close

მსოფლიო

ანალიტიკაასტრონომია - კოსმოსიეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

2017 წლის მნიშვნელოვანი სამეცნიერო მოვლენები

2017 წელი, სამეცნიერო თვალსაზრისით, მნიშვნელოვან წლად შეიძლება მივიჩნიოთ.

გამოცემა BBC-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც რამდენიმე საინტერესო მოვლენაზეა ყურადღება გამახვილებული:

ვარსკვლავების შეჯახება:

2017 წელს მეცნიერებმა აინშტაინის გრავიტაციული ტალღები ახალი წყაროდან – ორი მკვდარი ვარსკვლავის, ანუ ნეიტრონის ვარსკვლავების შეჯახებისგან აღმოაჩინეს. ამ ტალღების პირველი პირდაპირი აღმოჩენის შესახებ მეცნიერებმა 2016 წელს განაცხადეს, როდესაც Advanced LIGO ლაბორატორიებმა აღნიშნეს, რომ კოსმოსი ორი შორეული შავი ხვრელის შერწყმისგან წარმოიქმნა. მეცნიერების განცხადებით, დრო სივრცის რხევების აღმოჩენით თანამედროვე ასტრონომიაში ახალი ერა დაიწყო.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტელესკოპებმა გადაიღეს ნეიტრონის ვარსკვლავის შერწყმის დეტალები. აფეთქება მოხდა გალაქტიკაში, რომელიც დაახლოებით, ათასობით მილიარდი, მილიარდი კილომეტრის დაშორებით ე.წ. Constellation Hydra-ში მოხდა. ამ კატაკლიზმური მოვლენების შესახებ ზოგიერთი ფაქტი შემაძრწუნებელია. მაგალითად, ნეიტრონის ვარსკვლავები იმდენად მკვრივია, რომ ერთი ჩაის კოვზი ერთ მილიარდ ტონას აიწონის. გუნდმა შეძლო იმის დადასტურება, რომ ეს შეჯახებები სამყაროში არსებული ოქროსა და პლატინის წარმოქმნას განაპირობებს.

კასინის მისიის დასასრული

კასინის კოსმოსური ხომალდი 2004 წელს სატურნ სისტემაში ჩავიდა. ის 13 წლის მანძილზე ფუნქციონირებდა შეცვალა ჩვენი გაგება პლანეტისა და მისი მთვარეების შესახებ. მან აღმოაჩინა გეიზერები, მეთანის ტბები და ზღვები სატურნის უდიდეს მთავრე ტიტანზე და დააფიქსირა, თ როგორ შემოუარა პლანეტას გიგანტურმა შტორმმა.

საწვავის მარაგის ამოწურვის გამო ნასამ მისი განადგურების გადაწყვეტილება მიიღო სატურნის ატმოსფეროში შესვლის გზით. ორბიტიდან გადასვლა ნასამ განზრახ დაგეგმა და ეს აუცილებელი გახდა იმიტომ, რომ გამოერიცხა კასინის შეჯახების რისკი სატურნის რომელიმე მთვარესთან, რადგან ამ შემთხვევაში, შესაძლოა მომხდარიყო მათი დაბინძურება დედამიწისეული მიკრობებით. 2017 წლის 15 სექტემბერს, ხომალდი სატურნის ატმოსფეროში შევიდა, სადაც ის კომეტასავით დაიწვა.

ამერიკის უარი პარიზის შეთანხმებას

პირველ ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ,,ვარდების ბაღში” პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ამერიკა პარიზში ხელმოწერილ კლიმატის შეთანხმებას ემიჯნებოდა.

,,იმის გამო, რომ შევასრულო ჩემი ვალდებულება და დავიცვა ამერიკა და მისი მოქალაქეები, ამერიკა ემიჯნება პარიზის კლიმატის ხელშეკრულებას…თუმცა, დავიწყოთ მოლაპარაკებები, შევუერთდეთ პარიზის, ან სრულიად ახალ შეთანხმებას ისეთი პირობებით, რომელიც სამართლიანი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის, ” – განაცხადა ტრამპმა.

მრავალრიცხოვანი დედამიწები

3,500 პლანეტებისგან, რომლებიც ამჟამად ჩვენი მზის სისტემის მიღმა მდებარეობს, ზოგი საკმაოდ უცნაურია. არსებობს J1407b, შორეული სამყარო რგოლებით, რომლებიც 200-ჯერ უფრო დიდია ვიდრე ის რგოლები, რომლებიც პლანეტა სატურნს აკრავს გარს.

მაგრამ წელს, ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტარული სისტემა შვიდი დედამიწის ზომის პლანეტით. უფრო მეტიც, ეს სამყაროები, როგორც ჩანს, ჩაკეტილი არიან უცნაურ ,,რეზონანსში”, რადგან ისინი მათი მასპინძელი ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრაობენ. აღსანიშნავია, რომ ამ პლანეტებისგან სამი საცხოვრებლად ვარგის ზონაში მდებარეობს, სადაც წყალს ზედაპირზე თხევად მდგომარეობაში შენარჩუნება შეუძლია. სადაც წყალია, იქ სიცოცხლის შანსიც არსებობს.

ახლო ნათესავი

ივლისში მკვლევარებმა გამოავლინეს ხუთი უძველესი ადამიანის ნამარხი, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკაში არიან აღმოჩენილები. მათი საშუალებით დადგინდა, რომ ჩვენი სახეობა – Homo sapiens –  წარმოიშვა 100,000 წლით ადრე, ვიდრე აქმდე იყო აღიარებული. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ თანამედროვე ადამიანის “აკვანი” აღმოსავლეთ აფრიკაში არ ყოფილა და რომ ჩვენი წინაპარი მთელს კონტინენტზე ვითარდებოდა.

წლის კიდევ უფრო დიდი მოვლენა გახლდათ მეცნიერების აღმოჩენა იმის შესახებ, რომ 2015 წელს აღმოჩენილი 15  ჩონჩხის ნაშთები, რომელიც ჰომო ნალედის სახეობის ადამიანებს ეკუთვნოდა, 200, 000- 300,000 წლის იყო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰომო ნალედი არა თანამედროვე ადამიანის შორეული წინაპარი იყო, არამედ ჩვენივე სახეობის – ჰომო საპიენსის  ადრეული წარმომადგენლები გახდნენ.

გიგანტური აისბერგი

2017 წლის ივლისში ანტარქტიდის Larsen C-ის ყინულის შელფს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აისბერგი მოსწყდა.

მკვლევართა შეფასებით, გიგანტური აისბერგის ფართობი 6,000 კვ კმ- ია – დაახლოებით, უელსის ზომის მეოთხედი.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ Larsen C-ს ყინულის ხანის დასასრულიდან, დაახლოებით 11,700 წლის წინა პერიოდიდან, ასეთი მცირე მოცულობა არასდროს ჰქონია. არაერთი კვლევის ჩატარებაა საჭირო იმის გასარკვევად, თუ როგორ რეაგირებს შელფი კლიმატის ცვლილებებზე.

 

წყარო: http://www.bbc.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

გადაარჩენენ თუ არა მსოფლიოს უძველეს მუმიებს?

ჩრდილოეთ ჩილეში აღმოჩენილი მუმიები, რომლებიც, სულ ცოტა, 7000 წლით თარიღდებიან, შავი ლორწოთი იფარებიან და მეცნიერები პროცესის შეჩერებას ვერ ახერხებენ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ, „იუნესკოს“ მიმართა, მუმიები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს. ისინი იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების გაზრდილი ყურადღება მათ გამოსავლის მოძებნაში დაეხმარებათ.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ლორწო მუმიფიცირებულ კანში გაჩენილი ბაქტერიაა.

დაახლოებით 300 ადამიანის მუმია ჩილეში 90-იან წლებში აღმოაჩინეს. ისინი დაახლოებით ჩვ. წ. აღ.-მდე 5050 წლით თარიღდებიან და მსოფლიოში დღემდე აღმოჩენილ მუმიებს შორის უძველესები არიან. 

მუმიები დამზადებულია ადამიანებისგან, რომლებიც მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ და რომლებიც ჩინჩოროს ხალხის სახელით არიან ცნობილი. განსხვავებით ეგვიპტელებისგან, რომლებიც მხოლოდ ფარაონების მუმიფიცირებას ახდენდნენ, ჩინჩოროები ინახავდნენ ყველას მუმიას, განურჩევლად ასაკისა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ეგალიტარულ საზოგადოებას წარმოადგენდნენ.

მუმიების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ატაკამას უდაბნოში მშრალი ქვიშის ქვეშ იყვნენ შენახული ათასობით წლის განმავლობაში.

2015 წლიდან მუმიებმა დაშლა დაიწყეს. ბიოლოგები აცხადებენ, რომ მიზეზი მათთვის ამ დრომდე უცნობია.

მეცნიერები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ გადაარჩინონ იმ ადამიანის ნეშთები, რომლებიც ანტიკურ ეგვიპტელებამდე 2 ათასწლეულით ადრე ცხოვრობდნენ.

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიოფსიქოლოგია

,,კეტამინს” სუიციდური ფიქრების გაქარწყლება შეუძლია

ახალი კვლევის თანახმად, ,,კეტამინი” ბევრად უფრო ეფექტურია სუიციდური ფიქრების გაქარწყლებისთვის, ვიდრე ტრადიციული სედატიური საშუალებები.

ამ დასკვნა შეიძლება გახსნას გზები მძიმე დეპრესიით დაავადებულთა ახალი საშუალებებით მკურნალობისთვის.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ საანესთეზიო პრეპარატი შეიძლება ეფექტური ანტიდეპრესანტი იყოს, მაგრამ ეს კვლევა ფოკუსირებული იყო თვითმკვლელობაზე ფიქრზე და პოზიტიური ეფექტი პირველი 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა.

ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის გუნდის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ადრეა, ,,კეტამინს” სუიციდური ტენდენციების სამკურნალო სრულყოფილი და უნივერსალური საშუალება ვუწოდოთ, ის პერსპექტიულ ალტერნატივას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც  თანამედროვე მედიკამენტებისგან შედეგი არ აქვთ.

,,ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ ,,კეტამინი” შესაძლოა დეპრესიით დაავადებულ პაციენტებში სუიციდზე ფიქრი შეამციროს,” – აცხადებენ მეცნიერები.

,,კეტამინი” — საანესთეზიო კლასის პრეპარატია, რომელიც გამოიყენება, როგორც ანესთეზიის საშუალება მედიცინასა და ვეტერინარიაში. უფრო ხშირად გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლად და ბრონქოსპაზმის სამკურნალოდ.

ცოტა ხნის წინ ექიმებმა დაიწყეს შესწავლა, თუ როგორ შეიძლებოდა პრეპარატის დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენება მისი დაბალი დოზით მიღებით. გასულ წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ,,კეტამინმა” პაციენტთა სამ-მეოთხედში განწყობილების გაუმჯობესება გამოიწვია.

ახალი კვლევის ფარგლებში, ,,კეტამინის” დაბალი დოზა გამოიყენეს 80 მოხალისეში, რომლებიც თვითმკვლელობისკენ იყვნენ მიდრეკილები. 24 საათის შემდეგ ,,კეტამინმა” ამ ფიქრების კონტროლის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ეფექტური გახდა. აღსანიშნავია, რომ ექვსი კვირის შემდეგ ,,კეტამინის” დადებითი ეფექტი კიდევ უფრო გაძლიერდა.

არის თუ არა ჩატარებული კვლევა საკმარისი იმისათვის, რომ ექიმებმა ყველას, ვინც თვითმკვლელობაზე ფიქრობს, ,,კეტამინი” დაუნიშნოს? რა თქმა უნდა, არა.  კვლევაში აღწერილი გვერდითი მოვლენები,  არტერიული წნევის მომატება სისხლში და გარიყულობის გრძნობა, ყურადღებით უნდა იქნას გამოკვლეული.

კვლევა ,,American Journal of Psychiatry”-შია გამოქვეყნებული.

წყარო: sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოსაქართველო

ვიკიპედიის კონკურსში მესტიის ფოტო 15 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა

„ვიკის უყვარს ძეგლები“ (Wiki Loves Monuments) ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოკონკურსია. მას ორგანიზებას უწევენ ვიკიპედიის საზოგადოების წევრები ადგილობრივი ვიკიპედიელების დახმარებით. ამის შესახებ 1tv წერს.

მონაწილეები იღებენ ადგილობრივი მონუმენტებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოებს და ვიკისაწყობში (Wikimedia Commons) ტვირთავენ. კონკურსის მიზანია ხაზი გაუსვას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეიქმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ვიკიპედიაში და მის გარეთაც, ნებისმიერი ადამიანისთვის, თავისუფალი ლიცენზიით იქნება შესაძლებელი.

ვიკიპედიის ქართული განყოფილების ორგანიზებით, ბოლო ორი წელია, კონკურსში საქართველოც მონაწილეობს.

თითოეული მონაწილე ქვეყნიდან გადაგზავნილ საუკეთესო 489 ფოტოს შორის, საერთაშორისო ჟიურიმ 15 რჩეული გამოავლინა. მათ შორისაა მესტიის ფოტოც, რომელიც უკრაინელმა ფოტოგრაფმა დმიტრო ბალხოვიტინმა გადაიღო. სვანური კოშკებისთვის გადაღებულმა სურათმა მე-13 ადგილი დაიკავა.

 

 

წყარო:  imedinews

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკატექნოლოგიები

აშშ ჩრდილოეთ კორეას გლობალურ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

აშშ-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ,,პირდაპირ პასუხისმგებელია მალვე პროგრამა (ინგლ. Malware) WannaCry- ის თავდასხმაზე, რომელმაც წლის დასაწყისში დააზარალა საავადმყოფოები, ბიზნესი და ბანკები მთელ მსოფლიოში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად 150-მდე ქვეყანაში 150 000-ზე მეტი კომპიუტერი დაზიანდა, რამაც მილიარდობით დოლარის ზარალი გამოიწვია.

ბრალდება აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ თომას ბასერტმა გაზეთ ,,Wall Street Journal” – ში გააჟღერა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-მ ქვეყანა ვორმისთვის (Worm) ოფიციალურად დაადანაშაულა.

ბასერტი, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი გახლავთ, აცხადებს, რომ ბრალდება ,,მტკიცებულებას ეფუძნება”.  

ის გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში კონკრეტულ მტკიცებულებაზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ დასკვნები ემთხვევა სხვა ქვეყნების ხელისუფლებებისა და კერძო კომპანიების დასკვნებს.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ნოემბერში განაცხადა, რომ თავდასხმა ჩრდილოეთ კორეამ განახორციელა.

მაისში, კიბერ-თავდასხმის შედეგად Windows კომპიუტერების შინაარსები დაიბლოკა და მომხმარებლებს მოსთხოვეს, მონაცემების აღსადგენად გამოსსასყიდი გადაეხადათ. ევროპოლმა აღნიშნულ თავდასხმას ,,უპრეცედენტო” უწოდა.

,,იმ ფონზე, როცა ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ინტერნეტი უფრო უსაფრთხო გახდეს, პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვინც ზიანს მოგვაყენებს ან საფრთხეს შეგვიქმნის მიუხედავად იმისა, მარტო იმოქმედებენ ისინი, თუ კრიმინალური ორგანიზაციების ან მტრული სახელმწიფოების სახელით ,” – განაცხადა თომას ბასერტმა.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

ამერიკელი, იაპონელი და რუსი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩავიდნენ

ამერიკელი, იაპონელი და რუსი ასტრონავტების ტრიო სამშაბათს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩავიდა.

ამ ფაქტის ამსახველი კადრები NASA- ს სატელევიზიო ეთერში გავიდა.

კოსმოსური ხომალდით „სოიუზი“, რომელზეც იაპონიის Aerospace Exploration Agency- ის ფრენის ინჟინერი ნორიშიგე კანაი, NASA- ს ინჟინერი სკოტ თინგლი და რუსეთის Roscosmos-ის წამრომადგენელი ანტონ შკაფლეროვი იმყოფებოდნენ, დედამიწის ზემოთ დაახლოებით 400 კილომეტრში გრინვიჩის დროით 8:39 საათზე შევიდა დოკში.

ასტრონავტებმა დანიშნულ ადგილს ორდღიანი მგზავრობის შემდეგ მიაღწიეს. კოსმოსური ხომალდი ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაეშვა.

შკაფლოროვი, კანაი და თინგლი იმ სამ ასტრონავტს შეუერთდნენ, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სექტემბრიდან იმყოფებიან.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური (სკს) წარმოადგენს დასახლებად ხელოვნურ თანამგზავრს, რომელიც დედამიწის გარშემო მოძრაობს. სიგრძე 73 მეტრს შეადგენს, სიგანე – 108.5 მეტრს, სიმაღლე – 20 მეტრს, წონა კი დაახლოებით 450 000 კგ-ს. საშუალო სიჩქარეა 27 744 კმ/სთ, დედამიწის გარშემო ორბიტის პერიოდი კი – 92 წუთი და 37 წამი. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პირველი ნაწილი – მოდული „ზარია” გაუშვეს 1998 წლის 20 ნოემბერს. ის წარმოადგენდა მამოძრავებელ ძალას, ორიენტაციის მაკონტროლებელს, საკომუნიკაციო სისტემასა და ელექტროენერგიის წყაროს, თუმცა არ ჰქონდა ხანგრძლივ პერიოდში სიცოცხლისთვის მხარდამჭერი პირობები. 2 კვირაში გაუშვეს მოდელი „Unity”. სკს 2 წლის განმავლობაში დაუკომპლექტებელი რჩებოდა. 2000 წლის 12 ივლისს ორბიტზე გავიდა მოდული „ზვეზდა”. დამონტაჟდა მზის პანელები და საკომუნიკაციო ანტენები. დაემატა საძილე ოთახები, ტუალეტი, ჟანგბადის გენერატორები, სავარჯიშო მოწყობილობები, ხმისა და სატელევიზიო კომუნიკაციის სისტემები. ამან შესაძლებელი გახადა მუდმივი დასახლება.

სადგურს პირველი ეკიპაჟი 2000 წლის პირველ ნოემბერს ეწვია.

სადგურში მოქმედებს, როგორც მიკროგრავიტაციისა და კოსმოსური გარემოს კვლევის ლაბორატორია და ტარდება ექსპერიმენტები ბიოლოგიის, ფიზიკის, ასტრონომიის, მეტეოროლოგიისა და სხვა სფეროებში. გამოიცდება ისეთი სისტემები და აღჭურვილობები, რომლებიც საჭიროა მთვარესა და მარსზე გამგზავრებისთვის.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

ამერიკელი, იაპონელი და რუსი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩავიდნენ

ამერიკელი, იაპონელი და რუსი ასტრონავტების ტრიო სამშაბათს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩავიდა.

ამ ფაქტის ამსახველი კადრები NASA- ს სატელევიზიო ეთერში გავიდა.

კოსმოსური ხომალდით „სოიუზი“, რომელზეც იაპონიის Aerospace Exploration Agency- ის ფრენის ინჟინერი ნორიშიგე კანაი, NASA- ს ინჟინერი სკოტ თინგლი და რუსეთის Roscosmos-ის წამრომადგენელი ანტონ შკაფლეროვი იმყოფებოდნენ, დედამიწის ზემოთ დაახლოებით 400 კილომეტრში გრინვიჩის დროით 8:39 საათზე შევიდა დოკში.

ასტრონავტებმა დანიშნულ ადგილს ორდღიანი მგზავრობის შემდეგ მიაღწიეს. კოსმოსური ხომალდი ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაეშვა.

შკაფლოროვი, კანაი და თინგლი იმ სამ ასტრონავტს შეუერთდნენ, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სექტემბრიდან იმყოფებიან.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური (სკს) წარმოადგენს დასახლებად ხელოვნურ თანამგზავრს, რომელიც დედამიწის გარშემო მოძრაობს. სიგრძე 73 მეტრს შეადგენს, სიგანე – 108.5 მეტრს, სიმაღლე – 20 მეტრს, წონა კი დაახლოებით 450 000 კგ-ს. საშუალო სიჩქარეა 27 744 კმ/სთ, დედამიწის გარშემო ორბიტის პერიოდი კი – 92 წუთი და 37 წამი. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პირველი ნაწილი – მოდული „ზარია” გაუშვეს 1998 წლის 20 ნოემბერს. ის წარმოადგენდა მამოძრავებელ ძალას, ორიენტაციის მაკონტროლებელს, საკომუნიკაციო სისტემასა და ელექტროენერგიის წყაროს, თუმცა არ ჰქონდა ხანგრძლივ პერიოდში სიცოცხლისთვის მხარდამჭერი პირობები. 2 კვირაში გაუშვეს მოდელი „Unity”. სკს 2 წლის განმავლობაში დაუკომპლექტებელი რჩებოდა. 2000 წლის 12 ივლისს ორბიტზე გავიდა მოდული „ზვეზდა”. დამონტაჟდა მზის პანელები და საკომუნიკაციო ანტენები. დაემატა საძილე ოთახები, ტუალეტი, ჟანგბადის გენერატორები, სავარჯიშო მოწყობილობები, ხმისა და სატელევიზიო კომუნიკაციის სისტემები. ამან შესაძლებელი გახადა მუდმივი დასახლება.

სადგურს პირველი ეკიპაჟი 2000 წლის პირველ ნოემბერს ეწვია.

სადგურში მოქმედებს, როგორც მიკროგრავიტაციისა და კოსმოსური გარემოს კვლევის ლაბორატორია და ტარდება ექსპერიმენტები ბიოლოგიის, ფიზიკის, ასტრონომიის, მეტეოროლოგიისა და სხვა სფეროებში. გამოიცდება ისეთი სისტემები და აღჭურვილობები, რომლებიც საჭიროა მთვარესა და მარსზე გამგზავრებისთვის.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

რა გამოიკვლია ,,მფრინავ თეფშებზე” კომპანიამ, რომელიც პენტაგონმა 22 მილიონი დოლარით დააფინანსა?

2008 წლიდან 2011 წლამდე პენტაგონმა საიდუმლოდ დააფინანსა პროგრამა, რომლის მიზანი ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისგან (UFOs) გამოწვეული საფრთხეების გამოკვლევა და გამოძიება იყო.

The New York Times-ის ინფორმაციით, თანხის ოდენობა, რომლითაც The Advanced Aerospace Threat Identification Program-ი დააფინანსეს 22 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა. პროგრამა თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს ფარგლებში სენატორ ჰარი რეიდის მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ 2012 წელს პროგრამის დაფინანსება შეწყვიტა, მან არსებობა სამხედრო დაზვერვის თანამშრომლის ლუის ელიზონდოს ხელმძღვანელობით განაგრძო.

ელიზანდო თანამდებობიდან „პენტაგონის მიერ მისი საქმიანობის მიმართ გამოჩენილი არასაკმარისი ყურადღებისა და დაფინანსების“ გამო გადადგა.

პროგრამის დაწყების პირველ წლებში პენტაგონმა რობერტ ბიგელოუს კუთვნილ აეროკოსმოსურ კომპანიას 22 მილიონი აშშ დოლარიდან უმეტესი ნაწილი გადაურიცხა. კომპანია მილიარდერ ბიზნესმენს, რობერტ ბიგელოუს, ეკითვნოდა. ის ,,აბსოლუტურად დარწმუნებულია” იმაში, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ.

ბიგელოუ რეიდის ახლო მეგობარი იყო და სენატორი თავიდანვე დააინტერესა უცხო პლანეტელებითა და  ამოუცნობი მფრინავი ობიექტებით. მან რეიდის საარჩევნო კამპანიები ორჯერ, 2004 და 2010 წლებში დააფინანსა.

ეს აშშ-ის ხელისუფლების მიერ ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა და სხვა იდუმალი კოსმოსური ფენომენის  გამოძიების პირველი შემთხვევა არაა.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემა საკამათო 1947 წლიდან გახდა, როდესაც ე.წ. როსვეველის ინციდენტი მოხდა, სადაც დისკის ფორმის საფრენი ობიექტი როსველში, ნიუ მეხიკოში, მდებარე რანჩოს დაეჯახა.

აშშ-ის სამხედრო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს იყო სტანდარტული ჰაეროსტატი, მაგრამ ენთუზიასტები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სიმართლე დამალა.

მათ, ვინც ეჭვქვეშ აყენებენ როსველის ინციდენტის მთავრობის ვერსიას, კრიტიკოსები შეთქმულების თეორეტიკოსებს უწოდებენ, თუმცა რეიდის მსგავსი აეროკოსმოსის მკვლევარები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმური გამართლება აქვს იმისთვის, რომ ამოუცნობი ფენომენის ასახსნელად ფული და სხვა რესურსი გამოიყენოს.

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიო

მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა საშობაო ბარათი შექმნეს

ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა საშობაო ბარათი შექმნეს.

 იგი იმდენად პატარაა, რომ ერთ სტანდარტულ საფოსტო მარკაში 200 მილიონზე მეტი ასეთი ბარათი ეტევა.

ეროვნული ფიზიკური ლაბორატორიის (NPL) მიერ შექმნილი ბარათი 15 x 20 მიკრომეტრია. ერთი მიკრომეტრი მეტრის მემილიონედია.

ის დამზადებულია პლატინით დაფარული სილიკონის ნიტრიდისგან და ილუსტრირებულია ფოკუსური იონის სხივის გამოყენებით. ბარათის საფარზე,  წარწერა ,,სეზონის მილოცვების” ზემოთ თოვლის კაცია ამოკვეთილი, ხოლო შიგნიდან გზავნილის შინაარსი წერია.

ეროვნული ფიზიკური ლაბორატორიის წარმომადგენელი, დოქტორი დევიდ კოქსი აცხადებს, რომ ტექნოლოგია, რომელიც ბარათის შესაქმნელად გამოიყენეს, ძალიან პრაქტიკულია. 

,,ჩვენ ვიყენებთ იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც საშუალებას იძლევიან გაზომონ მასალებში უკიდურესად მცირე მახასიათებლების სისქე, ეს ნამდვილად საინტერესო გამოგონებაა “, – აცხადებს კოქსი.

აღსანიშნავია, რომ ახალი ბარათის შექმნამდე ყველაზე მცირე მისალოცი საშობაო ბარათი 200 x 209 მიკრომეტრი იყო.

წინა პატარა საშობაო ბარათმა 200 x 209 მიკრომიტრი გაზარდა და მათი ძალისხმევა 100-ჯერ უფრო მცირეა. ეროვნული ფიზიკური ლაბორატორიის ბარათი კი მასზე დაახლოებით 100-ჯერ მცირეა.

წყარო: https://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაკომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკასამართალიტექნოლოგიები

საფრანგეთის სკოლებში მობილური ტელეფონის გამოყენება აიკრძალება

საფრანგეთის ხელისუფლება მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებას აკრძალავს. მოსწავლეებს შეეძლებათ მობილურის სკოლაში მიტანა, თუმცა ვერ გამოიყენებენ მას სასწავლო პროცესის დასრულებამდე. ინიციატივა ჯერ კიდევ ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მობილურის გამოყენება გაკვეთილის დროს უკვე აკრძალულია, ახალი კანონმდებლობით, ბავშვები ვერ გამოიყენებენ მას ლანჩისა და შესვენების დროსაც.

როგორც საფრანგეთის განათლების მინისტრი აღნიშნავს, კანონმდებლობა ძალაში 2018 წლის სექტემბრიდან შევა და შეეხება 6-დან 15 წლამდე ყველა მოსწავლეს. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მობილური სასწავლო მიზნითაც შეიძლება გამოიყენებოდეს, კონტროლი უცილებელია.

კანონმდებლობის მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, რაც სკოლებში ტელეფონის გამოყენების აკრძალვის გარდა გულისხმობს, რომ, სასურველია, 7 წლამდე ასაკის ბავშვები ეკრანებს საერთოდ მოვარიდოთ. ამასთან, დადგენილია კავშირი მობილურ ტელეფონებს, ინტერნეტს, სოციალურ მედიასა და ახალგაზრდების ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობას შორის. ახალი კანონმდებლობით, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ დღის განმავლობაში მინიმუმ 6 საათი ეკრანების გარეშე გაატარონ, ამით კი, ვითარდება მათი კონცეტრაციისა და სოციალიზაციის უნარებიც.

ლონდონის ეკონომიკის სკოლამ ჩაატარა კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ სკოლებში, სადაც სრულიად აიკრძალა მობილურის გამოყენება, 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს 6.5 %-ჯერ უკეთესი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილი ინიციატივას უარყოფითად აფასებს, რადგან, მათივე განცხადებით, მობილური მშობლებისთვის ბავშვების კონტროლის უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმირების პროცესშია და ჯერ კიდევ უცნობია, როგორი იქნება საბოლოო აღსრულების მექანიზმი, გადაწყვეტილება საბოლოოა.

წყარო: the Guardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 67 68 69 70 71 90
Page 69 of 90