close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

დღეს და ხვალ ცაზე „მოღიმარი სახის“ მთვარე გამოჩნდება ვენერასთან და სატურნთან ერთად

ღამის ცაზე ბევრი რამ ხდება და ხშირად, ობიექტები მართლაც საოცრად განლაგდებიან ხოლმე.

24-25 აპრილის ღამეს, განთიადამდე ცოტა ხნით ადრე, სწორედ ერთ-ერთი ასეთი განლაგება მოხდება.

ამჟამინდელ მილევად ახალ მთვარეს ცაზე შეუერთდება ორი პლანეტა — ვენერა და სატურნი, თანაც ისეთი კონფიგურაციით, რომ თქვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეიძლება გაღიმებული სახე გამოსახონ. თუმცა, ეს სახე დახრილი იქნება.

კონფიგურაციას, როდესაც ორი ან მეტი ციური სხეული ცაზე ერთად ჩნდება, შეერთებას უწოდებენ.

„მოღიმარი სახის“ კონფიგურაციის შემთხვევაში, თავად მთვარე ცაში ძლიერ მილეულად გამოჩნდება. ვენერა და სატურნი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და მათი შემჩნევა ადვილი იქნება. ვენერა ძლიერ იკაშკაშებს (ის ღამის ცის მეორე ყველაზე კაშკაშა ობიექტია მთვარის შემდეგ), სატურნი ნაკლებად, მაგრამ მაინც საკმაოდ.

უკეთესად დაკვირვებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბინოკლი ან სამოყვარულო ტელესკოპი.

სიკაშკაშის პიკს ვენერა 27 აპრილს მიაღწევს და ასეთი კაშკაშა 2026 წლის ნოემბრამდე აღარ გამოჩნდება. არც ეს შანსია ხელიდან გასაშვები.

იმისათვის, რათა არაფერი გამოგრჩეთ, თქვენი ადგილმდებარეობიდან ამ მოვლენის დანახვის ზუსტი დეტალები შეგიძლიათ შეამოწმოთ TimeandDate-ზე ან Stellarium-ზე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსირობოტექნიკატექნოლოგიები

მასკი მარსზე Optimus ჰუმანოიდის რობოტების გაგზავნას გეგმავს – რა ვიცით ამის შესახებ

ილონ მასკს სურს მარსზე Tesla Optimus რობოტების გაგზავნა. ჰუმანოიდი რობოტები წითელ პლანეტაზე SpaceX-ის მისიით 2026 წლის ბოლოს გაემგზავრებიან. ამის შესახებ Newsweek-ი იტყობინება.

„იმედია Starship მარსზე გაემგზავრება მომავალი წლის ბოლოს Optimus რობოტი მკვლევრებთან ერთად!” – თქვა მასკმა.

Optimus თავდაპირველად წარმოდგენილი იყო 2024 წლის ოქტომბერში, როგორც რობოტი ასისტენტი ყოველდღიური ცხოვრებისთვის. მასკი შემდეგ ამბობდა:

„ის გააკეთებს ყველაფერს, რაც გინდა… მას შეუძლია იყოს შენი მეგობარი, მიირთვას სასმელი, გაასეირნოს ძაღლი, გათიბოს შენი გაზონი, იყიდოს სასურსათო ნივთები…“,- აღნიშნავდა მასკი.

ახლა ჩვენ ვსაუბრობთ კოსმოსში რობოტების, როგორც ავტონომიური მკვლევრების გამოყენებაზე. მასკმა არაერთხელ განაცხადა მარსის კოლონიზაციის სურვილი.

სექტემბერში მან დაწერა: „ფრენის ინტენსივობა ექსპონენტურად გაიზრდება, დაახლოებით 20 წელიწადში თვითკმარი ქალაქის აშენების მიზნით“.

თუმცა, ბევრი ექსპერტი ამ იდეის მიმართ ფრთხილია და მასში რისკს ხედავს: „შეიძლება ეს მოხდეს ამ ათწლეულში? შესაძლოა, მაგრამ დიდი რისკით. მაგრამ თუ მივცემთ სამ ათწლეულს, დავინახავთ, როგორ შეიძლება რისკმა დაიწიოს მისაღებ დონემდე.”

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

ამოვხსნით თუ არა ირმის ნახტომის იდუმალებით სხვა გალაქტიკებზე სიცოცხლეს?

ალბათ ერთხელ მაინც გიფიქრიათ უცხოპლანეტელებზე, არსებობენ თუ არა ისინი, ვართ თუ არა „ერთადერთნი“, ვინც თიხისგან გამოძერწეს, პარადოქსია, მაგრამ რა იქნებოდა სხვა გალაქტიკაში რომ გვეცხოვრა? ან იქნებ ჩვენივე ირმის ნახტომია ვიღაცისთვის „სხვა“, ამოუცნობი – როგორც ჯოკონდას ღიმილი, მიუწვდომელი როგორც ჰორიზონტის ხაზი…

  გალაქტიკა ეს არის: ვარსკვლავების, მათი ნარჩენების, აირების, მტვრისა და მუქი ნივთიერებების გრავიტაციულად შეკრული სისტემა. გალაქტიკა ცაზე „რძიანი რგოლების“ მსგავსი სინათლის სხივის სარტყელივით აღიბეჭდება.  სიტყვა გალაქტიკა გამომდინარეობს ბერძნული სიტყვისდან ’’γαλαξίας“, რაც სიტყვასიტყვით „რძიანს“ ნიშნავს.  ბერძნული მითის მიხედვით, ზევსი მის მოკვდავ ჩვილ ჰერაკლეს მძინარე ცოლის- ჰერას გულმკერდზე დააწვენს, რათა რძის დალევის შემდეგ ჩვილი უკვდავი გახდეს, თუმცა გამოღვიძების შემდეგ გაბრაზებული ჰერა ბავშვს ხელიდან აგდებს, მისი რძე კი, მკრთალი სხივების სარტყელივით იფანტება ჰაერში. სწორედ აქედან წარმოდგება სახელწოდება  “Milky Way” ანუ „ირმის ნახტომი“. 1610 წელს გალილეო გალილეიმ მისი ტელესკოპით პირველად განსაზღვრა, რომ სარტყელი დამოუკიდებელი ვარსკვლავებისგან შედგებოდა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1920 წლამდე ფიქრობდნენ, თითქოს ირმის ნახტომი შეიცავდა სამყაროში არსებულ ყველა ვარსკლავს. გალაქტიკები მათი მორფოლოგიის მიხედვით იყოფა: ელიფსური, უსწორმასწორო და სპირალურ ფორმებად. ზოგიერთ გალაქტიკას მის აქტიურ ცენტრში გააჩნია შავი ხვრელი. მაგალითად, ირმის ნახტომის გალაქტიკის შავ ხვრელს ’’Sagittarius A“ ეწოდება, რომლის მასაც 4-მილიონჯერ აღემატება მზის მასას. 2016 წლის მარტის გამოკვლევებით დადგინდა, რომ ’’GN-z11“ წარმოადგენს უძველეს გალაქტიკას, რომელიც დიდი აფეთქებიდან 400 მილიონი წლის შემდეგ არსებობს და დედამიწისგან 32 მილიარდი სინათლის-წლების მანძილზეა დაშორებული.

ირმის ნახტომი ის გალააქტიკაა, რომელიც შეიცავს იმ მზის სისტემას, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. სავარაუდოდ, ამ გალაქტიკაში 100 მილიარდი პლანეტაა. მასში შემავალი უძველესი ვარსკვლავი, დაახლოებით, ისეთივე ძველია, როგორც  სამყარო თვითონ. მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპებით აკვირდებიან და იკვლევენ სხვადასხვა ობიექტს, დღესდღეობით, უძლიერეს ტელესკოპებსაც კი არ შეუძლიათ მილიარდობით ობიექტის გამოსახვა და აღმოჩენა. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს იმას, რომ ზოგიერთი ადამიანისგან დისტანციურად განლაგებული წარმონაქმნი,  შესაძლოა ხსნიდეს  სამყაროს შექნის თეორიებს მეცნიერულ დონეზე რელიგიური მოძღვრების გაუთვალისწინებლად ან შეიძლება არსებობს კიდეც სიცოცხლე სხვა სამყაროში, ამიტომ მეცნიერები ყოველთვის ცდილობენ ახალ-ახალი აღმოჩენებს მიაღწიონ. თვით ირმის ნახტომშიც კი ბევრი რამ საიდუმლოდ რჩება, წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს:

მზის წარმოშობა – მზე, ისევე როგორც ვარსკვლავები, წარმოიქმნა კლასტერებისგან. ეს ვარსკვლავური „ძმები“ წარმოიქნენ მსგავსი აიროვანი ღრუბლებისაგან, ამიტომ მათი ქიმიური შემადგენლობა ერთია. დღესდღეობით დედამიწის 325 სინათლის წელიწადში 100 000 ვარსკვლავი შეისწავლეს, მაგრამ მათგან მხოლოდ ორია რომელიც მზის მსგავსია. რადგან მზე უნიკალურია, შეიძლება იგი მისივე კლასტერიდან გადაადგილდა ან „გამოიქცა“ 4,5 მილიარდი წლის წინათ. შესაფერისი კანდიდატი, რომლიდანაც შესაძლებელია მზე ფორმირებულიყო – ეს არის მორიელის თნავარსკვლავედი – “Messier 67“, რომელიც ისეთივე ქიმიური აგებულების, ტემპერატურის და წლოვანებისაა, როგორიც მზე. თუმცა მექსიკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მათი შედარებით აღმოაჩინეს, რომ ’’M67’’ არ მუშაობდა. გარდა ამისა ’’M67’’ ვერტიკალური ბობირება 5-ჯერ აღემატება მზისას და მზის წარმოსაქმნელად საჭირო სიჩქარე გამოიწვევდა პლანეტარული დისკის გახლეჩას. სავარაუდოა, რომ მზის კლასტერი აღარ არსებობს, მაგრამ მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამაზე პასუხს “Gaia’’ სატელიტი გასცემს, რომელიც წარმოადგენს მილიარდობით ვარკლავის „სახეს“, მასზე 2018 ში უნდა დამთავრდეს მუშაობა და მოპოვებულმა ცნობებმა გალაქტიკის ევოლუციაზე უნდა იქონიოს გავლენა.

ვარსკვლავური ტალღები – ’’The Sloan Digital SkySurvey’’ – პროექტის საფუძველზე აღმოაჩინეს 930000 გალაქტიკა და 120000 კვაზარი. ამ მონაცემების საფუძველზე და საიმედო გამოანგარიშებით, მეცნიერებმა შეამჩნიეს ვარსკვლავების ჯგუფური ვერტიკალური განაწილება, რომლებიც ხშირად ეჯახებოდნენ ერთმანეთს, რის საფუძველზე წარმოიქნებოდა ტალღები. ჯგუფში დაახლოებიტ 300 000 ვარსკვლავია, რომლებიც აიძულებენ გალაქტიკას „ზარივით რეკოს“.  საინტერესოა, რა იდუმალება იმალება ამ ვარსკვლავებში? დღეს მეცნიერები მიიჩნევენ რომ ტალღები ესარის ნარჩენები რაღაცის, რაც ჩვენს გალაქტიკაში დღემდეა თუმცა არ ჩანს. არსებობს მეორე მოსაზრება, რომლის მიხედვით ეს ნიმუშები შესაძლოა წარმოადგენდნენ შავი მატერიის ნარჩენებს, რომელმაც 100 წლის წინ ჩაუარა ირმის ნახტომს და გამოიწვია ვარსკვლავების ასეთი მდგომარეობა. ამ ფაქტის ახსნამ შესაძლებელია ჩვენი ისტორიის ახალი კარები გახსნას.

მაღალსიჩქარიანი ღრუბლები – ისინი პირველად 1963 წელს აღმოაჩინეს, რომლებიც ირმის ნახტომისგან განსხვავებული მიმართულებით მოძრაობდნენ. მათი სიჩქარე წამში სულ მცირე 50 კილომეტრს შეადგენს. ძირითადად, წყალბადებისაგან შედგებიან, თუმცა ჩვენს გალაქტიკაში საიდან მოხვდნენ -უცნობია, შესაძლოა, ინტერგალაქტიკური სივრციდან. ჯან ოორტმა, რომელიც ერთ-ერთი იყო ვინც ღრუბლები აღმოაჩინა, ივარაუდა, რომ ღრუბლები – ეს წარმოადგენს  გალაქტიკების ნარჩენებს ან შესაძლოა, სხვადასხვა ორბიტიდან ჩნდებოდეს.

მაგელანის ღრუბლები – ირმის ნახტომის თანამგზავრ გალაქტიკას წარმოადგენენ, რომელიც 16 საუკუნეში ფერნარდო მაგელანის ვოიაჟის დროს იქნა აღმოჩენილი. უგრძესი ღრუბელი დედამიწიდან დაახლოებით 160000 სინათლის წლისაა, ხოლო პატარა 30000. ისინი 13 მილიარდი წლისაა და ორჯერ უფრო სწრაფად მოძრაობენ ვიდრე ეგონათ. ეს ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია ირმის ნახტომი ორჯერ უფრო დიდი იყოს.

X გალაქტიკა – ყველაზე პოპულარული ასტრონომიული შეთქმულების თეორია „პლანეტა X”, რომელსაც ჩუმად ადევნებს თვალყურს NASA,  პლანეტა იუპიტერის, მზის ან არაფორმარული ორბიტების ზომის შეიძლება იყოს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ეს თეორია აქსიომაა, ასეთი პლანეტის არსებობაც რეალურია. ეს ჯუჯა გალაქტიკაა, რომელსაც ვერ ვხედავთ მტვრის ნაწილაკებისა და ღრუბლების გამო, მაგრამ მოთვსებულია ირმის ნახტომის საპირისპირო მხარეს. Sukanya Chakrabarti-მა შეიმუშავა ბნელი გალაქტიკების პოპულაციის მეთოდი წყალბადის გაზის სპირალურ გალაქტიკებში განაწილების გამოკვლევით.წყალბადის გაზი ხუთჯერ აღემატება გალაქტიკის ცენტრს, ვიდრე ვარსკვლავებით დასახლებული ტერიტორია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მკვლევრების თქმით, მათ უცხოპლანეტელების რადიოსიგნალების მიღების ახალი მეთოდი შეიმუშავეს

ახლომდებარე ვარსკვლავური სისტემა არამიწიერი სიცოცხლის ძიებაში შეიძლება დაგვეხმაროს.

The Astronomical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ასტრონომებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც უცხოპლანეტელებზე “მონადირეებს” ბევრად უფრო მცირე გამტარიანობის რადიოსიგნალების დაფიქსირების საშუალებას მისცემს. საუბარია ისეთი სიგნალების დაჭერაზე, რომლებსაც ჩვენს კოსმოსურ ხომალდებთან კომუნიკაციისას ვიყენებთ.

მეთოდის გამოსაცდელად მკვლევრები დააკვირდნენ TRAPPIST-1-ის ვარსკვლავურ სისტემას, რომელიც ჩვენგან მხოლოდ 41 სინათლის წლითაა დაშორებული. მის ცენტრში არის წითელი ჯუჯა, გარშემორტყმული შვიდი კლდოვანი, დედამიწის ზომის ეგზოპლანეტით. საინტერესოა, რომ აქედან სამი პლანეტა სასიცოცხლო ზონაში ბრუნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პლანეტებზე წყლის შენარჩუნება და შესაბამისად სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ უცხოპლანეტელების კვალი ვერ დააფიქსირეს, დადასტურდა, რომ ახლად შემუშავებული ტექნიკა მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია კოსმოსში ისეთი სიგნალების დასაჭერად, რომლებიც შორს გასაგზავნად არ იყო გათვლილი.

“ასეთ დროს ძირითადად ძლიერ სიგნალებს ვეძებთ. ჩვენს მიმღებებს მგრძნობელობის განსაზღვრული ზღვარი აქვს. ეს ნიშნავს, რომ უნებლიედ გაგზავნილი სიგნალის დაჭერა რთულია. თუმცა, ახალი ტექნოლოგიით ჩვენ შევძლებთ დავაფიქსიროთ ისეთი სიგნალები, რომლებსაც კოსმოსური ხომალდი აგზავნის”, — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა, ნიკ ტუსეიმ.

უცხოპლანეტელი ცივილიზაცია ჩვენსას რომ ჰგავდეს, მათ მიერ გაგზავნილი სიგნალებიც ჩვენი სიგნალების მსგავსი იქნება. საუბარია ზონდებისა და როვერების მიერ გაგზავნილ სიგნალებზე, რომლებსაც ნაკლები ენერგია სჭირდება. შესაბამისად, მათი დიდ მანძილებზე დაფიქსირება რთულია.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მკვლევრები პლანეტების ოკულტაციას დაელოდნენ. ეს ხდება მაშინ, როდესაც ერთი პლანეტა მეორე პლანეტის წინ გადის (ჩვენი პერსპექტივიდან). ეს ერთი ციური სხეულიდან მეორე ციურ სხეულისადმი გაგზავნილი სიგნალის ჩაწერის საშუალებას იძლევა.

ერთ-ერთი ასეთი სიგნალის დაჭერის მიზნით, მკვლევრებმა Allan Telescope Array, რადიოტელესკოპების დიდი კომპლექტი გამოიყენეს. ასტრონომები TRAPPIST-1-ის სისტემას 28 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

ასტრონომების პროგნოზით პლანეტებიდან 2200-მდე რადიოსიგნალი უნდა წამოსულიყო, რაც დაკვირვებასთან თანხვედრაში აღმოჩნდა.

აქედან უცხოპლანეტელების მიერ წარმოებული სიგნალი არცერთი იყო, თუმცა თავად ფაქტი, რომ ასტრონომებმა რადიოსიგნალების დაჭრა შეძლეს, ბევრ რამეზე მეტყველებს.

“TRAPPIST-1-ის სისტემა შედარებით ახლოს არის დედამიწასთან და ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია მისი პლანეტების ორბიტის შესახებ. ეს მას შესანიშნავ ბუნებრივ ლაბორატორიად აქცევს ახალი ტექნიკის შესამოწმებლად. მეთოდები და ალგორითმები, რომლებიც ჩვენ შევიმუშავეთ ამ პროექტისთვის, საბოლოოდ შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ვარსკვლავურ სისტემებზეც. ეს უცხო ცივილიზაციების აღმოჩენის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის”, — აღნიშნულია კვლევაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

შესაძლოა, შავი ხვრელები სამყაროს გაფართოებაში მონაწილეობდეს — კვლევა

თანამედროვე კოსმოლოგიაში სამყაროს აჩქარებული გაფართოების ყველაზე სარწმუნო მიზეზად ბნელი ენერგიამიიჩნევა, რომელიც დაკვირვებადი კოსმოსის ენერგიის თითქმის 70%-ზეა პასუხისმგებელი. ზუსტად რას უკავშირდება მისი წარმოქმნა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერები საინტერესო ჰიპოთეზას გვთავაზობენ.

მოსაზრება, რომ ბნელი ენერგია გიგანტური შავი ხვრელების მიერ ფორმირდება, აქამდეც გაჟღერებულა, მაგრამ ახლა ასტრონომები ამის სავარაუდო მინიშნებაზე საუბრობენ. კავშირზე, რომელიც ბნელი ენერგიის მზარდ სიმკვრივესა და შავი ხვრელების ასევე მზარდ მასას შორისაა, რაც სამყაროს ხნიერების მატების პროპორციულია.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ისეთი ძლიერი გრავიტაცია, როგორიც კოსმოსის დასაბამში იყო, ახლა შავი ხვრელების შუაგულშია. მათი აზრით, შესაძლებელია, მასიური ვარსკვლავის შემადგენელი მატერია გრავიტაციული კოლაფსისას ისევ ბნელ ენერგიად გარდაიქმნებოდეს. ეს მცირემასშტაბიანი დიდი აფეთქების ერთგვარ უკუპროცესად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

ამ საკითხის შესასწავლად მკვლევრებმა ნიკოლას მეიოლის სახელობის ტელესკოპზე დამონტაჟებული სპექტროსკოპი DESI გამოიყენეს. ეს ობსერვატორია მილიონობით გალაქტიკის მდებარეობას ყოველთვიურად აკვირდება, რათა სამყაროს გაფართოების შესახებ მონაცემები მოიპოვოს. ის შესაძლებლობას იძლევა, რომ კოსმოსის ევოლუციის განმავლობაში ბნელი ენერგიის სიმკვრივის ცვლილებაზე მეტი შევიტყოთ.

ბნელი ენერგიის შესახებ აღნიშნული მონაცემები მეცნიერებმა სამყაროს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე შავი ხვრელების ზრდას შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ორი ფენომენი თანხვედრაშია. კერძოდ, მასიური ვარსკვლავების სიკვდილისას შავი ხვრელების წარმოქმნის პარალელურად კოსმოსში ბნელი ენერგიაც იმატებდა, ანუ შესაძლებელია, პირველი მეორის წყარო იყოს.

თუ ეს მოსაზრება მართებულია, მაშინ კოსმოლოგიის უმნიშვნელოვანეს კითხვას გაეცემა პასუხი. ამის მიუხედავად, რაიმე დასკვნის გამოსატანად კიდევ ბევრი დაკვირვება და ექსპერიმენტია საჭირო.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Journal of Cosmology and Astroparticle Physics გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

კვლევა: პლანეტა მერკურიზე შესაძლოა ბრილიანტის 18 კილომეტრიანი მიწისქვეშა ფენა არსებობდეს

მეცნიერების კვლევის მიხედვით, პლანეტა მერკურიზე შესაძლოა ბრილიანტის 18 კილომეტრიანი სისქის ფენა არსებობდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პლანეტა მერკური მზის სისტემის ყველაზე პატარა და მზესთან ყველაზე ახლო მყოფი პლანეტაა.

ჩინელი მკვლევრების აზრით, ბრილიანტის ფენა, სავარაუდოდ, მერკურის პლანეტის ჩამოყალიბების შემდეგ მალევე შეიქმნა, დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ. ფენის ჩამოყალიბება სავარაუდოდ მტვრის, აირების, მაღალი წნევისა და ტემპერატურის ერთობლიობის შედეგია.

მეცნიერებმა, სპეციალური მანქანის მეშვეობით სხვადასხვა ნივთიერება შეაერთეს და ისეთი გარემო პირობებში შეუქმნეს, როგორიც პლანეტა მერკურიზეა აღმოჩენილი. მოგვიანებით, ნაერთებზე დაკვირვებისა და გარკვეული ტესტების ჩატარების შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ნაერთმა ქიმიური და მინერალური თვისებები შეიცვალა და კრისტალად გადაიქცა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიტექნოლოგიები

იაპონელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი ხის თანამგზავრი წარადგინეს

იაპონელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი ხის თანამგზავრის მშენებლობა დაასრულეს. ამის შესახებ Agence France-Presse იუწყება.

თანამგზავრი, სახელწოდებით LignoSat, კიოტოს უნივერსიტეტისა და კომპანია Sumitomo Forestry-ის კოლაბორაციითა შექმნილი. მას კოსმოსში SpeceX-ის რაკეტით გაუშვებენ. წარმატების შემთხვევაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქნება.

“ჩვენ გვჭირდება თანამგზავრები, რომლებიც ლითონისგან დამზადებული არ იქნება”, — თქვა ასტრონავტმა და კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ტაკაო დოიმ პრესკონფერენციაზე.

ფოტო: AFP via Getty

ჩვეულებრივი თანამგზავრები ძირითადად ლითონისგან (ალუმინი და პლასტმასა) შედგება.

ჩვენ ვიცით, რომ თანამგზავრები გარკვეული დროით მოქმედებს. მას შემდეგ რაც ისინი საჭირო აღარაა, აქტუალური საკითხი ხდება მათი უვნებლად განადგურება. ასეთ დროს თანამგზავრს დედამიწის ატმოსფეროში უშვებენ, რათა ის გზაში დაიწვას და განადგურდეს. თუმცა, ამ პროცესს შეიძლება ცუდი შედეგებიც მოჰყვეს. მეცნიერები შიშობენ, რომ ატმოსფეროში გამოთავისუფლებული ლითონის ნაწილაკები ალუმინისა და სხვა სატელიტური მასალების დაწვით ანადგურებს ატმოსფერულ ოზონს.

სწორედ აქ არის საჭირო LignoSat, რომელიც დამზადებულია გამძლე მაგნოლიის ხისგან. ეს თანამგზავრი ორბიტაზე ხელახლა შესვლისას მთლიანად დაიწვება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.

თუმცა, LignoSat ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია და ის პირდაპირ ორბიტაზე არ გადის. SpaceX-ის რაკეტა სატელიტს პირველად იაპონიის ექსპერიმენტული კოსმოსური სააგენტოს მოდულზე გაიტანს.

“უკვე ამის შემდეგ შევამოწმებთ მონაცემებს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც ასე მივიღებთ”, — აღნიშნეს იაპონელმა ასტრონომებმა.

ცნობისთვის, ხის სატელიტზე მუშაობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. პარტნიორობა პირველად 2020 წელს დაიწყო და 2022 წლის მარტში, გუნდმა იაპონიის საჰაერო კოსმოსური სააგენტოსთან (JAXA) ერთად გაგზავნა ხე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS). მკვლევრებს ამით თითოეული ხის ტიპის გამძლეობის შემოწმება სურდათ.

როგორც ვხედავთ, მომავალი შეიძლება ხის თანამგზავრების იყოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

კოსმოსში ასტეროიდი ტრიალებს, რომელიც შესაძლოა, ჩვენს პლანეტას უახლოეს 8 წელში დაეჯახოს – მეცნიერების პროგნოზი

მეცნიერმა ისაუბრა „ქალაქის დამღუპველი“ ასტეროიდის შესახებ, რომელსაც აქვს დედამიწასთან შეჯახების შანსი.

მისი თქმით, კოსმოსში ასტეროიდი ტრიალებს, რომელიც შესაძლოა, ჩვენს პლანეტას უახლოეს რვა წელიწადში დაეჯახოს. ასტეროიდი სახელად 2024 YR4, ამჟამად ჩვენგან შორს მიემგზავრება, თუმცა, ის დაბრუნდება.

როგორია ასტეროიდის 2024 YR4 დედამიწაზე შეჯახების შანსი?

ამჟამად პროგნოზირებულია, რომ 2024 YR4 დაიწყებს დედამიწისკენ სვლას 2028 წლის ბოლოს, მიმდინარე შეფასებით 2032 წელს.

NASA-ს ოფიციალური პირები აკვირდებიან YR4-ს, როგორც ინტერესის ობიექტს.  ამ თვეში გაკეთებული პროგნოზების მიხედვით, ასტეროიდს ამჟამად აქვს 2.3% შანსი, რომ ჩვენთან ჩამოვარდეს.

რა მოხდება, თუ ასტეროიდი 2024 YR4 დედამიწას დაეჯახება?

ასტრონომები თვლიან, რომ ასტეროიდი დაახლოებით 40-დან 100 მ-მდეა სიგანისაა. როგორც კოსმოსურმა კონსულტანტმა, ბილ ჰარვუდიმ განაცხადა, ეს იქნება „ნამდვილად კატასტროფა“, თუ ის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში დაშვება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

კოსმოსში ჩარჩენილი ასტრონავტები ილონ მასკის განცხადებას ეხმაურებიან

კოსმოსში ჩარჩენილი ასტრონავტები ილონ მასკის განცხადებას ეხმაურებიან.

SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, რომლის კოსმოსურ კომპანიას დაევალა უილიამსისა და ვილმორის სახლში ჩამოყვანა ამ თვის ბოლოს, არაერთხელ თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ისინი „მიატოვა” „პოლიტიკური მიზეზების გამო”.

მასკმა ასევე თქვა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უარყო მისი შეთავაზება ასტრონავტების სახლში დაბრუნების შესახებ, რადგან ეს დონალდ ტრამპს და მის მხარდამჭერებს „კარგად წარმოაჩენდა”.

პრესკონფერენციაზე უილიამსსა და ვილმორს ჰკითხეს, ფაქტობრივად უარყო თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციამ მასკის შეთავაზება, რომ ისინი სახლში ჩამოეყვანა, რაზეც ვილმორმა უპასუხა, რომ მასკის განცხადება იყო „აბსოლუტურად სწორი”.

„მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ის, რასაც ბატონი მასკი ამბობს, აბსოლუტურად სწორია“, – თქვა ვილმორმა და აღნიშნა, რომ მას და უილიამსს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რა მოხდა დახურულ კარს მიღმა.

„ამიტომაც მჯერა მისი. მე არ ვიცი ყველა ეს დეტალი და არ მგონია, რომ რომელიმე ჩვენგანს ნამდვილად შეუძლია მოგცეთ პასუხი, რომლის იმედიც შეიძლება გქონდეთ“, – დასძინა მან.

შემდეგ ასტრონავტმა შეაქო ტრამპი და მასკი და თქვა – „ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ“.

ინტერვიუ მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ტრამპმა მასკს უბრძანა ასტრონავტების რაც შეიძლება მალე ჩამოყვანა და დაბრუნების თარიღი 19 ან 20 მარტამდე დადგინდა.

ცნობისთვის, უილიამსი და ვილმორი ISS-ში ჩავიდნენ 6 ივნისს Boeing-ის კოსმოსური ხომალდის Starliner-ზე, სადაც ისინი რვა დღის განმავლობაში დარჩებოდნენ.

NASA-ს მაშინდელმა ადმინისტრატორმა თქვა: „მე შემიძლია ცალსახად გითხრათ, პირადი პოზიციიდან, რომ პოლიტიკას არანაირი როლი არ მიუღია ამ გადაწყვეტილებაში. მას აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო ამ საქმესთან“.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჰარვარდის მეცნიერი ხსნის ფორმულას, რომელიც მისი აზრით, ღმერთის არსებობას ამტკიცებს

ჰარვარდის მეცნიერი, ასტროფიზიკოსი და აეროკოსმოსური სფეროს ინჟინერი ვილი სუნი აცხადებს, რომ მათემატიკური ფორმულა სინამდვილეში ღმერთის არსებობას ამტკიცებს, – წერს DailyMail-ი.

მისი თქმით, ფიზიკური კანონები და სამყაროს პირობები იდეალურად უხდება სიცოცხლის არსებობას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ანტიმატერია და მატერია ერთდროულად დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიშვა, თუმცა სამყაროში ნაკლები ანტიმატერიაა.

ვილი სუნმა ასევე აღნიშნა, რომ არსებული ასიმეტრია მატერიასა და ანტიმატერიას შორის სამყაროში მიუთითებს იმაზე, რომ არსებობდა ჩანაფიქრი. მან აღნიშნა, რომ ფიზიკასა და მათემატიკაში არსებობს ისეთი მომენტები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ რეალურ სამყაროსთან, მაგრამ ისინი მაინც სწორია ისევე, როგორც კემბრიჯის პროფესორის პოლ დირაკის თეორია, რომელმაც ფიზიკის ცნობილი კანონები დაარღვია. დირაკს აინტერესებდა გაეგო, რატომ შეეძლოთ ნაწილაკებს სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად მოძრაობა.

ატმოსფეროს ფენებში განლაგებულ კოსმოსურ სხივებზე დაკვირვების შემდეგ მეცნიერებმა ანტიმატერიის პირველი ნაწილაკები აღმოაჩინეს, რითაც დირაკის ჰიპოთეზა დამტკიცდა. მისმა აღმოჩენამ ფიზიკაში ახალი კარი გააღო, რომელიც ველის კვანტური თეორიით არის ცნობილი. 1963 წელს დირაკმა სამეცნიერო ჟურნალებში ღმერთი აღწერა, როგორც უმაღლესი დონის მათემატიკოსი.

„შესაძლოა, სიტუაციის აღწერა შეიძლება ასე, რომ ღმერთი არის უმაღლესი დონის მათემატიკოსი და მან სამყაროს აგებისთვის მოწინავე მათემატიკა გამოიყენა“, – წერდა დირაკი.

მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ გრავიტაცია შედარებით სუსტი რომ ყოფილიყო, სამყაროში ვარსკვლავები და პლანეტები ვერ შეიქმნებოდა, ან პირიქით, გრავიტაცია შედარებით ძლიერი რომ ყოფილიყო, სამყარო შავ ხვრელში შეიკუმშებოდა. ასევე, პროტონისა და ელექტრონის თანაფარდობა სხვაგვარი რომ ყოფილიყო და არა ისეთი, როგორიც არის, ვერც ფუნდამენტური ქიმია, ვერც დნმ იარსებებდნენ. ეს ყველაფერი კი, მეცნიერების აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ სამყაროს შექმნის ჩანაფიქრი არსებობდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 59
Page 1 of 59
preload imagepreload image