close

მსოფლიო

მანქანათმშენებლობამსოფლიო

რომელმა მანქანამ მიიღო 2018 წლის სილამაზის კონკურსის მთავარი ჯილდო?

იტალიაში ყოველ წელს ტარდება კონკურსი Concorso d’Eleganza Villa d’Este“, სადაც  წლის ყველაზე ლამაზი ავტომობილი სახელდება.

მიწვეული ექსპერტების გადაწყვეტილებით, წელს წოდების მფლობელი გახდა კომპანია „Bentley–ის“ მოდელი– ,,EXP10 Speed-ი“, რომელმაც, დიდი კონკურენციის მიუხედავად, მოახერხა ტიტულის მოპოვება და დაამარცხა საკმაოდ ცნობილი კომპანიებიც. ჯილდო გადაეცა ლუკ დიუნკერვოლკეს მანქანის დიზაინის შედგენისთვის.

,,Bentley-ის“ სხვა ტრადიციული მოდელებისგან განსხვავებით, კონკურსზე წარმოდგენილმა ავტომობილმა მიიღო ფუტურისტული გარეგნობა, რაც განაპირობა მასში გამოყენებულმა თანამედროვე მოწყობილობებმა.

კომპანია ჯერჯერობით ფართოდ არ აწარმოებს პროდუქტს, ასე რომ ,უცნობია, როდის იქნება მომხმარებლისთვის ულამაზესი მოდელი ხელმისაწვდომი.

წყარო:  Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები

ბოლო დროს მსოფლიოში ხშირად იცვლება მონაცემები, თუ რომელი კომპანიაა ყველაზე წარმატებული, ყოველწლიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სიაში პირველი ადგილი ისევ ,,Apple-მა“ დაიკავა.

რეიტინგის მეორე ადგილზე  ,,Google-ი“ გავიდა, რომლის ღირებულება გასულ წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა და წელს 132,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 რეიტინგის პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ:

,,Microsoft-ი“ –104,8 მილიარდით;

,,Facebook-ი“ –94,8 მილიარდით;

,,Amazon-ი“ –70,9 მილიარდით .

ათეულის სხვა პოზიციებზე აღმოჩნდენ ასევე ცნობილი, წარმატებული კომპანიები: “Coca-Cola“,,,Samsung-ი“, “The Walt Disney Company“, “Toyota“.

წყარო:  Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებამათემატიკამსოფლიოსაქართველო

მათემატიკისა და მეცნიერების სწავლების ხარისხით, საქართველო 137 ქვეყნიდან 103-ე ადგილზეა

მათემატიკისა და მეცნიერების სწავლების ხარისხით, საქართველო 137 ქვეყნიდან 103-ე ადგილზეა. 

საქართველოს რეგიონში მხოლოდ თურქეთი ჩამორჩება (104-ე ადგილი). რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს – სომხეთი 33-ე ადგილზეა, რუსეთი – 51-ეზე, ხოლო აზერბაიჯანი –  66-ზე.
საუკეთესო შედეგები აქვთ სინგაპურს, ფინეთსა და შვეიცარიას.
წყარო:  monitori.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ისტორიამსოფლიორელიგია და მეცნიერება

ჟანა დარკის კოცონზე დაწვიდან 587 წელი გავიდა – ორლეანელი ქალწულის ისტორია

587 წლის წინ – 1431 წლის 30 მაისს, რუანში კოცონზე დაწვეს 19 წლის ქალწული, რომელსაც ხალხი ღვთისმშობელს ადარებდა.

ჟანა დარკი ასწლიანი ომის დროინდელი ფრანგი სახალხო გმირია, რომელიც საფრანგეთის ჯარს ჩაუდგა სათავეში და ინგლისელი დამპყრობლებისაგან გაათავისუფლა ქალაქი ორლეანი (1429 წელს.)  ორლეანელი ქალწული სათავეში ჩაუდგა 10-ათასიან საფრანგეთის არმიას, რომელმაც ინგლისელებს  მწარე მარცხი აგემა და უკან დახევა აიძულა. დარკის დამსახურებით,  7 თვის მანძილზე ინგლისელებისგან ალყაში მოქცეული ქალაქი ოთხ დღეში გაათავისუფლა. ინგლისელებს ერთადერთი ქალაქი უწევდა წინააღმდეგობას – ორლეანი.

თუმცა, მის შემდგომ წარმატებებს  თვით ფრანგთა მეფემ  -კარლოს მეშვიდემ და სამღვდელოებამ შეუშალა ხელი.

როგორც ცნობილია, დარკი ხილვებზე საუბრობდა, სწორედ ეს გამოიყენეს ინგლისელებმა და  ორლეანელი ქალწულის წარმატებას დემონურ ძალებს მიაწერეს. რაც, პრინციპში, კათოლოკურ ეკლესიასაც აწყობდა, რადგანაც, მათ არ მოსწონდათ ხალხის დამოკიდებულება ჟანასადმი და მისი შედარება ღვთისმშობელთან.  ორლეანთან გამარჯვებიდან ერთი წელიც კი არ იყო გასული -1430 წლის 23 მაისს ერთ-ერთი უბრალო შეტაკებისას ჟანა ტყვედ ჩავარდა. იგი ტყვედ აიყვანეს არა ინგლისელებმა, არამედ ბურგუნდებმა (გერმანელ ტომთა შთამომავლები, რომლებიც ცხოვრობდნენ საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში), რომლებმაც ჟანა დარკი გაყიდეს ინგლისელებზე.

ვერაგული ღალატით, დარკი მტერს ტყვედ ჩაუვარდა, ხოლო მის გამოსყიდვაზე მეფემ და ეპისკოპოსმა უარი თქვეს.

საბოლოოდ, ინკვიზიციამ ქალწულ გმირს – როგორც ჯადოქარს, კოცონზე დაწვა მიუსაჯა.

საინტერესოა, რომ 1450 წელს კარლოს მეშვიდის ბრძანებით პროცესი გადაისინჯა და ქალწული გაამართლეს.

1920 წელს იგი კათოლიკურმა ეკლესიამ ჟანა დარკი გმირად აღიარა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკასამართალი

1500-მდე დაკარგულ იმიგრანტ ბავშვზე აშშ პასუხიმგებლობას არ იღებს

აშშ-ის ადამიანური და ჯანმრთელობის სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სტივენ უაგნერი, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს CNN-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ, ლტოლვილთა დასახლების ოფისის პროგრამების ფარგლებში, 1500-მდე იმიგრანტი ბავშვი განათავსეს დროებით თავშესაფრებში, რომლებთანაც ახლო კონტაქტი აქვთ ე.წ სპონსორებს. ამ განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მედიაში გავრცელდა მოსაზრება, რომ აშშ-ის საზღვართან ბავშვების უმეტესობას მშობლებს ძალადობრიად აცილებდნენ.

თავშესაფარში დარჩენის დროის ამოწურვის შემდეგ, ბავშვები იმ ადამიანებთან ნაწილდებიან ოჯახში, რომელთაც ახლო ურთიერთობები აქვთ თავშესაფარში მცხოვრებლებთან ამ პერიოდის განმავლობაში (სპონსორი). ის შეიძლება იყოს ბავშვის მშობელიც კი, ან ახლო ნათესავი, თუმცა, უაგნერის განცხადებით, ზოგიერთი ბავშვი არანათესაურ კავშირში მყოფ პიროვნებებთანაც იგზავნება საცხოვრებლად.

2017 წლის ოქტომბერსა და დეკემბერს შორის პერიოდში, თავშესაფრებში სულ 7635 ბავშვი ირიცხებოდა, თუმცა, ლტოლვილთა განსახლების დეპარტამენტმა 1475 ბავშვის შესახებ ვერ მოახერხა კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება მათი ადგილმდებარეობისა და სტატუსსის მომთხოვნი ორგანოსთვის. 28 ახალგაზრდა კი თავშესაფრიდან გაიქცა.

დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ის არ არის დაკარგულ ბავშვებზე სამართლებრივად პასუხისმგებელი, როდესაც ბავშვები თავშესაფარს ტოვებენ და ენიჭებათ ახალი სტატუსი. შესაბამისი მონიტორინგისა და კონტროლისათვის დეპარტამენტს ბევრად მეტი ფინანსური, ადამიანური და მატერიალური რესურსი დასჭირდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პოტენციური სპონსორები წინასწარგაწერილი პროტოკოლის მიხედვით ფასდებიან, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ტრეფიკინგისა და სხვა მძიმე დანაშაულის რისკები, ზოგიერთის შეხედულებით, ეს პრაქტიკა არ არის საკმარისი იმიგრანტი ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

წყარო: CNN.COM

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურამსოფლიოსაქართველო

გაერომ შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღსანიშავად საფოსტო მარკა გამოსცა

გაეროს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გაეროს საფოსტო ადმინისტრაციის მიერ გამოცემული  შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. საფოსტო მარკები შოთა რუსთაველის დაბადების 850-ე წლის იუბილეს მიეძღვნა.

გაეროში დამკვიდრებული პრაქტიკით, საზეიმო თარიღები აღინიშნება სპეციალური საფოსტო მარკის გამოცემით, რომლის თემატიკა ეფუძნება ქვეყნების ეროვნულ-კულტურულ მახასიათებლებს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო გამოსცემს სპეციალურ საფოსტო მარკას საქართველოს თემატიკაზე, რაც საქართველოსა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ასევე რუსთაველის გენიის და მსოფლიო ცივილიზაციის საგანძურში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა.

აღნიშნული მარკების თემატიკის და დიზაინის შესამუშავებლად ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა გაეროსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენელობასა და ეკონომიკის სამინისტროს   შორის. მის შემუშავებაში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაბიზნესიეკონომიკაეს საინტერესოამსოფლიოსამართალი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბიტკოინის ფასის შესაძლო მანიპულირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის ფასის შესაძლო მანიპულირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც გამოცემა ,,Bloomberg-ი“ იუწყება, გამოძიება ეხება უკანონო პრაქტიკას, რაც ზეგავლენას ახდენს ფასზე, მათ შორის სპუფინგს ანუ ბაზარზე ყალბი შეკვეთების განთავსებას – სხვა მოვაჭრეების მოტყუების მიზნით.

ბაზრის ზოგიერთი მოთამაშე მიიჩნევს, რომ გავრცელებულია კრიპტომანიპულაცია. შარშან ბლოგერმა მონიშნა (flagged) ,,სპუფის” მოქმედებები, მოვაჭრე ან მოვაჭრეთა ჯგუფი, რომელმაც, სავარაუდოდ, 1 მილიონი ყალბი შეკვეთა განათავსა.

,,Bloomberg-ის“ მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას ბიტკოინის ფასის დაცემა მოყვა.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის  ფასმა გასულ წელს 20 000 აშშ დოლარს მიაღწია, 2018 წლის დასაწყისში კი, მისი ფასი 1 000 აშშ დოლარამდე დაეცა. აპრილში კრიპტოვალუტამ Bitfinex-ზე 8,5 ათასი დოლარის ზღვარი გადალახა.

 ასევე, გაიზარდა სხვა ციფრული ვალუტების ფასი: Ethereum + 6,27%, 592,4 დოლარამდე, Ripple + 16,68%, 0,87 დოლარამდე, Bitcoin Cash 17,24%-ით 1,129 დოლარამდე, IOTA 11,56%-ით 1,95 დოლარამდე.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ინდოეთში უიშვიათესი, განუკურნებელი დაავადების გავრცელების საშიშროება არსებობს

უიშვიათესი, სასიკვდილო დაავადების – ნიპას (Nipah) ვირუსის გავრცელების შედეგად, სამხრეთ ინდოეთში, ულ მცირე, 9 ადამიანი გარდაიცვალა, 25 კი -ჰოსპიტალიზებულია.

ნიპა სასიკვდილო დაავადებად მიიჩნევა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვირუსი ღამურებიდან სხვა სახეობაზე, მათ შორის, ადამიანზე გადადის.

დაავადება ჯერჯერობით განუკურნებელია და ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის უნარი აქვს. არსებული სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებული ადამიანების 40-75 პროცენტისთვის დაავადება ლეტალური აღმოჩნდა.

ეს სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ ნიპას სასიკვდილო პანდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს. ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ნიპას სასწრაფოდ გამოსაკვლევ პრიორიტეტად მიიჩნევს.

გარდაცვლილი ცხრა ადამიანიდან სამში ნიპას ვირუსის არსებობა დადასტურდა, დანარჩენი ექვსის კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ვირუსი ნიპა

ნიპამ თავდაპირველად მალაიზიაში 1998 წელს იჩინა თავი. დაავადებით, რომელიც, რომელიც ენცეფალიტს ანუ თავის ტვინის ანთებას იწვევს, მაშინ 265 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 105 გარდაიცვალა.

თავდაპირველად, ცნობილი იყო, რომ ვირუსი ღორიდან ადამიანს, შემდეგ კი -ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა.

ბოლო დროის შემთხვევებმა დაადასტურა, რომ ვირუსის ბუნებრივი წყარო ხილის ღამურები გახლავთ. აღმოჩნდა, რომ ადამიანები ღამურებით დასნებოვნებული პალმის წვენის დალევის შედეგად დაავადნენ.

BBC-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ადამიანების სახლებში ღამურებისგან დაღრღნილი მანგო აღმოაჩინეს.

ნიპას სიმპტომები მრავალფეროვანია. ბევრი პაციენტს აღენიშნება ცხელება და თავის ტკივილი, რასაც მოჰყვა ძილიანობა და არეულობა.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა რესპირატორული გრიპის მსგავსი სიმპტომები. ზოგიერთ შემთხვევებში კი – სიმპტომები ერთ -ორ დღეში კომით დასრულდა.

ნიპას  გამოკვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ინფექცია დაავადებული ადამიანის ნერწყვით ვრცელდება.

ამჟამად კი, პრიორიტეტი დარჩენილი შემთხვევების გამოკვლევაა, რათა დადგინდეს, არსებობს თუ არა დაავადების გავრცელების საშიშროება.

 

 

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

კომპაქტური საცხოვრებელი, რომელიც ყველგან შეგიძლიათ ატაროთ

კომპანია „Nice Architect-მა“ ბრატისლავადან, შეიმუშავა ახალი პროექტი – ეკოსაცხოვრებელი, რომელსაც ეწოდება „Ecocapsule-ი“. ახალ საცხოვრებელ სახლებს წარმოადგენს კომპაქტური კაფსულები, რომლებიც მთლიანად ავტომატურია.

ის აღჭურვილია წვიმის წყლის შეგროვების სისტემითა და მზის პანელებით. კაფსულის შიდაფართობი 8 კვადრატული მეტრია. პროდუქტი  გათვლილი იქნება ტურისტებისთვის და მკვლევარებისთვის, დროებით საცხოვრებლად. ისინი ადვილად ტრანსპორტირებადია და შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერ ადგილას. კაფსულაში, არა მარტო ძილისთვის არის ადგილი, აგრეთვე, აქვე განთავსებულია: საპირფარეშო, შხაპი და სამზარეულოც კი. კაფსულის შიგნით ყოველთვის არის კომფორტული ტემპერატურა, რომელიც რეგულირდება საჰაერო კონდიციონერით. მსგავსი კაფსულები უკვე ხელმისაწვდომია და მისი ფასი შეადგენს 80, 000–ს ევროს.

 

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

ჩინეთი მთვარის ბნელი მხარის გამოკვლევას იწყებს

ჩინეთმა ორშაბათს კოსმოსში თანამგზავრი ,,Queqiao-ი” გაუშვა, რომლის მიზანი დედამიწასა და მთვარის დაგეგმილ გამოკვლევას შორის საკომუნიკაციო კავშირის დაყარებაა, რათა, საბოლოო ჯამში, ჩინელმა მეცნიერებმა მთვარის ე.წ. ბნელი მხარის შესწავლა მოახერხონ.
ჩინური სააგენტო ,,სინჰუა” ჩინეთის ნაციონალურ კოსმოსურ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თანამგზავრი რაკეტა ,,Long March-4C-ის” საშუალებით გადაიტანეს.
,,მისიის დაწყება ჩინეთისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს იმის გასაცნობიერებლად, თუ რას ნიშნავს, იყო პირველი ქვეყანა, რომელიც მთვარის უცნობი მხარის გამოკვლევას იწყებს,“ – განაცხადა პროექტის მენეჯერმა იანგ ლიჰუამ.
თანამგზავრი სახელად ,,Queqiao” – მაგფის ხიდი, დედამიწიდან დაახლოებით 455,000 კმ-ზე იმოძრავებს და გახდება იქ მოქმედი მსოფლიოს პირველი საკომუნიკაციო თანამგზავრი.
ჩინეთის მიზანია 2030 წლითვის მსოფლიოს ნომერ პირველ კოსმოსურ ძალად იქცეს. ქვეყანა მომავალი წლისთვის საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებას აპირებს. ხელისუფლება ირწმუნება, რომ მათ მშვიდობიანი მიზნები ამოძრავებთ, თუმცა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩინეთის კოსმოსში გააქტიურება მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს სხვა ქვეყნებს კრიზისის დროს კოსმოსის აქტივების გამოყენებაში.

 

წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 49 50 51 52 53 90
Page 51 of 90