close

მსოფლიო

ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიო

NASA მისიას გეგმავს, რომელშიც მხოლოდ ქალები მიიღებენ მონაწილეობას

ასტრონავტები ენ მაკლეინი და კრისტინა კოხი მონაწილეობას მიიღებენ მისიაში, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს იქნება პირველი კოსმოსური მისია, რომელშიც მხოლოდ ქალები მიიღებენ მონაწილეობას. მაკლეინი და კოხი ღია კოსმოსში გავლენ იმისათვის, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მზის ბატარეები შეცვალონ. ამავე დროს, დედამიწიდან მისიის ხელმძღვანელობას მერი ლოურენი განახორციელებს, მართვის პულტთან კი კიდევ ერთი ქალი- ჯეკი კეიგი იქნება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური
საერთაშორისო კოსმოსური სადგური

ენ მაკლეინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2018 წლის დეკემბრიდან იმყოფება. კრისტინა კოხი მას 14 მარტს შეუერთდება. ასტრონავტების ღია კოსმოსში გასვლა 29 მარტს იგეგმება. 39 წლის მაკლეინს სამი დიპლომი აქვს. აშშ-ს სამხედრო აკადემიაში ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობას დაეუფლა, შემდეგ მაგისტრატურა ინგლისში, ბათის უნივერსიტეტში დაამთავრა. ასევე ბრიტანეთში, ბრისტოლის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის დიპლომი სპეციალობით “საერთაშორისო უსაფრთხოება”.15 თვის განმავლობაში მაკლეინი ერაყში ვერტმფრენის პილოტი იყო.

ენ მაკლეინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში
ენ მაკლეინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში

40 წლის კრისტინა კოხი ფიზიკოსია. 2004-დან 2007 წლამდე კოხი NASA-ში ანტარქტიდის შესწავლის პროგრამაში მონაწილეობდა და ერთი ზამთარი მსოფლიოს ყველაზე ცივ კონტინენტზე გაატარა. მის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტები რამდენიმე კოსმოსური მისიაში გამოიყენეს.

კრისტინა კოხი
კრისტინა კოხი

პირველი ქალი, რომელიც კოსმოსში 1963 წელს მოხვდა, საბჭოთა კოსმონავტი ვალენტინა ტერეშკოვაა. პირველი ამერიკელი ქალი კოსმოსში სალი რაიდი იყო. მისი მისია 1983 წელს შესრულდა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიო

ვინ იყვნენ მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანები

Forbes-ის 2019 წლის მილიარდერთა სიის მიხედვით, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება 131 მილიარდი დოლარია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბეზოსი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მდიდარია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი მანსა მუსა იყო – მე-14 საუკუნეში დასავლეთ აფრიკის მმართველი. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, რუდოლფ ბაჩ უეირის თქმით, მანსა მუსას სიმდიდრის ოდენობის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ამბობენ, რომ მუსას ქონება 400 მილიარდი დოლარი იყო, თუმცა ეკონომიკის ისტორიკოსების თქმით, ის გაცილებით დიდ ქონებას ფლობდა.

მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეული კი ასეთია:

მანსა მუსა (1280-1337) – მისი ქონების ზუსტი ოდენობა უცნობია;

ოქტავიანე ავგუსტუსი (ძვ.წ. 63 – ჩვნ.წ. 14) – 4.6 ტრილიონი დოლარი;

იმპერატორი შენზონგი (1048-1085) – მისი ქონების ზუსტი ოდენობა უცნობია;

აკბარ I (1542-1605) – მისი ქონების ზუსტი ოდენობა უცნობია;

ენდრიუ კარნეგი (1835-1919) – 372 მილიარდი დოლარი;

ჯონ როკფელერი (1839-1937) – 341 მილიარდი დოლარი;

ნიკოლაი ალექსანდროვიჩ რომანოვი (1868-1918) – 300 მილიარდი დოლარი;

ოსმან ალი ხანი (1886-1967) – 230 მილიარდი დოლარი;

უილიამ I დამპყრობელი (1028-1087) – 229 მილიარდი დოლარი;

მუამარ კადაფი – (1942-2011) – 200 მილიარდი დოლარი.

წყარო : BBC
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოამსოფლიოსაქართველოფიზიკა

3 მილიონ ნახევარი ევრო- ქართველი მეცნიერი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

ქართველი მეცნიერის მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება.
ქართველი ფიზიკოსი გია დვალი გერმანიაში ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო პრემიის ლაურეატია. ჰუმბოლტის პირველი პრემია დვალს სხვა 7 მეცნიერთან ერთად მიუნჰენში საზეიმოდ გადაეცა.

3 მილიონ ნახევარ ევროს გია დვალი სამეცნიერო კვლევებისთვის და იმ ექსპერიმენტის გასაგრძელებლადაც გამოიყენებს, რომლითაც მან პარალელური სამყაროს არსებობა უნდა დაადასტუროს. ჰადრონული ამაჩქარებლის გაშვება შემოდგომით იგეგმება, მანამდე გია დვალი და მეცნიერთა ჯგუფი ახალი მიმართულებების დაგეგმვაზე იმუშავებენ.

ჰუმბოლტის პრემია პირველად გაიცა და ის, რომ მსოფლიო დონის 8 მეცნიერს შორის ქართველი ფიზიკოსიც მოხვდა, გია დვალისთვის ძალიან პრესტიჟულთან ერთად, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. პარალელურად, გია დვალი მიუნჰენის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორად დაინიშნა. ქართველი ფიზიკოსი მსოფლიოში სახელგანთქმულ CERN -თან ერთად, ამ ინსიტიტუტსაც უხელმძღვანელებს და თან ნიუ-იორკის უნივერსიტეტშიც გააგძელებს საქმიანობას.ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მსოფლიო

ჩინეთი ბოინგ 737 მაქს 8-ით ფრენების განხორციელებას წყვეტს

ჩინეთის საავიაციო მარეგულირებელმა ბოინგ 737 მაქს 8-ის თვითმფრინავებით  რეისების განხორციელება დროებით აკრძალა.

რეგულატორმა ეს გადაწყვეტილება გუშინდელი უბედური შემთხვევის გამო მიიღო, რომლის დროსაც ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავმა ბოინგ 737-მა კატასტროფა განიცადა და ბორტზე მყოფი 157-ვე მგზავრის სიცოცხლე შეიწირა.

საავიაციო მარეგულირებლის გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყნის ყველა ავიაკომპანიამ  ბოინგ 737 მაქს 8-ის რეისები ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათამდე უნდა შეაჩერონ.

გუშინდელი კატასტროფა მეორეა, რომელიც ბოინგ 737 მაქს 8-მა  უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში განიცადა. ოქტომბრის კატასტროფის დროს ავიაკომპანია Lion Air-ის ამავე მოდელის თვითმფრინავის კატასტროფამ ბორტზე მყოფი 189 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„ორივე უბედური შემთხვევის დროს  ბოინგ 737 მაქს 8-ის თვითმფრინავებმა კატასტროფა აფრენის ფაზაში განიცადეს. ეს მსგავსება გარკვეულ კითხვებს აჩენს,“ განაცხადა ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ.

კომპანია „ბოინგი“ მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ გამოძიებისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენის მიზნით სპეციალურ ჯგუფს აგზავნის.

ჩინეთი ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც მსგავსი აკრძალვა დაწესდა. ეთიოპიის ავიახაზებმა განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით ფრენებს წყვეტს.

განცხადება გაავრცელა კაიმანის ავიახაზებმაც, სადაც აღნიშნულია, რომ ბოინგ 737 მაქს 8-ით რეისების განხორციელებას წყვეტს, სანამ „მეტი ინფორმაცია არ გახდება ცნობილი.“

იგივე გადაწყვეტილება მიიღო ჩრდილოეთ ამერიკის რამდენიმე ავიაკომპანიამაც.

წყარო : BBC
მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიაკატეგორიის გარეშეკულტურამსოფლიოსაქართველო

საქართველო უძველესი ცივილიზაციების სამეულში მოხვდა

ამერიკულმა საიტმა The Top Tens გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც „საუკეთესო უძველესი ცივილიზაციების“ ათეული უნდა დასახელებულიყო. შეფასებების მიხედვით საქართველომ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.

პირველი ორი ადგილი საბერძნეთსა და ეგვიპტეს ერგოთ. შემდეგი პოზიციები კი რომმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, სპარსეთმა, აცტეკებისა და სპარტის იმპერიებმა დაიკავეს. ბოლო ადგილებზე კი კელტები, შუასაუკუნოვანი ინგლისი და ეთიოპია აღმოჩნდნენ.

რეიტინგის კრიტერიუმები უძველეს ცივილიზაციებს შეესაბამება და მომხმარებლებს აქვთ საშუალება კომენტარის სახით დააფიქსირონ ქვეყნის შესახებ საკუთარი მოსაზრება და დაასაბუთონ, თუ რატომ თვლიან ისინი კონკრეტულ ქვეყანას უძველეს ცივილიზაციად.

მომხმარებლების მიერ დატოვებულ კომენტარებში საქართველო მოხსენიებულია ყურძნის სამშობლოდ და აღნიშნულია ქვეყნის კოლორიტი, სტუმართმოყვარეობა და ცეკვები.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიო

მექსიკაში მაიას ცივილიზაციის ორასამდე ნივთი იპოვეს

მექსიკელმა არქეოლოგებმა მაიას ცივილიზაციის დროინდელი ორასამდე არტეფაქტი აღმოაჩინეს. The new york times-ის ინფორმაციით აღმოჩანილი ნივთებიდან უმრავლესობა ჭურჭელია.

არტეფაქტებს გამოქვაბულ “ბალაკუში” მიაკვლიეს. გამოქვაბული ნახევარკუნძულ “იუკატანის” ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. “ბალამკუ” მიწისქვეშა გამოქვაბულების და მღივმეების დიდი ქსელის ნაწილად ითვლება. მაიას ტომელები აქაურობას მიწისქვეშეთის კარიბჭედ მიიჭნევდნენ. აღმოჩენილი ნივთების უმრავლესობაზე “ტალოკა”, წვიმის და მოსავლის ღმერთია გამოსახული. მაიას გარდა, “ტალოკას” სხვადასხვა სახელით აცტეკები, საპოტეკები და მიშტეკებიც ეთაყვანებოდნენ

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

ExxonMobil-მა კვიპროსზე მსოფლიოში სიდიდით მესამე გაზის საბადო იპოვა

ამერიკულმა კომპანია ExxonMobil-მა კვიპროსზე ბუნებრივი აირის დიდი საბადო აღმოაჩინა – წერს Euronews-ი.

მარაგების მოცულობა 30-40 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. საბადო განლაგებულია კვიპროსის შელფის მე-10 ბლოკზე. ახალი საბადო Glaucus-1 დამუშავების დროს იპოვეს.

ეს არის მსოფლიოში სიდიდით მესამე საბადო, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში იპოვეს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი აღმოჩენად ევროკავშირის ბუნებრივი აირის რესურსებითვის. ეს იქნება ახალი გზა და კორიდორის აღმოსავლეთი ზღვისპირეთიდან ჩრდილოეთის ბაზრებისკენ“ – განაცხადა კვიპროსის ენერგეტიკის მინისტრმა იორგოს ლაკკოტრიპისმა.

კვიპროსზე წლის ბოლომდე ორი ევროპული კომპანია, იტალიური (ENI) და ფრანგული (Total) აპირებენ 5 საბადოს გაბურღვას.

ExxonMobil-ის ვიცეპრეზიდენტმა ასევე გამოხატა ინტერესი ახალი საბადოების გაბურღვის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ კვიპროსმა მსოფლიო ენერგეტიკულ რუკაზე თავისი ადგილი იპოვა.

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიო

დედამიწა მაშინ და ახლა – Nasa-ს ფოტოებში აღბეჭდილი წარმოუდგენელი ცვლილებები

ამერიკის კოსმოსური სააგენტო Nasa მუდმივად აწარმოებს დედამიწის სხვადასხვა წერტილების ფოტო გადაღებას. გადავწყვიტეთ თქვენთვის წარმოგვედგინა რამდენიმე საინტერესო შედარება, დედამიწის კონკრეტული ადგილების წარმოუდგენლად დიდი სახეცვლილი ბუნების ამსახველი ფოტოების საშუალებით. ფოტოებს შორის დროითი ხანგრძლივობა 5-დან 100 წლამდე მერყეობს.

16953310-R3L8T8D-1000-7

ალიასკა.1917 წლის ზაფხული – 2005 წლის ზაფხული.

16953210-R3L8T8D-1000-10

არალის ზღვა, ცენტრალური აზია. აგვისტო 2000 წ. – აგვისტო 2014 წ.

16952810-R3L8T8D-1000-1

ალიასკა. აგვისტო 1906 წ. – სექტემბერი 2003 წ.

16953160-R3L8T8D-1000-9

პაეუელის ტბა, არიზონას შტატი. მარტი 1999 წ. – მაისი 2014 წ.

16953610-R3L8T8D-1000-17

ბრაზილია, რონდონიის ტყეები. ივლისი 1975 წ. – აგვისტო 2009 წ.

16952860-R3L8T8D-1000-2

მაკარტი, ალიასკა. ივლისი 1909 წ – აგვისტო 2004 წ.

16952960-R3L8T8D-1000-6

ალპები. აგვისტო 1960 წ. – აგვისტო 2005 წ.

16958460-R3L8T8D-1000-22

არგენტინის ტბა. ივლისი 1998 წ. – სექტემბერი 2011 წ.

16953310-R3L8T8D-1000-7

ალიასკა, ყინულის საფარი. აგვისტო 1941 წ. – აგვისტო 2004 წ.

16958560-R3L8T8D-1000-23

ურუგვაის ტყე. მარტი 1975 წ. – თებერვალი 2009 წ.

 

წყარო:

ADME

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებამსოფლიოსაქართველო

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 10 ფინალისტს შორის მოხვდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა. ფინალისტები ჰოლივუდის მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

„როდესაც მე ვიყავი პატარა, მრავალი სუპერ გმირი არსებობდა, ვინც მე მინდოდა ვყოფილიყავი. თუმცა, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გადასახედიდან, მთელი ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, ნამდვილი სუპერ გმირები მასწავლებლები არიან – ისინი ცვლიან სამყაროს.“- განაცხადა ჰიუ ჯეკმანმა სპეციალურ ვიდეო გზავნილში.

Global Teacher Prize-ის ის გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. გამარჯვებული 24 მარტს დუბაიში გამოვლინდება.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოსაქართველოსოფლის მეურნეობა

იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო

სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა: 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი.
საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 6rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2019) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
ორმაგი ოქრო:
„შალვა გვარამაძის მეღვინეობა“ – „საფერავი“;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – „ქისი 2017“;
ოქრო:
„მეღვინეობა ბესინი“ – ქინძმარაული პრემიუმი 2017;
„მეღვინეობა ბესინი“ – მუკუზანი 2017;
„ბოლერო და კომპანია“ – დაისი, ქისი, ქვევრი 2018;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ – საფერავი რეზერვი 2014;
„შალვა გვარამაძის მეღვინეობა“ – წარაფი;
„ვაზი+“ (მეღვინეობა ბინეხი)- რქაწითელი ქვევრი 2015
ვაზი+ (მეღვინეობა ბინეხი)-საფერავი ქვევრი 2014;
ვაზი+ (მეღვინეობა ბინეხი)-საფერავი რეზერვი 2017;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – საფერავი 2015;
„მეღვინეობა ჩელთი“ – ჩელთი 2018;
„მეღვინეობა ჩელთი“ – ჩელთი 2015;
„მეღვინეობა ჩელთი“ – ჩელთი, ქვევრი 2015;
„მეღვინეობა ჩელთი“ – ჩელთი, ქვევრი 2016;
კორპორაცია „ქინძმარაული“ – ალაზნის ველი 2016;
„შალაურის ღვინის მარანი“ – რქაწითელი 2014;
ვერცხლი:
„მეღვინეობა ვაზიანი” – საფერავი, კაბერნე 2017;
„მეღვინეობა ბესინი“ – ბესინი, ქვევრი თეთრი, 2017;
„ბოლერო და კომპანია“ – დაისი, რქაწითელი, ქვევრი 2018;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ – მუკუზანი 2016;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“- ცქრიალა “ბრუტი“;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – ხიხვი 2017;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – მწვანე 2017.
„საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2018 წლის 5 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს – “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.
მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის ღვინის ბაზარზე. იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს იაპონიაში 212 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 37%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემს.
იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე მასშტაბური პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიმართება.

სრულად ნახვა
1 31 32 33 34 35 90
Page 33 of 90