1950–1960–იან წლებში იწინასწარმეტყველეს, რომ 2000 წლისთვის მფრინავი მანქანები და რობოტები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილები გახდებოდნენ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა, ჯერჯერობით სმარტფონებისა და სოციალური ქსელების ხანაა.
ნაწილობრივ შესრულდა წინასწარმეტყველება, მაგალითად – ნახევრად თვითმმართავი მანქანები, რობოტები, რომლებიც ჯერ ბევრ ფუნქციას არ ასრულებენ, თუმცა – ყველაფერი განვითარების პერსპექტივის ქვეშაა. სულ მალე კიდევ ბევრი სხვა ტექნოლოგია შეცვლის ჩვენს ყოვედღიურ ცხოვრებას, Enterpreneur.com–მა შემოგვთავაზა რამდენიმე სავარაუდო ტექნოლოგია, რომლებიც მსოფლიოს შეცვლიან:
- ხმოვანი ასისტენტი, რომელიც სხვადასხვა მოქმედების შესრულებაში მიეხმარება ადამიანებს
- დამხმარე რობოტები
- თვითმავალი მანქანები
- კრიპტოვალუტა
- ხელოვნური ინტელექტი
წყარო: Entrepreneur.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“