close

მსოფლიო

კულტურამსოფლიოსაქართველო

მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდი წარმატება იაპონიის საერთაშორისო საბავშვო სპექტაკლების ფესტივალზე

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა დიდი წარმატება მოიპოვა იაპონიის საერთაშორისო საბავშვო სპექტაკლების ფესტივალზე.

27-წლიანი პაუზის შემდეგ,  მოზარდ მაყურებელთა თეატრის  დასი იაპონიის რამდენიმე ქალაქში  მიიწვიეს – ქართულმა წარმოდგენამ დიდი აღიარება დაიმსახურა. ბოლოს ქართული დრამატული თეატრი იაპონიას 90-იან წლებში სტუმრობდა.

იაპონიაში, კერძოდ, ნაგოიასა და ტოკიოში საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი, ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ასოციაციის, „ასიტეჟი აზიის“ ეგიდით, 16-26 თებერვლამდე გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდა აზიის 15 ქვეყანა, მათ შორის: იაპონია, კორეა, ჩინეთი, ინდოეთი, ნეპალი, ტაილანდი, შრი-ლანკა, ბანგლადეში, ისრაელი, უზბეკეთი და სხვა. მოზარდ მაყურებელთა თეატრი ერთადერთი თეატრია, რომელიც იაპონიამ, ამჯერად, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვია.

დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ ქალაქ ნაგოიასა და  ტოკიოში ორ-ორჯერ წარმოადგინეს. საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილე ქვეყნების წარმოდგენებს ტოკიოს ახალგაზრდობის ოლიმპიური ცენტრი მასპინძლობდა.

ქართულმა სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ სპეციალური ჩვენება, დამატებით, ტოკიოს ორ დიდ საბავშვო ცენტრშიც გაიმართა.

იაპონიის გასტროლიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი: დიმიტრი ხვთისიაშვილის, გია მარღანიას, ნიკა ნანიტაშვილის, მარიამ ხუხუნაიშვილისა და ნიკოლოზ ფაიქრიძის შემადგენლობით 27 თებერვალს13:00 საათზე ჩამოდის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოსაქართველოტურიზმი

„Concrete and kitsch-ის“ მიხედვით, საქართველო – როგორც 2018 წლის ყველაზე იაფი ტურისტული დანიშნულება

,,ალბათ, ყველას გსმენიათ საქართველოში არსებული უძველესი ღვინის კულტურისა და თბილისთან ახლოსვე მდებარე უზარმაზარი მომხიბვლელი ვენახების შესახებ, ტურისტული კომპანიები უძველეს მონასტრებსა და მღვიმეებს გაგაცნობენ, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მოხვდა, მაგრამ ცოტამ თუ იცის რამდენად მცირე თანხებთან არის ამ მომხიბვლელ ქვეყანაში მოგზაურობა” – ასე აცნობს „Concrete and Kitsch-ის“პოპულარული გამოცემა საქართველოს საკუთარ მკითხველს და 2018 წელს აქ მოგზაურობის ოთხ უმთავრეს მიზეზს უზიარებს.
1. მოლაშქრეთა სამოთხე, რომელიც ალპებს არაფრით ჩამორჩება.
სვანეთი ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა საქართველოში მოგზაურობის დროს. აქაურობა დღითი დღე უფრო მეტად იზიდავს უცხოელ მოგზაურებს. ხალხი, რომელიც არასდროს დაჩოქებია საბჭოთა კავშირის რეჟიმს, ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობითა და უგემრიელესი ადგილობრივი კერძებით უმასპინძლდება ერთი სოფლიდან მეორეში მოხეტიალე უცხოელ ტურისტებს.

2. ტრადიციული კერძები და ჯანსაღი პროდუქტი.
როგორც წესი, ვეგეტარიანელების განვითარებად ქვეყნებში მოგზაურობისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან არც ისე ბევრ კულტურას აქვს მათ რაციონზე მორგებული სამზარეულო, მაგრამ მათ საქართველოში შიმშილი ნამდვილად არ ემუქრებათ, მიუხედავად იმისა რომ აქაური კერძები ტრადიცულად ხორცისგან მზადდება, ქვეყანას ძალიან მდიდარი სასოფლო-სამეურნეო კულტურა აქვს, შესაბამისად, სუფთა და ჯანსაღი საკვები ყოველთვის ამშვენებს ქართულ სუფრას.

3. საბჭოთა კავშირის დროინდელი არქიტექტურული ძეგლები
საქართველო, რომელსაც ყველა გელათისა და სვეტიცხოვლის სამონასტრო კომპლექსებით იცნობს, ასევე საბჭოთა კავშირის მოდერნისტული ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებსაც ფლობს, რომლებსაც უკვე რამდენიმე წელია ,,Broutal Tours-ი” აცნობს დამთვალიერებელს.
4.შავი ზღვის სანაპირო საუკეთესოა მზის მოყვარულებისთვის.
შავი ზღვის სანაპირო ოდესღაც ქართული ელიტის პრივილეგიას წარმოადგენდა, მაგრამ დღეს D-ვიტამინის მაძიებელთათვის ყოველწლიურად საყვარელ ადგილს წარმოადგენს, ადგილობრივი ფასები ხორვატიისა და იტალიასთან შედარებით გაცილებით დაბალია და, მიუხედავად იმისა, რომ აქაურობას გაცილებით ნაკლები ტურისტი სტუმრობს, გულისხმიერი სტუმართმოყვარეობით, ხელმისაწვდომი სამზარეულოთი და ალკოჰოლური სასმელებით უახლოეს მომავალში ბათუმი კიდევ უფრო მეტ ტურისტს მიიზიდავს.

წყარო: concreteandkitsch.com

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიკვლევებიმსოფლიოსაქართველო

ქართველი ენათმეცნიერის ბრიტანული წარმატება

ქართული ენათმეცნიერება მეცნიერების ერთ-ერთი საინტერესო და მრავალფეროვანი დარგია, რომელიც სათავეს შორეულ წარსულში იღებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს დარგი შეისწავლის კონკრეტული ენის აგებულებასა და მის ფუნქციონირებას, მაშინ შეიძლება დავასკვნათ,  რამდენად მრავალფეროვანი და განვითარებულია ქართული ენათმეცნიერება. ჩვენი მშობლიური ენა ხომ ერთერთი უძველესია მსოფლიოში.

ენათმეცნიერება ვითარდება და ნელნელა წინ მიიწევს. ქართული ენით დაინტერესება გასცდა საქართველოს საზღვრებს და ახლა ბევრ ქვეყანაში მუშაობენ კვლევით ლაბორატორიებში ჩვენი მშობლიური ენის სიღრმეების შესწავლაზე.

ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა ქართველ ენათმეცნიერს – სოფია დარასელიას, რომელიც  უკვე წლებია დიდ ბრიტანეთში, ლიდსის უნივერსიტეტში მოღვაწეობს და მნიშვნელოვან კვლევებს ატარებს წამყვან მეცნიერებთან ერთად.

ყველაფერი 2012 წელს დაიწყო , როდესაც სოფიამ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო თემა დაიცვა თემაზე „ქართულ-ევროპული ტიპის სასწავლო ლექსიკოგრაფია“ და დაამუშავა ქართულ ენათმეცნიერებაში მიმდინარე სიახლეები და უახლესი გამოცემები .

ბრიტანელი ლინგვისტების მიწვევით სოფიამ თავდაპირველად მუშაობა დაიწყო ლიდსის უნივერსიტეტში მოწვეულ მეცნიერად, თუმცა შემდეგ – დაუღალავი შრომითა და თავისი ნიჭით დიდ წარმატებას მიაღწია.

დღეს სოფია ლიდსის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობს და თავისი საქმიანობით აცნობს უცხოელ კოლეგებს ქართული ენის უნიკალურობას და მრავალფეროვნებას.

გარდა ამისა, იგი ხელმძღვანელობს ლიდსის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალს დოქტორ დიანე ნელსონთან ერთად (Leeds Working Papers in Linguistics and Phonetics). მიმდინარე წელს იგეგმება ქართველოლოგიური ნაშრომების მიღება ამ ჟურნალში დასაბეჭდად.

წარმატებული ახალგაზრდა ენათმეცნიერი განვლილ გზასა და უცხოურ ინტერგაციაზე გვიამბობს:

-ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც სადოქტორო თემა აირჩიეთ. როგორ შეარჩიეთ ეს თემა, რამ განაპირობა თქვენი  დაინტერესება ამ თემით ?

-ასე კონკრეტული მომენტი არ ყოფილა, რომელმაც გადამაწყვეტინა საკვლევი თემის არჩევა. სადოქტორო კვლევამდე სხვადასხვა ეტაპი უნდა გაირო და ამ პერიოდის განმავლობაში ეტაპობრივად  გამოიკვეთა ინტერესის სფერო.

ვეცდები ძალიან მარტივი ენით ავხსნა თუ რას მოიცავდა აღნიშნული კვლევა. „ქართულ-ევროპული სასწავლო ლექსიკონის შედგენა კორპუსული მეთოდების გამოყენებით“ გულისხმობდა ყველაზე ხშირად გამოყენებული თანამედროვე  ქართული ენის ლექსიკის განსაზღვრას. ამ მიზნით შეიქმნა თანამედროვე ქართული ენის ვრცელი ვებკორპუსი – KaWaC (Ka=Kartvelia და WaC=Web as a Corpus), რომელიც მოიცავს 280 მილიონზე მეტ სიტყვას და განთავსათებულია ლიდსის უნივერსიტეტის ვებსაიტზე.

-ენათმეცნიერება, როდიდან დაინტერესდით მეცნიერების ამ სახეობით და რამ განსაზღვრა ეს დაინტერესება?

-სადოქტორო კორპუსულმა კვლევამ განაპირობა ჩემი გადასვლა ლექსიკოგრაფიიდან კორპუსის ლინგვისტიკასა და კომპიუტერულ ლინგვისტიკაში.

ლიდსის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური მიმართულებით მნიშვნელოვან კვლევებს ახორციელებთ. გზა, რომელიც გაიარეთ თსუ-დან ამ უნივერსიტეტამდე და რომ აგვიღწეროთ თქვენი საქმიანობა, კონკრეტულად რას საქმიანობთ ამჟამად?

-ლიდსის უნივერსიტეტში პირველი ჩემი საქმიანობა დაიწყო მოწვეული მეცნიერის სტატუსით და თანამედროვე ქართული ენის კორპუსის პროექტით, რომელიც სწორედ ამ სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში შეიქმნა. შემდეგ კი მივიღე შემოთავაზება სადოქტორო პროექტზე.

ამჟამად არაერთ პროექტზე ვმუშაობ ლიდსის უნივერსიტეტში. ვეცდები მოკლედ აღვწერო რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. ჩემი სადოქტორო კვლევაა „ქართული ენის მორფოსინტაქსური კატეგორიების კომპიუტერულ ანალიზი“. კერძოდ, კომპიუტერული ანალიზი მოიცავს ორ კონკრეტულ საკითხს: 1) ტეგსეტების სისტემის შექმნას და 2) ტეგირების პროგრამის შექმნას.

გარდა ამისა, ვხელმძღვანელობ ქართველური და კავკასიური ენების კვლევის ცენტრს, რომელიც როგორც ეს ცენტრის ვებგვერდზეა მითითებული, ამ ეტაპზე მხოლოდ ქართველოლოგიური კვლევებით შემოიფარგლება. აღნიშნული ცენტრი ატარებს ყოველკვირეულ ქართველოლოგიურ ლექცია-სემინარებს, რომელსაც ლიდსის უნივერსიტეტის ენათმეცნიერებთან ერთად მოწვეული ქართველი ენათმეცნიერები კითხულობენ. ქართველოლოგიური ცენტრის ორგანიზებით იმართება ყოველწლიური საერთაშორისო ვორკშოპი „კომპიუტერული მიდგომები მორფოლოგიურად მდიდარი ენებისათვის“ (CAMRL2017, რომლის ინტერესების სფეროს წარმოადგენს ქართველური ენები. ვორკშოპის ვებსაიტი ხელმისაწვდომია ამ მისამართზე: https://camrl.leeds.ac.uk/ . წელს ეს ვორკშოპი (CAMRL2018) ჩატარდება 2018 წლის 3 ივლისს.

სამეცნიერო საქმიანობების გარდა აქტიურად ვარ ჩართული ლიდსის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში. კერძოდ, ბაკალავრის საფეხურზე ვასწავლი ლინგვისტიკის ორ მოდულს.

-უცხოეთში ძალიან წარმატებული ხართ. რამდენად რთული იყო ქართველი გოგონასთვის უცხოური მწვერვალების დაპყრობა და სამშობლოდან  ასე შორს სამეცნიერო კუთხით თავის დამკვიდრება ?

-ბრიტანულ ლინგვისტურ სივრცეში ინტეგრაცია ადვილი ნამდვილად არ არის. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია არამარტო დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, არამედ მზაობა ახალი ცოდნის მისაღებად. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს აქაური უშუალო და მეგობრული დამოკიდებულება.

-თქვენი აზრით, რამდენად არის ენათმეცნიერების  სფერო განვითარებული საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს ამის ხელშესაწყობად?

-ბევრი კვლევა ტარდება, კორპუსული ლინგვისტიკის კუთხითაც კი, თუმცა არსებული კველვების მასშტაბი საკმარისი არ არის. საჭიროა, მეტი კვლევები კორპუსული და კომპიუტერული ლინგვისტიკის მიმართულებით და განსაკუთრებით ახალგაზრდა ენათმეცნიერების ჩართვა ამგვარ პროექტებში.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები. აპირებთ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას ?

რასაკვირველია. ძალიან აქტიური თანამშრომლობა მაქვს ქართველ კოლეგებთან. ჩართული ვარ სასწავლო პროცესშიც კი. კერძოდ, თსუ-ში დისტანციურად ვასწავლი ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო პროგრამაზე საგანს „შესავალი კორპუსის ლინგვისტიკასა და კორპუსზე დაფუძნებულ ლექსიკოგრაფიაში“ (Introduction to Corpus Linguistics and Corpus-based Lexicography). 2018 წლის შემოდგომის სემესტრიდან კი იგეგმება დამატებით ახალი საგნის  „ზოგადი ენათმეცნიერების“ (General Linguistics – Understanding Language) შემოღება აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე.

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებაკვლევებიმსოფლიოსაქართველო

ქართველი ენათმეცნიერის ბრიტანული წარმატება

ქართული ენათმეცნიერება მეცნიერების ერთერთი საინტერესო და მრავალფეროვანი დარგია, რომელიც სათავეს შორეულ წარსულში იღებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს დარგი შეისწავლის კონკრეტული ენის აგებულებასა და მის ფუნქციონირებას, მაშინ შეიძლება დავასკვნათ,  რამდენად მრავალფეროვანი და განვითარებულია ქართული ენათმეცნიერება. ჩვენი მშობლიური ენა ხომ ერთერთი უძველესია მსოფლიოში.

ეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

Luciola – ციცინათელას ზომის სინათლის ნაწილაკი იაპონელი მეცნიერებისგან

იაპონიის საინჟინრო მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მათ შექმნეს ციცინათელას ზომის ელექტრონული სინათლე, რომელიც ატარებს ულტრაბგერითი ტალღას, და საბოლოოდ, გამოისახება აპლიკაციებში.  

სინათლის ნაწილაკი, რომელსაც მეცნიერებმა Luciola უწოდეს, 16.2 მგ იწონის, მისი დიამეტრი 3.5 მმ-ია და წარმოქმნის წითელ ციმციმს, რომელსაც მხოლოდ ტექსტის განათება შეუძლია.

მაგრამ მოწყობილობა 285 მიკროსპიკერის ძალას მოგვაგონებს. ის გამოყოფს ულტრაბგერით ტალღებს, რომლებსაც სინათლე გააჩნიათ და ადამიანის ყურისთვის გაუგებარი სიხშირე აქვთ, Luciola-ს საშუალებას აძლევს სრულ სიჩუმეში იმოქმედოს.

,,საბოლოო ჯამში, იმედი გვაქვს, რომ ასეთ პატარა ობიექტებს სმარტფონის შესაძლებლობებს ექნებათ და ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგვეხმარება”, – აცხადებენ იაპონელი მედნიერები და იმედს გამოთქვამენ, რომ Luciola კომერციულად სიცოცხლისუნარიანი 5-10 წელში გახდება.

დეველოპერებს აქვთ იმის მოლოდინი, რომ  Luciola მოძებნის აპლიკაციებს ე.წ. საგნების ინტერნეტში, რომელშიც ჩვეულებრივი ნივთები, როგორიცაა:ჰაერის კონდიციონერები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მანქანები დაკავშირებულია ქსელთან, რათა გააგზავნოს და მიიღოს მონაცემები.

მოძრაობისა და ტემპერატურის სენსორებით აღჭურვილ Luciola-ს შეუძლია მიფრინდეს სხვადასხვა ობიექტთან შეტყობინებების მიტანის ან გაგზავნის მიზნით, ან აღმოაჩინოს ადამიანების ყოფნა ამა თუ იმ ტერიტორიაზე.

 Luciola ,,aKawahara Universal Information Network Project-ის” ფარგლებში შეიქმნა. ეს გახლავთ იაპონიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სააგენტოს პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და რომელიც იკვლევს მიღწევებს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიო

,,მაკდონალდსი” საბავშვო მენიუდან ჩიზბურგერსა და შოკოლადის რძეს ამოიღებს

,,მაკდონალდსი” საბავშვო მენიუდან (happy meal) ჩიზბურგერსა და შოკოლადის რძეს ამოიღებს.

ამ ნაბიჯით კომპანია გეგმავს, შეამციროს კალორიები, ნატრიუმი, გაჯერებული ცხიმი და შაქარი, რომელსაც ბავშვები რესტორნების ამ ქსელში მოიხმარენ.

მომხმარებელს, რომელსაც ,,ჩიზბურგერსა”  და შოკოლადის რძის დაგემოვნება მოუნდება, მათი ცალკე შეკვეთის შესაძლებლობა ექნება. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ,,მაკდონალდსმა” ოთხი წლის წინ  Happy Meal-ის მენიუდან გაზიანი სასმელი ამოიღო, მასზე მოთხოვნდა 14 პროცენტით შემცირდა.

Happy Meal-ი უკვე დიდი ხანია ჯანმრთელობის დამცველებისა და მშობლების სამიზნეს წამროადგენს, რომლებიც მას ბავშვთა სიმსუქნესთან აკავშირებენ. ,,მაკდონალდსმა” ბოლო წლების მანძილზე ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის, ფრის ზომა შეამცირა და მენიუში ხილი დაამატა. ცოტა ხნის წინ, მან ვაშლის წვენი უფრო ნაკლებშაქრიანით ჩაანცვლა.

რაც შეეხება საერთაშორისო რესტორნებს, ,,მაკდონალდსის” განცხადებით, ახალი კვების წესებს Happy Meal-ის სულ ცოტა ნახევარი უნდა აკმაყოფილებდეს.

წყარო: www.theguardian.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

მექსიკის წყალქვეშა მღვიმეში მაიას ცივილიზაციის სიწმინდეები აღმოაჩინეს

რამდენიმე თვის წინ მექსიკაში მსოფლიოში უდიდესი წყალქვეშა მღვიმე აღმოაჩინეს, რომელიც 347 კილომეტრზეა გადაჭიმული. იქვე გაჩნდა ჰიპოთეზა, რომ აქ ჩაძირული უნდა ყოფილიყო ანტიკური მაიას ცივილიზაციის მრავალი არქეოლოგიური არტეფაქტი. სავარაუდოდ, ეს ჰიპოთეზა გამართლდება, რადგანაც, რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მღვიმე შედგება თითქმის 250 სენოტისა (ბუნებრივი მიწისქვეშა წყლის რეზერვუარი) და 198 არქეოლოგიური ძეგლისგან, რომელთაგანაც 140 მაიას ცივილიზაციას ეკუთვნის.
მყვინთავებმა აღმოაჩინეს ადამიანთა ნაშთები, რომელთა ასაკიც, დაახლოებით, 9000 წელია, ასევე – კერამიკა, კედლის გრავიურები, მაიას ვაჭრობის ღმერთის საკურთხეველი და კიბის სტრუქტურები. მკვლევარ გილერმო დე ანდას ვარაუდით, აქ ადამიანები, კლიმატის გაუარესების დროს, წყლის პოვნის იმედით დაეხეტებოდნენ.

საინტერესოა, რომ მკვლევრებმა იპოვეს უკანასკნელი გამყინვარების ხანის მრავალი ქმნილების ნამარხი. მათ შორისაა გიგანტური ზარმაცები და დათვები,  სპილოს მსგავსი ცხოველი – გომფიტერი.

მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა, მღვიმე იმაზე დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე მოსალოდნელია და ბევრად უფრო საინტერესო არტეფაქტებიც გააცნოს კაცობრიობას.

წყარო: ScienceAlert

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომხმარებლის ინტერესები გამოვიცნოთ

როდესაც საქმე ეხება მომხმარებლის და კომპანიის ურთიერთობას, აუცილებელია გავითვალისწინოთ მომხმარებლების მოთხოვნები და ინტერესები.

ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მომხმარებლის იმედი ვერ გაამართლა კომპანიამ და მათთვის მისაღები პროდუქტები არ იყო ხელმისაწვდომი, თუ გსურთ თქვენი გაყიდვების რაოდენობა გაიზარდოს, თქვენივე კლიენტურის ,,მოთაფლვაა” საჭირო ანუ თქვენ უნდა უზრუნველყოთ მომხმარებლის მიეr მოთხოვნილი პროდუქტები თქვენი კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურებების ფარგლებში.

ექსპერტების აზრით, ვაჭრობის სფეროს ლიდერები ისეთი კომპანიები ან სავაჭრო ცენტრები არიან, სადაც ერთდროულადაა თავმოყრილი მომხმარებლისთვის საჭირო ყველა რესურსი.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

თაგვებში ალცჰაიმერის დაავადება წარმატებით დაამარცხეს

კვლევის შედეგები, რომელსაც მსოფლიო ელოდა – თაგვებში ალცჰაიმერის დაავადება მკვლევრებმა წარმატებით დაამარცხეს. მათ თაგვების თავის ტვინში ამილოიდის ფირფიტების უკუქცევა შეძლეს. სწორედ ეს ცილების შეჯგუფება არის, რომელიც  ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებში თანდათან კლავს ნეირონებს.

ექსპერიმენტის საფუძველზე, შემცირდა იმ ფირფიტების რაოდენობა, რომლებიც ტვინის უჯრედებს შორის კომუნიკაციას აუარესებს, გარდა ამისა – ცდის ობიექტებს  აღენიშნათ კოგნიტური გაუმჯობესება.

შედეგის მიღება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მეცნიერებმა თანდათან დაშალეს ფერმენტი, რომელიც დიდ როლს თამაშობს BACE1-ის სახელით ცნობილი ფირფიტების წარმოქმნაში.  ეს ფირფიტები ალცჰაიმერის ეფეტქიანი მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.  თაგვებს, რომლებსაც ეს ფერმენტი ნაკლებად ჰქონდათ,  გამოეხატებოდათ სასტიკი ნევროლოგიური დეფექტები. მას შემდეგ, რაც მისი წარმოქმნა შეაჩერეს, თაგვები დროთა განმავლობაში გამოჯანმრთელდნენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიოსაქართველო

,,Forbes-მა“ საქართველოს ბიზნესსექტორის უმსხვილესი კომპანიები დაასახელა

,,Forbes-მა“ საქართველოს ბიზნესსექტორის უმსხვილესი კომპანიები დაასახელა.

ბიზნესსექტორის ტოპ-20 საწარმო შემდეგია:

  • შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“ – საქმიანობა: თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება’
  • სს ,,ენერგო – პრო ჯორჯია“ – საქმიანობა: ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსადგურების მიერ’
  • სს ,,თელასი“ – საქმიანობა: ელექტროენერგიის განაწილება
  • სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (ესკო) – საქმიანობა: ელექტროენერგიის განაწილება
  • ,,ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის“ ფილიალი საქართველოში – საქმიანობა: გამანაწილებელი საინჟინრო ობიექტების მშენებლობა
  • შპს ,,ტოიოტა კავკასია“ – საქმიანობა: საბითუმო ვაჭრობა ახალი და ნახმარი ავტომობილებით
  • შპს ,,ჯიდიაი“ – საქმიანობა: საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს პროდუქტებით
  • შპს პსპ ,,ფარმა“ – საქმიანობა: საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით
  • შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი“ – საქმიანობა: საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით
  • შპს ,,მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ (კარფური) – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით
  • შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
  • შპს ,,რომპეტროლ საქართველო“ – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
  • სს ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
  • შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
  • სს ,,გეფა“ – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით
  • სს ,,საქართველოს რკინიგზა“ – საქმიანობა: რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი
  • შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯია“ – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
  • შპს ,,მაგთიკომი“ – საქმიანობა: უსადენო ტელესაკომუნიკაციო საქმიანობები
  • შპს ,,ჩემპიონები 111“  (europe-bet) – საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები
  • შპს ,,სუპერბეთი 2014“ (კრისტალ ბეთი, ლიდერბეთი) – საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები.

Forbes-მა ეს სია საქსტატის ბრუნვის მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეადგინა.

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 60 61 62 63 64 90
Page 62 of 90