close

მსოფლიო

ეკოლოგიამსოფლიო

ამერიკის ყველაზე დაბინძურებული ქალაქები

ამერიკის ძირითადი მოსახლოება დაბინძურებულ ქალაქებში ცხოვრობს, რაც მათ ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს, ძირითადად, ქალაქები სავსეა შენობა-ნაგებობებითა და ავტომობილებით, რაც ძლიერ აბინძურებს ჰაერს.

ჰაერის დაბინძურება უამრავ დაავადებას იწვევს, რაც შემდგომში სავალალო შედეგამდე მიდის ხოლმე, ,,ბიზნეს ინსაიდერმა” წარადგინა ამერიკის 5 ყველაზე დაბინძურებული ქალაქი, ასეთი გამოკვლევების შემდეგ შესაძლებელია იქ მცხოვრებ ხალხს შთაბეჭდილება შეეცვალოს საცხოვრებელ ადგილზე და დატოვონ კონკრეტული ქალაქები.

  1. Visalia, California
  2. Bakersfield, California
  3. Fresno, California
  4. San Francisco, California
  5. Los Angeles, California

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიკულტურამსოფლიო

,,მონა ლიზას შიშველი ესკიზი საფრანგეთში აღმოაჩინეს” – BBC

,,ნახშირით შესრულებული შიშველი ქალის პორტრეტი, რომელიც 150 წელია საფრანგეთში, კონდეს მუზეუმში ინახება, შესაძლოა, ,,მონა ლიზასესკიზი ყოფილიყო,“ – წერს BBC.

ადრე მიიჩნეოდა, რომ მონა ვანას სახელით ცნობილი ქალის პორტრეტი ლეონარდო და ვინჩის სტუდიაში იყო შესრულებული. ახლა კი – ექსპერტები ამბობენ, რომ მხატვარს თვითონ შეეძლო ორივე ტილოს შესრულება. ლუვრში ექსპერტიზის შემდეგ, კურატორების თქმით, შიშველი ქალის პორტრეტი ,,სანახევროდ მაინც” და ვინჩიმ შეასრულა.

კონდეს კურატორიმატიე დელდიკი მიიჩნევს, რომ შიშველი ქალის პორტრეტი ,,მონა ლიზასშესასრულებლად გამზადებული ესკიზია. ლუვრის რესტავრატორის თქმით, ტილო ,,საკმაოდ მაღალი ხარისხისაა” და შექმნის დრო ლეონარდო და ვინჩის სიცოცხლის წლებს ემთხვევა.

ორივე ნახატზე ხელები და ტანი თითქმის იდენტურია, ასევე, ტილოები ერთი ზომისაა. შიშველი ქალის პორტრეტზე არის პატარა ნახვრეტები, რომლებიც, სავარაუდოდ, ,,მონა ლიზას“ კონტურების გასავლებად იყენებდნენ. მიუხედავად ასეთი მსგავსებისა, ნახატის ზედა ნაწილში, თავის გარშემო, კონტურები გაკეთებულია მარჯვენა ხელით, მაშინ, როდესაც ლეონარდო და ვინჩი ცაცია იყო.

ექსპერტები საბოლოო დასკვნებს არ აკეთებენ, რადგან გამოკვლევები ჯერ კიდევ გრძელდება. მათივე თქმით, წინ საკმაოდ დიდი სამუშაო ელოდებათ.

ლეონარდო და ვინჩის ნახატი – ,,მონა ლიზა“, იგივე ,,ჯოკონდა“, დღემდე რჩება რენესანსის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მსოფლიო ხელოვნებისთვის მნიშვნელოვან ნამუშევრად. მიიჩნევა, რომ პორტრეტზე გამოსახული ქალი არის ფლორენციელი ვაჭრის – ფრანჩესკო ჯოკონდოს ცოლი, ლიზა გერარდინი. და ვინჩიმ „მონა ლიზას“ ხატვა, სავარაუდოდ, 1503 წელს დაიწყო და რამდენიმე წლის განმავლობაში დაუსრულებელ ნახატს სულ თან დაატარებდა. ნახატი გამოფენილია ლუვრში.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

პოლონეთში გაზრდილ მიგრანტთა რაოდენობის გასაპროტესტებლად ნაციონალისტური მარში გაიმართა

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გასულ კვირას, ნაციონალისტური მარში გაიმართა ვარშავაში, რომელშიც მონაწილეობას პოლონეთის პოლიციის შეფასებით, 60 000-მდე ადამიანი იღებდა – არა მხოლოდ პოლონეთიდან, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც.

აქციის მონაწილეების მთავარი მოტივი პოლონეთში გაზრდილი მიგრანტთა რაოდენობის გაპროტესტება გახლდათ. სლოგანებით გამოხატული პროტესტი დევნილთა პოლონეთიდან გადევნისა და ე. წ ისლამური ჰოლოკოსტის მოწყობის სურვილს აღნიშნავდა. სლოგანებზე, ასევე, წაიკითხავდით: „სიკვდილი ჩვენი სამშობლოს მტრებს!“ და „კათოლოკური პოლონეთი, არა სეკულარული!“.

აქცია პოლონეთის მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე ჯგუფების ორგანიზებით გაიმართა. ნაციონალური მარშის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია „ეროვნული რადიკალური ბანაკია“, რომელმაც მანამდეც მოახერხა საპროტესტო აქციების ორგანიზება იმიგრაციის, სექსუალური უმცირესობების უფლებებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ, რომელიც, ორგანიზაციის აზრით, ძირს უთხრის პოლონეთის კათოლიკურ ღირებულებებს.

უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებში პოლონეთის ნაციონალისტური ტალღები არც ისე ძლიერი იყო. თუმცა, წელს მოვლენები სხვაგვარად ვითარდება. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მთავარი მიზეზი თავად პოლონეთის ხელისუფლების მემარჯვენე და ნაციონალისტურ იდეოლოგიაში უნდა ვეძიოთ, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა იმიგრაცია და  გაზრდილი კრიმინალის დონე. ამან, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა საზოგადოებრივ აზრზე და უფრო გაზარდა შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის მაჩვენებელი პოლონეთის მოსახლეობაში.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდრეი დუდამ, ფორმალურად მიულოცა პოლონელებს დამოუკიდებლობის დღე- 13 ნოემბერი და თანამოქალაქეებს მოუწოდა, რომ ახსოვდეთ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვიის გაღებული მსხვერპლი.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნა: „ჩვენ ვამაყობთ, რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბა პოლონეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ეს ნამდვილად თვალისმომჭრელი სანახაობაა“.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში დამოუკიდებლობის დღე 1918 წლიდან აღნინიშნება და პრუსიის, ჰაბსბურგთა და რუსეთის იმპერიის 123 წლიანი მმართველობისგან გათავისუფლების სიმბოლოა. ბოლო რამდენიმე წელია, რაც პოლონეთის მემარჯვენე ნაციონალისტური ჯგუფები სწორედ ამ დღეს უკავშირებენ საპროტესტო აქციებისა თუ მსვლელობების გამართვას. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, წელს მსვლელობა უფრო მეტად რადიკალური და მრავალრიცხოვანი იყო და მას დამსახურებულად მიენიჭა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაციონალისტური მარშის სტატუსი.

 

წყარო: the Washington post, cnn.com

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაენერგეტიკაკვლევებიმსოფლიო

„დრო იწურება“ – 15 000 მეცნიერი კაცობრიობას დედამიწის საგანგაშო მომავლის შესახებ აფრთხილებს

,,დოქტრინამ” რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზათ ფიზიკოს სტივენ ჰოუკინგის განცხადება დედამიწის შესაძლო ,,დასასრულისა” და ალტერნატიული საცხოვრებელის მოძიების შესახებ. როგორც ჩანს, ინგლისელი მეცნიერი სულაც არ არის მარტო და მის მოსაზრებას 15 000-მდე მეცნიერი იზიარებს. ისინი ამბობენ, რომ თუკი კაცობრიობა არ მიიღებს მკაცრ ზომებს, დედამიწას გამოუსწორებელ ზიანს ვეღარ ავაცილებთ თავიდან. 

14 ნოემბერს გამოქვეყნდა სტატია სათაურით – „მსოფლიო მეცნიერთა გაფრთხილება კაცობრიობას: მეორე შეტყობინება“. ამ სტატიას ხელს 15 000-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს 184 ქვეყნიდან აწერს ხელს, ხელმოწერების რაოდენობა კი იმატებს.

საინტერესოა, რომ მსგავსი მესიჯით 1992 წელს საზოგადოებას 1 700-ზე მეტმა მეცნიერმა მიმართა, მათ შორის, ბევრი ნობელის პრემიის ლაურეატიც კი იყო. ცხადია, ბევრი არაფერი შეცვლილა.

„ეს არის აურაცხელი პასუხი იმაზე, რომ ჩუმად ყოფნა და ლოდინი აღარ შეგვიძლია“, — ამბობს სტატიის თანაავტორი, სიდნეისა და დიკინის უნივერსიტეტების მეცნიერ-თანამშრომელი თომას ნიუსამი

1992 წლის რეპორტი გამოყოფდა ცხრა სხვადასხვა სფეროს, რომლებსაც გაუმჯობესება ესაჭიროებოდა; მათ შორის იყო – ოზონის გამოფიტვა, ტყეების ჩეხა, კლიმატის ცვლილება და მოსახლეობის რაოდენობის ზრდა.

ერთადერთი დადებითი ფაქტი, რომელიც მკვლევარებმა გამოავლინეს, არის ის, რომ თავდაპირველ დოკუმენტში ხაზგასმული გაუმჯობესების ექვსი სფეროდან, წარმატებით გადაიჭრა მხოლოდ ოზონის ხვრელის პრობლემა. NASA-სა და NOAA-ს მეცნიერთა ცნობით, სწორედ ამ თვეში, თანამგზავრებიდან ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენა, რომ ანტარქტიდის თავზე, ოზონის ფენაში არსებული ხვრელი ყველაზე მეტად დაპატარავდა 1988 წლის შემდეგ.

2017 წელს გამოქვეყნებულ წერილში კი შეფასებულია, რამდენად იმოქმედა გაფრთხილებამ საზოგადოებას და ის ტენდენციები, რომლებიც, ფაქტობრივად, იდენტურია 25 წლის წინანდელი ვითარებისა. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, კაცობრიობამ არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.

რეპორტის ყველაზე საგანგაშო პუნქტები შემდეგია:

მტკნარი წყლის ოდენობის 26 პროცენტით შემცირება ერთ სულ მოსახლეზე;
120 მლნ ჰექტარი ტყიანი ტერიტორიის დაკარგვა;

დედამიწაზე 29 პროცენტითაა შემცირებული ძუძუმწოვრების, რეპტილიების, ამფიბიების, ფრინველებისა და თევზების რიცხვი;
ოკეანის მკვდარი ზონების 75%-იანი ზრდა.

სტატიის მიხედვით, ადამიანმა უკვე დაუდო საფუძველი მეექვსე მასობრივ გადაშენებას. ასე რომ, მკვლევარების აზრით, 2100 წლიდან ამ პროცესს უნდა ველოდოთ.

მეცნიერების თქმით, ამ ტენდენციების გაგრძელება ბიომრავალფეროვნების დაკარგვის წინაპირობად იქცევა.

გარემოს კატასტროფათა მნიშვნელოვანი ნაწილი გამოწვეულია ადამიანთა რაოდენობის ზრდით – 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9 მილიარდს გადააჭარბებს. 

სტატიაში არის მოწოდება გავლენიანი პირებისადმი, რომ არ დაიშურონ ძალისხმევა და დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები – მეტი ინვესტიცია ჩადონ განახლების შესაძლებლობის მქონე ენერგიაში, ასევე, კვლევებში და წიაღისეული საწვავის სუბსიდირებაში. თავად საზოგადოებას კი, რესურსების გონიერ გამოყენებაში სთავაზობენ გამოსავალს.

დაბოლოს, მეცნიერებს ხელმოწერა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.

 

წყარო:  BioScience, sciencedaily.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიამსოფლიო

ვანის ტბაში უძველესი ნანგრევები აღმოაჩინეს?

ვანის ტბაში უძველესი ნანგრევები აღმოაჩინეს, რომელიც, მეცნიერების ვარაუდით, სამი ათასი წლით თარიღდება. ნანგრევებს  ვანის ტბაში 10 მეტრის სიღრმეზე მიაგნეს. 

ვანის ტბა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ამბავს თურქული მედია ავრცელებს და აქვე დასძენს ადგილობრივი ხელისუფლების კომენტარს, რომელიც  თურქეთის უძველესი მემკვიდრეობის შესწავლის მნიშვნელობაზე საუბრობს, რათა ქვეყნის ისტორიული კონტექსტი კიდევ უფრო გამოიკვეთოს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ამ აღმოჩენებმა და კიდევ სხვა ჯერ კიდევ უცნობმა ,,საიდუმლოებებმა” შესაძლოა ენთუზიასტი მყვინთავები და არქეოლოგები მოიზიდოს, რაც  დადებითად აისახება ქვეყნის ტურიზმზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობამსოფლიოტრანსპორტი

ლას ვეგასში ნახევრადთვითმმართავი ავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა

21-ე საუკუნეში ალბათ ყველა ადამიანმა იცის, რომ ტექნოლოგიის ინდუსტრია დღითი დღე წინ მიიწევს, არც თუ ისე დიდიხნის წინ წარადგინეს თვითმავალი ავტობუსები სხვადასხვა ქვეყანაში და როგორც ცნობილია, საკმაოდ კარგად მუშაობს ეს ინოვაცია. 
როგორც ცნობილი გახდა, ლას ვეგასში, ოთხშაბათს, პირველად გამოუშვეს თვითმმართავი ელექტროავტობუსები, რომელშიც 8 მგზავრი თავსდება და საკმაოდ კომფორტულადაა მოწყობილი. გამოშვების დღესვე მოხდა პირველი ავარია, საბედნიეროდ, არანაირი მსხვერპლი არ მოჰყოლია შემთხვევას და ამერიკის ავტომობილთა ასოციაციამ დაადგინა, რომ დამნაშავე იყო სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელსაც პროდუქტი გადაჰქონდა დანიშნულების ადგილზე.

 

წყარო: Businessinsider.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწამსოფლიო

ერაყსა და ირანში დამანგრეველ მიწისძვრას, სულ მცირე, 332 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყისა და ირანის საზღვარზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, სიმძლავრემ 7.3 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 332 ადამიანი გარდაიცვალა 2,500 კი დაშავდა.

ყველაზე დიდი დარტყმა ერაყის საზღვრიდან დაახლოებით 15 კმ-ში, ირანის კერმანშაჰის პროვინციაში განხორციელდა, სადაც 236-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

ირანის სეისმოლოგიურმა ცენტრმა დაახლოებით 118 ბიძგი გამოავლინა. ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელის განცხადებით, 70,000 ადამიანს თავშესაფარი ესაჭიროება.

მიწისძვრამ  მეწყერები გამოიწვია, რაც სამაშველო ოპერაციებს აფერხებს. ირანის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სულ მცირე 14 პროვინცია დაზარალდა.

 

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოსამართალი

აშშ-ში მასობრივი მკვლელობის შემთხვევების რაოდენობა იზრდება

ბოლო მასობრივი მკვლელობა აშშ-ში, ტეხასში, ნოემბრის დასაწყისში იყო. დამნაშავემ ცეცხლი ეკლესიაში გახსნა, რასაც 26 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევა კი – კლასიფიცირდა, როგორც მე-5 ყველაზე საშინელი მასობრივი მკვლელობა აშშ-ის ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო 18 თვის მანძილზე აშშ-ში 3 ყველაზე მასშტაბური მასობრივი მკვლელობა იყო, ბოლო 35 წლის განმავლობაში.

  • ლას ვეგასის შემთხვევა. 1-ლი ოქტომბერი, 2017 წ – დაიღუპა 58 ადამიანი;
  • ღამის კლუბ „ორლანდოში“ განხორციელებუული მასობრივი მკვლელობა. 12 ივნისი, 2017 წ. – დაიღუპა 49 ადამიანი;
  • ვირჯინიაში განხორრციელებული მასობრივი მკვლელობა. 16 აპრილი, 2007 წ. – დაიღუპა 32 ადამიანი;
  • სენდი ჰუკის სკოლაში განხორციელებული მასობრივი მკვლელობა. 14 დეკემბერი, 2012 წ. – დაიღუპა 27 ადამიანი;
  • ტეხასის ეკლესაში განხორციელებული მასოვბრივი მკვლელობა. 5 ნოემბერი, 2017 წ. – დაიღუპა 26 ადამიანი;

მსგავსი ძალადობრივი ქმედება საკმაოდ ხშირია აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში: მასობრივი მკვლელობები გახდა უფრო ხშირი და მომაკვდინებელი.

აღნიშნულ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Mother Jones-ი“ ავრცელებს, რომელსაც შექმნილი აქვს სპეციალური მონაცემთა ბაზა, აქ შეყვანილია 1982 წლის შემდეგ მომხდარი ყველა მასობრივი მკვლელობა, რომელიც „დამნაშავემ განახორციელა საჯარო სივრცეში და გამოიწვია 3 ან მეტი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი“ .

სიკვდილიანობის მინიმალური მაჩვენებელი 2013 წლამდე 4 ადამიანი იყო. თუმცა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დროს,  მაჩვენებელი 3-მდე ჩამოვიდა.

სრული მონაცემთა ბაზის ნახვა შესაძლებელია აქ.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, დღეს მასობრივი მკელობების შემთხვევებს შორის უფრო ნაკლები დროის შუალედია, გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა კი უფრო გაიზარდა. 1990-იან წლებში გარდაცვლილ ადამიანთა საშუალო მაჩვენებელი 159 იყო. 2000-იან წლებში ის 171-მდე გაიზარდა, დღეს კი მაჩვენებელი რეკორდულ 381-ს აღწევს.

ორგანიზაცია ,,Mother Jones-ის“ მიხედვით, არსებულ შემთხვევებს სულ უფრო ნაკლები ყურადღება ეთმობა მედიის მხრიდანაც, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შემთხვევები გახდა უფრო ხშირი. ტეხასის ეკლესიაში მომხდარ შემთხვევამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, 47 წლის სკოტ ოსტერმა ,,Walmart-ის“ სუპერმარკეტში სასიკვდიოლოდ დაჭრა 2 კაცი და 1 ქალი.

აღსანიშნავია, რომ მასობრივი მკვლელობების შემთხვევების გაზრდილი მაჩვენებლები უნდა განიხილებოდეს აშშ-ში ზოგადად გაზრდილი ძალადობრივი ქმედებების პარალელურად. ყოველწლიურად 33 000-მდე შემთხვევა ვლინდება, როდესაც მსხვერპლი სასიკვდილოდ დაშავდა ისეთ ძალადობრივ შემთხვევაში, რომელშიც სასროლი იარაღი იყო გამოყენებული. მასობრივი მკვლელობები კი ამ მაჩვენებლის მხოლოდ 1,5 %-ია.

 

წყაროები: The Guardian, Washington Post

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული, მაგრამ გემრიელი კერძები

ერთ–ერთი ყველაზე კარგი ხერხი, რომ გასინჯოთ მსოფლიოში საუკეთესო კერძები, არის ის, რომ იმოგზაუროთ ყველგან და გაეცნოთ თითოეული ქვეყნის კულტურასა და ადათ-წესებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებს ყველანაირი კერძით, მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის სურვილია საჭირო და ასევე საკმარისი თანხა, რადგან, როგორც ცნობილია, ამ მომსახურეობას ვერ მიმართავს ყველა ადამიანი – ის საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

ასევე, კომპანია სთავაზობს მომხმარებელს შეარჩიონ სასურველი კერძი საუკეთესო ხარისხითა და გემოთი.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” სცადა შემოეთავაზებინა ყველაზე აქტუალური კერძები და ადგილები, რასაც სთავაზობენ მომხმარებელს:

  1. “Sumblimotion” – იბიცა
  2.  ”Ultraviolet” –  შანხაი, ჩინეთ
  3. Masa”-  ნიუ-იორკი
  4. “L’Arpege” – პარიზი, საფრანგეთი
  5. “Saison”- სან ფრანცისკო, კალიფორნია

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

ამერიკის ყველაზე დიდი სამეცნიერო გამოკვლევები

  მეცნიერული გამოკვლევები ძალიან დიდ როლს თამაშობენ მსოფლიოს წინსვლასა და განვითარებაში, ყველა ქვეყანას უძველესი დროიდან აქვს საკუთარი მეცნიერული აღმოჩენები, რაც ადასტურებს იმას, რომ დღითი დღე უფრო კარგად ვითვისებთ დედამიწას და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი გავიგოთ მის შესახებ.

მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ოცდამეერთე საუკუნემდე აშშ–ის ყველა შტატმა დააგროვა საკუთარი მეცნიერული მნიშვნელოვანი გამოკვლევა, ,,ბიზნეს ინსაიდერმა“ გადაწყვიტა წარედგინა რამდენიმე გამოკვლევა იმ დიდი სიიდან, რომელიც   მოიპოვება აშშ–ში:

  1. რაკეტა სატურნისთვის
  2. პირველი სატელეფონო ზარი
  3. პრეისტორიული კატა
  4. მიკროსკოპი
  5. მექანიკური მაღვიძარა

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 71 72 73 74 75 90
Page 73 of 90