Pfizer–ის თქმით, ვაქცინა 100%–ით უსაფრთხოა.
შეგახსენებთ, რომ დღემდე Pfizer–ის ვაქცინით აცრები 16 წელს ზემოთ მოქალაქეებში მიმდინარეობს.
Tesla-ს ელექტრომობილების ყიდვა ბიტკოინითაც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა.
ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა მხოლოდ აშშ-ში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ, თუმცა როგორც მასკი აცხადებს, წლის ბოლომდე ბიტკოინით ელექტრომობილების ყიდვას სხვა ქვეყნებში მყოფი კლიენტებიც შეძლებენ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა
მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ტყუპების დაბადების ტემპი 30%-ით გაიზარდა. ამის შესახებ techcult წერს.
გამოცემის ცნობით, კვლევაში 165 ქვეყანა მონაწილეობდა. კვლევის შედეგები 2010-2015 წლების მაჩვენებლებს ეყრდნობა. 1980 წლის მონაცემებთან შედარებით, ამ წლებში 1/3-ით მეტი ტყუპი დაიბადა. კერძოდ, ყოველ დაბადებულ 42 ბავშვზე ერთი ტყუპი მოდის.
„ტყუპების ბუმი“ მკვლევრებმა თითქმის ყველა ქვეყანაში დააფიქსირეს. გამონაკლისია სამხრეთ ამერიკა, სადაც მოცემულ პერიოდში ტყუპების დაბადების კლების მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამასთან ტყუპის დაბადების წილმა აზიასა და აფრიკაში 80% შეადგინა.
კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელის კრისტიან მონდენის თქმით, აფრიკაში ტყუპების დაბადების მაჩვენებლის ზრდა განსხვავებულ გენეტიკას უკავშირდება. ამ რეგიონში უფრო მეტი დიზიგოტური (არაინდეტური) ტყუპი დაიბადა.
თავის მხრივ, კრისტიან მონდენის კოლეგა, ჟილ პიზონი გამოთქვამს ჰიპოტეზას, რომ ყველაზე მეტი ტყუპი მომავალში იმ ქვეყნებში დაიბადება, სადაც ცხოვრების მაღალი დონეა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
2021 წლის ოსკარის დაჯილდოვების ცერემონია ჩინეთში არ გავა, ჩინეთი კრძალავს ,,ოსკარის” ცერემონიის პირდაპირ ცრანსლაციას. ადგილობრივ მედიას დაევალა მომავალი თვის, 25 აპრილის ოსკარის 93-ე დაჯილდოვების ღონისძიება არ გაუშვან პირდაპირ ეთერში, რის შესახებაც Bloomberg იტყობინება.
ცერემონიის აკრძალვის მიზეზი 2019 წლის ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციების შესახებ გადაღებული და ოსკარზე ნომინირებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ,,Do Not Split” და ასევე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე წარდგენილი ქლოი ჟაოა, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური ხედვა აქვს. კომუნისტური პარტიის პროპაგანდის განყოფილებამ ბრძანება ყველა მედიასაშუალებას გაუგზავნა, რომ “ოსკარი” პირდაპირ ეთერში არ გაუშვან და გაშუქება შეამცირონ იმ ცერემონიებისა, რომლებიც საკამათოდ მიიჩნევა.
ოსკარის ნომინაციები 15 მარტს გამოცხადდა, 25 აპრილის ცერემონია კი ლოს-ანჯელესში ჩატარდება.
დაძაბულობა აშშ-სა და ჩინეთს შორის საკმაოდ მაღალი იყო, განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რომელმაც ჩინეთი დაადანაშაულა პანდემიის საწყის ეტაპზე ინფორმაციის დამალვაში.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
ოქროს პასპორტი არის სპეციალური საბუთი, რომელიც მიიღება ინვესტიციის პროგრამების საფუძველზე და საშუალებას იძლევა გაიცეს ინვესტორებზე და მათ ოჯახებზე. დღესდღეობით, ათამდე ქვეყანა სთავაზობს ოქროს პასპორტს ინვესტორებს, მათ, ვინც ინვესტიციებს დებენ ამ ქვეყნებში.
მარტივად რომ ვთქვათ, ოქროს პასპორტი არის სტატუსი, თავისუფლება, მოქალაქეობა, პრივილეგია ინვესტიციების სანაცვლოდ. მრავალჯერადი პასპორტი განკუთვნილია მსოფლიოს ელიტარული მოსახლეობისთვის და ორმაგი მოქალაქეობის უფლებასაც ანიჭებს მათ.
გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ოქროს პასპორტი გაუქმდება, თუკი თაღლითობასა და უკანონო ქმედებაში იქნება ინვესტორი შემჩნეული. ასევე ის გაიცემა 5-დან 10 წლამდე ვადით სხვადასხვა ქვეყანაში. ოქროს პასპორტის ფასები იწყება 100,000 აშშ დოლარიდან.
ევროპაში ხუთი ქვეყანა გვთავაზობს ოქროს პასპორტს, მათგან 3 ევროკავშირის წევრია: მალტა(1 მლნ), კვიპროსი(2.5 მლნ), ბულგარეთი(1.1 მლნ), ხოლო ორი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა: მოლდოვა(125 000 აშშ დოლარი) და მონტენეგრო(400 000 აშშ დოლარი), ასევე 5 კარიბული, 2 აზიული და 1 წყნარ ოკეანული სახელმწიფო.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
25 თებერვალს ჯო ბაიდენმა პირველი სამხედრო მოქმედება განახორციელა, საჰაერო იერიშის სამიზნე სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ორი ისლამისტური დაჯგუფების კონტროლირებადი ტერიტორია აღმოჩნდა. პენტაგონის განცხადებით, აღნიშნული ქმედება იყო პასუხი 15 იანვარს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ და კოალიციურ ძალებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისა, რომლის შედეგად დაიჭრა რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი და დაიღუპა ერთი, ფილიპინების მოქალაქე.
სირიაში საჰაერო იერიშის განხორციელება თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის რჩევა იყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯო ბაიდენს ეკუთვნოდა. პენტაგონის თქმით, ამ “პროპორციული სამხედრო პასუხით” ერთმნიშვნელოვანი შეტყობინება გაიგზავნა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი იმოქმედებს ამერიკული და კოალიციური ძალების ინტერესების დასაცავად.
პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით: “იერიშმა გაანადგურა სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტთან მყოფი რამდენიმე ობიექტი, რომელთაც ირანის მხარდაჭერის ქვეშ მყოფი ზოგიერთი სამხედრო დაჯგუფება იყენებდა, ქათა’იბ ჰეზბოლასა და ქათა’იბ საიდ ალ-შუჰადას ჩათვლით…ამავდროულად, ჩვენი ქმედება მიმართული იყო საერთო სიტუაციის დეესკალაციისკენ, როგორც აღმოსავლეთ სირიაში, ისე ერაყში.”
საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის უცნობია, თუმცა დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, აშშ-ს თავდასხმის შედეგად შესაძლოა 22 ადამიანი იყოს დაღუპული.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სომხეთში, დედაქალაქის მთავარ მოედანზე აქციებს მართავენ, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. ოპოზიციის მოთხოვნაა მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა.
უნდა ითქვას, რომ ფაშინიანი საპროტესტო აქციებს აწყდება აზერბაიჯანთან დადებული შეთანხმების შემდეგ, რომელიც ეხებოდა სისხლიანი ყარაბაღის 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის კონფლიქტს, სადაც შუამავლის როლს რუსეთი ასრულებდა. ახლა კი სომხეთის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის პირველი მოადგილის, ტირან ხაჩარიანის გათავისუფლებას. 25 თებერვალს გამოქვეყნდა განცხადება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ, რასაც ხელს ათობით სამხედრო მეთაური აწერს, ისინი მწვავედ აკრიტიკებენ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ მთავრობას აღარ შეუძლია გონივრული გადაწყვეტილებების მიღება.
მოცემულ განცხადებას ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა და მომხრეებს აქციებისკენ მოუწოდა, ამის საპასუხოდ კი სომხეთის ქუჩებში ოპოზიციონერებიც გამოვიდნენ, რომელთაც სამხედროები მხარს უჭერენ, ისინი მოითხოვენ მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომას, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო ომი.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ მინისტრმა მიიწვია ოპოზიცია მოლაპარაკებების დასაწყებად და შესთავაზა პოლიტიკური ცვლილება არჩევნების გზით, ოპოზიციის აქციები მთავარ მოედანზე არ წყდება. ერთ-ერთმა მთავარმა ოპოზიციურმა ლიდერმა, ვაზგენ მანუკიანმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა პარლამენტის ბლოკირება და მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების განთავსება.
“ჯარი არ არის პოლიტიკური ინსტიტუტი და მცდელობები, ჩარიო ის პოლიტიკაში, მიუღებელია”,-უთხრა ფაშინიანმა მხარდამჭერებს.
სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი, რომელსაც ქვეყანაში უფრო ფორმალური როლი აქვს, ორივე მხარეს მოუწოდებს სიტუაციის დეესკალაციისკენ. რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებას, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოხატავენ და მოუწოდებენ მხარეეებს სიმშვიდისკენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთი გმობს სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
კლიმატის ცვლილებებისა და კონტროლის სამსახური (C3S) პროგრამა „კოპერნიკის“ ფარგლებში მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2020 წელს მსოფლიო კლიმატი 0.6 ცელსიუსით მაღალი იყო ვიდრე 1981-2010 წლებში, ხოლო 1,25 ცელსიუსით მეტი დიოინდუსტრიულ დონესთან.
ამასთან 2020 წელს ყველაზე ცხელი ათწლეული დასრულდა, რომლის ბოლო 6 წელიც ყველზე ცხელი იყო ისტორიის მანძილზე.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ომარ ბადური აცხადებს, რომ ევრაზიის მსხვილ რეგიონებში ტემპერატურული ცვლილება უფრო მეტად გამოიკვეთა. კერძოდ, ევროპაში 2020 წელი იყო ყველაზე ცხელი, სადაც ტემპერატურა ბოლო 30 წლის მაჩვენებელზე 1,6 ცელსიუსით მეტი იყო. ასევე არქტიკის ნაწილებსა და სიბირის ჩრდილოეთით ტემპერატურამ 6 ცელსიუსით მოიმატა, გასულ წლებთან შედარებით.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ პანდემიის შემდეგ კაცობრიობა კლიმატის ცვლილებისა და ბიოტერორიზმის საფრთხის წინაშე დადგება. ამის შესახებ ბილ გეითსმა YouTube-ის არხ Veritasium-თან ინტერვიუში განაცხადა.
ფილანტროპის თქმით, კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი საფრთხეა, რომლისთვისაც მსოფლიო მზად არ არის.
„ერთ-ერთი ასეთი საფრთხე კლიმატის ცვლილებაა, რის გამოც, მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველწლიურად გაიზრდება“, – აღნიშნა ბილ გეითსმა.
Microsoft-ის დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა მეორე საფრთხეზე, რომლის წინაშე კაცობრიობა დადგება, კერძოდ, ბიოტერორიზმზე.
„ვისაც ზიანის მიყენება სურს, შეუძლია ვირუსი შექმნას. ეს კი ნიშნავს, რომ ამ მოვლენის წინაშე აღმოჩენის ალბათობა გაცილებით დიდია, ვიდრე ბუნებრივი ეპიდემიის წინაშე“, – განაცხადა ბილ გეითსმა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
მილანში დაფუძნებულმა არქიტექტურულმა ფირმამ, Stefano Boeri Architetti, მექსიკის ქალაქ კანკუნში ინოვაციური დიზაინის მქონე, ბუნებით გაჟღენთილი ჭკვიანი ქალაქის მოდელი შექმნა. შენობა სავაჭრო ცენტრების ალტერნატიულ გეგმას წარმოადგენს.
ე. წ. ჭკვიანი ტყის ქალაქი “კანკუნი” მოიცავს 130 000 ადამიანისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ სივრცეს, 400 სხვადასხვა სახეობის 7 500 000 მცენარეს, რომლებიც ბოტანიკოსმა და ლანდშაფტის არქიტექტორმა, ლაური გატიმ შეარჩია. “ახალი საზოგადოებრივი პარკებისა და კერძო ბაღების, მწვანე სახურავებისა და ფასადების წყალობით, ბუნება ამ დაკავებული ტერიტორიების სანაცვლოდ, კვლავ დაიბრუნებს ბალანსს – მწვანე ადგილებისა და შენობების რაოდენობის გადანაწილების თვალსაზრისით” – ნათქვამია პრეს-რელიზში.
აღსანიშნავია, რომ გერმანული კომპანია Transsolar-ის დახმარებით, ქალაქი გარშემორტყმული იქნება მზის პანელებით, რაც მოსახლეობისთვის განახლებადი ენერგიის საკმარის რაოდენობას უზრუნველყოფს. ქალაქის სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები კი გარს არტყია ურბანულ ნაწილს. მათი მორწყვა წყლის არხით მოხდება, რომელიც საზღვაო მილით მარაგდება და დემინერალიზაციის კოშკის დახმარებით იწმინდება.
რაც შეეხება ტრანსპორტირებას, აქ ტრადიციული მანქანების პარკინგი განთავსებული იქნება ქალაქის პერიფერიებზე ამის პარალელურად კი, სისტემა შიდა ელექტრო და ნახევრად ავტონომიური მანქანების არსებობას უზრუნველყოფს.
როგორც მდგრადი ურბანიზმის საცდელი ცენტრი, Smart Forest City – Cancun მოწინავე კვლევის ცენტრსაც მოიცავს, რომელიც მდგრადი განვითარებისა და მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა ორიენტირებული.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”