close

მსოფლიო

მსოფლიოსამართალიტექნოლოგიები

ჩინურმა პოლიციამ დრონის გამოყენება გადაწყვიტა

უმეტესწილად, ტექნოლოგიის განვითარება დადებითად  მოქმედებს საზოგადოების განვითარებაზე.

მფრინავი დრონები თავიდან თითქოს არცთუ ისე პროდუქტიულ გამოგონებად მიიჩნეოდა, მისი დანიშნულება მხოლოდ ვიდეოების გადაღება იყო, მაგრამ, როგორც ცნობილი გახდა, ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პოლიციას საკმაოდ დიდ დახმარებას გაუწევდა მათი დამატება, რადგან ადამიანებს შესაძლოა რაიმე დეტალი გამორჩეთ და ვერ მიაქციონ სათანადო ყურადღება, ხოლო უახლეს ტექნოლოგიას, რომელსაც უმაღლესი ხარისხის კამერები და საფრენი აპარატურა აქვს –  ვერაფერი გამოეპარება.

იგი დაკავშირებული იქნება საპატრულო პოლიციასთან და კანონდარღვევისას შეატყობინებს მათ.

წყარო: Techcrunch.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიეს საინტერესოავიდეომსოფლიო

მალდივის კუნძულებზე პირველი წყალქვეშა სახლი ააშენეს [ვიდეო]

მალდივის კუნძულებზე პირველი წყალქვეშა რეზიდენცია ააშენეს, რომელიც იოგას ცენტრს, დელფინებით გარშემორტყმულ ოთახსა ორ საძინებელს აერთიანებს. 

როგორც ცნობილია, მისი აშენება  $15 მილიონი დაჯდა.

მალდივები ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს და  100-მდე კურორტს აერთიანებს.

წყარო: Telegraph

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკატექნოლოგიები

მარკ ,,სორიბერგს” კონგრესის შემდეგ ევროპარლამენტში იბარებენ

მარკ სორიბერგი – ასე უწოდეს 33 წლის ინტერნეტმაგნატს ორდღიანი სკანდალური დაკითხვის შემდეგ.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დამფუძნებელი ორი დღის განმავლობაში კონგრესმენების მწვავე შეკითხვებსა და კრიტიკას ისმენდა.

მას მოუხდა განემარტა, როგორ მოხვდა მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები ცნობილი ბრიტანული კომპანიის, „კემბრიჯ ანალიტიკას“ ხელში და იყო თუ არა ეს ყველაფერი აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან კავშირში. ცუკერბერგმა საბოდიშო განცხადებები არაერთხელ გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ პასუხისმგებლობას სრულად იღებს საკუთარ თავზე.

ცუკერბერგის გამოსვლის მთავარი თემები იყო რუსული ტროლები, სხვა ქვეყნების არჩევნებზე გავლენა და ,,ფეისბუკის“ უსაფრთხოება.

უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ცუკერბერგის ფოტოებისა და კადრების გავრცელების შემდეგ მასზე ბევრს ხუმრობდნენ. ზოგიერთმა ბატონი ,,სორიბერგი” ანდროიდ ,,Star Trek’s Date-ს“ შეადარა, რომელიც ადამიანურ ქცევებსა და ემოციებს ებრძვის.

დაკითხვამდე ცოტა ხნით ადრე კონგრესმა გამოაქვეყნა „ფეისბუკის“ დამფუძნებლის ჩვენების ტექსტი, რომელშიც ცუკერბერგი ბოდიშს იხდის და აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა.

ბრიტანული კომპანიის „კემბრიჯ ანალიტიკას“ გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი მომსახურებით დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი სარგებლობდა. ამერიკული მედიის გამოძიებიდან კი ირკვევა, რომ ეს კომპანია მსოფლიოს გარშემო 200-ზე მეტ პლებისციტში ჩაერია. მათ შორის იყო არჩევნები კენიაში, ჩეხეთში, ნიგერიაში, ასევე ბრექსითის შესახებ რეფერენდუმი.

ბრალდების მიხედვით ,,ფეისბუკმა” ამ კომპანიას 87 მილიონი მომხმარებლის პირად მონაცემებთან წვდომის საშუალება მისცა.

ამ დრომდე კომპანიას სკანდალი მილიარდობით დოლარი დაუჯდა. ისევ აქტუალურია კამპანია #წაშალეფეისბუქი (#deletefacebook).

აღსანიშნავია, რომ მარკ ცუკერბერგის კონგრესში გამოსვლის შემდეგ კომპანიის აქციების ფასმა 5%-ით, დაახლოებით 3 მილიარდით მოიმატა.

როგორც ჩანს, 11-12 აპრილის დაკითხვით ყველაფერი არ მთავრდება. ევროპარლამენტი მარკ ცუკერბერგს მოუწოდებს, საპარლამენტო კომიტეტების წინაშე კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკის“ საქმესთან მიმართებით ახსნა-განმარტებები გააკეთოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს. საპარლამენტო ჯგუფები სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ დამფუძნებელს სთხოვენ, სამი კომიტეტის წინაშე წარდგეს.

„ვფიქრობ, რომ მარკ ცუკერბერგი უნდა წარდგეს ევროპარლამენტის წინაშე. ეს ევროპელი მოქალაქეების მონაცემებს ეხება და ეს დიდი პოლიტიკური პრობლემაა“, – განაცხადა ჰოლანდიელმა დეპუტატმა სოფი ინტველტმა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბტაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიგამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

საფრანგეთში პირველი 3Dნაბეჭდი სახლი ააშენეს

მკვლევარებმა საფრანგეთში მსოფლიოს პირველი 3Dნაბეჭდი სახლი წარმოადგინეს.  ნანტეს უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ეს იყო პირველი სახლი, რომელიც 3Dპრინტერის საშუალებით ადამიანთა საცხოვრებლად აშენდა.

რობოტი, რომელიც ცნობილია – როგორც BatiPrint3D, იყენებს სპეციალურ პოლიმერულ მასალას, რომელიც შენობის საიმედოობას საუკუნის მანძილზე ინარჩუნებს.

BatiPrint3D-ს სახლის კარკასის ასაშენებლად 18 დღე დასჭირდა.

,,ეს მომავალია? ეს არის გამოსავალი და კონსტრუქციული პრინციპი, რომელიც საინტერესოა იმიტომ, რომ ჩვენ ვქმნით სახლს პირდაპირ ადგილზე და რობოტის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რთული ფორმების მქონე კედლები“, – განაცხადა პროფესორმა ბენოიტ ფურეტმა, რომელიც პროექტზე მუშაობდა.

95 კვადრატული მეტრი, ხუთ-ოთახიანი სახლი ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს გადაეცემა.

Y- ფორმის სახლი აღჭურვილია მრავალი სენსორით, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰაერის ხარისხის, ტენიანობისა და ტემპერატურის მონიტორინგს, ასევე აღჭურვილობით, რომელიც შენობის თერმული თვისებების შესწავლას და ანალიზს უზრუნველყოფს.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს ტექნოლოგია საშუალებას მისცემს მესაკუთრეებს, დაზოგონ ენერგოხარჯები.

ნანტას ადგილობრივი ხელისუფლება 3D-ნაბეჭდი შენობის პროექტების გაგრძელებას აპირებს, რომლის ფარგლებში საზოგადოებრივ მისაღებსა და საცხოვრებელ ბინებს ააშენებენ.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბტაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიო

მარიხუანამ 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

მარიხუანას ლეგალიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოითხოვენ, მისი მომხმარებლები ამბობენ, რომ არანაირ ზიანს არ აყენებს იგი ჩვენს ჯანმთელობას, ბოლო დროს ხშირია ალკოჰოლისა და მარიხუანას შედარებები.

მაგრამ, შეუძლებელია უვნებელი იყოს ისეთი პრეპარატი, რომელიც ადამიანს რეალობისგან შორს ამყოფებს, როგორც ალკოჰოლი ვნებს ადამიანის ჯანმთელობას – ასევეა მარიხუანაც, ხშირ შემთხვევაში უარესიც კი. როგორც ცნობილი გახდა რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე 2 ადამიანი შიდასისხლდენით გარდაიცვალა, კიდევ რამდენიმეს კი სისხლდენა ჰქონდა თვალებიდან, ყურებიდან და პირიდან, ექიმებისა და ექსპერტების აზრით, ეს ყველაფერი გამოწვეულ იქნა ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიკატებით გაჟღენთილი მარიხუანის მოხმარებით.

 

წყარო: Sciencealert.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოაკომუნიკაციამსოფლიოტექნოლოგიები

 „Apple-მა“ წითელი „iPhone 8“ გამოუშვა

კომპანია „Apple–მა“ წარადგინა „iPhone 8“ და „iPhone 8 plus“ წითელი შეფერლობით, ახალი პროდუქტი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მოგეხსენებათ – მსგავსი მოდელი ჯერ არ გამოუშვიათ. როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს მოდელი ძირითადად ქალბატონებზეა გათვლილი. როგორც ცნობილია – ფუნქციები არ აქვს განსხვავებული, იგივეა, რაც ჩვეულებრივი შავი, ან ნაცრისფერი მოდელები.

სავარაუდოდ, წითელი სმარტფონების გამოშვებამ განაპირობა 2018 წელს კომპანია ,,Apple–ის”  წარმატება კონკურენტ კომპანიებთან შედარებით, რადგან გაყიდვების მიხედვით მათ ყველა კომპანიას საგრძნობლად გადაუსწრეს.

მოწინავე ადგილებს „Apple–თან“ ერთდ „Samsung-ი“ და  „Huawei“ იკავებენ.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლასა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტურიზმი

მალე ,,დისნეის” პარკში გიგანტური რობოტის კოსტუმის შეტანას გეგმავენ

გასულ წელს ,,დისნეიმ” გახსნა პარკი, რომელსაც პანდორა დაერქვა, რომელიც ფილმ ,,ავატარის“ მიხედვით გასაოცარი ბუნებითა და სხვადასხვა გიგანტური ცხოველითაა დაკომპლექტებული. პარკის მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ კიდევ უფრო დაემსგავსებინათ ფილმისთვის და ახალი პროდუქტის შეტანას გეგმავენ, რობოტის კოსტუმი, რომელშიც ადამიანი ჯდება და თავისი სურვილისამებრ მოძრაობს.

ისედაც ძალიან ბევრი ტურისტი თუ ადგილობრივი მცხოვრები სტუმრობდა დისნეის პარკს, მაგრამ ალბათ არავის ეპარება ეჭვი, რომ ინოვაციური გადაწყვეტილება საგრძნობლად გაზრდის ვიზიტორთა რიცხვს, განსაკუთრებით იმ ხალხს მოუნდება წასვლა, ვისაც ფანტასტიკური ჟანრის ფილმები იზიდავს.

 

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოფიზიკა

მეცნიერები: ,,დიდი აფეთქება 2 სამყაროს არსებობას დაასრულებს“

ჩვენი სამყაროს არსებობა შესაძლოა ისევე დამთავრდეს, როგორც დაიწყო: დიდი, მოულოდნელი აფეთქებით.

ამის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკოსები ახლახან ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით იუწყებიან.  მათ აღმოაჩინეს, რომ ჰიგსის ბოზონის დესტაბილიზაციამ (ნაწილაკები, რომლებიც ნებას რთავს მრავალ იდენტურ ნაწილაკს იმყოფებოდეს ერთი და იმავე ადგილას ერთი და იმავე კვანტურ მდგომარეობაში) შეიძლება გამოიწვიოს ენერგიის აფეთქება, რომელიც მოიცავს ყველაფერს სამყაროში და ფიზიკისა და ქიმიის კანონებს გადაატრიალებს.

სამეცნიერო ჟურნალ ,,Physical Review D-ში, მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც დაანგარიშებულია სამყაროს დასასრულის თარიღი.

მათი მტკიცებით, ეს შესაძლოა 10139 წელიწადში, ან 10 მილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ წლის შემდეგ მოხდეს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკოსები 95 პროცენტით დარწმუნებულები არიან, რომ სამყარო დღეიდან სულ ცოტა  1058 წელს იარსებებს.

ჰიგსის ბოზონი 2012 წელს დიდი ადრონული კოლაიდერით აღმოაჩინეს. ნაწილაკის მასა(ან ენერგია) 126 გიგაელექტრონვოლტს შეადგენს. მეცნიერების ნაწილი აცხადებს, რომ ბოზონის მასა სამყაროს არასტაბილურობასა და შორეულ მომავალში მის უეჭველ დაშლაზე მეტყველებს. დაშლა ახალ დიდ აფეთქებასთან იქნება დაკავშირებული, რომელიც ახლანდელ სამყაროს გაანადგურებს.

მეცნიერების ვარაუდით, კოლაფსი შესაძლოა სამყაროს სიღრმეში შავი ხვრელის ირგვლივ სივრცე-დროის გამრუდებამ გამოიწვიოს. სივრცე-დროის გამრუდება ფიზიკის კანონებს თავდაყირა აყენებს და ნაწილაკების უცნაურ ურთიერთქმედებას იწვევს. მეცნიერები აცხადებენ, რომ შესაძლოა, კოლაფსი უკვე დაწყებულია და ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით და არც შეგვიძლია გავიგოთ იმის გამო, რომ ჰიგსის ბოზონის ნაწილაკი ძალიან შორს მდებარეობს და მეცნიერებს ანალიზის ჩატარების შესაძლებლობა არ აქვთ.

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახლაგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობამსოფლიოტექნოლოგიები

,,ტესლას” ნახევრად თვითმმართვადი მანქანა ავარიაში მოყვა

ბოლო დროს თითქმის ყველა კომპანია ცდილობს გამოუშვას ნახევრად თვითმმართვადი მანქანები, რადგან 21–ე საუკუნის ერთ–ერთ მთავარ პროგრესულ სვლად მიიჩნევა. ამასთანავე – უკვე ხშირად გვხვდება ავტოსაგზაო შემთხევები, სადაც დამნაშავე თვითმმართვადი მანქანებია, ამის გამო კი – საზოგადოება დიდ პროტესტს გამოთქვამს, რადგან, მათი აზრით, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს პრობლემა, რობოტს და ხელოვნურ ინტელექტს არ უნდა ვანდოთ ჩვენი სიცოცხლე.

გასულ კვირას კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კალვერ სიტიში, ,,ტესლას“ ნახევრად თვითმმართვადი მანქანა შეეჯახა სატვირთოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბრალი მძღოლს მიუძღვის, რადგან იგი ალკოჰოლის მოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ვერ შეძლო სათანადო რეაქციის გამოვლენა საჭირო დროს.

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახლაგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური ტექნოლოგიის სფეროში

ყველა სამუშაოს სჭირდება თავისი განსაკუთრებული უნარების ქონა, მაგრამ ძირითადი მიზეზი, თუ რატომ აქვთ ადამიანებს მაღალი ხელფასები არის პროფესიონალიზმი, ნებისმიერ საქმიანობაში წარმატებული მუშაობა და პასუხისმგებლობის უნარის ქონა. მთავარია ადამიანს ჰქონდეს სურვილი, რომ სათანადოდ დაეუფლოს თავის პროფესიას და მომავალში დაძლიოს ის წინააღმდეგობები, რომლებიც შეხვდება.

,,ბიზნეს ისაიდერმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნაჩვენებია, თუ რომელი სამსახურებია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიის სფეროში:

  1. საინჟინრო განყოფილების მთავარი დირექტორი;
  2. გაყიდვების მენეჯერი;
  3. პროდუქტის მენეჯმენტის მთავარი ხელმძღვანელი;
  4. ფინანსური განყოფილების მთავარი დირექტორი;
  5. გადასახადების გენერალური დირექტორი.

 

წყარო:  Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 53 54 55 56 57 90
Page 55 of 90