close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

როგორი იყო მზის დაბნელება ამერიკაში – ფოტოგალერეა

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ცაზე მზის რგოლისებრი დაბნელება დაფიქსირდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ტელეარხის ცნობით, მზის რგოლისებრი დაბნელების დროს, მთვარე დედამიწიდან ყველაზე შორ მანძილზეა, ამიტომ მზეს სრულად ვერ ბლოკავს. მზის შუქი კი მთვარის ჩრდილს რკალივით ედება და ე.წ. ცეცხლის წრეს ქმნის.

ამ ასტრონომიულ მოვლენას დედამიწის ამ ნაწილში 2046 წლამდე ვეღარ ნახავენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

Nasa-მ ასტეროიდ ფსიქესკენ მისია გაუშვა

Nasa-ს ზონდმა „ფსიქე“ დედამიწა დატოვა და მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ობიექტისკენ – ამავე სახელწოდების ასტეროიდისკენ მიემართება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფსიქე ლითონის სამყაროს წარმოადგენს და ტელესკოპით დაკვირვებით მიღებული მონაცემებით, 60% რკინისა და ნიკელისგან შედგება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასტეროიდი პლანეტის მსგავსი ობიექტის ბირთვის ნარჩენია, რომელსაც გარე შრეები ჩამოშორდა.

ფსიქე (Nasa)

ფსიქე მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარეობს. ზონდს მისკენ მისასვლელად 3,5 მილიარდი კილომეტრის გავლა მოუწევს და ამ მანძილს ის 2029 წლის აგვისტოში დაფარავს. მისი მიზანი ასტეროიდის რუკის შედგენა და მისი შემდგენლობის დადგენა იქნება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

Nasa-მ ასტეროიდიდან ჩამოტანილი ნიმუშები წარადგინა

NASA-ს მეცნიერებმა ასტეროიდ ბენუდან მიღებული ნიმუშების ანალიზი დაიწყეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სააგენტომ ასტეროიდის გრუნტის პირველი ფოტოებიც გაავრცელა. სპეციალისტებმა ტეხასში, სპეციალურ ლაბორატორიაში ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ ბენუს გრუნტი მდიდარია ნახშირბადისა და წყლის შემცველი მინერალებით.

არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტები სწორედ ბენუსნაირი ასტეროიდებმა მოიტანეს. მიღებული ნიმუშების დახმარებით სპეციალისტები ამ იდეებს გატესტავენ.

ზონდი OSIRIS-REx-ი დედამიწაზე 24 სექტემბერს, 7-წლიანი მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა. მან შეაგროვა ნიმუშები ასტეროიდზე ბენუ, რომელიც 4,5 მილიარდი წლისაა. ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც მეცნიერებმა ასტეროიდის ნაწილაკების დედამიწაზე ჩამოტანა შეძლეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ასტეროიდის ნიმუშის სამეცნიერო ანალიზით, პლანეტების ფორმირებისა და დედამიწაზე ორგანული სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებენ.

დედამიწაზე ასტეროიდიდან ნიმუშების ჩამოტანაში NASA-ს Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი დაეხმარა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

პლანეტა მარსზე ჟანგბადის წარმოქმნის პირველი ექსპერიმენტი დასრულდა

პლანეტა მარსზე ჟანგბადის წარმოქმნის პირველი ექსპერიმენტი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ნასას“ ექსპერიმენტის მიზანი წითელ პლანეტაზე ასტრონავტების დასახმარებლად ჟანგბადის გამოყოფა იყო.

მიკროტალღური ღუმელის ზომის მოწყობილობას „მოქსი“ ჰქვია.

ექსპერიმენტი ორი წლის წინ დაიწყო. „მოქსიმ“ ამ დრომდე 122 გრამი ჟანგბადი გამოიმუშავა, რაც დაახლოებით იმდენივეა, რასაც პატარა ძაღლი 10 საათის განმავლობაში მოიხმარს. „ნასას თქმით, ინსტრუმენტი მარსზე არსებულ ნახშირორჟანგს ჟანგბადად გარდაქმნის.

შედეგად, „მოქსი“ საათში 12 გრამ ჟანგბადს აწარმოებდა, რაც 98 პროცენტით მეტია იმ მიზანსა და მოლოდინზე, რაც „ნასას“ ინსტრუმენტის გაგზავნისასა ჰქონდა. 7 აგვისტოს „მოქსიმ“ პლანეტაზე მუშაობის ციკლი დაასრულა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომებმა შორეულ პლანეტაზე შესაძლო სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს

ტელესკოპმა „ჯეიმს ვები“ შორეულ პლანეტაზე სიცოცხლის შესაძლო ნიშნები აღმოაჩინა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია პლანეტაზე K2-18b, რომელიც წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს და ჩვენგან 120 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს. ტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, პლანეტის ატმოსფეროში აღმოჩენილია მოლეკულა დიმეთილ სულფიდი (DMS), რომელსაც დედამიწაზე მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმები გამოიმუშავებენ, კერძოდ ზღვის პლანქტონი. შესაბამისად, ასტრონომები ვარაუდობენ, რომ K2-18b-ზე ოკეანე არის.

ამასთან, პლანეტის ატმოსფეროში აღმოჩენილია მეთანი და CO2-ც.

თუმცა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პლანეტაზე DMS-ს არსებობის დასადასტურებლად მეტი ინფორმაციაა საჭირო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასტრონომებმა შორეულ პლანეტაზე ამ მოლეკულის არსებობის შესაძლებლობა დაადგინეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-ს ზონდმა დედამიწაზე ასტეროიდის ნიადაგის ნიმუში ჩამოიტანა

პირველად ისტორიაში, დედამიწაზე ასტეროიდის გრუნტი ჩამოიტანეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასტეროიდ „ბანუს“ ნიადაგის ნაწილი პლანეტაზე NASA-ს ზონდის „ოსირის რექსის“ მეშვეობით ჩამოიტანეს. ზონდმა ნიმუშები 2020 წელს შეაგროვა. ზონდის კაფსულა იუტას შტატის სამხედრო პოლიგონზე გუშინ დასვეს, დღეს კი სამეცნიერო ანალიზისთვის, ჰიუსტონში, NASA-ს ცენტრში გადაიტანენ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასტეროიდის ნიმუშის სამეცნიერო ანალიზით, პლანეტების ფორმირებისა და დედამიწაზე ორგანული სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური ნაგვის დატოვების გამო ამერიკის მთავრობამ კომპანია პირველად დააჯარიმა 🛰️

დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური ნაგვის დატოვების გამო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ კომპანია პირველად დააჯარიმა, – ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფედერალური კომუნიკაციების კომისიამ (FCC) კომპანია Dish Network 150 ათასი დოლარით დააჯარიმა, რადგან მათ ძველი თანამგზავრი სხვა სატელიტებისგან საკმარის მანძილზე ვერ გასწიეს.

FCC-ში განმარტავენ, რომ Dish-ის სატელიტი საფრთხეს უქმნის დედამიწის ორბიტაზე მოძრავ სხვა თანამგზავრებს. კომპანიას ის პლანეტიდან 186 მილის მანძილზე უნდა გადაეყვანა, მაგრამ მხოლოდ 76 მილის მანძილზე შეძლო ობიექტის გადაწევა, სანამ მას საწვავი არ გაუთავდა.

კომპანიამ დანაშაული აღიარა და ჯარიმის გადახდაზეც თანახმაა.

1957 წელს დედამიწიდან პირველი სატელიტის გაშვების შემდეგ, პლანეტის ორბიტაზე 10 ათასზე მეტი თანამგზავრია გაყვანილი. ნახევარზე მეტი მწყობრიდან უკვე გასულია. Nasa-ს ცნობით, ორბიტაზე კოსმოსური ნაგვის 10 სანტიმეტრზე დიდი ნაწილების რაოდენობა 25 ათასს აღემატება, რაც საფრთხეს წარმოადგენს, მაგალითად ღია კოსმოსში გასული ასტრონავტებისთვის, რადგან საათში 17 500 მილის სიჩქარით მოძრავ მცირე ობიექტსაც სერიოზული ზიანის გამოწვევა შეუძლია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

Nasa-ს მთვარის მისიის ასტრონავტებისთვის სკაფანდრებს Prada შექმნის🧑‍🚀

2025 წლის Nasa-ს მთვარის მისიისთვის სკაფანდრებს Prada დაამზადებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოდის იტალიური სახლი ამაზე კერძო კომპანია Axiom Space-თან ერთად იმუშავებს. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Prada პროექტს სხვადასხვა კომპოზიტურ ქსოვილთან მუშაობის გამოცდილებას შესძენს.

Prada-ს სკაფანდრებს მისია Artemis 3-ის ასტრონავტები მოირგებენ, რომლებიც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე გაივლიან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

რომელია ყველაზე ძვირადღირებული კოსმოსური მისია მსოფლიოში?

სამყაროს საიდუმლოებების ამოცნობის მცდელობები არასოდეს ყოფილა იაფი. სხვადასხვა მისიებმა ადამიანის ცოდნისა და ტექნოლოგიური ინოვაციების საზღვრები გააფართოვა. კოსმოსური მისიები გადამწყვეტ როლს თამაშობენ კოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პროგრესში.

საინტერესოა, რა თანხებთან არის დაკავშირებული დედამიწის გარეთა სამყაროს შესწავლა?

New Horizons – 700 მილიონი დოლარი

15-078b-s-1691391564.webp

NASA-ს რევოლუციურმა მისიამ New Horizons-მა პლუტონსა და იდუმალ სარტყელზე გაამახვილა ყურადღება. კოსმოსური ეპიკური მოგზაურობისთვის, შორეული ვარსკვლავების საიდუმლოებების გამოსავლენად 2006 წელს გაუშვეს.

New Horizons-ის უახლესი სამეცნიერო ინსტრუმენტებმა და ბორტზე მყოფმა სამეცნიერო აღჭურვილობამ მოხიბლა მსოფლიო, როდესაც მან პლუტონისა და მისი მთვარეების პირველი ახლო ხედის სურათები გადაიღო. უკიდეგანო სირთულეების მიუხედავად, მისია შესრულდა, რომელიც დაახლოებით, 700 მილიონი დოლარი ღირდა.

მარსის სამეცნიერო ლაბორატორია (Curiosity Rover) – 2,5 მილიარდი დოლარი

379-msl20110519-pia14156-1691391619.jpg

NASA-ს ინოვაციური მისია სახელწოდებით Mars Science Laboratory (Curiosity Rover) მარსზე 2012 წლის აგვისტოში დაეშვა.

Curiosity თითქმის ტონას იწონის და აღჭურვილია უახლესი სამეცნიერო ხელსაწყოებით. მას აქვს ორი ძირითადი მიზანი: განსაზღვროს, არის თუ არა პლანეტა დასახლებადი და ეძებს წარსული მიკრობული სიცოცხლის მტკიცებულებებს.

გამოკვლევებმა გამოავლინა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მარსის ეკოსისტემის შესახებ, მათ შორის უძველესი მდინარის კალაპოტებისა და ქიმიური მოლეკულების ნიშნები.

Mars 2020 Perseverance Rover – 2,8 მილიარდი დოლარი

mars2020-rover-factfile-full-widthjpgthumb1160-1691391655.1160.jpg

2020 წლის ივლისში გაშვებული მკვლევარი რობოტი Mars 2020 Perseverance Rover აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით და სამეცნიერო ინსტრუმენტებით, რომლებიც შექმნილია მარსის გეოლოგიური ისტორიის ამოსახსნელად.

მისი მოწინავე ნიმუშების ქეშირების სისტემა მიზნად ისახავს მარსის კლდისა და ნიადაგის ნიმუშების შეგროვებას და შენახვას. იხილეთ სრულად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

რამდენიმე საათში დედამიწას ასტეროიდი ჩაუვლის

NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის (JPL) ცნობით,  დედამიწასთან  3 ოქტომბერს გამთენიისას
პოტენციურად საშიში, 671-მეტრიანი ასტეროიდი ჩაივლის. ასტეროიდის 349507 (2008 QY) დედამიწამდე მანძილი დაახლოებით 6,3 მილიონი კმ-ია, ასტეროიდის სიჩქარე კი საათში 75 456 კმ-ია.

აღსანიშნავია, რომ თუ ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება 7,4 მილიონ კმ-ზე უფრო ახლოს და მისი ზომა 150 მ-ზე მეტია, მაშინ NASA მას “პოტენციურად საშიშ ობიექტად” მიიჩნევს – შესაბამისად, იმის გამო, რომ ეს ასტეროიდი აკმაყოფილებს ორივე კრიტერიუმს ერთდროულად, ის “პოტენციურად საშიშ” ასტეროიდად ითვლება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 8 9 10 11 12 59
Page 10 of 59