close

მსოფლიო

მედიცინამსოფლიოპოლიტიკა

უნდა ავცრათ თუ არა ბავშვები? საფრანგეთი ვაქცინაციის პოლიტიკას ამკაცრებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა – ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ მთავრობა ჯანდაცვის ორგანოების მიერ საყოველთაოდ რეკომენდირებულ 11 ვაქცინას 2018 წლიდან სავალდებულოდ გამოაცხადებს.

ეს განცხადება ევროპაში წითელას მასშტაბურ გავრცელებას მოჰყვა. საფრანგეთში მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში წითელას 79 შემთხვევა გამოვლინდა. ფილიპის შეფასებით, არსებული მდგომარეობა „მიუღებელია”.

წითელას შემთხვევების მატებას ვაქცინის მიმართ მოსახლეობის სკეპტიკურ დამოკიდებულებას უკავშირებენ.

საფრანგეთში ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 10 ადამიანიდან 3-ს ვაქცინების არ სჯერა.

ინფექციის შემთხვევების ზრდა გამოვლინდა იტალიაშიც. მიმდინარე წლის აპრილში გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი ორჯერ მეტია 2016 წლის იმავე პერიოდში აღრიცხულ მაჩვენებელზე.

იტალიასა და საფრანგეთში საზოგადოებრივი დამოკიდებულების შეცვლა განპირობებულია ევროპაში ბოლო დროს გააქტიურებული ვაქცინის საწინააღმდეგო მოძრაობით.

 სკეპტიციზმის დასაბამი გახდა ენდრიუ ვაკეფილდი, რომელმაც 1998 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ არსებობს კავშირი წითელა-წითურა, ყბაყურას ვაქცინასა და აუტიზმის განვითარებას შორის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ვაქცინაციის წყალობით 2010 -2015 წლებში 10 მილიონზე მეტ სიცოცხლე გადარჩა და შესაძლებელი გახდა ზოგიერთი ისეთი დაავადების აღმოფხვრა, როგორიცაა პოლიო. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქვეყანა, როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული, ეჭვქვეშ აყენებეს ვაქცინაციის ეფექტურობას.

ამის საპასუხოდ, ბევრმა ქვეყანამ ვაქცინების გამოყენება გაზარდა.

იტალიამ ბავშვებისათვის სავალდებულო გახადა 12 ვაქცინა. ავსტრალიამ ფინანსური წახალისების პოლიტიკა გატარა:  მშობლებს, რომლებიც თავიანთ 18-24 თვის ბავშვებს აცრიან, 129 აშშ დოლარით ახალისებენ. ხოლო თუკი მშობელი შვილს რეკომენდირებულ ვაქცინაციას 4-5 წლის ასაკშიც ჩაუტარებს, თანხას განმეორებით მიიღებს.

მსოფლიოში ვაქცინაციის უმკაცრესი პოლიტიკა აქვს სლოვენიას. მშობლები, რომლებიც თავიანთი შვილების სავალდებულო ვაქცინებს ვერ უზრუნველყოფენ, ჯარიმდებიან.

 

წყარო: https://futurism.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

ტონონჩაი სორნსრივჩაი – სარეკლამო ინდუსტრიის ,,ლომი”

 მიუხედავად მის მიერ მიღებული მრავალი პრიზისა, ტონონჩაი სორნსრივჩაი პრაქტიკულად უცნობია ტაილანდის ფარგლებს გარეთ. მან კარიერა გრაფიკულ დიზაინში მოღვაწეობით დაიწყო, რაც, მისი თქმით, დაეხმარა იმის გაგებაში, თუ როგორ უნდა გადალახო გაუგებრობა სარეკლამო მესიჯების გადმოცემისას.

რამდენიმე წლის წინ იგი რეჟისორი გახდა და ცდილობს, მომხმარებელთა ქცევა გაიგოს, იპოვოს ის სარეკლამო საშუალებები, რომლებიც ყველასთვის მისაღები იქნება.

ტაილანდური სადაზღვევო კომპანიისთვის შექმნილმა სარეკლამო რგოლებმა კანის ლომების სხვადასხვა კატეგორიაში რამდენიმე ოქრო მოუტანა ტონონჩაი სორნსრივჩაის, ბოლოს კი ისევ კანში – ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა.

 

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიოტექნოლოგიები

,,Google-ი” ყველაზე მომგებიანი კომპანია გახდა

 

„Google–ის“ მფლობელი კომპანია  ,,Alphabet-ი” გახდა და ამავე დროს ყველაზე მომგებიანი კომპანიის სახელიც მოიპოვა.

გასულ წლებში კომპანიის მოგებამ მისივე ფასის საგრძნობლად გაზრდა განაპირობა და 578 მილიარდი დოლარი შეადგინა, გადაუსწრო მანამდე ყველაზე მომგებიან კომპანიას „Apple–ს“, რომლის ღირებულებაც 565 მილიარდს შეადგენს.

მოცემულმა ინფორმაციამ დიდი წინსვლა განაპირობა ,,Alphabet–ისა” და 7 პროცენტით გაიზარდა მათი აქციების ღირებულება.

მაგრამ ,,Apple-მა” თავისი პოზიცია მაინც შეიმაგრა და ისევ ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად რჩება, მათმა ახალმა პროდუქტმა  iPhone7–მა და iPhone7+ მა 15 პროცენტით მოუმატა ღირებულება კომპანიას და დიდი ნაბიჯი გადადგა ადგილის გამყარებისკენ.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევებიმსოფლიოსოფლის მეურნეობა

არქეოლოგებმა 10,900 წლის კარტოფილი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა აშშ-ის შტატ იუტაში კარტოფილის გრანულები აღმოაჩინეს, რომელიც ექსპერტების განცხადებით, შესაძლოა 10,900 წლის იყოს.

უფრო სწორად, ეს არის მცენარე Solanum jamesii-ის სახამებლის გრანულები, რომლისგანაც პატარა ველური კარტოფილი წარმოიქმნება. მათ შესაძლოა დიდი დახმარება გაუწიონ მეცნიერებს გვალვისა და დაავადების  მიმართ უფრო მდგრადი კარტოფილის წარმოებაში.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ აღმოჩენილი კარტოფილი შინაური კარტოფილის პირველი ნიმუშია,  რომელიც ისტორიკოსებს უძველესი წინაპრების კვების რაციონსა და საკვების მომზადების მეთოდების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

Solanum jamesii-ის კარტოფილი განსხვავდება  Solanum tuberosum-ის კარტოფილისგან, რომელსაც თანამედროვე ადამიანი სასურსათო მაღაზიაში ყიდულობს და საკვებად მოიხმარს და რომელიც პირველად სამხრეთ ამერიკის ანდებში 7,000 წლის წინ მოაშინაურეს.

მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია, S. Jamesii-ს კარტოფილი ჯერ კიდევ მოჰყავთ და ჭამენ იუტაში.  ვერავინ აცნობიერებს, თუ რამხელა ისტორია აქვს ამ პიკანტური გემოს ბოსტნეულს.

ამ ტიპის კარტოფილს რამდენიმე ამერიკული ტომი მოიხმარდა, მათ შორის, აპაჩები, ნავაჯო და ჰოპი. მას უაღრესად მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია და S. Tuberosum-ზე მეტ ცილას, თუთიას, კალციუმსა და რკინას შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ იუტაში კარტოფილის თესლი იზოლირებულ ადგილებშია აღმოჩენილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბოლქვები ამ ტერიტორიაზე გარეშე პირებმა მოიტანეს.

მკვლევარებს სურთ იმაში დარწმუნება, რომ S. jamesii-ის მცენარეს თაობების განმავლობაში შეუძლია სიცოცხლე. ისინი კარტოფილის დნმ-ის მოპივებას ცდილობენ, რათა გვალვებისა და დაავადებების მიმართ რეზისტენტულ გენებს მიაგნონ, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე კარტოფილის კულტურების დივერსიფიცირებას.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიორელიგია და მეცნიერება

კვლევა: ისლამი 2075 წლისთვის მსოფლიოს უდიდესი რელიგია გახდება

,,Pew Research Center-ის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დაახლოებით ოც წელიწადში მუსლიმი ჩვილების რაოდენობა ქრისტიანებს გადააჭარბებს და 2075 წლისთვის ისლამი მსოფლიოს უდიდეს რელიგია გახდება.

რელიგიური კუთვნილების არმქონე ადამიანები მსოფლიოს მოსახლეობის პროპორციულად მცირდება, ვინაიდან მათი შობადობა მცირდება, ხოლო მუსლიმანებისა და ქრისტიანების რიცხვი მატულობს.

ანალიზში აღნიშნულია, რომ უახლოესი ათწლეულების მანძილზე რელიგიური კუთვნილებაში მნიშვნელოვანი დემოგრაფიული ცვლილებები განხორციელდება, ვინაიდან გლობალურ სამხრეთში მოსახლეობა სწრაფად იზრდება, ხოლო ევროპის ქრისტიანული მოსახლეობა – ბერდება და კვდება.

2010-2015 წლებში, მსოფლიოში დაბადებული ჩვილების 31 პროცენტი მუსლიმანი მშობლების შვილები იყვნენ, იმავე პერიოდში, მსოფლიოში დაბადებული ჩვილების 33 პროცენტი ქრისტიანი ოჯახებისგან იყო.

ეს მაჩვენებელი 2030 -2035 წლებში მცირედით შეიცვლება. მუსლიმანების ოჯახებში 225 მილიონი, ხოლო ქრისტიანების – 224 მილიონი ჩვილი დაიბადება. სხვაობა 6 მილიონამდე გაიზრდება 2055- 2060 წლებში (232 მუსლიმანი, 226 – ქრსიტიანი).

იმავდროულად, ევროპაში მცხოვრები ქრისტიანების გარდაცვალების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჭარბობს დაბადებისას. მაგალითად, გერმანიაში, 2010- 2015 წლებში ქრისტიანების გარდაცვალების რიცხვი 1.4 მილიონით მეტი იყო დაბადებისაზე.

მეცნიერები აცხადებენ, რომ 2055-2060 წლებში ჩვილების 9%-ს ის ქალები გააჩენენ, რომლებიც არცერთ რელიგიურ კუთვნილებას არ წარმოადგენენ, 70 პროცენტზე მეტს კი მუსლიმანები (36%), ან ქრისტიანები (35%).

2015 წელს მსოფლიოს 7.3 მილიარდი ადამიანისგან უმეტესობა – 31 პროცენტი – ქრისტიანულ რელიგიურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, მეორე ადგილზე იყვნენ მუსლიმები – 24%, შემდეგ ათეისტები (16%), ინდუისტები (15%) და ბუდისტები (7%).  იუდეისტები  და სხვა რელიგიის მიმდევრები გლობალური მოსახლეობის მცირე ნაწილს წარმოადგენდნენ.

 

წყარო: https://www.theguardian.com

მასალა მაომზადა;  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ადამიანის მსგავსი სექსთოჯინები შექმნეს

ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით რევოლუციური ,,სექსტექი” შეიქმნა, რომელიც მომხმარებელს სექსუალურ სიამოვნებას ადამიანის მსგავსი შეხებით სთავაზობს.

სექსრობოტების მზარდი ბაზრის შესახებ ანგარიშში პასუხისმგებელი რობოტების ფონდი აცხადებს, რომ სწრაფად განვითარებადმა ტექნოლოგიებმა ბიძგი მისცა „სასიყვარულო ანდროიდ თოჯინების“ შექმნას, რომლებსაც 50 ავტომატური სქესობრივი პოზიციის შესრულება შეუძლიათ.

თოჯონების ფასი, რომლებსაც ადამიანის მსგავსი ფორმები და თმის ფერი აქვთ, დაახლოებით 5,000 – 15,000 აშშ დოლარი იქნება.

ნამდვილის მსგავსი რობოტების არსებობა და საჭიროება კომპლექსურ საკითხებს ბადებს, რომლებიც პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მიერ  განხილულ უნდა იქნეს.  „ასეთი მოწყობილობების გამოყენება უპრიანი იქნება სექსუალური თერაპიის კლინიკებში, სქესობრივი დამნაშავეებისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის,“ – ნათქვამია ანგარიშში.

ბრიტანეთის შეფილდის  უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების პროფესორი – ნოელ შარკი აცხადებს, რომ ძნელია პროგნოზირება, თუ რამდენად გაიზრდება სექსთოჯინების ბაზარი, ან როგორი იქნება საზოგადოებაზე მისი გავლენა წლების განმავლობაში. ,,გახდება ეს რობოტი თოჯინები ნიშა, თუ ისინი შეცვლიან საზოგადოებრივ ნორმებს და გავრცელდებიან?”, – დასძინა მან ბრიფინგზე.

ანგარიშში მიმოხილულია ზოგიერთი ყველაზე სადავო საკითხი: მაგალითად, შესაძლოა თუ არა, რომ სექსრობოტებმა სქესობრივი დანაშაული შეამციროს.

ამ კითხვაზე ,,უმნიშვნელო უთანხმოება” გამოვლინდა, ზოგიერთი ამტკიცებს, რომ რობოტთან სქესობრივი კავშირი შეამცირებს თავდასხმელების სურვილს, ზიანი მიაყენონ ადამიანებს. თუმცა სხვები აცხადებენ, რომ ადამიანებისთვის ბნელი ფანტაზიების განხორციელების შესაძლებლობის მიცემა საზიანო გავლენას მოახდენს საზოგადოებრივ ნორმებზე.

ერთი საკითხი, რაც უდავოა, ისაა, რომ არც თანამედროვე და არც უახლოესი მომავლის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია არ იძლევა რობოტსა და ადამიანს შორის ორმხრივი გრძნობის გაჩენის შესაძლებლობას!

 

წყარო: http://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიკვლევებიკულტურამსოფლიო

რატომაა 2,000 წლის რომაული ბეტონი თანამედროვეზე ბევრად უკეთესი?

უძველესი რომის ერთ-ერთი  საიდუმლოებაა ბეტონის ნავსადგურის ნაგებობები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ 2,000 წელია ზღვის ტალღები ეცემა, კიდევ შენარჩუნებულია მაშინ, როცა თანამედროვე ქმნილებები მხოლოდ ათწლეულებს უძლებს.

მეცნიერებმა ამ ფენომენის მიღმა დაუჯერებელი ქიმია აღმოაჩინეს და დიდი ხნის დაკარგულ რეცეპტს მიუახლოვდნენ. როგორც აღმოჩნდა, რომაული ბეტონი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მყარდება.

მკვლევარების გუნდმა, რომელსაც იუტას უნივერსიტეტის გეოლოგი მარი ჯექსონი ხელმძღვანელობს, რომაული ბეტონის კრისტალური სტრუქტურა შეისწავლეს.

თანამედროვე ბეტონი, როგორც წესი,  დამზადებულია პორტლანდ ცემენტის, სილიკის ქვიშის, კირქვის, თიხის, ცარცის და სხვა ინგრედიენტების ნარევის დუღილის ტემპერატურაზე გაცხელებით. ეს პასტა აერთიანებს ,,აგრეგატს” – ქანებსა და ქვიშას.

რაც შეეხება რომაულ ბეტონს. ის შექმნილია ვულკანური ნაცრის, კირისა და ზღვის წყლის შედეგად წარმოშობილი ქიმიური რეაქციისგან.

ვულკანურ ნაცართან შერეული კირდუღაბი იყო ვულკანური კლდე, როგორც აგრეგატი, რომელიც შემდეგ ისეთ მასალასთან შედიოდა რეაქციაში, რომელიც რომაულ ბეტონს ბევრად უფრო გამძლედ აქცევდა, ვიდრე წარმოგვიდგენია.

მკვლევარებმა ნიმუშები ელექტრონული მიკროსკოპის, რენტგენის მიკრობიფორაციისა და რამაული სპექტროსკოპიის გამოყენებით მიიღეს. ამ განვითარებული ტექნიკით მათ შეძლეს უძველეს ბეტონში ყველა მინერალური კომპონენტის იდენტიფიცირება.

მეცნიერები განსაკუთრებით ალუმინის შემცველი ტუბერმორიტით დაინტერესდნენ, მძიმე სილიკონზე დაფუძნებული მინერალი, რომლის მიღება საკმაოდ იშვიათი და რთულია ლაბორატორიაშია, უძველეს ბეტონში უხვადაა წარმოდგენილი.

როგორც ირკვევა, ალუმინის ტუბერმორიტი და ფსოლიფსიტი ზღვის წყალთან შეხების შედეგად იზრდება, ნელ-ნელა შლის ვულკანურ ნაცარს და ქმნის სივრცეს ამ რკინაბეტონური კრისტალებიდან ძლიერი სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად.

ეს საკმაოდ უცნაურია და იმის საწინააღმდეგოა, რაც თანამედროვე ბეტონში ხდება. ის  იფიტება, ვინაიდან მარილწყალი ჩამორეცხავს რკინის არმატურასა და იმ ნაერთებს, რომლებიც მასალის ერთიანობას განაპირობებს.

სამწუხაროდ, რომაელების ბეტონის დამზადებიოს რეცეპტი დაიკარგა. ამ ბეტონის გამოყენება საუკეთესო იქნებოდა თანამედროვე ნაგებობებშიც, განსაკუთრებით სანაპირო ნაგებობებში. ასე რომ, ამ რეცეპტის აღდგენით მკვლევარების ზემოთხსენებული გუნდი დიდ სამსახურს გაუწევს საზღვაო ინჟინრებს.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა:

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებიმსოფლიო

ჩინეთის მიერ გაშვებულმა რაკეტამ მარცხი განიცადა

ჩინეთის მიერ გაშვებულმა ახალმა მძიმე რაკეტამ – Long March-5 Y2-მა, რომელსაც, ხელისუფლების განცხადებით, ყველაზე მძიმე თანამგზავრი გადაჰქონდა, მარცხი განიცადა.

ამის შესახებ ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ,,Xinhua” იუწყება.

იმავე ტიპის რაკეტის მთვარეზე გაგზავნა და იქიდან გამოსაკვლევი ნიმუშების ჩამოტანა ჩინეთს მიმდინარე წელს ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა განცდილი მარცხი, სავარაუდოდ, დაგეგმილ გრაფიკზე ზეგავლენას იქონიებს.

„რაკეტის ფრენისას ანომალია მოხდა. ჩატარდება დამატებითი გამოძიება,“ – ნათქვამია ,,Xinhua-ს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ჩინეთი ბოლო პერიოდში კოსმოსში მნიშვნელოვნად გააქტიურდა. 2003 წელს ის გახდა მესამე ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის შემდეგ, რომელმაც საკუთარი რაკეტით ადამიანი კოსმოსში გაუშვა. 2013 წლის ბოლოს, ჩინეთის როვერი Jade Rabbit მთვარე დაეშვა, თუმცა ტექნიკური სირთულეების წინაშე დადგა.

პრეზიდენტმა სი ძინპინიმ კოსმოსური პროგრამის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტად გამოაცხადა.  ჩინეთი ირწმუნება, რომ მისი კოსმოსური პროგრამა მშვიდობიანია, თუმცა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩინეთის კოსმოსში გააქტიურება მიზნად ისახავს მოწინააღმდეგეებს კრიზისის დროს ხელი შეუშალოს კოსმოსის აქტივების გამოყენებაში.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის კოსმოსური პროგრამის ბიუჯეტი აშშ-სი ბიუჯეტზე ათჯერ ნაკლებია. ჩინეთის სახელმწიფო მედია საშუალებების ინფორმაციით, ქვეყანა კოსმოსურ პროგრამაზე ყოველწლიურად 2 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს.

ჩინეთი 2020 წლისთვის მარსზე ზონდის გაგზავნას გეგმავს. ქვეყნის მთვარის კვლევის პროგრამის ფარგლებში კი – 2036 წლისთვის მთვარეზე ასტრონავტს გააგზავნის.

 

წყარო: http://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დართა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევებიმსოფლიო

მეხიკოში აღმოჩენილი თავის ქალების კოშკი აცკეტებზე ახალ ინფორმაციას გვაწვდის 

მეხიკოში აღმოჩენილი ადამიანების თავის ქალების კოშკი ახალ კითხვებს ბადებს აცკეტების იმპერიის მსხვერპლთ შეწირვის  კულტურის შესახებ მას შემდეგ, რაც იქ ქალებისა და ბავშვების თავის ქალების იდენტიფიცირება მოხდა.

არქეოლოგებმა აცკეტების დედაქალაქ ტენოჩტიტლანიში (რომელიც შემდეგ მეხიკო გახდა) მდებარე ერთ-ერთ ტაძარში – Templo Mayor-ში, ცილინდრულ ნაგებობაში 650-ზე მეტი კირში ჩამაგრებული თავის ქალა და ათასობით ფრაგმენტი აღმოაჩინეს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კოშკი არის Huey Tszompantli- ის ნაწილი, თავის ქალების მასიური მწკრივები, რომელმაც ესპანელი კონკისტადორები შეაშინა, როდესაც მათ ერნან კორტესის დროს მეხიკო დაიპყრეს.

ისტორიკოსები აღწერენ, თუ როგორ რთავდა დატყვევებული მებრძოლების მოჭრილი თავები, ანუ ქალების  საკიდრები, tzompantli-ს. თუმცა 2015 წელს ძველ მეხიკოში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ სურათი სრულყოფილი არ იყო.

„ჩვენ მხოლოდ მამაკაცებს ველოდებოდით, კერძოდ კი ახალგაზრდა მამაკაცებს, ვინაიდან მეომრები მამაკაცები არიან, თუმცა, ქალებისა და ბავშვების თავის ქალების აღმოჩენამ ცხადყო, რომ იქ ისეთი რამ ხდებოდა, რაც ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით,“ – აცხადებს ბიოლოგიური ანთროპოლოგი როდრიგო ბოლანოსი.

არქეოლოგ რაულ ბარერას განცხადებით, როგორც ჩანს, თავის ქალები კოშკში მიტანამდე tzompantli-ზე, სახალხოდ იყო გამოფენილი.

6 მეტრი დიამეტრის კოშკი ჰუტიზილოპოქტლის სამლოცველოს კუთხეში იდგა. ეს გახლავთ აცკეტების  მზის, ომისა და ადამიანის მსხვერპლის ღმერთი.

ეჭვგარეშეა, რომ კოშკი ესპანელი ჯარისკაცის, ანდრეს დე ტაპიას მიერ ნახსენები თავის ქალების ნაგებობაა. ტაპია მეხიკოს დაპყრობის დროს კორტესს ახლდა.

ერთ-ერთ წყაროში ტაპია აღნიშნავს, რომ მან დაითვალა ათეულობით ათასი თავის ქალა.

არქეოლოგი რაულ ბარერა აცხადებს, რომ აქამდე ნაპოვნია 676 თავის ქალა, თუმცა ეს რიცხვი ევაკუაციის დროს გაიზრდება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიოსამართალიტექნოლოგიები

ევროკომისიამ ,,Google-ი” 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის, ევროკომისიამ კომპანია ,,Google-ი” 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა.

კომისიის თქმით, კორპორაცია ბოროტად იყენებს საძიებო სისტემების ბაზარზე დომინანტურ პოზიციას. როგორც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი, ,,გუგლმა” საძიებო სისტემაში საქონლისა და მომსახურებების შედეგების ჩვენება ისე მოაწყო, რომ კორპორაციის კომერციული პარტნიორები სიის პირველ გვერდზე ხვდებოდნენ.

„ის, რაც Google-მა გააკეთა, არ შეესაბამება ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ ნორმებს. ის სხვა კომპანიებს კონკურენციის შანსს არ აძლევდა. და რაც ყველაზე მთავარია, მან ევროპელ მომხმარებლებს მომსახურების არჩევის უფლება წაართვა,“ – განაცხადა მარგრეტ ვესტაგერმა, ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში.

ევროკომისიის განცხადებით, უკანონო ქმედების გამო, სერვის Google Shopping-ზე მოთხოვნა დიდ ბრიტანეთში 45-ჯერ გაიზარდა, გერმანიაში – 35-ჯერ, საფრანგეთში – 19-ჯერ, ნიდერლანდებში 29-ჯერ, ესპანეთში – 17-ჯერ, იტალიაში – 14-ჯერ.

სიტუაციის გამოსასწორებლად ,,Google-ს” 90 დღე მიეცა. წინააღმდეგ შემთხვევაში მშობელი კომპანია ,,Google-Alphabet-ის” საშუალოდღიური ბრუნვის 5%-ის ოდენობის თანხით დაჯარიმდება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 80 81 82 83 84 90
Page 82 of 90