close

მსოფლიო

მედიცინამსოფლიო

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი: „ომიკრონი“ შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას“ ვირუსია

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელის, ფრანკ ულრიხ მონტგომერის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას“ ვირუსია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Berliner Zeitung-ი წერს.

მისივე თქმით, სპეციალისტებს ჯერ არ აქვთ ზუსტი პასუხი, თუ რამდენად საშიშია „ომიკრონი“, თუმცა ცნობილია, რომ ის საკმაოდ სწრაფად ვრცელდება.

„ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ეს შტამი შესაძლოა გახდეს ისეთივე ადვილად გავრცელებადი, როგორიც „დელტაა“, და ისეთივე საშიში, როგორიც „ებოლას“ ვირუსია. კაცობრიობამ თავიდანვე არასათანადოდ შეაფასა კორონავირუსის საფრთხე და მას გრიპს ადარებდა. ბევრი ქვეყანა თვლიდა, რომ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას შეძლებს, თუმცა შემდეგ „დელტა“ შტამი გაჩნდა“, – აცხადებს მონტგომერი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

მსოფლიოში პირველად მამაკაცს 3D პრინტერით შექმნილი თვალი გადაუნერგეს!

ლონდონის Moorfields-ის ოფთალმოლოგიური კლინიკის თანახმად, ბრიტანელი მამაკაცი პირველი პაციენტი გახდა მსოფლიოში, რომელსაც 3D პრინტერის თვალი გადაუნერგეს. 47 წლის სტივ ვერსს, ხუთშაბათს სრულად ციფრული თვალის პროთეზი მოარგეს — იგი ექსკლუზიურად სტივს მოარგეს, შესაბამისი გაზომვითი ტესტების მეშვეობით.

ახალი თვალი უფრო რეალისტურია, ვიდრე სხვა ალტერნატივები და შექმნილია იმისათვის, რომ უფრო მკვეთრი ხედვა და გუგის რეალური სიღრმე უზრუნველყოს. სხვა პროთეზირებული თვალები ხელით დახატული ფერადი გარსისგან შედგება, რომელიც შემდეგ ორბიტაშია ჩასმული. ასეთი დიზაინი ხელს უშლის სინათლის თვალის “სრულ სიღრმეში” მიღწევას. ახალი პროცედურა კი არა მხოლოდ რეალისტურად გამოიყურება, არამედ ნაკლებ ინვაზიურადაც ითვლება.

ჩვეულებრივი პროთეზირება მოითხოვს ორბიტალურ ანაბეჭდს, ხოლო 3D თვალის ბუდეები, დეტალური სურათის შესაქმნელად, ციფრულად არის სკანირებული. ვერსის ფუნქციური თვალიც ასევე სკანირებული იყო, რათა ორივე თვალის შემთხვევაში ერთნაირი ვიზუალი ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

ლოდინის დროის განახევრების შესაძლებლობა

საჭირო პროცედურების ჩატარების შემდეგ 3D გამოსახულება გერმანიაში გაიგზავნა დასაბეჭდად. “20 წლიდან მჭირდებოდა პროთეზი და ყოველთვის მრცხვენოდა ამის. სახლიდან გასვლისას ხშირად სარკეში ვიყურებოდი და არ მომწონდა, რასაც ვხედავდი… ახლა კი ეს ახალი თვალი ფანტასტიკურად გამოიყურება. 3D ბეჭდვის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, ის თანდათან სულ უფრო უკეთესი გახდება” — აღნიშნავს პაციენტი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის „ნიუ“ ვარიანტის გავრცელება ბელგიაში დადასტურდა.

საუბარია ზრდასრულ ქალზე, რომელსაც სიმპტომები ეგვიპტეში თურქეთის გავლით მოგზაურობიდან დაბრუნებიდან 11 დღის შემდეგ განუვითარდა.

აღსანიშნავია, რომ მას არ ჰქონდა კავშირი სამხრეთ აფრიკასთან ან აფრიკის კონტინენტის სამხრეთით მდებარე რომელიმე სხვა ქვეყანასთან. დიაგნოზის დროს პაციენტს მაღალი ვირუსული დატვირთვა დაუფიქსირდა.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწამედიცინამსოფლიო

Reuters – ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრი გახდა

ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრი გახდა, რამაც ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა აიძულა, „ლოქდაუნის“ ხელახლა დაწესების საკითხი განიხილოს. შვიდდღიანი ინფიცირების მაჩვენებელით, ევროპაზე მსოფლიოში დაფიქსირებული დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების დაახლოებით ნახევარი მოდის.

ქვეყნები, მათ შორის ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია და ჩეხეთი, ატარებენ ან გეგმავენ ზომებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ რუტემ სამკვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, რომელიც ძალაში დღეიდან შედის. შეზღუდვების ფარგლებში ბარები, რესტორნები და სუპერმარკეტები ყოველდღე 20:00 საათზე დაიხურება, ის მაღაზიები კი, რომლებიც პირველადი საჭიროების პროდუქტებით არ ვაჭრობენ – 18:00 საათზე. სპორტული ღონისძიებები მაყურებლების გარეშე ჩატარდება, მოსახლეობას კი მოუწოდებენ, იმუშაონ დისტანციურად, თუკი ამის შესაძლებლობა აქვთ.

გერმანიაში დღეიდან კოვიდ-19 -ზე ტესტის ჩატარება კვლავ უფასო ხდება. ამასთან, ქვეყნის პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს მიიღოს ზომები საჯარო ადგილებში პირბადეების სავალდებულო გამოყენებისა და დისტანციის წესის დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც მომდევნო წლის მარტამდე გაგრძელდება.

ავსტრიის ხელისუფლება არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის „ლოქდაუნის“ დაწესებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს, რომლებსაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვთ, გადაადგილება შეეზღუდებათ.

ლიეტუვამ ოქტომბრის შუა რიცხვებში ოთხკვირიანი „ლოქდაუნი“ დააწესა. ამასთან, გუშინ, ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლის თანახმადაც, იმ დეპუტატებს, რომლებიც უარს იტყვიან ვაქცინაციაზე, კენჭისყრასა და დისკუსიებში მონაწილეობა აეკრძალებათ.

შეზღუდვები გაამკაცრეს ჩეხეთმა, სლოვაკეთმა და რუსეთმაც. ვირუსოლოგები აცხადებენ, რომ პანდემიის დასამარცხებლად „ვერცხლის ტყვია“ მხოლოდ ვაქცინაცია არაა და აუცილებელია სხვა ზომების მიღებაც, როგორიცაა მაგალითად დისტანციის დაცვა და პირბადეების გამოყენება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

ტვინის ახალი იმპლანტი ფიქრით წუთში 90 სიტყვის “დაწერის” საშუალებას იძლევა

სტენფორდის მეცნიერებმა შეიმუშავეს ტვინის იმპლანტი, რომელმაც პარალიზებულ ადამიანს საშუალება მისცა წუთში 90 სიტყვა “აეკრიფა” და ეს მხოლოდ სიტყვებზე ფიქრით.

მკვლევრებმა თავიანთი დასკვნები Nature-ში მაისში გამოაქვეყნეს, ხოლო ახლა ის წარადგინეს WE Summit-ზე, სამეცნიერო ტელეკონფერენციაზე, რომელსაც Tencent-მა უმასპინძლა 6 ნოემბერს.

შედარებით ძველი იმპლანტის სისტემები ხშირად ეყრდნობა სისტემას, რა დროსაც ადამიანი გონებით გადაადგილებს კურსორს ციფრულ კლავიატურაზე კონკრეტულ სიმბოლოებზე. ახალი ნერვული იმპლანტის გამოყენებით პაციენტმა წარმოიდგინა თუ როგორ წერდა ხელით სიტყვებს და მან მათი “დაწერა” ასე შეძლო — წარმოდგენის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტი შიფრავს ნერვულ სიგნალებს და ჩნდება სიტყვა ეკრანზე.

SCMP-ის მიხედვით, ჯგუფმა გააერთიანა ნერვული იმპლანტის სისტემა ავტოკორექტირების ფუნქციასთან, რამაც გამოიწვია 99 პროცენტიანი სიზუსტის მაჩვენებელი. ეს შთამბეჭდავი იქნებოდა ჩვეულებრივ კლავიატურისთვისაც კი. იმპლანტის შემქმნელები ამბობენ, რომ მათ პაციენტს ახლა გონებით მსოფლიოში ყველაზე სწრაფად შეუძლია ტექსტის დაწერა.

“ეს ჯერ მხოლოდ აისბერგის წვერია. როდესაც ჩვენი ტექნოლოგიები დაიხვეწება, უახლოეს ათწლეულებში ჩვენ ბევრად მეტს შევძლებთ”, — განაცხადა კრიშნა შენოიმ, სტენფორდის ნეირომეცნიერმა.

ამასთან, შენოიმ თქვა, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ახლა დგას ნერვული იმპლანტების ტექნოლოგიები, ეს კომერციალიზაციაა. რასაც თავის მხრივ ცდილობს ილონ მასკის კომპანია — Neuralink. მასკს სურს ტვინის იმპლანტები მედიცინაში და სამომხმარებლო ელექტრონიკის სფეროში გადაიტანოს.

როდესაც საუბარია კომერციალიზაციაზე, ჩნდება უსაფრთხოების საკითხებიც — როგორ დავარწმუნოთ ხალხი, რომ ტვინში ელექტროდის სენსორების ჩანერგვა უსაფრთხოა? მეტიც, როგორ გავხადოთ ნერვული იმპლანტის ქირურგია — რომელიც წარმოუდგენლად ძვირია — უფრო ხელმისაწვდომი?ამის მისაღწევად, შენოი იმედოვნებს, რომ კერძო კომპანიები უფრო მეტ რესურსს ჩადებენ როგორც მის კვლევაში, ისე ზოგადად სფეროში.

“ალბათ, ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა. სწორედ აქ გვჭირდება ბიზნესის თუ კონკრეტული ინვესტორების ფოკუსირება ამ პრობლემებზე. საჭიროა მეტი ინვესტირება”, — ამბობს შენოი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

Pfizer-ის ხელმძღვანელი: ისინი, ვინც ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ, კრიმინალები არიან

ისინი, ვინც ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ, კრიმინალები არიან, – განაცხადა ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ.

„ისინი კრიმინალები არიან. ისინი არ არიან უბრალოდ ცუდი ხალხი. ისინი კრიმინალები არიან“, – აღნიშნა ალბერტ ბურლამ.

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ერთადერთი, რაც ცხოვრების ახალ წესსა და ცხოვრების ამჟამინდელ წესს შორის დგას, ვაქცინაციის ყოყმანია, ხოლო ბევრი ადამიანი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მას შემდეგ დაუბრუნდება, როდესაც ბევრი არავაქცინირებული ადამიანი აიცრება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

Mosquirix-ი – მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად ათასობით სიცოცხლის გადასარჩენად შეიქმნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა,
Mosquirix-ი, დაამტკიცა.
პრეპარატს დამტკიცებამდე ორგანიზაციამ მისი ეფექტურობა აფრიკის სამ
ქვეყანაში, განაში, კენიასა და მალავიში, 2019 წლიდან 800 000 -ზე მეტ ბავშვზე
გამოიკვლია.
ვაქცინის ეფექტურობა 30%-ს შეადგენს დასრულად ვაქცინირებისთვის მისი4
დოზაა საჭირო. ამასთან, კვლევის თანახმად, ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი
იმუნური პასუხი რამდენიმე თვეში ქრება. ამ მახასიათებლების მიუხედავად,
ექსპერტები ელიან, რომ ვაქცინა ყოველწლიურად აფრიკაში ათასობით ბავშვის
სიცოცხლეს გადაარჩენს.
მალარიით აფრიკაში ყოველწლიურად 400 000-მდე ადამიანი იღუპება, მათი
უმრავლესობა 5 წლამდე ბავშვია.

წყარო : dw.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი გენდერულად ნეიტრალური პასპორტი გასცეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასცა პირველი გენდერულად ნეიტრალური პასპორტი, სადაც სქესის გრაფა აღნიშნულია ნიშანი “Х”-ით. განმცხადებლებს საშუალება ეძლევათ, თავად აირჩიონ სქესი. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი იმ ადამიანების უფლებების აღიარებაში, რომლებიც არ არიან მამრობითი ან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.
აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა უფლებების საკითხებში, ჯესიკა სტერნმა ამ ნაბიჯს ისტორიული და საზეიმო უწოდა. “როდესაც ადამიანი იღებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომლებიც ასახავს ნამდვილ ვინაობას, ის ცხოვრობს დიდი ღირსებითა და პატივისცემით”, – განაცხადა სტერნმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწამსოფლიო

ილონ მასკის ქონების 2% მსოფლიოში შიმშილის პრობლემას მოაგვარებდა – გაერო

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის დევიდ ბიზლის განცხადებით, თუ უმდიდრესი ადამიანები საკუთარი ქონების უმცირეს ნაწილს გაიღებენ, მსოფლიოში შიმშილის პრობლემა მოგვარდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, დაახლოებით 6 მილიარდი აშშ დოლარი 42 მილიონ ადამიანს შიმშილით სიკვდილისგან იხსნიდა და ეს მაშინ, როდესაც მხოლოდ Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ილონ მასკს 289 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ქონება აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მასკის ქონების დაახლოებით 2%-ს იქნება საკმარისი 42 მლნ ადამიანის გადასარჩენად. ამასთან, ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების ქონებამ ჯამურად 5.04 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გამოცემა წერს, რომ კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე ღარიბების მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. ბოლო მონაცემებით, მაგალითად ავღანეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ანუ 22.8 მილიონი ადამიანი შიმშილობს.

გარდა ავღანეთისა, 5,2 მილიონ ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროება სასურსათო დახმარება ეთიოპიაში, სადაც პოლიტიკური არეულობის ფონზე ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 2 მილიონზე მეტი დევნილი გახდა.

”მე არ ვიცი საიდან იღებენ საკვებს… ჩვენ აღარც საწვავი გვაქვს და აღარც ნაღდი ფული“, – განაცხადა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

კომპანია Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ილონ მასკის მიერ შექმნილი კომპანია Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

Tesla-ს აქციების ღირებულება კომპანია Hertz Global Holdings Inc-თან გარიგების ფონზე გაიზარდა, რომელმაც Tesla-ს 100 ათასი ელექტრომობილი შეუკვეთა. Tesla-ს აქციების ღირებულება 9%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ Tesla მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბაზრის ლიდერებს. კერძოდ, Apple-ის საბაზრო ღირებულება 2.46 ტრილიონ დოლარს შეადგენს, Microsoft-ი – 2.3 ტრილიონი დოლარი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 13 14 15 16 17 90
Page 15 of 90