ციფრული ვალუტა, რომელმაც დეკემბერში პიკს მიაღწია (20 000 დოლარამდე ავიდა), გაუფასურებას კვლავ განაგრძობს – არსებული მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება 9 000 დოლარს ჩამოსცდა, ხოლო მისი კაპიტალიზაცია 405 მილიარდ დოლარამდე დაეცა.
ეთერიუმმა ღირებულების 18%, რიპლმა კი – 27% დაკარგა. მსგავსი სიტუაციაა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ.
სავარაუდო მიზეზი რამდენიმეა: მაგალითად, Microsoft-მა საგადახდო მხარდაჭერა შეაჩერა, Facebook-მა – რეკლამირება, ხოლო სამხრეთ კორეამ – კრიტოვალუტის ანონიმური ფლობა.
მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”