close

მსოფლიო

გამოგონება - ინოვაციამსოფლიო

მეცნიერებმა პლასტმასის ბოთლებისგან ხმა გაუმტარი და სიცხის გამძლე აეროგელი დაამზადეს

სინგაპურის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პლასტმასის ბოთლების გადამუშავების შედეგად ხმა გაუმტარი და სიცხის გამძლე მასალა დაამზადეს.

მეცნიერებმა პოლიეთილენის  ტერეფტალატისგან (PET) დამზადებული ბოთლებისგან აერიგელი შექმნეს, რომელიც შესაძლოა იქცეს იზოლაციის, ხანძარდამცავ და დაღვრილი ნავთობპროდუქტების გამწმენდ საშუალებად.

ყველაზე დიდი შედეგი კი, რასაც მეცნიერების განმარტებით, პლასტმასის ბოთლების ამ გზით გადამუშავება მოიტანს, ოკეანეების პლასტმასით დაბინძურების თავიდან აცილება იქნება.

მკვლევარები აცხადებენ, რომ პლასტმასის ბოთლების ნარჩენებისგან დამზადებული აეროგელი რბილი, მოქნილი, გამძლე და ძალიან მსუბუქია, ასევე იოლია მისი ტრანსპორტირება.

მეცნიერთა აღნიშნულმა გუნდმა გამოგონების დაპატენტების მიზნით შესაბამისი განაცხადი მარტში შეიტანა. ისინი აეროგელის მასიური წარმოების დასაწყებად პარტნიორებს ეძებენ. 1 მეტრი სიგრძისა და სიგანის და 1 სმ სისქის აეროგელის დამზადება დაახლოებით 10 აშშ დოლარი დაჯდება.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, აზიის ხუთ ქვეყანაში – ჩინეთში, ინდონეზიაში, ფილიპინებში, ვიეტნამსა და ტაილანდში პლასტიკატის ნარჩენების 60 პროცენტი ოკეანეებში ხვბდება.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

ადგილები, სადაც დაუვიწყარი დასვენება გელით

ყველა ადამიანს ესჭიროება მინიმუმ თვეში ერთხელ განტვირთვა, როგორც ორგანიზმის, ასევე გონების, მსოფლიოში კი ასეთი ადგილები მრავლადაა. ადამიანები, რომლებსაც ეკონომიკურად გამართული მდგომარეობა აქვთ ცდილობენ, რომ რაც შეიძლება გაუფრთხილდნენ საკუთარ ენერგიას და იყვნენ ჯანსაღები.

მრავალი კატეგორიის ადამიანები არსებობენ, მაგალითად ზოგს მოსწონს სამოგზაუროდ წასვლა და უცხო ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და ის ამ სფეროში პოულობს განტვირთვის საშუალებას, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბუნებაში დროის გატარებას არაფერი ურჩევნიათ და ა.შ.

ლინდალ მიტჩელმა, ავსტრალიის სამოგზაურო სპა ცენტრების ერთ–ერთმა დამაარსებელმა გადაწყვიტა საზოგადოებისთვის წარედგინა საუკეთესო ადგილები, სადაც მათ განტვირთვა შეუძლიათ:

  1. ამერიკის შეერთებული შტატები – „Mii amo Spa“
  2. “ Terme Vals“– შვეიცარია
  3. “Kamalaya, Koh Samui” –ტაილანდი
  4. “ESPA ცხოვრება Corinthia Hotel–ში” –ინგლისი
  5. “Caracalla Spa”–გერმანია

წყარო : Traveller.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

გოგონა, რომელიც „მარსზე“ გასამგზავრებლად სპეციალურ წვრთნებს გადის

„ნასას“ ყველაზე ახალგაზრდა ასტრონავტის, 17 წლის ალისა კარსონის მიზანია, გახდეს პირველი ადამიანი, რომელიც მარსზე ფეხს დააბიჯებს. მისია 2033 წლისთვისაა დაგეგმილი, იმ დროისთვის კი ლუიზიანელი გოგონა უკვე 32 წლლის იქნება.

ალისა, რომელიც 18 წლამდე ოფიციალურად ასტრონავტად არ ითვლება და ჯერ კიდევ სტაჟიორად მოიხსენებენ, დიდი მისიისთვის სპეციალურ წვრთნას უკვე გადის.  

ABC 7 News’ WJLA-თან ინტერვიუში ალისა აცხადებს, რომ კოსმოსით ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში მას შემდეგდაინტერესდა, რაც მულტფილმ The Backyardigans-უყურა, რომლის ერთერთ ეპიზოდში ცხოველებიმოგზაურობენ მარსზე.

7 წლის ასაკში პატარა ალისა ალაამაში მდებარე „ნასას“ კოსმოსურ ბანაკში გაემგზავრა. მიზნის განხორციელებაში გოგონას დიდ დახმარებას უწევს მამა, ბერთ კარსონი.

ალისა გახდა პირველი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც „ნასას“ ვიზიტორთა თოთხმეტივე ცენტრს ეწვია და ამერიკის კოსმოსური სააგენტოს პასპორტის პროგრამა დაასრულა. ამჟამად ალისა სასკოლო საგნებს ოთხ ენაზე სწავლობს – ინგლისურად, ჩინურად, ფრანგულად და ესპანურად.

მეცნიერთა მტკიცებით, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით წითელ პლანეტამდე მისვლას 6 თვე დასჭირდება/ მისიის ფატგლებში ალისა მარსზე 1 წელს გაატარებს, ხოლო შემდგომი 9 თვე უკან დასაბრუნებლად დაჭირდება.

ასე რომ, ახალგაზრდა ასტრონავს წინ 2-3 წლიანი მისია ელოდება.

წყარო : www.techtimes.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

SpaceX-ი სამგზავრო კოსმოსური ხომალდის სატეტსო გაშვებას გეგმავს

ასტრონომების საერთაშორისოს სადგურზე გადაყვანის მიზნით შექმნილი SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის სატეტსო გაშვება კენედის საერთაშორისო კოსმოსური ცენტრიდან 7 იანვარს განხორციელდება, – ამის შესახბ ინფორმაციას ამერიკის კოსმოსური სააგენტო (ნასა) ავრცელებს.
სატესტო გაფრენა კოსმოსური სააგენტოს კომერციული პროგრამის გადამწყვეტი ქვაკუხედი იქნება.
SpaceX-ი და Boeing Co-ი ნასას Commercial Crew Program-ის მთავარი კონტრაქტორები არიან. პროგრამის მიზანი SpaceX-ის Crew Dragon და Boeing Co-ის CST-100 Starliner-ის საშუალებით 2019 წლისთვის კოსმოსში ასტრონავტების გაგზავნაა.
„ნასას“ ინფორმაციით, SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ი, კოსმოსში სამ ავსტრონავტს წაიყვანს მსგავსად Apollo 11-ისა, რომელიც 1969 წელს მთვარეზე სამ კაციანი ეკიპაჟით გაფრინდა. Crew Dragon-ს კოსმოსში SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ის საშუალებით გავა.
SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის ელონ მასკის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ 7 იანვრის ტესტი წარმატებული აღმოჩნდა, პირველი ეკიპირებული ფრენა 2019 წლის ივნისში განხორციელდება.
რაც შეეხება Boeing-ს, კომპანია კოსმოსური ხომალდის, Starliner-ის, სატესტო გაშვებას მარტში გეგმავს. ხომალდის გაშვება რაკეტა Atlas 5-ის საშუალებით განხორციელდება. ეკიპირებულ მისიას კი Boeing-ი 2019 წლის აგვისტოში გეგმავს.

წყარო : Reuters
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

“ნასამ“ მთვარის პროგრამის 9 კონკურენტი კომპანია დაასახელა

“ნასამ“ ცხრა ამერიკული კომპანია დაასახელა, რომლებიც კოსმოსური სააგენტოს განახლებული გრძელვადიანი მთვარის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან.

პროგრამა Commercial Lunar Payload Services-ის 2,6 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსებას ის კომპანია მოიპოვებს, რომელიც მთვარის ზედაპირის შესასწავლად საუკეთესო ტექნოლოგიას განავითარებს.

აღნიშნულმა კომპანიები მომავალი 10 წლის განმავლობაში პატარა მანქანებსა და რობოტულ “როვერებს“ შექმნიან.

„ნასა“ 2022 წლისთვის ახალი კოსმოსური სადგურის ლაბორატორიის მშენებლობას იწყებს, რომელიც მთვარის გარშემო ორბიტაზე იმოძრავებს და მზის სისტემის სხვადასხვა მისიის მონაწილეებისთვის ერთგვარი პროფილაქტიკური ცენტრი იქნება.

„ნასას“ პროგრამაში მონაწილეობისთვის კონკურენციას ერთმანეთს შემდეგი კომპანიები გაუწევენ: LockheedMartin, Astrobotic, Moon Express, MastenSpaceSystems, DeepSpaceSystems, Draper, FireflyAerospace, IntuitiveMachines, დაOrbitBeyond.

წყარო : Reuters
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიო

მსოფლიოს პირველი 8K ტელეარხი მაუწყებლობას იწყებს

მსოფლიოს პირველი 8K ტელეარხი, BS8K, 1 დეკემრიდან მაუწყებლობას იწყებს. მაუწყებლობის პირველივე დღეს BS8K-ი რეჟისორ — სტენლი კუბრიკის 1968 წლის სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმს კოსმოსური ოდისეა (2001: A Space Odyssey) 8K ფორმატში შეთავაზებს მაყურებელს.
იაპონური ტელეარხის NHK-ის დაკვეთით Warner Bros-მა ფილმი 8K ფორმატში დაასკანერა. არსანიშნავია, რომ 8K UHD – ULTRA HIGH DEFINITION ულტრა მაღალი გამოსახულების ხარისხი, წერტილების რაოდენობა კვადრატულ ინჩზე 7680X4320, 4-ჯერ მეტია ვიდრე 4K და 16-ჯერ მეტი ვიდრე FULL HD. თუმცა, დღეს მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ამ ფორმატის მხარდამჭერის მქონე ტელევიზორი.
NHK აცხადებს, რომ 8K ფორმატზე ის 1995 წლიდან მუშაობს. ტელეარხი აპირებს, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ტრანსლირება 8K გარჩევადობით განახორციელოს.
ტელევიზორების მსხვილმა მწარმოებლებმა –  Samsung-მა დაLG-მ 8K ფორმატის მხარდაჭერის მმქონე ტელევიზორები შექმნეს, თუმცა ისინი ჯერჯერობით მეტისმეტად ძვირია.
NHK-ის ახალი არხი 8K პროგრამებს დღეში 12 საათის განმავლობაში გადმოცემს. მაუწყებლობის დაწყების პირველ დღეს კი, როგორც აღვნიშნეთ, მაყურებელი სტენლი კუბრიკის ფილმს იხილავს. მარტში კი ტელეარხი 8K ფორმატში ცნობილ ფილმ – „ჩემი მშვენიერი ლედი“ შემოგვთავაზებს.
იაპონურმა კომპანია Sharp-მა პირველი 8K ტელევიზორი 2015 წელს გაყიდა და მისი ფასი 133,000 აშშ დოლარი იყო. დღეს კი Samsung-ის 8K ტელევიზორი 15,000 აშშ დოლარი ღირს. 8K გამოსახულების მისაღებად მაყურებელს ასევე ესაჭიროება 8K სატელიტური მიმღები, რომლის ფასი 2,200 აშშ დოლარია, საჭიროა ასევე ოთხი HDMI კაბელი გამოსახულების და ერთი კაბელი ხმის მისაღებად.
იმის გამო, რომ 8K აპარატურა ფართო აუდიტორიისთვის ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომი არაა, NHK “ტრანსლაციის პუქნტექბის” მოწყობას საზოგადოებრივ ადგილებში აპირებს, სადაც 8K ეკრანები იქნება განათვსებული.
„მსოფლიოს პირველი 8K ტვ არხის შექმნა უმნიშვნელოვანესი სიახლეა. თუმცა, მასიურ აუდიტორიაზე გასვლა ჯერ კიდევ ძალია შორი პერსპექტივაა,“ განაცხადა ტექნოლოგიური ახალი ამბების საიტის What Hi-Fi-ის მთავარმა რედაქტორმა ჯო კოქსმა.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწამსოფლიო

InSight-მა მარსიდან პირველი სუფთა ფოტო გამოაგზავნა

“ნასას“ ხომალდი „ინსაითი“ პლანეტა მარსის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა და დედამიწისკენ ოფიციალური სიგნალი გამოგზავნა. „ინსაითი“ გახლავთ პირველი რობოტული კოსმოსური ხომალდი, რომლის მიზანი მარსის წიაღისა და სეისმური აქტივობის შესწავლაა.

InSight-მა დედამიწაზე მარსის ზედაპირის სუფთა ფოტოც გამოაგზავნა.

როგორც „ნასას“ წარმომადგენლები აღნიშნეს, ეს იყო “ტერორის 7 წუთი” იყო და ამაში გაზვიადებული არაფერია. მისია, კოსმოსურ სააგენტოს 850 მილიონი დაუჯდა.

„ინსაითი“ ამერიკის კოსმოსური სააგენტოს მერვე ხომალდია, რომელმაც წითელი პლანეტის ზედაპირზე წარმატებილი დაჯდომა განახორციელა.
სამფეხა ხომალდი მარსის თხელ ატმოსფეროში საათში 19,795 კილომეტრის სიღრმეზე შედიოდა და ატმოსფორდან პლანეტის ზედაპირზე ატმოსფერული ხახუნის, გიგანტური პარაშუტისა და რეტრო რეკეტების საშუალებით დაშვებას 7 წუთი მოანდომა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწამსოფლიოტექნოლოგიები

“ნასას“ კოსმოსური ხომალდი მარსის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა

“ნასას“ ხომალდი „ინსაითი“ პლანეტა მარსის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა. „ინსაითი“ გახლავთ პირველი რობოტული კოსმოსური ხომალდი, რომლის მიზანი მარსის წიაღისა და სეისმური აქტივობის შესწავლაა. ხომალდი აღჭურვილია უზუსტესი სეისმომეტრებით არის აღჭურვილი, აქვს ასევე ზონდი, რომელიც პლანეტის წიაღში ჩავა და ტემპერატურას გაზომავს.
დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში, „ნასას“ ინჟინრები დაძაბულები აკვირდებოდნენ პროცესს, მეცნიერები „ინსაითის“ წარმატებულად დაშვებას ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.
მოვლენას “ნასას“ ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადმოცემდა და საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მისთვის თვალყური სხვადასხვა მუზეუმში, ბიბლითეკაში და მსოფლიოს სხვადასხვა საჯარო ადგილებში ედევნებინა.
ხომალდი კალიფორნიიდან მაისში გაუშვეს. მილიარდ დოლარიანი მისიის ფარგლებში „ინსაითი“ მომავალი 24 თვის განმავლობაში, რომელიც დაახლოებით ერთი წელია მარსზე, გამოიკვლევს როგორ წარმოიქმნა წითელი პლანეტა, ასევე შეეცდება დედამიწისა მზის სისტემაში არსებული სხვა კლდოვანი პლანეტების წარმომავლობა დაადგინოს. „მისიის მიზანი არა მხოლოდ მარსის, არამედ დედამიწის უკეთ შესწავლაა,“ განაცხადა “ინსაითის“ მთავარმა მკვლევარმა ბრიუს ბანერდტმა.
მთავარი კითხვა არის ის, თუ რატომ ჩამოყალიბდა მარსი, რომელიც ოდესღაც თბილი პლანეტა იყო და რომელზეც წყალიც არსებოდა, დედამიწისგან ასე განსხვავებულ, მშრალ, უდაბურ და ცივ სამყაროდ.
როგორც „ინსაითი“, ასევე და მომავალი Mars Rover-ის მისია, რომელიც 2020 წლისთვისაა დაგეგმილი, განიხილება, როგორც ადამიანის მარსზე გაგზავნის წინამორბედად. „ნასა“ აცხადებს, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევა 2030 წლისთვის იქნება შესაძლებელი.
„ინსაითი“ ამერიკის კოსმოსური სააგენტოს მერვე ხომალდია, რომელმაც წითელი პლანეტის ზედაპირზე წარმატებილი დაჯდომა განახორციელა.
სამფეხა ხომალდი მარსის თხელ ატმოსფეროში საათში 19,795 კილომეტრის სიღრმეზე შედიოდა და ატმოსფორდან პლანეტის ზედაპირზე ატმოსფერული ხახუნის, გიგანტური პარაშუტისა და რეტრო რეკეტების საშუალებით დაშვებას 7 წუთი მოანდომა.
360 კილოგრამი წონის „ინსაითი“ Elysium Planitia-ზე დაეშვა, რომელიც ფართო, შედარებით გლუვი სივრცეა და პლანეტის ეკვატორთან ახლოს მდებარეობს.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოსაქართველო

20 წლის ქართველი გოგონა, რომელიც ევროკავშიის ახალგაზრდა ელჩი გახდა

ნანიკო წიქარიძე 20 წლის სტუდენტია საქართველოდან, რომელმაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტიდან მესამე კურსზე საკუთარი მონდომების წყალობით შეძლო განათლების მისაღებად დანიაში, კერძოდ კი, კოპენჰაგენში გამგზავრება, სადაც ამჟამად განათლების ადმინისტრირების მიმართულებითსწავლობს, ქართველი გოგონა ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩადაც აარჩიეს და ამ წარმტების შესახებ ნანიკო თავად გვიამბობს.

 

-ნანიკო, უპირველეს ყოვლისა გილოცავ ამ წარმატებას! საინტერესოა, ევროკავშირის ელჩის სტატუსის ქვეშ რა გამოწვევების წინაშე დადგები და როდის შეუდგები დაკისრებული მოვალეობების შესრულებას?

-ჩემი ჯერჯერობით ერთწლიანი მანდატი მოიცავს კულტურისა და ფასეულობების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, აღმოსავლეთ სამეზობლოში, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობას და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება, თანამშრომბლობას კერძო პირებსა თუ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის მწვავე საკითხების განხილვა, გამოცდილების გაცვლა და მუშაობაა უკეთესი მომავლისათვის, შესაბამისად, ვეცდები ჩემი მანდატი ნაყოფიერად გამოვიყენო, რაც მთავარია, ჩვენივე ქვეყნის სასარგებლოდ.

 

-როგორ ფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, რა ფაქტორებმა განაპირობეს შენი ეს წარმატება?

-ზოგადად, ძალიან მიზანდასახული ვარ, ყოვეთვის ვცდილობ ჩემი თავის მაქსიმუმი გავაკეთო და ყველანაირად გავაუმჯობესო ჩემი  „მე“.  სისტემატიურად, აქტიურად ვარ ჩართული არასამთავრებო და სამთავრობო პროექტებში, ორგანიზაციებში, და ვფიქრობ გამოცდილებამ და ჩემმა შრომიმოყავრეობამ უბრალოდ ნაყოფი გამოიღო.

-საინტერესო იქნება თუ უფრო მეტს გავიგებთ შენს აკადემიურ საქმიანობაზე.

-ჩემი აწ უკვე უკანმოტოვებული წარმატებებით მართლაც შემიძლია დავტკბე, ბევრი  და ტკბილია, თუმცა მისკენ მიმავალი გზა რთული, და ეკლიანიც იყო. მოდი სკლიდან დავიწყებ, სკოლაში გარდა იმისა რომ აქტიურად ვიყავი ჩართული პროექტებში, 10 კლასში პრეზიდენტის საჩუქარი ავიღე კომპიუტერი, შემდეგ 11 კლასში გავხდი მედიაპროექტ ეტალონის სტიპენდიანტი, ფინალისტი, ამავე დროს ბრიტანეთის საელჩოს მიერ ჩატარებულ პროექტში მოვიპოვე პირველი ადგილი, ასევე გორის მუნიციპალიეტეი მიერ ჩატარებულ იმიტირებულ პროცცესებში გავხდი საუკეთესო კითხვის ავტორი, და გამარჯებული გუნდის წევრი, შემდეგ სასურველ უნვიერსიტეტში ჩავირიცხე სასურველ ფაკულტეტზე და პარალელურად, ვიყავი ორი არასამთავრებო ორგანიზაციის – AISEC-ისა და PROACTIVE GROUP GEORGIA-ს წევრი.

-როდის ბრუნდები საქართველოში და დაახლოებით მაინც თუ წარმოგიდგენია საკუთარი თავი სწავლის დასრულების შემდეგ.

-საქართველოში ახალი წლისთვის ვბრუნდები და ვეცდები დაგროვილი გამოცდილება უკვე საქართველოში გამოვიყენო, ჯერჯერობით მიჭირს სამომავლო გეგმებზე საუბარი, თუმცა ამჟამად პრიორიტეტული სწავლის დასრულებაა, რის შემდეგაც უკვე მაგისტრატურის საფეხურზე განვაგრძნობ ჩემი პროფესიის დაუფლებას.

მასალა მოამზადა : თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

კოკა-კოლამ ლეგენდარული საახალწლო რეკლამა დააბრუნა

ახალ წლის მოახლოებასთან ერთად, უამრავი კომპანია ცდილობს სადღესასწაულო სეზონი მომხმარებლისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახადოს და ამ მხრივ, გამონაკლისი არც კოკა-კოლაა, რომელმაც ონლაინ-პლატფორმებზე  უკვე ლეგენდად ქცეული საახალწლო ვიდეორგოლი დააბრუნა.

აღსანიშნავია, რომ წლის პროდუქტი კომპანიისთვის Coca-Cola Zero გახდება.

საზოგადოებაში საახალწლო განწყობის გასამძაფრებლად, კოკა-კოლამ დარიჩინით გაჯერებული სასმელიც გამოუშვა, თუმცა პროდუქტი შეზღუდული რაოდენობის არის და მისი დაგემოვნება ყველა ქვეყანაში ჯერჯერობით არაა შესაძლებელი.

 

მასალა მოამზადა : თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 38 39 40 41 42 90
Page 40 of 90