close

მსოფლიო

მსოფლიო

„ომიკრონის“ ქვეტიპი BA.2 რეკორდული სისწრაფით ვრცელდება

მსოფლიო „ომიკრონის“ ახალ ვარიანტს ებრძვის. ბოლო 24 საათში გერმანიაში ვირუსი 200 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

BA.2 უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში დომინანტურია. „ომიკრონის“ ქვეტიპი საწყისი ფორმისგან 30%-ით უფრო გადამდებია და რამდენიმე მუტაციის წარმოქმნა შეუძლია.

ამ დროის სამეცნიერო კვლევებით და სტატისტიკით BA.2​-ით ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის ალბათობის მაჩვენებელი მინიმალურია. ჯერ უცნობია მოქმედებს, თუ არა ახალ ვარიანტზე „ომიკრონის“ იმუნიტეტი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოსაქართველო

„კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა. ეს ვარიანტი ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში“ – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა“.

მისივე განმარტებით, ეს ვარიანტი ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში.

„როგორც მოსალოდნელი იყო კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა. ომიკრონი BA2.2, შეუტია ჰონკონგს. ასევე ის უკვე იქნა აღმოჩენილი ავსტრალიაში, სინგაპურში და ბრიტანეთში. ეს ვარიანტი ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში და არა სრულიად ვაქცინირებულებში (სრული ვაქცინირებული არის 3 -ჯერ ვაქცინირებული).

ასევე ეს ვარიანტი სავარაუდოდ, ადასტურებს ჩინური ვაქცინების არაეფექტურობაზე. სავარაუდოდ, ამ ვარიანტს ახასიათებს “დელტასნაირი” სირთულეები. კოვიდი არ არის სეზონური გრიპი. აიცერით, ატარეთ პირბადე და დაიცავით დისტანცია. ჯანმრთელობას გისურვებთ,“- წერ გიორგი ფხაკაძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

მსოფლიოში Covid-ის ახალი შტამი „დელტამიკრონი“ გამოვლინდა – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს ჟურნალისტებთან მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ ისაუბრა და მისი მახასიათებლები განმარტა.

„საქართველოში “ომიკრონის” ტალღა დაღმავალი გზით მიდის, ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა მცირდება. ხშირად მეკითხებიან – დასრულდა თუ არა პანდემია? ღმერთმა ქნას დამთავრდეს, მაგრამ ჯერ ამის გარანტიები არ გვაქვს, რადგან კორონავირუსმა განახლების და ახალი შტამების გამოგდების უნარი ბევრჯერ გამოავლინა.

მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფზე დაყრდნობით გამოქვეყნდა წინასწარი მონაცემები ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ. ახალი შტამი სულ მცირე 17 ავადმყოფში დადასტურდა – აშშ-სა და ევროპაში, მათგან სამი შემთხვევა უშუალოდ საფრანგეთშია.

ეს შტამი უკვე დავიწყებული „დელტას“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდს წარმოადგენს და პირობითად მას „დელტამიკრონი“ უწოდეს.

რამდენადაც დღეს შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ რამდენად გადამდები, მძიმე ან მსუბუქი მიმდინარეობის იქნება ეს შტამი. მისი სტრუქტურა გაშიფრულია და მას აქვს „ომიკრონის“ სპაიკ ცილა ანუ ის ნაწილი, რომელიც გავრცელების სიჩქარეზეა პასუხისმგებელი; სტრუქტურული, ძირითადი ცილები კი მას „დელტასგან“ აქვს, ამიტომ სტრუქტურის მიხედვით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ შტამს შესაძლოა ჰქონდეს „ომიკრონის“ გავრცელების სიჩქარე და „დელტა“ შტამით ინფიცირების მიმდინარეობის სიმძიმე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ და დასძინა, რომ სიმპტომატიკაზე საუბარი ჯერ არ არის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც კორონავირუსით მძიმედ დაავადების რისკს აორმაგებს

პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც, მათი მტკიცებით, ინფიცირებულებში კოვიდ-19-ის მძიმედ მიმდინარეობის რისკს აორმაგებს. კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ აღმოჩენა დაეხმარება ექიმებს იმ ადამიანების იდენტიფიცირებაში, რომლებსაც კორონავირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნით.

„წელიწადნახევარზე მეტხანს მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა იმ გენის იდენტიფიცირება, რომელიც პასუხისმგებელია მძიმედ დაავადებისკენ მიდრეკილებაზე. ეს ნიშნავს, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ, ამოვიცნოთ ადამიანები, რომლებიც კოვიდ 19-სგან სერიოზულად დაზიანების რისკი ემუქრებათ“, – განაცხადა პოლონეთი ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნეჯელსკიმ.

ბელოსტოკის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გენი მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ასაკის, წონის და სქესის შემდეგ, რომელიც განსაზღვრავს რამდენად მძიმედ ავადდება ადამიანი კოვიდ 19-ით. პროექტში ჩართული მეცნიერები განმარტებით, აღნიშნული გენი პოლონეთის მოსახლეობის დაახლოებით 14%-შია, ევროპის მოსახლეობის 8-9%-ში და ინდოეთში – მოსახლეობის 27%-ში.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

რამდენად საშიშია „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი, რომელიც მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაშია დადასტურებული

უკვე ცნობილია, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი BA.1 მნიშვნელოვნად უფრო გადამდებია, ვიდრე ვირუსის მანამდე დაფიქსირებული ვარიანტები. ცოტა ხნის წინ გაჩნდა „ომიკრონ“ ვარიანტის ქვეტიპი, BA.2, რომლითაც იანვრის 10 რიცხვამდე გაერთიანებულ სამეფოში მინიმუმ 400 ადამიანი დაინფიცირდა, ახლა კი,
აღნიშნული ქვეტიპი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. ყველაზე მეტი შემთხვევა კი დანიაშია დადასტურებული. ახალი ქვეტიპის სწრაფი გავრცელება იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ის შეიძლება იყოს უფრო გადამდები, ვიდრე „ომიკრონის“ თავდაპირველი ვარიანტი. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) BA.2-ს "მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასადგენად, იწვევს თუ არა BA.2 უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე „ომიკრონ“ BA.1 და ამიტომ, კვევა გრძელდება. ამასთან, მეცნიერების ნაწილს აქვს შიში იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, მომავალში „ომიკრონის“ ერთ-ერთი ვარიანტის „დელტა“ ვარიანტთან შერწყმა მოხდეს და უფრო სახიფათო ვირუსი გაჩნდეს.

 

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

“ფაიზერის“ ხელმძღვანელი – ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში იქნება საჭირო

კომპანია “ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით ყოველწლიურად ვაქცინაცია, სავარაუდოდ, კიდევ ბევრი წლის
განმავლობაში დასჭირდებათ. მისი თქმით, ეს საჭირო იქნება იმისთვის, რომ მოქალაქეები ვირუსისგან
მაქსიმალურად დაცულები იყვნენ.
ალბერტ ბურლას განცხადებით ვაქცინამ, რომელიც „ფაიზერმა“ გერმანულ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

„ჩვენ ვაქცინაციით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ და მსოფლიო ეკონომიკის ტრილიონობით დოლარი დავზოგეთ. იმ ხალხს, რომლებსაც უბრალოდ ეშინიათ, მინდა ვუთხრა : ერთადერთი
ადამიანური ემოცია, რომელიც შიშზე ძლიერია, არის სიყვარული. მიიღო გადაწყვეტილება, აიცრა, მხოლოდ შენს ჯანმრთელობაზე არ ახდენს ზეგავლენას, ეს ზეგავლენას ახდენს სხვა ადამიანებზეც და განსაკუთრებით იმათზე, ვისთანაც შენთან ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა აქვს. ასე რომ, გამოიჩინე გამბედაობა, დაძლიო შიშები და მოიქეცით სწორად“, – განაცხადა მან.

ცნობილია, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა -70C ტემპერატურაზე უნდა მოხდეს, რაც ართულებს მის ტრანსპორტირებას ბევრ ქვეყანაში, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ უახლოეს ერთი თვის განმავლობაში
იგეგმება ვაქცინის ახლებურად შემუშავება და მისი შენახვა სამი თვის განმავლობაში მაცივრის ტემპერატურაზე იქნება შესაძლებელი.
ცნობილია, რომ კომპანია “ფაიზერი“ მუშაობს ვაქცინაზე, რომელიც „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ იმოქმედებს და ის, სავარაუდოდ, 100 დღეში იქნება მზად. ამასთან, „ფაიზერმა“ შექნა ანტივირუსული აბი Paxlovid-ი. კვლევების წინასწარი შედეგების თანახმად, პრეპარატი ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკს თითქმის 90%-ით ამცირებს.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

მსოფლიო მეტეოორგანიზაციამ ორი რეკორდული ელვა დააფიქსირა – ყველაზე გრძელი და ყველაზე ხანგრძლივი

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ორი რეკორდული ელვა დააფიქსირა – ყველაზე გრძელი და ყველაზე ხანგრძლივი. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ყველაზე გრძელი ელვა აშშ-ის სამხრეთით, 2020 წლის 29 აპრილს დაფიქსირდა. მან 768 ± 8 კილომეტრის სიგრძე მოიცა, რაც წინა რეკორდზე 60 კილომეტრით მეტია.

ყველაზე ხანგრძლივი ელვა კი ცაზე 17,1 წამის განმავლობაში ჩანდა და ის 2020 წლის 18 ივნისს, ურუგვაიში დააფიქსირეს. წინა რეკორდი (17,73 წამი) 2019 წლის მარტში, არგენტინაში იყო დაფიქსირებული.

რეკორდული ელვები უახლესი თანამგზავრების მეშვეობით დააფიქსირეს. მეტეოროლოგები არ გამორიცხავენ, რომ დედამიწაზე უფრო ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები ხდება, რომელთა დაფიქსირებასაც სპეციალისტები ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეძლებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

ჯანმო-ს წარმომადგენელი – თუ ფიქრობთ რომ დაცული ხართ, იმიტომ, რომ კოვიდი უკვე გადატანილი გაქვთ, ეს ასე არ არის

თუ ფიქრობთ, რომ დაცული ხართ, რადგან კოვიდ-19 გადატანილი გაქვთ, ეს ასე არ არის და ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ვაქცინაცია ჩაიტარონ, მაშინაც კი, თუ ადრე კოვიდ 19-ით დაინფიცირებულები იყვნენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის წარმომადგენელმა კეტრინ სმოლვუდმა განაცხადა.
მან მოქალაქეებს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად აიცრან „ბუსტერ“ დოზით. ჯანმო-ს წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი მონაცემების თანახმად, კორონავირუსის ახალ, „ომიკრონ“ ვარიანტს მსუბუქი სიმპტომები აქვს, მას მძიმე დაავადების განვითარების პოტენციალი გააჩნია.
„ჩვენ დავინახეთ, რომ „ომიკრონს“, პოტენციურად, ხელახალი დაინფიცირების ხუთჯერ მეტი რისკი აქვს „დელტა“ ვარიანტთან შედარებით დავინახეთ, რომ ვაქცინები ხელს უშლის მძიმე დაავადების განვითარებას, მათ შორის „ომიკრონით“ დაინფიცირებულებს შორის. ასე რომ, არ იფიქროთ, რომ დაცული
ხართ ბუნებრივი იმუნიტეტით, ვაქცინები ყველაზე ძლიერი იარაღია, რაც ამჟამად კორონავირუსის წინააღდეგ საბრძოლველად გვაქვს,“- აღნიშნა კეტრინ სმოლვუდმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი მსოფლიოს 110 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
 
წყარო : Euronews
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

“კორონავირუსის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს” – ჯანმო

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტო­რი, ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სი აცხა­დებს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 2022 წელს უნდა დას­რულ­დეს.

“2022 წელი კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლი უნდა იყოს. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ორი წელი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობთ ვირუსს და მის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა ია­რა­ღი გვაქვს“, – გა­ნა­ცხა­და მან.

გებ­რე­ი­სუს­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით იმ­დე­ნი ვაქ­ცი­ნაა, რომ 2022 წლის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის­თვის ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის სრუ­ლი­ად ასაც­რე­ლად საკ­მა­რი­სია.

“თუ ჩვენ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს არ ავცრით, შე­საძ­ლოა, პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლი კი­დევ გა­და­ი­დოს“, – გა­ნა­ცხა­და ჯან­მო-ს დი­რექ­ტორ­მა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

„ომიკრონი“ თითოეული ჩვენგანის სახლში შევა – ბილ გეიტსი

„ომიკრონი“ ისტორიაში ყველა ვირუსზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ძალიან მალე ის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იქნება. უცნობია, რამდენად რთულად მიმდინარეობს ეს ვირუსი, და ვიდრე ეს გვეცოდინება, „ომიკრონს“ სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ, – ამის შესახებ კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი წერს.

„როდესაც ყველას გვეგონა, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა, ჩვენ, შესაძლოა, ახლა პანდემიის ყველაზე რთულ ფაზაში შევდივართ. „ომიკრონი“ თითოეული ჩვენგანის სახლში შევა. ჩემს ახლო მეგობრებს დაუდგინდათ კორონავირუსის ეს შტამი და მე ჩემი შვებულების გეგმების უმეტესობაც გავაუქმე. „ომიკრონი“ ისტორიაში ყველა ვირუსზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ძალიან მალე ის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იქნება. უცნობია, რამდენად რთულად მიმდინარეობს ეს ვირუსი, და ვიდრე ეს გვეცოდინება, „ომიკრონს“ სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა ვატაროთ პირბადე, თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან და ავიცრათ. „ბუსტერ დოზით“ აცრა საუკეთესო დაცვაა. კარგი სიახლეა ის, რომ „ომიკრონი“ ისე სწრაფად ვრცელდება, რომ როგორც კი ის დომინანტური ხდება, ინფიცირების ტალღა 3 თვეზე ნაკლები გრძელდება. მჯერა, რომ თუ სწორ ზომებს მივიღებთ, პანდემია 2022 წელს დასრულდება“, – წერს ბილ გეიტსი Twitter-ზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 11 12 13 14 15 90
Page 13 of 90