close

ფრაზები

ფრაზები

,,ალმასი ჭუჭყში არ დნება” – ვიქტორ ჰიუგო

,,ალმასი ჭუჭყში არ დნება”

ვიქტორ ჰიუგო

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ფრაზები

,,ვერასდროს მიაღწევთ დანიშნულების ადგილს, თუ გზაში ყველა მყეფარე ძაღლს ქვებს დაუშენთ”

,,დოქტრინა” გთავაზობთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და პოლიტიკის ისტორიაში ერთ-ერთი გამოჩენილი ფიგურის – იუნსტონ ჩერჩილის ბრძნულ გამონათქვამებს:

  • თუ ჯოჯოხეთში მიდიხართ – იარეთ, გაუჩერებლად.
  • მტრები გყავს? კარგია. ესეიგი, ცხოვრებაში სადღაც, რაღაც მაინც დატოვე.
  • ნებისმიერი კრიზისი ახალი შესაძლებლობების დასაწყისია.
  • ჭკვიანი ადამიანი არ უშვებს ყველა შეცდომას თვითონ – ის სხვებსაც აძლევს შანსს.
  • დემოკრატიის წინააღმდეგ საუკეთესო არგუმენტი – 5-წუთიანი საუბარი საშუალო აზროვნების ამომრჩეველთან.
  • წარმატება – ეს შესაძლებლობაა, გადააბიჯო ერთი წარუმატებლობიდან მეორემდე, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე.
  • ფარშევანგი ადის მაღლა, როცა მიფრინავს ქარის საწინააღმდეგოდ და არა მისი მიმართულებით.
  • სულელია ის ადამიანი, რომელიც არასდროს არ ცვლის მოსაზრებებს.
  • როცა არწივები დუმან, თუთიყუშები ტლიკინებენ.
  • ძალაუფლება – ნარკოტიკია. ვინც ერთხელ მაინც გასინჯა – ყველა მოიწამლა სამუდამოდ.
  • ცხოვრების განმავლობაში ყველა ადამიანი აწყდება “დიდებულ შანსს”. სამწუხაროდ, უმეტესობა ჩვენგანი საერთოდ არ აქცევს მათ ყურადღებას და გზას აგრძელებს, თითქოს არაფერი მომხდარა.
  • არ ისურვოთ ჯანმრთელობა და სიმდიდრე, ისურვეთ იღბალი, ტიტანიკზე ხომ ყველანი მდიდრები და ჯანმრთელები იყვნენ, მაგრამ იღბლიანი მხოლოდ რამდენიმე აღმოჩნდა!
  • ტყუილი ასწრებს ნახევარი მსოფლიოს შემოვლას, მაშინ როცა სიმართლე იცვამს შარვალს.
  • პოლიტიკა ისეთივე სახიფათო და მძაფრია, როგორც ომი. ომში შეიძლება მოგკლან მხოლოდ ერთხელ, ხოლო პოლიტიკაში რამდენიმეჯერ.
  • ჩემი გემოვნება ძალიან მარტივია. ადვილად მაკმაყოფილებს მხოლოდ საუკეთესო.
  • გინდათ, რომ კამათში თქვენი სიტყვა იყოს ბოლო? მაშინ უთხარით ოპონენტს – ,,ვგონებ, თქვენ მართალი ბრძანდებით”.
  • დიდ უპირატესობას იღებს ის, ვისაც საკმარისად ადრე აქვს დაშვებული შეცდომები, რომლებზეც შეიძლებოდა ესწავლა.
  • ადამიანებს შესანიშნავად შეუძლიათ შენახვა საიდუმლოების, რომლებიც არ იციან.
  • მიყვარს ღორები. ძაღლები ქვემოდან ზემოთ გვიყურებენ, კატები – ზემოდან ქვემოთ. მხოლოდ ღორები გვიყურებენ თანაბრად.
  • ომი – მოვლენა, რომლის დროსაც სხვისი ინტერესების გამო, იხოცება საერთოდ უდანაშაულო ხალხი.
  • ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი ის არის, რომ ხანდახან სულელებიც მართლები არიან.
  • ბევრად უფრო ადვილია ადამიანის ყიდვა, ვიდრე მისი მოკვლა, და საერთოდ ბევრად უფრო კარგია იყო ნაყიდი, ვიდრე მოკლული.
  • ერის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე ოთხი შვილის გაზრდა.
  • ჩვენ ვცხოვრობთ დიდი მოვლენების და პატარა ადამიანების ეპოქაში.
  • ვერაფრით მოიხვეჭ იმდენ ავტორიტეტს, როგორც სიმშვიდით.
  • ამერიკელები ყოველთვის პოულობენ ერთ სწორ გადაწყვეტილებას. მას შემდეგ, რაც გამოცდიან ყველა სხვას.
  • ისწავლეთ ისტორია, ისწავლეთ ისტორია. ისტორიაში იპოვით ყველა პოლიტიკურ საიდუმლოს.
  • საუკეთესო საშუალება გააფუჭო ურთიერთობები – დაიწყო მათი გარკვევა.
  • პარლამენტის მიზანი – შეცვალოს მუშტებით ბრძოლა, სიტყვებით.
  • როცა ორი ჩხუბობს – იმარჯვებს მესამე.
  • თუ მოკლავთ მკვლელს, მკვლელების რაოდენობა არ შეიცვლება.
  • პესიმისტი ხედავს სირთულეს ყველა შესაძლებლობაში. ოპტიმისტი ხედავს შესაძლებლობას ყველა სირთულეში.
  • ვერასდროს  მიაღწევთ დანიშნულების ადგილს, თუ გზაში ყველა მყეფარე ძაღლს ქვებს დაუშენთ.
  • ერმა, რომელიც ივიწყებს წარსულს, კარგავს მომავალს.
  • ყველაზე დამაბრმავებელ სინათლესაც კი აქვს ჩრდილები.
  • მე ოპტიმისტი ვარ. ვერ ვხედავ განსაკუთრებულ სარგებელს, რომ ვიყო სხვა რამ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფრაზები

,,ყველაფერი მიდის მასთან, ვისაც ლოდინი შეუძლია” – ლევ ტოლსტოი

,,ყველაფერი მიდის მასთან, ვისაც ლოდინი შეუძლია.”

ლევ ტოლსტოი

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი -,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფრაზები

,,ადამიანს მხოლოდ ერთი ტირანი ჰყავს – უცოდინრობა” – ვიქტორ ჰიუგო

,,ადამიანს მხოლოდ ერთი ტირანი ჰყავს – უცოდინრობა.”

ვიქტორ ჰიუგო

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ფრაზები

,,ცოდნამ ჩვენ ცინიკოსებად გვაქცია…” – ჩარლი ჩაპლინი

,,ცოდნამ ჩვენ ცინიკოსებად გვაქცია, ჭკუამ – გულქვა და ბოროტ არსებებად. ვფიქრობთ ზედმეტად ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება. საჭიროა ვიყოთ კეთილები და მიმტევებლები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოზე ძალადობა გაბატონდება და ყველანი დავიღუპებით.”

ჩარლი ჩაპლინი

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ფრაზები

„ადამიანებისადმი ღირსეული მოპყრობა ყოველგვარ ცოდნაზე მაღლაა“

„ადამიანებისადმი ღირსეული მოპყრობა ყოველგვარ ცოდნაზე მაღლაა.“
ძველებრაული სიბრძნე

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფრაზები

,,განათლება კარგ ადამიანს აკეთილშობილებს, ხოლო ცუდს უარესად აქცევს”

,,განათლება კარგ ადამიანს აკეთილშობილებს, ხოლო ცუდს უარესად აქცევს.”

თომას ფულერი – ინგლისელი ისტორიკოსი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ფრაზები

,,დიდი ჭეშმარიტებები ყველაზე უბრალოა”

,,დიდი ჭეშმარიტებები ყველაზე  უბრალოა.”

ლევ ტოლსტოი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,გაბრაზდე შეურაცხყოფაზე, იგივეა, რომ მოირგო ის ძონძი, რომელსაც მოგიგდებენ”

ერთმა ადამიანმა სახალხოდ შეურაცხყო ომარ ხაიამი: – შე უღმერთოვ! ლოთო! ქურდო!

საპასუხოდ ხაიამმა მხოლოდ გაიღიმა.

უკანასკნელ მოდაზე, აბრეშუმის შარვალში გამოწყობილმა ახლაგაზრდამ, რომელიც ამ სცენას თვალ-ყურს ადევნებდა, ჰკითხა ხაიამს:

– როგორ შეგიძლია, მსგავსი დამცირებების მოთმენა? ნუთუ არ გწყინს?!

ომარ ხაიამმა კვლავ გაიღიმა და გაყოლა სთხოვა. ისინი საკუჭნაოში ჩავიდნენ. ხაიამმა სანთელი დაანთო და სკივრში ქექვას შეუდგა.

ყოვლად გამოუსადეგარი, დაფლეთილი ხალათი ამოიღო და ელეგანტურად ჩაცმულს მოზომვა სთხოვა.

ახალგაზრდამ დაათვალიერა ხალათი და აღშფოთდა: – ეს ბინძური ძონძები რაში მჭირდება?! აი, შენ კი, მგონი, ჭკუიდან შეიშალე ! – და დაფლეთილი ხალათი უკან მიუგდო.

-აი, ხომ ხედავ,  – უთხრა ხაიამმა, – შენ არ ჩაიცვი ეს ძველმანი. სწორედ ასე არ მივიღე ბინძური სიტყვები, რომლებიც იმ კაცმა მითხრა. გაბრაზდე შეურაცხყოფაზე, იგივეა, რომ მოირგო ის ძონძი, რომელსაც მოგიგდებენ.

 


ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ფრაზები

,,მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა, ხოლო სიბრძნე – კარგად ორგანიზებული ცხოვრება”

,,მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა, ხოლო სიბრძნე – კარგად ორგანიზებული ცხოვრება.”

მანუელ კანტი

სრულად ნახვა
1 8 9 10 11 12
Page 10 of 12