close

მსოფლიო

მედიცინამსოფლიო

კარგი ამბავი! აგრესიული კიბოს უჯრედები მეცნიერებმა ჯანმრთელ უჯრედებად გარდაქმნეს

ბავშვის კიბოს განსაკუთრებით აგრესიული ფორმას, რომელიც კუნთოვან ქსოვილში წარმოიქმნება, მალე შეიძლება სამკურნალო საშუალება გამოუჩნდეს.

მეცნიერებმა წარმატებით განახორციელეს რაბდომიოსარკომის უჯრედების ნორმალურ, ჯანსაღ კუნთოვან უჯრედებად გარდაქმნა. ეს მიღწევა შეიძლება ამ სასტიკი დაავადების სამკურნალო ახალი საშუალებების შექმნაში დაგვეხმაროს, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გარღვევა გამოიწვიოს ადამიანის სხვა ტიპის კიბოების მკურნალობაში.

„უჯრედები ფაქტობრივად კუნთებად გადაიქცა. სიმსივნემ კიბოს ყველა მახასიათებელი დაკარგა“, — ამბობს ქოლდ-სპრინგ-ჰარბორის ლაბორატორიის მოლეკულური ბიოლოგი კრისტოფერ ვაკოჩი.

კიბო მონოლითური რამ არ არის. წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სხეულის რომელიმე ნაწილში უჯრედები მუტაციას განიცდის. რაბდომიოსარკომა არის კიბოს ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება. როგორც წესი, იწყება ჩონჩხის კუნთში, როდესაც მისი უჯრედები მუტაციას განიცდის, იწყებენ გამრავლებას და მთელ სხეულს ედებიან.

რაბდომიოსარკომა აგრესიულია და ხშირად, მომაკვდინებელიც; შუალედური რისკის ჯგუფში გადარჩენის მაჩვენებლები 50-დან 70 პროცენტამდე მერყეობს.

მკურნალობის ერთ-ერთი ვარიანტს, რომელიც იმედისმომცემი აღმოჩნდა, დიფერენციაციის თერაპია ეწოდება. ის მაშინ გამოჩნდა, როდესაც მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ლეიკემიის უჯრედები სრულად მომწიფებული არ არის, ისეთი არადიფერენცირებული ღეროვანი უჯრედების მსგავსად, რომლებიც ჯერ სრულად არ არიან ჩამოყალიბებული რომელიმე კონკრეტული ტიპის უჯრედებად. დიფერენციაციის თერაპია ამ უჯრედებს განვითარების გაგრძელებას და კონკრეტული ტიპის მომწიფებულ უჯრედებად დიფერენცირებას აიძულებს.

წინა კვლევაში, ვაკოჩმა და მისმა ჯგუფმა ეფექტიანად უკუაქციეს კიბოს უჯრედების მუტაცია, რომელიც იუინგის სარკომაში გაჩნდა — ბავშვის კიდევ ერთ კიბოში, რომელიც ძირითადად ძვლებში ჩნდება.

მკვლევრებს სურდათ, გაეგოთ, შესაძლებელი იყო თუ არა იგივე წარმატების გამეორება რაბდომიოსარკომის შემთხვევაშიც, რადგან მიიჩნეოდა, რომ დიფერენციაციის თერაპია ამ დაავადებისგან ათწლეულობით იყო დაშორებული. წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

იპონური კომპანია კბილების ამომყვან მედიკამენტზე მუშაობს

იაპონური ფარმაცევტული სტარტაპი მედიკამენტზე მუშაობს, რომელსაც კბილების ამოყვანა შეუძლია.

კიოტოს უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილმა Toregem Biopharma-მ ცდები თაგვებზე წარმატებით ჩაატარა, 2024 წლიდან კი პრეპარატის ადამიანებზე გამოცდას იწყებს.

უცხოური გამოცემის ინფორმაციით, კომპანია 2025 წლიდან კლინიკური ცდის ჩატარებას ანოდონტიის დიაგნოზის მქონე 2-დან 6-წლამდე ბავშვებში გეგმავს. სამომავლოდ მედიკამენტის გამოყენება იმ ზრდასრულებსაც შეეძლებათ, რომლებმაც კბილები კარიესის გამო დაკარგეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ისტორიაში პირველად: ექიმებმა 19 წლის მოზარდს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს

ჩინეთში მეხსიერების კლინიკის ნევროლოგებმა 19 წლის მოზარდს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, ვისთვისაც კი ამ დაავადების დიაგნოზი დაუსვამთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მამრობითი სქესის მოზარდს მეხსიერების დაქვეითება, დაახლოებით, 17 წლის ასაკში დაეწყო და მდგომარეობა წლების განმავლობაში გაუარესდა.

პაციენტის ტვინის ვიზუალიზაციით გამოვლენილი ჰიპოკამპუსის (რომელიც მეხსიერების კონსოლიდაციაში მონაწილეობს) შეკუმშვა და მისი ცერებროსპინალური სითხე მიუთითებს დემენციის ამ ყველაზე გავრცელებული ფორმის საერთო მარკერებზე.

ალცჰაიმერს ხშირად ხანდაზმულების დაავადებად მიიჩნევენ, მაგრამ ადრეული შემთხვევები, რომლებიც მოიცავს 65 წლამდე ასაკის პაციენტებს, დიაგნოზების, თითქმის, 10%-ს შეადგენს.

30 წლამდე ასაკის, თითქმის, ყველა პაციენტში გამოვლენილი ალცჰაიმერის დაავადება შეიძლება აიხსნას გენის პათოლოგიური მუტაციებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დაავადება მემკვიდრეობით მიიღეს. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი დიაგნოზის დასმისას, მით უფრო სავარაუდოა, რომ დაავადება მემკვიდრეობით მიღებული დაზიანებული გენების შედეგია.

თუმცა პეკინის Capital Medical University-ს მკვლევრებმა მოზარდის გენომის შესწავლისას ვერ აღმოაჩინეს რაიმე საეჭვო გენი ან მუტაციები, რომლებიც პასუხისმგებელია მეხსიერების დაკარგვის ადრეულ დაწყებაზე.

ამ დიაგნოზამდე ალცჰაიმერის მქონე ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 21 წლის იყო. ის და მისი ოჯახი ატარებდნენ PSEN1 გენის მუტაციას, რომელიც იწვევს ტვინში ანომალიური ცილების დაგროვებას, ქმნის რა ტოქსიკური დაფების გროვას, რაც ალცჰაიმერის დაავადების საერთო მახასიათებელია.

ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევა, ზემოხსენებულისაგან განსხვავებით, გაურკვევლობას ბადებს. 19 წლის მოზარდის ოჯახის არცერთ წევრს არ ჰქონია ალცჰაიმერის ან დემენციის ისტორია, თუმცა მოზარდს არ აღენიშნებოდა სხვა დაავადებები, ინფექციები ან თავის ტრავმა, რითაც მისი უეცარი კოგნიტიური დაქვეითება აიხსნებოდა.

მეხსიერების კლინიკაში გაგზავნამდე ორი წლით ადრე, პაციენტს აღენიშნებოდა ყურადღებისა და მოკლევადიანი მეხსიერების დაქვეითება და კითხვის გაძნელება. ხშირად ვერ იხსენებდა წინა დღის მოვლენებს და ყოველთვის არასწორ ადგილას ათავსებდა პირად ნივთებს.

საბოლოოდ, კოგნიტიური დაქვეითება იმდენად გაუარესდა, რომ ახალგაზრდამ საშუალო სკოლა ვერ დაამთავრა. პაციენტის მეხსიერების ქულა 82%-ით დაბალი იყო, ვიდრე მისი ასაკის თანატოლებისა.

„პაციენტს აღენიშნება ალცჰაიმერის ძალიან ადრეული შემთხვევა, მკაფიო პათოგენური მუტაციების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პათოგენეზი ჯერ კიდევ შესასწავლია”, – წერენ ნევროლოგი ძიენფინგ ძია და მისი კოლეგები თავიანთ კვლევაში.

ეს შემთხვევა გვიჩვენებს, რომ ალცჰაიმერი არ მიჰყვება ერთ, კონკრეტულ გზას და ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე აქამდე გვეგონა.

South China Morning Post-ისთვის მიცემულ განცხადებაში ნევროლოგები, რომლებიც აღწერდნენ პაციენტის შემთხვევას, ამტკიცებდნენ, რომ მომავალი კვლევები უნდა ფოკუსირდეს დაავადების გამოვლენის ადრეულ შემთხვევებზე, რათა უკეთ ჩავწვდეთ მის გამომწვევ მიზეზებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ავსტრალიელმა კაცმა, რომელიც 60 წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ სისხლს აბარებდა, 2,4 მილიონი ბავშვის სიცოცხლე იხსნა

კაცმა, რომელიც 60 წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ სისხლს აბარებდა, 2,4 მილიონი ბავშვის სიცოცხლე იხსნა.ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ავსტრალიის წითელი ჯვრის სისხლის სამსახურის ცნობით, ჯეიმს ჰარისონის ქველმოქმედებამ, 2.4 მილიონზე მეტი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.

ჰარისონის სისხლს აქვს, დაავადების წინააღმდეგ მებრძოლი ანტისხეულები, რომელიც ანტი-D ინიექციის შესაქმნელად გამოიყენება.

ჯეიმს ჰარისონმა სისხლის გაღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გულმკერდის ოპერაციის დროს, მას თავადვე დასჭირდა სისხლის დონორი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

რა ვიცით „მომაკვდინებელი ვირუსის“ შესახებ, რომელიც სამხრეთ ინდოეთში გავრცელდა

სამხრეთ ინდოეთში მომაკვდინებელი ნიპას ვირუსის შეჩერებას ცდილობენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

2 ადამიანის დაღუპვის შემდეგ კერალას შტატში ინტენსიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ტესტირებები. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ 2 დაინფიცირებული გამოვლინდა.

შტატში დახურულია სკოლები, სახელმწიფო შენობები და რელიგიური დაწესებულებები. არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მედიკოსების ინფორმაციით, ვირუსი მარტივად გადამდები არ არის, თუმცა დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი იღუპება. 2018 წლიდან ეს ინდოეთში ვირუს ნიპას უკვე მე-4 აფეთქებაა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ახალმა ხელოვნურმა თირკმელმა შესაძლოა, მომავალში დიალიზის საჭიროება მოხსნას

ახალმა ხელოვნურმა თირკმელმა შესაძლოა, მომავალში დიალიზის საჭიროება მოხსნას.ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს, 

კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ბიორეაქტორი, რომელიც თირკმლის სასიცოცხლო ფუნქციებს იმეორებს. მან ღორის ორგანიზმში 1 კვირა გაძლო, რაც ამ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის იმედის მომცემია.

კერძოდ, სპეციალისტებმა ადამიანის თირკმლის უჯრედები მოათავსეს მოწყობილობაში, რომელიც იმპლანტაციას ექვემდებარება. ის ცხოველის სხეულში გადაიტანეს, რის შემდეგაც ბიორეაქტორში არსებულმა უჯრედებმა ფუნქციურობისა და სიცოცხლისუნარიანობის 90%-ზე მეტი შეინარჩუნა.

ეს ექსპერიმენტი მიუთითებს, რომ მკვლევართა მიერ შექმნილ ბიონიკურ ორგანოს იმუნური სისტემა არ უტევს. მართალია, ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, ჩაანაცვლებს თუ არა ამგვარი ტრანსპლანტი ადამიანის თირკმელს, თუმცა დიალიზისა თუ სხვა ძვირად ღირებული პროცედურების საჭიროების მქონე პაციენტებისთვის მსგავსი მიღწევები მნიშვნელოვანია.

იალიზის მოწყობილობები ძალიან დიდი ზომისაა და თირკმლის ტრანსპლანტაციის ჩასანაცვლებლად არც ისე მოსახერხებელი საშუალებაა. ამის ნაცვლად მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნამდვილი ორგანოს უჯრედების შემცველი ბიორეაქტორი უკეთესი ალტერნატივაა და პოტენციურად მრავალი ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს დიალიზი კვირაში რამდენჯერმე სჭირდება, მათთვის დონორის მოძებნა კი ძალიან ძნელია. აშშ-ში ახალ თირკმელს მხოლოდ 20 000 პაციენტი იღებს. ეს მაშინ, როცა მომლოდინეთა სიაში დაახლოებით 100 000 ინდივიდია.

„ჩვენი ექსპერიმენტული დიზაინი იმისთვის შევქმენით, რომ უჯრედთა სიცოცხლისუნარიანობა შეგვესწავლა და არა მათი გადატანა და მეტაბოლური ფუნქცია. სამომავლო კვლევები კონცენტრირდება როგორც უჯრედთა რაოდენობის ზრდაზე, ისე იმპლანტაციის პერიოდის გახანგრძლივებაზე უფრო მეტ ცხოველში, რათა სტატისტიკური მნიშვნელობა და საბოლოო მტკიცებულება მივიღოთ. ბიოხელოვნური თირკმელი ამ ორგანოს დაავადებების მკურნალობას უფრო ეფექტიანს, ასატანს და კომფორტულს გახდის”, — აცხადებენ ავტორები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

აგრესიული კიბოს უჯრედები მეცნიერებმა ჯანმრთელ უჯრედებად გარდაქმნეს

ბავშვის კიბოს განსაკუთრებით აგრესიული ფორმას, რომელიც კუნთოვან ქსოვილში წარმოიქმნება, მალე შეიძლება სამკურნალო საშუალება გამოუჩნდეს.

მეცნიერებმა წარმატებით განახორციელეს რაბდომიოსარკომის უჯრედების ნორმალურ, ჯანსაღ კუნთოვან უჯრედებად გარდაქმნა. ეს მიღწევა შეიძლება ამ სასტიკი დაავადების სამკურნალო ახალი საშუალებების შექმნაში დაგვეხმაროს, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გარღვევა გამოიწვიოს ადამიანის სხვა ტიპის კიბოების მკურნალობაში.

„უჯრედები ფაქტობრივად კუნთებად გადაიქცა. სიმსივნემ კიბოს ყველა მახასიათებელი დაკარგა“, — ამბობს ქოლდ-სპრინგ-ჰარბორის ლაბორატორიის მოლეკულური ბიოლოგი კრისტოფერ ვაკოჩი.

კიბო მონოლითური რამ არ არის. წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სხეულის რომელიმე ნაწილში უჯრედები მუტაციას განიცდის. რაბდომიოსარკომა არის კიბოს ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება. როგორც წესი, იწყება ჩონჩხის კუნთში, როდესაც მისი უჯრედები მუტაციას განიცდის, იწყებენ გამრავლებას და მთელ სხეულს ედებიან.

რაბდომიოსარკომა აგრესიულია და ხშირად, მომაკვდინებელიც; შუალედური რისკის ჯგუფში გადარჩენის მაჩვენებლები 50-დან 70 პროცენტამდე მერყეობს.

მკურნალობის ერთ-ერთი ვარიანტს, რომელიც იმედისმომცემი აღმოჩნდა, დიფერენციაციის თერაპია ეწოდება. ის მაშინ გამოჩნდა, როდესაც მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ლეიკემიის უჯრედები სრულად მომწიფებული არ არის, ისეთი არადიფერენცირებული ღეროვანი უჯრედების მსგავსად, რომლებიც ჯერ სრულად არ არიან ჩამოყალიბებული რომელიმე კონკრეტული ტიპის უჯრედებად. დიფერენციაციის თერაპია ამ უჯრედებს განვითარების გაგრძელებას და კონკრეტული ტიპის მომწიფებულ უჯრედებად დიფერენცირებას აიძულებს.

წინა კვლევაში, ვაკოჩმა და მისმა ჯგუფმა ეფექტიანად უკუაქციეს კიბოს უჯრედების მუტაცია, რომელიც იუინგის სარკომაში გაჩნდა — ბავშვის კიდევ ერთ კიბოში, რომელიც ძირითადად ძვლებში ჩნდება.

მკვლევრებს სურდათ, გაეგოთ, შესაძლებელი იყო თუ არა იგივე წარმატების გამეორება რაბდომიოსარკომის შემთხვევაშიც, რადგან მიიჩნეოდა, რომ დიფერენციაციის თერაპია ამ დაავადებისგან ათწლეულობით იყო დაშორებული. წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა ხელოვნური თირკმელი შექმნეს

დღეს უამრავ ადამიანს ესაჭიროება დიალიზი თანაც კვირაში რამდენიმეჯერ… ხოლო თირკმლის დონორის პოვნა განსაკუთრებით რთულია — თუ, მაგალითად, აშშ-ში ორგანოთა მოლოდინის სიაში 100 000 ადამიანია, მათგან მხოლოდ 20 000 პოულობს დონორს… UC San Francisco-ს მეცნიერები კი დამაიმედებელ ამბავს გვიზიარებენ — ბიორეაქტორი შექმნეს, რომელიც თირკმლის სასიცოცხლო ფუნქციების იმიტაციისთვის არის გამიზნული. მან ღორის შემთხვევაში 1 კვირით შეძლო ფუნქციონირება, თანაც ბიორეაქტორმა ეს 90%-იანი წარმატებით მოახერხა!

მართალია, კვლევა მცირე მასშტაბიანია, მაგრამ დამაინტრიგებელ შედეგს ნამდვილად გვთავაზობს, რომ მასპინძლის სხეულს შეუძლია, არ უარყოს ე. წ. ბიონიკური ორგანო. ჯერ კიდევ მრავალი კვლევა იქნება საჭირო იმისათვის, რომ ადამიანებში მისი გამოცდა დაიწყონ, თუმცა პაციენტებისთვის, რომლებიც დიალიზს მოიხმარენ, მისი პერსპექტივა ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს.

თირკმლის გადანერგვის ნაცვლად, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ იმპლანტირებადი დიალიზის დანადგარს შექმნიან, რომელსაც შეეძლება, ადამიანებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს. ამჯერად არსებული დიალიზის დანადგარები კი დიდი და კომპლექსურია, ამასთან, არც თირკმლის გადანერგვის საუკეთესო ვარიანტს გვთავაზობს. სწორედ ამიტომ იმედოვნებენ, რომ გაჯეტით, რომელიც რეალური თირკმლის უჯრედებს შეიცავს, ამას წარმატებით მოახერხებენ.

„ჩვენი ექსპერიმენტული დიზაინი შექმნილი იყო უჯრედის სიცოცხლისუნარიანობის გასაგებად, მომავალში კი ვფოკუსირდებით როგორც უჯრედების რაოდენობაზე, ისე იმპლანტაციის პერიოდების გაზრდაზე… ბიოხელოვნური თირკმელი დაავადების მკურნალობას მეტად ეფექტურსა და კომფორტულს გახდის“, — აცხადებენ მკვლევრები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

უნიკალური ოპერაცია – ადამიანის ორგანიზმში ერთი თვის წინ ღორის თირკმელი გადანერგეს და გამართულად მუშაობს

ამერიკელმა ქირურგებმა, ერთ თვეზე მეტი ხნის წინ, მკვდარი ტვინის მქონე ადამიანის ორგანიზმში გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადანერგეს. სპეციალისტების განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში ორგანო შეუფერხებლად ფუნქციონირებდა. ეს არის ყველაზე გრძელი პერიოდი, როდესაც ღორის თირკმელმა ადამიანის სხეულში ფუნქციები გამართულად შეძლო.

მკვლევრები გადანერგილი თირკმლის მუშაობაზე დაკვირვების გაგრძელებას კიდევ ერთი თვის განმავლობაში გეგმავენ. ქირურგებმა ექსპერიმენტი მორის მილერის სხეულზე ჩაატარეს, რომელიც 57 წლის ასაკში, მოულოდნელად დაიღუპა. მისმა ოჯახმა მეცნიერებს მილერის სხეულის სამედიცინო კვლევისთვის გამოყენების ნება დართო.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ღორის თირკმლის გადანერგვის პროცედურას უახლოეს მომავალში ცოცხალი ადამიანის ორგანიზმშიც ჩაატარებენ. მათი თქმით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ეს სამედიცინო სფეროში მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება, ვინაიდან ამ გზით დონორი ორგანოების დეფიციტის აღმოფხვრაა შესაძლებელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა – რა არის ცნობილი ამ დროისთვის „ერისზე“

Reuters აშშ-და და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5  შემთხვევები მკვეტრად იზრდება.

ცნობილია, რომ EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ ქვევარიანტია.

ჯანმოს განცხადებით, ახალი შტამით გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს.

ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 90
Page 4 of 90