close

მსოფლიო

მსოფლიო

კანადა – მსოფლიოს მეორე ქვეყანა, სადაც კანაფის რეკრეაციული მიზნით მოხმარება ლეგალური გახდა

კანადა მსოფლიოს მეორე ქვეყანა გახდა ურუგვაის შემდეგ, სადაც კანაფის რეკრეაციული მიზნით ფლობა და მოხმარება ლეგალური გახდა.
ქვეყანაში მარიხუანას სამედიცინო მიზნით მოხმარება 2001 წლიდანაა დაშვებული, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს ამოქმედებული კანონის თანახმად კი, კანადაში მცხოვრებ სრულწლოვნებს მარიხუანას, მისი ზეთისა და თესლების ლიცენზირებული მწარმოებლებისგან ყიდვა და მოხმარება შეეძლებათ.
პირველი ლეგალური მარიხუანა კანონის ამოქმედების დღესვე 02:30 საათზე აღმოსავლეთ კუნძულ ნიუფაუნდლენდზე გაიყიდა. ქალაქ სენტ-ჯონის მკვიდრი იან ფაუერი რიგში 8 საათიდან იდგა იმისათვის, რომ ქვეყანაში ლეგალურად გაყიდული მარიხუანას პირველი მომხმარებელი გამხდარიყო.
კანონის ამოქმედებას წინ დიდი დისკუსია და ვნებათაღელვა უსწრებდა. ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანია აწარმოა, რომლის ფარგლებში ახალი კანონისა და რეგულაციების შესახებ ინფორმაცია 15 მილიონ ოჯახს გაეგზავნა.
კანონის თანახმად, საჯაროდ მოხმარების დასაშვები ზღვარი 30 გრამია. ამასთან, სახლის პირობებში მაქსიმუმ ოთხი ძირი მარიხუანას გაზრდაა დასაშვები. კანონის დამრღვევებისთვის მკაცრი სასჯელია დაწესებული. მაგალითად, მათ, ვინც მარიხუანას არასრულწლოვანებს მიყიდის, თავისუფლების 14 წლის ვადით აღკვეთა ემუქრებათ.
დღემდე არსებობს გამოწვევები და პასუხგაუცემელი შეკითხვები, კანონს უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს.
კანონის ამოქმედების დღესვე კანადის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალმა გამოქვეყნა სტატია სათაურით : „უკონტროლო ნაციონალური ექსპერიმენტი, რომელშიც კანაფის მწარმოებლების მოგება და გადასახადებისგან მიღებული შემოსავლები პირდაპირ წინააღმდეგობაშია კანადელების ჯანმრთელობასთან.“
დღემდე გამოწვევად რჩება ერთ-ერთი მთავარი საკითხი : რამდენად შეძლებს პოლიცია ზემოქმედების ქვეშ მართვის ფაქტებს გაუმკლავდეს. მართალია, კანონი ზემოქმედების ქვეშ მართვის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს ითვალისწინებს, მაგრამ პრობლემად რჩება სკრინინგის ტექნოლოგიის საკითხი.
ეროვნულ ნარკო პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებები „თავის ტკივილად“ იქცა შეერთებული შტატებისთვის. აშშ-ს საბაჟო საზღვრის დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ მესაზღვრეებს უფრო ფართო უფლებები სჭირდებათ, რათა განსაზღვრონ, ვინ უნდა შემოუშვან ქვეყანაში და ვინ არა. მათ შესაძლოა კანადელებს უარი უთხრან აშშ-ში შესვლაზე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი განაცხადებენ, რომ კანაფის მოხმარებას იქაც ისევე აპირებენ, როგორც ამას კანადაში აკეთებენ.
გარდა ამისა, კანადასაც მოუწევს, აეროპორტებსა და საზღვრის გადაკვეთის პუნქტებში სხვადასხვა საინფორმაციო ბანერი და ნიშანი გააკრან, რომელიც მოგზაურებს შეახსენებს, რომ საერთაშორისო საზღვარზე ნარკოტიკის გადატანა უკანონოა.
მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით არსებული კანონის შემსუბუქებაზე კანადის პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ 2015 წელს, წინასაარჩევნო დაპირების ფარგლებში საუბრობდა. ლიბერალური პარტიის ლიდერი ამბობდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მიღებასთან დაკავშირებით არსებული ხისტი პოლიტიკა არაეფექტური იყო. მაგალითად კი სტატისტიკა მოჰყავდა, რომლის თანახმადაც, კანონის მიუხედავად, კანადაში მარიხუანას საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი კანონის საშუალებით, მარიხუანა არასრულწლოვნების ხელში არ აღმოჩნდება და ნარკოვაჭრობის საშუალებით კრიმინალების გამდიდრებას ხელს შეუშლის.

ფედერალური ხელისუფლების ინფორმაციით, მარიხუანას რეკრეაციული მიზნით მოხმარების ლეგალიზების შემდეგ, მცენარის გაყიდვების შედეგად, წლიური შემოსავალი 400 მილიონი დოლარით გაიზრდება.

წყარო : bbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიამსოფლიო

მეცნიერებმა დინოზავრის ზუსტი მოდელი შექმნეს

იმის წარმოდგენა, თუ როგორ გამოიყურებოდნენ დინოზავრები 66 მილიონი წლის წინ ადვილი სულაც არ არის. სამეცნიერო მეთოდების განვითარებასთან ერთად ჩვენი წარმოდგენები დინოზავრების შესახედაობაზე ნელ-ნელა უმჯობესდება. ახლა კი მეცნიერებმა უახლეს კვლევებზე დაყრდნობით ტირანოზავრის აქამდე ერთ-ერთი ყველაზე დეტალური მოდელი შექმნეს.

ახალ პროექტში მონაწილეობა ხელოვანებისა და პალეონტოლოგების გუნდმა მიიღო. მათ დინოზავრის მოდელის თითოეული ფენა მაქსიმალური სიზუსტით შექმნეს, მიღებული შედეგი კი საზოგადოებაში გავრცელებული წარმოსახვისგან საკმაოდ შორსაა.

შექმნილი მოდელი მასიური და სქელია, მისი კანი ერთგვაროვანია, წინა კიდურები კი უმნიშვნელოა. ყველაზე დიდი სხვაობა ბუმბულების არარსებობაა, ერთ-ერთი ბოლო კვლევის საფუძველზე მეცნიერები თვლიან, რომ სხვა დინოზავრებისგან განსხვავებით ტირანოზავრს ბუმბულები არ ჰქონდა.

“გუნდმა პროექტზე თვეების განმავლობაში იმუშავა, რათა კუნთები და კანქვეშ არსებული სტრუქტურები მაქსიმალურად ზუსტად გამოესახათ. აღნიშნული მოდელი ყველაზე დეტალურია მათ შორის, რაც აქამდე შექმნილა,” – აცხადებს ერთ-ერთი პალეობიოლოგი.

შექმნილი ვიზუალიზაციები ნიუ-მექსიკოს სამეცნიერო მუზეუმში გამოიფინება.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ნამუშევარში ბევრი რამ ვარაუდზეა დაფუძნებული, მეცნიერები აცხადებენ, რომ პროცესში მათ არსებული ფაქტობრივი მასალა მაქსიმალურად გამოიყენეს.

“დაგროვილ ინფორმაციაზე დაფუძნებით, ეს მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება,” – აცხადებენ მეცნიერები.

წყარო : on.ge 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

იაპონიაში საკურა მოულოდნელად აყვავდა

როგორც წესი, საკურა გაზაფხულზე 2 კვირის განმავლობაში ყვავის, თუმცა სრულიად მოულოდნელად ის შემოდგომაზეც აყვავდა. ამის მომსწრე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ტურისტები გახდნენ.

მეტეოროლოგიური კომპანია Weathernews-ის ცნობით, ამავე ფაქტს 300-ზე მეტი ადამიანი ადასტურებს. სპეციალისტების განმარტებით, უჩვეულო მოვლენა შესაძლოა ტაიფუნების სერიას და ასევე თბილ ამინდს უკავშირდებოდეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშემსოფლიო

იტალიაში “ვამპირის საფლავი” აღმოაჩინეს.

იტალიაში “ვამპირის საფლავი” აღმოაჩინეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ 10 წლის ბავშვის ცხედარი სპეციალური რიტუალის თანხლებით მე-5 საუკუნეშია დამარხული.

ბავშვს, რომელიც ერთ-ერთი ე.წ. „ლუგანოს ვამპირია, პირში ქვა უდევს, ეს კი, მაშინდელი წარმოდგენით, მას მკვდრეთით აღდგომასა და ამ ქვეყნად მობრუნებაში შეუშლიდა ხელს.

ცხედარის ძვლებისგან მოპოვებული მტკიცებულებებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვი მალარიით იყო ინფიცირებული. „ლუგანოს ვამპირი“ ბავშვთა სასაფლაოზე იყო დამარხული, სადაც ათეულობით ბავშვთან ერთად გომბეშოს ძვლები, ყორნის ბრჭყალები და ვერცხლის კარდალებია აღმოჩენილი, რაც, მაშინდელი რწმენა-წარმოდგენით, კუდიანებს აფრთხობდა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ იმავე სასაფლაოზე სამი წლის გოგონას ნეშტი აღმოაჩინეს, რომელსაც ხელებსა და ფეხებზე დიდი ქვები ეწყო, რათა „საიქიოდან დაბრუნებაში ხელი შეშლოდა“.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღმოჩენა მნიშვნელოვანია, ვინაიდან გვაწვდის ინფორმაციას იმ დროის რწმენა-წარმოდგენების შესახებ. არქეოლოგები გათხრების გაგრძელებას მომავალი ზაფხულიდან აპირებენ.

წყარო : www.independent.co.uk

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაენერგეტიკაენერგეტიკამსოფლიო

უკრაინამ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მზის ენერგიის სადგური ააშენა

ყოფილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ადგილზე ახალი მზის ენერგიის სადგური ააშენეს.

ჩერნობილის ქარხანა 1986 წლის  ბირთვული კატასტროფის ადგილი გახლავთ.

რადიოაქტიური მასალა ევროპის სხვადასხვა ნაწილში ატმოსფეროში გავრცელდა და  ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების ზრდა გამოიწვია. ჩერნობილის სადგური 2000 წელს დაიხურა.

ატომური სადგურის ირგვლივ ტერიტორია, დაახლოებით 2,600 კვადრატული კილომეტრი ექსკლუზიურ ზონადაა გამოცხადებული.

ახლა კი უკრაინამ ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე პირველი მზის ენერგიის სადგური ააშენა. ქვეყნის ხელისუფლებას სურს განახლებადი ენერგიის კომპანიებმა მიტოვებული ტერიტორია განავითარონ.

ტერიტორიაზე გამომუშავებული ელექტროსადგური დაახლოებით 2,000 ოჯახის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის იქნება საკმარისი.

თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ ევაკუირებულ ზონაში მოსახლეობის დაბუნებას სულ მცირე 24 000 წელი დაჭირდება.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

წყარო : BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

კოსმოსში ხელის თხოვნა 145 მილიონი დოლარად შეგეძლებათ 😱💍🌠

2022 წლის მარტიდან საყვარელი ადამიანისთვის ხელის თხოვნა კოსმოსშიც იქნება შესაძლებელი.

ცერემონიალის ორგანიზების შეთავაზებაზე  ფრანგული საქორწილო სააგენტო The ApoteoSurprise აცხადებს.  ტურში შედის მოგზაურობა მთვარის გარშემო.

კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ცნობილი ხდება, რომ  ინტერპლანეტარული ფრენა ერთ კვირას გასტანს.  ამასთან, ავტონომიური მართვის სისტემა შეყვარებულ წყვილს მარტო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

ირკვევა, რომ დაახლოებით, 30 წუთის მანძილზე, როდესაც ხომალდი მთვარის ბნელ მხარეს შემოუვლის, დედამიწასთან კომუნიკაცია შეფერხებული იქნება.

მდიდარი წყვილები წინდაწინ  ნ მოსამზადებელ ეტაპებს გაივლიან, მათ შორის 12 კვირის განმავლობაში წინასწარ ტექნიკურ და ფიზიკურ მომზადებას.

ყველა შეთავაზება ვებ-გვერდზე www.proposeinparis.com 2022 წლის მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

ბრიტანეთი სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის სპეციალურ გაიდლაინებს შექმნის

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა მეთ ჰენქოქიმ  მთავარ სამედიცინო ოფიცერს  დაავალა, სპეციალური გაიდლაინი შექმნას, რომელიც სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის რეგლამენტს დააწესებს.

ჰანკოკმა განაცხადა, რომ ის, როგორც მამა “ძალიან შეშფოთებულია” იმ მტკიცებულებით, რაც სოციალური მედიის ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენაზე მეტყველებს.

„ფეისბუქმა“ და „ინსტაგრამმა“ სოციალურ ქსელზე დამოკიდებულების შესამცირებლად ცოტა ხნის წინ სპეციალური საშუალებები შეიმუშავეს, რაც მომხმარებლებს პლატფორმებზე ყოფნის დროის კონტროლისა და შეზღუდვის საშუალებას აძლევს.

გარდა ამისა, დაიწყო სოციალური კამპანია დასქროლე თავისუფალი სექტემბერი (Scroll Free September). ინიციატივა, რომელიც ორგანიზაციას „სამეფო საზოგადოება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის“ (Royal Society for Public Health (RSPH)) ეკუთვნის, საზოგადოებას მოუწოდებდა სექტემბრის განმავლობაში შეეწყვიტა ისეთი სოციალური პლათფორმების გამოყენება, როგორიცაა „ფეისბუქი“, „ტვიტერი“, „ინსტაგრამი“ და „სნაპჩეთი.“

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

წყარო : independent.co.uk

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

მეცნიერებმა 90 მილიონი წლის წინანდელი ფოთოლი აღმოაჩინეს

დაახლოებით 90 მილიონი წლის წინ დღევანდელი აშშ-ის ტერიტორიაზე, სადაც დღეს იუტას შტატია, ძლიერმა ქარიშხალმა გიგანტური ხეები მოთხარა და მდინარის ხევში გადააგდო.

ცოტა ხნის წინ ხის ფოთლების გაქვავებულ ნაწილებს მეცნიერებმა მიაგნეს, კვლევამ დედამიწის ტყის საფარზე აქამდე არსებული ვერსია შეცვალა.

პალეონტოლოგები აცხადებენ, რომ აღმოჩენილი ფრაგმენტების მიხედვით გიგანტური ხეების სიმაღლე დაახლოებით 50 მეტრი სიმაღლის იყო. ამასთან აღმოჩენილი ფრაგმენტის მიხედვით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხის ასაკი დაახლოებით 90 მილიონი წელია. ეს კი არ შეესაბამება აქამდე არსებულ თეორიას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს ტერიტორიაზე ამ ტიპის ხეების არსებობა 15 მილიონი წლით გვიან თარიღდება.

აღმოჩენილი ხის ფრაგმენტი ეკუთვნის Paraphyllanthoxylon-ის სახეობის მცენარეს, მას ბიოლოგები თანამედროვე დაფნის ხეების მონათესავედ მიიჩნიევენ.

წყარო : imedinews.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
მსოფლიო

საფრანგეთში შოკოლადის სასტუმრო გაიხსნა

საფრანგეთში შოკოლადისგან აშენებული კოტეჯი-სასტუმრო გაიხსნა.

სასტუმროშირომელიც პარიზიდან 30 წუთის სავალ გზაზექალაქ სევრში მდებარეობს,  ერთი ღამისგატარება სულ რაღაც 50 ევრო ღირს.

Lonely Planet-ის ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობაზე ნახევარი ტონა შოკოლადი დაიხარჯა. გამოცემის ინფორმაციითმსოფლიოში ამ სასტუმროს ანალოგი არ არსებობს. სასტუმრო-კოტეჯში თითქმის ყველა ნივთი შოკოლადისგან არის დამზადებული.

„ტკბილი სასტუმრო“ ცნობილმა ფრანგმა შოკოლადის სკულპტორმა ჟან-ლუკ დეკლუზომ ააშენა.

შოკოლადის სასტუმროში ნომრების დაჯავშნა უკვე შესაძლებელიასტუმრებისთვის ერთიმნიშვნელოვანი აკრძალვა მოქმედებს – მათ სახლი არ უნდა დააზიანონ და ნივთებს გემო არგაუსინჯონამის სანაცვლოდ კი სასტუმროს პერსონალი მათ უამრავი სახის შოკოლადს შესთავაზებს.

წყარი: InterPressNews.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

რა არის საჭირო იმისთვის, რომ Wall Street – ზე მოხვდეთ

თუ თქვენ გრძნობთ, რომ გაქვთ ისეთი ჩვევები და ხასიათი, როგორიც Wall Streetზე მუშაობისთვისაა საჭირო, მაშინ თქვენ ძალიან გაგიმართლათ, რადგან მცირე დროში მილიონერად ქცევა გაგიადვილდებათ, ძირითადი საქმიანობა Wall Street- ზე ბროკერობა, ანუ აქციების გაყიდვებია, ასევე კოეფიციენტების მართვა და ფსონების გაკეთება, ეს ყველაფერი კი გეხმარებათ გახდეთ ერთ–ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ადამიანი.

იმისათვის, რომ მიაღწიო წარმატებას Wall Street- ზე აუცილებლად დაგჭირდებათ პროგრამა, რომელიც მოგეხმარებათ შეაგროვოთ ის უნარ ჩვევები, რაც შესაძლოა თქვენით ვერ ისწავლოთ, თუ წარმატებულ, გამოცდილ ხალხს დავუჯერებთ, არსებობს ბევრი წარმატებული ბიზნეს სკოლა, სადაც ასწავლიან თუ როგორ უნდა განვითარდეთ მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ბაზარზე.

  1. Standfor university
  2. Massachusetts institute of tech
  3. University of California at Berkeley
  4. Harvard university
  5. University of California at Los Angeles

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

წყარო : Sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 41 42 43 44 45 90
Page 43 of 90