close

მსოფლიო

კვლევებიმსოფლიო

2021 წელი ფაქტობრივად დამანდგრეველი იქნება – გაერო

გაეროში აცხადებენ, რომ პანდემიის გამო 2021 წელს მსოფლიო ბოლო 75 წლის განამვლობაში, შესაძლო, ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

როგორც მსოფლიო კვების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, მომავალ წელს პროგრამა ყველაფრის დაფინანსებას ვერ შეძლებს.

2021 წელი ფაქტობრივად დამანგრეველი იქნება იმის საფუძველზე, რასაც ამ ეტაპზე ვხედავთ. მომავალ წელს ჩვენ ყველაფრის დაფინანსებას ვერ შევძლებთ … ამიტომ პრიორიტეტების მინიჭება მოგვიწევს”, – აღნიშნა დირექტორმა და განმარტა, რომ ათობით ქვეყანა მოსალოდნელი შიმშილობის წინაშე დგას.

მსოფლიო კვების პროგრამის ხელმძღვანელმა ასევე მოუწოდა მდიდარ ქვეყნებს, არ დათრგუნოს ღარიბი ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ბრძოლაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

მსოფლიო მასშტაბით 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა – გაერო

მსოფლიო მასშტაბით, 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა, რაც დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც გერმანიის, ბრიტანთის, საფრანგეთისა და იტალიის მოსახლეობა ერთად აღებული, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძვანელმა, დევიდ ბიზლიმ ნობელის პრემიის მიღების დროს განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ამდენი ომის, კლიმატური ცვლილებების და ფართოდ გავრცელებული შიმშილის გამო, რომელიც პოლიტიკური და სამხედრო იარაღია, ასევე გლობალური ჯანდაცვის პანდემის ფონზე, რომელიც ყველაფერს ორმაგად ამძაფრებს – 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაში თუ კრახს განვიცდით, ეს შიმშილის პანდემიას გამოიწვევს. ამ 270 მილიონი ადამიანიდან 30 მილიონის სიცოცხლე ჩვენზე 100 პროცენტითაა დამოკიდებული“,-  განაცხადა ბიზლიმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიო

ჯანმო: პირბადის ტარების მაჩვენებლის 95 პროცენტამდე გაზრდის შემთხვევაში, კარანტინი საჭირო აღარ იქნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, ჰანს კლუგეს თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებლის 95 პროცენტამდე გაზრდის შემთხვევაში, ევროპაში კარანტინის ხელახლა გამოცხადება აღარ იქნება საჭირო.

„ევროპა კიდევ ერთხელ არის პანდემიის ეპიცენტრი, აშშ-სთან ერთად. გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, მაგრამ წინ რთული ექვსი თვე გველის. პირბადის ტარება პანაცეა არ არის და ამის გაკეთება სხვა ზომების დაცვასთან ერთად არის აუცილებელი. თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95 პროცენტამდე გაიზრდება, კარანტინი არ იქნება საჭირო“, – განაცხადა კლუგემ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

Moderna – COVID-19-ის ვაქცინა თითქმის 95%-ით ეფექტურია

COVID-19-ის პოტენციური ვაქცინა 95%-ით ეფექტურია – ინფორმაციას BBC ავრცელებს. ვაქცინა ამერიკულ კომპანიას, Moderna-ს ეკუთხვნის.

მსგავსი შედეგი აქვს აშშ-ს ფარმაცევტული კომპანია, Pfizer-საც, რაც ზრდის იმის სანდოობას, რომ ვაქცინა მსოფლიოს პანდემიის დასრულებაში დაეხმარება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაქცინების შემუშავებისას ორივე კომპანია ინოვაციურ და ექსპერიმენტულ მიდგომას იყენებს.

ცნობისთვის, Moderna-ს კვლევაში 30 000 პირი მონაწილეობდა. მათმა ნახევარმა ვაქცინის ორი დოზა 4-კვირიანი შუალედით მიიღო, დანარჩენმა კი – პლაცებო.

კვლევის მონაწილეებს შორის, COVID-19 მხოლოდ 95 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან აცრილი ჯგუფის წარმოამდგენელი მხოლოდ 5 იყო, ხოლო 90 იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც პლაცებოს იღებდა.

“ეს არის შედეგები, რომლებსაც ეფექტური და კარგი იმუნური რეაგირების გამომწვევი ვაქცინისგან ველოდებით”, – თქვა პროფესორმა პიტერ ოფენშოუმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ნორმალურ ცხოვრებას მომდევნო ზამთრისთვის დავუბრუნდებით – COVID-19-ის ვაქცინის შემქმნელი

კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი პროფესორის, ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის დამფუძნებლის უღურ შაჰინის ვარაუდით, მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის ზამთრისთვის უნდა დაუბრუნდეს. ამის შესახებ შაჰინმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, ამერიკულმა Pfizer-მა და გერმანულმა კომპანია BioNTech-მა გასულ კვირაში COVID-19-ის ეფექტური ვაქცინის შექმნის შესახებ განცხადებები გააკეთეს.

როგორც შაჰინმა ინტერვიუში განაცხადა, ახალი ვაქცინა 90%-ით თუ არა, 50%-ით მაინც შეამცირებს ვირუსის გავრცელებას, თუმცა პირველად განცხადებაში Pfizer-მა განაცხადა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 90%-ს შეადგენს.

“დარწმუნებული ვარ, ამ ეფექტური ვაქცინით ადამიანებს შორის ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი შემცირდება. შესაძლოა, არა 90 პროცენტით, მაგრამ – 50 პროცენტით მაინც, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესეც შეუწყობს ხელს პანდემიის გავრცელების შემცირებას“, – განაცხადა პროფესორმა.

შაჰინის თქმით, მომდევნო წლის აპრილისთვის კომპანია 300 მილიონამდე დოზა ვაქცინის წარმოებას გეგმავს, ზაფხულისთვის კი, აპირებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაქცინის წარმოების პროცესი კიდევ უფრო გაზარდოს.

„ზაფხული დაგვეხმარება, რადგან ინფექციის მაჩვენებელი დაიკლებს და რაც აუცილებელია, ამ პერიოდის განმავლობაში უნდა გვქონდეს მასობრივი ვაქცინაცია, მომავალი წლის შემოდგომა-ზამთრამდე“, – აცხადებს შაჰინი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიოსაქართველო

საქართველო მიიღებს 700 ათასი ადამიანის სამყოფ იმ ვაქცინას, რომელსაც covax-ი შეარჩევს

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნა ითვლება პანდემიის დამარცხების ყველაზე დიდ იმედად, თუმცა ის, რომ შესაძლოა კოვიდის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდეს რამდენიმე თვეში, „გადაჭარბებული იმედებია“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფეისბუკბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მსოფლიო სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, უკვე იკავებენ რიგს იმ ვაქცინის მისაღებად, რომელსაც საბოლოო ლიცენზია მიენიჭება. „ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, სხვადასხვა სახელმწიფოებს შეკვეთილი აქვთ ვაქცინის დაახლოებით 8-მილიარდ-ნახევარი დოზა, თითქმის ყველა ეს ვაქცინა, რომელიც ახლა არის ამ კვლევების ფაზაში, არის ორჯერადი გამოყენების, ანუ 3 ან 4 კვირის გამოტოვებით ხდება ორჯერადი ინექცია, რომ მიიღო მყარი ჰუმორული ან უჯრედული იმუნიტეტი ანუ დაცვა“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისი სიტყვებით, ამ ვაქცინებიდან რომელს მიიღებს საქართველო, დამოკიდებული იქნება “კოვაქს” პლატფორმის არჩევანზე, რომელზეც საქართველოა გაწევრიანებული.

“covax-ის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) პლატფორმა ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ არის შექმნილი, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ თითქმის 2 ათეული წელია, რომლის დახმარებითაც ჩვენს ქვეყანაში დავნერგეთ რამდენიმე ვაქცინა. ალიანსის საშუალებით ჩვენ პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კამპანიები ჩავატარეთ. ეს პლატფორმა რომელ ვაქცინას შეისყიდის ჩვენი ტიპის [ქვეყნებისთვის] და მათ შორის საქართველოსთვის, ეს ჩვენ არ ვიცით“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი განმარტებით, კოვაქსთან აქტიურად თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმუნიზაციის სამმართველო და უკვე გადარიცხულია პირველი შენატანი.

„საქართველომ უკვე გადარიცხა პირველი 4 მილიონი დოლარი covax პლატფორმაზე. ჩვენ დაკვეთილი გვაქვს 700 ათასი დოზა ვაქცინისა, უფრო სწორედ, 700 ათასი ადამიანის მოცვისთვის ანუ ორჯერ 700 ათასი [ვინაიდან ორჯერადად კეთდება ვაქცინაცია] და ეს სულ ჯდება 17 მილიონ დოლარამდე, პირველი შენატანი საქარველოს შეტანილი აქვს და როდესაც ჩემს მიერ დასახელებული რომელიმე ან კიდევ სხვა ვაქცინა, დამტკიცდება ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის, ევროპის წამლის სააგენტოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საქართველო მიიღებს ამ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინას და აიცრება პირველ რიგში მაღალი რისკჯგუფები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, ჯერჯერობით მიმდინარეობს მსჯელობა რისკჯგუფების განსასაზღვრად. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ესენი იქნებიან კოვიდის მძიმედ განვითარების რისკის მქონე ადამიანები.

„უპირატესად ხანდაზმულები, ქვეყნების მიხედვით ირჩევა ასაკი, რომლის მერე შეიძლება აირჩიოს ქვეყანამ [თუ ვის აცრის პირველად] თავისი ავადობის სტრუქტურის, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის მიხედვით. ზოგი ქვეყნისთვის ეს შეიძლება იყოს 70 წელზე ზევით, ზოგისთვის 65 წელს ზემოთ, ზოგი ქვეყნისთვის 60 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის. სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადების მქონე პირები ხანდაზმულ ასაკში, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადების მქონე პირები ხანდაზმულ ასაკში ითვლებიან ერთ-ერთ პრიორიტეტად დღეისათვის“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

მისი განმარტებით, ვაქცინის საბოლოო დამტკიცებამდე შესაძლოა გარკვეული სიახლეები გამოჩნდეს, შესაძლოა შეიცვალოს მიმღები ჯგუფებიც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიო

ფაუჩი Pfizer-ის ვაქცინაზე: შესაძლოა ის ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლოდან გახდეს

აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ Pfizer-ის ვაქცინა შესაძლებელია ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლოდან გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ფაუჩი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, Pfizer-ი გამოყენების ნებართვის მიღებას Covid-19 ვაქცინისთვის მომავალი კვირიდან შეეცდება.

„თუ მოვლენები შეფერხების გარეშე განვითარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლოდან ან დეკემბრის დასაწყისიდან გახდება“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

თუმცა, წამყვანი ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ ყველანაირი კვლევა პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნდა დასრულდეს.

„უფრო დიდი ალბათობით, ვაქცინის მასობრივი გამოყენება მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება, რაც კარგია“, – განაცხადა ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის და გერმანული BioNTech-ის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილმა ვაქცინამ ტესტირების პირველადი ფაზები წარმატებით გადალახა. კომპანიების მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ახალი ვაქცინის ეფექტურობა 90%-ს შეადგენს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

ჯანმო გამოჯანმრთელებულებს კორონავირუსის გრძელვადიან განგრძობით პროცესებზე აფრთხილებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა თავის ბრიფინგზე კორონავირუსის გრძელვადიან თანმდევ პროცესებზე ისაუბრა და მსოფლიოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაუგზავნა.

„არსებობს სიმპტომების ფართო სპექტრი, რომელიც დროდადრო იცვლება და ხშირად ძლიერდება“ – აცხადებს ის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

რამდენი წუთი და ვირუსის რამდენი ცოცხალი ნაწილაკია საჭირო COVID19-ით ინფიცირებისათვის?

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს COVID19-ით ინფიცირების მაღალი და დაბალი რისკების ჩამონათვალს. ჩამონათვალში დეტალურად წერია, რამდენი წუთი და ვირუსის რამდენი ცოცხალი ნაწილაკია საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს.

ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის შემცველ სივრცედ სახელდება დახურული შენობები, მათ შორის, ოფისები, სკოლები, რესტორნები, რელიგიური სივრცეები, კინოთეატრები.

მკვლევრები თანხმდებიან, რომ ვირუსის გადადების რისკი საგნების ზედაპირებიდან დაბალია.

კორონავირუსით ინფიცირება

  • ძალიან დაბალი რისკი – საგნების ზედაპირებიდან გადადების
  • ძალიან დაბალი რისკი – ღია სივრცეში ინფიცირების
  • ძალიან მაღალი რისკი – დახურულ სივრცეში ინფიცირების: ოფისები, რელიგიური რიტუალები, სპორტული დარბაზები, კინო-დარბაზები და ა.შ.

ვინ შეიძლება დაინფიცირდეს COVID19-ით?

  • იმისათვის, რომ ადამიანი COVID19-ით დაინფიცირდეს, მან უნდა მიიღოს ვირუსული ნაწილაკის 1000 დოზა
  • სუნთქვა: წუთში გამოიყოფა 20 ვირუსული ნაწილაკი
  • ლაპარაკი: წუთში გამოიყოფა 200 ვირუსული ნაწილაკი
  • ხველება: 200 მილიონი ვირუსული ნაწილაკი – ცუდად განიავებულ სივრცეში ნაწილაკები რამდენიმე საათს რჩება
  • დაცემინება: 200 მილიონი ვირუსული ნაწილაკი

ინფიცირების სხვადასხვა სცენარი

  • დაბალია ინფიცირების რისკი, თუკი ადამიანებს შორის დაშორება მინიმუმ 6 ნაბიჯია, ურთიერთობის ხანგრძლივობა კი არ აღემატება 45 წუთს
  • პირისპირ ლაპარაკი (ნიღბით) – გადადების დაბალი რისკია თუკი ურთიერთობა 4 წუთზე მეტხანს არ გრძელდება
  • გვერდით ჩავლილი ადამიანისგან ინფიცირების რისკი დაბალია
  • ინფიცირების დაბალი რისკია კარგად განიავებულ სივრცეში, დისტანციით ურთიერთობისას
  • სასურსათო მაღაზიები – ინფიცირების საშუალო რისკი. საშუალო რისკის კიდევ უფრო შემცირება შესაძლებელია, თუკი მაღაზიაში დაჰყოფთ მცირე დროს და დაიცავთ ჰიგიენის წესებს
  • დახურული სივრცეები – ინფიცირების ძალიან მაღალი რისკი
  • საზოგადოებრივი ტუალეტები – ზედაპირებიდან გადადების მაღალი რისკი
  • რესტორნები – მაღალი რისკი
  • სამუშაო ადგილები/სკოლები (მაშინაც კი თუ სოციალური დისტანცია დაცულია) – ძალიან მაღალი რისკი, მათ შორის, საგნებიდან ინფიცირების რისკი
  • დღესასწაულები/ქორწილები – ძალიან მაღალი რისკი
  • კონფერენციები/ბიზნეს შეხვედრები – ძალიან მაღალი რისკი
  • კონცერტები/კინოდარბაზები – ძალიან მაღალი რისკი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

ჯანმო: ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 423 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსს 6.4 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 41.1 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1.1 მილიონზე მეტი ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
1 21 22 23 24 25 90
Page 23 of 90