close

მსოფლიო

ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

ხელოვნურმა ინტელექტმა ფეხბურთის წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონი გამოავლინა

რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. სანამ მილიონობით გულშემატკივარი იმაზე მსჯელობს და კამათობს, ვინ გახდება წელს ჩემპიონი, ხელოვნურმა ინტელექტმა, 100,000 სიმულაციაზე დაყრდნობით, ჩემპიონატის ფინალის შედეგი „იწინასწარმეტყველა“.

მკვლევართა გუნდი შედგება დორტმუნდის Technische Universitat-ის, მიუნხენის Technical University-ისა და ბელგიის Ghent University -ის აკადემიკოსებისგან.

მათ კვლევისთვის სამი ტექნოლოგია გამოიყენეს: Poisson regression-ი (სხვადასხვა ცვლადი სიდიდეების ინტერპრეტირება და აწონვა), ranking method-ი (თითოეული გუნდის ძალის შეფასება)  და random forest-ის მიდგომა.

აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ, სავარაუდოდ, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს გერმანია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. კერძოდ, ესპანეთს მოგების ყველაზე მაღალი შანსი – 17.8 პროცენტი აქვს, გერმანიას – 17.1 პროცენტი, ბრაზილიას – 12.3 პროცენტი, საფრანგეთს – 11.2, ხოლო ბელგიას –10.4. კვლევის თანახმად, საუდის არაბეთს ფინალამდე მიღწევის 0 შანსი აქვს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში გაიმართება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე ჩატარდება.

წყარო: https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიოტექნოლოგიები

,,Facebook-ი“ 750 მილიონი დოლარის ღირებულების მონაცემთა ცენტრს აშენებს

სოციალური ქსელების გიგანტი ,,Facebook-ი“ ჰანტსვილეში, ალაბამაში, მონაცემთა ახალ ცენტრს აშენებს. კომპანიის ინფორმაციით, პროექტი, რომელის ფარგლებშიც დაახლოებით 90 115 კვადრატული მეტრი ფართობის ნაგებობა აშენდება, 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა.

,,ჰანტსვილი, ეს მზარდი ტექნოლოგიური ჰაბი,  ,,Facebook-ის“ მიზნისთვის ბუნებრივად მორგებული ადგილია. იგი ასევე წარმოადგენს განახლებადი ენერგიის საიმედო ხელმისაწვდომობას, ძლიერ ლოკალურ ინფრასტრუქტურის, საზოგადოებების პარტნიორობის, და, რაც მთავარია, ნიჭიერი ნიჭიერთა ერთობლიობას,” – აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

როგორც ალაბამას გუბერნატორმა ქეი ივიმ  ,,Birmingham Business Journal-ს“ განუცხადა, დასრულებულ ცენტრში 100 ადამიანი დასაქმდება და საშუალო ხელფასი 80,000 აშშ დოლარი იქნება.

ჰანტსვილში განთავსებული დაწესებულება კომპანიის მონაცემთა ცენტრების მსოფლიო ქსელს შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ ,,Facebook-ი“ მიზნად ისახავს მთლიანად განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადავიდეს. კომპანიის ინფორმაციით, ახალია მზის ენერგიის პროექტებზე კომპანია ,,Tennessee Valley Authority-თან“ მუშაობს.

აღნიშნული მიზნის განხორციელებას ,,Facebook-ი“ 2020 წლამდე აპირებს.

 

წყარო: businessinsider.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

საკვებად ვარგისი წყლის ბუშტები – ინოვაცია გარემოს დაცვით საქმიანობაში

გარემოს დაბინძურება დღვანდელი მსოფლიოსთვის ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, გარდა იმისა, რომ ქარხნები და მანქანის გამონაბოლქვები აბინძურებენ ჰაერს, ნაგავიც, პოლიეთილენის პარკები და ბოთლები ასევე საკმაოდ დიდ ზიანს აყენებენ ბუნებას.

საკვებად ვარგისი წყლის ბუშტები, სახელწოდებით „Ooho“ – შეფუთვის ორიგინალური სახეა, რომელიც გარემოსათვის მავნე პლასტმასის ბოთლების შემცვლელია. წყალმცენარეებისგან დამზადებულ ჭურჭელში შეიძლება ჩაისხას წყალი, ხილის წვენები და სხვა მსგავსი სითხეები. დაცლის შემდეგ ბუშტების გამოყენება თამამად შეიძლება საკვებად, მაგრამ თუ მათი გემო არ მოგეწონებათ, არც ეგაა პრობლემა: გადაგდებიდან 4-6 კვირის შემდეგ ისინი ბოლომდე დნებიან და წყლად იქცევიან.

ინოვაციის ავტორმა  კომპანია „Skipping Rocks Lab-მა“ გარემოს დაცვის განვითარებაში წვლილის შეტანისთვის საკმაოდ ბევრი ჯილდო მიიღო.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

ინოვაციური კედელი, რომელიც დადებითი თვისებებით 275 ხეს უთანაბრდება

იმისათვის, რომ ჟანგბადი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ – რაც შეიძლება სუფთა იყოს, ძალიან ბევრი კომპანია ცდილობს, რომ იპოვოს ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრის გზა.  მოდი, ასე ვთქვათ – მოჭრილი ხეების ადგილზე შენობების აღმართვა წარმატებას არ მოგვიტანს.

კომპანია ,,Green City Solutions-ის“ მიერ შემუშავებული კამპანია ,,ქალაქის ხე” არის მწვანე კედელი, სადაც გამოსახულია ბუნება. სხვადასხვა ჯიშის ხავსისაგან შექმნილი კედელი ასუფთავებს ჰაერს და დადებითი თვისებებით 275  ხეს უთანაბრდება, ანადგურებს დღეში 250 გრამ მტვერს, გამონაბოლქვ აირებს, ხოლო მზის პანელებთან ერთად – კომპლექსში მას შეუძლია შეაგროვოს წვიმის წყალი და აკონტროლოს ნიადაგის მდგომარეობა. ,,ქალაქის ხე” უკვე მსოფლიოს 25 დიდ ქალაქშია დამონტაჟებული, მათგან ყველაზე მეტი ინდოეთშია.

 

წყარო:  Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოამსოფლიო

კანადაში სამსახურს საცხოვრებელიც მოყვება

კანადაში მდებარე მცირე საოჯახო ბიზნესი ცდილობს თანამშრომლები აიყვანოს. სამსახურთან ერთად საცხობი მათ უფასო საცხოვრებელსაც სთავაზობს.

„კეიპ ბრეტონი“ კუნძულია, რომელიც კანადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. პატარა დასახლებას  ყველაფერი აქვს, ერთადერთი, რის ნაკლებობასაც განიცდის, არის ხალხი. კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ 150 ათასია, ეს რიცხვი კი – ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება. შესაბამისად, ადგილობრივმა ბბიზნესმენებმა გადაწყვიტეს, რომ მუშა ხელის მოსაზიდად მსურველებს საცხოვრებელი მიწაც გადასცენ. ამიტომ, ყველა ადამიანი ვინც გადაწყვეტს, რომ კანადაში სურს გადასვლა, სამსახურსა და რამდენიმე ჰექტარ მიწას მიიღებს.

 აღსანიშნავია, რომ, მას შემდეგ, რაც საცხობის მეპატრონემ „Facebook“-ზე განაცხადა, ძალიან ბევრა ადამიანმა გამოთქვა სურვილი კუნძულზე გადავიდეს საცხოვრებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსია, უპირველეს ყოვლისა, კანადელებისთვის გამოაცხადეს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, უცხოელებმაც მიიღონ სამუშაო.

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

სპერმის ახალი სტრუქტურა, რომელიც შესაძლოა უნაყოფობას უკავშირდებოდეს

მეცნიერებმა სპერმის სრულიად ახალი სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც ნაწილობრივ პასუხისმგებელია ყველაფერზე – განაყოფიერებიდან დაწყებული ნაადრევი მშობიარობითა და დაბადების დეფექტებით დამთავრებული.

თუკი სკოლაში ნასწავლ ბიოლოგიას გადავხედავთ, გავიხსენებთ, რომ ცენტრიოლი არის უჯრედის ციტოპლაზმაში მდებარე სტრუქტურა, რომელიც უჯრედის გაყოფას უწყობს ხელს.

 ის, რაც ტოლედოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს არის ის, რომ სპერმაში არსებობდა მეორე ექსტრაცენტრიოლი, რომელსაც მკვლევარებმა ,,ატიპიური” ცენტრიონი უწოდეს. ეს ორი ცენტრიოლი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

,,ატიპიური ცენტრიონის ფორმაციისა და ფუნქციონირების პათოლოგია შესაძლოა წყვილების უშვილობის, ადრეული მშობიარობისა და ემბრიონის განვითარების დეფექტების გამომწვევი მიზეზი იყოს,” – აცხადებენ მეცნიერები. მათი მიზანი იმის დადგენა გახლდათ, საიდან მოდის ცენტრიოლი ზიგოტაში.

ატიპიური ცენტრიოლი პროტეინების სრულ კომპლექტს შეიცავს, რომელიც მას საშუალებას აძლევს, განაყოფიერების შემდეგ სრულყოფილი და ფუნფუნქციონალური ცენტრიოლი წარმოქმნას.

ეს ექსტრაცენტრიოლი მენციერებს ახალ შესაძლებლობას აძლევს მაშინ, როცა ცნობილი პრობლემებით უნაყოფობის, ნაადრევი მშობიარობისა და დაბადების დეფექტების ახსნა ვერ ხერხდება – თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ატიპიური ცენტრიოლი ყოველთვის ,,დამნაშავეა”.

,,ტოლედოს უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტთან მუშაობას ვაგრძელებთ, რათა ატოპიური ცენტრიოლის კლინიკური შედეგები შევისწავლოთ და ამ გზით დავადგინოთ, ასოცირდება თუ არა ის უნაყოფობასთან,” – აცხადებენ მეცნიერები.

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიოსაქართველოსოფლის მეურნეობა

კანადაში ქართულ ქვევრებში ღვინოს დააყენებენ

საქართველოდან კანადაში 55 ცალი ქვევრი გაიგზავნა, რომელიც ვანკუვერში განთავსდება. კანადელი რესტორნის მეპატრონეს – პასკალ როის (Pascal Roy) საქართველოდან ქვევრების გატანაში მეღვინე სანდრო მილორავა დაეხმარა.

ქვევრები დასავლეთ საქართველოშია დამზადებული და ამჟამად გზაშია. მილორავას განცხადებით, ქვევრები კანადაში ივნისის ბოლომდე ჩავა. ქვევრების მოცულობა 50-დან 1000 ლიტრამდეა. ისინი ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფელ მანდაეთში მექვევრე იმედა გოგოლაძემ დაამზადა.

პასკალ როი, პირველ ეტაპზე, ქვევრებში, ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან დააყენებს ღვინოს, თუმცა იგი სამომავლოდ რქაწითელის გაშენებას გეგმავს.

პასკალ როი გასული წლის შემოდგომაზე სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში. მას მასპინძლობა კახეთში ღვინის კომპანიამ „მარანი მილორაული“ გაუწია, სადაც კანადელმა სტუმარმა რთველის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

ამ ეტაპზე, ცალკეული მეღვინეები ქართულ ქვევრში ღვინოს იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, იაპონიაში, სლოვენიასა და სლოვაკეთში აწარმოებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

ანტარქტიდაზე აღმოჩენილი პლასტმასის ნარჩენები გლობალური დაბინძურების მასშტაბზე მეტყველებს

შორეულ ანტარქტიდაზე პლასტმასის ნარჩენები და ტოქსიკური ქიმიკატები აღმოაჩინეს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დაბინძურების პრობლემა მთელ დედამიწაზე არსებობს.

ამის შესახებ გარემოს დაცვის ორგანიზაცია ,,Greenpeace-ი” იუწყება.

2018 წლის დასაწყისში მიკროპლასტმასები – პლასტმასის პატარა ნაწილაკები, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა ნარჩენისგან,  სავაჭრო ჩანთებიდან დაწყებული ავტომობილის საბურავებით დამთავრებული, ანტარქტიდის ნახევარკუნძულიდან აღებული წყლის 17 ნიმუშიდან 9-ში აღმოჩნდა. ხოლო თოვლის 9 ნიმუშიდან 7-ში ნივთიერება PFA-ი აღმოაჩინეს, რომელიც საწარმოო პროდუქტებში გამოიყენება და ველური სამყაროსთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

გაეროს გარემოს დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ დაბინძურების ნიშნები არქტიკიდან ანტარქტიდამდეა აღმოჩენილი და ისეთ შორეულ ადგილებშიც კი, როგორიცაა -მარიანას ღრმული, წყნარი ოკეანის ყველაზე უფრო ღრმა ადგილი.

სააგენტო აცხადებს, რომ წარმოებული პლასტმასის მხოლოდ მეათედია ხელახლა გადამუშავებული და ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებს, რომ აკრძალონ ან დაბეგრონ ერთჯერადი პარკებისა და საკვები კონტეინერების გამოყენება.

წყარო:  Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

იაპონიის დამსახურება რობოსამყაროში და მოაზროვნე რობოტები

იაპონია ტექნოლოგიური განვითარებით მსოფლიოში  პირველ ადგილზე რომ არის – ეს ყველასთვის  ცნობილია.  სწორედ იაპონიაში  80–იანი წლებიდან კორპორაცია  „Honda Research Institute Japan-ი“ ცდილობს, შექმნას რობოტი ადამიანი, მსგავსად ადამიანისა – მასაც რომ შეეძლოს სიარული, სირბილი  და უფრო მეტიც – დამოუკიდებლად აზროვნება.

 ეს უკანასკნელი იაპონელი მეცნიერებებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესია,  რათა ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინონ მთელ მსოფლიოში.

 აი, უკვე რამდენიმე წელია  „Honda Research Institute Japan-ის“ ლაბორატორიებში მიმდინარეობს თავდაუზოგავი მუშაობა და სატესტო გამოცდა რობოტ „Asimo–ზე“.  რობოტი  „Asimo“ 2000 წელს შეიქმნა და პირველად სწორედ იაპონელმა  საზოგადოებამ  გაიცნო იაპონელი რობოტი. სახელი  „Asimo“ ინგლისურად ასე იშიფრება– „Advanced Step in Innovative Mobility“ , რაც ქართულად ნიშნავს – „ახალი ნაბიჯი ტექნოლოგიურ  სამყაროში“.  პირველი სერიის რობოტები მოძრაობდნენ შედარებით ნელა   – 1,6 კმ /საათი სიჩქარით.  შეეძლოთ ერთეული ფრაზების თქმა და ესმოდათ დაპროგრამებული სიტყვები. ახლა კი – თქვენ უამრავი გასაოცარი უნარის მქონე რობოტს ნახავთ – მზარეულის, პოლიციელის, მაშველისა და სხვა საჭირო ფუნქციების მქონეს.

წყარო:Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

უძილობის დროს ტვინი გამოფიტვას იწყებს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არასაკმარისი ძილი ნეირონებისა და სინაფსური კავშირების დაზიანებას იწვევს, რომლის აღდგენა შეუძლებელია.

იტალიის ერთ-ერთი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ძუძუმწოვრების ტვინის ის ნაწილი შეისწავლეს, რომელიც ძილის დარღვევებზეა პასუხისმგებელი და კარგად დასვენებულ და გამოუძინებელ ვირთაგვებს შორის უცნაური სხვაობა აღმოაჩინეს.

ისევე, როგორც ადამიანის სხეულის უჯრედებში, ადამიანის ტვინშიც ნეირონები მუდმივად ახლდება ორი სხვადასხვა ტიპის გლიალური უჯრედით, რომელსაც ხშირად ნერვული სისტემის წებოსაც უწოდებენ.

მიკროგლიალური უჯრედები პასუხისმგებელნი არიან ძველი და გაცვეთილი უჯრედების გაწმენდის პროცესზე, რომელსაც ეწოდება ფაგოციტოზი, რაც ბერძნულად „შთანთქმას“ ნიშნავს.

ასტროციტები  კი – ტვინში არასაჭირო სინაფსების რაოდენობას ამცირებენ, რაც ტვინის ხვეულების განახლებას უწყობს ხელს.

ეს პროცესი კი მაშინ ხდება, როცა გვძინავს, თუმცა აღმოჩნდა, რომ იგივე პროცესი მაშინაც მიმდინარეობს, როცა უძილობა გვჭირს. თუმცა ამას სიკეთის ნაცვლად ზიანი მოაქვს, ვინაიდან ზედმეტი გასუფთავებისგან ტვინი თვითდაზიანებას იწყებს. ეს შეიძლება შევადაროთ შემდეგ სიტუაციას: ვიღაცას თქვენი სახლიდან თქვენი ძილის დროს ნაგავი გააქვს, რამდენიმე  დღის შემდეგ კი ნაგავს აყოლებს ტელევიზორს, მაცივარსა და სხვა საჭირო ნივთს.

,,ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სინაპსებს ასტროციტები უძილობის დროსაც ,,ჭამენ””- აცხადებენ კვლევის ავტორები.

მეცნიერებმა თაგვების ოთხი ჯგუფი შეისწავლეს:

1.თაგვები, რომლებსაც 6-8 საათი ეძინათ (კარგად დასვენებულები);

  1. თაგვები, რომლებიც პერიოდულად იღვიძებდნენ;
  2. თაგვები, რომლებიც უძილობა აწუხებდათ;
  3. თაგვები, რომლებსაც უძილობა ქრონიკულად აწუხებდათ.

როდესაც მეცნიერებმა ამ ჯგუფების ასტეროციტების აქტიურობა შეისწავლეს, პირველი ჯგუფის თაგვებში 5.7 პროცენტი სინაფსები აღმოაჩინეს, მეორეში –  7.3; მესამეში – 8.4, ხოლო მეოთხეში – 13.5.

მაგრამ, როდესაც მკვლევარებმა ამ ოთხი ჯგუფის მიკროგლიალური უჯრედები შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ მესამე და მეოთხე ჯგუფებში – უძილო და ქრონიკულად უძილო თაგვებში მათი აქტივობა მომატებული იყო, რაც შემაშფოთებელია, ვინაიდან მიკროგლიალური აქტივობა ალცჰეიმერის დაავადებასა და სხვა ნეიროდეგენერაციასთანაა დაკავშირებული.

ჩატარებული კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, მაგალითად: მიმდინარეობს თუ არა იგივე პროცესი ადამიანების ტვინში და აღმოიფხვრება თუ არა დაზიანება ძილის შედეგად.

წყარო:   https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 48 49 50 51 52 90
Page 50 of 90