close

მსოფლიო

მსოფლიოპოლიტიკა

ადამიანის უფლებების დარღვევევის პრაქტიკა ჩრდილოეთ კორეაში და ბრძოლა ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ

2014 წელს გამართულ „One Young World”-ის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეული გოგონა-იეონმი პარკი, რომელმაც ტოტალიტარულ ქვეყანაში ცხოვრების ისტორია საზოგადოებას გაუზიარა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოების უმეტესობამ ის მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გაიცნო, ბოლო წლებია, გოგონა აქტიურად იბრძვის ჩრდილოეთ კორეის შესახებ საზოგადოებაში თვითშეგნების ამაღლებისთვის: „აი, ამიტომ ვარ აქ და ამიტომ ვყვები ჩემი ცხოვრების ისტორიას, რადგან ხალხი ვერ აანალიზებს რა ხდება ადამიანების თავს ჩრდილოეთ კორეაში“- განაცხადა მან. თუმცა, ის პირველი არ არის, ვინც ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევას და შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ  ბრძოლას იწყებს. ჰიენსეო ლიც 17 წლის ასაკში გაიქცა და თავი ჩინეთს შეაფარა, სადაც 7-ჯერ შეიცვალა სახელი. ლიმ გამოსცა მემუარები- „გოგონა 7 სახელით“, რომელიც აღწერს ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევასა და შემდეგ ცხოვრების 12-წლიან ისტორიას.  სამხრეთ კორეის ხელისუფლების ცნობებით, 2016 წლის ბოლოს, ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულთა რაოდენობამ 30 000-ს მიაღწია.

ტოტალიტარულ ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეებს არ აქვთ ინტერნეტი, მხატვრული ლიტერატურა, საერთაშორისო ზარების განხორციელების უფლება. ისევე, როგორც მათ არ შეუძლიათ იმღერონ, ჩაიცვან ის, რაც სურთ და უფრო მეტიც, იფიქრონ თავისუფლად. როდესაც გამოქცეულ გოგონას ჰკითხეს, თუ რომელი იყო მისი საყვარელი ფერი, მან  გაუაზრებლად უპასუხა-წითელი,დიქტატორის რეჟიმის ფერი. ჩრდილოეთ კორეელებს უფლება აქვთ მოისმინონ ან უყურონ მხოლოდ იმ მედია საშუალებებს, რომელიც შექმნილია, ან სანქცირებულია თავად ხელისუფლების მიერ. ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია აღქმულია, როგორც სახელმწიფოებრივი საფრთხე. რეჟიმის შენარჩუნების სურვილის გათვალისწინებით, ეს ლოგიკურია, რადგან ნებისმიერი რამ გარე სამყაროდან, იქნება ეს სურათი თუ ხმა და იმის აღქმის შესაძლებლობა, თუ რამდენად განსხვავებულია მათი ცხოვრება გარე სამყაროსგან, უბიძგებს ადამიანებს თავადვე დაამსხვრიონ სახელმწიფოს მიერ თავსმოხვეული მითი და გაუჩნდეთ სურვილი, ან უფრო მეტიც, მოთხოვნა, რომ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. სწორედ ასე მოხდა გოგონას შემთხვევაშიც. მან უყურა კონტრაბანდულად მოპოვებულ ფილმს -„ტიტანიკი“ და მიხვდა, თუ რამდენად განსხვავდებოდა და შეზღუდული იყო მისი ცხოვრება გარე სამყაროსგან. შემდეგ ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევა სცადა.

ჩრდილოეთ კორეაში დღეს 105-ე წელია, ნაცვლად 2017-სა, რადგან კალენდარი ათვლას რევოლუციური ლიდერის დაბადებიდან- 1912 წლიდან იწყებს. არსებობს საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც არაოფიციალური მონაცემებით, 200 000-მდე ადამიანია დაპატიმრებული პოლიტიკური დანაშაულის გამო. მათი 40% შიმშილისა და მძიმე შრომისგან იღუპება. მართალია, არჩევნები ტარდება, თუმცა მხოლოდ ერთი არჩევანია, შესაბამისად, ხმების 100%-ს ისევ ლიდერი იღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა, როგორც ბირთვული და ტოტალიტარული სახელმწიფო დღეს მიჩნეულია ერთ-ერთი ყველაზე დიდ საფრთხედ, ყველა თანხმდება, რომ პრობლემა სცდება მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკის საკითხს – „საზოგადოებამ არ იცის, როგორ იტანჯებიან ჩრდილოეთ კორეელები, ფაქტები ჩნდება მედიაში, მაგრამ მალევე მიეცემა დავიწყებას. ჩრდილოეთ კორეაში დღეს ტრაგედია ტრიალებს, გაიზიარე ისტორია.“

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
განათლებამსოფლიო

მსოფლიოს 5 საუკეთესო უნივერსიტეტი

გეზეთ ,,Times–ის” ყოველკვირეულმა დანართმა  – ,,Times Higher Education-მა” – მსოფლიოს 200 საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლის ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის შედგენისას 9386 მეცნიერისა და 3281 დამქირავებლის აზრი იქნა გათვალისწინებული.

რა თქმა უნდა, საუბარია მიღებული განათლების ხარისხზე და არა უნივერსიტეტთა მიერ კვლევით მოღვაწეობაზე.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის სულ უფრო და უფრო იზრდება აზიური ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი. წელს 200 საუკეთესო უნივერსიტეტიდან 32 აზიურია. ეს, სპეციალისტთა აზრით, იმით აიხსნება, რომ აზიური ქვეყნების მთავრობები საუკეთესო უნივერსიტეტებში მიზანმიმართულად ახორციელებენ სერიოზულ ფინანსურ ინვესტიციებს. ყველაზე მაღალი რეიტინგი აზიურ უნივერსიტეტებს შორის ტოკიოს უნივერსიტეტს ერგო – 22–ე ადგილი. ჰონკონგის უნივერსიტეტი 24–ეა.

ახლა კი წარმოგიდგენთ 200 წევრისგან შემდგარი საუკეთესო უნივერსიტეტების მოწინავე 5 სასწავლებელს :

  1. Harward University-აშშ
  2. University of Cambridge-დიდი ბრიტანეთი
  3. Yele university-აშშ
  4. University College London-დიდი ბრიტანეთი
  5. University of Oxford-დიდი ბრიტანეთი

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიოტექნოლოგიები

ახალ ზელანდიაში დასაქმების მსურველებს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს აუნაზღაურებენ

ტექნოლოგიური კომპანია გლობალურ ტალანტს ეძებს. ის კანდიდატებს უფასო თვითმფრინავის ბილეთსა და საცხოვრებელს ჰპირდება.

არავის უყვარს სამუშაო ინტერვიუ. ნერვები, ფორმალობები, ტესტები და კითხვები, რომელზე პასუხის გასაცემად წინასწარ მომზადებული არ ხართ. ინტერვიუზე წასვლა შესაძლოა ჯოჯოხეთში მგზავრობის ტოლფასად მოგეჩვენოთ… და ეს ყველაფერი დემორალიზებული სიტყვებით მთავრდება: ,,არ დარეკოთ, თვითონ დაგირეკავთ.“

თუმცა, ახალ ზელანდიაში სამუშაო ინტერვიუების კონცეფცია საერთოდ შეცვალეს.

ქვეყნის დედაქალაქ ველინგტონში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტექნოლოგიურ ექსპერტებს ეძებს. ის 100 კანდიდატს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯების დაფარვას სთავაზობს.  კანდიდატებს ქალაქის ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებინებენ.

ინტერვიუები  8-11 მაისსაა დაგეგმილი. დაინტერესებულ პირებს CV-ის გაგზავნა 20 მარტამდე შეუძლიათ. ვაკანსიები შემდეგ პოზიციებზეა გამოცხადებული: პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები, შემოქმედებითი დირექტორები, პროდუქტის მენეჯერები და ანალიტიკოსები.

რეკრუტირების პროგრამა –  LookSee Wellington – ახალი ზელანდიის ხელისუფლებასა და ,,Workhere New Zealand-ის” შორის თანამშრომლობის შედეგად განვითარდა. მისი მიზანი ქვეყანაში ტექნოლოგიურ სფეროში გამოცდილების მქონე კადრების ნაკლებობის პრობლემის გადაჭრაა.  პროგრამა საშუალებას აძლევს ტექნოლოგიურ სექტორში დასაქმების სურვილის მქონე ადამიანებს, მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქვეყანაში იმუშაონ.

 

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკა

სტივენ ჰოკინგი ერთიანი მსოფლიო მთავრობის შექმნის ინიციატივით გამოდის

ბრიტანელმა ფიზიკოსმა და ასტროფიზიკოსი – ტივენ ჰოკინგმა ,,The Times-თან” საუბარში  მსოფლიო მთავრობის შექმნის იდეა წამოაყენა.
 ,,ამ ეტაპზე მსოფლიო ბიოლოგიური და ბირთვული ომების საფრთხის ქვეშაა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ევოლუციური მემკვიდრეობით გადმოსული აგრესიული ინსტინქტის, ლოგიკისა და საღი აზროვნების დახმარებით, კონტროლი”, – აღნიშნა მან.
ბრიტანელი მეცნიერის თქმით, თუკი კაცობრიობას სურს, რომ აგრესია მოსპოს, აუცილებელია ერთიანი მსოფლიო ხელისუფლების შექმნა, მაგრამ, აქვე ამატებს, რომ ამის მოხდენის შემთხვევაში, ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ დიქტატურა არ დამყარდება.

სტივენ ჰოკინგი ცნობილია თავისი სკანდალური განცხადებებით, იგი ხშირად საუბრობს მსოფლიოს აღსასრულსა თუ უცხოპლანეტელებზე. უმეტესად კი, იგი დიდი აფეთქების თეორიაზე მუშაობს და იკვლევს შავი ხვრელების შიგნით სივრცისა და დროის მნიშვნელოვან დეფორმაციას.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკა

ევროპარლამენტი აშშ-ის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დროებით გაუქმებას მოითხოვს

2 მარტს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა ამერიკის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის დროებით შეჩერებას. კენჭისყრის შედეგებს არ აქვს სავალდებულო ხასიათი – გადამწყვეტი იქნება ევროკომისია-ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, რომელმაც უნდა გამოიტანოს დასკვნა, გახდება თუ არა ეს ინიციატივა სავალდებულო.

გაცხადებული მიზეზი, რამაც საკითხი წინა პლანზე წამოწია, არის ის, რომ ევროკავშირის წევრი უმეტესი ქვეყნის მოაქალეებს შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა აშშ-ში. თუმცა, ეს არ ვრცელდება ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, პოლონეთისა და რუმინეთის მოქალაქეებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი მოითხოვს თანასწორ დამოკიდებულებას მისი ყველა წევრი ქვეყნისა და მოქალაქის მიმართ, ეს გარემოება, ავტომატურად უბიძგებს მას დაიცვას იმ ადამიანთა უფლებები და მოითხოვოს შესაბამისი ზომების გატარება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირმა, ჯერ კიდევ 2014 წლის აპრილში, შეატყობინა აშშ-ს, რომ ამ უკანასკნელის რეგულაციები არ მოდიოდა ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში და მისცა 2 წლის ვადა სავიზო პოლიტიკაში ცვლილებების შესატანად, რაც არ დაკმაყოფილდა.

მეორე მხრივ, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს ნაბიჯი, შესაძლოა იყოს აშშ-ის ახალი, 45-ე პრეზიდენტ-დონალდ ტრამპისადმი რეაქცია, რომელიც, მაგალითად, მხარდაჭერას უცხადებდა დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების მომხრეებს. თავის მხრივ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებიც, საერთო პიზიციას იჭერდნენ ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ – აკრძალულიყო აშშ-ში გადაადგილება 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ასე რომ, მხარეთა დამოკიდებულებათა ცვლილება სხვა საკითხებშიც გამოიხატა.

პარლამენტის ამ რეკომენდაციის იმპლემენტაციასა და ამოქმედებას დასჭირდება ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა და სხვა ტექნიკური პროცესების გავლა. რაც, სავარაუდოდ, დიდ დროს მოითხოვს. თუმცა, საერთო ტენდენცია მაინც იკვეთება: ევროკავშირში არსებობს გარკვეული სახის გაღიზიანება აშშ-ის მიმართ, თუნდაც მისი მოქალქეებისადმი უთანასწორო დამოკიდებულების გამო. თავის მხრივ, აშშ-ს შეუძლია არგუმენტირებულად დაიცვას საკუთარი პოზიცია – რომ ევროკავშირი არის სუპრანაციონალური ორგანიზაცია და არა სუვერენული სახელმწიფო და რომ, აშშ-ის აქვს უფლება ნებისმიერ ინდივიდუალურ სახელმწიფოს წაუყენოს ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც კი ქვეყნის ინტერესებში შედის.

ამ საკითხში, მთავარი პრაგმატიზმია. აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ევროკავშირს, საკუთარი ინტერესების გასატარებლად და ურთიერთობების დაძაბვაც გამოიწვიოს – თუკი საქმე აქამდე მივა. ორმხრივი სავაჭრო- პოლიტიკური ურთიერთობების, ტურისტების ნაკადისა და ისტორიული მეგობრული ურთიერთობების გათვაალისწინებით – მოვლენების მსგავსი განვითარებით, ორივე მხარე წააგებს.

წყარო: The Economist

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიოსოციოლოგია

მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების სია

ბრიტანული ჟურნალი – ,,Restaurant-ი”,  ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს საუკეთესო რესტორნის რეიტინგს. შეფასებაში 600 შეფმზარეული და გასტრონომული კრიტიკოსი იღებს მონაწილეობას. პირველ პოზიციებს ის რესტორნები იკავებენ, რომელთა შეფმზარეულები მოლეკულური სამზარეულოს მიმდევრები არიან და თავისი ინოვაციურობით გამოირჩევიან.

1.El Bulli, როზესი, ესპანეთი.

კატალონიაში, კოსტა ბრავას სანაპიროზე, პატარა რესტორნის –  ,,El Bull–ის”,  შეფმზარეული – ფერან ადრია მიშლენი,  3 ვარსკვლავის მფლობელია. მუშაობს მოლეკულური გასტრონომიის დარგში და მაღალი სამზარეულოს კერძების ერთ–ერთი უბადლო ავტორად მიიჩნევა.

2.Noma, კოპენჰაგენი, დანია.

ამ რესტორნის მფლობელებმაც მოდური ამპლუა აირჩიეს და გურმანებს ნორდიულ სამზარეულოს „მოლეკულური ინტერპრეტაციით“ სთავაზობენ. მდებარეობს კოპენჰაგენის ცენტრში, სანაპიროსთან ახლოს ერთ ძველებურ სახლში, სადაც 2004 წლამდე საწყობი იყო განთავსებული. ახლა კი ჩრდილო ატლანტიკის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი და ეს  რესტორანია განლაგებული.

3.Mugaritz, სან სებასტიანი, ესპანეთი.

ქალაქის სამხრეთით, ერთ პატარა სოფელში მდებარე ეს რესტორანი მოლეკულური სამზარეულოს შესანიშნავი ნიმუშია. მის შექმნაში მსოფლიოს საუკეთესო რესტორნის, ,,El Bulli-ის” შეფია – ფერან ადრია – მონაწილეობდა. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ აქ განსაცვიფრებელი კერძები გელით, რომელთა უჩვეულო გემო ადრე შეუთავსებელი პროდუქტების შეთავსებით მიიღწევა. თუმცა, ყველაფერი ეს მაინც ესპანური სამზარეულოს ტრადიციების გათვალისწინებით ხდება.

 

წყარო:  Harward Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

რუსეთმა ,,მაკდონალდსის” რესტორნების ქსელის განვითარება გადაწყვიტა

 

ამერიკის სწრაფი კვების კომპანია ,,მაკდონალდსი” ძალიან სწრაფად ვითარდება და ვრცელდება მთელ მსოფლიოში.

ყველაზე დიდმა ქვეყანამ, რუსეთმა, გადაწყვიტა კომპანიის ფილიალების გაფართოება და წინა წლებთან შედარებით 2017 წელს საგრძნობლად მეტი ფილიალის გახსნას აპირებს. ეს კომპანია რუსეთში 26 წლის წინ გამოჩნდა და დღემდე ერთ–ერთი ყველაზე წარმატებულია ამ ქვეყანაში, მათ 100 მილიონზე მეტი დოლარი დააბანდეს ,,მაკდონალდსის” განვითარებაში და ეს იმას ნიშნავს, რომ გარანტირებული იყო მათი წარმატება. დღესდღეისობით 543 ფილიალია განთავსებული რუსეთის ტერიტორიაზე, რაც მართლაც ძალიან ბევრია.

გარდა ამ ყველაფრისა რუსეთმა გადაწყვიტა, რომ დასავლეთიდან შემოსულ პროდუქტზე უარი ეთქვა და თვითონვე დაემზადებინა ის ძირითადი პროდუქტები, რაც რესტორნის საკვებს ესაჭიროება. დღესდღეისობით 80% –ს ამზადებენ ადგილობრივად, მაგრამ მომავალში ისინი გეგმავენ, რომ  გახდნენ სრულიად დამოუკიდებელნი და ყველაფერი ადგილობრივად დაამზადონ, მათ სურთ, რომ გახსნან ფერმები სადაც დამზადდება ქათმისა და საქონლის ხორცი, კარტოფილი ფრი და სხვა პროდუქტები, რომლებიც ,,მაკდონალდსში” იყიდება.

 

წყარო: english-online

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიო

თალიბების ლიდერი ავღანელებს ხეების დარგვისკენ მოუწოდებს

თალიბების ლიდერი – ჰიბატულა ახუნძადა, ავღანელებს ხეების დარგვისკენ მოუწოდებს.

მან სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მოქალაქეებსა და მებრძოლებს მოუწოდებს „დედამიწის გასალამაზებლად და ყოვლისშემძლე ალაჰის სასარგებლოდ“ დარგონ „ერთი ან რამდენიმე ხე”.

ხე-ტყით უკანონო უკანონო ვაჭრობისა და გათბობის მიზნით ავღანეთში ხეების მასობრივი ჭრა ხორციელდება, რის გამოც ქვეყანას ტყეების განადგურების სერიოზული საფრთხე ემუქრება.

თალიბანის ლიდერის გარემოსადცვით საკითხზე გაკეთებული ეს „სპეციალური გზავნილი“ უპრეცედენტოა და მკვეთრად განსხვავდება ავღანეთის მთავრობისა და ნატოს მხარდამჭერების საწინააღმდეგო „ცეცხლოვანი“ რიტორიკისგან.

,,ხეების პლანტაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემოს დაცვაში, ეკონომიკურ განვითარებასა და დედამიწის კეთილმოწყობაში;  ხეების დარგვა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობა ის საქმიანობაა, რომელსაც ამქვეყნიური ჯილდოც ახლავს და იმქვეყნიურიც,” – აცხადებს ახუნძალა ჯიჰადის ვებგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

თალიბანი, ან თალიბანის მოძრაობა, ისლამური ფუნდამენტალისტური პოლიტიკურ-რელიგიური პროპუშტუნთა მოძრაობაა, რომელიც თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა 1996-2001 წლებში (სანამ ნატოს ჯარებისა და ანტითალიბანური ძალების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად თალიბანის ხელისუფლება დაემხო).  თალიბანი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აღიარებულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.

თალიბები ოპიუმის უკანონო წარმოებასთან არიან დაკავშირებული.

მათ საკუთარი საიტი აქვთ, რომელიც პაშტოს, დარის, არაბულ, ურდუსა და ინგლისურ ენებზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თალიბების ვებგვერდს ავღანეთის ხელისუფლება ბლოკავს, საიტის ადმინისტრატორები, რომლებიც ავღანეთის გარეთ მუშაობენ ამ პრობლემას მალევე უმკვლავდებიან. უნდა ითქვას, რომ თალიბები XXI საუკუნის ტექნოლოგიურ მიღწევებს, სოციალური ქსელების ჩათვლით საკმაოდ ეფექტურად იყენებენ.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიო

10 მოწინავე ქვეყანა ტელეფონზე დარეკვის  სიძვირის მიხედვით

 

ქალაქის ტელეფონებიდან მობილურ ტელეფონებზე დარეკვისას მოქმედი ფიქსირებული გადასახადები ყველა ქვეყანაში ინდივიდუალური წესით დგინდება და გამოითვლება შესაბამისად, რაიმე უნიფიცირებული ფორმულის არსებობა გამორიცხულია. აქედან გამომდინარეობს ის დიდი სხვაობებიც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევებში ასე თვალშისაცემია.

წარმოდგენილი ჩამონათვალი მიუთითებს, რომ ქვეყნის განვითარების დონესა და მობილურ ტელეფონებზე დარეკვის ღირებულებას შორის არანაირი პირდაპირი კორელაცია არ არსებობს. უფრო პირიქით –  აქ არანაირი ლოგიკა არ იკითხება:

ქვეყანა/ღირებულება(ცენტი/წუთი)

  1. ახალი ზელანდია –43,6
  2. ეგვიპტე –41,6
  3. პოლონეთი– 40,7
  4. შვეიცარია–38,6
  5. ესპანეთი–36,2
  6. ინგლისი–30,7
  7. პორტუგალია–29,9
  8. დანია –27,5
  9. ავსტრალია–27,0
  10. მექსიკა –25,0

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიამსოფლიო

ტუტანჰამონის საიდუმლო ოთახს თანამედრეოვე ტექნოლოგიის საშუალებით მოძებნიან

არქეოლოგები თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფარაონის – ტუტანჰამონის, საიდუმლო ოთახის ძიების დაწყებას აპირებენ.

ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ეგვიპტის მეფის 3,300 წლის დასასვენებელი ადგილის სიღრმის სკანირებისთვის სარადარო სისტემებს გამოიყენებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საიდუმლო ოთახში ფარაონის დედის, ნეფერტიტის ნეშტი და ტონობით განძი ინახება.

ტუტანჰამონის საფლავი დიდი ხანია „წყევლასთან“ ასოცირდება. საფლავი პირველად 1923 წელს ბრიტ ჰოვარდ კარტერმა და მისმა გუნდა აღმოაჩინა. ლორდ კარნარვონს, რომელიც გათხრებს აფინანსებდა, მწერმა უკბინა და გარდაიცვალა.

ამას მოჰყვა იმ რადიოლოგისტის სიკვდილი, რომელმაც სამარხს რენტგენი გადაუღო. ერთ-ერთი არქეოლოგი, რომელიც არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობდა, დარიშხანით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. 26-კაციანი გუნდიდან ექვსი საფლავის აღმოჩენიდან ათი წლის მანძილზე სხვადასხვა ვითარებაში გარდაიცვალა.

 

წყარო: http://www.theladbible.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
1 86 87 88 89 90
Page 88 of 90