close

ფრაზები

საქართველოფილოსოფიაფრაზები

რა მოხდება, სიკვდილი რომ არ იყოს?!  – გურამ დოჩანაშვილი

 ,,სიკვდილი რომ არ იყოს – აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი -აღარაფერი არ ვიქნებოდით… ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს…“

გურამ დოჩანაშვილი (,,სამოსელი პირველი“)

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ფრაზები

,,აი, ნამდვილი სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა” – გოდერძი ჩოხელი

,,სიყვარულისთვის… აი, ნამდვილი სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა და არავინ არ თქვას, რომ სიყვარული ომი არაა. ომია, სადაც დაჭრილიც კი უნდა წამოდგე, გულმოკლულმა ტკივილს უნდა გაუძლო. ნამდვილი სიყვარული განშორებასაც უძლებს და ყოველდღიურ სიახლოვესაც. ნამდვილ სიყვარულს ბევრი მტერი ჰყავს და არავინ, თითქმის არავინ ახლობელი. ის იმდენად იშვიათია, რომ ხშირად მისი აღქმაც კი გვიჭირს. დღეს, რომ რაღაც გართობას სიყვარულს ეძახით, ბინძური თამაშია. სიყვარული კი წმინდაა, ისევე, როგორც უფალი. სათუთია, როგორც თხელი შუშა.. .თბილია, როგორც მზე და ნათელი, როგორც ლურჯი ცა. ცეცხლივით გიზგიზებს ჩვენს გულებში! უნდა შეიყვარო ადამიანის სული, ისე, რომ მის სხეულსაც არ იყო ჯერ შეხებული, რადგან იმაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს, ეხებოდე იმ სხეულს, რომლის სულიც სიგიჟემდე გიყვარს. ეს იმდენად იშვიათიაა, რომ ვიცი ბევრი ვერ გაუგებს. ბევრი ოცნებობს მის პოვნაზე და ათასიდან ერთი პოულობს მას.”

გოდერძი ჩოხელი

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაფრაზები

“შენ საკმარისზე მეტი ხარ” — მიშელ ობამამ თავის ახალგაზრდა ვერსიას ემოციური წერილი მისწერა

ძალიან რთულია სრულყოფილი ადამიანის წარმოდგენა, მაგრამ როცა მიშელ ობამას უყურებ, რთულია ნაკლი აღმოაჩინო.

ალბათ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ამერიკის ყოფილ პირველ ლედის ახალგაზრდობაში საკუთარი თავის მიმართ ეჭვები გააჩნდა.

სწორედ ამ ეჭვებსა და კითხვებს პასუხობს მიშელი წერილში, რომელიც ცოტა ხნის წინ, CBS-ის სატელევიზიო შოუს Note to Self-ს გაუზიარა. წერილი მის სტუდენტობისდროინდელ მე-ს ეძღვნება.

ძვირფასო მიშ,

შენ აქ ხარ, ჯინსის ჟაკეტითა და ნაწნავებით. შორს ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილში მდებარე პატარა ბინიდან. შენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ხარ. იღიმი და ასეც უნდა იყოს. ამისთვის ხომ ბევრი იშრომე. მაგრამ თუნდაც ახლა, მას შემდეგ რაც შენს მიზნებს მიაღწიე, კვლავ არ ხარ დარწმუნებული, იპოვე თუ არა შენი ადგილი და ვერ გაურბიხარ ერთ კითხვას: “საკმარისად კარგი ვარ?”

არც ისე ბევრი ახალგაზრდაა შენი მსგავსი. ზოგი კამპუსში ლიმუზინით მოვიდა. შენი ერთი კლასელი ფილმის ვარსკვლავია, მეორეზე კი ამბობენ, რომ პრინცესაა. ამავე დროს, შენ მამამ გაჩერებაზე საოჯახო სედანით ჩამოგსვა.

წლების შემდეგ გაიგებ, რომ სწავლის გადასახადის დასაფარად, შენს მშობლებს კრედიტის აღება მოუწიათ. თუმცა, მიშელ, ერთ დღესაც გააცნობიერებ, რომ მხოლოდ საკუთარ ნაკლოვანებებს ამჩნევ და არა იმ ყველაფერს, რაც შენმა თავმა გაჩუქა.

როცა იზრდებოდი, შენ სიყვარულით იყავი გარშემორტყმული და სოულსა და ჯაზს უსმენდი. მშობლები გასწავლიდნენ, რომ საკუთარი სიტყვა უნდა დაგეცვა, ადამიანებს კი პატივისცემით მოპყრობოდი. ისინი გაძლიერებდნენ, რომ შენი ხმა გეპოვა და მისი გამოყენება გესწავლა. ეს გაკვეთილები იმაზე უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური რამ. ისინი მომავალში დაგეხმარებიან.

მამას უკანასკნელი გაკვეთილი მეტისმეტად ადრეული იყო. მან გასწავლა, რომ ცხოვრება ხანმოკლეა. ასე რომ, იცინე მასთან ერთად მანამ, სანამ ლოყები არ გეტკინება. დატკბი მისი ჩახუტებითა და თვალებში არსებული სითბოთი და სინაზით. მოვა დღე, როცა მისგან მხოლოდ ეს მოგონებები დაგრჩება. მისი დანაკლისი ქვასავით დაგეცემა. შენ საკუთარ თავსა და მომავალს თავიდან გადაიაზრებ, მაგრამ არ ინერვიულო, ამ დროს მარტო არ იქნები.

შენ გულის კარს გაუღებ მას, ვინც ისევე აღზარდეს, როგორც შენ. ის იდეალებით მოქმედებს და ეს იმედის მომცემია. ის კეთილი, ჩამოყალიბებული და ძალიან ჭკვიანია. ოჰ, და სიმპატიურიც. ალბათ ამას დააფასებ.

შენ აღმოაჩენ, რომ თურმე სანიმუშო ურთიერთობასაც სჭირდება მუშაობა და ეს ნორმალურია. სწორედ ეს აძლიერებს თქვენს პარტნიორობას.

თქვენ ერთად ორი სრულყოფილი პატარა გოგონა გეყოლებათ, რომლებიც იმხელა სიხარულით აგავსებენ, რომ ამის გააზრება ალბათ გაგიჭირდება. სირთულეებიც შეგხვდება, როგორიცაა ოჯახის, ქმრის აღმავალი კარიერისა და საკუთარ თავს შორის ბალანსის პოვნა. მოითმინე, შენ ამას შეძლებ. და როცა მიხვდები, რომ ამას მიაღწიე, თქვენ ოთხი უსასრულობაში გაიტყორცნებით.

იგრძნობ, რომ რისკის ქვეშაა ყველაფერი ის, რისთვისაც ასე ძლიერ იბრძოდი — სტაბილურობა, ბალანსი, საკუთარი თავის რწმენა. შენ ის ადამიანები დაგესხმებიან თავს, რომლებსაც არასდროს შეხვედრილხარ და რომლებიც შენზე საერთოდ არ ღელავენ. ისინი ეცდებიან ზიანი მოგაყენონ, იმისთვის, რომ სარგებელი მიიღონ. არ დადგე მათ სიმაღლეზე, იმის მიუხედავად, როგორი სასურველიც არ უნდა ჩანდეს ეს. გამაგრდი იმ ღირებულებებით, რომლებიც შენმა მშობლებმა მოგცეს.

შენი ოჯახი ისტორიას შექმნის, დაამსხვრევს ბარიერებს და ამერიკული ისტორიის წარმოსახვას კიდევ უფრო გაამდიდრებს. შენ შეხვდები რომის ორ პაპსა და ინგლისის დედოფალს. ხალხი სტადიონებს გაავსებს, რომ შენი საუბარი მოისმინოს.

მარტივი გახდება იმის დაჯერება, როგორი განსაკუთრებული ხარ. უბრალოდ გახსოვდეს, რომ მილიონობით ადამიანია, ვინც შენს მსგავს პირობებში გაიზარდა, მაგრამ ამხელა აღიარება არ მიუღია. მიღებული სითბო მათ უკანვე დაუბრუნე.

გარშემო უამრავი შენი მსგავსია. შავკანიანი გოგოები და ყველანაირი უმცირესობები, მუშათა კლასის შვილები როგორც დიდი, ისე პატარა ქალაქებიდან. ადამიანები, რომლებსაც საკუთარ თავში ეჭვი ეპარებათ. რომლებმაც არ იციან, სადაა მათი ადგილი, მაგრამ სამყაროსთვის ძალიან ბევრი რამის შეთავაზება შეუძლიათ. გაუზიარე მათ შენი ისტორია, შენი სირთულეები, გამარჯვებები. ყველაფერი. აჩვენე მათ, რომ შიგნიდან იმაზე მეტი სილამაზე მოდის, ვიდრე მათ შეუძლიათ დაინახონ. სწორედ ასე უპასუხებ იმ კითხვას, რომელიც ყველგან დაგყვება. კითხვა, რომელიც ღამით არ გაძინებს.

შენ საკმარისზე მეტი ხარ, მიშ. შენ ყოველთვის იყავი და ყოველთვის იქნები და ერთი სული მაქვს, როდის დაინახავ ამას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშეფრაზები

“მე – ვარ მე და ეს შესანიშნავია” – ვირჯინია სატირი

ვირჯინია სატირის თვითშეფასების დეკლარაცია

“მე – ეს მე ვარ.

მთელ სამყაროში არავინაა ზუსტად ისეთი – როგორიც მე.არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაღაცით მგვანან,მაგრამ არავინაა ზუსტად ჩემნაირი.

მე მეკუთვნის ყველაფერი,რაც ჩემს შიგნითაა:ჩემი სხეული,იმის ჩათვლით,რასაც ის აკეთებს;ჩემი ცნობიერება,ჩემი ყველა აზრისა და გეგმის ჩათვლით;ჩემი თვალები,ყველა იმ ხატების ჩათვლით,რისი დანახვაც მათ შეუძლიათ;ჩემი გრძნობები,როგორიც არ უნდა იყოს ისინი – შფოთვა,დაძაბულობა,სიყვარული,გაღიზიანება,სიხარული;ჩემი პირი და ყველა სიტყვა,რომლის წარმოთქმაც შეუძლია მას;ჩემი ხმა,ხმამაღალი თუ ჩუმი;ყველა ჩემი ქმედება, რომლებიც მიმართულია სხვებისაკენ თუ თავად ჩემსკენ.

მე მეკუთვნის ყველა ჩემი გამარჯვება და წარმატება, ყველა ჩემი მარცხი და შეცდომა. ყველაფერი ეს მეკუთვნის მე და ამიტომ მე შემიძლია ახლოს გავიცნო ჩემი თავი. მე შემიძლია შევიყვარო და დავმეგობრდე ჩემ თავთან და მე შემიძლია გავაკეთო ისე, რომ ყველაფერი, რაც ჩემშია მეხმარებოდეს.

მე ვმეგობრობ და მიყვარს ჩემი თავი. მე შემიძლია ფრთხილად და მოთმინებით აღმოვაჩინო ჩემში იმის წყაროები, რაც მაფიქრებს და გავიგო მეტი და მეტი ჩემ თავზე.

ყველაფერი, რასაც მე ვხედავ და ვგრძნობ, ყველაფერი, რასაც მე ვამბობ და ვაკეთებ, რასაც ვფიქრობ და შევიგრძნობ მოცემულ მომენტში – ჩემია და ეს მაძლევს საშუალებას ზუსტად ვიცოდე, სად ვარ და ვინ ვარ.როდესაც მე ვიხედები წარსულში, ვუყურებ იმას, რაც მინახავს და შემიგრძვნია, რას ვაკეთებდი და ვამბობდი, როგორ ვფიქრობდი და ვგრძნობდი, მე ვხედავ, რომ ბოლომდე არ მაკმაყოფილებს. მე შემიძლია უარი ვთქვა იმაზე, რასაც შეუფერებლად ვთვლი და შევინახო ის, რაც საჭიროდ მიმაჩნია და აღმოვაჩინო რამე ახალი ჩემს თავში.

მე შემიძლია ვხედავდე, მესმოდეს, ვგრძნობდე, ვფიქრობდე, ვამბობდე და ვმოქმედებდე. მე გამაჩნია ყველაფერი, რათა ახლობელი ვიყო სხვა ადამიანებისათვის, რათა ვიყო პროდუქტიული, შევიტანო აზრი ცხოვრებაში. მე ვეკუთვნი ჩემს თავს და ამიტომ მე შემიძლია მისი შექმნა.

მე – ვარ მე და ეს შესანიშნავია.”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოფრაზები

,,გონების მოქნილობას შეუძლია სილამაზე შეცვალოს” – სტენდალი

,,გონების მოქნილობას შეუძლია სილამაზე შეცვალოს” – სტენდალი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზებიფსიქოლოგია

სხვებში ის გვეზიზღება, რაც ჩვენი სულის ნაწილიცაა”- ჰერმან ჰესე

,,სხვებში ის გვეზიზღება, რაც, ამავდროულად, ჩვენი სულის ნაწილიცაა. საერთოდ არ გვანაღვლებს ის, რაც ჩვენც არ გვახასიათებს.”

ჰერმან ჰესე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა  და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,სული იკურნება ბავშვებთან ყოფნით”

,,სული იკურნება ბავშვებთან ყოფნით.”

 

თეოდორე დოსტოევსკი

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოფრაზები

გალაკტიონი: ,,ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება”

,,ჩვენი სიცოცხლე ისე ხანმოკლე და უდღეურია, რომ არავითარი ფასი არ ექნება მას, თუ ის ისე არ გავატარეთ, როგორც ჩვენ გვსურს. ცხოვრება უნდა მოვაწყოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. აი, თავი და თავი მიზანი ბედნიერების.

არაფერი იმაზე სამწუხარო არა არის რა, როცა ადამიანი ვერ შეიგნებს თავის მდგომარეობას. ერთადერთი საუკეთესო ხანა ჩვენს ცხოვრებაში – სიყმაწვილეა, ახალგაზრდობაა. როცა ამ ხანასაც სიმწუხარეში ვკლავთ, გვინდა, რომ მწუხარებაში ვიყოთ, ამაზე უფრო სიგიჟე ქვეყანაზე იქნება? ჩვენ ვფიქრობთ, თითქო ჩვენი მწუხარებით ვალამაზებთ ცხოვრებას, თითქო მწუხარება თვითონ ჩვენ გვალამაზებს და რაღაც ფანტასტიურ არსებებათ გვქმნის.

ნამდვილად კი იმგვარი მწუხარება და ნაღველი, რომელშიდაც ჩვენ ვიმყოფებით, ჩვენ გვამახინჯებს… საშინლად გვამახინჯებს, სასაცილო ადამიანებად გვხდის. ყოველ წუთში ენაზე გვაკერია: ,,ტანჯვა”, ,,გამოუთქმელი მწუხარება”, ,,სულის სიცარიელე” და სხვ. და სხვ. მაშინ, როდესაც ჩვენ, ახალგაზრდები უნდა გავიძახოდეთ: ,,სიცოცხლე”, ,,სიხალისე”, ,,ბედნიერება”-თქო.

თუ არც სიხალისეა, არც ბედნიერება, არც სხვა რამე, ჩვენ უნდა შევქმნათ, გესმის, ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება. გახსოვდეს, რომ სიყმაწვილე ბედნიერებისთვისაა შექმნილი, თუ სიყმაწვილეშიაც უბედურად წარმოვიდგინეთ თავი, რაღა უნდა ვქნათ მაშინ, როცა სიყმაწვილეს გადავცდებით. რას ვიზამთ მაშინ, როცა ცხოვრების აღსასრული მოვა და ჩვენ სრულიად გავქრებით დედამიწის ზურგიდან?

არ გაუშვა არც ერთი წუთი, რომელიც ბედნიერებას მოგანიჭებს! უამისოდ ფუჭია მთელი ცხოვრება.”

გალა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
საქართველოფრაზები

ნიკო ნიკოლაძე: როგორ უნდა მოიქცეს ერი მოძღვრების არჩევისას

,,როგორც ჭკვიანი ირჩევს ტანსაცმელს, მას რა მოერგება და რა მოუხდება, საკუთარი სხეულის აღნაგობის გათვალისწინებით, ასევე უნდა მოიქცეს ერი ამა თუ იმ მოძღვრების არჩევისას. ჯერ ერთი, თუ შეუძლია ის მოძღვრება, რაც მას ჭირდება, მან თვითონვე უნდა შექმნას. მეორეც, თუ ამისთვის ჭკუა-გონება არ ჰყოფნის და აუცილებლად სხვას უნდა დაესესხოს, მაშინ ის უნდა აიღოს, რაც მას უეჭველად გამოადგება, თუმცა ამასაც დიდი გონიერება სჭირდება. თუ ამას ვერ მიხვდა, ისე მოუვა, როგორც იმ ადამიანს, ვინც მოდას აჰყვება, შეუფერებლად მოირთვება, მოიკაზმება და ხალხის თვალში სასაცილო გახდება. ერიც ასევე შეიძლება მასხარა გახდეს კაცობრიობის თვალში.”

ნიკო ნიკოლაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

„ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა” – რუსო

„ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა.” 

ჟან-ჟაკ რუსო

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 12
Page 4 of 12