close

მსოფლიო

კვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

მეცნიერებმა ტვინის უჯრედების მსგავსად მოქმედი მიკროჩიპები შექმნეს

 მკვლევარებმა შეიმუშავეს კომპიუტერული ტექნოლოგია, რომელიც ნერვის სინაფსის ფუნქციონირების იმიტირებისთვის სინათლეს იყენებს. ეს კი დასამაბს აძლევს მოწყობილობას, რომელიც აერთიანებს თანამედროვე პროცესორების სიჩქარესა და გონებრივი შესაძლებლობების ეფექტურობას.

ტვინი და კომპიუტერი ორივე არის სისტემა, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის მოდელირება, მანიპულირება და შენახვა.

კომპიუტერებში დამონტაჟებული პროცესორები ფუნქციონირებისთვის ახდენენ ელექტრონული იმპულსებისა და  პატარა ჩამრთველ-გამომრთველების კომბინირებას, ხოლო ნეირონები სინაფსებს შორის იმპულსების გასავრცელებლად ქიმიურ ტიდებს იყენებენ.

განსხვავება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მეხსიერებისა და ენერგიის მოხმარება მიმდინარეობს – ვერცერთი აპარატი ვერ ახერხებს ადამიანის ტვინის ეფექტურობისა და შენახვის შესაძლებლობები ჰქონდეს.

ოქსფორდის, მიუნსტერისა და ექსტერის უნივერსიტეტების მკვლევართა გუნდმა კომპიუტირების „წმინდა გრაალი“ – სინაფსის მსგავსად მოქმედი ფოტონური ინტეგრირებული ციკლი შექმნეს.

თქვენს კომპიუტერს არ აქვთ ცენტრალური პროცესორი წინ და მყარი დისკი უკან. განშტოებულ ქსელში დაკავშირებული ნეირონები, რომლებიც გამოყოფილი არიან პატარა სინაფსური ხიდებით, ყველა ერთ პროცესორებსა და შესანახ მოწყობილობებში იმყოფებიან.

ფუნქციონირებისთვის ნერვის მემბრანის არხები იღება და იკეტება და დამუხტული იონის პულსებს აგზავნის. ამ პროცესის მედიატორი ნერვების განშტოებების ბოლოს სხვა ქიმიური პროცესები გახლავთ და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა – ტალღის სიძლიერე ან სიხშირე.

ნერვის ბოლოში არსებული მცირე ნახტომი ნერვული დამუშავების საქმიანი დასასრულია, რომელიც მოქმედებს როგორც საგზაო მოძრაობის კონტროლის ოფიცერი, რომელიც აფერხებს ან აჩქარებს სიგნალს.

სინაფსური პლასტიკურობა, აღნიშნულ საკონტროლო პუნქტში შესული ცვლილებების აღრიცხვით შეგვიძლია შევისწავლოთ, როგორ ვსწავლობთ და ვამუშავებთ ახალ ინფორმაციას – რაღაცას ვაძლიერებთ, ხოლო რაღაცას – ვშლით.

 ე.წ. ნეირომოორფული კომპიუტერია ისწრაფვის ამ  დამუშავებისა და დამახსოვრების ერთ სისტემაში კომბინირების ხერხი გაიმეოროს, რაც ბიოლოგიასა და ხელოვნურ ინტელექტს კიდევ უფრო აახლოვებს.

ამ ხერხით შესაძლებელია პროცესორს იგივე გავაკეთებინოთ, რასაც სინაფსი აკეთებს.

გუნდის ხელოვნური სინაფსი ეფუძნება ფაზა-შეცვლის მასალის (PCM) სტრუქტურებს, რომელიც ინახავს და ავრცელებს მნიშვნელოვანი რაოდენობას ენერგიას ვინაიდან ის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის.

 მიუხედავად იმისა, რომ კონცეფცია ახალია, ეს გახლავთ პროცესის პრაქტიკაში გამოყენების პირველი შემთხვევა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ „ ელექტრონული კომპიუტერი შედარებით ნელია და რაც უფრო ვაძლიერებთ მათ, მით უფრო მეტ ენერგიას მოიხმარენ. ჩვეულებრივი კომპიუტერები ასევე საკმაოდ”,,მუნჯები “არიან და არცერთ მათგანს ადამიანის ტვინის შესწავლისა და პარალელური დამუშავების შესაძლებლობა არ აქვთ.

სინათლეზე დაფუძნებული ნეირომოორფული პროცესორები კი გონებისა და მანქანის იდეალური ერთიანობაა.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

სენსაციური აღმოჩენა: ძველი ჩინური მელანი კიბოს უჯრედებს კლავს

საუკუნეების მანძილზე ჩინელი მხატვრები და კალიგრაფისტები მელანს სხვადასხვა ამბის გადმოსაცემად იყენებენ, თუმცა, შესაძლოა, მათმა მედიატორმა ახალი დანიშნულებაც შეიძინოს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტრადიციულ, მცენარეულ ჩინურ მელანს, რომელსაც Hu-Kaiwen მელანს უწოდებენ, გამორჩეული მოლეკულური თვისებები აქვს, რომლებიც იდეალურია კიბოს უჯრედების მოსაკლავად.

ჩინელ მეცნიერთა ჯგუფმა – Hu-Kaiwen-მა მელნის (ანუ Hu-mk-ის) კვლევა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მელანსა და ხელოვნური ნანონაწილაკებს შორის, რომელსაც კიბოს მკურნალობისას ფოტოთერმულ თერაპიაში იყენებენ, მსგავსებები აღმოაჩინეს.

ფოტოთერმული თერაპიის დროს ნივთიერებები, რომლებიც ნანონაწილაკებს შეიცავენ, ინექციის გზით სიმსივნეში შეჰყვათ და შემდეგ ლაზერით ასხივებენ. როგორც კი ლაზერი კიბოს უჯრედებში განთავსებულ ნანონაწილაკებს ხვდება, უჯრედები  ცხელდება და კვდება.

 ამ „ტროას ცხენის“ ერთ-ერთი პრობლემა სხეულში შესაყვანი სწორი მასალების პოვნაა. მეცნიერებს დღემდე მრავალი ხელოვნური ნანონაწილაკი აქვთ შესწავლილი, თუმცა, ზოგიერთი მათგანი ტოქსიკური აღმოჩნდა, ზოგი – ძვირი, ხოლო ზოგი – ძნელად დასამზადებელი.

მაგრამ Hu-Kaiwen-ის მელანს ყველა ის თვისება აღმოაჩნდა, რასაც მეცნიერები ეძებდნენ: სინათლისა და სითბოს შთამნთქმელი საჭირო ფერი,მდგრადობა  წყალში, არცთუ ძვირი ღირებული და რაც მთავარია, არა ტოქსიკურობა.

 ჰიპოთეზის შესამოწმებლად მკვლევარებმა გაანალიზეს მელანი და აღმოაჩინეს, რომ ის მცირე ნახშირბადის ნანონაწილაკების აგრეგატებს შეიცავდა, რომლის გაცხელება 5 წუთის განმავლობაში ახლო ინფრაწითელი დასხივების გზით 55 გრადუს ცელსიუსამდე შეიძლებოდა.

უფრო მეტიც, მელანმა დიდი მდგრადობა გამოავლინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ამ თვისებების შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში შეეძლო.

ლაბორატორიებში ტესტირებისას მელანი ნორმალურ პირობებში ადამიანის უჯრედებთან ბიოშეთავსებადი აღმოჩნდა, თუმცა გაცხელების შემდეგ კიბოს უჯრედების მოკლა.

თაგვებზე ჩატარებულ ცალკეულ ტესტებში მელანი ასევე მაღალეფექტური აღმოჩნდა და მისი საშუალებით კიბოს იმაზე მეტი უჯრედები მოკვლა გახდა შესაძლებელი, ვიდრე ჩვეულებრივი  ფოტოთერმული თერაპიის დროს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მელანი ინექცირებული ცხოველებისთვის ტოქსიკური არ აღმოჩნდა.

კვლევების შემდგომი ეტაპი მელნის ადამიანებზე ცდებში გამოყენებაა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ცდები პროგრესულად წარიმართება, უძველესი მელანი კაცობრიობას კიდევ უფრო დიდ სამსახურს გაუწევს, ვიდრე აქამდე.

კვლევის შედეგები სამეცნიერო  ჟურნალ   ACS Omega-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

ნატოს გენერალური მდივანი: ,,30 წლის მანძილზე, დღეს, მსოფლიო ყველაზე დიდი საფრთხეშია”

 ნატოს გენერალური მდივნის, იანს სტოლტენბერგის განცხადებით, დღეს საერთაშორისო საზოგადოება და მთელი მსოფლიო ძალიან დიდ საფრთხეშია.

გენერალური მდივანი ხაზს უსვამს რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც ერთდროულად ვითარდება და მყარ საფუძველს ქმნის მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნას საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ესენია: ჩრდილოეთ კორეა და ბირთვული პროგრამა, გააქტიურებული ტერორიზმი და რუსეთის ხელისუფლება. არსებული საერთაშორისო კლიმატი, ნატოს გენერალურმა მდივანმა შეაფასა, როგროც „ყველაზე რთული, მისი მოღვაწეობის 30 წლის განმავლობაში.“

,,The Guardian-თან” მიცემულ ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა: „დღევანდელი მსოფლიო უფრო მეტადაა მოულოდნელობებით სავსე და ამავე დროს, არის უფრო რთულიც, რადგან ერთდროულად რამდენიმე კრიზისთან გვიწევს გამკლავება: ვერ ვაჩერებთ ჩრდილოეთ კორეის მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის პროგრამას, იზრდება ტერორისტების აქტიურობა და ამას ემატება რუსეთის ფედერაცია, რომელიც სულ უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება, რომ წამყვანი ძალაა.“  

აღნიშნული განცხადება ესტონეთში გაკეთდა, როდესაც ნატოს გენერალური მდივანი ბრიტანულ შეიარაღებული ძალების საწვრთნელ ბაზას ესტუმრა.

რუსეთისადმი მსგავსი დამოკიდებულების მიზეზი რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სამხედრო სწავლებაა, სადაც, დაგეგმილია, რომ 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, ჯარისკაცების რაოდენობა არ იქნებოდა 13 000-ზე მეტი.

 „რუსეთმა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამხედროების რაოდენობა არ იქნება 13 000-ზე მეტი. თუმცა, ჩვენ ვიცით და გვინახავს, რომ ის, რასაც რუსეთი ამბობს არ არის ყოველთვის მართალი. მაგალითად, „ზაპადის“ 2009 და 2013 წლის საბრძოლო წვრთნები, სადაც იმაზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა, ვიდრე რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა თავდაპირველად“.

ესტონეთში, ცივი ომის შემდეგ არსებულ ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნისთვის ემზადებიან, რომელშიც მონაწილეობას რუსეთიც იღებს.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

წყარო: The Independent

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიოსამართალიტრანსპორტი

საუდის არაბეთში ქალებს მართვის უფლება მიეცემათ

 ,,საუდის არაბეთში ქალებს მართვის უფლება მიეცემათ” – ამ ინფორმაციას BBC საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ქალებს მანქანის მართვას უკრძალავს, ამის გამო, ქალებს აჯარიმებდნენ და აპატიმრებდნენ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ  უფლებადამცველი ჯგუფები წლებია ამ პოლიტიკის შესაცვლელად იბრძვიან.

მეფე სალმანის განკარგულებით, ცვლილება, სავარაუდოდ, 2018 წლის ივნისში შევა ძალაში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

დუბაიში საჰაერო ტაქსის საცდელი ფრენა განხორციელდა

დუბაიში ორშაბათს მფრინავი ტაქსი-დრონის საცდელი ფრენა განხორციელდა.

მფრინავი ტაქსი გერმანული დრონების ფირმა ,,Volocopter-ის” მიერაა შექმნილი და ის პატარა, ორადგილიან ვერტმფრენს ჰგავს.

ვოლოკოპტერის ფრენის მაქსიმალური ხანგრძლივობა 30 წუთია, მას უბედური შემთხვებისგან დასაცავი უამრავი საშუალება აქვს: სარეზერვო ბატარეები, როტორები და, უარესი სცენარის შემთხვევაში, რამდენიმე პარაშუტი.

ვოლოკოპტერი გახლავთ ათეულობით მაღალბიუჯეტიანი ევროპული და ამერიკული ფირმის კონკურენტი, რომელთაგანაც თითოეული საკუთარი სამეცნიერო ფანტასტიკით ინსპირირებული ხედვით ცდილობს, შექმნას ურბანული ტრანსპორტის ახალი ფორმა. ეს ფირმებია: Airbus-ი, რომელიც მიზნად ისახავს თვითმმართვადი ტაქსების შექმნას 2020 წლისთვის, Kitty Hawk-ი, რომელსაც მხარს Google-ის თანადამფუძნებელი ლერი ფეიჯი უჭერს, და Uber-ი, რომელიც პარტნიორებთან საკუთარი მფრინავი ტაქსის სტრატეგიაზე მუშაობს.

„პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სმარტფონების გამოყენებით თქვენს ახლოს მდებარე ვოლოპორტიდან ვოლოკოპტერის გამოძახებას შეძლებთ. რის შემდეგაც ის მოვა და და დანიშნულების ადგილამდე თქვენს წაყვანას შეძლებს, “ – განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა –  ფლორიან როიტერმა.

ორშაბათის სატესტო ფრენის დროს, მოწყობილობა 200 მეტრის სიმაღლეზე ავიდა.

საჰაერო ტაქსით სარგებლობის ფასი ჯერჯერობით უცნობია.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკასამხედრო

ჩრდილოეთ კორეა თავდაცვით ზომებს აძლიერებს

 ,,ჩრდილოეთ კორეა აღმოსავლეთ სანაპიროზე თავდაცვით ზომებს აძლიერებს”, ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“  სამხრეთ კორეულ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდობით იუწყება.

ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადება იმის თაობაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა ომი გამოაცხადა და რომ კორეა აშშ-ს ბომბდამშენებს გაანადგურებდა.

„მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ომი გამოგვიცხადა, ჩვენ გვაქვს ყველანაირი უფლება წინააღმდეგობის გასაწევად, მათ შორის, ამერიკული ბომბდამშენების ჩამოგდების უფლებაც,“ – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა – სარა სანდერსმა აშშ-ს ხელისუფლების მიერ ომის გამოცხადება უარყო და და ჩრდილოეთ კორეის ბრალდებას „აბსურდული“ უწოდა.

კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 სექტემბერს ჩრდილო კორეამ მეექვსე, ყველაზე ძლიერი ბირთვული ტესტი განახორციელა, მაგრამ რიტორიკამ ბოლო დღეებში ახალი დონე მიაღწია – ორივე მხარის ლიდერები ურთიერთ მუქარისა და შეურაცხმყოფის შემცველ განცხადებებს ავრცელებენ.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

როგორ შეიცვალა გერმანიის პოლიტიკა არჩევნების შემდეგ

 გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, როგორც გერმანიაში ჩატარებული არჩევნების შედეგებით ირკვევა, მე-4 ვადით აგრძელებს თავის პოლიტიკურ საქმიანობას. თუმცა, მიუხედავად ამ გამარჯვებისა, მას მოუწევს ახალი კოალიციის შექმნა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, რაც არ იქნება მარტივი, თუკი გავთვალისწინებთ, რომ ხმების თითქმის 13 % რადიკალურმა, მემარჯვენე ანტიიმიგრაციულმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოიპოვა და პირველად გერმანიის პოლიტიკურ ისტორიაში, პოპულისტური პარტია მოხვდა პარლამენტში.

მერკელის კონსერვატიულმა ბლოკმა კი ხმების მხოლოდ 33.2 % მიიღო, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1949 წლის შემდეგ. არჩევნების შემდეგ მიმართვაში, ანგელა მერკელმა, რომელიც გერმანულ პოლიტიკაში უკვე 12 წელია მოღვაწეობს, განაცხადა, რომ ის „იმედოვნებდა უკეთეს შედეგებს“ და რომ მოუსმენს იმ ხალხის „წუხილის მიზეზს“, რომელთა საშუალებითაც რადიკალური მემარჯვენე პარტია ხელისუფლების ნაწილი ხდება.

რა შეიცვალა ამ არჩევნების შემდეგ?

მას შემდე, რაც არჩევნების შედეგები ცნობილი გახდა, ოპოზიციურმა „ალტერნატივა გერმანიისათვის“ პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთბს, რათა გერმანიის სახელმწიფო და მისი მოსახლეობა ანგელა მერკელს წაართვას. მოსახლეობის ხმების 13 %-ითა და 90 ადგილით ბუნდესთაგში, ანგელა მერკელს ძლიერი ოპოზიცია ეყოლება, რომელთანაც გამკლავება მოუწევს.

რატომ მოახერხა პოპულისტურმა პარტიამ პარლამენტში შესვლა?

უპირველესი მიზეზი  იყო მათი ფოკუსი გერმანიაში მიგრანტების გაზრდილ რაოდენობაზე. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის მომხრეების:

  • 99% მიიჩნევდა, რომ ამ პარტიას უკეთ ესმის მოსახლეობის შიში, რომ ისინი აღარ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ;
  • ასევე 99% ეთანხმება პარტიის მიზანს, რომ შეამციროს ისლამური ელემენტები გერმანიაში;
  • 96% ეთანხმება მიგრანტების შემოსვლის სასტიკად აკრძალვას გერმანიაში;

საფიქრებელია, რომ ახალი ინიციატივებიც სწორედ მიგრანტების საკითხთან იქნება დაკავშირებული.

ამასთან, არგუმენტი, რომ ეკონომიკური მიზეზებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა არჩევნების შედეგებზე, ნაკლებად ვალიდურია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ გერმანიის ეკონომიკა უკანასკნელი წლების განმავლობაში იზრდება, უმუშევრობის დონე დაბალია და ბიუჯეტშიც არ აღინიშნება დეფიციტი. საპირისპიროდ, ეს არის პირველი ფედერალური არჩევნები, მას შემდეგ, რაც ანგელა მერკელის ბრძანებით, 1,3 მილიონ მიგრანტს გერმანიის საზღვრის გადალახვის უფლება მიეცა 2015 წელს, რამაც მნიშვნელოვნად გააღიზიანა მოსახლეობა და პოპულისტური ტალღის აგორებასაც შეუწყო ხელი. ანგელა მერკელმა, უკმაყოფილების გაზრდასთან ერთად, გაამკაცრა პოლიტიკა და გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა მნიშვნელოვნად დაიკლო გასული წლის განვალობაში.

საინტერესოა, როგორ მოახერხა ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ გამარჯვება, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მის მიმართ?

ანგელა მერკელი – ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ქალი?

ანგელა მერკელი, როგორც ირკვევა, არ აპირებდა ფედერალურ არჩევნებში კვლავ მონაწილეობის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრების უმეტესობა ამას აუცილებლობად აღიქვამდა. მერკელმა საბოლოო გადაწყვეტილება 9 ნოემბერს მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ვინაობა. მერკელი კი ცნობილია, რომ არ იზიარებს ტრამპის შეხედულებებს და მის მოწინააღმდეგედ გვევლინება. ამას თან დაემატა „ბრექსიტი“, კრიზისი ევროკავშირის შიგნით, პოპულისტური ტალღების გაძლიერება და რუსეთთან გართულებული ურთიერთობები. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მერკელი ყოველთვის განიხილებოდა, როგორც სტაბილურობის წყარო საერთაშორისო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი რთულ სიტუაციებში. ბუნებრივია, რომ თავად გერმანიის მოსახლეობაც იგივე მიზეზით მიიჩნევს მას უსაფრთხოების უკეთეს გარანტად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ 12 წლის განმავლობაში მერკელმა აჩვენა თავისი ხასიათის სიმტკივე და ურყევობა, რაც გერმანულ ელექტორატში ჯერ კიდევ პოპულარულია. 4 წლის წინ, წინა ფედერალურ არჩევნებზე, კითხვაზე, თუ რატომ უნდა აერჩიათ გერმანიის კანცლერად კვლავ ის, ანგელა მერკელმა უპასუხა: „იმიტომ, რომ თქვენ მე მიცნობთ“ და ამან, როგორც ვხედავთ, გაამართლა.

მიუხედავად ამისა, მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ანგელა მერკელის უკანასკნელი 4 წელია გერმანიის კანცლერის პოზიციაზე.

 

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

წყარები:  BBC, The Guardian, Carnegieeurope

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

რა მოხდება, თუკი ჩრდილოეთ კორეა წყნარ ოკეანეში დატესტავს ბირთვულ იარაღს?

რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი წყნარ ოკეანეში შეიძლება დატესტოს.

თუკი აღნიშნული განხორციელდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა ათწლეულების მანძილზე, როდესაც ბირთვული იარაღის ატომური ნაწილაკები ატმოსფეროში გაიბნევა.

ეს ფაქტი კიდევ უფრო ამწვავებს ისედაც დაძაბულ ურთიერთობას ჩრდილოეთ კორეასა და დასავლეთის ქვეყნებს, განსაკუთრებით აშშ-ს შორის. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, „ჩრდილოეთ კორეის სრული განადგურებითაც“ დაიმუქრა გაეროში სიტყვით გამოსვლის დროს.

საინტერესოა, როგორ აპირებს ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის დატესტვას და რამდენად საფრთხისშემცველია ის?

რა ბირთვული პოტენციალი აქვს ჩრდილოეთ კორეას?

ჩრდილოეთ კორეა დიდი ხანია მუშაობს ისეთი ბირთვული იარაღის განვითარების გეგმაზე, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მიაღწევს აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს და მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს მათ. ამ მიზნის განხორციელება მცირე ზომის ბირთვული რაკეტებით იგეგმება. სულ 6 ბირთვული ტესტი ჩატარდა, რომელთაგან უკანასკნელი წარმატებული იყო, როგორც სხვადასხვა წყარო იუწყება. თუმცა, ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული მსგავსი ტიპის ბირთვული იარაღის არსებობა.

რა მოხდება, თუკი ჩრდილოეთ კორეა გეგმას განახორციელებს?

გეოპოლიტიკური ცვლილებების გარდა, ძალიან დიდი იქნება გარემოსთვის მიყენებული ზარალი. ბირთვული აფეთქება გაანადგურებს, უპირველეს ყოვლისა, ოკეანისქვეშა სამყაროს, რასაც გრძელვადიანი გავლენა ექნება სხვა ეკოლოგიურ მახასიათებლლებზეც: ტესტმა შესაძლოა გამოიწვიოს მიწისძვრები, ცუნამი და მეწყერიც კი. ამავე დროს, არსებობს ისტორიული მაგალითიც მარშალის კუნძულების სახით, სადაც, მე-20 საუკუნეში, აშშ-მ ბირთვული იარაღი დატესტა და დღესაც კი, რეგიონის მოსახლეობაში მაღალია კიბოს, ახალშობილებში ანომალიისა და თირეოდული დაავადებების მაჩვენებელი.

თუმცა, ანალიტიკოსების მოსაზრებით, ზარალის ხარისხი შეიძლება შემცირდეს, თუკი ჩრდილოეთ კორეა შედარებით იზოლირებულ ადგილმდებარეობას აირჩევს ტესტის ჩასატარებლად. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ცენტრის ანალიტიკოსის, მელისა ჰენჰამის მოსაზრებით, „ზარალის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად აფეთქდება ბირთვული იარაღი და როგორი იქნება ამინდი იმ პერიოდში“.

ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ჩრდილოეთ კორეა ვერ გადადგამს ან გაბედულ ნაბიჯს რიგი ტექნიკური და დიპლომატიური რისკების გამო. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ ბუნდოვან კითხვაზე პასუხი მაშინ გვეცოდინება, როცა „მანათობელ ბირთვულ ცას“ დავინახავთ ჰორიზონტზე, რადგან პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში.

 

წყარო: CNN, REUTERS

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

5 საუკეთესო კომპანია 1953 წლიდან დღემდე

 ამ კომპანიებმა, რომლებმაც, თავიანთი ისტორის მანძილზე, წარმატებული მუშაობის 4 პრინციპით იხელმძღვანელეს, ჯილდოდ ხანგრძლივი კეთილდღეობა მიიღეს. საერთო ბაზართან შედარებით, მათ 62–ჯერ უფრო მეტი მოგება მოუტანეს აქციონერებს. 1953 წელს ინვესტირებული 1$ დღეს 4,077$ ეღირებოდა. ამ შეფარდების მიხედვით, ჩვენ მიერ შესწავლილმა კომპანიებმა 9 ფაქტორით აჯობეს საერთო ბაზარს. მათში დაბანდებული თითოეული დოლარი დღეს 713$ მოგებას მოიტანდა.

  1. Nokia
  2. Simens
  3. HSBC
  4. Lafarge
  5. Allianz

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეკონომიკამსოფლიო

ნორვეგიის საპენსიო ფონდი 1 ტრილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა

ნორვეგიის საპენსიო ფონდი 1 ტრილიონი აშშ დოლარი გახდა.
ფონდის მენეჯერებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ ვალუტის ცვლილებებმა განაპირობეს ის, რომ პირველად ისტორიაში ფონდი 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.
 ,,ფონდის ზრდა განსაცვიფრებელია”, – განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა ინგვე სლინგსტედმა (Yngve Slyngstad).
შედარებისთვის: 1 ტრილიონი დოლარი, უხეშად რომ ვთქვათ, მეხიკოს ეკონომიკის ტოლფასია.
ნორვეგია მნიშვნელოვან ნავთობპროდუქტების მწარმოებელს წარმოადგენს. ქვეყანამ დიდი ინვესტიცია ჩადო საპენსიო ფონდის დასაფინანსებლად და სხვა სამთავრობო ხარჯებისთვის.
ფონდი მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა, რომლის მფლობელობაშია 9000-ზე მეტი კომპანიის 667 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები.
მისი უმსხვილესი ჰოლდინგები არიან Apple-ში (AAPL, Tech30), Nestle-ში (NSRGF), Royal Dutch Shell-ში (RDSA), ნოვარტისში (NVS), Microsoft-სა (MSFT, Tech30) და Alphabet-ში (GOOGL, Tech30), რომელიც Google- ის მფლობელი გახლავთ.
ფონდის წლიური შემოსავალი 1998 წლის იანვრიდან 5.9 პროცენტია. 2016 წელს წლიურმა შემოსავალმა 6.9 პროცენტი შეადგინა, რაც 47 მილიარდი ნორვეგიული კრონერის (57 მილიარდი დოლარი) ტოლფასი გახლდათ.
მიმდინარე წელი კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ფონდმა 2017 წლის პირველ კვარტრალში 497 მილიარდი კრონერი (63 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა.
ფონდის თანხა ერთ სულ მოქალაქეზე 190,000 აშშ დოლარს უტოლდება. ქვეყნის მოსახლეობა 5.2 მილიონია.

 

წყარო: http://money.cnn.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 75 76 77 78 79 90
Page 77 of 90