close

მსოფლიო

მედიცინამსოფლიო

ისტორიაში პირველად – ამერიკელმა ქირურგებმა ადამიანს ღორის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს

ისტორიაში პირველად, ამერიკელმა ქირურგებმა ადამიანს ღორის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ადამიანის ორგანიზმმა უცხო სხეული მიიღო.

პროცედურა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის Langone Health-ის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა.

ექიმებმა ღორის ორგანო გამოიყენეს, რომლის გენები შეცვლილი იყო. კერძოდ, სპეციალისტებმა ქსოვილებიდან ის მოლეკულა ამოიღეს, რომელიც ადამიანის სხეულში მოხვედრისას დაუყოვნებლივ უარყოფით რეაქციას იწვევს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმღები ტვინის სიკვდილის დიაგნოზის მქონე პაციენტია, რომელსაც თირკმლის დისფუნქცია აღენიშნებოდა. პაციენტის ოჯახმა თანხმობა განაცხადა ექსპერიმენტში მის მონაწილეობაზე.

სამი დღის განმავლობაში, ახალი თირკმელი მის სისხლძარღვებთან იყო დაკავშირებული, თუმცა სხეულს გარეთ იყო მოთავსებული, რათა მკვლევრებს მასზე წვდომა ჰქონოდათ.

კვლევის ხელმძღვანელის განცხადებით, გადანერგვის შემდეგ თირკმელი საკმაოდ ნორმალურად მუშაობდა და არ გამოვლენილა ორგანიზმის მიერ თირკმლის მიუღებლობის რაიმე წინასწარი ნიშანი.

აშშ-ში დაახლოებით 107 000 ადამიანი ორგანოთა ტრანსპლანტაციის რიგშია, მათ შორის 90 000-მდე ადამიანი თირკმელს ელოდება. მოცდის ვადა 3-დან 5 წლამდე მერყეობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

“ბუსტერ დოზების” ადმინისტრირების დაწყება ამორალურია – WHO-ს ხელმძღვანელი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, “ბუსტერ დოზების” ადმინისტრირების დაწყება უსამართლო და ამორალურია, მაშინ როდესაც რიგ ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპი და ყველა ტიპის ვაქცინაზე წვდომა დაბალია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

“მოსახლეობისათვის ვაქცინის “ბუსტერ დოზების” შეთავაზება არის ყველაზე ცუდი ქმედება, რაც შეიძლება მსოფლიო საზოგადოებამ ახლა გააკეთოს. ეს არის უსამართლობა, რადგან პანდემიას ვერ დავამარცხებთ თუ ჩვენ ერთი მთლიანი კონტიტენტის არსებობას უგულებელვყოფთ, სადაც ვაქცინაციისთვის საკმარისი პირველი დოზებიც კი ამ დრომდე არ არის”, – განაცხადა გებრეიესუსმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, აფრიკის კონტინეტის მოსახლეობის მხოლოდ 7%-მა მოახერხა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის მიღება, მაშინ როდესაც სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის, ევროპის მოსახელობის 50%-ზე მეტია COVID-ვაქცინის პირველი დოზით აცრილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

რა არის „ტვინდემია“? საფრთხე, რომელზეც მეცნიერები ალაპარაკდნენ

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მეცნიერები მსოფლიოს ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებენ. თუ ინფექციის მომდევნო, რიგით მეოთხე გლობალური ტალღა (და ეს თითქმის გარდაუვალია) ჩვეულებრივი გაციების ან გრიპის სეზონს გადაფარავს, ამან შეიძლება ჯანდაცვის სფეროს მთელი პლანეტის მასშტაბით პრობლემა შეუქმნას და ათობით ან თუნდაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. რამდენად სავარაუდოა ასეთი “ორმაგი დარტყმა” ან როგორც მას დასავლეთში უწოდებენ – „ტვინდემია“ (ინგლისური სიტყვიდან “twins” – ტყუპები) და რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ თავი დავუცვათ? ამ კითხვებზე პასუხები BBC-მ მოიძია.

მართალია თუ არა, რომ მოსალონდელი ქარიშხლის წინ სიმშვიდემ დაისადგურა?

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაციების სეზონი, როგორც წესი, ცივი ამინდის დაწყებით იხსნება და თითქმის ექვს თვეს – დაახლოებით, მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ამ მხრივ, გასული 2020 წელი დიდი გამონაკლისი აღმოჩნდა: სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა დახურული იყო, ზრდასრული მოსახლეობაც ძირითადად სახლის პირობებში რჩებოდა. ასე რომ, გაციებისა და გრიპის გადამტანიც არავინ იყო. მაგალითად, აშშ-ში, სადაც გრიპის ვირუსი ყოველწლიურად კლავს 20-დან 60 ათასამდე ადამიანს (რომელთაგან, სულ მცირე, 200 ბავშვია), გასულ სეზონზე აღნიშნული მიზეზით მხოლოდ ერთი ბავშვი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, სექტემბრიდან მარტის ჩათვლით, მთელ 330-მილიონიან ქვეყანაში გრიპით სულ რაღაც 1500 ადამიანი დაავადდა.

ამ შემოდგომაზე სიტუაცია ფუნდამენტურად განსხვავებულია. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი Covid-19– ის წინააღმდეგ უკვე აიცრა, ხელისუფლება შემზღუდველ ზომებს თანდათან აუქმებს. ბავშვები სკოლებში ბრუნდებიან, უფროსები კი – ოფისებსა და რესტორნებში. შესაბამისად, გასაკვირი არც არის, რომ გაციების შემთხვევების სტატისტიკაც გაიზარდა.

ამის პარალელურად, მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღისთვის ემზადება. ”ჩვენ ერთდროულად ორი რესპირატორული ვირუსის ეპიდემიის საფრთხის წინაშე ვდგავართ. ამის შედეგად, ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება და პაციენტთა ნაკადს ვეღარ გაუმკლავდება“, – გვაფრთხილებს ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი, დანიელ სოლომონი. ამ პროგნოზს ექსპერტ-ეპიდემიოლოგების უმეტესობა ეთანხმება. მათი განმარტებით, ცხოვრების ძველ რიტმთან დაბრუნებას ჩვეული ინფექციების დაბრუნებაც აუცილებლად მოჰყვება.

უბედურება არასდროს მოდის მარტო

“რასაკვირველია, წინასწარ ვერაფერში იქნები დარწმუნებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ზამთარში ჩვენ გვექნება გრიპისა და HRSV ვირუსის (რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი) შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც ქვედა სასუნთქ გზებზე ზემოქმედებს”, – აცხადებს ბრისტოლის უნივერსიტეტის ფიჭური და მოლეკულური მედიცინის სკოლის ვირუსოლოგიის პროფესორი, დევიდ მეთიუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ დღე-დღეზე დაბრუნდება ორი ვირუსი, რომლებიც წინა ზამთარში (შემზღუდველი ზომებით) იყო ჩახშობილი.

მათ, ვისაც სეზონური გრიპის არ ეშინია და შედარებით უსაფრთხო დაავადებად მიიჩნევს, პროფესორი მეთიუსი სტატისტიკას ახსენებს. სწორედ ამ „უვნებელი“ ვირუსით (და მასთან დაკავშირებული გართულებებით) ყოველწლიურად დაახლოებით 650 ათასი ადამიანი იღუპება. ასე რომ, მისი თქმით, ამ ორი ინფექციის სათანადოდ ვერ ან არ შეფასება, ყოვლად დაუშვებელია.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმული ადამიანები (პანდემიის ფონზე კი ისინი ორმაგად დაუცველები არიან) და ბავშვები, რომელთაც იმუნიტეტი ჯერ არ გამყარებიათ. კორონავირუსისგან განსხვავებით, რომელიც მცირე ასაკში შედარებით მარტივად გადააქვთ, პატარებს გაცილებით მაღალი შანსი აქვთ, რომ სეზონური გრიპით სერიოზულად დაავადდნენ და საავადმყოფოში მოხვდნენ. “გრიპის ვირუსის მქონე ბავშვები რომ რეანიმაციულ განყოფილებებში ხვდებიან, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, – ამბობს დევიდ მეთიუსი. „რა თქმა უნდა, ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანებისთვის გრიპი უბრალოდ უსიამოვნო მდგომარეობაა: კარგი რა, ვის არ ჰქონია გრიპი?! თუმცა ჩვენ ისიც ვიცით, რომ სეზონური ვირუსი ყოველწლიურად ათობით და ასობით ათას ადამიანს კლავს, მათ შორის- მოხუცებსა და ჩვილებს. შესაბამისად, ძალიან გაგვიმართლა, რომ გრიპის საწინააღმდეგოდ აცრა შეგვიძლია. თუმცა რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის შემთხვევაში ეს ასე არ არის. არა და, ვაქცინის შემუშავების პროცესი უკვე რამდენიმე ათწლეულია გრძელდება“, – დასძენს ვირუსოლოგიის პროფესორი.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიის პროფესორი და ბრიტანეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ენ ჯონსონი სხვა პოტენციურ საფრთხეზეც საუბრობს. როგორც ცნობილია, წლიდან წლამდე გრიპი მნიშვნელოვან მუტაციას განიცდის. ზოგჯერ – დაახლოებით 10 წელიწადში ერთხელ – ეს ახალი, უფრო საშიში შტამის გაჩენას იწვევს. მაგალითად, ასე მოხდა 2009 წელს, როდესაც მექსიკაში დაწყებული ღორის გრიპის ეპიდემია გლობალურ მასშტაბებში გადაიზარდა.

ენ ჯონსონის განმარტებით, კარგი ამბავი ის არის, რომ ახალი ლოქდაუნი საჭირო აღარ იქნება. გრიპის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ზომებია იდეალური: ნიღბების ტარება, ხელების რეგულარული და საფუძვლიანი დაბანა, სოციალური დისტანციის დაცვა და რაც მთავარია, ვაქცინაცია. პროფესორი მეთიუსი კი დარწმუნებულია, რომ წელს გრიპის საწინააღმდეგოდ აცრა კარგი და აუცილებელია მათთვისაც, ვისაც ეს აქამდე არასდროს გაუკეთებია, რათა მაქსიმალურად დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ – გარშემომყოფებიც.

კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის ფონზე, მეცნიერებმა სპეციალური კვლევაც კი ჩაატარეს იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა ორივე აცრა ზედიზედ მოკლე ინტერვალებით და რომელი შუალედია ოპტიმალური. პასუხი ცალსახაა – შეგიძლიათ ერთ დღეშიც კი გაიკეთოთ. „რასაკვირველია, არცერთ ვაქცინას არ შეუძლია დაავადებისგან გარანტირებული და სრული დაცვა უზრუნველყოს. თუმცა ეს საავადმყოფოში მოხვედრისგან აუცილებლად დაგიცავთ. ასე რომ, დაცვის ყველაზე ეფექტიანი მეთოდის იგნორირება, ნებისმიერ შემთხვევაში, დაუშვებელია“, – აცხადებს პროფესორი მეთეუსი. თავად აცრას კი მეცნიერი მანქანაში ღვედის გაკეთებას ადარებს. ”როდესაც მანქანაში სხდებით და უსაფრთხოების ღვედს იკეთებთ, ამას იმიტომ ხომ არ ჩადიხართ, რომ ავარიაში მოხვედრას აპირებთ? და არც იმიტომ, რომ ღვედი გარანტიას გაძლევთ, თითქოს უბედურ შემთხვევას აუცილებლად გადაურჩებით ან სერიოზულად არ დაშავდებით. თქვენ ღვედს იკეთებთ იმიტომ, რომ თუ მოულოდნელად ავარიაში მოჰყევით, უსაფრთხოების ქამარი წარმატებული შედეგის ალბათობას ზრდის“, – დასძენს მეცნიერი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

“ისტორიული მოვლენა” — WHO-მ მალარიის პირველი ვაქცინა დაამტკიცა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა დაამტკიცა.

ახალი ვაქცინა ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline-ს მიერაა დამზადებული და “Mosquirix” ეწოდება.

ვაქცინა ეხმარება ბავშვის იმუნურ სისტემას, წინ აღუდგეს მალარიის კოღოსგან ინფიცირებას.

WHO-ს მალარიის გლობალური პროგრამის დირექტორის, პედრო ალონსოს განცხადებით, უსაფრთხო და შედარებით ეფექტიანი ვაქცინის შექმნა, რომლის ტრანსპორტირებაც ადვილია, არის “ისტორიული მოვლენა”.

მალარია ინფექციური დაავადებაა, რომელიც პარაზიტს გადააქვს. დაავადება ძირითადად აფრიკის კონტინენტზეა გავრცელებული. აღნიშნული დააავდება წელიწადში 400 ათასზე მეტ ადამიანს კლავს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა აფრიკის კონტინენტიდანაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

იაპონიაში ახალი ვირუსი აღმოაჩინეს

იაპონელმა მეცნიერებმა ახალი ვირუსის იდენტიფიცირება შეძლეს, რომელიც ტკიპის ნაკბენის შედეგად ვრცელდება. ახალი ვირუსის „იეზოს“ კვლევის შედეგები, გამოცემა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

იაპონიაში უცნობი პათონოგენით ინფიცირების შემთხვევები 2014 წელს გამოვლინდა. 2020 წლამდე უცნობი ვირუსით ინფიცირების 7 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ახასიათებს ცხელება, ხოლო პაციენტების სისხლში მცირდება ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობა.

იაპონელმა მკვლევრებმა ვირუსი ორი პაციენტის სისხლში აღმოაჩინეს, რამაც მათ ახალი პათოგენის გენეტიკური ანალიზის ჩატარების საშუალება მისცა. ანალიზმა აჩვენა, რომ ვირუსი Orthonairovirus პათოგენს მიეკუთვნებოდა. ანალოგიური პათოგენი აქვს კონგო-ყირიმის ვირუსს.

2019 წელს კუნძულ ჰოკაიდოზე მცხოვრებმა ორმა პაციენტმა ტკიპის ნაკბენის შემდეგ კლინიკას ცხელების ჩივილებით მიმართა. პაციენტების სისხლის ანალიზში უცნობი ვირუსი აღმოჩნდა. ექიმებმა სისხლის ნიმუშები 2014 წელს ინფიცირებული პაციენტების ანალიზს შეადარეს, რომელთაც უცნობი ვირუსის შედეგად ცხელება გამოუვლინდათ. მკვლევრებმა „იეზოთი“ ინფიცირების 7 შემთხვევა გამოავლინეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

აშშ ჩინური ვაქცინებით აცრილ უცხოელებს შეუშვებს, რუსული Sputnik V-ით – არა

აშშ-ი ნოემბრიდან რუსული კოვიდ-ვაქცინა Sputnik V-ით აცრილებს, სავარაუდოდ, ქვეყანაში არ შეუშვებს. როგორც ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი წერს, აშშ-ი აპირებს მხოლოდ ის საერთაშორისო ვიზიტორები შეუშვას ქვეყანაში, რომლებიც ამერიკის წამლის სააგენტოს ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ ავტორიზებული ვაქცინებით იქნებიან აცრილები.

აქედან გამომდინარე, ამერიკაში ჩასვლას შეძლებენ ჩინური ვაქცინებით – „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილებიც. ხოლო რუსულ ვაქცინას WHO-ს ავტორიზაცია არ მიუღია. აღნიშნული გადაწყვეტილებით ასობით ათასი რუსი ვიზიტორი დაზარალდება.

ახალი წესების მიხედვით, რომელიც ამერიკაში ნოემბრიდან ამოქმედდება, აცრილი საერთაშორისო ვიზიტორები ამერიკაში შესვლას შეძლებენ. ამ დრომდე რიგი შეზღუდვები მოქმედებდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

Washington post: რუსული „სპუტნიკით“ აცრილები შტატებში ვერ შევლენ

ა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ მალე გახსნის ქვეყანას უცხოელი მოგზაურებისთვის, მაგრამ ახალი წესები, რომლებიც ძალაში ნოემბერში შევა, ბევრს არ მოეწონება – ამერიკაში შესვლის უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ უცხოელებს ექნებათ და ვაშინგტონის მიერ აღიარებულ პრეპარატებს შორის არ მოხვდა რუსული „სპუტნიკი“.

ეს პირდაპირ ასობით ათას რუსს შეეხება. ქვეყნებს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების მიუხედავად, 2019 წელს ამერიკას 300 000 რუსი მოქალაქე ესტუმრა. უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, აშშ-ის გეგმა არის დარტყმა რუსულ პრეპარატზე, რომელიც მოსკოვმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველ ვაქცინად გამოაცხადა.

პრეპარატი იყო ჩაფიქრებული, როგორც პანდემიური დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტი, მაგრამ მისმა შეზღუდულმა გავრცელებამ მსოფლიოში და მიწოდების ნელმა ტემპებმა „სპუტნიკის“ არა მხოლოდ დასავლური, არამედ ჩინური ვაქცინისგან ჩამორჩენა გამოიწვია.

„ეს დიდი პრობლემაა რუსებისთვის და ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც „სპუტნიკით“ აიცრნენ“, – განაცხადა ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორმა და რუსეთის ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტმა ჯუდიტ ტვიგმა.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა, რომელმაც დააფინანსა ვაქცინის შექმნა, განაცხადა, რომ „სპუტნიკი“ აღიარებულია 70 ქვეყანაში და მისი სანდოობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია როგორც კლინიკური კვლევებით, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში რეალური გამოყენებით.

ამავე დროს აშშ-ში ნებადართული იქნება შესვლა იმათთვის, ვინც ჩინური ვაქცინებით Sinopharm-ით და Sinovac-ით აიცრა.

სპუტნიკის“ მთავარი პრობლემა ისაა, რომ პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ აღიარებული არაა – ამის მიზეზია რუსეთის მიერ პრეპარატის სტაბილური წარმოების და ყველა სტანდარტის დაცვის კუთხით არსებული პრობლემები.

ჯანმოს სწორედ ეს პოზიცია გახდა გადამწყვეტი, რის გამოც ჩინური ვაქცინა აღიარეს, რუსული კი არა.

ახალი წესები რუსების გარდა სხვა, ძირითადად ღარიბი ქვეყნების მოქალაქეებს შეეხება – მსოფლიოში შესყიდულია „სპუტნიკის“ 448 მლნ დოზა, და ნოემბრიდან ამ ასობით მილიონი ადამიანისთვის შტატების კარები დიდი ხნით დაიკეტება.

მგზავრობის კუთხით შეზღუდვა სავარაუდოდ რუსული ვაქცინის პოპულარობას მსოფლიოში მკვეთრად შეამცირებს. „რუსეთმა ვაქცინის დიპლომატიურ იარაღად გამოყენების შესაძლებლობა ხელიდან უკვე გაუშვა“, – მიიჩნევს ტვიგი.

რუსეთის მოქალაქეებისთვის პრობლემას ისიც ართულებს, რომ რუსეთში არც ერთი სხვა ვაქცინა არ არის, „სპუტნიკის“ გარდა და ადამიანებს, სურვილის შემთხვევაშიც კი, არჩევანი არ გააჩნიათ – ან უნდა აიცრა „სპუტნიკით“, ან საერთოდ აუცრელი დარჩე.

აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილება სავაქცინო ტურიზმს ბიძგს მისცემს – ტურისტული კომპანიები უკვე სთავაზობენ შეძლებულ ადამიანებს მოგზაურობას, მაგალითად, სერბეთში, სადაც მათ „ფაიზერით“ ვაქცინირება შეუძლიათ.

იმის მიუხედავად, რომ „სპუტნიკი“ მეტ დაცვას უზრუნველყოფს, ვიდრე ჩინური ვაქცინები, საბოლოო ჯამში ჩინეთი უფრო სანდო პარტნიორი აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთი, რადგანაც მოსკოვმა საორგანიზაციო პრობლემები ვერ გადაწყვიტა.

გარდა ამისა, ჯანმოს აღიარებამ ჩინური ვაქცინებისადმი ნდობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

წყარო : washingtonpost.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

Merck-ის კოვიდ-საწინააღმდეგო აბი სიკვდილიანობას 50%-ით ამცირებს

Merck & Co.-ს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი, სახელწოდებით მოლნუპირავირი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის შემთხვევებს 50%-ით ამცირებს, – ეს პრეპარატის ბოლოს სტადიის შუალედური კვლევის შედეგებით ირკვევა. Merck-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რობ დევისი აღნიშნავს, რომ პრეპარატის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციისთვის, კომპანია აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) და სხვა ქვეყნების მარეგულირებლებს უმოკლეს ვადაში მიმართავს.

„შედეგებით საოცრად კმაყოფილნი ვართ“, – აღნიშნა დევისმა Bloomberg-თან ინტერვიუში, – „ამ პრეპარატის მისაღებად არც საავადმყოფოში მოგიწევთ წასვლა და არც სპეციალურ ცენტრში. ეს პრეპარატი – აბია, რომლის მიღება სახლშიც შეიძლება“. აღსანიშნავია, რომ მოლნუპირავირი განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სახლში მკურნალობენ და სიმპტომები ხუთზე ნაკლები დღის განმავლობაში აღენიშნებათ ან იმათთვის, ვინც სხვადასხვა რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

ახალი პრეპარატის კვლევაში მონაწილეობა ჯამში 775 ადამიანმა მიიღო. კვლევის იმ მონაწილეებიდან, რომელთაც მოლნუპირავირი მიიღეს, საავადმყოფოში მხოლოდ 7% მოხვდა – პლაცებოს შემთხვევაში ეს შედეგი 14%-ია. აღსანიშნავია, რომ მოლნუპირავირის მიმღებებს შორის არავინ გარდაცვლილა – პლაცებოს კატეგორიაში კი კორონავირუსმა რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Merck-ის განცხადებით, ამა წლის ბოლომდე ისინი ათი მილიონი სამკურნალო კურსისთვის საკმარის მედიკამენტებს გამოუშვებენ. ახალი ამბის გაჟღერებისას, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Merck-ის ერთი აქციის ფასმა 4.9%-ით იმატა.

წყარო : Forbes.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

ყველაზე დიდი სასტუმრო მსოფლიოში

მსოფლიოშო ყველაზე დიდი სასტუმრო, სახელად “Abraj Kudai” 10 000 ნომრით, 70 რესტორნით, სახურავზე 5 ვერტმფრენის ასაფრენ-დასაჯდომი მოედნით, კინოთეატრებითა და სხვა გასართობი დაწესებულებებით მექაში, საუდის არაბეთში შენდება. მშენებლობა აქამდეც უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო გაჭიანურდა.
მიუხედავად ამ სტანდარტებისა, სასტუმრო გახსნის შემდეგ ვერ მოხსნის რეკორდს სიმაღლის მიხედვით, ის ვერ იქნება ყველაზე მაღალი სასტუმრო მსოფლიოში, რადგან გინესის რეკორდების წიგნში აღნიშნულია, რომ ამ დროისათვის მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო არის გევორა, დუბაიში. ამ სასტუმროს სიმაღლე 356,33 მეტრია. ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდი სასტუმრო ნომრების მიხედვით არის სასტუმრო მალაიზიაში, 7 351 ოთახით.
სულ ცოტა ხნის წინ CNN-მა და ასევე სხვა მედია საშუალებებმა გამოაქვეყნეს სტატიები, სადაც ახსენებენ, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო შანხაიში 19 ივნისს გაიხსნა, სახელად “J Hotel Shanghai Tower”, რომელიც 600 მეტრის სიმაღლისაა. ხოლო სასტუმრო “Abraj Kudai”-ის სიმაღლე სულ რაღაც 230 მეტრი იქნება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სასტუმროს აქვს პოტენციალი იყოს ყველაზე დიდი სასტუმრო, მაგრამ არა ყველაზე მაღალი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოტექნოლოგიები

YouTube პლატფორმაზე ანტივაქსერულ კონტენტს წაშლის

a YouTube-მ პლატფორმაზე ვაქცინის საწინააღმდეგო კონტენტი აკრძალა. კერძოდ, YouTube-დან წაიშლება ნებისმიერი ვიდეო, რომელიც ცდილობს, კარგად ცნობილი და ჯანდაცვის ოფიციალური სტრუქტურების მიერ დამტკიცებული ვაქცინები აღწეროს, როგორც არაეფექტური და საზიანო.
ეს მოიცავს კონტენტს იმის შესახებ, რომ ვაქცინებმა შეიძლება გამოიწვიოს აუტიზმი, კიბო, უნაყოფობა, ან იმ პირებს, ვინც აიცრება მიკროჩიპის საშუალებით თვალყურს მიადევნებენ.

ამასთან, კომპანია წაშლის ისეთი გახმაურებული ანტივაქსერების ანგარიშებს, როგორიცაა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილი რობერტ კენედი და ვაქცინის მოწინააღმდეგე აქტივისტი და ავტორი ჯოზეფ მერკოლა.

წყარო : sciencealert.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 14 15 16 17 18 90
Page 16 of 90