close

მსოფლიო

მედიცინამსოფლიო

ფაქტები, რომელიც 2023 წელს, მედიცინის ისტორიაში მოხდა

2023 წელს არაერთი სამედიცინო გარღვევის მომსწრენი გავხდით. ისტორიაში პირველად, ქალს ერთდროულად 2 ორგანო გადაუნერგეს. ეს ისტორიული მომენტია, რადგან გულ-ღვიძლის ტრანსპლანტაცია ერთდროულად აქამდე არასდროს ჩატარებულა. დიდი ალბათობა იყო იმის, რომ პაციენტის ორგანიზმი მხოლოდ გულის გადანერგვას ვერ გაუძლებდა.

შესაბამისად, საჭირო იყო ღვიძლის გადანერგვაც. ოფიციალური განცხადებითდ, ორმაგი ტრანსპლანტაცია ეფუძნება იმუნოპროტექტორულ მიდგომას, რა დროსაც დონორის ღვიძლი იმუნოდაცვით ინდუცირებას ახდენს.

ისტორიაში პირველად: ექიმებმა ტვინის ქირურგიული ოპერაცია ნაყოფის დაბადებამდე ჩაატარეს

ისტორიაში პირველად, Brigham and Women’s Hospital-ისა და Boston Children’s Hospital-ის გუნდმა წარმატებით განკურნა სისხლძარღვების აგრესიული ანომალია ნაყოფის ტვინში, რათა მშობიარობის შემდეგ პოტენციურად ფატალური სიმპტომები აერიდებინათ თავიდან. ეს ისტორიული შემთხვევა აღწერილია ჟურნალ Stroke-ში დღეს გამოქვეყნებულ ნაშრომში.

“ყოველ ქირურგიაში, რომელიც ნაყოფს უტარდება, ორი პაციენტია: ნაყოფი და დედა. ნაყოფზე მიმდინარე ოპერაციების მნიშვნელოვანი ასპექტი ორივე მათგანზე ზრუნვაა”, — თქვა კვლევის თანაავტორმა, კეროლ ბენსონმა (მედიცინის დოქტორი, რადიოლოგი BWH-ში და BWH-ს High-Risk Obstetrical Ultrasound Service-ის ყოფილი თანადირექტორი). “უნდა დარწმუნდე, რომ ყველაფერი იდეალურ წესრიგშია, რაც ზუსტი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის გარეშე შეუძლებელია.”

მკვლევრებმა გამოიყენეს ულტრაბგერით-ინდუცირებული ტრანსუტერინის იმბოლიზაცია გალენის ანომალიური ვენის პრობლემის მოსაგვარებლად ნაყოფის დაბადებამდე. აღსანიშნავია, რომ აგრესიული სიმპტომები, რომლებიც მშობიარობის შემდეგ ჩნდება ხოლმე, ამ შემთხვევაში არ გამოვლენილა. როგორც მკვლევრები იტყობინებიან, ექვსი კვირის თავზე ჩვილი საოცრად კარგად პროგრესირებს, არ საჭიროებს მედიკამენტებს, იკვებება ნორმალურად და იმატებს წონაში. თავის ტვინზე უარყოფითი გავლენის არანაირი ნიშანი დაფიქსირებულა.

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ადამიანის ემბრიონები სრულად ხელოვნურად შექმნეს

ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა ღეროვანი უჯრედებისგან ადამიანის ემბრიონები ხელოვნურად შექმნეს.შესაძლოა, ასე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ ადამიანის განვითარების ადრეულ ეტაპებზე, თუმცა ეთიკური თვალსაზრისით არაერთი შეკითხვა იჩენს თავს.

სინთეზური ემბრიონები თაგვისა თუ მაიმუნის ღეროვანი უჯრედებისგან აქამდეც შეუქმნიათ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ემბრიონი ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან დაამზადეს.

გასათვალისწინებელია, რომ მეცნიერთა ნაშრომი, ჯერჯერობით, რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა. იგი პროფესორმა მაგდალენა ჟერნიკა-გოტცმა (კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი) წარადგინა ღეროვანი უჯრედების კვლევის საერთაშორისო საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ბოსტონში.

სინთეზური ემბრიონები ბუნებრივი სქესობრივი გამრავლების შედეგად არ იქმნება — მას ლაბორატორიულ პირობებში ამზადებენ ღეროვანი უჯრედებისგან. შესაძლოა, მათი მეშვეობით უკეთ შევისწავლოთ, როგორ ვითარდება ემბრიონი პირველი კვირების განმავლობაში. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიჩნეულია, რომ სწორედ ამ დროს იწყება არაერთი გენეტიკური დაავადება.

სინთეზური ემბრიონების კვლევა, ჯერჯერობით, კანონით არ რეგულირდება. გაერთიანებულ სამეფოში ადამიანის ბუნებრივი ემბრიონების კვლევა მხოლოდ 14 დღითაა შესაძლებელი, თუმცა რეგულაციები სინთეზურ ემბრიონებს არ ეხება.

ისტორიაში პირველად, მაიმუნები ხელოვნური ემბრიონებით დააფეხმძიმეს

ადამიანის ორგანიზმში ღორის თირკმლების გადანერგვის პროცედურები უკვე საუკუნეზე მეტია, ტარდება, თუმცა მათი ფუნქციონირება დღემდე პრობლემური იყო. ალაბამის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებს ამ მხრივ მნიშვნელოვანი მიღწევა აქვთ: მათ ტრანსპლანტაციისთვის გენმოდიფიცირებული ცხოველის ორგანო გამოიყენეს, რომელმაც მკვდარი ტვინის მქონე პაციენტის სხეული კრეატინინისგან გაათავისუფლა და შარდი წარმოქმნა.

კრეატინინი კრეატინფოსფორმჟავას ნარჩენი პროდუქტია, რომელიც ძირითადად ჩვენს კუნთებში გამოიყოფა. ის ორგანიზმიდან მხოლოდ თირკმლების მეშვეობით, შარდის სახით გაედინება, რაც ამ ორგანოების სასიცოცხლო ფუნქციის ერთ-ერთი უმთავრესი საზომია და აქამდე ასეთი დონეზე არასდროს მიღწეულა.

ორგანოების სახეობათაშორის გადანერგვას ქსენოტრანსპლანტაცია ეწოდება, რომელიც ადამიანებში ისეთი წარმატებით ვერ ხორციელდება. ეს იმიტომ, რომ ჩვენს ორგანიზმს უცხო ქსოვილების მიღება უჭირს. ამ დაბრკოლების გადალახვა თეორიულად იმუნური სისტემის მოტყუებითაა შესაძლებელი, რისთვისაც ცხოველთა გენებს ცვლიან. სწორედ მსგავს მეთოდს მიმართეს მეცნიერებმა უკანასკნელი კვლევის ფარგლებში.

მათ ღორის 4 გენი ამოიღეს და ადამიანის 6 გენი დაამატეს, რამაც ცხოველის თირკმელი “გააადამიანურა” და მან პაციენტის სხეულში 4 კვირის განმავლობაში იფუნქციონირა. სპეციალისტებმა ახლა უნდა გაარკვიონ, ეს მეთოდი თირკმლის ბოლო სტადიის დაავადებებთან ბრძოლის დროებით გზაა თუ საბოლოო თერაპია. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მნიშვნელობა დიდია, რადგან ყოველწლიურად დონორის ლოდინში უამრავი პაციენტი იღუპება.

უნდა ითქვას, რომ წარმატების მიუხედავად, ამგვარი ქსენოტრანსპლანტაციის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ჯერ კიდევ გამოსაკვლევია. იმავე მეცნიერებმა გასულ წლებში გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი მკვდარი ტვინის მქონე სხვა ინდივიდსაც გადაუნერგეს, მაგრამ მან საკმარისი ოდენობის კრეატინინი ვერ გამოდევნა. სისხლში ის ისევ ფიქსირდებოდა, შარდში კი — არა.

ჯერჯერობით მსგავსი ცდები ცოცხალ ადამიანზე არ ჩატარებულა, მაგრამ საამისოდ გენმოდიფიცირებული ცხოველის თირკმელი მაინც ყველაზე უსაფრთხოა, რადგან იმუნური სისტემა მას იღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკვდილის რისკი არსებობს.

ისტორიაში პირველად, კოკაინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს

ბრაზილიელმა მეცნიერებმა ახალი ვაქცინის შექმნის შესახებ განაცხადეს. ვაქცინა კოკაინზე დამოკიდებულების სამკურნალოდ შეიმუშავეს.

ვაქცინას Calixcoca ჰქვია და მან ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. მკვლევრების თქმით, ვაქცინა იმუნურ პასუხს იწვევს და კოკაინს თავის ტვინამდე მიღწევაში ხელს უშლის. ეს ნარკოტიკზე დამოკიდებულებს ნივთიერებისგან გათავისუფლებაში უნდა დაეხმაროს.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კოკაინზე დამოკიდებულები ნივთიერების ეფექტს ვეღარ იგრძნობენ.

“თუ მკურნალობა მარეგულირებელის დასტურს მიიღებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კოკაინზე დამოკიდებულების მკურნალობა ვაქცინით მოხდება”, — თქვა ფრედერიკო გარსიამ, მკვლევარმა და ვაქცინის შემქმნელმა.

ისტორიაში პირველად, თაგვების ორგანიზმში ადამიანის მინიატიურული ნაწლავები გაზარდეს

მედიცინის ისტორიაში პირველად, ადამიანის ნაწლავის ქსოვილის ბურთულები თაგვებს გადაუნერგეს. რამდენიმე კვირის შემდეგ ტრანსპლანტატებს იმუნური სისტემის საკვანძო თავისებურებები განუვითარდა. შესაბამისად, შესაძლოა, მოდელი ადამიანის ნაწლავური სისტემის საიმიტაციოდ წარმატებით გამოიყენონ. კვლევას გამოცემაში Nature Biotechnology გაეცნობით.

მიღწევა ცინცინატის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო ცენტრის მეცნიერებს ეკუთვნით. მაიკლ ჰელმრათმა და მისმა კოლეგებმა ექსპერიმენტი მრავალპოტენტური ღეროვანი უჯრედებით დაიწყეს, რომელთაც სხეულის ნებისმიერ ქსოვილად შეუძლია გადაქცევა; შემდეგ სპეციალური მოლეკულური კოქტეილის საშუალებით ისინი ნაწლავის უჯრედებად გარდაქმნეს; ასე მეცნიერებმა ორგანოიდთა ბურთები მიიღეს, მერე კი ისინი ფრთხილად გადაუნერგეს თაგვებს.

ორგანოიდებს ზოგიერთი სტრუქტურა და ფუნქცია ნამდვილი ორგანოების ანალოგიური აქვს, ამიტომ ორგანოთა განვითარების, დაავადებების გაჩენისა და მედიკამენტების მოქმედების შესასწავლად მათ ხშირად იყენებენ.

გადანერგვიდან 20 კვირის შემდეგ მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ორგანოიდები დაახლოებით 20 ტიპის იმუნურ უჯრედს შეიცავდა.

“ეს ძალიან ჰგავს პოპულაციებს, რომლებსაც ადამიანის ნაწლავში ვხვდებით”, — განაცხადა ჰელმრათმა Wired-თან საუბრისას.

იმუნურ უჯრედთა ფუნქციონირების დასადასტურებლად მკვლევრებმა ისინი E. Coli ბაქტერიასთან მოაქციეს. შედეგად M უჯრედები გაჩნდა — იმუნური სიგნალების გადამცემი უჯრედები, რომლებიც ნაწლავის სარჩულში გვხვდება და, ჩვეულებრივ, ინფექციის ანდა ანთების შედეგად წარმოიქმნება.

გუნდი იმედოვნებს, რომ მომავალში მათი ორგანოიდები მომნელებელ სისტემაში გენეტიკური დეფექტების მქონე ანდა ისეთ ადამიანებს დაეხმარება, რომელთა ნაწლავიც გარკვეული მიზეზების გამო აღარ ფუნქციონირებს. მკვლევრებს სჯერათ ისიც, რომ, შესაძლოა, ადამიანისთვის გადანერგვის შემთხვევაში ორგანოიდები თავისითაც კი გაიზარდოს

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მსოფლიოში პირველად კვლევამ აჩვენა, რომ ართრიტის წამალს შეუძლია დიაბეტის განკურნება

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბარიციტინიბს, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, შეუძლია შეინარჩუნოს სხეულის მიერ საკუთარი ინსულინის წარმოება.

Sky News-ის თანახმად, მსოფლიოში პირველმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოყენებულ ჩვეულებრივ პრეპარატს შეუძლია დათრგუნოს 1 ტიპის დიაბეტის პროგრესირება ახლად დიაგნოზირებულ პაციენტებში.

მელბურნის წმინდა ვინსენტის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბარიციტინიბს შეუძლია შეინარჩუნოს სხეულის ინსულინის წარმოება.

მათ ეს აღმოჩენა აღწერეს, როგორც „უზარმაზარი ნაბიჯი” დაავადების კონტროლისა და მკურნალობის გზაზე.

ტიპი 1 დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ადამიანის სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია, რადგან მათი სხეული ვერ გამოიმუშავებს ინსულინს. მათი სხეულის იმუნური სისტემა შეცდომით უტევს და კლავს პანკრეასის ჰორმონის წარმომქმნელ უჯრედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გადარჩენისთვის დამოკიდებულნი არიან ინსულინის რეგულარულ ინექციებზე.

პროფესორმა თომას ქეიმ, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას, თქვა: „ჩვენ გვინდოდა გვენახა, შეგვეძლო თუ არა დაცვა იმუნური სისტემის მიერ ამ უჯრედების შემდგომი განადგურებისგან“.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ პრეპარატი თრგუნავს იმუნურ რეაქციას, რომელიც მიმართულია ინსულინის წარმომქმნელი უჯრედების წინააღმდეგ ტიპი 1 დიაბეტის მქონე ადამიანებში.

მეცნიერთა ვარაუდით, 2040 წლისთვის 1 ტიპის დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი 17,4 მილიონამდე გაიზრდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

დასახელდა პროდუქტი, რომელიც ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის

შვედი მეცნიერების დასკვნით, ცხიმიანი თევზის გადაჭარბებულად მიღება ნაადრევი სიკვდილის რისკს 50%-ით ზრდის. ამის შესახებ კვლევაზე დაყრდნობით MedicalXpress-ი წერს.

სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ 70 წლის ადამიანების კვებას, ექსპერიმენტში კი 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

10-წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოხალისეები, რომლებსაც პოლიქლორირებული ბიფენილების მაღალი დონე ჰქონდათ, სხვა რისკის ჯგუფების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, 50%-ით ხშირად იღუპებოდნენ.

პოლიქლორირებულ ბიფენილებს ძირითადად თევზის ქონი შეიცავს, ასევე ხორცი და რძის პროდუქტები. მეცნიერების თქმით, ამ პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება არასასურველია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

სენსაცია მედიცინაში: მსოფლიოში პირველად თვალის სრულად გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა

მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლად, თვა­ლის სრუ­ლად გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და, თუმ­ცა ექი­მე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, რომ პა­ცი­ენტს მხედ­ვე­ლო­ბა აღუდ­გე­ბა. ოპე­რა­ცია ნიუ-იორკში ჩა­ტარ­და.

46 წლის აა­რონ ჯე­იმ­სი მა­ღა­ლი ძაბ­ვის ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზის მონ­ტი­ო­რი და ასე­ვე სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ვე­ტე­რა­ნია. 2021 წელს ის 7200 ვოლტ დენს შემ­თხვე­ვით შე­ე­ხო და უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. 2023 წლის 27 მა­ისს, მას სა­ხის ნა­წი­ლე­ბის იშ­ვი­ა­თი გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რო­მელ­შიც 140-ზე მეტი ჯან­დაც­ვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

“თუ მხედ­ვე­ლო­ბა და­მიბ­რუნ­დე­ბა, ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი იქ­ნე­ბა” – გა­ნა­ცხა­და აა­რონ ჯე­იმსმა – “მაგ­რამ ის ფაქ­ტიც, რომ ეს ოპე­რა­ცია მე­დი­ცი­ნის სფე­რო­ში გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტია, ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ახლა ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ანს ვგა­ვარ”

NYU Langone Health-ის ქი­რურ­გებ­მა, რომ­ლებ­მაც რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეს, გა­ნა­ცხა­დეს, რომ ჯე­იმ­სი გა­მო­ჯან­მრთელ­და და გა­და­ნერ­გი­ლი თვა­ლიც ჯან­სა­ღია.

“ის ფაქ­ტი, რომ ჩვენ სრუ­ლი თვა­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია შე­ვას­რუ­ლეთ, დიდი წარ­მა­ტე­ბაა. ბევ­რი ფიქ­რობ­და, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო“, – თქვა ექიმ­მა ედუ­არ­დო როდ­რი­გეს­მა, გუნ­დის ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა ქი­რურ­გმა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ოპე­რა­ცია გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტია მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის მხედ­ვე­ლო­ბის აღ­დგე­ნის საქ­მე­ში.

აა­რო­ნის მე­უღ­ლემ, მე­გან ჯე­იმსმა CNN-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ქმრის და­ნახ­ვა ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი გრძნო­ბა იყო.

“უბ­რა­ლოდ, ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი იმით, რომ მან ეს ყვე­ლა­ფე­რი შეძ­ლო” – თქვა მე­გან­მა.

სა­ხის ნა­წი­ლე­ბი და თვა­ლი 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მარ­ტო­ხე­ლა მა­მა­კა­ცი დო­ნო­რის­გან მი­ი­ღეს. ოპე­რა­ცი­ის დროს ექი­მებ­მა დო­ნო­რის ძვლის ტვი­ნის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი მხედ­ვე­ლო­ბის ნერვში შე­იყ­ვა­ნეს, რათა მის აღ­დგე­ნას ხელი შე­უ­წყონ.

აა­რონ ჯე­იმ­სი მე-19 ადა­მი­ა­ნია აშშ-ში, რო­მელ­საც სა­ხის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. იგი ამ­ჟა­მად ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა…

წყა­რო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიოქიმია

აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელების უნარი აქვთ

შვეიცარიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინესმიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელების უნარი აქვთ.

აქამდე აღმოჩენილ მიკროორგანიზმებს ამ ფუნქციის შესრულება 30°C ტემპერატურიდან შეეძლოთ, რაც მეთოდს ძვირადღირებულსა და არაეკოლოგიურს ხდიდა, რადგან გათბობაზე დიდი რაოდენობით ენერგია იხარჯებოდა. ახალი მიგნება პლასტმასის გადამუშავებას 15°C-ზე იწყებს.

მეცნიერებმა ცდები 19 სახეობის ბაქტერიასა და 15-მდე სოკოზე ჩაატარეს. 126-დღიანი კვლევის შემდეგ ვერცერთმა მიკროორგანიზმმა პოლიეთილენის მონელება ვერ შეძლო, თუმცა მათმა 56%-მა წარმატებით გადაამუშავა პოლიურეთანი და ზოგიერთი პლასტმასის ნარევი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

არის თუ არა წითელი ხორცი ჯანმრთელობისთვის საზიანო – რას ამბობს მეცნიერება

მეცნიერება აჩვენებს, რომ წითელი ხორცის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს II ტიპის დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ზოგიერთი კიბოს განვითარების რისკი.

ამ აღმოჩენების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია დაისვას შემდეგი კითხვა: არის თუ არა ძროხის ხორცის ჰამბურგერი ნაკლებად ჯანსაღი, ვიდრე მჭლე სტეიკი? რამდენი წითელი ხორცი უნდა ვჭამოთ რეალურად?

წითელი ხორცის რამდენიმე სახეობა არსებობს: წითელი ხორცი არის ყველა ხორცი, რომელიც მოდის ძუძუმწოვრების კუნთებიდან. ამ ცხოველებს მიეკუთვნება ძროხის, ცხვრის, ღორის, ხბოს და თხის ხორცი.

ჩვენ შეგვიძლია განვასხვაოთ წითელი ხორცის სხვადასხვა სახეობა იმის მიხედვით, თუ როგორ იზრდება ცხოველი და როგორ ხდება ხორცის დამუშავება.

ცხოველი, რომელსაც ჩვეულებრივი ხორცი აქვს, იკვებებიან ბალახით მთელი ცხოვრების განმავლობაში და შემდეგ იკვებებიან მარცვლეულით, როგორიცაა სიმინდი. სუპერმარკეტებში არსებული წითელი ხორცის/ცხოველის უმეტესობა მარცვლეულით იკვებება.

ისეთი ცხოველების ხორცი, რომლებიც მთელი ცხოვრებაა ბალახით იკვებებიან, უფრო მეტ უჯერ ცხიმს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი ხორცი. ამიტომ, ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ის უფრო ჯანმრთელია და ამიტომაც უფრო ძვირი ღირს.

ორგანული ხორცი ითვლება პრემიუმ პროდუქტად, რადგან ის უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო სტანდარტებს ორგანული პროდუქტებისთვის. მაგალითად, ორგანული ეტიკეტირებული ხორცი არ შეიძლება შეიცავდეს სინთეზურ პესტიციდებს ან ჰორმონებს ან ანტიბიოტიკებს, რომლებიც გამოიყენება ზრდის სტიმულირებისთვის.

რა არის წითელი ხორცის კვების ღირებულება?

წითელი ხორცი შეიცავს ბევრ მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას ჯანმრთელობისთვის, მათ შორის ცილებს, ვიტამინ B12-ს, რკინას და თუთიას. წითელი ხორცი რკინისა და თუთიის კარგი წყაროა, რადგან ორგანიზმი მათ უფრო ადვილად ითვისებს ხორციდან, ვიდრე მცენარეული საკვებიდან.

წითელი ხორცი ხშირად მდიდარია გაჯერებული ცხიმებით, მაგრამ ეს შემცველობა შეიძლება განსხვავდებოდეს 1%-დან 25%-ზე მეტამდე, ჭრის და ცხიმის ოდენობის მიხედვით.

გაჯერებული ცხიმების მოხმარების შესაზღუდად, უმჯობესია აირჩიოთ ხორცის უფრო მჭლე ნაჭრები, როგორიცაა ღორის ფილე ან საქონლის ხორცის სტეიკები, რომლებიც შეიცავს ნაკლებ ცხიმს.

დამუშავებული ხორცი, როგორიცაა ბეკონი, სალიამი და ძეხვეული, შეიცავს სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს. მაგრამ ისინი ასევე მდიდარია გაჯერებული ცხიმებით, ნატრიუმით და შეიცავს კონსერვანტებს.

არის თუ არა წითელი ხორცი ჯანმრთელობისთვის მავნე?

ზოგადად მიღებულია, რომ ძალიან ბევრი წითელი ხორცის ჭამა საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, II ტიპის დიაბეტის და ზოგიერთი კიბოს განვითარების რისკის გამო.

მაგრამ ამ პრეტენზიების მიღმა მეცნიერული მტკიცებულებების უმეტესობა მომდინარეობს დაკვირვებით, რომელიც ვერ განსაზღვრავს არის თუ არა ხორცის მოხმარება ამ დაავადებების პირდაპირი მიზეზი.

უბრალოდ, ეთიკურად შეუძლებელია სთხოვო ვინმეს, რომ მიირთვას დიდი რაოდენობით ხორცი ყოველდღიურად რამდენიმე წლის განმავლობაში, რათა შეაფასოს, აქვს თუ არა კიბოს განვითარება.

ასე რომ, მოდით შევხედოთ მტკიცებულებებს:

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და II ტიპის დიაბეტი

37 დაკვირვებითი კვლევის ანალიზში ავტორებმა აღმოაჩინეს სუსტი მტკიცებულება პირდაპირი კავშირის შესახებ დაუმუშავებელი წითელი ხორცის მოხმარებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და II ტიპის დიაბეტს შორის.

რაც შეეხება გადამუშავებულ ხორცს, ბოლოდროინდელმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ ყოველ დამატებით 50 გრამ დამუშავებულ ხორცს დღეში მოხმარებული, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი საშუალოდ 26%-ით იზრდებოდა, ხოლო II ტიპის დიაბეტის რისკი 44%-ით.

კიბო

საერთაშორისო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ არსებობს ძლიერი მტკიცებულება, რომ წითელი და დამუშავებული ხორცის მოხმარება ზრდის კოლორექტალური კიბოს რისკს.

მაგალითად, დაახლოებით 500 000 ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი დამატებითი 50 გრ წითელი ხორცის მოხმარება დღეში ზრდის კოლორექტალური კიბოს რისკს 18%-ით.  ყოველი დამატებითი 25 გრამი დამუშავებული ხორცი დღეში მოხმარებული, რაც ლორის ნაჭრის ტოლფასია, ზრდის რისკს 19%-ით.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევამ დააკავშირა წითელი და დამუშავებული ხორცის მოხმარება სხვა სახის კიბოს გაზრდილ რისკთან, როგორიცაა ფილტვის, პანკრეასის და მკერდის კიბო, მტკიცებულებები არათანმიმდევრულია.

ასევე მნიშვნელოვანია წითელი ხორცის მომზადების წესი. მაგალითად, სტეიკის მომზადება მაღალ ცეცხლზე, განსაკუთრებით ღია ცეცხლზე, აფერხებს ექსტერიერს. ეს კარბონიზაცია იწვევს ქიმიური ნაერთების ფორმირებას, რომლებიც ცხოველთა მოდელებში ძალიან მაღალი კონცენტრაციით კანცეროგენულია. ზოგიერთი ადამიანური კვლევა ასევე უკავშირებს მას კიბოს სიხშირის გაზრდას.

რამდენი წითელი ხორცი უნდა ვჭამოთ?

კანადის კიბოს საზოგადოება გირჩევთ შეზღუდოთ კვირაში 255 გრ მოხარშული წითელი ხორცით (ან სამი 85 გრამიანი პორცია, რაც შეესაბამება ერთი ცხვრის ნაჭერს). ის ასევე გვირჩევს, საერთოდ უარი თქვან დამუშავებულ ხორცზე.

განსაკუთრებით გულის ჯანმრთელობისთვის, კანადის Heart and Stroke Foundation რეკომენდაციას უწევს უცხიმო ხორცის ჭამას არაუმეტეს 110 გ პორციით.

ჯერ კიდევ შესაძლებელია წითელი ხორცის მირთმევა, როდესაც ის ინტეგრირებულია ჯანსაღ დიეტაში , თუ ის არ არის ჭარბი მოხმარება. სადაც შესაძლებელია, უმჯობესია აირჩიოთ ხორცის დაუმუშავებელი ან მჭლე ნაჭრები და შეზღუდოთ გრილზე შეწვა. ასევე რეკომენდირებულია დროდადრო წითელი ხორცის ჩანაცვლება მჭლე ქათმით ან თევზით.

თუ თქვენ ეძებთ ხორცის ალტერნატივებს, რომლებიც უკეთესია თქვენი ჯანმრთელობისა და გარემოსთვის, მინიმალურად დამუშავებული მცენარეული ალტერნატივები, როგორიცაა ტოფუ, ლობიო და ოსპი, შესანიშნავი ვარიანტია.

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსის ახალი შტამები უფრო საშიშია ვაქცინირებული ადამიანებისთვის?

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ პანდემია ოფიციალურად დასრულდა 2023 წლის მაისში, დაავადება კვლავ საფრთხეს უქმნის გლობალურ ჯანმრთელობას. ამრიგად, მსოფლიოში ამჟამად გავრცელებულია კორონავირუსის EG.5-ის ახალი ვარიანტი „ერისი“, ხოლო ვარიანტი BA.2.86 „Pirola“ მუტაციების დიდი რაოდენობის გამო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მაგრამ სოციალურ ქსელებში ამტკიცებენ, რომ კორონავირუსის ვარიანტი EG.5 საერთოდ არ არსებობს და მედია მხოლოდ პანიკას იწვევს. და ისიც, რომ BA.2.86 უფრო საშიშია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე აცრილი არიან.

მიუხედავად ვაქცინაციისა და ბუნებრივი ინფექციის გზით მოსახლეობის იმუნიტეტის განვითარებისა, ასევე სწრაფი დიაგნოსტიკისა და ეფექტური მკურნალობისა, კორონავირუსი აგრძელებს მიმოქცევას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ის აგრძელებს ადამიანების მკვლელობას და მუდმივად იცვლება, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ხელმძღვანელმა, ადჰანომ გებრეიესუსმა. მიუხედავად იმისა, რომ Covid-ის მძიმე ან ფატალური ფორმების განვითარების რისკი, მისი თქმით, დღეს გაცილებით დაბალია, ვიდრე ერთი წლის წინ.

კორონავირუსის ვარიანტი EG.5 პირველად 2023 წლის თებერვალში აღმოაჩინეს და 1 სექტემბრის მდგომარეობით ის უკვე 57 ქვეყანაში იყო აღმოჩენილი. საერთო ჯამში, ჯანმო-მ ახლა შეიყვანა კორონავირუსის შვიდი ვარიანტი, რომელიც იწვევს COVID-19-ს, სიაში – „მონიტორინგის ქვეშ მყოფი ვარიანტები“ და სამი – „საინტერესო ვარიანტების“ სიაში. თავდაპირველად EG.5 მოხვდა პირველ სიაში, მაგრამ მისი სწრაფი გავრცელების გამო მეორეში გადავიდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გლობალურად შეინიშნება EG.5-ის პროპორციის სტაბილური ზრდა ვირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით. უცხოური მედიის ცნობით, ეს შეიძლება აიხსნას მუტაციით, რომელიც საშუალებას აძლევს EG.5-ს თავი აარიდოს ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება ვირუსისა და ვაქცინის ადრინდელი ვარიანტების საპასუხოდ.

თუმცა, EG.5-ის მიერ გლობალური პოპულაციისთვის გამოწვეული რისკი დაბალია, ისევე როგორც სხვა ამჟამად მოცირკულირე VOI ვარიანტების მსგავსად. თუმცა, მისი გავრცელებისა და იმუნიტეტის დაძლევის უნარის გამო, EG.5 შეიძლება გამოიწვიოს შემთხვევების ზრდა და გახდეს დომინანტი ზოგიერთ ქვეყანაში ან თუნდაც მთელ მსოფლიოში, აღნიშნავს ჯანმო.

EG.5 ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მასთან დაკავშირებული COVID-19-ით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების რისკები კვლავ არსებობს. დაავადების სიმპტომები იგივეა, რაც კორონავირუსის წინა ვარიანტებისთვის: ხველა, სურდო, ცხელება, ყელის ტკივილი და გულმკერდის შებოჭილობა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადრე ვაქცინირებული ადამიანები, სავარაუდოდ, უფრო მგრძნობიარენი არიან კორონავირუსის ახალი ვარიანტის მიმართ BA.2.86 „Pirola“ სავარაუდოდ ფართოდ გავრცელდა აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადების გამოქვეყნების შემდეგ. მოხსენებაში რეალურად იგულისხმება ის, რომ BA.2.86 ითვლება, რომ უფრო შეუძლია, ვიდრე სხვა კორონავირუსული ვარიანტები გამოიწვიოს COVID-19 მათში, ვისაც ადრე ჰქონდა ეს დაავადება ან იყო ვაქცინირებული. ეს გამოწვეულია მუტაციების დიდი რაოდენობით. ისინი საშუალებას აძლევს BA.2.86-ს თავი აარიდოს ანტისხეულებს, რომლებიც ორგანიზმმა წარმოქმნა ვირუსის ან ვაქცინის ადრინდელი ვარიანტების საპასუხოდ. თუმცა, ამერიკულმა დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ BA.2.86-ის ნიმუშები ჯერ კიდევ შეუსწავლელია, ამიტომ ნაადრევია საუბარი მის გავლენაზე იმუნიტეტზე.

მოგვიანებით, CDC-მ განმარტა, რომ ანტისხეულები, რომლებიც წარმოიქმნება ვაქცინაციის ან ავადმყოფობის დროს, სხეულის იმუნური სისტემის მხოლოდ ნაწილია და მის სხვა ნაწილებს ვირუსის ევოლუცია ნაკლებად აზარალებს. ასე რომ, სავარაუდოა, რომ მათი აქტივობა BA.2.86-ის მიმართ არ შემცირდება. საერთო ჯამში, ანტისხეულების არსებობა SARS-CoV-2-ის სხვა ვარიანტების მიმართ ვაქცინაციის, წინა ინფექციის ან ორივეს შემდეგ, სავარაუდოდ იცავს მძიმე დაავადებისგან, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ახალმა ვარიანტმა.

კორონავირუსის ვარიანტი EG.5 არსებობს და ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ისევე როგორც BA.2.86, რომლის ზემოქმედება კორონავირუსის წინააღმდეგ არსებულ იმუნიტეტზე ჯერ კიდევ შესასწავლია.

ჯანმო კვლავ თვლის COVID-19-ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ და მოუწოდებს ქვეყნებს, გააძლიერონ მეთვალყურეობა და ინფორმაციის გაზიარება ახალი კორონავირუსის შტამების გავრცელებით გამოწვეული რისკის შესაფასებლად.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

„დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი იღუპება“ – ყველაფერი Nipah ვირუსის შესახებ, რომელიც ახლა ვრცელდება

სამხრეთ ინდოეთში მომაკვდინებელინიპას ვირუსის შეჩერებას ცდილობენ.მედიკოსების ინფორმაციით, ვირუსი მარტივად გადამდები არ არის, თუმცა დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი იღუპება.

გასულ კვირას 700-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის მედიცინის მუშაკს ჩაუტარდა ტესტირება. დაიხურა რამდენიმე სკოლა, ოფისი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელიც.

Nipah-ის ეპიდემია მეოთხეა, რომელიც კერალაში ხუთ წელიწადში დაფიქსირდა – ყველაზე ბოლო აფეთქება 2021 წელს იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აფეთქებები ჩვეულებრივ გავლენას ახდენს შედარებით მცირე გეოგრაფიულ არეალზე, ზოგიერთი მეცნიერი შიშობს, რომ ადამიანებში გავრცელების გაზრდამ, შეიძლება, დიდ მასშტაბებსაც მიაღწიოს.

რა ვიცით ვირუსის შესახებ

Nipah ვირუსი პირველად 1998 წელს მალაიზიასა და სინგაპურში ღორის ფერმერებს შორის ავადმყოფობის დროს გამოვლინდა. ვირუსის აფეთქების დროს დაინფიცირდა 300 ადამიანი, ხოლო დაიღუპა 100.

Nipah ვირუსს აქვს სიკვდილიანობა 40%-დან 75% -მდე, დამოკიდებულია შტამზე, ამბობს რაჯიბ უსრაფულ ისლამი, ვეტერინარი ექიმი.

„თითოეული ეპიდემია არის შემაშფოთებელი, ყოველი ეპიდემია აძლევს პათოგენს საკუთარი თავის შეცვლის შესაძლებლობას“,- ამბობს ექიმი.

ვირუსს ძირითადად ხილის ღამურები ატარებენ, მაგრამ ადამიანებთან ერთად შეიძლება დაინფიცირდეს შინაური ცხოველი, როგორიცაა ღორი. ის ვრცელდება ინფიცირებული ცხოველების ან ადამიანების სხეულის სითხეებთან კონტაქტით. ამ ეტაპზე არ არსებობს დამტკიცებული ვაქცინები ან მკურნალობა, მაგრამ მკვლევრები იკვლევენ კანდიდატებს.

შტამი, რომელიც ცირკულირებს ინდოეთსა და ბანგლადეშში, განსხვავდება მალაიზიაში გაჩენილისგან, ამბობს სტივენ ლუბი, კალიფორნიის სტენფორდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი. გამომდინარე იქიდან, რომ მალაიზიის შტამი ცხოველებიდან ადამიანებზე გავრცელდა, ადამიანებს შორის გადაცემა მცირე იყო. მაგრამ ახლა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ინდოეთში გავრცელებული ვერსია, შესაძლოა ადამიანიდან ადამიანსაც გადაეცეს.

მიუხედავად მისი მოკვლის პოტენციალისა, ვირუსი არ ვრცელდება ადამიანებს შორის ისე მარტივად, როგორც სხვა ცხოველების მიერ გადაცემული ინფექციები, რაც ამცირებს მის გავრცელებას ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ამბობს დანიელ ანდერსონი, ავსტრალიის სამეფო მელბურნის საავადმყოფოს ვირუსოლოგი.

ვირუსის მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასევე აძლევს მას ნაკლებ შესაძლებლობას სწრაფად გავრცელდეს პოპულაციაში, ამბობს კრისტოფერ ბროდერი, რომელიც სპეციალიზირებულია წარმოშობილ ინფექციურ დაავადებებში.

„ვირუსის საუკეთესო ინტერესებში არ შედის ყველას მოკვლა, რომელსაც ის აინფიცირებს“,- ამბობს მეცნიერი.

ის დასძენს, რომ კერალაში მოცირკულირე შტამი დიდად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ის პირველად გაჩნდა ორ ათწლეულზე მეტი ხნის წინ ბანგლადეშში, თუმცა მომავალი ეპიდემიები შეიძლება უფრო დიდი. ასევე, სავარაუდოდ, უკვე ვრცელდება ვარიანტები, რომლებიც ჯერ არ არის აღმოჩენილი, ამბობს ბროდერი.

რა სიმპტომები აქვს Nipah ვირუსს

ინფიცირებულ ადამიანებს თავდაპირველად უვითარდებათ სიმპტომები: ცხელება, სუნთქვის გაძნელება, თავის ტკივილი და ღებინება.

ასევე,  მძიმე შემთხვევებში, შესაძლოა, ადამიანს დაემართოს ენცეფალიტი და კრუნჩხვები, რაც შემდგომში გამოიწვევს კომას, ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO).

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

კარგი ამბავი! აგრესიული კიბოს უჯრედები მეცნიერებმა ჯანმრთელ უჯრედებად გარდაქმნეს

ბავშვის კიბოს განსაკუთრებით აგრესიული ფორმას, რომელიც კუნთოვან ქსოვილში წარმოიქმნება, მალე შეიძლება სამკურნალო საშუალება გამოუჩნდეს.

მეცნიერებმა წარმატებით განახორციელეს რაბდომიოსარკომის უჯრედების ნორმალურ, ჯანსაღ კუნთოვან უჯრედებად გარდაქმნა. ეს მიღწევა შეიძლება ამ სასტიკი დაავადების სამკურნალო ახალი საშუალებების შექმნაში დაგვეხმაროს, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გარღვევა გამოიწვიოს ადამიანის სხვა ტიპის კიბოების მკურნალობაში.

„უჯრედები ფაქტობრივად კუნთებად გადაიქცა. სიმსივნემ კიბოს ყველა მახასიათებელი დაკარგა“, — ამბობს ქოლდ-სპრინგ-ჰარბორის ლაბორატორიის მოლეკულური ბიოლოგი კრისტოფერ ვაკოჩი.

კიბო მონოლითური რამ არ არის. წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სხეულის რომელიმე ნაწილში უჯრედები მუტაციას განიცდის. რაბდომიოსარკომა არის კიბოს ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება. როგორც წესი, იწყება ჩონჩხის კუნთში, როდესაც მისი უჯრედები მუტაციას განიცდის, იწყებენ გამრავლებას და მთელ სხეულს ედებიან.

რაბდომიოსარკომა აგრესიულია და ხშირად, მომაკვდინებელიც; შუალედური რისკის ჯგუფში გადარჩენის მაჩვენებლები 50-დან 70 პროცენტამდე მერყეობს.

მკურნალობის ერთ-ერთი ვარიანტს, რომელიც იმედისმომცემი აღმოჩნდა, დიფერენციაციის თერაპია ეწოდება. ის მაშინ გამოჩნდა, როდესაც მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ლეიკემიის უჯრედები სრულად მომწიფებული არ არის, ისეთი არადიფერენცირებული ღეროვანი უჯრედების მსგავსად, რომლებიც ჯერ სრულად არ არიან ჩამოყალიბებული რომელიმე კონკრეტული ტიპის უჯრედებად. დიფერენციაციის თერაპია ამ უჯრედებს განვითარების გაგრძელებას და კონკრეტული ტიპის მომწიფებულ უჯრედებად დიფერენცირებას აიძულებს.

წინა კვლევაში, ვაკოჩმა და მისმა ჯგუფმა ეფექტიანად უკუაქციეს კიბოს უჯრედების მუტაცია, რომელიც იუინგის სარკომაში გაჩნდა — ბავშვის კიდევ ერთ კიბოში, რომელიც ძირითადად ძვლებში ჩნდება.

მკვლევრებს სურდათ, გაეგოთ, შესაძლებელი იყო თუ არა იგივე წარმატების გამეორება რაბდომიოსარკომის შემთხვევაშიც, რადგან მიიჩნეოდა, რომ დიფერენციაციის თერაპია ამ დაავადებისგან ათწლეულობით იყო დაშორებული. წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

იპონური კომპანია კბილების ამომყვან მედიკამენტზე მუშაობს

იაპონური ფარმაცევტული სტარტაპი მედიკამენტზე მუშაობს, რომელსაც კბილების ამოყვანა შეუძლია.

კიოტოს უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილმა Toregem Biopharma-მ ცდები თაგვებზე წარმატებით ჩაატარა, 2024 წლიდან კი პრეპარატის ადამიანებზე გამოცდას იწყებს.

უცხოური გამოცემის ინფორმაციით, კომპანია 2025 წლიდან კლინიკური ცდის ჩატარებას ანოდონტიის დიაგნოზის მქონე 2-დან 6-წლამდე ბავშვებში გეგმავს. სამომავლოდ მედიკამენტის გამოყენება იმ ზრდასრულებსაც შეეძლებათ, რომლებმაც კბილები კარიესის გამო დაკარგეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 90
Page 3 of 90