close

მსოფლიო

ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოსაქართველოსოციოლოგია

გაეროს ბავშვთა ფონდი: საქართველოში ყოველი 141 ახალშობილიდან ერთი იღუპება

ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელთან დაკავშირებული მოხსენების მიხედვით, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ  საქართველო ევროპის რეგიონშია მოცემული და 115 ქულით -კონტინენტის მასშტაბით, ბოლოდან მეხუთე ადგილს იკავებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყოველი 141 ახალშობილიდან ერთი იღუპება. ევროპის მასშტაბით, ბოლო ადგილებს შემდეგი ქვეყნები ინაწილებენ – აზერბაიჯანი (1-55), მოლდოვა (1-84), მაკედონია (1-120) და სომხეთი (1-135) არიან. ყველაზე მეტი ახალშობილი პაკისტანში (1-22), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა  (1-24) და ავღანეთში (1-25) იღუპება.

გაეროს ანგარიშის თანახმად, ახალშობილებს გადარჩენის ყველზე მაღალი შანსი იაპონიაში (1-1,111), ისლანდიაში (1-1000) და სინგაპურში (1-909) აქვთ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიკომუნიკაციამედიცინამსოფლიოსოციოლოგიატექნოლოგიები

კვლევა: სმარტფონს ფსიქიკური აშლილობის გამოწვევა შეუძლია

უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ გახშირებული ნევროზისა და დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, შესაძლოა, ტექნოლოგიური განვითარებაც კი იყოს. როგორც მეცნიერების ახალი კვლევით იკვეთება, სმარტფონს შეუძლია საკუთარ მფლობელში ფსიქიკური პრობლემები გამოიწვიოს.

როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, გაუთავებელი სატელეფონო ზარები და შეტყობინებები სტრესის ჰორმონს მოქმედებისკენ უბიძგებს, რომელიც მუდმივ თავდაცვით რეაქციას იწვევს.

ხშირად გექნებათ შეგრძნება, როდესაც ცრუ ვიბროზარებს გრძნობთ – ტვინი რეაგირებს ტელეფონზე მაშინაც კი, როცა ის გამორთულია. ამას  მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი განიცდის.

გამოკითხულთა 86 % აცხადებს, რომ მუდმივად ამოწმებს სოციალურ ქსელებსა და ელექტრონულ ფოსტას.

წყარო: Business Insider

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

320 მილიონ დოლარის ღირებულების ყინულის კედელი ფუკუშიმაზე რადიოაქტიურ წყალს აჩერებს

შარშან იაპონიის მთავრობამ 320 მილიონ აშშ დოლარად ღირებული მიწისქვეშა ყინულის კედელი ააგო. 398 მეტრი სიღრმისა და 1.6 კილომეტრი სიგრძის სტრუქტურამ მიწისქვეშა წყლის რადიოაქტიური წყლისგან შერევას უნდა შეუშალოს ხელი, რომელიც ატომურ სადგურ ,,ფუკუშიმასგან” ჟონავს.

თუმცა ექსპერტები კედელს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ის ძალიან რთული და პოტენციურად არაეფექტურია.

,,ფუკუშიმაზე” მომხდარი კატასტროფიდან შვიდი წლის შემდეგ, დაზიანებული რეაქტორის რადიოაქტიური მასალებით მიწისქვეშა წყლებისა და ნალექების დაბინძურება კვლავ ხდება.

რეაქტორის მდგომარეობის გამო, პრობლემად რჩება დამდნარი ურანიუმის მდგომარეობის დადგენაც, რომელიც კამერამ მხოლოდ შარშან აღბეჭდა. ატომური სადგურის გაწმენდა ვერ მოახერხეს იქ გაგზავნილი რობოტების საშუალებითაც.

ატომური სადგურის ოპერატორის – Tokyo Electric Power Co. (TEPCO)-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, ყინულის კედელი დაბინძურებული წყლის რაოდენობას რეაქტორის შენობებში დღის განმავლობაში 95 ტონამდე ამცირებს, მაშინ, როცა სტრუქტურის აგებამდე სადგურის შიგნით 200 ტონა გროვდებოდა.

საერთო ჯამში, ატომურ სადგურზე ყოველდღიურად 500 ტონა წყალი ბინძურდება, აქედან 300 ტონის ამოღება და გაწმენდა ხორციელდება.

ყინულის კედელის აგება საკმაოდ ძვირი დაჯდა. მისი ყოველწლიური ხარჯი კი 9.5 მილიონი აშშ დოლარია.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი იდეალური არაა, ჯერჯერობით იაპონიის მთავრობას პრობლემის გადაჭრის უკეთესი საშუალება არ გააჩნია.

წყარო: https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაენერგეტიკაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

იტალიური და ამერიკული კომპანიები ბირთვული სინთეზისგან ელექტროენერგიის მისაღებად ითანამშრომლებენ

იტალიური ენერგეტიკული კომპანია “Eni” ბირთვული სინთეზისგან ენერგიის მიღების მიზნით ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ამ მიზნით, კომპანია “Eni” მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) ერთად სპეციალურ კვლევას ჩაატარებს, ინვესტიციის ჩადებას კი ის ,,MIT-ის” ყოფილი მეცნიერების მიერ დაფუძნებულ კომპანიაში გეგმავს.

ნახშირბადის გამოყენების შემცირების გეგმის ფარგლებში, “Eni” თავდაპირველად  50 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და ,,MIT-ის” ყოფილი მკვლევარების მიერ შექმნილი კომპანიის – Commonwealth Fusion Systems (CFS) მნიშვნელოვან წილს შეისყიდის.

,,“Eni” დაეხმარება CFS- ს, რათა შეიქმნას პირველი კომერციულ ელექტროსადგური, სადაც ელექტროენერგიას ბირთვული სინთეზისგან მიიღებენ. ეს გახლავთ უსაფრთხო, მდგრადი, პრაქტიკულად ამოუწურავი წყარო, რომელიც ენერგიას დამაბინძურებლების ემისიებისა და სათბურის გაზების გარეშე გამოიმუშავებს,” – ნათქვამია კომპანია ,,Eni-ს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოსაქართველოსოფლის მეურნეობა

ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

ქართული ღვინო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა –  ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოში, თბილისიდან 50 კილომეტრის მოშორებით, შულავერის გორაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველეს ქვევრში არსებული ღვინის კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000 წლით თარიღდება. შესაძლოა, ღვინის შემადგენლობა 8 000 წლისაც იყოს.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ  საქართველოში აღმოჩენილი, 8000 წლის წინანდელი თიხის ჭურჭელი ღვინის დამზადების უძველესი ტრადიციის მაჩვენებელია. აღნიშნული ჭურჭელი ქვეყნის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში, ორ უბანშია აღმოჩენილი და  ზოგიერთ მათგანზე გამოსახულია ყურძნის მტევნები და მოცეკვავე ადამიანები. ამ აღმოჩენამდე მეღვინეობის უძველესი ტრადიციის მტკიცებულებად  მეცნიერები, როგორც წესი, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნაპოვნ თიხის ჭურჭელს მიიჩნევდნენ.. როგორც აღმოჩნდა ქართული კვალი მასზე 600-1000 წლით ძველია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაკვლევებიმსოფლიოპოლიტიკა

რას ნიშნავს ევროკავშირისთვის იტალიის არჩევნების შედეგები

„ბრექსიტის“ შესახებ რეფერენდუმის შემდეგ, საფრანგეთში ემანუელ მაკრონისა და გერმანიაში ანგელა მერკელის გამარჯვებამ უფრო მეტი ადამიანი დაარწმუნა იმაში, რომ ევროსკეპტიციზმის პოპულისტურმა ტალღამ ევროკავშირის ქვეყნებში გადაიარა. თუმცა, იტალიაში გამართული არჩევნები საპირისპიროს მეტყველებს.

თითქმის ყველა საარჩევნო უბნის ხმების დათვლის შემდეგ ირკვევა, რომ „5 ვარსკვლავის მოძრაობა“, რომელიც პოპულისტური მისწრაფებებით გამოირჩევა ლიდერობს და ხმების უმეტესობა, 33% ეკუთვნის. დემოკრატიულმა პარტიამ მხოლოდ 18 %-ის აღება მოახერხა, რაც დიდ დანაკარგს ნიშნავს, რადგან წინა არჩევნებში მათ ხმების 40 %-ით მოიპოვეს ლიდერობა.

ანტიიმიგრაციული, მემარჯვენე პარტიის ლიდერმა, მატეო სალვინმა, პარტიის ყოფილი კოალიციის ლიდერი, სილვიო ბერლუსკონი, 4%-ით დაამარცხა, რამაც, გაოცებასთან ერთად, დიდი არეულობა გამოიწვია არა მხოლოდ იტალიის მოქალაქეებში, არამედ პოლიტიკურ წრეშიც.

იტალიის არჩევნების შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვისაც. პოპულისტური პარტიის გამარჯვება შედეგია, არა უბრალოდ თავად ამ პარტიების გამარჯვებისთვის მუშაობისა, არამედ წინა ხელისუფლების ევროკავშირისადმი უარყოფითი დამოკიდებულებისაც.

მმართველი პარტიის ლიდერი – ბერლუსკონი და დემოკრატიული პარტიის ლიდერი – რენზი, თითქმის ყველაფერს, რაც გეგმის მიხედვით არ სრულდებოდა, ან რაზეც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავდა, ევროკავშირს აბრალებდნენ, რამაც, თავისთავად, გზა გაუკვალა პოპულისტური იდეოლოგიის პარტიებს და ხალხშიც უფრო მეტი პოპულარობა მოუპოვა.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პოპულისტების ამ წარმატებას ანგარიშგასაწევი საფუძველი არ აქვს, თუმცა, საპირისპირო შეხედულებით, ეს სიმართლეს არ შეეფერება. იტალიის ეკონომიკა 2011-2012 წლებში კრიზისში იყო, მთავარი ფოკუსი მიმართული იყო სიტუაციის გამოსწორებისა და საბერძნეთის მსგავს სიტუაციაში მოხვედრისაგან თავის არიდებაზე. ეს მიზანი მიიღწა, თუმცა  ვერ მოხერხდა მოქალაქეების სურვილების დაკმაყოფილება – მდგრადი განვთარება და ეკონომიკური ზრდა; ასე, რომ აზრთა შეუთავსებლობა, საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თავად ევროკავშირის პოლიტიკურ ცენტრში, ბრუსელში, მიაჩნიათ, რომ მსგავსი შედეგი გამოიწვია იტალიელი ამომრჩევლის გაურკვევლობამ იმაში, თუ რა არის იტალიის ნამდვილი პრობლემა, რომელიც პირველ რიგში საჭიროებს ქმედებსასა და მოგვარებას: „ ეს ევროპული ტრენდი გახდა. როგორც „ბრექსიტის“ შემთხვევაში, ხალხი სხვა ქვეყნებშიც საუბრობს მიგრაციის საკითხებზე, როგორც სოციალური და ეკონომიკური დაძაბულობის მიზეზზე. სინამდვვილეში კი ეს ეკონომიკური კრიზისითაა გამოწვეული, მსგავსი სიტუაციაა იტალიაშიც“- აღნიშნა სესილია კიენგმა.

წყაროები: Reuters, Euronews

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

რობოტმა რესტორანში მუშაობა დაიწყო

ლოს-ანჯელესში რობოტი დაასაქმეს –  ფლიპიმ პასადენაში დაიწყო მუშაობა და ის პირველ ცვლაში გავიდა.

ფლიპს გრილზე ხორცს შესაწვავად ადამიანები უწყობენ, ის კი მას ამზადებს. იგი 3Dკამერით არის აჭურვილი, რაც მას საშუალებას აძლევს მიხვდეს, პროდუქტი საბოლოო ფაზამდე მივიდა თუ არა. მას შემდეგ, რაც პროცესი დასრულდება, რობოტი შემწვარ ხორცს გრილიდან იღებს და ათავსებს დანიშნულების ადგილზე.

ბურგერისთვის განკუთვნილი თითოეული ხორცის ნაჭერის შეწვას 4 წუთი და 30 წამი უნდა. რობოტს მისი ამოტრიალება ხოლოდ ერთხელ უწევს.

წყარო:  BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაეს საინტერესოამსოფლიოსაქართველოსოფლის მეურნეობა

შვიდმა ქართულმა ღვინომ იაპონიაში „საკურას“ კონკურსზე ჯილდოები მიიღო

 ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სხვადასხვა დასახელების შვიდმა ქართულმა ღვინომ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა. 

ჯილდოებს შორისაა:  „ორმაგი ოქრო“ – „ქისი 2016“, კორპორაცია ქინძმარაული; „ოქრო“ – „მწვანე 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“; „ოქრო“ – „მწავნე 2015“, შალაურის ღვინის მარანი; „ვერცხლი“ – „საფერავი როზე 2015“, კორპორაცია ქინძმარაული; „ვერცხლი“ – „საფერავი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“; „ვერცხლი“ – „რქაწითელი მწვანე 2014“, შალაურის ღვინის მარანი; „ვერცხლი“ – „ქისი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანი“.

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 5rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2018) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.

კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით. მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიავიდეოკვლევებიმსოფლიო

არქტიკაზე ყინული თანდათან ქრება

არქტიკაზე ყინული თანდათან ქრება – ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას NASA-ს  Youtubeგვერდზე დადებული ვიდეო იძლევა, სადაც ასახულია ყინულის ლღობის პროცესი 1984 წლის სექტემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე.

რსპეციალისტებმა 2017 წელი მაღალი ტემპერატურის მხრივ ერთ-ერთ ყველაზე რეკორდულ წლად დაასახელეს. ყველაზე ცხელ წლად 2016, 2015, 2010 და 2001 წლებია მიჩნეული.

დედამიწაზე გლობალური დათბობა გრძელდება, რაც ადამიანების მიერ ნახშირორჟანგის ემისიით არის გამოწვეული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებამსოფლიოტექნოლოგიები

10 საუკეთესო კომპიუტერულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი მსოფლიოში

კომპიუტერული მეცნიერებები ზოგადად დღევანდელობას აღწერს, ახლანდელი ცხოვრება კი ტექნოლოგიის განვითარებასა  და დამკვიდრებას ეხება.

ძალიან ბევრი ადამიანია მსოფლიოს ყველა კუთხეში, ვინც დაინტერესებულია ტექნოლოგიების განვითრების, კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლით, მათთვის მიღწევა იქნება მსოფლიოს ერთ–ერთ მოწინავე უნივერსიტეტში განათლების მიღება.

,,ბიზნეს ინსაიდერმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ჩამოთვლილია 10 საუკეთესო უნივერსიტეტი მოცემულ დარგში, დაინტერესებულ პირებს უფრო გაუადვილდებათ გადაწყვეტილების მიღება, დაისახავენ მიზანს და ეცდებიან მოხვდნენ ერთ–ერთ საუკეთესოში:

  1. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი
  2. სტენფორდის უნივერსიტეტი
  3. კალიფორნიის უნივერსიტეტი
  4. კემბრიჯის უნივერსიტეტი
  5. ჰარვარდი
  6. ოქსფორდი
  7. სინგაპურის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  8. მელბურნის სასწავლებელი
  9. კორნელის უნივერსიტეტი
  10. ტოკიოს უნივერსიტეტი

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

სრულად ნახვა
1 58 59 60 61 62 90
Page 60 of 90