close

მსოფლიო

კვლევებიმსოფლიო

კვლევა: ხშირად ადამიანებს ძაღლები ერთმანეთზე მეტად უყვართ

ორი სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ხშირად ადამიანებს ძაღლები ერთმანეთზე მეტად უყვართ. როგორც ამ კვლევების შედეგები ირწმუნება, 21-ე საუკუნის ადამიანი გაცილებით მეტ თანაგრძნობას იჩენს დაუცველი ძაღლებისადმი, ვიდრე გასაჭირში მყოფი ადამიანებისადმი.

სამედიცინო კვლევების ორგანიზაცია ,,Harrison’s Fund-მა“  ორი წლის წინ ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის მიზანი იყო შეემოწმებინათ, ხალხი ფულს ძაღლების დასახმარებლად უფრო გაიღებდა თუ ადამიანების. არჩევანი კი – სწორედ ძაღლების სასარგებლოდ გადაიხარა.

კვლევისთვის ორ ბროშურაზე გამოსახეს ბავშვი და ძაღლი, სადაც იყო წარწერა – „გაიღებთ თუ არა 5 ფუნტს, რათა ჰარისონი ნელი, მტანჯველი სიკვდილისგან გადაარჩინოთ?“ ჰარისონი ძაღლსაც და ბავშვსაც ერქვათ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა შემოწირულობა ძაღლ ჰარისონისთვის გაიღო.

მეორე კვლევით დასტურდება, რომ ადამიანებს უფრო მეტად აშფოთებთ ნაცემი, ძალადობის მსხვერპლი ძაღლების დანახვა, ვიდრე იმავე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების.

როგორც ექსპერტები ასკვნიან, ხშირად, ადამიანები ძაღლებს საკუთარი ოჯახის სრულუფლებიან წევრებად აღიქვამენ.

 

წყარო:  The Independent

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

,,უბერი“ ელექტროველოსიპედების სტარტაპს იწყებს

როგორც იცით, „უბერი“ არის კომპანია, რომელიც საზოგადოებას ემსახურება სამარშრუტო ტაქსებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ის საკმაოდ წარმატებული და პრაქტიკული კომპანიაა – თითქმის ყველა ტურისტმა იცის მის შესახებ.

სტარტაპი, რომლის ჩაშვებაც „უბერის“ კომპანიას სურს, არის იმაზე გათვლილი, რომ მათ მომსახურეობა გაუწიონ საზოგადოებას ახლა უკვე ელექტროველოსიპედებითაც. როგორც იცით, ევროპის წამყვან ქვეყნებში ხალხი ძირითადად ველოსიპედებით დადის, რადგან უფრო ჯანსაღი, სწრაფი გადაადგილების საშუალებაა. სტარტაპი ძირითადად გათვლილი იქნება ახალგაზრდებზე, მათ მეტი მოძრაობა სჭირდებათ. როგორც წესი,  ელექტროველოსიპედები ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, ამიტომ – „უბერი“ ამ ტენდენციის შეცვლას გეგმავს.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის ექსპერტები პროტესტს გამოთქვამენ

ექსპერტები ხელოვნური ინტელექტის სფეროდან აპროტესტებენ უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული კვლევების დასკვნებს, რომ რობოტები მკვლელები არიან და საშიშროებას უქმნიან მოსახლეობას.

მათი აზრით, მსგავსი გამოკვლევები ხელს უშლის ტექნოლოგიის განვითარებას და მოტივაციას უდაბლებს ისეთ ხალხს, ვისაც ინოვაციის გამოგონება და შექმნა შეუძლია.

ექსპერტები ამბობენ, რომ ადამიანები ხშირად მხოლოდ იმაზე არიან მოტივირებულნი, რომ რაიმე ნაკლი იპოვონ და სხვა ადამიანის შექმნილი დააკნინონ, რა თქმა უნდა, ბევრი ხარვეზი შეიძლება მოჰყვეს გამოგონებებს, მაგრამ ადამიანებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ჩვენ საქმე რობოტებთან გვაქვს –  ხანდახან შეცდომები ჩვენც კი მოგვდის, არათუ მათ.

 

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოამსოფლიო

კოსმოსში პირველი სასტუმრო გაიხსნება

2021 წელს ამერიკელები კოსმოსში პირველი სასტუმრო გახსნიან. პროექტის სახელწოდება Aurora Station-ია. 6 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის წევრები, კოსმოსში 12-დღიან მოგზაურობას შეძლებს. 

პროექტი იმით არის განსაკუთრებით მიმზიდველი, რომ სადგურის მგზავრები ამ პერიოდს უწონადობაში გაატარებენ და 322 კილომეტრის სიშორიდან დედამიწის ხედებით დატკბებიან, ყველაფერთან ერთად კი –  მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ისარგებლებენ სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ.

როგორც პროექტის ავტორები ვარაუდობენ, ძვირადღირებული სასტუმრო პირველი სტუმრების მიღებას 2022 წლისთვის შეძლებს. 12-დღიანი მოგზაურობის საფასური 9,5 მილიონი დოლარი იქნება.

წყარო:  Sky News

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებაეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

,,Microsoft-ის” ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი კურსები

.,Microsoft-ი” ახლა უკვე გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელ კურსებს, რაც თქვენი CV–ისთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება.
უკვე ყველა  ტექნოლოგიურ კომპანიას ესაჭიროება ხელოვნური ინტელექტის მცოდნე სპეციალისტები. ,,მაიკროსოფტმა” გადაწყვიტა ეს პრობლემა რამენაირად მოეგვარებინა და შექმნა შემსწავლელი კურსები ტექნოლოგიის კიდევ უფრო სწრაფი განვითარებისთვის.
კურსი შედგება 10 ეტაპისგან, თითოეულს დაახლოებით 8–16 საათამდე სჭირდება ინტერნეტის საშუალებით შესასწავლად. კურსი მოიცავს კომპიუტერული ხედვის, საუბრის მოსმენის, სპეციფიური ენის დაუფლების და კიდევ მრავალი კარგი თვისების შესწავლას.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ყველა კომპანია რეკლამისთვის აკეთებს მსგავს ღონისძიებებს, მაგრამ მოსახლეობისთვის და ამ სფეროში დაინტერესებული პირებისთვის ძალიან ხელსაყრელია შეთავაზებული კურსის გავლა.

წყარო: Theverge.com
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

ჭადრაკის სუპერვარსკვლავმა ვერ შეძლო ხელოვნური ინტელექტის დამარცხება

ჭადრაკი არ არის ადვილი თამაში, ადამიანური სტანდარტების გათვალისწინებით. მაგრამ ხელოვნური ინტელექტი, რასაც განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს, ხალხს კიდევ ერთხელ აკვირვებს და კომპანია „Google–ის“ პროდუქტი „AlphaZero” სულ რაღაც 4 საათში პროფესიონალურ დონეზე შეისწავლის მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე რთულ თამაშს.
მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშე, სტოქფიში, შეახვედრეს “AlphaZero–ს”, მან 100 თამაშიდან 25–ში გაიმარჯვა, როდესაც თეთრი ფიგურებით თამაშობდა ანუ პირველ სვლას აკეთებდა, ხოლო 3 მოიგო შავი ქვებით, დანარჩენი ყველა მატჩი ფრედ დასრულდა, ჭადრაკის სუპერვარსკვლავმა ვერ შეძლო ხელოვნური ინტელექტის დამარცხება.

წყარო: Sciencealert.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკა

ისრაელი გაეროსა და ევროკავშირს ღაზას სექტორში მომხდარი მკვლელობების გამოძიებაზე უარს ეუბნება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გაეროსა და ევროკავშირს ღაზას სექტორში განვითარებული მოვლენების გამოძიებაზე უარი უთხრა. ღაზას სექტორის საზღვართან მიმდინარე სამშვიდობო საპროტესტო აქციები ძალადობრივში გადაიზარდა. ისრაელის სამხედრო პირებმა ცეცხლი გაუხსნეს მსვლელობის მონაწილეებს. შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა. „ჯარისკაცებმა გააკეთეს ის, რაც უნდა გაკეთებულიყო“- განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ მოითხოვა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება ღაზას სექტორის იმ ნაწილში, სადაც 16 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ოფიციალური გამოსვლისას აღნიშნა, რომ გამოძიება საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით არ შედგება, რადგან ,,გაკეთდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო და ისრაელის ხელისუფლების ჯარისკაცები იმსახურებენ პატივისცემას“.

აღსანიშნავია, რომ „დაბრუნების დიადი მარში“ 6-კვირიანი მსვლელობაა ღაზას სექტორში, რომლის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები პალესტინელების დაბრუნებას. ჰამასისა და სხვა სამხედრო-პოლიტიკური ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი ეს მსვლელობა უფრო მასშტაბურ სახეს ყოველ პარასკევს იღებს. ისრაელის ხელისუფლება საზღვართან მსგავს მსვლელობებს გმობს და გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს: „ნებისმიერი ვინც ახლოს მივა საზღვართან და შეეცდება ინფრსტრუქტურის რაიმე სახით დაშავებას ან დარჩება ტერიტორიაზე, სამხედროები მათ ესვრიან.”

 

წყარო: The Guardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

,,Google Chrome-ი“ გამაღიზიანებელი რეკლამების გაუქმებას აპირებს

ბოლო დროს თუ დაუკვირდებით, ძალიან მომრავლდა ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა რეკლამა, რომლებიც უკვე გაღიზიანებას იწვევს საზოგადოების დიდ ნაწილში, ფსიქოლოგიურ ზეწოლადაც შეიძლება მივიჩნიოთ მსგავსი ქმედება.
გამაღიზიანებელ რეკლამებში იგულისხმება უინტერესო და გამოუსადეგარი ინფორმაციების სიმრავლე, როდესაც ადამიანი მცირე დროის განმავლობაში ხედავს ერთსა და იმავეს, მასში გაღიზიანებას იწვევს.
,,Google–ის” კომპანიამ გადაწყვიტა მკაცრად აეკრძალა უინტერესო რეკლამების განთავსება. მათ განაცხადეს, რომ იმისათვის, რომ რეკლამა მომხმარებლისთვის მისაღები იყოს საჭიროა სასიამოვნო, საინტერესო და ღირებული ინფორმაციით იყოს სავსე.

წყარო: Cnn.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობამსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

,,იაგუარი” სრულიად თვითმმართვადი მანქანის გამოშვებას გეგმავს

გასულ კვირას კომპანია „იაგუარის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი გეგმავენ სრულიად თვითმმართვადი მანქანის გამოშვებას, რაც, როგორც იცით, პირველი იქნება კაცობრიობის ისტორიაში, ახალი სიტყვა მანქანათა ინდუსტრიაში,

რა თქმა უნდა, ბევრმა კომპანიამ გამოუშვა ნახევრად დამოუკიდებელი მანქანები, ზოგი საკმაოდ წარმატებითად მუშაობს, მაგრამ თუ ეს იქნება მართლაც ისეთი მანქანა, რომელსაც დახმარების გარეშე შეეძლება გადაადგილება, კომპანია დიდ წინსვლას იგრძნობს.
როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ ნახევრად თვითმმართვადმა მანქანა დაეჯახა ფეხით მოსიარულე ქალბატონს, რომელიც დაიღუპა. ამიტომ ხალხისთვის შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს ახალი პროდუქტი, სანამ ისინი არ დარწმუნდებიან უსაფრთხოებაში.

 

წყარო:  Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკასამხედრო

რუსი დიპლომატი ,,ახალი ცივი ომის” დაწყების რისკებზე საუბრობს

რუსეთის ელჩმა ავსტრალიაში, გრიგორი ლოგვინოვმა, ოფიციალურად განაცხადა, რომ მსოფლიო „ცივი ომის მსგავს სიტუაციაში“ აღმოჩნდება, თუკი დასავლეთის ქვეყნები განაგრძნობენ რუსი დიპლომატების გაძევებას ქვეყნიდან დიდ ბრიტანეთში მომხდარი ე.წ ნერვული აგენტის საკითხის გამო. ელჩი ლოგვინოვის განცხადებით: „ დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ ანტი რუსულ კამპანიას მომავალი არ აქვს. თუკი ეს სიტუაცია გაგრძელდება, მსოფლიო ცივი ომის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება“.
რუსეთის ხელისუფლება კვლავ უარყოფს დიდ ბრიტანეთში მოკლული ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის საქმესთან რაიმე სახის კავშირს. დიდი ბრიტანეთისადმი სოლიდარობის გამოსახატად და რუსეთის საპასუხოდ, აშშ-მა და ევროპის უმეტესმა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევება დაიწყეს. ავსტრალიამ განაცხადა, რომ ის 2 ელჩს გააძევებს, რასაც მოჰყვა ლოგვინოვის პასუხი ცივი ომის დაწყების რისკების შესახებ.
აღნიშნულს გამოეხმაურა რუსეთის ელჩი ინდონეზიაშიც. ლუდმილა ვორობიევას განცხადებით, რუსი დიპლომატების გაძევება „სრული აბსურდია“ და რომ რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებამ შესაძლოა გამოიწვიოს არა ცივი, არამედ „ყინულის ომი“, რომელიც მარტივად შეიძლება გადაიზარდოს „ცხელ ომში“.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, ბრიტანეთის მოკავშირეები რუს დიპლომატებს აძევებენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ სოლიდარობის გამოცხადება სურთ, არამედ იმიტომაც, რომ ცნობენ რუსეთისგან მომავალ საფრთხეს თავიანთი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის.
ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ ავსტრიამ, პორტუგალიამ, მალტამ და საბერძნეთმა შეიკავა თავი მოქმედებისგან.

 

წყარო: CNN, Reuters

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 54 55 56 57 58 90
Page 56 of 90