close

მსოფლიო

მსოფლიო

10 ყველაზე მოთხოვნადი კოქტეილი მსოფლიოში

ალკოჰოლურ კოქტეილად ითვლება სასმელი, რომელის მოსამზადებლად ერთი ან რამდენიმე ალკოჰოლური ინგრედიენტი გამოიყენება. როგორც ცნობილია, თვითონ კოქტეილი რამდენიე სასმელის შერევით მიიღება. ზოგჯერ მის მოსამზადებლად ხილსაც იყენებენ.

ბიზნეს ინსაიდერმა შემოგვთავაზა 10 ყველაზე მოთხოვნადი კოქტეილის დასახელება მთელი მსოფლიოს მასშტაბით:

  1. „Old Fashioned”
  2. “Negroni”
  3. ‘Dry martini”
  4. “Whiskey sour”
  5. “Margarita”
  6. “Manhattan”
  7. “Espresso Martini”
  8. “Mojito”
  9. “Gin Fizz”
  10. “Mai Tai”

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

წყარო : Businessinsider.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოტექნოლოგიები

„Apple-მა“ ახალი მოდელები გამოუშვა

კომპანიამ, „Apple-მა“ საზოგადეოებას  ერთდროულად  სამი სმარტფონს ახალი მოდელი – „iPhone XS“, „iPhone XS Max“ და „iPhone XR“ წარუდგინა, რომლის გაყიდვებიც  21 სექტემბერს დაიწყება.

მაღაზიებში უჭირთ იმის თქმა თუ რა ეღირება თოთოეული მოდელი საქართველოს ბაზარზე, სავარაუდოდ თავდაპირველად  ძვირი იქნება, როგორც ყოველთვის, მაგრამ მალევე დასტაბილურდება ფასები.
ერთ-ერთ კომპანიაში აცხადებენ, რომ უკვე 20-21 სექტემბერს მსურველებს შეეძლებათ „iPhone XS Max-ის“ ექსკლუზიური მოდელი შეიძინონ, რომელზეც განსაკუთრებული მოთხოვნა.

ახალი პროდუქტი 6 სხადასხვა ფერში იქნება, გაუმჯობესებულია კამერა, ასევე „iPhone XS Max–ს“ ექნება კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი ეკრანი (6.5 ინჩი).

Theverge.com

სრულად ნახვა
მსოფლიო

ბრიტანელმა წყვილმა საოცნებო შვებულებაზე უარი თქვა და ძაღლს £12 000-ს ღირებულების ოპერაცია გაუკეთა

დიდ ბრიტანეთში ჩეშირის საგრაფოში წყვილმა ქორწინების 20 წლისთავის გადახდაზე უარი ძაღლის გამო თქვა. ცოლ-ქმარმა გაიგო, რომ მათი საყვარელი ლაბრადორი ავად იყო და გულზე სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა.

პოლ და პაულინა დეილებს საზეიმო ღონისძიებისთვის თანხა 12 000 ფუნტი სტერლინგი ჰქონდათ მოგროვებული. მათ შვებულებაში წასვლა უნდოდათ, მაგრამ ეს ფული მთლიანად ძაღლის ოპერაციაზე დახარჯეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბრიტანელმა ვეტერინარებმა პირველად ჩაატარეს ცხოველის გულზე ასეთი რთული ოპერაცია. ძაღლი ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის. ცოლ-ქმარი კი ბედნიერია, რომ თავისი საყვარელი ძაღლის გადარჩენა შეძლეს.

„ეს ჩვენი ქორწინების წლისთავისთვის ყველაზე კარგი საჩუქარია“, – ამბობს პაულინა დეილი.

წყარო : imedinews.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურამსოფლიოსაქართველო

შოთა რუსთაველი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწერალთა რეიტინგში

„Ranker.com“-ეს არის ცნობილი ვებ გვერდი, რომელიც მომხმარებლის მიერ შედგენილ რეიტინგებს აქვეყნებს. აღნიშნულ პორტალს 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების სიაში, ყველა დროის საუკეთესო მწერალი, შოთა რუსთაველი 23-ე ადგილს იკავებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობამანქანათმშენებლობამსოფლიო

Volvo 360c – ავტონომიური მანქანა საძინებლით, ოფისითა და გასართობი სივრცით

შვედურმა ავტომწარმოებელმა კომპანია “ვოლვომ” ავტონომიური ავტომობილის ახალი 360C კონცეფცია წარმოადგინა. ეს გახლავთ 100 პროცენტით ავტონომიური მანქანა პლუს მობილური რელაქსაცია, რომელიც ითვალისწინებს მგზავრობისას ნაკლებ ჯდომას, მეტ კომფორტს და სოციალურ სივრცეს.

შვედური ავტომწარმოებელი კომპანიის მიზანია 360c -ის საშუალებით “უსარგებლო და მოსაწყენი მგზავრობა სასარგებლო და სასიამოვნო წუთებად ან საათებად აქციოს.” მეტიც, “ვოლვოს” სურს ახალი ტიპის ავტონომიურმა ავტომობილმა მოკლე მანძილზე ფრენების დროს თვითმფრინავი ჩაანაცვლოს.

კომპანიის კორპორაციული სტრატეგიის ხელმძღვანელის მარტინ ლევენსტანის განცხადებით 360c არის იმის დემოსნტრირება, თუ როგორ შეცვლის ავტონომიური ავტომობილები ზოგადად ავტოსამყაროს რომელსაც ჩვენ აქამდე ვიცნობდით.

360C კონცეფცია ითვალისწინებს ავტომობილში დასაძინებელი გარემოს, მობილური ოფისის, მისაღები ოთახისა და გასაართობი სივრცის შექმნას.

ავტონომიური მანქანის შექმნის იდეა, რასაკვირველია, ახალი არაა და ამაზე არაერთი ავტომწარმოებელი კომპანია მუშაობს, თუმცა ამბიცია, ავტომობილმა მოკლე მანძილზე ფრენები ჩაანაცვლოს, განსხვავებულად და უფრო მეტად ფუტურისტულია.

წყარო:   www.topgear.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიამსოფლიო

ულამაზესი ლურჯი თუთიყუში გადაშენდა 🐦

ლურჯი თუთიყუში “არა“  გადაშენდა. ამის შესახებ CNN-ი   წერს.

მეცნიერები განმარტავენ, რომ თუთიყუშის გადაშენების მიზეზი ტყეების მასიური ჩეხვაა.

ამ სახეობის თუთიყუშები ბრაზილიაში ცხოვრობდნენ, ბინადრობდნენ ტყეებში, ხეების ფუღუროებში. საშუალოდ 2 კვერცხს დებდნენ, იკვებებოდნენ მცენარის ნაყოფითა და თესლით.

BirdLife International-ის ანგარიშის მიხედვით, ფრინველის ველურ ბუნებაში გადაშენების მიუხედავად, მსოფლიოში შემორჩენილია დაახლოებით 60-80 თუთიყუში, რომლებიც კერძო საკუთრებაში არიან და გალიებში ცხოვრობენ.

BirdLife International-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე ათწლეულში მსოფლიოში სხვადასხვა სახეობების გადაშენების სტატისტიკამ იმატა, რასაც ადამიანის გარემოზე უხეში ზემოქმედებით ხსნიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიორელიგია და მეცნიერება

ბილი გრემის ქალიშვილის გენიალური პასუხი კითხვაზე : რატომ დაუშვა ღმერთმა 11 სექტემბერი?

აშშ-ში 11 სექტემბერს დატრიალებული ტრაგედიისადმი მიძღვნილ თოქ-შოუში წამყვანის კითხვაზე-როგორ დაუშვა უფალმა ეს ტრაგედია?- ბილი გრემის ქალიშვილმა ანა გრემმა ძალიან ღრმა და გამჭრიახი პასუხი გასცა:

„მე მჯერა, რომ ღმერთი ისევე წუხს მომხდარზე, როგორც ჩვენ, მაგრამ ჩვენ დროთა განმავლობაში ვდევნიდით უფალს სკოლებიდან, მთავრობებიდან, ჩვენი ცხოვრებიდან და მე ვფიქრობ, რომ ღმერთმა, როგორც ჯენტლმენმა მხოლოდ უკან დაიხია. უნდა ველოდოთ ღვთის წყალობას და ამავე დროს მოვითხოვთ მისგან, რომ დაგვტოვოს?

მოდით გავიხსენოთ…ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მედლინ მიურეი ოჰარამ (ის მოკლეს და გვამი რამდენიმე ხნის წინ იპოვეს) თქვა-სკოლაში ლოცვის ადგილი არ არის და ჩვენ ვთქვით-კარგი!.. მერე ვიღაცამ თქვა, რომ სკოლაში არ უნდა იკითხებოდეს ბიბლია( ბიბლია, სადაც ნათქვამია: არ მოკლა. არ მოიპარო, შეიყვარე მოყვასი შენი) და ჩვენ ისევ დავეთანხმეთ-კარგი!..

მერე დოქტორმა ბენჟამენ სკოპმა განაცხადა, რომ არ უნდა გამოვიყენოთ ბავშვებში ფიზიკური დასჯის მეთოდები, რადგან ეს მათში პიროვნებას კლავს და ჩვენ შეიძლება ხელი შევუშალოთ თვითშეფასების პროცესს(თავად ბენჟამენის ვაჟიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა). მაშინ ჩვენ ვიფიქრეთ-„ის სპეციალისტია და იცის რასაც ამბობს“ და ისევ ვთქვით-კარგი!..

მერე ვიღაცამ თქვა, რომ მასწავლებლები და დირექტორი არ უნდა სჯიდნენ ფიზიკურად მოსწავლეებს, მეტიც, არც კი უნდა შეეხონ მათ და პასუხი არ მოსთხოვონ ცუდი საქციელისთვის და ჩვენ ისევ ვთქვით-კარგი!..

შემდეგ ვიღაცამ თქვა-„მიდით მივცეთ გოგონებს აბორტის გაკეთების უფლება, თუ მათ ეს უნდათ“ და ჩვენ ისევ გავიმეორეთ-კარგი!..მერე სკოლაში ვიღაცას ახალი აზრი გაუჩნდა და თქვა-„ბიჭები ყოველთვის და ყველგან იქნებიან ბიჭები და მუდამ გააკეთებენ ამას, ამიტომ მივცეთ პრეზერვატივები სკოლაში და მიიღონ სიამოვნება, მშობლები კი ვერც გაიგებენ, რომ ისინი სკოლაში მიიღეს“-ჩვენ ისევ ვთქვით-კარგი!..

მერე ვიღაცამ, ჩვენს მიერ არჩეულ მთავრობაში თქვა-თუ სამუშაო კარგად სრულდება, მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება პირად ცხოვრებაში, დავეთანხმეთ და ვთქვით-არ გვაინტერესებს ვინ (მათ შორის პრეზიდენტიც) როგორი პირადი ცხოვრებით ცხოვრობს თუ სამუშაო გვაქვს და ეკონომიკაც წესრიგშია.

მერე ვიღაცამ თქვა-მოდით დავბეჭდოთ ჟურნალები შიშველი ქალების სურათებით და ამით ვაჩვენოთ ქალის სხეულის სიჯანსაღე და სილამაზე, მერე უფრო „წინ გადავდგით“ ნაბიჯი და ბავშვების გაშიშვლებული სხეულები გამოვიტანეთ სააშკარაოზე და ინტერნეტშიც დავდეთ და ჩვენ ისევ ვთქვით-კარგი, მათ სიტყვის თავისუფლება აქვთ!..

მერე გასართობმა ინდუსტრიამ თქვა, “მოდით, ჩავწეროთ სატელევიზიო შოუები და ფილმები, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის, ბილწსიტყვაობის და აკრძალული სექსის პროპაგანდას, ჩავწეროთ მუსიკა, რომელიც ხელს უწყობს ნარკოტიკების მოხმარებას, გაუპატიურებას, მკვლელობას, თვითმკვლელობას და სატანიზმს”, ჩვენ ვთქვით-ეს მხოლოდ გართობაა და ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს, ამიტომ გააგრძელეთ და დავძინეთ-კარგი!..

და ახლა ჩვენ ვეკითხებით ჩვენს თავს-რატომ არ აქვთ ჩვენს შვილებს სინდისი, რატომ არ შეუძლიათ კარგის და ცუდის გარჩევა, რატომ კლავენ ერთმანეთს და იკლავენ თავს? თუ დავფიქრდებით ვნახავთ, რომ რაც დავთესეთ, იგივე მოვიმკეთ!

ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა დაწერა-“ღმერთო! რატომ არ გადაარჩინე საკუთარ კლასში მოკლული პატარა გოგონა? ჭეშმარიტად შენი, შეწუხებული სტუდენტი“.

აი პასუხი: -„ძვირფასო სტუდენტო, მე არ მიშვებენ სკოლებში… ჭეშმარიტად შენი, ღმერთი!“

სასაცილოა, რომ ადამიანები ვდევნით უფალს და მერე გვიკვირს, ცხოვრება ჯოჯოხეთად რატომ იქცა…

სასაცილოა, როცა გვჯერა გაზეთების და ეჭვი გვეპარება ბიბლიაში…

სასაცილოა, ყველას გვინდა ზეცაში მოხვედრა და არაფერს ვაკეთებთ, არაფრის გვჯერა რაც ბიბლიაშია…

სასაცილოა, როცა ვიღაც ამბობს, რომ სჯერა ღმერთის, მაგრამ მიჰყვება სატანას, რომელსაც „სჯერა“ უფლის…

სასაცილოა, როცა ჩვენთვის ადვილია განვსაჯოთ სხვა და ძნელია თავად მოისმინო განსასჯელი სიტყვები…

სასაცილოა, როცა უაზრო ხუმრობები ელვასავით ედება სამყაროს და ადამიანები კი დიდხანს ფიქრობენ იმაზე, გააზიარონ თუ არა სტატუსი, სადაც ღმერთია ნახსენები.

სასაცილოა, როდესაც უხამსი, არაწესიერი, უზნეო და ვულგარული ადვილად ხელმისაწვდომია ინტერნეტში და სკოლებსა და სამსახურებში ღია დისკუსია უფალზე შეუძლებელია!..

ანა გრემის ამ სიტყვების მოსმენისას არ შეიძლება არ გაგახსენდეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ბრძოლა განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სკოლებში ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ დანერგვის თაობაზე. ეს ადამიანები ამბობენ, რომ საგანი ბავშვს აშორებს ღირებულებებს და ტრადიციებს, უღვივებს ინტერესს „აკრძალული“ ინფორმაციის მიმართ, ნაადრევად ახდენს ბავშვის ყურადღების დაფიქსირებას არასასურველი მიმართულებით, „როლური თამაშების“ შემოტანა მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებში ზიანს აყენებს ბავშვის ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას და ახდენს მის ტრამვირებას უკვე ადრეულ ასაკში. კარგად თუ დავუკვირდებით ეს ახალი სასწავლო საგანი ანა გრემის მიერ ჩამოთვლილი საკითხების ლამაზად შეფუთული წიგნია, რომელიც ახალი აზროვნების ადამიანის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, რომელიც საკმაოდ დაშორდება უფალს!

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ისტორიამსოფლიო

მეცნიერები დნმ-ის საშუალებით 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა იდენტიფიცირებას ახდენენ

ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ დნმ-ის ანალიზის ტექნოლოგიის საშუალებით 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

აშშ-ში,  სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტს 2,753 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა 1000 მათგანის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ არ მომხდარა.

სამედიცინო ექსპერტის ოფისის მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ ახლახანს ერთ-ერთი მსხვერპლის, 26 წლის ფინანსისტ სკოტ ჯონსონის, იდენტიფიცირება მოახდინეს, რომელიც სამხრეთ ცათამბჯენის 89-ე სართულზე მუშაობდა.

მსოფლიოს უდიდესი კრიმინალური ლაბორატორიის მკვლევარებმა ძვლების ფრაგმენტების ხელახალი ტესტირების გზით ნამდვილი გარღვევა მოახდინეს.

“ყველა ნიმუში, რომელიც აქაა წარმოდგენილი, წარსულში გამოკვლეული გვაქვს,”- განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მარკ დიზაიამ.

დიზაიამ და მისმა გუნდმა დნმ-ის ანალიზის თანამედროვე ტექნოლოგია – “მსოფლიო სავაჭრო ცენტრის პროტოკოლი” (World Trade Center Protocol) აჩვენეს, რომელიც ტერაქტის დროს დაღუპული ადამიანების ძვლების ფრაგმენტებზე ხორციელდება.

მათ გაასუფთავეს ძვლები, ამოავლეს ფხვნილში, დაამატეს ქიმიკალები და მოათავსეს დიდ, სპეციალურ მანქანაში, რომელიც დაზიანებული მასალისგან დნმ-ს ამოღებას ახორციელებს.

დიზაია და მისი გუნდი დადებითად აფასებენ 2001 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ დნმ-ის საშუალებით იდენტიფიკაციის ტექნოლოგიის დახვეწის იმედით მსხვერპლთა ნაშთები შეენახათ.

“ეს რომ მაშინ არ გაგვეკეთებინა, ნაშთები დაშლას განაგრძობდნენ და დნმ-ის იდენტიფიკაცია დღეს ჩვენთვის შეუძლებელი იქნებოდა,”  განაცხადა დიზაიამ.

წყარო:   Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

“ნესტლე” ინდივიდუალური კვების რაციონის შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტისა და დნმ-ის ტესტის გამოყენებას გეგმავს

კვების ინდუსტრიაში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია “ნესტლე” ხელოვნური ინტელექტის და დნმ-ის ტესტირების საშუალებით ინდივიდუალური კვების რაციონის დანიშვნის იდეას იზიარებს.

პროგრამას, რომელიც იაპონიაში დაიწყო, შეუძლია შვეიცარიულ კომპანიას მომხმარებლების ჯანმრთელკობისა და კვების რეჟიმის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია.

იაპონიაში “ნესტლეს ჯანმრთელობის პროგრამაში” ჩართული 100,000-მდე მომხმარებელი თავიანთი საკვების ფოტოებს პოპულარული აპლიკაციის – Line-ის საშუალებით აგზავნის, რომელიც მათ ცხოვრების სტილის ცვლილებებსა და სპეციალური დანამატების შესახებ აძლევს რეკომენდაციებს.  პროგრამის სავარაუდო ღირებულება წელიწადში 600 აშშ დოლარია, რომელსაც მომხმარებელი საკვებით მდიდარი ჩაის, იოგურტებისა და ვიტამინებით მდიდარი  საკვები პროდუქტებისთვის, ასევე იმ საოჯახო ნაკრებისთვის იხდის, რომელიც სისხლისა და დნმ-ის ნიმუშების საშუალებით სხვადასხვა დაავადებების მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობას განსაზღვრავს, როგორიცაა მაგალითად ქოლესტერინის მაღალი დონე და დიაბეტები.

საკვებსა და კვების რაციონთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები მნიშვნელოვან საკითხად იქცა. “ნესტლეს” მიზანია ამ გლობალური პრობლემის მოგვარება საკუთარ მისიად აქციოს,” განაცხადა კომპანიის იაპონიის ოფისის ხელმძღვანელმა კოზო ტაკაოკამ.

ნესტლემ უჯრედული ბიოლოგიის, კუჭ-ნაწლავის მედიცინისა და გენომის სფეროებში ასი მეცნიერი დაასაქმა, რათა ადამიანების საკვები რაციონის დონე გააანალიზოს და გაზომოს.

“21-ე საუკუნის ინოვაცია ჩვენი მომხმარებლის პრობლემების გადასაჭრელად ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაა,” განაცხადა  ტაკაოკამ, რომელიც  იაპონიაში KitKat-ის მწვანე ჩაისა და სხვა არმომატებით გამდიდრებული შოკოლადის ვაფლის შექმნით გახდა ცნობილი.

წყარო:   independent.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
დედამიწამსოფლიოსოფლის მეურნეობა

რა კავშირშია, გლობალური ტემპერატურის მატება მწერების მიერ განადგურებული მარცვლეულის რაოდენობასთან?

მეცნიერები აცხადებენ, რომ რაც უფრო მატულობს გლობალური ტემპერატურა, მით მეტ მარცვლეულს ანადგურებენ მწერები. სიეტლის „ვაშინგტონის უნივერსიტეტის“ მკვლევარი ქერტის დოიჩი და მისი გუნდი ამტკიცებს, რომ ყოველი ერთი გრადუსი ცელსიუსით მომატებული ტემპერატურა დამატებითი 10-25 პროცენტი ხორბლის, სიმინდისა და ბრინჯის განადგურებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ მწერები ყოველწლიურად მსოფლიოს სიმინდისა და ხორბლის 8 პროცენტსა და ბრინჯის 14 პროცენტს ანადგურებენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სიმინდის ყოველწლიური ზარალი 10 პროცენტს, ხორბლის – 12 პროცენტს, ხოლო ბრინჯის – 17 პროცენტამდე გაიზრდება. სამივე მარცვლეულის ზარალის საერთო ოდენობა კი 213 მილიონ ტონას მიაღწევს. ეს კი მნიშვნელოვანი ზარალია თანამედროვე მსოფლიოსთვის.

ზემოთქმულის მიზეზი კი ისაა, რომ გარემო ტემპერატურის მატებასთან ერთად მწერების მეტაბოლიზმით მატულობს. რაც უფრო მალე წვავენ ისინი ენერგიას, მით უფრო მადიანად შეექცევიან მარცვლეულს.

აღნიშნული კვლევა რამდენიმე დღის წინ სამეცნიერი ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

წყარო:  sciencenews.org

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
1 42 43 44 45 46 90
Page 44 of 90