close

მსოფლიო

გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიოსაქართველოტექნოლოგიები

რა საფრთხეს უქმნის გარემოს გამაგრილებელი სისტემები?

,,ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, 2 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, საქართველოში ენერგოსისტემის პიკური მოხმარება გამოვლინდა”, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა იუწყება.

კომპანიის ცნობით, მოხმარებამ 1 920 მეგავატი შეადგინა, რაც 80-იანი წლების შემდეგ ზაფხულის პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

„ბოლო პერიოდში, მაღალი ტემპერატურის გამო, საქართველოს ენერგოსისტემაში საგრძნობლად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. მოხმარების აღნიშნული მაჩვენებელი 12%-ით აღემატება შარშანდელი ანალოგიური პერიოდის სიდიდეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს ენერგოსისტემის ზაფხულის პიკური მოხმარების ზრდის ტემპი აჭარბებს ზამთრის პიკური მოხმარების ზრდის ტემპებს და ეს ტენდენცია მომდევნო წლების განმავლობაშიც შენარჩუნდება“, – აცხადებენ ელექტროსისტემაში.

ზაფხულის ცხელ დღეებში კონდიციონერებით აღჭურვილი შენობები ნამდვილად დიდი შვებაა, თუმცა გაგრილებული ადამიანებისგან ძალიან ცოტა თუ ფიქრობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ენერგია კლიმატის ცვლილებებს უწყობს ხელს და გარემოს აზიანებს.  

ექსპერტები და მეცნიერები კი, აცნობიერებენ რა მოსალოდნელ საფრთხეს, გამოსავლის გზებზე ფიქრობენ და ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად უფრო ენერგოეფექტური გაგრილების სისტემების შექმნას ცდილობენ.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IEA) აცხადებს, რომ მსოფლიოში ჰაერის კონდიცირების სისტემების მიერ მოხმარებული ენერგია 2050 წლისთვის გასამმაგდება. ეს კი აშშ-ის, ევროკავშირისა და იაპონიის მიერ დღეს მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის ტოლფასია.

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს სისტემა, რომელიც თანამედროვე მასალებსა და „ნანოფოტონიქსებს“ იყენებს. მათ გამოიგონეს ულტრათხელი მაღალამრეკლი მასალა, რომელიც სიცხეს პირდაპირი მზის სხივების პირობებშიც კი ასხივებს. ინფრაწითელი, თერმული ენერგიის გამოსხივება ატმოსფეროში იჭრება  და ნაკლებად შეიწოვება.

გამოცდისას, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეს შესაძლოა მილებში გამავალი წყლის გასაგრილებლად იქნას გამოყენებული. ამ წყლის საშუალებით კი, რომელიც ჰაერის ტემპერატურაზე გაცილებით გრილია, შენობების გასაგრილებლად შიძლება იქნას გამოყენებული. და ამ ყველაფრის განხორციელება ელექტროენერგიის მოხმარების გარეშეა შესაძლებელი.

აღნიშნული ტექნოლოგია  SkyCool Systems-ის შესაქმნელად გამოიყენეს. ტექნოლოგიების გიგანტმა ,,Samsung-მა” „wind free-ი” ტექნოლოგიის შესაქმნელად გამოიყენა, რომელსაც ოთახში საჭირო ტემპერატურის მისაღწევად ენერგიის შთანმთქმელი ვენტილატორების გამოყენება არ სჭირდება. კომპანია აცხადებს, რომ ის 32%-ით უფრო ეკონომიურია, ვიდრე სტანდარტული ჰაერის კონდიციონერები.  

ბაზარზე დღესაც არსებობს ეკონომიური ჰაერის კონდიციონერები, მათ შორის, – კონდიციონერი ინვერტერის ტექნოლოგიით.

თუმცა, განვითარებად სამყაროში მცხოვრები ბევრი ადამიანი თავს იკავებს კონდიციონერებში ზედმეტი თანხის გადახდისგან. „ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი, რამდენად ხელსაყრელია ეკონომიური კონდიციონერების შეძენა,“ – აცხადებენ ენერგიის საერთაშორისო  სააგენტოში.

წყარო: Ihttps://www.bbc.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიო

მღვიმეში ჩარჩენილი ტაილანდელი ბავშვების სამაშველო ოპერაცია დაიწყო

მყვნითავებმა ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის მღვიმეში ჩარჩენილი ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების 12 წევრისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია დაიწყეს.

ხელისუფლების წარმოამდგენლებმა განაცხადეს, რომ დღეს არის ,,დი-დეი”.  ისინი დროში შეზღუდულები არიან, ვინაიდან სეზონური წვიმების დაწყების შემთხვევაში, ტჰამ ლუანგის ვიწრო მღვიმეში ჩასვლა კიდევ უფრო გართულდება.

მაშველებს პირველი ბავშვის გადასარჩენად დაახლოებით 11 საათი დასჭირდებათ.

ზოგიერთმა მოზარდმა ცურვა არ იცის, ამიტომ მათ წყალქვეშა სასუნთქი აპარატურის გამოყენება ასწავლეს.

23 ივნისს 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ.

2 ივნისს ისინი აშშ-ისა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით იპოვეს. ყველა მათგანი ცოცხალია, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდება მათი გამოქვაბულიდან გამოყვანა.  ტაილანდის მთავრობა, სამაშველო სამსახური და ადგილობრივი სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ბავშვების გამოყვანა შეუძლებელი იყო, რადგან მათ ცურვა არ იცოდნენ. მედიკამენტებს, პირველადი მოხმარების ნივთებს, თბილ საბნებს, ჟანგბადის ბალონებსა და საკვებს მათ მყვინთავები აწვდიან. 6 ივლისს ბავშვების დახმარების დროს მყვინთავი დაიღუპა. იგი გამოქვაბულში ჟანგბადის ბალონის ჩატანის მცდელობისას გაიგუდა.

ხელისუფლებამ სამაშველო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან სეზონური წვიმების დაწყების შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ დარჩენილი სივრცე, რითიც ბავშები ჰაერს იღებენ, წყლით დაიფარება.

ბავშვების დახმარების სურვილი ,,SpaceX-ისა” და ,,Tesla-ს” დამფუძნებელმა ილონ მასკმა გამოთქვა. მან ტაილანდში თავისი ინჟინრები უკვე გააგზავნა.   

მწვრთნელმა აკაპოლ ჩანტაუონიმ ბავშვების მშობლებს წერილი გაუგზავნა, სადაც პატიებას თხოვდა. ,,დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ბოდიშს გიხდით მშობლებს, რომ თქვენი შვილები ამ გამოქვაბულში მე წამოვიყვანე,“ – აღნიშნულია მწვრთნელის წერილში, რომლის პასუხადაც მშობლებმა შემდეგი შენაარის წერილი დაწერეს : ,,არც ერთი მშობელი არ არის თქვენზე გაბრაზებული, ასე რომ, არაფერზე ინერვიულოთ და თავს გაუფრთხილდით“.

 

წყარო: https://www.independent.co.uk/; BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიო

სამაჯური, რომელიც თქვენი ორგანიზმის ტემპერატურას გააკონტროლებს

ხშირად, ადამიანის ტემპერატურა ცვალებადია სხვადასხვა მიზეზისა თუ გარემოების გათვალისწინებით, რაც იმას გვაჩვენებს, რომ აუცილებელია რაიმე საშუალების გამოძებნა, თუ როგორ უნდა დავარეგულიროთ ის.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში გამოიგონეს ახალი, ინოვაციური ტექნოლოგია, სამაჯური, რომელიც გააკონტროლებს თქვენს ტემპერატურას, სიცხის შემთხვევაში –  გაგრილებაში მოგეხმარებათ, ხოლო სიცივისას – პირიქით.

ერთ–ერთმა გამომგონებელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ათასობით ადამიანი უკავშირდებოდა კომპანიას და ამბობდა, რომ ტემპერატურა ადამიანებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო. დედამიწაზე არსებობს ადგილები, სადაც მთელი წლის განმავლობაში ერთი და იგივე ტემპერატურაა. შესაბამისად, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ახალი პროდუქტი მომხმარებლებისთვის მიმზიდველი იქნებოდა.

წყარო:  Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაკვლევებიმსოფლიოსაქართველოსოფლის მეურნეობა

ღვინის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა

2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 90,3 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.
ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:
იაპონია – 200% (130 638 ბოთლი),
ჩეხეთი – 134% (30456),
ყირგიზეთი 81% (140370),
სამხრეთ კორეა – 78% (31650),
ნიდერლანდები – 68% (38799),
დიდი ბრიტანეთი – 67% (46782),
გერმანია – 43% (286054),
უკრაინა – 41% (4191217),
ყაზახეთი – 42% (1652292),
ლატვია – 32% (905982),
პოლონეთი – 30% (1573328),
რუსეთი – 24% (24022113),
ესტონეთი – 22% (294900),
ლიეტუვა – 9% (188052),
აშშ – 7% (188762) და სხვა. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიამსოფლიოსაქართველო

დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციის წევრი გახდა

დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციის წევრი გახდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა მაიკლ ჰოსეკმა მინისტრ ლევან დავითაშვილს წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა. 

„ამიერიდან, საქართველოს დაცული ტერიტორიები წარმოდგენილი იქნება ევროპის საუკეთესო დაცული ტერიტორიების გვერდით, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციაში ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით. ბუნების მოყვარულები უკეთ გაიცნობენ საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვეძლევა საუკეთესო გამოცდილების და ცოდნის გაზიარების, ფედერაციის სხვა წევრებთან აქტიურად თანამშრომლობის შესაძლებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.

ევროპარკების ფედერაცია წარმოადგენს ევროპის დაცული ტერიტორიების ქოლგა ორგანიზაციას და მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ევროპის ეროვნული პარკებისა და ბუნების პროფესიული ქსელი. ფედერაციაში გაწევრიანებულია 36 ქვეყანა და ასობით დაცული ტერიტორია. ფედერაციაში გაწევრიანებით საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეძელვა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანება ჩეხეთის საელჩოს, WWF- კავკასიის ოფისს, TJS-ს და KFW-ს მხარდაჭერით განხორციელდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოამსოფლიო

ცოტა რამ „Facebook-ის“ შესახებ

10 წლის წინ, სოციალურ მედიასივრცეში ახალი პროდუქტი სახელად „facebook-ი” გაჩნდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ სულ რამდენიმე წლის შემდეგ მსოფლიოს მარკეტინგის სპეციალისტების 42% ამ ქსელს მომხმარებელთან კომუნიკაციის მთავარ გზად დაასახელებდა.

2004 წელს, როდესაც  მომხმარებელთა რაოდენობა მილიონს ასცდა, პირველად გაჩნდა კომპანიების მხრიდან ინტერესი, რომელიც დროთა განმავლობაში უდიდესი მოგების და აღიარების მომტანი გახდა არა მხოლოდ „Facebook-ისთვის”, არამედ ყველა ბიზნესისთვის, რომელმაც ქსელის მილიარდზე მეტ მომხმარებელთან კომუნიკაცია სწორი სტრატეგიით წარმართა.

მსოფლიოში არსებული სოციალური მედიასაშუალებების მომხმარებელთა შორის. 71% ,,Facebook-ს” მოიხმარს. ამათგან 64% კი – მას ყოველდღე სტუმრობს. ბიზნესისთვის ეს უნიკალური შესაძლებლობაა საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში.

წყარო:  Businessinsider.com

მასალა მოაზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურამსოფლიოპოლიტიკასაქართველო

რეჟისორ გელა კანდელაკს ლიეტუვის წინაშე დამსახურებისთვის დააჯილდოებენ

კინორეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს, ხელის ჩრდილების თეატრისა და საგანმანათლებლო ფილმების სტუდია „კვალი XXI-ს“ დამფუძნებელს გელა კანდელაკს ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვის წინაშე დამსახურებისთვის დააჯილდოებს. 

გელა კანდელაკს წლების წინ ლიეტუვაში წასვლას, იქ პედაგოგიურ მოღვაწეობასა და ჩრდილების თეატრის შემქნას სთავაზობდნენ. რეჟისორმა საქართველოში დარჩენა და ქართულ დასთან მუშაობა გააგრძელა.

ამის შემდეგ ლიტუველი მოსწავლეები საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი გელა კანდელაკთან 2 წელი ეუფლებოდნენ ჩრდილების ხელოვნებასა და მსახიობის ოსტატობას.

2017 წლის 27 მაისს შეიქმნა „ბუდრუგანა-ლიეტუვა“. მათ პირველი სპექტაკლი თბილისში წარადგინეს. ლიეტუვაში დაბრუნების შემდეგ კი თავიანთ ქვეყანაში განაგრძეს სპექტაკლების ჩვენება.

გელა კანდელაკის დაჯილდოების ცერემონიალი ვილნიუსში პრეზიდენტის სასახლეში 6 ივლისს გაიმართება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

3 რამ, რაც 21-ე საუკუნემ შეცვალა

ბოლო წლებია, რაც მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, ტექნოლოგიურ სფეროში.

წარმოიდგინეთ 1998 წელი, როდესაც მობილური ტელეფონები იშვიათობა იყო, ინტერნეტი კი ბევრისთვის ხელმიუწვდომელი. დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა, მსოფლიო შეიცვალა.

1.მსოფლიო მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა– 1998 წელს მსოფლიოში 5,9 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში კი,  ეს მაჩვენებელი 7,6 მილიარდამდე გაიზარდა.

2.20 წლის წინ უპილოტო ავტომანქანები წარმოუდგენელი იყო, დღეს კი ბევრი კომპანია, მათ შორის ”Tesla“, ”GM“, ,,Ford-ი“, „Uber-ი“, „Google-ი“ და „Apple-ი“ მუშაობენ უპილოტო ავტომანქანების შექმნაზე.

3. სოციალური ქსელები იპყრობს მსოფლიოს– ინტერნეტის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გზა არის სოციალური ქსელები. ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდება.

 

 

 

წყარო: Forbes.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურამსოფლიოსაქართველო

ოქსფორდის უნივერსიტეტმა საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი – “Georgia” გამოსცა

ოქსფორდის უნივერსიტეტმა საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა.

„ეს წიგნი ქართულ-ბრიტანული მეგობრობის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა“, – ამ სიტყვებით წარადგინა ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმითმა ,,Georgia”. როგორც მან აღნიშნა, წიგნი, ბოდლეანის ბიბლიოთეკაში დაცულ, უორდროპების მდიდარ კოლექციას ეფუძნება, რომელიც და-ძმამ საქართველოში მოგზაურობის დროს შეაგროვა.

დაცულ მასალას შორის უძველესი ქართული ხელნაწერები, უნიკალური წიგნები და საარქივო დოკუმენტებია. გამოცემა, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და მისი ავტორი ნიკოლოზ ალექსიძეა. წიგნის პრეზენტაციას ქართველი და ბრიტანელი ისტორიკოსები, მკვლევარები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

წყარო:  პირველი არხი
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკამსოფლიოპოლიტიკასაქართველო

საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა

 საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს – ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ – გენადი არველაძემ, ხოლო ჰონგ-კონგის სახელით, კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა, ედვარდ იუა თან-ვამ (Edward YAU TANG-WAH) მოაწერეს ხელი.

შეთანხმებას ხელი მოეწერა Belt and Road-ის სამიტის გახსნით ცერემონიალზე, სადაც ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული შეთანხმება პირველია რეგიონში, რომელიც ჰონგ-კონგმა გააფორმა. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრება, მათ შორის, სამთავრობო-და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლის მოლაპარაკებების პროცესშიც ჰონგ კონგი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა.

შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ-კონგს შორის  საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეთა შორის ახალი თაობის შეთანხმება ასევე ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა – საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები და სხვა. 

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჰონგ-კონგი ატარებს ღია ეკონომიკურ პოლიტიკას  და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს საკვანძო სატრანზიტო-საფინანსო საერთაშორისო  ცენტრს. მისი ყოველწლიური სატრანზიტო ტვირთგამტარიანობა 500 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო თავად 60 მილიარდამდე იმპორტს მოიხმარს.

ჰონგ-კონგი არის საქართველოსთვის როგორც არსებული, ასევე პოტენციური საექსპორტო პროდუქციის ისეთი მნიშვნელოვანი იმპორტიორი და ტრანზიტული ქვეყანა, როგორიცაა ყველი,  უალკოჰოლო სასმელები, სპირტიანი სასმელები, ღვინო, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, თხილი, ხილი, თაფლი, ტექსტილის მზა ნაწარმი, ტყავის სამგზავრო ჩანთები, მეტალის ნაწარმი და სხვა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – გენადი არველაძემ.

წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. შესაბამისად, მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას მხარეებს შორის და ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7-მილიონიან მაღალმსყიდველობითუნარიან სამომხმარებლო ბაზარს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 46 47 48 49 50 90
Page 48 of 90