close

მსოფლიო

მსოფლიო

პიზის დახრილი კოშკი თანდათან სწორდება

იტალიის ქალაქ პიზაში მდებარე პიზის დახრილიკოშკი, რომელიც თავისი დახრილობით  მთელ მსოფლიოშია ცნობილი, თანდათან სწორდება.

კოშკის სამეთვალყურეო ჯგუფმა, რომელიც აღდგენით სამუშაოებს ადევნებს თვალს, განაცხადა, რომ კოშკის საყრდენი სტაბილურდება და „ნელნელა დახრილობაზე უარს ამბობს“.

მათი ინფორმაციით, შუა საუკუნეებში აგებული 57 მეტრის სიმაღლის კოშკი ბოლო ოცი წლის განმავლობაში დაახლოებით 4 სანტიმეტრით გასწორდა.

აღსანიშნავია, რომ 1990 წელს ეს გამორჩეული ტურისტული ადგილი არსებობის 800 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად დაიხურა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ვინაიდან კოშკი ვერტიკალიდან  დაახლოებით 4, 5 მეტრით გადაიხარა.

საერთაშორისო კომიტეტი, რომელსაც პოლონელი ექსპერტი პროფესორი მიჩელე ჯამიოლკოვსკი ხელმძღვანელობდა, კოშკის აღდგენაზე 1993-2001 წლებში მუშაობდა. შედეგად, კოშკი 35 სანტიმეტრით გასწორდა, რაზეც 200 მილიონი ფუნტი დაიხარჯა ( 1 ფუნტი = 3.41ლარს).  

კოშკმა დახრა აგებიდან 5 წელიწადში, 1173 წელს დაიწყო, რისი მიზეზიც ის გახლავთ, რომ თიხის დაქვიშის საფარი, რომელზეც გაშენებულია კოშკი, კოშკის სამხრეთ ნაწილში უფრო რბილია, ვიდრე ჩრდილოეთში.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

წყარო : BBC

სრულად ნახვა
მათემატიკამსოფლიო

მეცნიერები კილოგრამის დეფინიციას ცვლიან

მეცნიერებმა კილოგრამის დეფინიციის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს. დღემდე, ის განისაზღვრება პლატინის და ირიდიუმის ნაჭრის, “Le Grand K”-ს წონით, რომელიც წონისა და ზომის საერთაშორისო ბიუროს (BIPM) ცენტრალურ ოფისში ინახება.

ბიუროს წევრები, რომლებიც 60 ქვეყანას წარმოადგენენ, რამდენიმე დღის წინ შეთანხმდნენ, რომ კილოგრამი ახალი სისტემით განისაზღვროს.

ახალი სისტემა განსაზღვრავს მასის ერთეულს როგორც ელექტრულ ძალას, რომელიც კიბლის წონასწორობის მანქანაზე კილოგრამის ექვივალენტურია. თავად ელექტრული ძალა კი პლანკის მუდმივით განისაზღვრება.

პლანკის მუდმივა სიმბოლო h-ით აღინიშნება. h უკიდურესად პატარა რიცხვია, მაგრამ ფიზიკოსმა ბრაიან კიბლმა შექმნა ინსტრუმენტი, რომელიც მას სათანადო სიზუსტით ზომავს. “კიბლის სასწორი” ხელსაწყოა, რომლის ერთ მხარესაა ელექტრომაგნიტი და მეორე მხარეს წონის ერთეული, ვთქვათ, კილოგრამი. ელექტრომაგნიტში გამავალი დენი იზრდება, ვიდრე ორივე მხარე სრულყოფილ წონასწორობაში არ მოვა. ელექტრომაგნიტში გამავალი დენის წარმოუდგენელი სიზუსტის გაზომვით, მკვლევრებმა h-ის 0.000001%-ის სიზუსტით გამოანგარიშება შეუძლიათ.

კილოგრამთან ერთად შეიცვალა ერთეულთა საერთაშორისო სისტემის სამი სხვა ერთეული. ელექტრული დენი (ამპერი), ტემპერატურა (კელვინი) და ნივთიერების რაოდენობა (მოლი). ისინიც განისაზღვრებიან ბუნებაში არსებული სხვა მუდმივებით – ელექტრულ მუხტით, ბოლცმანის მუდმივით და ავოგადროს მუდმივით.

უცვლელი დარჩა ერთეულთა საერთაშორისო სისტემის სამი ერთეული – დროის ერთეული (წამი), სიგრძის ერთეული (მეტრი) და სინათლის ძალის ერთეული (კანდელა). წონის და გაზომვების საერთაშორისო ბიუროს დირექტორი, მარტინ მილტონი ამბობს, რომ “განმარტების ცვლილება მეცნიერული პროგრესის გარდამტეხი მომენტია”

“Le Grand K” წონის გაზომვის საერთაშორისო სისტემის ეტალონი 1889 წლიდან იყო, მსოფლიოში მისი რამდენიმე ასლი არსებობს. თუმცა, კილოგრამის ეტალონი და მისი ასლები დაძველებასთან ერთად იცვლება და წონას კარგავს. “Le Grand K”-ს წონა მისი ასლების წონისგანაც განსხვავდება. ეს განსხვავებები ერთი წამწამის წონას არ აღემატება, თუმცა ბევრია თანამედროვე მსოფლიოსთვის, სადაც ზუსტი გაზომვები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთ დარგებში, როგირიცა : ფარმაკოლოგია, ნანოტექნოლოგიები, ინჟინერია და სხვ.

კილოგრამის განსაზღვრებასთან დაკავშირებული ცვლილებები ძალაში 2019 წლის 20 მაისს შევა.

წყარო : Reuters ; BBC

მასალა მომაზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოქიმია

ელემენტის შემადგენლობაში ცვლილებებია

ყველასთვის ცნობილია, რომ  კარბონის დიოქსიდის  სიმრავლე ქმნიდა სხვადასხვა დაბრკოლებას, მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კარბონის დიოქსიდი იქნება ელემენტის მომავალი.

წლების განმავლობაში მეცნიერები იკვლევდნენ კარბონის დიოქსიდს, სად შეიძლებოდა მისი გადატანა, მიწის ქვეშ, თუ ოკეანეში, მაგრამ ახლა უკვე ცხადია, რომ ეს პრობლემა მოგვარებულია, რადგან ელემენტების წარმოების ახალი ერა იწყება, კარბონის დიოქსიდი კი მთავარი მოქმედი ნივთიერებაა.

გამოკვლევები ჯერ არ დასრულებულა,  მაგრამ მეცნიერები აცხადებენ, რომ ყველაფერი რიგზეა და ექსპერიმენტები წარმატებით მიმდინარეობს.

წყარო : Sciencealert.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

სრულად ნახვა
დედამიწამსოფლიო

ნორვეგია პირველი ქვეყანა – სადაც ტყის გაჩეხა აიკრძალა

„ნორვეგია პირველი ქვეყანაა, სადაც ტყის გაჩეხა აიკრძალა და პროდუქტებს, რომლებიც ამ ქმედებას უწყობს ხელს, სკანდინავიის ქვეყნებში აღარ გამოიყენებენ“, – ამის შესახებ ინფორმაციას Ecowatch ავრცელებს.

ხელისუფლების გადაწყვეტილება – ნორვეგიის ტროპიკული ტყეების დაცვის ფონდის (Rainforest Foundation Norway) დამსახურებაა, რომელიც ამ საკითხს მრავალი წლის განმავლობაში ლობირებდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებიც სხვა ქვეყნებიც გააქტიურდნენ, მაგალითად ინდოეთი საკუთარი ტყეების დაცვისა და აღდგენისთვის 6.2 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიო

ვინ უკვეთავს სუპერ-რეალურ სახის ნიღბებს?

სუპერ რეალისტურ სახის ნიღბებზე, რომელსაც იაპონური კომპანია  REAL-f Co. ამზადებს, მოთხოვნა იზრდება. რეზინისა და პლასტმასისგან დამზადებულ ნიღაბს, რომლის ფასი 2, 650 აშშ დოლარია, ძირითადად  გასართობი, საავტომობილო, ტექნოლოგიური და უსაფრთხოების კომპანიები უკვეთავენ.

მაგალითად, იაპონურმა საავტომობილო კომპანიამ მძინარე სახის ნიღაბი დაუკვეთა, რომელიც „ძილმოკიდებული“ მძღოლის სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გასაუმჯობესებლად გამოიყენა.

REAL-f Co.-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხშირად ღებულობენ შეკვეთას საუდის არაბეთიდან, სადაც ნიღბებს მეფეებისა და პრინცებისთვის უკვეთავენ.

კომპანიის დამფუძნებელი ოსამუ კიტაგავა აცხადებს, რომ ის სიფრთხილეს იჩენს ნიღბების გაყიდვისას, რათა ისინი უკანონო მიზნებისთვის არ გამოიყენონ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები არ გააჩინოს, თუმცა კიტაგავა ასეთ საფრთხეებს მაინც არ გამორიცხავს.

REAL-f Co მომავალში 100 პროცენტით რეალური ნიღბების წარმოებას აპირებს, ამისთვის კი უფრო რბილი მასალის- სილიკონის გამოყენებას აპირებს.

„იმედი მაქვს, ასეთ ნიღბებს სამედიცინო მიზნით გამოიყენებენ. გარდა ამისა, ნიღაბი დაეხმარება ჰუმანოიდი რობოტების მწარმოებელ კომპანიებს უფრო რეალური რობოტები შექმნას,“ აცხადებს ოსამუ კიტაგავა.

წყარო : Reuters

მასალა მომაზადა : თამარ ტაბატაძემ

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

BBC: ირლანდიის სანაპიროსთან ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნეს

ირლანდიის ხელისუფლება სანაპიროზე შემჩნეული ამოუცნობ მფრინავ ობიექტების შესახებ გამოძიებას აწარმოებს.

ირლანდიის ხელისუფლება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან შემჩნეულ სინათლესა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე მიღებულ ინფორმაციას იძიებს.

მანათობელი ობიექტი 9 ნოემბერს, აგილობრივი დროით 06:47 საათზე ბრიტანეთის ავიახაზებისპილოტმა შენიშნა. მისი განცხადებით, თავდაპირველად ეგონა, რომ სამხედროსაჰაეროწვრთნა მიმდინარეობდა, რადგან იგი ძალიანსწრაფად მოძრაობდა. თუმცა საჰაეროკონტროლიორის განცხადებით, იქ არ იყოარავითარი საჰაერო წვრთნა.

კიდევ ერთი პილოტი, რომელმაც ამოუცნობიობიექტი შენიშნა, კანადის ქალაქ მონრეალიადანჰითროუში მიფრნავდა. პილოტს უჭირს ვერსიებზე საუბარი.

კიდევ ერთი წყაროს განცხადებით, თავდაპირველად ამოუცნობი ობიექტი მეტეორსმიამსგავსა, რომელიც დედამიწის ატამოსფეროშიშემოდიოდა.

რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო?

არმაგის ობსერვატორიისა და პლანეტარიუმის ასტრონომმი აპოსტოლო ქრისტოუ ვარაუდობს, რომ ის, რაც პილოტებმა იხილეს დედამიწის ატმოსფეროში ძალიან მაღალი სიჩქარით შემავალი მტვრის მასა უნდა ყოფილიყომ, ანუ ის „რასაც ვარსკვლავთცვენას ეძახიან.“  „მეტეორები საკმაოდ კაშკაშებდა, როგორც ცანს, საქმე საკმაოდ დიდი მოცულობის ნამსხვრევებთან გვქონდა,“ აცხადებს ასტრონომი. მისი განმარტებით, ნოემბრის თვე საკმაოდ დატვირთულია ამგვარი მოვლენებით.

ერთ-ერთ ვერსიად ასტრონომი კოსმოსური სივრცისა და ატმოსფეროს შეჯახების შედეგად წარმოქმნილ ქანსაც ასახელებს.

არსებული ინფორმაცია ირლანდიის საავიაციო ხელისუფლებას გადაუგზავნეს, რომელიც მომხდარს კონფიდენციალური გამოძიების პროცესის ფარგლებში იძიებს.

შენონის აეროპორტის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ გამოძიების დასარულებამდე აეროპორტის ხემლძღვანელობის მხრიდან კომენტარის გაკეთება მიზამშეწონილი არაა.

წყარო :BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

პოლონელმა მეცნიერებმა ჩვენს გალაქტიკაში ორი ახალი პანეტა აღმოაჩინეს

პოლონელმა მეცნიერებმა ჩვენს გალაქტიკაში ორი ახალი პანეტა აღმოაჩინეს. ეს თავისთავად კარგი სიახლეა, თუმცა პლანეტების უნიკალურობა აღმოჩენას კიდევ უფრო საიტერესოს ხდის – ისინი ვარსკვლავის გარშემო არ მოძრაობენ. 

თავისუფლად მოძრავი პლანეტების აღმოჩენა უფრო რთულია, ვიდრე მათი, რომლებიც ვარსკვლავების გარშემო ორბიტაზე მოძრაობენ. 

აღსანიშნავია, რომ ამ ორი საოცრების აღმოსაჩენად ვარშავის უნივერსიტეტის ასტრონომებმა ე.წ. გრავიტაციული მიკროლინზირება გამოიყენეს.

მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან, რა ზომის არიან ახლადაღმოჩენილი პლანეტები New Scientist-ის მონაცემებით ერთ-ერთი მათგანი იუპიტერზე 2-20-ჯერ უფრო მასიურია, ხოლო მეორე დედმიწაზე დაახლოებით- 2.3 -23 -ჯერ დიდი. 

 მეცნიერები, რომლებმაც ეს პლანეტები აღმოაჩინეს, არ გამორიცხავენ ინმის შანს, რომ შესაძლოა ახალ პლანეტებზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები არსებობდეს. თუმცა, ახლომდებარე ვარსკვლავისგან მომდინარე სითბოსა და სინათლის გარეშე ეს თითქმის შეუძლებელია. 

სი, რომ ისინი შეიძლება იყოს დასაშვები. მაგრამ გარეშე ნათელი და სითბოს მიმდებარე ვარსკვლავი, რომელიც, როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა.

ნებისმიერ შემთხვევაში, მკვლევარებმა ვარაუდობდნენ, რომ უფრო მეტია, ვიდრე ამ პატარა მარტოხელა, ვიდრე გალაქტიკაში ვარსკვლავები – გალაქტიკის უკეთეს კვლევებზე შეიძლება სულ უფრო და უფრო მეტი აღმოჩნდეს უახლოეს მომავალში.

სტატიის ავტორი :თამარ ტაბატაძე

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურამსოფლიო

ეგვიპტეში ათეულობით მუმიფიცირებული კატა აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, კაიროს აღმოსავლეთით ათეულობით მუმიფიცირებული კატა აღმოაჩინეს. შვიდი აკლდამა არქეოლოგებმა კაიროს სამხრეთით აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ საქარას ნეკროპილისის არქეოლოგიური მხარის დამუშავებისას გუნდმა კიდევ ერთი აკლდამა აღმოჩინეს, რომლის კარი დალუქული იყო. მეცნიერების აზრით, დალუქული კარი იმას ნიშნავს, რომ აკლდამა ხელუხლებელია. ეგვიპტის ანტიკვარიატების უმაღლესი საბჭო კარის გაღებას უახლოეს მომავალში აპირებს.

სავარაუდოდ, აკლდამა ძველი სამეფოს მეხუთე დინასტიის დროინდელია, რომელიც ეგვიპტეს ძვ.წ.აღ-მდე 2,500-2,350 წლებში მართავდა.

საქარა ძველი ეგვიპტის დედაქალაქის, მემფის, ნეკროპოლისის როლს დაახლოებით ორი ათასწლეულის განმავლობაში ასრულებდა.

ამ ადგილებში კატის გამოსახულებები ხშირია, რაც კატის თავიანი ღვთაების – ბასტეტის მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა.

მუმიფიცირება საკმაოდ ძვირადღირებული გახლდათ. მუმიფიცირებას ძირითადად უკეთებდნენ ფარაონებსა და წარჩინებულ, მდიდარ პირებს. როგორც ცნობილია, ძველი ეგვიპტელები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს. მათი წარმოდგენით, სწორედ მუმია გახლდათ მათი ამქვეყნიური ცხოვრებიდან ის ერთადერთი ნაშთი, რომელიც იმქვეყნიურ ცხოვრებას გააგრძელებდა.როგორც ჩანს, ამავე მიზეზით ხდებოდა ცხოველების, მათ შორის კატების მუმიფიცირებაც.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტე ისტორიული აღმოჩენების გაკეთებას ბოლო წლებში განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს და ამ გზით 2011 წლის ამბოხის შედეგად შეფერხებული ტურიზმის გამოცოცხლებას აპირებს.

წყარო : https://www.independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

სრულად ნახვა
მსოფლიო

კალიფორნიის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

კალიფორნიის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 200-ზე მეტი ადამიანი.

ხანძრის გამო ევაკუირებულია 250,000 ადამიანი. ძლიერი ქარის გამო არსებობს ცეცხლის კერების გავრცელების საშიშროება, რის გამოც შტატის გუბერნატორმა ჯეიმს ბრაუნმა ქვეყნის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს major disaster-ის მდგომარეობის გამოცხადებას თხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კატასტროფასთან გასამკლავებლად დამატებითი თანხებია საჭირო. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე ტრამპმა განაცხადა, რომ ხანძრების მიზეზი ტყის ცუდი მენეჯმენტია და კალიფორნიას ბიუჯეტის შემცირებით დაემუქრა.

შტატის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ხანძრის სამი ძირითადი კერაა. ერთ-ერთი მათგანი მალიბუსთან ახლოსაა, სადაც სელებრითების სახლები მდებარეობს. განადგურებულია ლედი გაგას, კიმ კარდაშიანის, ორნალდო ბლუმის, ჯესიკა სიმფსონის და სხვა ცნობილი ადამიანების სახლები.

ამ წუთებში სამაშველო ჯგუფები ქალაქ Paradise-ს დაახლოებით 6,700 დამწვარი სახლისა და ოფისისგან ასუფთავებენ. ქალაქის მერმა დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ დასახლებული რაინოს დაახლოებით 90 პროცენტი განადგურებულია.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძარი, რომლის შედეგად დაახლოებით 44,000 ჰექტარია დამწვარი, შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელია.
წყარო : BBC

მასალა მოამზადა თამარტაბატაძემ

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკომუნიკაციამსოფლიორობოტექნიკა

რობოტი, რომელიც ახალ ამბებს წაიყვანს

ჩინეთის საინფორმაციო სააგენტომ “Xhinhua” გამოუშვა ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი, რომელიც ახალ ამბებს კითხულობს და აცნობს საზოგადოებას. მათი განცხადებით, რობოტს უსაზღვრო პერსპექტივები აქვს, მისი გამოყენება შეიძლება როგორც სატელევიზიო, ისე ინტერნეტ-მედიისთვისაც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 39 40 41 42 43 90
Page 41 of 90