdy-Es, ასევე, როგორც ,,დიდი ხუთიდან ერთ-ერთი”.

საფლავში ასევე აღმოჩნდა თაბაშირისგან დამზადებული რამდენიმე ქილა. ოთხ მათგანს ღმერთი ჰურუსის ოთხი შვილის თავი აქვს. მათში მუმიფიცირებული ქურუმის ორგანოები დღემდე კარგადაა შემონახული.

საფლავში ასევე აღმოჩენილია 1000-მდე მოსამსახურის თიხისგან გაკეთებული ფიგურა, რომლებიც ეგვიპტელ დიდგვაროვნებთან იმ მიზნით მოათავსეს, რომ იმ ქვეყნად  მომსახურებოდნენ.

მუმია შემკობილია ბრინჯაოს საყელოთი, რომელიც ასახავს ქალღმერთ Nut-ს, რომელიც იმ ქვეყნად ფრთებით ,,იცავდა” გარდაცვლილებს. მუმიაზე ასევე აღმოაჩინეს ლურჯ და-წითელმძივებიანი ძვირფასი ქვა, ბრინჯაოს მოოქროვილი ფილები, სპილოს ძვლითა და კრისტალით მორთული ორი თვალი და ნახევრად ძვირფასი ქვების ოთხი ამულეტი.

სასაფლაოში 13 საფლავი იყო. ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი საფლავი დიდგვაროვან ოჯახს ეკუთვნის; საერთო ჯამში, კომპლექსში 8 საფლავი და 40 სარკოფაგი აღმოაჩინეს.

წყარო: ttps://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიკვლევებიმსოფლიოსაქართველო

ქართველი ენათმეცნიერის ბრიტანული წარმატება

ქართული ენათმეცნიერება მეცნიერების ერთ-ერთი საინტერესო და მრავალფეროვანი დარგია, რომელიც სათავეს შორეულ წარსულში იღებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს დარგი შეისწავლის კონკრეტული ენის აგებულებასა და მის ფუნქციონირებას, მაშინ შეიძლება დავასკვნათ,  რამდენად მრავალფეროვანი და განვითარებულია ქართული ენათმეცნიერება. ჩვენი მშობლიური ენა ხომ ერთერთი უძველესია მსოფლიოში.

ენათმეცნიერება ვითარდება და ნელნელა წინ მიიწევს. ქართული ენით დაინტერესება გასცდა საქართველოს საზღვრებს და ახლა ბევრ ქვეყანაში მუშაობენ კვლევით ლაბორატორიებში ჩვენი მშობლიური ენის სიღრმეების შესწავლაზე.

ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა ქართველ ენათმეცნიერს – სოფია დარასელიას, რომელიც  უკვე წლებია დიდ ბრიტანეთში, ლიდსის უნივერსიტეტში მოღვაწეობს და მნიშვნელოვან კვლევებს ატარებს წამყვან მეცნიერებთან ერთად.

ყველაფერი 2012 წელს დაიწყო , როდესაც სოფიამ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო თემა დაიცვა თემაზე „ქართულ-ევროპული ტიპის სასწავლო ლექსიკოგრაფია“ და დაამუშავა ქართულ ენათმეცნიერებაში მიმდინარე სიახლეები და უახლესი გამოცემები .

ბრიტანელი ლინგვისტების მიწვევით სოფიამ თავდაპირველად მუშაობა დაიწყო ლიდსის უნივერსიტეტში მოწვეულ მეცნიერად, თუმცა შემდეგ – დაუღალავი შრომითა და თავისი ნიჭით დიდ წარმატებას მიაღწია.

დღეს სოფია ლიდსის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობს და თავისი საქმიანობით აცნობს უცხოელ კოლეგებს ქართული ენის უნიკალურობას და მრავალფეროვნებას.

გარდა ამისა, იგი ხელმძღვანელობს ლიდსის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალს დოქტორ დიანე ნელსონთან ერთად (Leeds Working Papers in Linguistics and Phonetics). მიმდინარე წელს იგეგმება ქართველოლოგიური ნაშრომების მიღება ამ ჟურნალში დასაბეჭდად.

წარმატებული ახალგაზრდა ენათმეცნიერი განვლილ გზასა და უცხოურ ინტერგაციაზე გვიამბობს:

-ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც სადოქტორო თემა აირჩიეთ. როგორ შეარჩიეთ ეს თემა, რამ განაპირობა თქვენი  დაინტერესება ამ თემით ?

-ასე კონკრეტული მომენტი არ ყოფილა, რომელმაც გადამაწყვეტინა საკვლევი თემის არჩევა. სადოქტორო კვლევამდე სხვადასხვა ეტაპი უნდა გაირო და ამ პერიოდის განმავლობაში ეტაპობრივად  გამოიკვეთა ინტერესის სფერო.

ვეცდები ძალიან მარტივი ენით ავხსნა თუ რას მოიცავდა აღნიშნული კვლევა. „ქართულ-ევროპული სასწავლო ლექსიკონის შედგენა კორპუსული მეთოდების გამოყენებით“ გულისხმობდა ყველაზე ხშირად გამოყენებული თანამედროვე  ქართული ენის ლექსიკის განსაზღვრას. ამ მიზნით შეიქმნა თანამედროვე ქართული ენის ვრცელი ვებკორპუსი – KaWaC (Ka=Kartvelia და WaC=Web as a Corpus), რომელიც მოიცავს 280 მილიონზე მეტ სიტყვას და განთავსათებულია ლიდსის უნივერსიტეტის ვებსაიტზე.

-ენათმეცნიერება, როდიდან დაინტერესდით მეცნიერების ამ სახეობით და რამ განსაზღვრა ეს დაინტერესება?

-სადოქტორო კორპუსულმა კვლევამ განაპირობა ჩემი გადასვლა ლექსიკოგრაფიიდან კორპუსის ლინგვისტიკასა და კომპიუტერულ ლინგვისტიკაში.

ლიდსის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური მიმართულებით მნიშვნელოვან კვლევებს ახორციელებთ. გზა, რომელიც გაიარეთ თსუ-დან ამ უნივერსიტეტამდე და რომ აგვიღწეროთ თქვენი საქმიანობა, კონკრეტულად რას საქმიანობთ ამჟამად?

-ლიდსის უნივერსიტეტში პირველი ჩემი საქმიანობა დაიწყო მოწვეული მეცნიერის სტატუსით და თანამედროვე ქართული ენის კორპუსის პროექტით, რომელიც სწორედ ამ სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში შეიქმნა. შემდეგ კი მივიღე შემოთავაზება სადოქტორო პროექტზე.

ამჟამად არაერთ პროექტზე ვმუშაობ ლიდსის უნივერსიტეტში. ვეცდები მოკლედ აღვწერო რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. ჩემი სადოქტორო კვლევაა „ქართული ენის მორფოსინტაქსური კატეგორიების კომპიუტერულ ანალიზი“. კერძოდ, კომპიუტერული ანალიზი მოიცავს ორ კონკრეტულ საკითხს: 1) ტეგსეტების სისტემის შექმნას და 2) ტეგირების პროგრამის შექმნას.

გარდა ამისა, ვხელმძღვანელობ ქართველური და კავკასიური ენების კვლევის ცენტრს, რომელიც როგორც ეს ცენტრის ვებგვერდზეა მითითებული, ამ ეტაპზე მხოლოდ ქართველოლოგიური კვლევებით შემოიფარგლება. აღნიშნული ცენტრი ატარებს ყოველკვირეულ ქართველოლოგიურ ლექცია-სემინარებს, რომელსაც ლიდსის უნივერსიტეტის ენათმეცნიერებთან ერთად მოწვეული ქართველი ენათმეცნიერები კითხულობენ. ქართველოლოგიური ცენტრის ორგანიზებით იმართება ყოველწლიური საერთაშორისო ვორკშოპი „კომპიუტერული მიდგომები მორფოლოგიურად მდიდარი ენებისათვის“ (CAMRL2017, რომლის ინტერესების სფეროს წარმოადგენს ქართველური ენები. ვორკშოპის ვებსაიტი ხელმისაწვდომია ამ მისამართზე: https://camrl.leeds.ac.uk/ . წელს ეს ვორკშოპი (CAMRL2018) ჩატარდება 2018 წლის 3 ივლისს.

სამეცნიერო საქმიანობების გარდა აქტიურად ვარ ჩართული ლიდსის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში. კერძოდ, ბაკალავრის საფეხურზე ვასწავლი ლინგვისტიკის ორ მოდულს.

-უცხოეთში ძალიან წარმატებული ხართ. რამდენად რთული იყო ქართველი გოგონასთვის უცხოური მწვერვალების დაპყრობა და სამშობლოდან  ასე შორს სამეცნიერო კუთხით თავის დამკვიდრება ?

-ბრიტანულ ლინგვისტურ სივრცეში ინტეგრაცია ადვილი ნამდვილად არ არის. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია არამარტო დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, არამედ მზაობა ახალი ცოდნის მისაღებად. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს აქაური უშუალო და მეგობრული დამოკიდებულება.

-თქვენი აზრით, რამდენად არის ენათმეცნიერების  სფერო განვითარებული საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს ამის ხელშესაწყობად?

-ბევრი კვლევა ტარდება, კორპუსული ლინგვისტიკის კუთხითაც კი, თუმცა არსებული კველვების მასშტაბი საკმარისი არ არის. საჭიროა, მეტი კვლევები კორპუსული და კომპიუტერული ლინგვისტიკის მიმართულებით და განსაკუთრებით ახალგაზრდა ენათმეცნიერების ჩართვა ამგვარ პროექტებში.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები. აპირებთ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას ?

რასაკვირველია. ძალიან აქტიური თანამშრომლობა მაქვს ქართველ კოლეგებთან. ჩართული ვარ სასწავლო პროცესშიც კი. კერძოდ, თსუ-ში დისტანციურად ვასწავლი ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო პროგრამაზე საგანს „შესავალი კორპუსის ლინგვისტიკასა და კორპუსზე დაფუძნებულ ლექსიკოგრაფიაში“ (Introduction to Corpus Linguistics and Corpus-based Lexicography). 2018 წლის შემოდგომის სემესტრიდან კი იგეგმება დამატებით ახალი საგნის  „ზოგადი ენათმეცნიერების“ (General Linguistics – Understanding Language) შემოღება აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე.

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებაკვლევებიმსოფლიოსაქართველო

ქართველი ენათმეცნიერის ბრიტანული წარმატება

ქართული ენათმეცნიერება მეცნიერების ერთერთი საინტერესო და მრავალფეროვანი დარგია, რომელიც სათავეს შორეულ წარსულში იღებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს დარგი შეისწავლის კონკრეტული ენის აგებულებასა და მის ფუნქციონირებას, მაშინ შეიძლება დავასკვნათ,  რამდენად მრავალფეროვანი და განვითარებულია ქართული ენათმეცნიერება. ჩვენი მშობლიური ენა ხომ ერთერთი უძველესია მსოფლიოში.

არქეოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

მექსიკის წყალქვეშა მღვიმეში მაიას ცივილიზაციის სიწმინდეები აღმოაჩინეს

რამდენიმე თვის წინ მექსიკაში მსოფლიოში უდიდესი წყალქვეშა მღვიმე აღმოაჩინეს, რომელიც 347 კილომეტრზეა გადაჭიმული. იქვე გაჩნდა ჰიპოთეზა, რომ აქ ჩაძირული უნდა ყოფილიყო ანტიკური მაიას ცივილიზაციის მრავალი არქეოლოგიური არტეფაქტი. სავარაუდოდ, ეს ჰიპოთეზა გამართლდება, რადგანაც, რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მღვიმე შედგება თითქმის 250 სენოტისა (ბუნებრივი მიწისქვეშა წყლის რეზერვუარი) და 198 არქეოლოგიური ძეგლისგან, რომელთაგანაც 140 მაიას ცივილიზაციას ეკუთვნის.
მყვინთავებმა აღმოაჩინეს ადამიანთა ნაშთები, რომელთა ასაკიც, დაახლოებით, 9000 წელია, ასევე – კერამიკა, კედლის გრავიურები, მაიას ვაჭრობის ღმერთის საკურთხეველი და კიბის სტრუქტურები. მკვლევარ გილერმო დე ანდას ვარაუდით, აქ ადამიანები, კლიმატის გაუარესების დროს, წყლის პოვნის იმედით დაეხეტებოდნენ.

საინტერესოა, რომ მკვლევრებმა იპოვეს უკანასკნელი გამყინვარების ხანის მრავალი ქმნილების ნამარხი. მათ შორისაა გიგანტური ზარმაცები და დათვები,  სპილოს მსგავსი ცხოველი – გომფიტერი.

მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა, მღვიმე იმაზე დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე მოსალოდნელია და ბევრად უფრო საინტერესო არტეფაქტებიც გააცნოს კაცობრიობას.

წყარო: ScienceAlert

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

ახალი თანამგზავრის მეშვეობით მარსის ქიმიურ შემადგენლობას შეისწავლიან

ახალი თანამგზავრი – Trace Gas Orbiter-ი, რომელიც ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ შექმნა, მარსის ქიმიურ შემადგენლობას შეისწავლის.

პლანეტის გეოლოგიური შესწავლა აპრილიდან არის დაგეგმილი.  ზონდირების მეთოდით,  Trace Gas Orbiter -ი პლანეტიდან ისეთ სინჯებს აიღებს, რომლითაც მისი ქიმიური შემადგენლობის უკეთ გაგება იქნება შესაძლებელი.

წყარო:  Daily Mail

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

თაგვებში ალცჰაიმერის დაავადება წარმატებით დაამარცხეს

კვლევის შედეგები, რომელსაც მსოფლიო ელოდა – თაგვებში ალცჰაიმერის დაავადება მკვლევრებმა წარმატებით დაამარცხეს. მათ თაგვების თავის ტვინში ამილოიდის ფირფიტების უკუქცევა შეძლეს. სწორედ ეს ცილების შეჯგუფება არის, რომელიც  ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებში თანდათან კლავს ნეირონებს.

ექსპერიმენტის საფუძველზე, შემცირდა იმ ფირფიტების რაოდენობა, რომლებიც ტვინის უჯრედებს შორის კომუნიკაციას აუარესებს, გარდა ამისა – ცდის ობიექტებს  აღენიშნათ კოგნიტური გაუმჯობესება.

შედეგის მიღება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მეცნიერებმა თანდათან დაშალეს ფერმენტი, რომელიც დიდ როლს თამაშობს BACE1-ის სახელით ცნობილი ფირფიტების წარმოქმნაში.  ეს ფირფიტები ალცჰაიმერის ეფეტქიანი მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.  თაგვებს, რომლებსაც ეს ფერმენტი ნაკლებად ჰქონდათ,  გამოეხატებოდათ სასტიკი ნევროლოგიური დეფექტები. მას შემდეგ, რაც მისი წარმოქმნა შეაჩერეს, თაგვები დროთა განმავლობაში გამოჯანმრთელდნენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერებმა ვამპირი ღამურების გენეტიკური საიდუმლო ამოხსნეს

გაინტერესებთ, როგორ ცხოვრობენ ვამპირი ღამურები იმ კვების რეჟიმით, რომელიც მხოლოდ სისხლისგან შედგება? – პასუხი მარტივია. იმ გენების საშუალებით, რისი მატარებლებიც ეს ღამურები არიან.

მეცნიერებმა ვამპირი ღამურების გენომის სრული რუკა შექმნეს და აღმოაჩინეს, რომ ამ მფრინავ ძუძუმწოვრებს ბევრი ისეთი გენეტიკური მახასიათებელი აქვთ, რაც მას სისხლისგან წარმოშობილი პათოგენების მიმართ მიდრეკილს ქმნის.

მკვლევარებმა ვამპირ ღამურას (სამეცნიერო სახელი -Desmodus rotundus) გენომი იმ ღამურების გენომს შეადარეს, რომლებიც ნექტრით, ხილით, მწერებითა და ხორცით იკვებებიან.

ვამპირი ღამურების სამი სახეობა (cave-dweller, hairy-legged და white-winged) ერთადერთი ძუძუმწოვარი ცხოველები არიან, რომლებიც მხოლოდ სისხლით იკვებებიან.

მეცნიერებმა გამოავლინეს გენომის ელემენტები რომელიც ზრდის ღამურას იმუნურ რეაქციას და ვირუსულ დაცვას სისხლში არსებული პატოგენების გასამკლავებლად. მათ ასევე გამოავლინეს ვიტამინებისა და ცხიმების მეტაბოლოზმში არსებული გენები, რომელიც ღამურებს სისხლის რაციონის უნიკალურ კვების ასპექტებთან შეგუებაში ეხმარება.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

ცხვრის ემბრიონიდან ადამიანური უჯრედი განავითარეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პირველად გაზარდეს ცხვრის ემბრიონი, რომლის შემცველობაში ადამიანის უჯრედები იყო. კვლევის შედეგები, ოსტინის სამეცნიერო კონფერენციაზე წარადგინეს. 

წყარო: https://imedinews.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

გენები ადამიანის გარდაცვალების ზუსტ დროს განსაზღვრავს

გენები ჩვენ შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მატარებელია. აღმოჩნდა, რომ გენებით შესაძლოა ადამიანის გარდაცვალების დროის დადგენაც.

ესპანეთში, ბარსელონაში, გენომიური რეგულირების ცენტრმა (CRG) ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მის ქსოვილებში გენის აქტივობა გამოიკვლია და მკვეთრი ცვლილებაც გამოავლინა, რითაც სიკვდილის ზუსტი დროის დადგენაა შესაძლებელი.

შედეგები, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ ,,Nature Communications-ში“ გამოქვეყნდა, ნიმუშების ანალიზისა და ე.წ. Machine Learning-ის კომბინაციას წარმოადგენს. სიკვდილის შემდეგ გენის აქტივობის ცვლილების დასადგენად ბიოლოგმა რედერიკ გიგომ და მისმა კოლეგებმა 9,000 დონორისგან ქსოვილის 39 ნიმუში აიღეს.

აღმოჩნდა, რომ სიკვდილის შემდეგ, 600 კუნთოვანი გენის აქტივობა სწრაფად  გაიზარდა ან შემცირდა. თუმცა, ტვინისა და ელენთის გენის აქტივობაში ცვლილება მინიმალური იყო.

მეტი სიზუსტისთვის, მეცნიერებმა ე.წ. machine learning-ის მოდელი გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ ცვლილება ქსოვილის გენში გარდაცვალებიდან 7-14 საათში ხდება. ერთი მაგალითია სისხლში, რამდენიმე დონორის ნიმუშში  გენის შემცირებული აქტივობა დნმ-ის წარმოებაში, იმუნურ რეაქციასა და მეტაბოლიზმში ნიმუშების აღებამდე ექვსი საათით ადრე იყო მომხდარი.

აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია, მისი განვითარების შემთხვევაში ადამიანის გარდაცვალების ზუსტი დროის დადგენა გახდება შესაძლებელი. ეს კი სისხლისსამართლებრივ გამოძიებასთან დაკავშირებულ უამრავ გაურკვევლობას აღმოფხვრის და დიდ დახმარებას გაუწევს სამართალდამცველ ორგანოებს.

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 88 89 90 91 92 106
Page 90 of 106