აშშ-ში მეტეორიტი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ამის შესახებ CBS-ი იტყობინება.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
აშშ-ში მეტეორიტი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ამის შესახებ CBS-ი იტყობინება.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსურმა აპარატმა, Al Amal-მა მარსის თანამგზავრის, დეიმოსის დეტალური ფოტო გადაიღო. ფოტო 100 კილომეტრის მანძილიდან არის გადაღებული.
ფოტოების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა უარყვეს თეორია იმის შესახებ, რომ დეიმოსი არის ასტეროიდი, რომელიც მარსის მიზიდულობის ძალამ მიიზიდა. ისევე, როგორც მარსის მეორე თანამგზავრი – ფობოსი, დეიმოსიც პლანეტასთან ერთდროულად წარმოიქმნა.
პირველად დეიმოსის ფოტოები NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა, „ვიკინგ 2“-მა 1977 წელს გადაიღო.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გიფიქრიათ იმაზე, თუ რა არის კოსმოსში ყველაზე კაშკაშა ობიექტი? ამ მხრივ საინტერესოა ულტრა მანათობელი რენტგენის წყაროები (ULX).
სიკაშკაშის ეს მთავარი წყაროები დიდი ხანია ასტრონომებისთვის თავსატეხად იქცა. რატომ? ისინი ედინგტონის ლიმიტს აჭარბებენ, რომელიც ზღუდავს რამდენად კაშკაშა შეიძლება იყოს ობიექტი მისი მასის მიხედვით.
თავიდან, ბევრ მეცნიერს ეს ფენომენი უბრალოდ ოპტიკურ ილუზიად მიაჩნდა. თუმცა, ახლა, ახალ კვლევაში, რომელიც The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა, ასტრონომებმა NASA-ს ბირთვული სპექტროსკოპიული მასივის გამოყენებით (NuSTAR), ULX-ის წარმომქნელ ციურ სხეულს დააკვირდნენ. ობიექტი მზეზე ათ მილიონჯერ უფრო კაშკაშაა და ფაქტია, რომ ის აღემატება ედინგტონის ლიმიტს.
მეტიც, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ აღმოაჩინეს მექანიზმი ამ განსაცვიფრებელი სიკაშკაშის მიღმა: მაგნიტური ველები იმდენად ძლიერი, რომ ლაბორატორიაში მათი გამეორება შეუძლებელია.
“ეს დაკვირვებები საშუალებას იძლევა დავინახოთ წარმოუდგენლად ძლიერი მაგნიტური ველების ეფექტი, რომელთა რეპროდუცირებას ვერასოდეს შევძლებთ დედამიწაზე არსებული ტექნოლოგიით”, — თქვამატეო ბაჩეტიმ, კალიარის ასტრონომიული ობსერვატორიის ასტროფიზიკოსმა ნასას განცხადებაში.
პირველ რიგში, მოდით ავხსნათ ედინგტონის ლიმიტი. ვარსკვლავის შემთხვევაში ეს აღწერს ბალანსს ობიექტის სინათლის გამომწვევი გამოსხივების გარე ბიძგსა და მისი მიზიდულობის შიდა ზღვარს შორის. თუ ობიექტი საკმარისად კაშკაშაა, სინათლის გამავალ ფოტონებს შეუძლიათ გადალახონ ობიექტის გრავიტაცია, რაც ხელს უშლის მატერიის ორბიტამდე გაყვანას.
თავდაპირველად ასტრონომები ფიქრობდნენ, რომ ULXs შავი ხვრელი იყო, რომელიც გარშემორტყმული იყო გაზით და მტვრით. შესაბამისად, ხდებოდა სინათლის გამოსხივებაც. ეს განმარტება თავიდან აგვაცილებდა ედინგტონის ლიმიტის დარღვევას.
თუმცა, 2014 წელს აღმოაჩინეს, რომ კონკრეტული ობიექტი რელურად ნეიტრონული ვარსკვლავი იყო. როგორც სამყაროს ზოგიერთი ყველაზე მკვრივი ობიექტი, ნეიტრონული ვარსკვლავები ავლენენ გრავიტაციულ მიზიდულობას დაახლოებით 100 ტრილიონჯერ უფრო ძლიერს ვიდრე დედამიწა.
ამის ნაცვლად, ULX-ის შუქი შეიძლება წარმოიქმნას გაზებისა და მტვრის მიერ, რომლებიც ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირზე საათში მილიონობით კილომეტრის სიჩქარით ხვდება.
და მაინც, როგორ ხდება ეს ყველაფერი?
“ეს ასტრონომიის სილამაზეა. ამ ფენომენის ასახსნელად უახლოეს მომავალში ექსპერიმენტებს ვერ ჩავატარებთ, ამიტომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”, — ამბობს ბაჩეტი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
სამყარო უსასრულოა. ისეც და ასეც, მას საზღვარი არ აქვს. უსასრულოა მოულოდნელობები, რომლებიც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე ახლავს თან იმის გათვალისწინებით, რომ გარშემო ყველაფერი შთამბეჭდავია. არსებობს საკითხები, რომლებსაც ჩვენ სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ასაკში გვასწავლიან, თუმცა, ნებისმიერი მათგამი საკამათოა. ზოგს სჯერა იმის, რასაც უყვებიან, სხვებისთვის კი ახსნა-განმარტებები დამაკმაყოფილებელი არ არის. ასე თუ ისე, ყველაფერი ძალიან საინტერესოა. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს გალაქტიკა, მაგრამ ვიცით თუ არა, რომ გარდა ჩვები გალაქტიკისა, კიდევ სხვა უამრავი გალაქტიკა არსებობს? ასევე, საინტერესოა, რატომ არის ცა ცისფერი? ეს იმიტომ, რომ… მზის სხივი შვიდი ფერისგან შედგება. მაშინ, როდესაც სხივი დედამიწას ეცემა, დანარჩენ ექვს ფერთან შედარებით, ყველაზე მეტად ლურჯს აირეკლავს. იმ პლანეტებზე, სადაც არ არის ატმოსფერო, ცა მთლიანად შავია. ცა მთვარეზეც შავი ფერისაა. ცისარტყელა ბავშვებს განსაკუთრებულად ახარებს. როგორ წარმოიქმნება ის – ცისარტყელა ცაზე მზის სხივის წვიმის წვეთებში გავლის შედეგად ჩნდება. მისი ფერები ამ თანმიმდევრობისაა: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი. ბავშვობაში კოსმონავტობა ბევრის ოცნება იყოს. ეს ოცნება ხელშესახები მას შემდეგ გახდა, რაც კაცობრიობამ კოსმოსური ხომალდის აგება შეძლო. პირველი, ვინც კოსმოსში გაფრინდა, იყო იური გაგარინი – ეს 1961 წელს მოხდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
მეცნიერები თვლიან, რომ მათ აღმოაჩინეს უძველესი ოკეანის ფსკერი, რომელიც მოიცავს ახალ ფენას დედამიწის მანტიასა და ბირთვს შორის. მათივე ცნობით, ეს შესაძლოა, უძველესი ოკეანის ფსკერი იყოს.
კვლევის შესახებ ინფორმაცია, ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერები დაკვირვებას სამი წლის განმავლობაში ატარებდნენ. ისინი აკვირდებოდნენ, როგორ ვრცელდება სეისმური ტალღები პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში მიწისძვრის შემდეგ.
აღმოჩნდა, რომ მანტიასა და ბირთვს შორის საზღვარი არის შედარებით თხელი ანომალიური ზონები.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ უცნობი სტრუქტურა უძველესი არის ოკეანის ფსკერი, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში მიწის ქვეშ იყო ჩაფლული.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
ასტრონომებმა 2 ახალი შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომლებიც აქამდე მიგნებულ სხვა მსგავს ობიექტებთან შედარებით დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. ესენია Gaia BH1 და Gaia BH2, რომლებსაც კოსმოსური ობსერვატორიის Gaia მეშვეობით მიაკვლიეს.
Gaia BH1-ისგან 1 560 სინათლის წელი გვაშორებს და ის გველისმჭერის თანავარსკვლავედშია განლაგებული, ხოლო Gaia BH2 ჩვენგან 3 800 სინათლის წლის დისტანციაზე, კენტავრის თანავარსკვლავედშია. მათში განსაკუთრებული ისაა, რომ თითოეულის გარშემო კომპანიონი მნათობები იმაზე დიდ მანძილზე მოძრაობს, ვიდრე ასეთ სისტემებში აქამდე დაფიქსირებულა.
ეს ნიშნავს, რომ ზემოხსენებული შავი ხვრელები განსხვავებულ ტიპს მიეკუთვნება. ისინი ე.წ. რენტგენულ ბინარულ სისტემებს არ ჰგავს, რომლებსაც მაღალენერგიული რენტგენული და რადიო გამოსხივება ახასიათებს, რაც მათ პოვნას ამარტივებს. Gaia BH1-ისა და Gaia BH2-ის არსებობა მეცნიერებმა მეზობელ ვარსკვლავებზე გრავიტაციული გავლენით გამოავლინეს. ვარაუდობენ, რომ მათი ფორმირების ისტორია ასევე სხვაგვარი უნდა იყოს, მაგრამ როგორი, ჯერჯერობით გაურკვეველია.
სპეციალისტები უკანასკნელ აღმოჩენაში Gaia-ს მნიშვნელობას აღნიშნავენ, რადგან მან შეძლო, რომ შავი ხვრელების ზემოქმედებით გამოწვეული ვარსკვლავთა მცირე მოძრაობა დაეფიქსირებინა. ეს მონაცემები სხვა ობსერვატორიების დაკვირვებებითაც გამყარდა. უნდა ითქვას, რომ ამ ობიექტების მიმდებარედ სინათლის კვალს ვერ მიაგნეს, რაც მიუთითებს, რომ მატერიას აქტიურად არცერთი მათგანი შთანთქავს, ანუ მათ მოვლენათა ჰორიზონტს ბევრი ნაწილაკი არ ლახავს.
მეცნიერები გეგმავენ, რომ Gaia-ს მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უფრო მეტი ასეთი ბინარული სისტემა შეისწავლონ. ობსერვატორიის მიერ 66-თვიანი დაკვირვებების შედეგად მოპოვებული ახალი მონაცემები 2025 წელს იქნება ხელმისაწვდომი.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
სად მიდის კოსმოსური ნაგავი, რომელიც სატელიტების, კოსმოსური ხომალდების, ზონდებისა და
კოსმონავტების მიერ კოსმოსში იგზავნება? ყოველწლიურად უფრო მეტი კომპანია და მთავრობა
აგზავნის კოსმონავტებსა და ხომალდებს სხვადასხვა მისიით კოსმოსში, ობიექტთა დიდი ნაწილი
დასაწვავად დედამიწის ატმოსფეროში იგზავნება, დიდი ნაწილი კი კვლავაც იქ რჩება, რაც
დედამიწისთვის პრობლემას წარმოადგენს.
უტაის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯეიკ ებოტის პროგნოზით, შესაძლოა საქმე იქამდეც კი
მივიდეს, რომ დედამიწის ირგვლივ მოძრავი კოსმოსური ნაგვისგან დედამიწას სატურნის მსგავსი
რგოლები გაუჩნდეს. ევროპულ კოსმოსურ სააგენტოზე დაყრდნობით, ორბიტაზე კოსმოსური
ნამსხვრევების უდიდესი ნაწილი ერთ მილიმეტრზე დიდი ზომისაა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
ისტორიაში პირველად – მთვარეზე ქალი და ფერადკანიანი პაცი გაემგზავრებიან
სამეცნიერო ეკიპაჟი “არტემის 2” მოამზადებს პირობებს შემდეგი ჯგუფის მთვარეზე დაფრენისთვის.
აღსანიშნავია, რომ აქამდე მთვარესთან დაკავშირებულ ექსპედიციებში ნამყოფი 12-ვე ადამიანი თეთრკანიანი მამაკაცი იყო.
📷NASA – National Aeronautics and Space Administration
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
იცოდით, რომ ასტეროიდების უდიდეს ნაწილს სწორედ იუპიტერი იზიდავს? პლანეტა იუპიტერს მზის სისტემის “ნაგავსაყრელს” უწოდებენ იმის გამო, რომ ასტეროიდების დიდ ნაწილს, რომელთაც დედამიწისთვის ზიანის მიყენება შეუძლია, იუპიტერის გრავიტაციული ველი შთანთქავს.
ასტრონომთა ნაწილის აზრით, დედამიწის საცხოვრებლად ვარგისიანობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის, რომ იუპიტერის მიზიდულობა გვიცავს ასტეროიდების ნაწილისგან. იუპიტერის სიახლოვის გარეშე, გაცილებით უფრო ხშირად შეეჯახებოდა ჩვენს პლანეტას.
მაგრამ იუპიტერი ქმნის როგორც კარგ, ასევე ცუდ პირობებს დედამიწაზე საცხოვრებლად. მისი ძლიერი მიზიდულობის ძალა ხელს უშლის კოსმოსურ ქანებს, რომლებიც მის ახლოს ბრუნავენ, პლანეტაში გაერთიანდნენ. ამიტომ მზის სისტემას აქვს ასტეროიდული სარტყელი, რომელიც ასიათასობით მცირე ზომის მფრინავი ნამსხვრევისგან შედგება.
NASA-ს მკვლევრებმა შეძლეს გაერკვიათ, თუ როგორ შეუძლიათ გაზის გიგანტურ პლანეტებს, იუპიტერსა და ასევე სატურნს, თავიდან ააცილონ პლანეტებს, მათ შორის, დედამიწას ასტეროიდების ზემოქმედება. დასკვნების საფუძველზე, ეს პლანეტები აბალანსებენ მზის სისტემას და სხვა პლანეტებს იცავენ ასტეროიდებისგან.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
რატომ ვხედავთ მთვარის გარშემო ბეჭედს, მსუბუქ რკალებს? აღნიშნულ ფენომენს ხშირად უწოდებენ მთვარის ჰალოს ან ბეჭედს. რკალები მთვარის გარშემო წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ატმოსფეროს ზედა ფენებში მთვარის შუქი გარდატყდება ქაოსურად ორიენტირებული მრავალკუთხედი ყინულის კრისტალების საშუალებით. ფენომენი ძალიან ჰგავს ცისარტყელას წარმოქმნას, თუმცა, მისგან განსხვავებით, რკალები ჩნდება ცაში დღის ნებისმიერ დროს – მზის ან მთვარის გარშემო. ჰალოს დანახვა წელიწადში 100-ჯერაც არის შესაძლებელი.
ჩვენ ცაზე ცისარტყელას დანახვა შეგვიძლია, რადგან მისი განსხვავებული ფერები განსხვავებული კუთხით აირეკლება. ასევე მთვარის შუქი იყოფა სხვადასხვა ფერებად, რადგან ყველა მათგანი განსხვავებული კუთხით იშლება.
ლეგენდის თანახმად, მთვარის რკალი არის წინამორბედი არამდგრადი ამინდების, განსაკუთრებით ზამთრის დღეებში. ჰალოები ჩნდებიან თხელი ღრუბლებით დაფარულ ცასთან ერთად, რამდენიმე დღით ადრე დიდ შტორმამდე.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”