close

მსოფლიო

მედიცინამსოფლიო

ოქსფორდის უნივერსიტეტმა და AstraZeneca-მ „ომიკრონ“ შტამზე მორგებული ვაქცინის ვერსიის წარმოებაზე მუშაობა დაიწყეს

ოქსფორდის უნივერსიტეტმა და AstraZeneca-მ „ომიკრონ“ შტამზე მორგებული ვაქცინის ვერსიის წარმოებაზე მუშაობა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Financial Times-ი ავრცელებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა, სენდი დუგლასმა განაცხადა, რომ განახლებული ვაქცინა შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ ახალ ვარიანტზე უფრო სწრაფად რეაგირებისთვის.

„ჩვენს პარტნიორ AstraZeneca-სთან ერთად წინასწარი ნაბიჯები გადავდგით განახლებული ვაქცინის წარმოებისთვის“, – აღნიშნა სენდი დუგლასმა.

სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის ორი დოზით უზრუნველყოფილი დაცვა სრული ვაქცინაციიდან სამ თვეში მცირდება, მათ შორის მძიმე დაავადების წინააღმდეგ.

ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებით, ადრეული მონაცემები ცხადყოფს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზა „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცვის აღდგენას უწყობს ხელს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერები – COVID-19-ის აცრის შემდეგ თრომბის ჩამოყალიბების მიზეზი დადგენილია

მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ COVID-19-ის აცრის შემდეგ თრომბის ჩამოყალიბების მიზეზი დადგენილია. აღნიშნული კვლევა იძლევა იმედს, რომ მოდიფიცირებულ პრეპარატებს ეს გვერდითი მოვლენები არ ექნებათ. მეცნიერთა მტკიცებულებები და მათი მოსაზრებები Deutsche Welle-მ წარმოადგინა.

რა მოხდა?

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელიც ბრიტანელი და ამერიკელი მეცნიერებისგან არის დაკომპლექტებული,  შესაძლოა, დაადგინა, თუ რატომ უვითარდება ზოგიერთ ადამიანს თრომბოზი AstraZeneca-ს ან Johnson & Johnson-ის ვაქცინების გაკეთების შემდეგ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზემოთ ხსენებული პრეპარატებით აცრის შემდეგ ზოგ შემთხვევაში ახალგაზრდებს თრომბი უყალიბდებათ, 2021 წლის მარტში გავრცელდა. ამის საპასუხოდ, ზოგიერთმა ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეზღუდა და ის მხოლოდ ხანდაზმულებისთვის დაუშვა.

უკვე რვა თვის შემდეგ კი, ამ ვაქცინების შემსწავლელმა მკვლევრებმა
შედეგები გამოაქვეყნეს. აღნიშნულმა მასალებმა რეცენზირების პროცესი უკვე გაიარა. მათ მიაჩნიათ, რომ ამ ვექტორულ ვაქცინებს შეუძლიათ მოიზიდონ პროტეინი, რომელიც იმუნურ პასუხს იწვევს. ეს კი, თავის მხრივ, აპროვოცირებს პოტენციურად საშიშ პროცესს, რომელსაც სისხლის შედედება ეწოდება.

თრომბოზი: იშვიათი, თუმცა საშიში სიტუაცია

„ვაქცინით გამოწვეული იმუნური თრომბოზული თრომბოციტოპენია ასევე ცნობილი, როგორც თრომბოზი თრომბოციტოპენიის სინდრომით, არის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანებზე“, – წერენ მკვლევრები პრესრელიზში.

რამდენად იშვიათია ეს მოვლენა, ამის თვალსაჩინო მაგალითია სტატისტიკური მონაცემები. 2021 წლის ოქტომბერში ბრიტანეთის გულის ფონდმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ვაქცინის 24,9 მილიონი პირველი დოზის და 24,1 მილიონი მეორე ინექციის გაკეთების შედეგად თრომბოზის  423 შემთხვევა გამოვლინდა. ამ 423 ადამიანიდან 72 გარდაიცვალა. სიკვდილის 6 შემთხვევა ვაქცინის მეორე დოზის გაკეთების შემდეგ დაფიქსირდა. გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი გერმანიასა და ავსტრალიაშიც.

კვლევის შედეგები ვირუსულ ვექტორზე  მიუთითებს

Oxford-AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებში ვირუსული ვექტორის ტექნოლოგიაა გამოყენებული. კარდიფის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ სისხლის შედედება გამოწვეულია “სწორედ ვირუსული ვექტორით – მოცემულ შემთხვევაში ადენოვირუსით, რომელიც კორონავირუსის გენეტიკური მასალის უჯრედებში გადასატანად გამოიყენება და თრომბოციტულ ფაქტორ 4-თან ( PF4) მისი დაკავშირების გზით“.

ადენოვირუსები გავრცელებული ვირუსებია, რომლებიც სხვადასხვა სახის დაავადებას იწვევს. მაგალითად, ყელის ტკივილით დაწყებული, კონიუნქტივიტით დასრულებული. მათ ასევე იყენებენ როგორც გადამზიდავებს- ვაქცინებში სატრანსპორტო საშუალებებს. ისინი გვეხმარებიან, რომ ჩვენს იმუნურ სისტემას ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა ამ უკანასკნელმა იცოდეს, თუ რა არის კორონავირუსი და მისი დამარცხება შეძლოს. ამ შემთხვევაში მათ „ვირუსულ ვექტორებს“ უწოდებენ.

მეცნიერთა აზრით, „ძალიან იშვიათ შემთხვევაში ვირუსულ ვექტორს შეუძლია  სისხლში შეაღწიოს და დაუკავშირდეს PF4-ს, სადაც იმუნური სისტემა მას უცხოდ აღიქვამს“. მკვლევრები თვლიან, რომ ასეთმა არასწორმა იმუნიტეტმა შეიძლება გამოიწვიოს PF4-ის წინააღმდეგ ანტისხეულების გამოთავისუფლება, რომლებიც აკავშირებენ თრომბოციტებს და მათ ააქტიურებენ. სწორედ ეს იწვევს მათ თავმოყრას ერთ ადგილზე, რის შედეგადაც თრომბი წარმოიქმნება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ აცრის შემდეგ მსგავსი გვერდითი მოვლენა ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანებში დაფიქსირდა.

თრომბოზის განვითარების პრობლემის შესაძლო გადაწყვეტა

ეს არ არის პირველი კვლევა, რომელიც ზოგიერთ ადამიანში, ვექტორული ვაქცინების მიღების შემდეგ, თრომბის წარმოქმნისას PF4-ის როლს შეისწავლიდა. ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) განაცხადა, რომ აღმოაჩინა „შესაძლო კავშირი სისხლის უჩვეულო შედედების ძალიან იშვიათ შემთხვევებსა და სისხლში თრომბოციტების დაბალ რაოდენობას შორის“.

მაისში კი გერმანელმა მკვლევრებმა გამოაქვეყნეს პრეპრინტი, რომელსაც რეცენზირება ჯერ კიდევ არ გაუვლია. აღნიშნული კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა PF4-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩინეს იმ ადამიანებში, რომლებმაც ვექტორული ვაქცინები გაიკეთეს. თუმცა მიმდინარე კვლევა, რომელიც კარდიფსა და არიზონაში ჩატარდა, უკვე რეცენზირებულია და ავტორები ამტკიცებენ, რომ მათ ახლა უკეთ იციან, რატომ ხედავენ პრობლემას PF4-ის ცილაში.

კომპანია AstraZeneca-ს მიერ წარმოებულ ვექტორულ ვაქცინას- Vaxzevria, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ChAdOx1, აქვს ძლიერი უარყოფითი მუხტი, რომელსაც „შეუძლია მაგნიტის პრინციპით იმოქმედოს და მიიზიდოს საპირისპიროდ დამუხტული ისეთი ცილები, როგორიცაა- PF4“. ახლა, როდესაც მეცნიერებმა ეს უკვე იციან, მათ შეუძლიათ პრობლემის პოტენციურ გადაწყვეტაზე მუშაობა დაიწყონ.

პრესრელიზში მოყვანილია კვლევის წამყვანი ავტორის, ალექსანდრე ბეიკერის  სიტყვები იმის შესახებ, რომ არსებობს „ვაქცინის კაფსიდის ანუ გარე გარსის დამუშავების შესაძლებლობა, რათა ეს ურთიერთქმედება თავიდან იქნეს აცილებული“. „ელექტრონეგატიურობის შესამცირებლად ChAdOx1-ის შეცვლამ შეიძლება თრომბოზის ალბათობა შეამციროს“, – აღნიშნავს მეცნიერი.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვაქცინების გამოყენების შემდეგ აღმოაჩინეს მათთვის დამახასიათებელი იშვიათი ან აქამდე უცნობი რისკი. თუმცა ამავდროულად, ეს პრეპარატები იცავს ადამიანებს იმ დაავადებისგან, რომელთა წინააღმდეგაც იყო შემუშავებული. ეს მოხდა, მაგალითად, პოლიომიელიტის ერთ-ერთი ვაქცინის შემთხვევაშიც. მან ხელი შეუწყო ველური პოლიომიელიტის აღმოფხვრას, თუმცა ამავდროულად გამოიწვია ვაქცინური წარმომავლობის (cVDPV) ვირუსის სხვა ფორმა, რომელსაც მთელ მსოფლიოში დღემდე ებრძვიან. იმის საფუძველზე, რაც ახლა ცნობილია თრომბის იშვიათი რისკის შესახებ, უნდა ველოდოთ, რომ მეცნიერებს შეეძლებათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვექტორული ვაქცინები გააუმჯობესონ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ჯანმო-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეშვიდე ვაქცინა დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bharat Biotech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „კოვაქსინის“ გადაუდებელი გამოყენებას ავტორიაცია გასცა.
„კოვაქსინის“ გამოყენების საკითხზე ასევე იმსჯელა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულმა საკონსულტაციო ჯგუფმა, რომელმაც 18 წლის და უფროსი ასაკის პირების 2 დოზით, 4-კვირიანი ინტერვალით, აცრის რეკომენდაცია გასცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14 დღეში მისი ეფექტურობა 78%-ს შეადგენს, დაავადების მძიმე ფორმის განვითარებისგან კი „კოვაქსინი“ ვაქცინირებულებს 93%-ით იცავს.
„„კოვაქსინის“ ვაქცინა კოვიდ 19-სგან დაცვის კუთხით ჯანმო-ს სტანდარტებს აკმაყოფილებს და ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს“, – ნათქვამია ჯანმო-ს განცხადებაში.
„კოვაქსინი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეშვიდე ვაქცინაა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა მოიპოვა. ჯანმო-ს მიერ დღემდე დამტკიცებული ვაქცინებია : „ფაიზერ/ბიონტექის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინები.

წყარო : who.int
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

ტასმანიაზე დადგამენ “დედამიწის შავ ყუთს”, რომელიც მომავალ თაობებს პლანეტაზე მომხდარი მოვლენების შესახებ ამცნობს

ავსტრალიაში მდებარე კუნძულ ტასმანიის დასავლეთ სანაპიროზე მალე განთავსდება “დედამიწის შავი ყუთი”. ფოლადის უზარმაზარი კონსტრუქცია მზის ენერგიაზე მომუშავე მყარი დისკებით იქნება აღჭურვილი და სხვადასხვა სამეცნიერო მიღწევებისა და მსოფლიოს ყველაზე დიდ პრობლემათა შესახებ მუდმივად განახლებად მონაცემებს შეინახავს.
მყარ დისკებზე იქნება ინფორმაცია კლიმატის ცვლილებებთან, გარემოს დაბინძურებასთან, ცხოველთა სახეობების გადაშენებასთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მომავალ თაობებს პლანეტაზე მომხდარი მოვლენების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ კომპანიები “Clemenger BBDO” და “Glue Society” ტასმანიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. საკმაოდ დიდი ზომის კონსტრუქციის სრულყოფა 2022 წელს იგეგმება. იდეის ავტორთა განცხადებით – „ამ მოწყობილობის მიზანია იმ მოვლენათა მიუკერძოებლად აღწერა, რომლებიც პლანეტას აღსასრულს უქადის, მომავალი თაობებისთვის ანგარიშის მიწოდება და სასწრაფო მოქმედების შთაგონება. მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ დასრულდება ეს ამბავი”.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

„ომიკრონმა“ შესაძლოა, პანდემიის დასასრული დააჩქაროს?! – რას ამბობენ მეცნიერები

მეცნიერების ერთი ნაწილი მივიდა იმ აზრამდე, რომ „ომიკრონის“ ფართოდ გავრცელების შემთხვევაში შესაძლოა, პანდემიის დასასრული იმაზე ადრე დადგეს, ვიდრე ვარაუდობდნენ.

როგორც მან „ფოქსნიუსთან” განაცხადა, ახალი შტამი უფრო მეტად გადამდები ჩანს, თუმცა, ნაკლებად მძიმე ავადობას იწვევს.

„ახალი ვარიანტის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ყოველთვის არის შანსი, რომ ახალი შტამი  უფრო მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე აქამდე გვქონია. ჯერჯერობით,  მხოლოდ ანგარიშები გვაქვს სამხრეთ აფრიკიდან. თუმცა, თუ შტამი ჰიპოთეტურად არ იწვევს მძიმე დაავადებას და, მეორე მხრივ, ვრცელდება ძალიან სწრაფად და ამით ყველა ავადდება, ძალიან რთული იქნება დაინფიცირებისგან თავის არიდება.

შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ სცენარი, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი, თუ არა აბსოლუტურად ყველა, დაავადდება ვირუსის მსუბუქი ვერსიით, თუმცა, გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებითაც, თუ სამომავლოდ რამე სხვა უფრო მომაკვდინებელი ვარიანტი გამოჩნდება, ვირუსისგან დაცული იქნება”, – ჰუმან ჰემათიმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

“ომიკრონმა“ შესაძლოა, პანდემიის დასასრული დააჩქაროს – მეცნიერების ვარაუდი

მეცნიერების ერთი ნაწილი მივიდა იმ აზრამდე, რომ  „ომიკრონის“ ფართოდ გავრცელების შემთხვევაში შესაძლოა, პანდემიის დასასრული იმაზე ადრე დადგეს, ვიდრე ვარაუდობდნენ. თეორიის შესახებ რამდენიმე სპეციალისტმა მედიასთანაც ისაუბრა, მათ შორის – მეცნიერ-მკვლევარმა, ჰუმან ჰემათიმ.   როგორც მან „ფოქსნიუსთან” განაცხადა, ახალი შტამი უფრო მეტად გადამდები ჩანს, თუმცა, ნაკლებად მძიმე ავადობას იწვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე უამრავი ადამიანი დაავადდება, მაგრამ გამოიმუშავებენ ანტისხეულებს, რაც მათ სამომავლო ინფექციებისგან დაიცავს.

„ახალი ვარიანტის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ყოველთვის არის შანსი, რომ ახალი შტამი  უფრო მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე აქამდე გვქონია. ჯერჯერობით,  მხოლოდ ანგარიშები გვაქვს სამხრეთ აფრიკიდან. თუმცა,  თუ შტამი ჰიპოთეტურად არ იწვევს მძიმე დაავადებას და, მეორე  მხრივ, ვრცელდება ძალიან სწრაფად და ამით ყველა ავადდება, ძალიან რთული იქნება დაინფიცირებისგან თავის არიდება.

შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ სცენარი, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი, თუ არა აბსოლუტურად ყველა, დაავადდება ვირუსის მსუბუქი ვერსიით, თუმცა, გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებითაც, თუ სამომავლოდ რამე სხვა უფრო მომაკვდინებელი ვარიანტი გამოჩნდება, ვირუსისგან დაცული იქნება”, – განაცხადა ჰემათიმ.

წყარო : kvira.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიო

ბელგიაში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენის ზოოპარკში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ბეჰემოთებს სურდო დაეწყოთ, რის შემდეგაც ვეტერინარებმა მათ ანალიზები აუღეს. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია – ზოოპარკში მკაცრი სანიტარული ზომები იყო დაცული, თანამშრომლებს კი კორონავირუსი არ ჰქონიათ.

ამჟამად ბეჰემოთები თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ იზოლაციაში იმყოფებიან. მათი სრულ გამოჯანმრთელებამდე ვოლიერი ზოოპარკის სტუმრებისთვის დახურული იქნება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

ისლანდიაში მსოფლიოში პირველ ვულკანურ ობსერვატორიას ააშენებენ🌋

ისლანდიაში, ვულკან კრაფლაში ორი კილომეტრის სიღრმის ჭაბურღილის გათხრა უნდათ, რომლის ბაზაზეც მსოფლიოში პირველი მიწისქვეშა ვულკანური ობსერვატორია იმუშავებს. ამის შესახებ France 24 წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 100 მილიონ დოლარად ფასდება. მასზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, მაგრამ პრაქტიკული სამუშაოების დაწყება მხოლოდ 2024 წელს იგეგმება. პროექტზე მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი მუშაობს 11 ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან. მათი მიზანი მაგმის დედამიწის ზედაპირზე ამოფრქვევამდე შესწავლაა.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მიღებული ცოდნა ვულკანების ამოფრქვევის უკეთ პროგნოზირებაში დაეხმარებათ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალი, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ვარიანტი „შემაშფოთებელ“ ვარიანტად შეაფასა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალ, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ვარიანტს "შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიენიჭა. ორგანიზაციის განმარტებით, ე.წ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს, სავარაუდოდ, სხვა ვარიანტებთან შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებელი
ახასიათებს. ახლახან აღმოჩენილ B.1.1.529 შტამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ
,,ომიკრონი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონს“ უამრავი სხვადასხვა სახის მუტაცია აქვს, მათგან რამდენიმე კი შემაშფოთებელია. მათი განმარტებით, ექსპერტებს რამდენიმე კვირა დასჭირდებათ იმისთვის, რომ დაადგინონ რამდენად გადამდებია ახალი შტამი და რამდენად ეფექტურია
არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ. კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტის დაფიქსირების გამო
სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-მა, ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, იტალიამ, ჩეხეთმა, გერმანიამ და ავსტრალიამ. ამასთან, ევროკომისია გეგმავს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეგიონთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის ინიციატივით მიმართოს.
„ევროკომისია, წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციით, შესთავაზებს გადაუდებელი ზომების ამოქმედებას სამხრეთ აფრიკის რეგიონიდან საჰაერო მიმოსვლის შესაჩერებლად, B.1.1.529 ვარიანტის გავრცელების გამო, რომელიც შეშფოთების იწვევს,“ – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ
ლაიენი „ტვიტერში“. გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკული ვარიანტი ევროპაში უკვე
დაფიქსირდა. კერძოდ, B.1.1.529 ვარიანტი ბელგიაში ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ეგვიპტიდან, თურქეთის გავლით ჩავიდა. ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა ისრაელშიც.
დაინფიცირებული მოქალაქე ისრაელში სხვა ქვეყნიდან დაბრუნდა.

წყარო : Reuters , The Guardian , BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ჯანმო: კოვიდგადატანილი პირები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტით უფრო ადვილად შეიძლება დაინფიცირდნენ

კოვიდგადატანილი პირები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტით უფრო ადვილად შეიძლება დაინფიცირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

„წინასწარი მტკიცებულება ვარაუდობს, რომ „ომიკრონით“ რეინფიცირების გაზრდილი რისკი არსებობს (ანუ, ადამიანები, რომლებმაც ადრე კორონავირუსი გადაიტანეს, „ომიკრონი“ შტამით უფრო ადვილად შეიძლება დაინფიცირდნენ), სხვა შემაშფოთებელ ვარიანტებთან შედარებით, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ შეზღუდულია. დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებსა და კვირებში გახდება ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 12 13 14 15 16 90
Page 14 of 90