close

ფრაზები

ფრაზები

„კი არ მაგონდები, მელანდები“- რეზო თაბუკაშვილის წერილი მედეა ჯაფარიძეს.

„ჩემო მედიკო, კი არ მაგონდები, მელანდები. რამდენჯერმე გამოვეკიდე კიდეც უცნობებს. გელოდი ქუჩაში, მეტროსთან, შენს სტუდიასთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მეპოვნე. შემოვიარე ის ადგილები, სადაც მე და შენ ხშირად დავდიოდით და გვიყვარდა. ყველაფერი დამხვდა ძველებურად, ისევ ის ქუჩები, სახლები, თითქოს ვიტრინებშიც არაფერი შეცვლილა და ვგრძნობდი მაინც, რომ აღარ იყო აღარც ის ქუჩები, აღარც ის ხეები, აღარც ის სახლები. შენ წახვედი და ყველაფერი შენთვის დაიტოვე. მე კი ყველაფერი ეს შენში მყვარებია. საშინელებაა ცარიელ ქალაქში ცხოვრება.

ისეთი გრძნობაა, თითქოს გაქანებული ვაგონიდან გადმოგაგდეს, მატარებელი კი ღამეში დაიკარგა. მომაგონდები და მეკუმშება გული, თითქოს ტვინსაც ფოლადის თითებში სრესენ, აუტანელი, მტკივნეული გრძნობა მეუფლება. მე კი ამისთვის არ ვყოფილვარ მზად. რას არ მივცემდი, ერთი წუთით რომ შემახვედრა შენთან, დამაკოცნინა შენი პატარა ხელები. რა ვქნა, ჩემო „ტაიტი“, ავადმყოფურად მყვარებიხარ თურმე. „რაზლუკა პიტაეტ ლუბოვ“ – სიყვარულზე ამაზე დიდი სისულელე არაფერი თქმულა…“

„… მედიკო, ეს წელიც მოვითმინოთ. დავამთავრებ და ყველაფერი გაირკვევა, ყველაფერს მოვაწყობ, ოღონდ შენ მეყოლე კარგად. წერილების წერას თუ გადაწყვეტ, მომწერე ხოლმე უფრო გარკვევით, უფრო დალაგებულად, ბევრი სიტყვა ვერც ამოვიკითხე, იეროგლიფებია პირდაპირ. სასურველია, წერილი იყოს ნაწერი ერთი სტილით. მომწერე პასუხი. არ მანერვიულო. ეს არ არის ასე ძნელი. მაშ ველი ამ დღეებში პასუხს, მხოლოდ პირდაპირს და ნათელს. გკოცნი ბევრს, რეზო“.

ცნობილია,რომ რეზო თაბუკაშვილმა მედეა ჯაფარიძესთან იძულებითი განშორების დროს, შექსპირის სონეტების უდიდესი ნაწილი თარგმნა,სონეტის პირველ წიგნს მან ასეთი რამ მიაწერა „„ჩემო მედიკო, ამ დიდ წიგნში ყველაფერი შენ გეკუთვნის, ყოველი სტრიქონი შენითაა ნაკარნახევი, მაგრამ არ ვიცი, შენსავით მშვენიერია თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობდი, დამემსგავსებინა შენთვის“.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ფრაზები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

ყველაზე ცნობილი ამერიკელი ასტრონავტი ნილ არმსტრონგი წერდა:

მე ვარ რეალისტი და არ ვარ მგრძნობიარე. როცა მამას სახლი დავტოვე, მე არ მიტირია. როდესაც ჩემი კატა გარდაიცვალა, მე არ მიტირია. როდესაც მამა მოკვდა, მე არ მიტირია. როდესაც მე სამუშაოდ მიმიღეს NASA- ში, მე არ მიტირია. როდესაც მე პირველად ფეხი დავაბიჯე მთვარეზე, მე არ მიტირია, მაგრამ, როცა მე გადმოვხედე ზემოდან დედამიწას, სული შემეკრა და ავტირდი. შემდეგ კი ფაქტმა, რომ ამერიკული დროშა, რომელიც ხელში მეკავა , იქ მთავარეზე უნდა დამედგა, სრულიად შემძრა.. როდესაც მთვარიდან სეპერატორით გადმოვხედე დედამიწას დავინახე პატარა ცისფერი ბუშტი, ყოველგვარი ნაციონალობის და მოქალაქეობის გარეშე, მე ავტირდი, რადგან ვიგრძენი ეს ცისფერი ბუშტი იყო ჩვენი პატარა სახლი, სადაც ჩვენ, სიძულვილით დაბრმავებული ადამიანები ერთმანეთის აუტანლობით ვიძირებით გამუდმებულ ომებში.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველოფრაზები

ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ

დიდი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა უფროსი დაიბადა 1802 წელს და გარდაიცვალა 1870 წელს. ის იყო ისეთი შედევრების ავტორი როგორიცაა “სამი მუშკეტერი“, “გრაფი მონტე-კრისტო“, “დედოფალი მარგო” და ა.შ. 1858-59 წლებში ის სტუმრობდა თბილისს და საქართველოს სხვა ქალაქებს. ამ მოგზაურობაზე მან დაწერა წიგნი “კავკასია”. გთავაზობთ ამონარიდებს ამ წიგნიდან, რომელიც ქართველებს ეხება:

“როდესაც თბილისში მივდიოდი, ვაღიარებ, წარმომედგინა, რომ ნახევრად ველურ ქვეყანაში მივდიოდი, ისეთში, როგორიც არის ნუხი ან ბაქო, მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბისა. მე შევცდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელსაც უმთავრესად პარიზელი მკერავები და მოდელიორები შეადგენენ, ქართველი ქალები იტალიური თეატრისა თუ დიდი ბულვარების მოდას შეიძლება მხოლოდ ორიოდე კვირით ჩამორჩებოდნენ.”

“ამჟამად თბილისში 60 ათასიდან 75 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მისი ქუჩების სიგანე 60 ფუტია: აქ არის შესანიშნავი შენობები, მოედნები, ქარვასლები, ბაზრები და ბოლოს, თეატრი და ეკლესიები, რომლებიც თავადი გაგარინის წყალობით, ხელოვნების საუცხოო ნიმუშებად იქცნენ.”

“ქარვასლა საინტერესო სანახავია. მის ჭიშკარში აქლემებით, ცხენებითა და სახედრებით შედის და გამოდის აღმოსავლეთის ყველა ერის წარმომადგენელი: თირქები, სომხები, სპარსელები, არაბები, ინდოელები, ჩინელები, ყალმუხები, თურქმენები, თათრები, ჩერქეზები, ქართველები, მეგრელები, ციმბირელები და ღმერთმა იცის კიდევ ვინ. თითოეული მათგანი გამორჩეულია. აქვს თავისი კოსტიუმი, თავისი იარაღი, თავისი ხასიათი, თავისი გამომეტყველება და განსაკუთრებით ქუდი – საგანი, რომელიც მოდის ცვლილებებს ყველაზე ნაკლებად ემორჩილება.”

დიუმა თბილისის აბანოებზე წერს: “რატომაა, რომ გრძნობათა მორევის ისეთ ქალაქს, როგორიც პარიზია, არ გააჩნია ასეთივე აბანოები? რატომ არც ერთი საქმოსანი არ გამოიწერს თბილისიდან ორიოდე მექისეს? ეს რასაკავირველია სასარგებლოც იქნებოდა და სარფიანიც. ექვსი კვირის განმვლობაში, რომელიც თბილისში გავატარე, ყოველ მესამე დღეს სპარსულ აბანოში დავდიოდი.”

“მე თითქmის ყველაფერი ვნახე თბილისში, ქართულ სამოთხეში და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავია, როგორც თბილისში.”

დიუმა აღნიშნავს, რომ ქართველები მფლანგველები არიან და “არაპრაქტიკულობის გამო სწრაფად კოტრდებიან. ყველა ქართველი ღარიბია ან ახლოსაა ამასთან. რა საშინელი სიღარიბეა აქ! ღმერთო შემინდე! რა სიღატაკეა! ეს სიღარიბე იქამდე მიდის, რომ ბევრის აზრით, ყველაზე სათნო ქალის ზნეობა, რომელიც მედეადან მოდის, ახლა ოქროს მონეტის დანახვას ვერ გაუძლებდა.”

“ევროპაში წაrმოდგენათ კი არ აქვთ კოლხთა სილამაზეზე. განსაკუთრებით ლამაზი ტანადობა და სიარული აქვთ მამაკაცებს. სულ უბრალო მსახურსაც კი თავადიშვილის იერი აქვს.

“ქართველ ხალხს უყვარს იმის გაცემა, რისი მიღებაც სხვებს უყვართ.

– რა აზრის ხართ ქართველებზე? – შევეკითხე ბატონ ფინოს, ჩვენს (ფრანგების) კონსულს თბილისში, რომელიც იქ უკვე სამი წელია ცხოვრობს.

– ეს უნაკლო ხალხია, ყველა საუკეთესო თვისებით, – მიპასუხა მან.

როგორია ასეთი სიტყვების მოსმენა ფრანგისგან, რომელიც როგორც ეს ყველგან და ყოველთვს ხდება, ყოველივე უცხოურს ლანძღავს და საკუთარ თავს ყველაზე მაღლა აყენებს…”

“თავისი სიმამაცით განთქმულმა ერთმა რუსმა, გვარად შერემეტიევმა მითხრა: ისინი ბრძოლაში უნდა ნახო.. ისინი ამ დროს უკვე ადამიანები კი არა, ტიტანები ხდებიან, რომლებსაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ.”

“ისინი სუფრასთან უნდა ნახო – მეუბნებოდა ერთი ღირსეული გერმანელი, რომელიც სიამაყით იხსენებდა ხოლმე როგორ სვამდე შუა დღეზე ჰაიდელბერგის დუქანში თორმეტ კათხა ლუდს. ისინი (ქართველები) თხუთმეტ, თვრამეტ, ოც ბოთლ ღვინოს ისე ყლაპავენ, თითქოს აქ არაფერი მომხდარაო. ფინოც სიმართლეს ამბობდა, რუსიც სიმართლეს ლაპარაკობდა, გერმანელიც სიმართლეს მეუბნებოდა.”

“მთელი ძველი კოლხეთის ქალები საუცხოონი არიან. – ჩვენ გვინდოდა გვეთქვა ქართველ ქალებზე ლამაზებიც კიო, მაგრამ აქ დროულად გაგვახსენდა, რომ სამეგრელო, იმერეთი და გურია ყოველთვის საქართველოს ნაწილები იყო. მეგრელი ქალები განსაკუთრებით ლამაზები არიან: ქარათმიანები შავი თვალებით და შავთმიანები ცისფერი თვალებით – ეს ხალხი დედამიწის ზურგზე ულამაზესი ქმნილებები არიან.”

“როგორ უნდა ამოიცნო ქართველი? თუ ვინც გიყურებს ნათელი სახე და სწორი ცხვირი აქვს, თვალები, წარბები და თმები შავი, კბილები – თეთრი, თუ მას მოკლე ბწევიანი, წვეტიანი ქუდი ახურავს, მაშინ იგი ქართველია. რასაც ის იტყვის, წმინდა წყლის სიმართლე იქნება”.

“ამბობენ ჩერქეზები დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ხალხიაო. ეს შეიძლება ითქვას მხოლოდ მამაკაცებზე, ქალების მიმართ კი სადავოა. ჩემი შეხედულებით, ქართველს სრულიად თავისუფლად შეუძლია შეეცილოს ჩერქეზს სილამაზეში. ჩემს დღეში არ დამავიწყდება ის შთაბეჭდილება, რომელიც ნოღაის ველებში პირველი ქართველის შეხვედრამ გამოიწვია ჩემში.”

“ქართველები უმამაცესი ხალხია, ამაში უკვე ეჭვი აღარავის შესდის, თვით ყველაზე მამაც რუსებსაც კი. ისინი გვიამბობდნენ ქართველთა ვაჟკაცური სისადავის შესანიშნავ ფაქტებს. მაგალითად გრაფ ვორონცოვის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ექსპედიციაში ჯარი წაადგა ტყეს, რომელზეც ამბობდნენ მთიელები იცავენო,

– ტყეს ორი ფინდიხით დატენილი ზარბაზანი დაუმიზნეთ და ესროლეთ – ბრძანა გრაფმა – ვნახოთ, როგორ იცავენ მას მთიელები.

– რაზე დავკარგოთ დრო და ფინდიხი, თქვენო უგანათლებულესობავ? – უპასუხა იქვე მყოფმა თავადმა ერისთავმა – თვითონ წავალ და ვნახავ.

ერისთავმა ცხენი გააჭენა, ტყე მოათვალიერა, დაბრუნდა და ვორონცოვს ანტიკური სისადავით მოახსენა – ტყეში არავინაა თქვენი უგანათლებულესობავ.”

“თუ თათარმა თავი დაგიქნია – ენდე. თუ მთიელმა პატიოსანი სიტყვა მოგცა – მასაც ენდე. ხოლო თუ სომეხთან გაქვს საქმე, უსათუოდ ხელწერილი დაადებინე და ორი კაციც დაიმოწმე, რომ თავის ხელწერილზე უარი არა თქვას.”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

გურამ რჩეულიშვილის უკანასკნელი წერილი დედას

,,მაგრამ ისიც ხომ იცი შენ ძალიან კარგად, ხომ დარწმუნებული ხარ გულის სიღრმეში, რომ მე არა ვარ ცუდი ადამიანი. მაშ, მაპატიე ამ ცოდნისთვის ჩემი ცუდი საქციელი, მაპატიე ყველაფერი ის, რისი პატიებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რომ ყველა მაქებდეს, შენც მაქებდე და სინამდვილეში კი გრძნობდე, რომ არა ვარ ამ ქების ღირსი, ჯობია – დამეთანხმე – გაგინებდნენ და არ იყო ამ გინების ღირსი, თუნდაც აკეთებდე ცუდს და არ იყო სინამდვილეში ცუდი, ვიდრე გაქებდნენ და ტყუილა, აკეთებდე კარგს და იყო ცუდი კაცი, თვალთმაქცი.

გეფიცები, დედა, დედას გეფიცები, რომ მე ალბათ ღმერთის სამსჯავროს წინაც არ გავიმართლებდი ასე მხურვალედ თავს; თვითონ იცი, რომ როცა ჩემზე ცუდს ამბობენ, მე სიტყვით მხოლოდ ვუორკეცებ ხოლმე მთქმელს თავის აზრს, რადგან ზიზღს იწვევს ჩემში ყოველგვარი თავის მართლება;

და მე თუ თავს ვიმართლებ, პატიებას ვთხოვ საკუთარ დედას, მხოლოდ იმიტომ, რომ უზომოდ მიყვარს ის; თუ სიყვარულის დათვლა შეიძლება, ასე დავითვლი: იმაზე ათასჯერ ძალიან მიყვარს, რამდენი უსიამოვნებაც მიმიყენებია მისთვის.

კარგად იყავი, ჩემო დედა.

გწამდეს ჩემი.

როგორმე მოუარე ნერვებს ასეთ პირობებში.

თუმცა ძალიან ძნელია თვითეული კალმის მოსმა ჩემთვის ამ სიყალბისა და თვალთმაქცების ხელში, მაგრამ შედეგი ორმაგად ძვირფასი იქნება და ყველაზე პირველმა მინდა, რომ შენ გაიგო ეს. მთელი ღამე ვერ დავიძინე და დილით საშინელი თავის ტკივილით ავდექი, როცა მამასგან შენი ავად გახდომის ამბავი გავიგე.’’

გურამი წერილის დაწერიდან 4 დღეში დაიღუპა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოაფრაზები

“ფულის ჭკვიანურად დახარჯვა ისევე რთულია, როგორც მათი შოვნა“ – ბილ გეიტსის რჩევები

“მაიკროსოფტის” დამაარსებლისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი ქველმოქმედის, ბილ გეიტსის ქონება 79 მლრდ დოლარია.

32 წლის ასაკში, 1987 წელს, ბილ გეითსი მილიარდერი გახდა.

მან უნივერსიტეტში სწავლისას პროფესორებს განუცხადა, რომ მილიონერი 30 წლამდე გახდებოდა. 32 წლის ასაკში ის უკვე მილიარდერი იყო.

გეიტსი 1955 წელს დაიბადა სიეტლში, კორპორაციული ადვოკატისა და ერთ-ერთი დიდი ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრის ოჯახში. სიეტლის პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა და იქვე აითვისა კომპიუტერული პროგრამირების უნარ-ჩვევები. ცამეტი წლისამ დაწერა თავისი პირველი პროგრამა – თამაში “ბეისიკის” პროგრამირების ენაზე. შემდეგ იყო ჰარვარდის უნივერსიტეტი (რომელიც ორ წელიწადში მიატოვა), რასაც მოჰყვა კომპანიონებთან ერთად შექმნილი უძლიერესი კორპორაცია, რომელმაც ბილ გეიტსი მილიარდერად და ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად აქცია მსოფლიოში.

  • ნებისმიერ დროს წადით და საკუთარი საქმე წამოიწყეთ – ჰარვარდში დაბრუნება კი არასდროსარის გვიან.
  • წარმატება ცუდი მასწავლებელიაის აიძულებს ჭკვიან ადამიანებსიფიქრონრომ არასდროსწააგებენ.
  • მეშინია მარცხის. ყოველდღე, როცა ოფისში მივდივარ, საკუთარ თავს ვეკითხები: “ჯერ კიდევ კარგად ვმუშაობთ? ხომ არ გაგვასწრო ვინმემ? ნამდვილად კარგად მიიღეს ესა თუ ის პროდუქტი? რისი გაკეთება შეგვიძლია კიდევ?”
  • მსოფლიოსთვის სულერთია შენი განცდები და პატივმოყვარეობამსოფლიო შენგან ელოდებარაიმე მიღწევასსანამ პატივს მიაგებს შენი ღირსების გრძნობას.
  • მე მაქვს თეთრი დაფა და ფერადი ფლომასტერების ნაკრებირომლებიც შესანიშნავად მეხმარებიანკოლეგებთან თათბირის დროს და საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს.
  • ბიზნესს ვუდგები როგორც გამოწვევასპრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობას.
  • არ მომწონსროცა ახალგაზრდები ამბობენარ გვინდა კოლეჯში სიარულიორადგან თურმე მე არდამიმთავრებია უმაღლესი სასწავლებელიჯერ ერთიმე საკმაოდ კარგი განათლება მივიღეთუმცახარისხის მიღებას არ დაველოდემეორე – მსოფლიო სულ უფრო რთულიწლიდან წლამდე მეტადსპეციალიზებული და კონკურენტული ხდებაუმაღლესი განათლება დღეს ისევე მნიშვნელოვანიაროგორც წინათ – სასკოლო.
  • ორჯერ არ მიიღოთ ერთი და იგივე გადაწყვეტილებაჯობსმეტი დრო და ძალა დახარჯოთპირველივე ჯერზემტკიცე გადაწყვეტილების მისაღებად.
  • ბიზნესი კარგი თამაშიაბევრი მეტოქეობა და ცოტა წესიანგარიში ფულით ითვლება.
  • ვფიქრობბიზნესის მართვა იოლიამოგებადანაკარგიგაყიდვებს აკლებთ დანახარჯებს და იღებთდიდ დადებით რიცხვსსუფთა მათემატიკაა.
  • კარგი მენეჯერის უმნიშვნელოვანესი თვისებაანებისმიერ ცუდ ინფორმაციას მკერდით შეეგებოსთავად ეძებოს მათთან შეხვედრაიმის ნაცვლადთავი ქვიშაში ჩარგოს.
  • დღევანდელ საინფორმაციო საზოგადოებაში მთავარი ბუნებრივი რესურსებია ადამიანის გონებაგამოცდილება და ლიდერობა.
  • ფულის ჭკვიანურად დახარჯვა ისევე რთულიაროგორც მათი შოვნა.
  • ყოველთვის გადაჭარბებულად ვაფასებთ ცვლილებებსრომლებიც უახლოეს ორ წელიწადშიმოხდება და სათანადოდ ვერ ვაფასებთ შემდეგი ათი წლის ცვლილებებსეს იმას ნიშნავსრომმოდუნება არაფრით არ შეიძლება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ფრაზები

გურამ დოჩანაშვილი აღდგომაზე

გურამ დოჩანაშვილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ეხმიანება თემას, რომელიც ყოველს წელს აქტუალურია – ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა?

 

„- აბა, დაფიქრდით და მითხარი რამდენპირიანი ზმნაა – აღუდგინა?! – ვეკითხები ჩემს უკვდავ ხელმძღვანელს.

– სამპირიანი – დაუფიქრებლად (ცოტა გაბრაზებულიც) მპასუხობს ხელმძღვანელი – აღუდგინა მან, მას, ის (ვთქვათ, სიცოცხლე).

– მართალია, მაგრამ თუ სუბიექტი საკუთარ თავს დაეხმარა და აღუდგინა სიცოცხლე… ამას როგორ გამოვხატავთ?!

– აღუდგინა მან სიცოცხლე საკუთარ თავს..

– უფრო მოკლედ, – არ ვეშვები.

– აღიდგინა სიცოცხლე..

– კიდევ უფრო მოკლედ?!

– აღიდგინა…

– სიცოცხლე სად წავიდა? ერთი სიტყვით უნდა სთქვა, ისე რომ ჩანდეს კაცმა საკუთარ თავს სიცოცხლე აღუდგინა. კაცმა სიცოცხლე აღიდგინა..

– აჰ, ერთი სიტყვით შეუძლებელია – ისევ მიწყრება ხელმძღვანელი

– აღსდგა.

– აღდგა?

– არა, არა. აღსდგა! მართალია, ზმნამ მესამე ობიექტური პირი დაკარგა, მაგრამ პირის ნიშანი შეინარჩუნა… სწორედ იმის გამოსახატავად, რომ ეს ქმედება, აქტი (ქრისტეს აღდგომა), რომლის აღწერასაც ჩვენ ვცდილობთ თავისი შინაარსით არის ერთადერთი, განუმეორებელი და კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველაზე დიდი სასწაული (თვითაღდგენა).

ჩვენ კი უნდა გვიხაროდეს, რომ იმ დროს ქართული ენა მზად აღმოჩნდა ამგვარი განსაკუთრებული შემთხვევისთვის, გამოამჟღავნა რა ცოცხალი ენისთვის დამახასიათებელი შემოქმედებითი უნარი, გამოაჩინა საკუთარ წიაღში არსებული ფორმა (ასევე ერთჯერადი და განუმეორებელი – აღსდგა), რომელიც ყველანაირ გრამატიკულ ნორმაზე და კანონზე მაღლა დააყენა..

 

– მაშ, აღსდგა, არა? – უკვე მუქარა ისმის ხელმძღვანელის ხმაში. ოღონდ, ვერ ვხვდები ჩემზე ბრაზობს თუ მასზე (ვინც ნამდვილად აღსდგა). ამიტომ, არ ვიმჩნევ..

 

– დიახ, დიახ ჭეშმარიტად აღსდგა!”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ფრაზები

წერილი ევროპას მომავლიდან – სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო

ბრიტანული გამოცემა the guardian-ი იტალიელი მწერლის, ფრანჩესკა მელანდრის მიმართვას აქვეყნებს. 

წერილი აფრთხილებს ევროპას და მათ, ვისაც ჯერ კიდევ უჭირს გააზრება, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ამ საერთო ბრძოლაში.

“იტალიიდან გწერთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გწერთ თქვენი მომავლიდან. ეპიდემიის მოცემულობა იმას აჩვენებს, რომ ჩვენ უკვე საერთო ცეკვაში ვიხლართებით.

ჩვენ გისწრებთ რამდენიმე ნაბიჯით და გაკვირდებით. თქვენ ზუსტად ისე იქცევით და ლაპარაკობთ, როგორც ჩვენ რამდენიმე კვირით ადრე. ამბობთ, ეს ხომ უბრალოდ გრიპია, რა საჭიროა ამხელა ამბავიო და არიან ისეთებიც, ვინც უკვე ყველაფერს მიხვდა.

პირველ რიგში, ჭამას დაიწყებთ. ათეულობით ჯგუფს ნახავთ სოციალურ ქსელებში, რათა ისწავლოთ როგორ გაატაროთ დრო ნაყოფიერად. მაგრამ რამდენიმე დღეში ყველაფერს უგულებელყოფთ. თაროებიდან ლიტერატურასაც ჩამოალაგებთ, მაგრამ მალევე მიხვდებით, რომ მათი წაკითხვა არ შეგიძლიათ.

ისევ შეჭამთ, მერე საკუთარ თავს ჰკითხავთ რა ემართება დემოკრატიას? მუდმივად ონლაინ რეჟიმში იქნებით. ძველი წყენები იმდენად უმნიშვნელო გახდება, რომ დარეკავთ იმ ადამიანებთანაც, რომლებზეც დაიფიცეთ, რომ ხმას არასდროს გასცემდით.

დაიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ ბევრ ქალზე სახლში ძალადობენ. დაინტერესდებით იმ ადამიანების მდგომარეობით, ვისაც სახლი საერთოდ არ აქვს.

დაცარიელებულ ქუჩებში თავს დაუცველად იგრძნობთ და გაიფიქრებთ, ნუთუ ასე იშლება საზოგადოება. ყველაფერი ასე სწრაფად ხდება…

ადამიანები სრული სიცხადით გამოავლენენ საკუთარ სახეს. ბევრი რამ გაგაკვირვებთ… აღმოჩნდება, რომ ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ადრე ქედმაღლურად უყურებდით არიან სანდო და მომავლის გამჭვრეტნი.

აჰ, ეს იტალიელები, ალბათ, ამას ამბობდით მაშინ, როცა ხედავით როგორ ვმღეროდით აივნებიდან, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ერთმანეთს სიმღერებს თქვენც უმღერებთ და ამ დროს თავს დაგიქნევთ, როგორც უხანის მოქალაქეები გვიქნევდნენ ჩვენ.

ბევრი თქვენგანი შეიძლება იმ ფიქრით იძინებს, რომ კარანტინის შედეგ განქორწინების განაცხადს შეიტანს. ბევრი ბავშვი ჩაისახება. გეტყვიან, რომ ყველა ერთ ნავში სხედხართ, რაც სიმართლეა…

ეს გამოცდილება საბოლოოდ შეცვლის უკეთესობისაკენ საკუთარი თავის აღქმას. მიხვდებით, რომ მთლიანის ნაწილი ხართ. ლამაზ სახლში ყოფნა მჭიდროდ დასახლებულ ბინებში გამოკეტვის მსგავსი არ იქნება. არც სახლიდან მუშაობა და სამსახურის დაკარგვა იქნება ერთნაირი.

ნავი, რომლითაც კორონავირუსის დასამარცხებლად ერთად იმგზავრებთ, ყველასთვის ერთნაირი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

რაღაც ეტაპზე ამ სირთულის შეგეშინდებათ, შემდეგ ისევ შეჭამთ…

ეს არის ის, რაც ჩვენ, იტალიაში, თქვენს მომავალზე ვიცით, მაგრამ ეს მოკლევადიანი პროგნოზია, შორეული პერსპექტივა კი, როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენთვისაც უცნობია.

მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვიძლია, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო.”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ფრაზები

“შრომისმოყვარეს ყოველთვის ზარმაცი თანამშრომლის დაქირავება მირჩევნია, რადგან მხოლოდ მას შეუძლია დასახული ამოცანის ამოხსნის მარტივი გზების მონახვა”

ბილ გეიტსის ციტატები:

დიდ ფულს კარგი არაფერი მოაქვს

შენი შეცდომა – შენი შეცდომაა და სხვაზე გადაბრალებით არასდროს გამოსწორდება.

თუ შენი ბიზნესი ინტერნეტში არაა, მაშინ არც შენ ხარ ბიზნესში.

თუ კარგად კეთება არ გამოგდის, ეცადე კარგად მაინც გამოიყურებოდე.

სამყაროსთვის აბსოლუტურად სულერთია შენი თვითშეფასება. ცხოვრებას მანამდე სჭირდება საქმის დასრულება, სანამ შენ საკუთარ თავში დარწმუნდები.

მიიღე სიამოვნება იმისგან, რასაც აკეთებ და არასდროს მოგიწევს მუშაობა.

თუ კარგი იდეა გაქვს, გადადების გარეშე განახორციელე, რადგან მარტო შენ არ გაქვს კარგი იდეები.

წარმატება ყველაზე ცუდი მასწვალებელია, რადგან გაიძულებს დაიჯერო, რომ ყოველთვის გამარჯვებული იქნები.

რა თქმა უნდა, ჩემს შვილებს ექნებათ კომპიუტერი, მაგრამ ბევრად ადრე მიიღებენ წიგნებს.

სანამ მშობლების “გაფუჭებული” საქმის გამოსწორებას დაიწყებ, იქნებ მანამდე საკუთარი ოთახის დალაგება ისწავლო.

გონიერ ადამიანს არანაირი სამუშაო არ აშინებს, რადგან ნებისმიერ საქმეს ინტერესით აკეთებს, გამოცდილებას იძენს და უფრო მეტისკენ ისწრაფვის.

არასდროს მომწონდა ეგზოტიკურ ადგილებში მოწყობილი კონფერენციები, რადგან რაც უფრო კომფორტულია ადგილი, მით უფრო ცუდად კეთდება საქმე.

ყველას უყვარს წარმატების აღნიშვნა, მაგრამ ბევრად სასარგებლოა მარცხით ჭკუის სწავლება.

შრომისმოყვარეს ყოველთვის ზარმაცი თანამშრომლის დაქირავება მირჩევნია, რადგან მხოლოდ მას შეუძლია დასახული ამოცანის ამოხსნის მარტივი გზების მონახვა.

ბიზნესი – საინტერესო თამაშია, მაქსიმალური აზარტით და მინიმალური წესებით.

ნურასდროს შეედრები სხვას. მსგავსი შედარება პირველ რიგში შენთვისაა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი.

მსხვილად მოგებას ხშირად გარისკვა სჭირდება.

კარგი მენეჯერი ყოველთვის შიშის გარეშე ხვდება სიახლეს და არასდროს ცდილობს მოვალეობის თანამშრომლებზე გადაბარებას.

თუ სამსახურში ჭკვიანი ადამიანების შენარჩუნება გსურს, მაშინ ერთმანეთთან თავისუფლად ურთიერთობის საშუალება მიეცი.

“ცხოვრება უსამართლოა! – დროა შეეჩვიო!”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ფრაზები

მასწავლებლის 10 მცნება – გაბრიელა მისტრალი

მასწავლებლის 10 მცნება: ⤵️

1. თუ მთელი გულით შეყვარება არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

2. ასწავლე მარტივად, გასაგებად, ისე, რომ მთავარი არ გამოგრჩეს.

3. გაიმეორე, ისევე როგორც ბუნება იმეორებს, სანამ სრულყოფილებას არ მიაღწევს.

4. ისე ასწავლე, რომ გახსოვდეს სილამაზე, რადგან მშვენიერებაა ყველაფრის საწყისი.

5. სანთლები რომ აანთო, თავად უნდა ატარებდე გულით ცეცხლს.

6. ყველა გაკვეთილზე სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს, როგორც ცოცხალ არსებაში.

7. იზრუნე სულიერ განვითარებაზე, რომ გასცე, ბევრი უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, რომ შენი პროფესია ხელობა არ არის, ეს ღვთის სამსახურია.

9. სანამ ყოველდღიურ გაკვეთილს დაიწყებ, გულში ჩაიხედე და ნახე, სუფთაა თუ არა.

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა მოგმადლა ხვალინდელი დღის შექმნის ნიჭი.

გაბრიელა მისტრალი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ფრაზები

“ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა,რომელიც ყველას ერთიანად დაგვნათის” – ჩარლი ჩაპლინის საშობაო წერილი ქალიშვილს

“ჩემო გოგონა, ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.შენ ისე შორს ხარ ჩემგან… მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს.შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეის მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე. მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას.მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!… იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი:’’გამშორდი’’! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს , ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში:”ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?”ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა , დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი იქით… მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება, ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი:”ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?” შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა… იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია… ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი … მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი! მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ. შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…… ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის მძღოლს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ, რომ თავიანთი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი:”მეც ერთერთი ამათთაგანი ვარ!’დიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონავ. ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს… როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს შენივე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა.დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს… ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ… მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს – ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა…ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრა ჩემო გოგონა… ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთიანად დაგვნათის.ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული…სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი… სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და შემოსილი უნდა დაბრუნდე…მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს… ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო…მე ვიცი, მამებსა და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მემე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობა ღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა. ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე – იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.

გკოცნი, ჯერალდინა
შენი ჩარლი ”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 12
Page 2 of 12