close

პოლიტიკა

მსოფლიოპოლიტიკა

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღის შეჯამება

 29 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, პრეზიდენტად დანიშვნიდან 100 დღე შესრულდა. ზოგადად, აშშ-ის პოლიტიკურ კულტურაში ეს პერიოდი აღიქმება, როგორც საპრეზიდენტო ძალაუფლების ფლობის ვადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ახალი პრეზიდენტები არიან უფრო მეტად პოპულარულები მოქალაქეებში. ამავე დროს, ცდილობენ აქტიური კამპანიის ჩატარებას, რათა მომავალი საპრეზიდენტო ვადის, 4 წლის, სამოქმედო გეგმა გააცნონ საზოგადოებას და მხარდაჭერა მოიპოვონ.

იმის შეფასება, თუ როგორი იყო პრეზიდენტის მოქმედებები ამ პერიოდის განმავლობაში, საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. თუმცა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს ამოცანა გაამარტივა. ჯერ კიდევ არჩევნებში გამარჯვებამდე მან გაასაჯაროვა „100 დღიანი სამოქმედო გეგმა“, რათა „ამერიკა გახდეს კვლავ დიდებული“. ეს გეგმა შეიცავდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორიცაა მექსიკის საზღვართან კედლის აშენების დაწყება, არალეგალური იმირაციის აღკვეთა „ტერორიზმისკენ მიდრეკილი“ ქვეყნებიდან, ჩინეთის, როგორც „სავალუტო მანიპულატორის“ ქმედებების პრევენცია და სხვა.

თუმცა, სხვადასხვა შეფასებით, პროგრესი ძალიან ნელი და ნაკლებშესამჩნევია, მიუხედავად იმისა, რომ  პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე გამოსცა 30 აღმასრულებელი ორდერი, რაც 10-ჯერ აღემატება ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მაჩვენებელს (იმავე დროის ინტერვალში). ამ 30 ორდერიდან, რეალური ქმედებები არ დაწყებულა 12 მათგანის განხორციელებისათვის. დონალდ ტრამპის მთავარი დაპირება ჯანდაცვის სფეროს რეფორმისა და იმიგრაციული ბანის შემოღების შესახებ, დიდ წინააღმდეგობას წააწყდა კონგრესისა და სასამართლო შტოსგან.

არასამთავრობო ორგანიზაციის – „პარტნიორობა საჯარო სერვისისთვის“-  მიხედვით, პრეზიდენტმა 100 დღის განმავლობაში აღმასრულებელი შტოს იმ პოზიციებზე, რომელიც სენატის თანხმობას მოითხოვს, მხოლოდ 58 ოფიციალური პირი წარადგინა, ბარაკ ობამამ კი 190. სახელმწიფო დეპარტამენტები ცარიელია, ისევე, როგორც აშშ-ის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭო.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულს შესაძლოა იმედგაცრუებული დაეტოვებინა აშშ-ის პირველი პირი, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ ფაქტებს დიდი გავლენა არ მოუხდენია მის მხარდამჭერებზე. 22 აპრილს ,,YouGov-მა“ ჩაატარა გამოკითხვა 1500 ამერიკელთან. მთავარი კითხვა იყო, ამართლებს თუ არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მათ მოლოდინებს. გამოკითხულთა 30%, რომლებიც თავს დემოკრატად ან რესპუბლიკელებად მიიჩნევს, აღნიშნავენ, რომ ბატონმა ტრამპმა გაამართლა მათი მოლოდინები. დანარჩენებისგან კი,  დემოკრატების 41 % ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა იყო „უფრო უარესი“, ვიდრე მოელოდნენ, რესპუბლიკელების 28 % კი პირიქით, მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი იყო „უფრო უკეთესი“, ვიდრე მოელოდნენ.  შინაარსობრივად იგივე სიტუაციაა პარტიული ლოიალურობის მხრივაც. 88% რესპუბლიკელებისა ამართლებს ტრამპის პრეზიდენტობას, როცა დემოკრატების 82%, არა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბარაკ ობამას დროს საზოგადოებრივი აზრის მსგავსი პოლარიზაცია არ შეიმჩნეოდა. დონალდ ტრამპი საარჩევნო პერიოდშიც ახერხებდა პოლარიზებული გარემოს შექმნას, რაც, როგორც ჩანს, ოფისში ყოფნისასაც გრძელდება.

ზემოთ აღნიშნული გამოიხატება დონალდ ტრამპის რეიტინგშიც, რომელიც, როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ცივი ომის შემდგომი პრეზიდენტების რეიტინგთან შედარებით.

წყარო: The Economist

მასალა მოამზადა:  ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკა

ორი რუკა, რომელიც აჩვენებს რა მოგვივა ბირთვული ომის შემთხვევაში

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაუარესებული ურთიერთობების ფონზე  ბევრმა დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბირთვულ დაპირისპირებას მათ შორის.

 „გადავურჩები თუ არა ბირთვულ იარაღს“ არის ინტერაქტიული რუკა, რომელის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს წინასწარ განსაზღვროს, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ბირთვულმა შეტევამ კონკრეტულ რეგიონებში. ყურადღება გამახვილებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა, ბირთვული იარაღის ზომა და ქალაქების რაოდენობა, რომლებიც მისი მოქმედების არეალში მოხვდება.

მსოფლიოში დღეს 15 ათასზე მეტი ბირთვული იარაღია, რომელიც შესაძლებელია გამოიყენოს ფართომასშტაბიანი პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ რთული სათქმელია, რამდენად შეძლებენ სახელმწიფოები ბირთვული შეტევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, არსებული კონფლიქტური გარემო გვახსენებს, თუ რამდენად  დიდი საფრთხე არსებობს ბირთვული არსენალის გამო.

მეორე რუკა, „Nukemap-ი”, ასევე გვაჩენებს რადიაციისა და იარაღის მოქმედების არეალს მთელი დედამიწის მასშტაბით. იდეა ეკუთვნის ალექს ვალერშტაინს, ნიუ-ჯერსის სტივენსის ინსტიტუტიდან.

ვალერშტაინმა გამოიყენა Future of Life Institution -ის (FLI) მონაცემები. ორგანიზაცია ატარებს კვლევებს, რომლებიც კაცობრიობის არსებობისთვის საფრთხისშემცველი რისკების შეისწავლისა და შემცირებისკენაა მიმართული. ამავე დროს, მსგავსი დახვეწილი აპლიკაციის შექმნა შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ ვალერშტაინს ჰქონდა ეროვნული უსაფრთხოების არქივის მრავლისმომცველ მონაცემებთან წვდომა, რომელთა უმეტესობაც, სწორედ სახელმწიფოების სამხედრო, კერძოდ, ბირთვულ სამიზნეებს შეეხებოდა. მიღებული რუკა აჩვნებს იმ გეოგრაფიულ არეალებს, რომლებიც ყველაზე მეტად იქნება რისკის ქვეშ ბირთვული ომის შემთხვევაში, შესაბამისად, ყველაზე დიდ, კატასტროფულ შედეგებთანაც მოუწევთ გამკლავება. მაგალითად:

როგორც ირკვევა, აღმოსავლეთ ევროპაა ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდება რადიაციისაგან, თუკი მოსკოვზე 500-კილოტონიანი ბირთვული იარაღით განხორციელდება შეტევა.

აღმოსავლეთ ევროპა და შუა აღმოსავლეთი იქნებიან რისკის ქვეშ, თუკი 10-მეგატონიანი ბირთვული შეტევა განხორციელდება.

ქარი ითამაშებს მნიშვნელოვან როლს რადიაციის გავრცელებაში. რუკა აჩვენებს, რომ მართალია რადიაცია ვრცელდება, თუმცა დანია, მაგალითად, შედარებით ნაკლებად დაზიანდება.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს –  ბირთვული კონფლიქტის შემთხვევაში, დაღუპულთა რაოდენობა იქნება 80 მილიონიდან 800 მილიონამდე, რაც დამოკიდებულია ბირთვული იარაღის ტიპსა და რაოდენობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია ჰიპოთეტურ მსჯელობას წარმოადგებს, გრაფიკული რუკები გვაჩევენებს, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება დავდგეთ ბირთვული ომის შემთხვევაში.

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
პოლიტიკასაქართველო

,,ხშირად გვეშლება, როცა ვამბობთ, რომ აშშ არის ჩვენი მოკავშირე” – კორნელი კაკაჩია

პარასკევს, 21 აპრილს, ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზ ,,დოქტრინას“ ორგანიზებით შედგა შეხვედრა პოლიტიკის აკადემიურ დოქტრორთან – კორნელი კაკაჩიასთან თემაზე –  ,, რას უნდა ველოდოთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში?“

პოლიტიკის მეცნიერმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ისტორია მიმოიხილა. ეს თემა ახლა განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ამ დღეებში აშშ-საქართველოს დიმლომატიური კავშირის 25 წლისთავი აღინიშნება.

კორნელი კაკაჩია თავდაპირველ საწყისებს შეეხო, როდესაც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში  დაიწყო თანამშრომლობა, შემდეგ კი, მიხეილ სააკაშვილის მართვისას, კიდევ უფრო გაღრმავდა. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ურთიერთობების სიმტკიცეს განაპირობებდა პიროვნებები და არა ინსტიტუციების სიმძლავრე, რომელიც საქართველოს სისუსტედ უნდა მივიჩნიოთ.

,,ამერიკისთვის სადავო არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო ევროპის ნაწილია,“-აღნიშნა პოლიტიკის მეცნიერმა.

საინტერესოა, რომ როდესაც საქართველოსა და ამერიკას შორის დაიწყო ურთიერთობა, საქართელოს არ ჰყავდა დიპლომატიური კორპუსი, განსაკუთრებული დაინტერესება კი,  ტრანზიტორი ქვეყნის რეპუტაციამ გამოიწვია.

 ურთიერთობების გაღრმავების ერთ-ერთ ეტაპად ვარდების რევოლუცია უნდა აღინიშნოს, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია არა მხოლოდ აშშ-იში, არამედ მთელ მსოფლიოში.

,,ხშირად გვეშლება, როცა ვამბობთ, რომ აშშ არის ჩვენი მოკავშირე, ეს არასწორია, ჩვენ იმ შემთხვევაში ვიქნებით მოკავშრეები, თუკი NATO-s წევრები გავხდებთ, ახლა კი ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია.

ქართველ ხალხს ხშირად აქვს  კითხვა, რატომ არ ჩაერია ამერიკა აგვსტოს ომში, საქმე ისაა, რომ ამერიკას აქვს თავისი ეროვნული ინტერესი. თუმცა, მისი მხრიდან სხვა ტიპის დახმარება დიდი იყოს და არის,“-აღნიშნა პოლიტიკის მეცნიერმა.

საუბარი აგრეთვე შეეხო ამჟამინდელ დღის წესრიგს და პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით. კორნელი კაკაჩიას თქმით, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების დათბობის შემთხვევაშიც, იმის საფრთხე, რომ ეს რაიმე სახით საქართველოზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს, ფაქტობრივად, არ არსებობს.

პოლიტიკის მეცნიერი საქართველოს მხრიდან დიპლომამატიის ნაკლებობას აღნიშნავს და ამჟამინდელ ურთიერთობების გაციებას არასწორ სტრატეგიულ  სვლებს უკავშირებს, როგორიცაა – ექსპერტებისა და მკვლევრების ნაკლები ჩართულობა და საველე სამუშაობის ჩაუტარებლობა. აგრეთვე, საქართველოს მთავარ სისუსტედ ე.წ. ლობის არარსებობაა, რომელიც, მაგალითად, ჩვენს მეზობელ სომხეთს, ძალიან მძლავრად აქვს ამერიკაში ჩამოყალიბებული.

,,გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონგრესში ბევრია ისეთი, რომელიც იზოლაციონისტია და ამბობს – ,,რატომ უნდა დაეხმაროს აშშ საქართველოს?“ თუმცა, ბევრია ისეთი, ვინც საქართველოს კარგად იცნობს – მაგალითად,  თავდაცვის ამჟამინდელი მდივანი, რომელმაც იცის ჩვენი ქვეყნის როლი ავღანეთის მისიაში,“-ამბობს ექსპერტი.

კორნელი კაკაჩიას თქმით, ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ რა პოლიტიკას გაატარებს ტრამპი, რადგანაც მისი ადმინისტრაცია ბოლომდე არ ჩამოყალიბებულა, თავად პრეზინდენტის პოლიტიკა  კი საკმაოდ არაპროგნოზირებადია.

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკა

რეფერენდუმის შედეგები: განხეთქილება ევროკავშირ-თურქეთს შორის?

თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი, რომელიც კონსტიტუციურ ცვლილებებს ეხებოდა და, ფაქტობრივად, მმართველ პირს ანიჭებს მთელ აღმასრულებელ ძალაუფლებას, დავისა და განხილვის საგნად იქცა საერთაშორისო საზოგადოებაში. იქამდეც კი, სანამ საბოლოო შედეგები გახდებოდა ცნობილი, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, სიტყვით გამოვიდა მოსახლეობის წინაშე და გამარჯვება ამცნო მათ: „ჩემი ერი იყო განუყოფელი, 16 აპრილი არის მთელი თურქეთის გამარჯვების დღე“ .

თუმცა, შედეგებმა ცხადყო, რომ პროცენტული მაჩვენებლები არ მეტყველებდა იმ გამარჯვებაზე, რასაც პრეზიდენტი მოელოდა. ხმების მხოლოდ 51,4 %-ით გადაწყდა დადებითად რეფერენდუმის ბედი. ოპოზიციამ ხელისუფლება დაადანაშაულა არაკანონიერ ქმედებებში. ისევე, როგორც, კრიტიკა გამოხატეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. თურქეთის რამდენიმე ქალაქში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. შედეგად, რეფერენდუმმა უფრო მეტად გახლიჩა თურქული საზოგადოება, ვიდრე გააერთიანა.

რას აკანონებს რეფერენდუმის შედეგები?

რადიკალურად შეიცვლება კონსტიტუცია. ისევე, როგორც 1923 წელს, როდესაც თურქეთი იმპერიული ძალიდან სეკულარულ რესპუბლიკად გადაიქცა რეფორმატორ ქემალ ათათურქის ინიციატივით. დღეს კი, 2019 წელს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ, ერდოღანს საშუალება ექნება ქვეყნის სათავეში დარჩეს, დანიშნოს ოფიციალური პირები, მოსამართლეები და თავისი კაბინეტის წევრები ისე, რომ მართალია გაფართოებულ, თუმცა დასუსტებულ პარლამენტს ვერ შეეძლება მნიშვნელოვანი კონტროლის გაუწიოს მმართველის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

საერთაშორისო გამოხმაურება

გარდა იმისა, რომ თურქეთის ოპოზიცია განმეორებით რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის(OSCE) შეფასებით, რეფერენდუმის პროცესი არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ერთ-ერთი ავსტრიელი დამკვირვებელი ამბობს იმასაც, რომ თურქეთის პოლიციამ ორჯერ დაბლოკა  ის, რომ ხელი შეეშალა საკუთარ საქმიანობაში. სანაცვლოდ, პრეზიდენტმა ერდოღანმა საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდა სცოდნოდათ საკუთარი ადგილი.

განსხვავებული რეაქცია ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენ დონალდ ტრამპს, რომელმაც სატელეფონო ზარით, პირადად მიულოცა თურქეთის პრეზიდენტს გამარჯვება  და სირიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენებიც განიხილეს.

ევროკავშირი და თურქეთი?

უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირისათვის მოულოდნელობას არ წარმოადგენდა რეფერენდუმის შედეგები და ერდოღანის დამოკიდებულება ევროკავშირისადმი ახალი რეალობის შემდეგ. რადგან, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, პრეზიდენტი რეფერენდუმს „ჩვენ თუ ევროკავშირის“  კონტექსტში განიხილავდა.

გერმანიის კანცლერი – ანგელა მერკელი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სიგმარ გაბრიელი, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ერდორანმა უნდა გაითვალისწინოს რეფერენდუმის შედეგებს შორის ასეთი მცირე პროცენტული სხვაობა, რომელიც, ყველაფერთან ერთად, მიუთითებს იმაზეც, რომ თურქული საზოგადოება იმაზე მეტადაა გაყოფილი, ვიდრე რეალურად ჩანს.

მიუხედავად ამისა, ევროპელი ლიდერები მაინც ცდილობენ ფრთხილი პოლიტიკის გატარებას თურქეთის ლიდერის მიმართ, რადგან არსებობს საფრთხე, რომ თურქეთი აღარ შეასრულებს ევროკავშირთა მიგრაციის საკითხზე დადებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, თურქეთმა ბუფერი სახელმწიფოს როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირსა და ახლო აღმოსავლეთს შორის და უზრუნველყოს 3 მილიონამდე დევნილის უსაფრთხო გადაადგილება. სანაცვლოდ კი, 75 მილიონ თურქს შესაძლოა მისცემოდა შანსი უვიზო მიმოსვლით ესარგებლა ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან.

თუმცა, ევროკომისიის სპიკერმა საკმაოდ ნეგატიური განცხადება გააკეთა ერდოღანის შეთავაზებაზე, რომელიც კიდევ ერთი რეფერენდუმის გამართვას გულიხმობს სიკვდილით დასჯის აღდგენასთან მიმართებით. სპიკერმა აღნიშნა, რომ ეს იქნება „ბოლო წითელი ხაზი“ თურქეთის ოცნებაში, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. თურქეთის ასოცირების საკითხი 2005 წლიდან დგას დღის წესრიგში, თუმცა რეალური შედეგის მიღწევა ვერ ხერხდება ადამიანის უფლებების დარღვევის პრაქტიკისა და სხვა საკითხთა გამო.

საპასუხოდ, ერდოღანმა, საპრეზიდენტო სასახლიდან საჯაროდ განაცხადა, რომ თურქეთისთვის უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა შესაძლოა შეაჩეროს ასოცირების პროცესი და დაამატა, რომ 54 წლის განმავლობაში (ევროკავშირ-თურქეთს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში დაიწყო), ევროკავშირს არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ აიძულებდა თურქეთს მის კართან ეცადა.

მრავალი კრიტიკოსის მოსაზრებით, თურქეთის რეფერენდუმი ქმნის არა ახალ პოლიტიკურ სისტემას თურქეთში, არამედ, უბრალოდ, აკანონებს ერდოღანის თითქმის ერთპიროვნულ მმართველობას, რომელსაც თან სდევს თურქეთის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაც.

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
პოლიტიკასაქართველო

,,საერთო წარსული, საერთო მომავალი”- აშშ-საქართველოს თანამშრომლობის 25 წლის იუბილე აღინიშნება [განრიგი]

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის 25 წლის იუბილე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

,,დოქტრინა” გთავაზობთ განრიგს:

18- 24 აპრილი
კინოს მემორიალური ნივთების გამოფენა
კინოს მემორიალური ნივთების კოლექცია წარმოადგენს მოგზაურობას ჰოლივუდური სასწაულის შექმნის გზაზე.
ხელოვნების სასახლე, ია კარგარეთელის . 6.
დრო: 18-24 აპრილ

22 აპრილი
დედამიწის დღის აღსანიშნავი ღონისძიება ვაკის პარკში
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სეპარირებული ნარჩენების შემგროვებელი კომპანია, გარემოს დაცვის სფეროში მოღვაწე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები.  ვაკის პარკში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა გასართობ თამაშებსა და აქტივობებში, კალათბურთის მოედანზე  კი გოგონათა გუნდთან ერთად ითამაშონ კალათბურთი.
დრო: 13:00 – 17:00

23 აპრილი
ამერიკის დღეების გახსნა  „მეგობრობის ფორუმი“

გაიგეთ ყველა იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც აშშ-ის საელჩო, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გთავაზობთ. გაიგეთ მეტი საგანმანათლებლო და საგრანტო პროგრამების შესახებ. შეხვდით კულტურული, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და ახალგაზრდული პროექტების წარმომადგენლებს. სასტუმრო რუმსი, მერაბ კოსტავას ქ. 14
დრო: 12:00-18:00

 „ბეტმენის დაბრუნება“- კინოჩვენება / დისკუსია
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე,
თბილისის ამერიკული კუთხე, რუსთაველის გამზ.6
დრო: 12:00-13:30

ნიუზის მიუზიკლი – კინოჩვენება / დისკუსია
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე,
თბილისის ამერიკული კუთხე, რუსთაველის გამზ.6
დრო: 14:00-15:30

24 აპრილი  „ნატო და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია“
ახალგაზრდული საჯარო  ფორუმი
ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი შ.დადიანის ქ.2/1
დრო: 16:00-17:00

კინოჩვენება და დისკუსია „მალკოლმ იქსი“
ფაბრიკა, ეგნატე ნინოშვილის ქ.8
დრო: 20:00-21:30

25 აპრილი
„ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის 25 წელი: საერთო წარსული, საერთო მომავალი“
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი
დრო:12:00-13:30

საქართველოს ამერიკელი მეგობრები წარმოგიდგენთ:
ამერიკული აკადემიის სტუდენტთა ფოტოგამოფენა „გამქრალი თბილისი“
ხელოვნების რეაბილიტაციის პროექტის  „უნარ-ჩვევები ცხოვრებისთვის“ პრეზენტაცია
დარეჯანის სასახლე. ფერიცვალების ქ.7
დრო: 17:00-19:00

26 აპრილი
კინო ინდუსტრია ამერიკაში და საქართველოში კინოჩვენება და დისკუსია
მოწვეული სტუმრები: მაიკო ლომიძე, რუსთავი 2 და სოფო ბენდიაშვილი, „გადაიღე საქართველოში“  (ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო) პროგრამის დირექოტრი.
ფრონტ ლაინ კაფე. ლადო ასათიანის ქ.62
დრო: 18:00-19:00

„რეი“- კინოჩვენება/ დისკუსია
მზიურის სოციალური კაფე. მზიურის პარკი, ნინო რამიშვილის ქ.37
დრო: 20:00-21:30

27 აპრილი- „დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე“
ამერიკათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტთა კონფერენცია
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი
აუდიტორია 107, ჭავჭავაძის გამზ.1
დრო: 11:00-14:00

სამეცნიერო კუთხის გახსნა
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, რუსთაველის გამზ. 6

„უპატიებელი“ კინოჩვენება/ დისკუსია
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე
თბილისის ამერიკული კუთხე. რუსთაველის გამზ.6
დრო: 15:00-16:30

ფოტო-გამოფენა „ნიუ ორკი, ნიუ ორკი“
გია ჩხატარაშვილის, იური მეჩიტოვის, დარო სულაკაურის, ანა გოგუაძის, დინა ოგანოვას ფოტოები
გალერეა Black & White. გოგებაშვილის ქ.46ბ
დრო: 19:00-21:00

28 აპრილი-   ალადინი- კინოჩვენება/დისკუსია
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე
თბილისის ამერიკული კუთხე. რუსთაველის გამზ.6
დრო: 15:00-16:30

ამერიკის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის     ფორუმი (U.S. Alumni Leadership Forum)
ფორუმს გახსნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი (მასკის პროგრამის მონაწილე)
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი
აუდიტორია 107, ჭავჭავაძის გამზ.1
დრო: 16:00-17:30

28 აპრილი
აშშ-ის საელჩო საქართველოში სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჯონ უილიამსის მუსიკის კონცერტს. თბილისის სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს ნაწყვეტებს ფილმებიდან „ვარსკვლავური ომები“, „ინდიანა ჯონსი“, „იურული პარკი“, „სუპერმენი“, შინდლერის სია“ და ა.შ.
ბილეთების შეძენა მხოლოდ ელექტრონულად არის შესაძლებელი. სალაროში ბილეთები არ გაიყიდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთების გადაყიდვა ან სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია. მსურველებს შეუძლიათ რამდენიმე ბილეთის შეძენა, მაგრამ ბილეთების უშუალო მყიდველი უნდა დაესწროს კონცერტს.

გთხოვთ, მობრძანდეთ დაწყებამდე 30 წუთით ადრე რადგან კარები ზუსტად 19:00 საათზე დაიხურება.
კახიძის მუსიკალური ცენტრი (აღმაშენებლის გამზ. 123/125).
დრო: 19:00

ამერიკის დღეეები 2017, ბათუმი

აშშ – საქართველო
თანამშრომლობის 25 წელი
საერთო წარსული, საერთო მომავალი

24 აპრილი  ამერიკის დღეების გახსნა
ამერიკის საელჩოს  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისასალმებელი მიმართვა
ბათუმის ამერიკული კუთხე,  ვაჟა ფშაველას ქუჩა # 21
დრო : 12:00 – 13:30

ჯონ სტინბეკის და რობერტ კაპას მოგზაურობა საქართველოში
ფოტო გამოფენის გახსნა
ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი, ლესელიძის ქუჩა #3
გახსნა:  15:00

„ურბანული დაგეგმარება“ (“Urban Planning”)
დოკუმენტური ფილმის ჩვენება/დისკუსია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სატელევიზიო პროექტი.
ბათუმის ამერიკული კუთხე, ვაჟა ფშაველას ქუჩა # 21
დრო : 15:00 – 16:30

მუსიკის საღამო
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მეუღლის  სოფიო ბაკურიძის პატრონაჟით გამართული  ფლეშ მობი და  კლასიკური მუსიკის საღამო
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა, დემეტრე    თავდადებულის ქუჩა, #20
დრო: 17:00 –18:00

25 აპრილი  ამერიკანისტიკის კონფერენცია (American Studies Conference)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 35/32 ნინოშვილი/რუსთაველის ქუჩა
დრო: 11:00-13:30

„ჯონ სტეინბეკი და რუსული ჟურნალი“ (John Steinbeck and the Russian Journal”)
ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის ჩვენება/დისკუსია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სატელევიზიო პროექტი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 35/32 ნინოშვილი/რუსთაველის ქუჩა
დრო: 14:00-15:00

„ვიხსენებთ ბალანჩინს“ ( “Balanchine and the Ballet”)
ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის ჩვენება/დისკუსია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სატელევიზიო პროექტი.
ბათუმის ხელოვნების სასწავლო  უნივერსიტეტი,
ლ. ასათიანის ქუჩა # 37
დრო: 11:00-12:00

„ეპისტოლიარული გრაფიკა“
მხატვარი ნინო ნიჟარაძის გამოფენა
აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეა,
გორგილაძის ქ. # 8
დრო: 16:00

ამერიკული მუსიკის დღე
ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის კონცერტი (Jazz Big Band Batumi)
საზაფხულო თეატრი, ბათუმის ბულვარი
დრო: 18:00

26 აპრილი  ამერიკული ფილმების დღე – Hollywood comes to Georgia!
ფილმის ჩვენებები  (ინგლისურად ქართული სუბტიტრებით)
ბათუმის ამერიკული კუთხე,  ვაჟა ფშაველას ქუჩა # 21
დრო: მთელი დღე

  • 10:30 – ალადინი (Aladdin)
  • 12:10 – ბეტმენის დაბრუნება (Batman Returns)
  • 14:30 – ნიუზის (Newsies) მიუზიკლი
  • 17:00 – სასიკვდილო იარაღი 3 (Lethal Weapon 3)
  • 19:10 – პირადი მცველი (The Bodyguard)

27 აპრილი  „სამოქალაქო აქტივობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში, და მედია კომუნიკაციები“
მრგვალი მაგიდის შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, 62/64 ფარნავაზ მეფის ქუჩა
დრო : 16:00 – 17:30

ჯანსაღი ცხოვრების სტილი
კრიტიკული მასა ბათუმი (Critical Mass Batumi)
შემოუერთდი ველორბოლას ბათუმის ბულვარში (საწყისი წერტილი ანბანის კოშკი)
დრო: 19:00

28 აპრილი საინფორმაციო გამოფენა
გაიგეთ ყველა იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც აშშ-ის საელჩო, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გთავაზობთ. გაიგეთ მეტი საგანმანათლებლო EducationUSA და საგრანტო პროგრამების შესახებ. შეხვდით კულტურული, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და ახალგაზრდული პროექტების წარმომადგენლებს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 35/32 ნინოშვილი/რუსთაველის ქუჩა
დრო: 13:00-16:30

კონცერტი
ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების 25 წლისთავის აღნიშვნა!
კონცერტში მონაწილეობენ: როკ-ბენდი Melomaniakk” , ჰიპ-ჰოპ მოცეკვავეთა ჯგუფი Two Step Crew”,და რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 35/32 ნინოშვილი/რუსთაველის ქუჩა
დრო: 16:30-18:00

ამერიკის დღეები 2017, ქუთაისი

ა.შ.შ. – საქართველო
თანამშრომლობის 25 წელი
საერთო წარსული, საერთო მომავალი

24 აპრილი  ამერიკის დღეების გახსნა
ამერიკელი დიპლომატი სტუმრად უნივერსიტეტში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის ქ. #59
დრო : 13:00 – 14:30

25 აპრილი  ამერიკული ფილმების დღე – Hollywood comes to Georgia!
ფილმის ჩვენებები  (ინგლისურად ქართული სუბტიტრებით)
ყოფილი „კინო საქართველოს“ შენობა
დრო: მთელი დღე

  • 10:30 – ალადინი (Aladdin)
  • 12:30 – ნიუზის (Newsies) მიუზიკლი
  • 15:00 – პირადი მცველი (The Bodyguard)
  • 17:30 – სასიკვდილო იარაღი 3 (Lethal Weapon 3)
  • 20:00 – ბეტმენის დაბრუნება (Batman Returns)

ყოველ სეანსზე პირველ 50 მაყურებელს პოპ-კორნით გავუმასპინძლდებით!

ფოტო-გამოფენა „წარმატებული პარტნიორობა“ და საუბრები თავისუფლებაზე
ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, ნიკეას ქუჩა N44
დრო: 10:00

გაინტერესებთ, როგორ იქნება კომიქსები? ვორკშოფს კომიქსის ახალგაზრდა შემქმნელები ჩაატარებენ.
ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, ნიკეას ქუჩა N44
დრო: 14:00

26 აპრილი  საინფორმაციო გამოფენა

დრო : 13:00 – 17:00; 14:00-15:00 – პრეზენტაციები აშშ-ში განათლების მიღებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ

გვეწვიეთ, თქვენ გელით გართობა და სიურპრიზი!

27 აპრილი  გიყვართ კალათბურთი?  მეგობრული თამაშები გაიმართება ადგილობრივ ახალგაზრდა კალათბურთელებსა და მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს შორის.
ბაღდათის #2 საჯარო სკოლა;  კახიანის N37
დრო : 13:00 – 15:00

გაიგეთ მეტი ამერიკული განათლების შესახებ!
პრეზენტაციები აშშ-ში განათლების მიღებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ
ბაღდათის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრი, რუსთაველის 23, ბაღდათი
დრო: 16:00

„ჯონ სტეინბეკი და რუსული ჟურნალი“ (John Steinbeck and the Russian Journal”) და „ვიხსენებთ ბალანჩინს“ (“Balanchine and the Ballet”)
ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის ჩვენება/დისკუსია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სატელევიზიო პროექტი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის ქ. #59
დრო : 13:00 – 15:00;

28 აპრილი „ვიხსენებთ ბალანჩინს“ ( “Balanchine and the Ballet”)
ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის ჩვენება/დისკუსია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სატელევიზიო პროექტი.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი; ი. აბაშიძის გამზ. 14ა
დრო: 17:00

გალა კონცერტი და ამერიკის დღეების დახურვა
ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების 25 წლისთავის აღნიშვნა!
კონცერტში მონაწილეობენ თბილისისა და ქუთაისის მუსიკლაური სასწავლებლების ახალგაზრდა შემსრულებლები
ქუთაისის ოპერის თეატრი, წმინდა ნინოს ქუჩა #17
დრო: 19:00

ამერიკის დღეები ზუგდიდში
24 – 28 აპრილი, 2017

აშშ – საქართველო – თანამშრომლობის 25 წელი
საერთო წარსული, საერთო მომავალი

24 აპრილი, ორშაბათი
ამერიკის დღეების გახსნა
ამერიკის საელჩოს  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისასალმებელი მიმართვა
კონცერტი
მოსწავლეახალგაზრდობის სასახლე, მეუნარგიას ქუჩა #6
დრო: 15:00 – 16:00     

უილიამ ოსგუდის ფოტო გამოფენის გახსნა
უილიამ ოსგუტი – გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია
ზუგდიდის სამხატვრო გალერეა, ზვიად გამსახურდიას გამზირი #28
დრო: 16:00 – 17:30      

25 აპრილი, სამშაბათი
კონფერენცია
დემოკრატიის განვითარება აშშ -საქართველოს ისტორიის კონტექსტში.
ზუგდიდის ცენტრალური ბიბილოთეკის დარბაზი, მერაბ კოსტავას ქუჩა #58
დრო: 15:00 – 16:00      

26 აპრილი, ოთხშაბათი
„ვიხსენებთ ბალანჩინს“ და „ჯონ სტაინბეკი და რუსული დღიური“  ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმების ჩვენება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სატელევიზიო პროექტი.
ზუგდიდის  შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტი, ჯანაშიას ქ. #14
დრო: 11:00 – 13:00 

წარმატებული ქართველი ინოვატორები და მეწარმეები ამერიკაში
პრეზენტაციები და ჩართვა ამერიკიდან.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს პროგრამების პრეზენტაცია.
ზუგდიდის ტექნოპარკი, ლაღიძის ქ.#2.
დრო:
16:00 – 18:00

27 აპრილი, ხუთშაბათი
საინფორმაციო გამოფენა

დრო: 14:00 – 18:00

 ქუჩის აქტივობები
ორგანიზატორები – სოფო კვარაცხელია, ზუგდიდის ამერიკის კუთხე და  გიორგი ქობალია, ზუგდიდის პანტომიმის თეატრის მსახიობი
ზუგდიდის ბულვარი

ცუდი ამინდის შემთხვევაში ღონისძიებები ჩატარდება ზუგდიდის ტექნოპარკში, ლაღიძს ქ. #2.
დრო: 15:00 – 17:00     

პრეზენტაცია
უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები ამერიკის შეერთებულ შტატებში, საელჩოს გაცვლითი პროგრამები და სანდიეგოს უნივერსიტეტის პროგრამები
საეთაშორისო განათლების ცენტრი. მომხსენებელი დალი ხომერიკი
ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა, გამსახურდიას გამზირი, #29
დრო: 14:30 – 16:00     

28 აპრილი, პარასკევი
ამერიკის დღეების დახურვა
ფილმების ჩვენება მე-4 სკოლაში
ფილმები: ბეტმენის დაბრუნება;
Newsies მიუზიკლი
დადიანის .#8
დრო:15:00 – 18:00     

კონცერტი
კონცერტში მონაწილეობენ: შოთა ადამაშვილი, თბილისიდან, ლიზი მებონია და მარიამ ღულათავა,ზუგდიდის ამერიკის კუთხის წევრები.
ცენტრალური პარკი
ცუდი ამინდის შემთხვევაში კონცერტი ჩატარდება მოსწავლეახალგაზრდობის სასახლეში.
დრო: 15:00 – 19:30     

ამერიკის დღეები 2017, თელავი

აშშ – საქართველო
თანამშრომლობის 25 წელი
საერთო წარსული, საერთო მომავალი

22 აპრილი
სათამაშო მობილი
ხოდაშენის მოსწავლეთათვის
შემეცნებითი თამაშები 6-12 წლის მოსწავლეებისთვის ქართულ და ინგლისურ ენაზე
ხოდაშენის საბავშვო ბაღი
დრო: 12:00-14:00

23 აპრილი
სათამაშო მობილი დუისის მოსწავლეთათვის
შემეცნებითი თამაშები 6-12 წლის მოსწავლეებისთვის ქართულ და ინგლისურ ენაზე
დუისის კულტურის ცენტრი
დრო: 12:00-14:00

24 აპრილი  ამერიკის დღეების გახსნა
საინფორმაციო გამოფენა
გაიგეთ მეტი აშშ-ის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, სხვადასხვა გრანტებისა და დახმარების პროგრამების შესახებ, აგრეთვე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტების შესახებ.
რუსთაველის ქუჩა 11, ერეკლე მეფის მოედანი (ყოფილი დისპანსერის შენობა)
დრო: 14:00-17:00

გასართობი პროგრამა მოზარდებისათვის: მუსიკალური წარმოდგენა, გაერთე დისნეის გმირებთან ერთად, ცარცით ხატვა, სახის მოხატვა, ამერიკული პოპარტის – ნიღბიანი პერსონაჟები
მალას ბაღის მიმდებარე ტერიტორია (უამინდობის დროს ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი ჭავჭავაძის ქ.5)
დრო: 14:00-15:30

ცოცხალი მუსიკა
 „მუსიკის ქალაქი“ და „ღამურები“
რუსთაველის ქუჩა 11, ერეკლე მეფის მოედანი (ყოფილი დისპანსერის შენობა)
დრო: 15:30- 17:30

25 ამერიკული ჰიტი მუსიკალური რადიო პროგრამა
უსმინეთ პანკისის საზოგადოებრივ რადიოს FM101.1
დრო : 18:1519:00

25 აპრილი
25 ამერიკული ჰიტი მუსიკალური რადიო პროგრამა
უსმინეთ პანკისის საზოგადოებრივ რადიოს FM101.1
დრო : 18:1519:00

27 აპრილი
ინტელექტუალური თამაშები
ყარაჯალის საზრიანთა გუნდების შეჯიბრება
ყარაჯლის კულტურის ცენტრი
დრო : 15:00 – 16:30

29 აპრილი
სათამაშო მობილი
ყარაჯალის მოსწავლეთათვის
შემეცნებითი თამაშები 6-12 წლის მოსწავლეებისთვის ქართულ და ინგლისურ ენაზე
ყარაჯალის სკოლა
დრო: 12:00-14:00

30 აპრილი
სათამაშო მობილი
ყვარლის მოსწავლეთათვის
შემეცნებითი თამაშები 6-12 წლის მოსწავლეებისთვის ქართულ და ინგლისურ ენაზე
გრემი სათემო ორგანიზაცია
დრო: 12:00-14:00

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
პოლიტიკასაქართველო

,,საერთო წარსული, საერთო მომავალი”-აშშ-საქართველოს მეგობრობის 25 წლის იუბილე აღინიშნება [განრიგი]

საქართველოს რამდენიმე ქალაქში ამერიკისა და საქართველოს დიპლომატიური თანამშრომლობის 25 წლის იუბილე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

,,დოქტრინა” გთავაზობთ განრიგს:

18- 24 აპრილი
კინოს მემორიალური ნივთების გამოფენა
კინოს მემორიალური ნივთების კოლექცია წარმოადგენს მოგზაურობას ჰოლივუდური სასწაულის შექმნის გზაზე.
ხელოვნების სასახლე, ია კარგარეთელის . 6.
დრო: 18-24 აპრილ

22 აპრილი
დედამიწის დღის აღსანიშნავი ღონისძიება ვაკის პარკში
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სეპარირებული ნარჩენების შემგროვებელი კომპანია, გარემოს დაცვის სფეროში მოღვაწე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები.  ვაკის პარკში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა გასართობ თამაშებსა და აქტივობებში, კალათბურთის მოედანზე  კი გოგონათა გუნდთან ერთად ითამაშონ კალათბურთი.
დრო: 13:00 – 17:00

23 აპრილი
ამერიკის დღეების გახსნა – „მეგობრობის ფორუმი“

გაიგეთ ყველა იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც აშშ-ის საელჩო, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გთავაზობთ. გაიგეთ მეტი საგანმანათლებლო და საგრანტო პროგრამების შესახებ. შეხვდით კულტურული, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და ახალგაზრდული პროექტების წარმომადგენლებს. სასტუმრო რუმსი, მერაბ კოსტავას ქ. 14
დრო: 12:00-18:00

 „ბეტმენის დაბრუნება“- კინოჩვენება / დისკუსია
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე,
თბილისის ამერიკული კუთხე, რუსთაველის გამზ.6
დრო: 12:00-13:30

ნიუზის მიუზიკლი – კინოჩვენება / დისკუსია
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე,
თბილისის ამერიკული კუთხე, რუსთაველის გამზ.6
დრო: 14:00-15:30

24 აპრილი  „ნატო და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“
ახალგაზრდული საჯარო  ფორუმი
ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი შ.დადიანის ქ.2/1
დრო: 16:00-17:00

კინოჩვენება და დისკუსია – „მალკოლმ იქსი“
ფაბრიკა, ეგნატე ნინოშვილის ქ.8
დრო: 20:00-21:30

25 აპრილი
„ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის 25 წელი: საერთო წარსული, საერთო მომავალი“
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი
დრო:12:00-13:30

საქართველოს ამერიკელი მეგობრები წარმოგიდგენთ:
ამერიკული აკადემიის სტუდენტთა ფოტოგამოფენა „გამქრალი თბილისი“
ხელოვნების რეაბილიტაციის პროექტის  „უნარ-ჩვევები ცხოვრებისთვის“ პრეზენტაცია
დარეჯანის სასახლე. ფერიცვალების ქ.7
დრო: 17:00-19:00

26 აპრილი
კინო ინდუსტრია ამერიკაში და საქართველოში კინოჩვენება და დისკუსია
მოწვეული სტუმრები: მაიკო ლომიძე, რუსთავი 2 და სოფო ბენდიაშვილი, „გადაიღე საქართველოში“  (ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო) პროგრამის დირექოტრი.
ფრონტ ლაინ კაფე. ლადო ასათიანის ქ.62
დრო: 18:00-19:00

„რეი“- კინოჩვენება/ დისკუსია
მზიურის სოციალური კაფე. მზიურის პარკი, ნინო რამიშვილის ქ.37
დრო: 20:00-21:30

27 აპრილი- „დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე“
ამერიკათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტთა კონფერენცია
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი
აუდიტორია 107, ჭავჭავაძის გამზ.1
დრო: 11:00-14:00

სამეცნიერო კუთხის გახსნა
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, რუსთაველის გამზ. 6

„უპატიებელი“ კინოჩვენება/ დისკუსია
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე
თბილისის ამერიკული კუთხე. რუსთაველის გამზ.6
დრო: 15:00-16:30

ფოტო-გამოფენა „ნიუ ორკი, ნიუ ორკი“
გია ჩხატარაშვილის, იური მეჩიტოვის, დარო სულაკაურის, ანა გოგუაძის, დინა ოგანოვას ფოტოები
გალერეა Black & White. გოგებაშვილის ქ.46ბ
დრო: 19:00-21:00

28 აპრილი-   ალადინი- კინოჩვენება/დისკუსია
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე
თბილისის ამერიკული კუთხე. რუსთაველის გამზ.6
დრო: 15:00-16:30

ამერიკის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის     ფორუმი (U.S. Alumni Leadership Forum)
ფორუმს გახსნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი (მასკის პროგრამის მონაწილე)
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი
აუდიტორია 107, ჭავჭავაძის გამზ.1
დრო: 16:00-17:30

28 აპრილი
აშშ-ის საელჩო საქართველოში სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჯონ უილიამსის მუსიკის კონცერტს. თბილისის სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს ნაწყვეტებს ფილმებიდან „ვარსკვლავური ომები“, „ინდიანა ჯონსი“, „იურული პარკი“, „სუპერმენი“, შინდლერის სია“ და ა.შ.
ბილეთების შეძენა მხოლოდ ელექტრონულად არის შესაძლებელი. სალაროში ბილეთები არ გაიყიდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთების გადაყიდვა ან სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია. მსურველებს შეუძლიათ რამდენიმე ბილეთის შეძენა, მაგრამ ბილეთების უშუალო მყიდველი უნდა დაესწროს კონცერტს.

გთხოვთ, მობრძანდეთ დაწყებამდე 30 წუთით ადრე რადგან კარები ზუსტად 19:00 საათზე დაიხურება.
კახიძის მუსიკალური ცენტრი (აღმაშენებლის გამზ. 123/125).
დრო: 19:00

___________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

ამერიკის დღეეები 2017, ბათუმი

ა.შ.შ. – საქართველო
თანამშრომლობის 25 წელი
საერთო წარსული, საერთო მომავალი

24 აპრილი  ამერიკის დღეების გახსნა
ამერიკის საელჩოს  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისასალმებელი მიმართვა
ბათუმის ამერიკული კუთხე,  ვაჟა ფშაველას ქუჩა # 21
დრო : 12:00 – 13:30

ჯონ სტინბეკის და რობერტ კაპას მოგზაურობა საქართველოში
ფოტო გამოფენის გახსნა
ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი, ლესელიძის ქუჩა #3
გახსნა:  15:00

„ურბანული დაგეგმარება“ (“Urban Planning”)
დოკუმენტური ფილმის ჩვენება/დისკუსია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სატელევიზიო პროექტი.
ბათუმის ამერიკული კუთხე, ვაჟა ფშაველას ქუჩა # 21
დრო : 15:00 – 16:30

მუსიკის საღამო
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მეუღლის  სოფიო ბაკურიძის პატრონაჟით გამართული  ფლეშ მობი და  კლასიკური მუსიკის საღამო
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა, დემეტრე    თავდადებულის ქუჩა, #20
დრო: 17:00 –18:00

25 აპრილი  ამერიკანისტიკის კონფერენცია (American Studies Conference)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 35/32 ნინოშვილი/რუსთაველის ქუჩა
დრო: 11:00-13:30

„ჯონ სტეინბეკი და რუსული ჟურნალი“ (John Steinbeck and the Russian Journal”)
ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის ჩვენება/დისკუსია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სატელევიზიო პროექტი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 35/32 ნინოშვილი/რუსთაველის ქუჩა
დრო: 14:00-15:00

„ვიხსენებთ ბალანჩინს“ ( “Balanchine and the Ballet”)
ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის ჩვენება/დისკუსია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სატელევიზიო პროექტი.
ბათუმის ხელოვნების სასწავლო  უნივერსიტეტი,
ლ. ასათიანის ქუჩა # 37
დრო: 11:00-12:00

„ეპისტოლიარული გრაფიკა“
მხატვარი ნინო ნიჟარაძის გამოფენა
აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეა,
გორგილაძის ქ. # 8
დრო: 16:00

ამერიკული მუსიკის დღე
ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის კონცერტი (Jazz Big Band Batumi)
საზაფხულო თეატრი, ბათუმის ბულვარი
დრო: 18:00

26 აპრილი  ამერიკული ფილმების დღე – Hollywood comes to Georgia!
ფილმის ჩვენებები  (ინგლისურად ქართული სუბტიტრებით)
ბათუმის ამერიკული კუთხე,  ვაჟა ფშაველას ქუჩა # 21
დრო: მთელი დღე

  • 10:30 – ალადინი (Aladdin)
  • 12:10 – ბეტმენის დაბრუნება (Batman Returns)
  • 14:30 – ნიუზის (Newsies) მიუზიკლი
  • 17:00 – სასიკვდილო იარაღი 3 (Lethal Weapon 3)
  • 19:10 – პირადი მცველი (The Bodyguard)

27 აპრილი  „სამოქალაქო აქტივობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში, და მედია კომუნიკაციები“
მრგვალი მაგიდის შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, 62/64 ფარნავაზ მეფის ქუჩა
დრო : 16:00 – 17:30

ჯანსაღი ცხოვრების სტილი
კრიტიკული მასა ბათუმი (Critical Mass Batumi)
შემოუერთდი ველორბოლას ბათუმის ბულვარში (საწყისი წერტილი ანბანის კოშკი)
დრო: 19:00

28 აპრილი საინფორმაციო გამოფენა
გაიგეთ ყველა იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც აშშ-ის საელჩო, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გთავაზობთ. გაიგეთ მეტი საგანმანათლებლო EducationUSA და საგრანტო პროგრამების შესახებ. შეხვდით კულტურული, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და ახალგაზრდული პროექტების წარმომადგენლებს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 35/32 ნინოშვილი/რუსთაველის ქუჩა
დრო: 13:00-16:30

კონცერტი
ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების 25 წლისთავის აღნიშვნა!
კონცერტში მონაწილეობენ: როკ-ბენდი Melomaniakk” , ჰიპ-ჰოპ მოცეკვავეთა ჯგუფი Two Step Crew”,და რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდი.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 35/32 ნინოშვილი/რუსთაველის ქუჩა
დრო: 16:30-18:00

___________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

ამერიკის დღეები 2017, ქუთაისი

ა.შ.შ. – საქართველო
თანამშრომლობის 25 წელი
საერთო წარსული, საერთო მომავალი

24 აპრილი  ამერიკის დღეების გახსნა
ამერიკელი დიპლომატი სტუმრად უნივერსიტეტში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის ქ. #59
დრო : 13:00 – 14:30

25 აპრილი  ამერიკული ფილმების დღე – Hollywood comes to Georgia!
ფილმის ჩვენებები  (ინგლისურად ქართული სუბტიტრებით)
ყოფილი „კინო საქართველოს“ შენობა
დრო: მთელი დღე

  • 10:30 – ალადინი (Aladdin)
  • 12:30 – ნიუზის (Newsies) მიუზიკლი
  • 15:00 – პირადი მცველი (The Bodyguard)
  • 17:30 – სასიკვდილო იარაღი 3 (Lethal Weapon 3)
  • 20:00 – ბეტმენის დაბრუნება (Batman Returns)

ყოველ სეანსზე პირველ 50 მაყურებელს პოპ-კორნით გავუმასპინძლდებით!

ფოტო-გამოფენა „წარმატებული პარტნიორობა“ და საუბრები თავისუფლებაზე
ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, ნიკეას ქუჩა N44
დრო: 10:00

გაინტერესებთ, როგორ იქნება კომიქსები? ვორკშოფს კომიქსის ახალგაზრდა შემქმნელები ჩაატარებენ.
ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, ნიკეას ქუჩა N44
დრო: 14:00

26 აპრილი  საინფორმაციო გამოფენა
გაიგეთ ყველა იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც აშშ-ის საელჩო, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გთავაზობთ. გაიგეთ მეტი საგანმანათლებლო EducationUSA და საგრანტო პროგრამების შესახებ. შეხვდით კულტურული, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და ახალგაზრდული პროექტების წარმომადგენლებს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის ქ. #59
დრო : 13:00 – 17:00; 14:00-15:00 – პრეზენტაციები აშშ-ში განათლების მიღებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ

გვეწვიეთ, თქვენ გელით გართობა და სიურპრიზი!

27 აპრილი  გიყვართ კალათბურთი?  მეგობრული თამაშები გაიმართება ადგილობრივ ახალგაზრდა კალათბურთელებსა და მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს შორის.
ბაღდათის #2 საჯარო სკოლა;  კახიანის N37
დრო : 13:00 – 15:00

გაიგეთ მეტი ამერიკული განათლების შესახებ!
პრეზენტაციები აშშ-ში განათლების მიღებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ
ბაღდათის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრი, რუსთაველის 23, ბაღდათი
დრო: 16:00

„ჯონ სტეინბეკი და რუსული ჟურნალი“ (John Steinbeck and the Russian Journal”) და „ვიხსენებთ ბალანჩინს“ (“Balanchine and the Ballet”)
ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის ჩვენება/დისკუსია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სატელევიზიო პროექტი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის ქ. #59
დრო : 13:00 – 15:00;

28 აპრილი „ვიხსენებთ ბალანჩინს“ ( “Balanchine and the Ballet”)
ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის ჩვენება/დისკუსია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სატელევიზიო პროექტი.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი; ი. აბაშიძის გამზ. 14ა
დრო: 17:00

გალა კონცერტი და ამერიკის დღეების დახურვა
ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების 25 წლისთავის აღნიშვნა!
კონცერტში მონაწილეობენ თბილისისა და ქუთაისის მუსიკლაური სასწავლებლების ახალგაზრდა შემსრულებლები
ქუთაისის ოპერის თეატრი, წმინდა ნინოს ქუჩა #17
დრო: 19:00

___________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

ამერიკის დღეები ზუგდიდში
24 – 28 აპრილი, 2017

ა.შ.შ. – საქართველო
თანამშრომლობის 25 წელი
საერთო წარსული, საერთო მომავალი

24 აპრილი, ორშაბათი
ამერიკის დღეების გახსნა
ამერიკის საელჩოს  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისასალმებელი მიმართვა
კონცერტი
მოსწავლეახალგაზრდობის სასახლე, მეუნარგიას ქუჩა #6
დრო: 15:00 – 16:00     

უილიამ ოსგუდის ფოტო გამოფენის გახსნა
უილიამ ოსგუტი – გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია
ზუგდიდის სამხატვრო გალერეა, ზვიად გამსახურდიას გამზირი #28
დრო: 16:00 – 17:30      

25 აპრილი, სამშაბათი
კონფერენცია
დემოკრატიის განვითარება აშშ -საქართველოს ისტორიის კონტექსტში.
ზუგდიდის ცენტრალური ბიბილოთეკის დარბაზი, მერაბ კოსტავას ქუჩა #58
დრო: 15:00 – 16:00      

26 აპრილი, ოთხშაბათი
„ვიხსენებთ ბალანჩინს“ და „ჯონ სტაინბეკი და რუსული დღიური“  ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმების ჩვენება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სატელევიზიო პროექტი.
ზუგდიდის  შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტი, ჯანაშიას ქ. #14
დრო: 11:00 – 13:00 

წარმატებული ქართველი ინოვატორები და მეწარმეები ამერიკაში
პრეზენტაციები და ჩართვა ამერიკიდან.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს პროგრამების პრეზენტაცია.
ზუგდიდის ტექნოპარკი, ლაღიძის ქ.#2.
დრო:
16:00 – 18:00

27 აპრილი, ხუთშაბათი
საინფორმაციო გამოფენა
გაიგეთ ყველა იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც აშშ-ის საელჩო, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გთავაზობთ. გაიგეთ მეტი საგანმანათლებლო EducationUSA და საგრანტო პროგრამების შესახებ. შეხვდით კულტურული, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და ახალგაზრდული პროექტების წარმომადგენლებს.

ზუგდიდის სამხატვრო გალერეა, ზვიად გამსახურდიას გამზირი #28
დრო: 14:00 – 18:00

 ქუჩის აქტივობები
ორგანიზატორები – სოფო კვარაცხელია, ზუგდიდის ამერიკის კუთხე და  გიორგი ქობალია, ზუგდიდის პანტომიმის თეატრის მსახიობი
ზუგდიდის ბულვარი

ცუდი ამინდის შემთხვევაში ღონისძიებები ჩატარდება ზუგდიდის ტექნოპარკში, ლაღიძს ქ. #2.
დრო: 15:00 – 17:00     

პრეზენტაცია
უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები ამერიკის შეერთებულ შტატებში, საელჩოს გაცვლითი პროგრამები და სანდიეგოს უნივერსიტეტის პროგრამები
საეთაშორისო განათლების ცენტრი. მომხსენებელი დალი ხომერიკი
ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა, გამსახურდიას გამზირი, #29
დრო: 14:30 – 16:00     

28 აპრილი, პარასკევი
ამერიკის დღეების დახურვა
ფილმების ჩვენება მე-4 სკოლაში
ფილმები: ბეტმენის დაბრუნება;
Newsies მიუზიკლი
დადიანის .#8
დრო:15:00 – 18:00     

კონცერტი
კონცერტში მონაწილეობენ: შოთა ადამაშვილი, თბილისიდან, ლიზი მებონია და მარიამ ღულათავა,ზუგდიდის ამერიკის კუთხის წევრები.
ცენტრალური პარკი
ცუდი ამინდის შემთხვევაში კონცერტი ჩატარდება მოსწავლეახალგაზრდობის სასახლეში.
დრო: 15:00 – 19:30     

___________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

ამერიკის დღეები 2017, თელავი

ა.შ.შ. – საქართველო
თანამშრომლობის 25 წელი
საერთო წარსული, საერთო მომავალი

22 აპრილი
სათამაშო მობილი
ხოდაშენის მოსწავლეთათვის
შემეცნებითი თამაშები 6-12 წლის მოსწავლეებისთვის ქართულ და ინგლისურ ენაზე
ხოდაშენის საბავშვო ბაღი
დრო: 12:00-14:00

23 აპრილი
სათამაშო მობილი დუისის მოსწავლეთათვის
შემეცნებითი თამაშები 6-12 წლის მოსწავლეებისთვის ქართულ და ინგლისურ ენაზე
დუისის კულტურის ცენტრი
დრო: 12:00-14:00

24 აპრილი  ამერიკის დღეების გახსნა
საინფორმაციო გამოფენა
გაიგეთ მეტი აშშ-ის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, სხვადასხვა გრანტებისა და დახმარების პროგრამების შესახებ, აგრეთვე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტების შესახებ.
რუსთაველის ქუჩა 11, ერეკლე მეფის მოედანი (ყოფილი დისპანსერის შენობა)
დრო: 14:00-17:00

გასართობი პროგრამა მოზარდებისათვის: მუსიკალური წარმოდგენა, გაერთე დისნეის გმირებთან ერთად, ცარცით ხატვა, სახის მოხატვა, ამერიკული პოპარტის – ნიღბიანი პერსონაჟები
მალას ბაღის მიმდებარე ტერიტორია (უამინდობის დროს ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი ჭავჭავაძის ქ.5)
დრო: 14:00-15:30

ცოცხალი მუსიკა
 „მუსიკის ქალაქი“ და „ღამურები“
რუსთაველის ქუჩა 11, ერეკლე მეფის მოედანი (ყოფილი დისპანსერის შენობა)
დრო: 15:30- 17:30

25 ამერიკული ჰიტი მუსიკალური რადიო პროგრამა
უსმინეთ პანკისის საზოგადოებრივ რადიოს FM101.1
დრო : 18:1519:00

25 აპრილი
25 ამერიკული ჰიტი მუსიკალური რადიო პროგრამა
უსმინეთ პანკისის საზოგადოებრივ რადიოს FM101.1
დრო : 18:1519:00

27 აპრილი
ინტელექტუალური თამაშები
ყარაჯალის საზრიანთა გუნდების შეჯიბრება
ყარაჯლის კულტურის ცენტრი
დრო : 15:00 – 16:30

29 აპრილი
სათამაშო მობილი
ყარაჯალის მოსწავლეთათვის
შემეცნებითი თამაშები 6-12 წლის მოსწავლეებისთვის ქართულ და ინგლისურ ენაზე
ყარაჯალის სკოლა
დრო: 12:00-14:00

30 აპრილი
სათამაშო მობილი
ყვარლის მოსწავლეთათვის
შემეცნებითი თამაშები 6-12 წლის მოსწავლეებისთვის ქართულ და ინგლისურ ენაზე
გრემი სათემო ორგანიზაცია
დრო: 12:00-14:00

სრულად ნახვა
პოლიტიკა

მსოფლიო პოლიტიკა, საქართველო და პროგნოზი – ინტერვიუ პოლიტოლოგ ბიძინა ლებანიძესთან

ბოლო პერიოდში მსოფლიო სივრცე საკმაოდ გადაიტვირთა პოლიტიკური მოვლენების თვალსაზრისით, ამ მხრივ, საქართველოც მიჰყვება ტემპს. საინტერესოა, რა პროგნოზები კეთდება ექსპერტების მხრიდან. ამისთვის ,,დოქტრინა” პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს – ბიძინა ლებანიძეს -ესაუბრა.

-მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი მოვლენა ვითარდება ერთდროულად და ექსპერტების უმეტესი ნაწილის მოსაზრებით, ნეგატიურად, როგორ შეაფასებდით სირიის, რუსეთის, ამერიკის, თურქეთის და სხვა აქტორების ზეგავლენას, ზოგადად, მსოფლიო წესრიგზე?
-ის, რაც ბოლო პერიოდში მსოფლიოში და განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში ხდება, ლიბერალიზმის კრიზისად მოიხსენიებენ, თუმცა უფრო მართებული იქნებოდა რეგრესული მემარცხენე იდეოლოგიის კრიზისი დაგვერქმია, იდეოლოგიისა, რომელიც ბოლო ხანებში გაბატონებული იყო, როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში და, კონსერვატიული ლიბერალიზმისგან განსხვავებით, ქადაგებდა უსაზღვრო მულტიკულტურალიზმს, ცალკე გამოყოფდა და წინ აყენებდა გარკვეული ჯგუფების, მაგალითად, სექსუალური და ეროვნული უმცირესობების, უფლებებს, პოლიტკორექტულობის ლოზუნგის ქვეშ ახდენდა მთელი რიგი თემების ტაბუიზირებას და ა.შ. დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა და ევროკავშირის ქვეყნებში ულტრამემარჯვენე პარტიების გაძლიერება სწორედ მსგავსი მემარცხენე ლიბერალიზმის დამსახურებაა. როდესაც, გადაჭარბებული პოლიტკორექტულობის გამო, ვერცერთი ძირითადი პარტია ვერ ბედავს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემებზე ღიად საუბარს, მაგალითდ, როგორიცაა – ისლამური ფუნდამენტალიზმის პრობლემა, უკონტროლო მიგრაცია და ა.შ., ყოველთვის ჩნდებიან ტრამპის ან ლე პენის მსგავსი პოლიტიკოსები, რომლებიც გამოცარიელებულ ნიშას ავსებენ და ამ თემების მანიპულირებით ახერხებენ პოლიტიკური წარმატების მიღწევას. ამას ერთვის ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი, რომელიც ჯერ კიდევ უქმნის სერიოზულ პრობლემებს ევროზონის ქვეყნებს. მიგრანტთა კრიზისი, ბრექსიტის საკითხი, ტრამპის კრიტიკული დამოკიდებული ნატოს მიმართ და ყველაფერ ამის ფონზე, თვით ნატოსა და ევროკავშირის არსებობის საკითხი დგება ეჭვქვეშ. ამ მდგომარეობის გამოყენებას, რა თქმა უნდა, სათავისოდ ცდილობენ რუსეთი და ჩინეთი, თუმცა მათაც უამრავი შიდაპოლიტიკური პრობლემა აქვთ, მათ შორის, მწვავე ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული ხასიათის პრობლემები.
რაც შეეხება სხვადასხვა ზესახელმწფოს კონკურენციას მსოფლიო ბატონობისთვის –  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გარკვეული პერიოდის მანძილზე, მსოფლიო პოლიციელის როლს აშშ თამაშობდა, ფლობდა რა ამისთვის საჭირო სამხედრო და ეკონომიკურ რესურსს, თუმცა შემდეგ ავღანეთში, და განსაკუთრებით ერაყში, უაზრო შეჭრით ჯორჯ ბუშის ხელისუფლებამ ეს უპირატესობა გაანიავა და ამერიკის ჰეგემონიისადმი საკუთარი მოსახელობის მხარდაჭერაც დაკარგა. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს აშშ მაინც ნომერ პირველ ზესახელმწიფოდ რჩება და როდის დაეწევა, ან თუ კი საერთოდ დაეწევა მას ჩინეთი, ჯერ კიდევ საკითხავია. ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში, სირიასა და ახლო აღმოსავლეთში, სწორედ იმის ნიშანია, რომ აშშ-ს აღარ სურს მსოფლიო პოლიციელის როლის თამაში და მზად არის, ხშირ შემთხვევაში, ეს ფუნქცია სხვებს, მაგალითად, რუსეთს ან ჩინეთს გადაულოცოს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ აშშ-ის გავლენა მსოფლიოზე შემცირდება, არამედ იმას რომ, ისეთ კონფლიქტებში, რომელსაც ამერიკა არ მიიჩნევს საკუთარი ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ, იგი პირდაპირ აღარ ჩაებმება.

-ამ ჭრილში საქართველოს რა პოზიცია უნდა ეკავოს და ზოგადად, თქვენი შეფასებით, რა გავლენის მოხდენა შეუძლია ნებისმიერი აქტორის ,,გამარჯვებას“?
თუ რა სჯობს საქართველოსთვის, დემოკრატიული თუ ავტოკრატიული სახელმწიფოების დომინირება მსოფლიოში – ამაზე პასუხი ერთმნიშნელოვნია: დემოკრატიული სახელმწიფოების დომინირება, ორი მიზეზის გამო: უპირველეს ყოვლისა, ასეთ დროს საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებს მეტი ყურადღება ექცევათ. დემოკრატიული ქვეყნები უფრო მიდრეკილნი არიან ფორმალური თანამშრომლობისკენ, ქმნიან საერთაშორისო ინსტიტუტებს, სადაც პატარა ქვეყნების ინტერესები შედარებით უკეთაა დაცული. ამის მაგალითია ნატო და ევროკავშირი, სადაც ყველაზე პატარა წევრსაც კი აქვს უფლება, ვეტო დაადოს ბევრ მნიშვნელოვან საკითხს. ავტორიტარული ქვეყნები, როგორებიცაა – ჩინეთი და რუსეთი, ასეთი საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას არ უშვებენ და შედარებით უფრო ხისტი მსოფლიო წესრიგის მომხრენი არიან. წესრიგისა, სადაც დიდ სახელმწიფოებს მსოფლიო გავლენის ზონებად აქვთ გადანაწილებული და თითოეულს თავთავიანთ ზონაში განუზომელი ძალაუფლება აქვს. ბუნებრივია საქართველოსთვის მსგავსი მსოფლიო წესრიგი ყოველმხრივ წამგებიანი იქნება.
მეორე მნიშვნელოვანი განსხვავება არის ის რომ, დემოკრატიული ქვეყნები დიდ ყურადღებას აქცევენ მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას და, მათი დომინირების შემთხვევაში, მეტი შანსია, რომ საქართველო დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატიის მხარდაჭერა დასავლეთის მიერ არ მომდინარეობს მხოლოდ მათი ალტრუისტული წარმოდგენებისგან, არამედ მომდინარეობს ასევე მათი გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესებიდან, რომელიც ეფუძნება იმ ფაქტს რომ დემოკრატიული ქვეყნები, როგორც წესი, ერთმანეთში არასდროს ომობენ და, შესაბამისად, დემოკრატიული ქვეყნებისგან შემდგარი მსოფლიო იქნება ყველაზე მშვიდობიანი, სტაბილური და ეკონომიკურად განვითარებული. თუ გადავხედავთ აშშ-ისა და ევროკავშირის უსაფრთხოების სტრატეგიებს, მშვიდობა და თავისუფალი ვაჭრობა მსოფლიოსთან ორივე აქტორისათვის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. შესაბამისად, დემოკრატიის გავრცელება მსოფლიოში, რომელსაც ხშირად სარკაზმით ეკიდებიან, არაფერი აქვს საერთო ალტრუიზმთან, არამედ არის დასავლეთის ქვეყნების ეროვნული ინტერესის განუყოფელი ნაწილი.
უშუალოდ საქართველოს რაც შეეხება – ის კურსი, რომელიც აღებულია, რამდენად მიესადაგება იმ მოთხოვნებს, რომლებსაც, დავუშვათ, ევროკავშირი გვიწესებს? რამდენად სწორად და ტემპში მიდის საქართველოს განვითარების მაჩვენებლები?
საქართველოს დღეს აქვს ორი მთავარი პრობლემა – ეკონომიკური სტაგნაცია და დემოკრატიის დეფიციტი. ამ პრობლემების გადაჭრის გარეშე ევროკავშირთან საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ვერ მოხდება. ამასთან ევროკავშირთან ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება და ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული. თვითონ ევროკავშირი დღეს სერიოზულ კრიზისს განიცდის და შემდგომი გაფართოების პოტენციალი ამ ეტაპზე არ აქვს. თუმცა არსებობს ასევე თანამშრომლობის შუალედური ფორმებიც, რომელიც მოიაზრებს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობას ფორმალური წევრობის გარეშე. მსგავსი ე.წ. არაფორმალური ინტეგრაცია უნდა იყოს ამ ეტაპზე საქართველოს მიზანი. საქართველო უნდა სცადოს ევროპის ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანება, რომელიც ქართველ მუშახელს ევროკავშირის შრომის ბაზარს გაუხსნის. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება იოლი მისაღწევი, განსაკუთრებით, დღეს არსებული ლტოლვილთა კრიზისის და ულტრამემარჯვენე პარტიების მომძლავრების ფონზე, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტევაში შეუძლებელი ნამდვილად არ არის. მთავარია საქართველომ შიდაპოლიტიკურად არაფერი ,,მიქაროს” და სწორი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გზა შეინარჩუნოს. ღარიბი, განუვითარებელი და ავტოკრატიული ქვეყნის მიღება თავის რიგებში არავის სურს. ბუნებრივია, საქართველო ასე უცბად შვეიცარიის დონეს ვერ მიაღწევს, მაგრამ დემოკრატიული და სწრაფად განვითარებადი ქვეყნის იმიჯი (მაგალითად, როგორებიც არიან ე.წ. აზიური ვეფხვები) გადამწყვეტი იქნება წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
თქვენეული პროგნოზი -როგორ საერთო პოლიტიკურ და სოციალურ სურათს მივიღებთ საქართველოში მიმდინარე პროცესების ფონზე?
საქართველოს მთავარი გამოწვევები დღეს შიდაპოლიტიკური ხასიათისაა. როგორც უკვე ვთქვით, ვერ ხერხდება ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და დამოკრატიული და ეფექტური მმართველობის ჩამოყალიბება. საქართველოს მსგავსს ქვეყანას ესაჭიროება მინიმუმ 7-8-პროცეტიანი ეკონომიკური ზრდა, რაც დღეს არ გვაქვს. ასევე ვერ ჩამოყალიბდა სტაბილური პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას და ეკონომიკურ წინსვლას. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ისიც რომ, რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ვცხოვრობთ, თუმცა ეს პრობლემა დიდი ხანია გვიდგას და ამით დღეს არსებული შიდაპოლიტიკური სისუსტეები ვერ გამართლდება.

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
პოლიტიკა

ჩრდილოეთ კორეა, პროვოცირების შემთხვევაში, მზადაა ბირთვული ომისთვის

  მას შემდეგ, რაც აშშ-მა თავისი საზღვაო საბრძოლო ჯგუფი კორეის ნახევარკუნძულის წყლებში გააგზავნა, ჩინეთთან, იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან ერთად საზღვაო წვრთნების მიზეზით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი სოციალური ქსელის საშუალებით გაამცნო საზოგადოებას თავისი გზავნილი, რომ თუკი საჭირო გახდებოდა, უნილატერალური ქმედებით „გადაწყვეტდა პრობლემას“, ჩრდილოეთ კორეა გაფრთხილებით გამოდის, რომ აშშ-ის მხრიდან მსგავსი „პროვოკაციის“ განმეორების შემთხვევაში, ქმედებებს „კატასტროფული შედეგები“ მოჰყვება.
დონალდ ტრამპის განცხადება მოჰყვა ფლორიდაში, გასულ კვირას მის შეხვედრას ჩინეთის პრეზიდენტთან. ტრამპის ადმინისტრაციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაერწმუნებინა ჩინეთი, რომ კიდევ უფრო გაემკაცრებინა ჩრდილოეთ კორეაზე სანქციები, იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ თებერვალში, ჩრდილოეთ კორეამ 4-ჯერ დატესტა ბირთვული იარაღი. გასული კვირის მოვლენები, კერძოდ, აშშ-ის სამხედრო ჩარევა სირიაში, ჩრდილოეთ კორეამ დაინახვა, როგორც გაფრთხილება, რომ ვაშინგტონი მზადაა, იმოქმედოს მარტო, თუკი ჩინეთი ვერ შეძლებს ზეწოლის გაძლიერებას თავის მეზობელზე ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შეწყვეტის თაობაზე.   ჩრდილოეთ კორეა კვლავ არღვევს გაეროს რეზოლუციას, რომელიც უკრძალავს მას ბირთვული რაკეტების შესაქმნელად საჭირო ტექნოლოგიების განვითარებასა და მათ დატესტვას. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო და გავუმკლავდეთ აშშ-ის ომისკენ მიმართულ უგუნურ ქმედებებს, სირიაში აშშ-ის ქმედებები შესაძლოა იყოს გაფრთხილება, თუმცა, ჩვენ არ გვეშინია.“
აშშ-ის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ზემოთ აღნიშნულ ქმედებებს აკლია პრეზიდენტისთვის საჭირო ექსპერტიზა და გამოცდილება, რამაც შესაძლოა აშშ კორეის ნახევარკუნძულთან დაკავშირებულ ახალ კონფლიქტში ჩაითრიოს, სადაც მთავარი საფრთხე სწორედ ჩრდილოეთ კორეაა. „თუკი თქვენ ეძებთ მსოფლიო კრიზისის მაგალითს საერთაშორისო სისტემის ორ დიდი ძალას შორის, რომელიც იქნება უდიდესი ზიანის მომტანი, მაშინ ჩრდილოეთ კორეა უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე სირია. ვაშინგტონის ქმედებები, რაც გულისხმობს კორეის ნახევარკუნძულზე ამერიკის სამხედრო გაძლიერებას და ფლორიდაში ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეის საკითხი უნდა განიხილებოდეს მეტი სერიოზულობით, საჭიროა აშშ-ჩინეთის ერთობლივი ხედვა და მოქმედება ამ პრობლემის გადასაჭრელად, თუკი არ გვსურს, რომ სიტუაცია სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს,“-აცხადებს ის.
ამასთან, ჩინეთმა 150 000-მდე სამხედრო განათავსა თავის საზღვარზე, ჩრდილოეთ კორეიდან მიგრანტების შესაძლო შემოდინების თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, რეგიონში სიტუაცია უკიდურესად იძაბება.
თავის მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა წინა კვირას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა „პროვოკაციულ ქმედებებს“ აგრძელებს: „ჩრდილოეთ კორეის „წითელი“ რეჟიმი, უკვე ბირთვული რეჟიმიცაა. პრეზიდენტმა მთხოვა, რომ მოვამზადოთ შესაძლო ქმედებების ვარიანტები,(მათ შორის, სამხედრო ჩარევა) რომ მოვაშოროთ ეს საფრთხე (ჩრდილოეთ კორეა) ამერიკელ ხალხს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს რეგიონში“ .
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ტილერსონი, აღნიშნავს: ,,აშშ-ის ბოლო 20 წლის საგარეო პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეაში სრულიად უშედეგო იყო, დრო უკვე ამოიწურა, ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა განიხილებოდეს“ ჩრდილოეთ კორეა და ამერიკა არასოდეს ყოფილან მეგობრები, თუმცა, დღეს ისინი ყველაზე მეტად ახლოს არიან ომთან, ვიდრე ოდესმე.

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
პოლიტიკა

ჰომოფობია, როგორც რუსეთის სახელმწიფო იდეოლოგიის ნაწილი

რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში ნათქვამია:,,ახელმწიფომ უნდა გააუმჯობესოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პრაქტიკა სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების სისტემების განვითარებით” და რომ სახელმწიფოს სტრატეგიული მიზანია უზრუნველყოს საჯარო უსაფრთხოება, ადამიანის ძირითადი და სამოქალაქო უფლებები, მათ შორის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

რამდენიმე კვირის წინ რუსეთში აკრძალეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ისეთი სურათების გამოქვეყნება ან/და გაზიარება სოციალურ ქსელში, სადაც ადამიანს, რომელიც ძალიან ჰგავს პრეზიდენტს, აქვს მაკიაჟი და ასახავს ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანს.

პუტინის სურათი,ტუჩსაცხითა და რუჟით, სოციალურ ქსელებში 2011 წლიდან ჩანს. თუმცა, ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მხოლოდ 2013 წელს, როცა რუსეთის ხელისუფლების ინიცირებულ კანონს – ,,გეიპროპაგანდის წინააღმდეგ”, ძლიერი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

აღნიშნული კანონი კრძალავს დისკუსიას ჰომოსექსუალური ურთიერთობების ირგვლივ ყველგან, სადაც ეს საუბარი შესაძლოა მოისმინონ ბავშვებმა. ინიციატივამ პროტესტი გამოიწვია რუსეთის საზღვრებს გარეთაც, აღქმული იყო რა, როგორც სახელმწიფოს მხრიდან წახალისებული ჰომოფობიური დამოკიდებულება, იმ მიზნით, რომ მოესყიდა კონსერვატიზმისკენ გადახრილი ამომრჩევლები.

გამოხატვის უფლების შეზღუდვის პრაქტიკა

2015 წლიდან დაიწყო ისეთი ვებგვერდებისა და ანონიმური ბლოგების გაუქმება, რომლებიც შეიცავდნენ პუტინისა და მისი პოლიტიკის კრიტიკას. საჯარო პირებს კი შეუძლიათ სარჩელი შეიტანონ სასამართლოში, თუკი ინტერნეტში გადააწყდებიან ისეთ ინფორმაციას მათ შესახებ, რაც შესაძლოა არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებდეს მათ პიროვნებას.

ცნობილ პოპმომღერალს, მადონას, სასამართლოში უჩივლეს იმიტომ, რომ სანკტ-პეტერბურგში კონცერტისას, ის ჰომოსექსუალი ადამიანების უფლებების სასარგებლოდ საუბრობდა.

ჰომოფობია, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიის ნაწილი

ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების ქმედებები ეხმიანება საბჭოთა კავშირში გაბატონებულ იდეას, რომ სახელმწიფომ თავისი მოქალაქეებისთვის უნდა დასახოს მორალური ცხოვრების გზა და უკარნახოს, თუ რა არის მორალურად სწორი არჩევანი. ისტორიის მკვლევარ ლიზაბეტ ვუდსისთვის, ზემოაღწერილი  ქმედებები მიუთითებს რუსეთის ხელისუფლების მცდელობაზე, გამოიყენოს ჰომოსექსუალობა, რომ საზოგადოებაში ჩამოაყალიბოს განსხვავება ,,ჩვენსა” და ,,სხვას” შორის, სადაც ,,სხვა”- დასავლური ღირებულებების ქვეყნებია, რომელთა წინააღმდეგაც უნდა გამოვიდეს რუსული ერი.

მსგავსი ტენდენციის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკლესიაც, რომელიც პუტინის რუსეთში, სახელწიფოსთან ერთად მოქმედ ინსტიტუტად გვევლინება. პატრიარქი კირილი: ,,ლიბერალიზმი მიგვიყვანს სახელმწიფოს დანგრევამდე და, საბოლოოდ, აპოკალიფსამდე,” მაშინ, როცა, ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობას ის ,,მოვლენილ სასწაულს” უწოდებს.

რუსეთის მოსახლეობის მსოფლმხედველობაზე ეკლესიისა და სახელმწიფოს გავლენას მოწმობს სტატისტიკური მონაცემებიც:  პოპულაციის 80-დან 90 %- მდე თავს ორთოდოქს ქრისტიანად მიიჩნევს. თუმცა, უმეტესობა არ ასრულებს რელიგიურ რიტუალებს, არ დადის ეკლესიაში თვეში ერთხელაც კი. საპირისპიროდ, რესპოდენტების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ რელიგია მათთვის არის ,,ეროვნული ტრადიცია”,  ,,მორალური და ეთიკური სტანდარტების ერთგულება”, მხოლოდ 16 % მიიჩნევს რელიგიას სულიერი ხსნის საშუალებად.

მოსაზრება, რომ პუტინი ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზაციას ახდენს საგარეო და საშინაო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, კერძოდ, ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად, დასტურდება უკრაინისა და მოლდოვის მაგალითებით. პირველ შემთხვევაში, პრორუსულმა ოლიგარქებმა დააფინანსეს ორგანიზაციები, რომელთა მთავარ მიზანს წამოადგენდა საზოგადოების დარწმუნება, რომ  ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, უკრაინას მოუწევდა გეიპარადების გამართვა და ერთი სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონება. მოლდოვაში კი, თავად პატრიარქი კირილი გამოვიდა ასოცირების ხელშეკრულების წინააღმდეგ, რადგან მასში ჰომოსექსულობისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდის ,,საფრთხეს” ხედავდა.

შედეგი

სხვადასხვა მოსაზრებით, ზემოაღნიშნულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო იმას, რომ საზოგადოების ნაწილი ანტირუსულ და პროდასავლურ დამოკიდებულებას ავტომატურად აიგივებს ჰომოსექსუალობისადმი დადებით დამოკიდებულებასთან, რომელიც ხელს უწყობს ერის მორალურად გარყვნას, რასაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს მათ პოლიტიკურ ორიენტაციასა და არჩევანზეც.

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
პოლიტიკა

რატომ შეუძლია სირიას ჯერ კიდევ გამოიყენოს ქიმიური იარაღი?

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ სირიამ აშშ-სა და რუსეთთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ, მის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებება კვლავ განმეორებითი პრაქტიკაა.
საერთაშორისო საზოგადოება ადანაშაულებს ასადის რეჟიმს ბოლო 6 წლის განმავლობაში ქიმიური იარაღის რამდენჯერმე გამოყენებაში მოქალაქეებისა და აჯანყებულების წინააღმდეგ: განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სირიაში სამოქალაქო ომი აქტიურ ფაზაში შევიდა.
პირველი მსგავსი აქტი 2013 წელს განხორციელდა დამასკოს შემოგარენში. მხოლოდ ერთი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, საჯაროდ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება იქნებოდა ე.წ წითელი ხაზის გადალახვა, რაც გამოიწვევდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას სირიაში და განიხილებოდა სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობაც. იმ ფაქტმა 1000-მდე ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო შემთხვევა კი რამდენიმე დღის წინ მოხდა, შეიწირა ათობით ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის ბავშვების, რასაც წინ უძღვოდა გაეროში აშშ-ის ამბასადორის გამოსვლა: „ამერიკის შეერთებული შტატების პრიორიტეტი არ არის უბრალოდ ჯდომა და დაცდა, რომ ასადი გამოჩნდეს, საჭიროა რეალური ქმედება.“
სირიამ ქიმიური იარაღის მფლობელობა ოფიციალურად აღიარა 2012 წელს და აღუთქვა სხვა აქტორებს, რომ მას მხოლოდ „საგარეო საფრთხის“ წინააღმდეგ გამოიყენებდა. მიუხედავად ამისა, 2013 წლის განმავლობაში რამდენიმე მსგავსი შემთხვევა მოხდა.
შედეგად, ბარაკ ობამა შეეცადა კონგრესისგან თანხმობის მიღებას სირიაში შეიარაღებული ძალების შეყვანის შესახებ, უარის შემდეგ, გადაწყდა, რომ თუკი სირია დასთანხმდებოდა ქიმიური იარაღის გაუნებელყოფას საერთაშორისო საზოგადოების დამხარებით, სამხედრო ინტერვენცია გადაიდებოდა, რაც ასეც მოხდა. 2014 წლისთის, აშშ-მა, რუსეთმა და სირიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, სირიას უნდა მიეცა საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის უფლება, რომ გაენადგურებინათ მის ტერიტორიაზე არსებული ყველა სახის ქიმიური იარაღი. თუმცა, ქიმიური იარაღის გამოყენების პრაქტიკა გაგრძელდა.
რა არის მიზეზი?
დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სხვა ქიმიურ იარაღის დასამზადებლად საჭირო რესურსებთან ერთად, ქლორის ამოღებას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასადის რეჟიმმა, შეგნებულად არ შეიტანა ის საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის გადაცემულ სიაში. მედიასაშუალებების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ,,ასადს მაშინ 1000 ტონაზე მეტი სხვადასხვა სახეობის ქიმიური იარაღი ჰქონდა. იყო სხვა პრობლემაც: სირიამ არ გაითვალისწინა ბოლო ვადა – 2014 წლის 30 ივნისი, როდესაც იარაღის განადგურება უნდა დასრულებულიყო,” – იუწყება ,,The Wall Street Journal-ი” 2014 წლის მაისში. ყურადსაღები პასუხი ამ დარღვევებზე კი სირიას არ მიუღია. ასადის რეჟიმი მუდმივად უარყოფს პასუხისმგებლობას ქიმიური იარაღის გამოყენებაზე-მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები სხვაზე მეტყველებს.
აშშ-ის პასუხი
2013 წერლს ობამამ თქვა: „აშშ-იმ უნდა განახორციელოს სამხედრო შეტევა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. რა უნდა შევთავაზოთ მსოფლიოს, თუკი დიქტატორს მივცემთ უფლებას დახოცოს ასობით ბავშვი და არ დაისაჯოს? რა არის იმ საერთაშორისო სისტემის აზრი, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, თუკი არ შეგვიძლია ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის ნორმის მოქმედებაში მოყვანა?”
როგორ უკვე ითქვა, 2013 წელ აშშ-მა არ/ვერ განახორციელა სამხედრო შეტევა, დადებული შეთანხმების მუდმივი დარღვევით, კი სირიამ მნიშვნელოვნად შეასუსტა ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი ძალა.
დღეს კი, ქიმიური იარაღის გამოყენებიდან რამდენიმე დღეში, აშშ იწყებს სამხედრო შეტევას სირიაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია, რომ თავიდან აიცილოს და აკრძალოს მომაკვდინებელი ქიმიური იარაღის გამოყენება ან გავრცელება“.  კრიტიკოსებისთვის მთავარ გამოცანას წარმოადგენს ის, თუ რა განსხვავებაა დღევანდელსა და 2013 წლის შემთხვევას შორის, როდესაც ასადმა იგივე გზებით გამოიწვია ათობით ადამიანის სიკვდილი. მაშინ კი არც დონალდ ტრამპსა და არც რესპუბლიკელებს არ დაუნახავთ სახელმწიფოს ეროვნული ინტერესი.

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 12 13 14 15 16
Page 14 of 16