close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსიტექნოლოგიები

SpaceX-ი კოსმოსში ჩარჩენილ ასტრონავტებს სახლში დაგეგმილ დროზე ადრე დააბრუნებს

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ი, რომლის ბორტზეც ოთხი ასტრონავტი იქნება, სამაშველო მისიის შესასრულებლად 12 მარტს გაეშურება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს მხოლოდ მარტის ბოლოსთვის იქნებოდა შესაძლებელი.

მისია Crew-10-ის ბორტზე ოთხი ასტრონავტი იქნება – ამერიკელი კოსმონავტები ენ მაკლეინი და ნიკოლ აიერსი, იაპონელი ასტრონავტი ტაკუია ონისი და რუსი ასტრონავტი კირილ პესკოვი.

მას შემდეგ, რაც Crew-10 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიაღწევს, Crew-9-ზე მყოფი ამერიკელი ასტრონავტები სუნიტა უილიამსი და ბარი უილმორი სახლში დაბრუნებას შეძლებენ.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ვიდეო ჩართვის დროს, სუნიტა უილიამსმა აღნიშნა, რომ მას დაავიწყდა სიარული, ჯდომა და წოლა.

„მე აქ უკვე დიდი ხანია ვარ. ახლა ვცდილობ გავიხსენო როგორია, როდესაც ფეხით დადიხარ. მე დიდი ხანია არ მივლია ფეხით, არ დავმჯდარვარ, არც კი დავწოლილვარ“, – განაცხადა უილიამსმა.

უილიამსი და უილმორი ორბიტაზე 5 ივნისს გაემგზავრნენ. მათი მისია მხოლოდ 8 დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ხომალდის ტექნიკური პრობლემების გამო ისინი დედამიწაზე ვეღარ დაბრუნდნენ.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სთხოვა ილონ მასკსა და SpaceX-ს, კოსმოსიდან ჩამოიყვანონ NASA-ს 2 ასტრონავტი, რომლებიც “ბაიდენის ადმინისტრაციამ კოსმოსში მიატოვა”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

კოსმოსურმა აპარატმა Blue Ghost-მა ერთ კადრში მთვარე და მზე დააფიქსირა

კოსმოსურმა აპარატმა Blue Ghost-მა ერთ კადრში მთვარე და მზე დააფიქსირა.

კომპანია Firefly Aerospace-ის კოსმოსურმა აპარატმა, რომელმაც თავისი მისია იანვარში დაიწყო, უნიკალური კადრი დაიჭირა, რომელშიც მთვარე და მზე ერთადაა დაფიქსირებული.

ფოტოზე ჩანს მზე, მთვარე და კოსმოსური აპარატის ელემენტები. ასევე, ფოტოში მოჩანს ანტენები დედამიწასთან კავშირის დამყარებისთვის და LEXI-ის ინსტრუმენტები, რომლებსაც კოსმოსური ამინდის დადგენისთვის იყენებენ.

კოსმოსური აპარატის მთვარეზე დაშვება მიმდინარე წლის 2 მარტს არის დაგეგმილი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

ასტრონომებმა კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს, რომლის სიგრძეც სამ მილიონ სინათლის წელიწადს შეადგენს, – წერს Phys-ი.

კოსმოსური აბლაბუდა შედგება შეჯგუფებული გალაქტიკებისა და გაზების ურთიერთდაკავშირებული ფილამენტებისგან; ისინი მთელ სამყაროშია გადაჭიმული და ერთმანეთისგან გიგანტური ცარიელი სივრცეები ყოფს.

სპეციალისტებისთვის, რომლებიც კოსმოსური აბლაბუდის შესწავლით არიან დაკავებულები, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გალაქტიკათშორისი აირის აღმოჩენა შესაძლებელია იმით, თუ როგორ შთანთქავს ის შორეული ობიექტების სინათლეს, მაგრამ ასეთი კვლევების შედეგები ვერ ეხმარება სპეციალისტებს აირის განაწილების დადგენაში კოსმოსურ აბლაბუდაში.

ახალი კვლევის ავტორებმა გამოიყენეს უახლოესი სპექტოგრაფი MUSE, რომელიც ტელესკოპ VLT-ზეა დამონტაჟებული. მისი წყალობით მათ მიიღეს კოსმოსური აბლაბუდის აქამდე არსებული საუკეთესო გამოსახულება.

მეცნიერების თქმით, კოსმოსური აბლაბუდის უახლეს გამოსახულებაზე ორი გალაქტიკაა აღბეჭდილი, რომლებიც ფორმირების სტადიაზე იმყოფებიან. მკვლევრებმა კოსმოსური აბლაბუდის ძაფების შესწავლის ახალი მეთოდის დემონსტრირება მოახდინეს და აღნიშნეს, რომ ის მათ დაეხმარება მოიპოვონ მეტი ინფორმაცია გალაქტიკების წარმოქმნისა და სამყაროს ევოლუციის შესახებ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

აღმოჩენილი გალაქტიკა, რომელმაც არ უნდა იარსებოს – მეცნიერები ცდილობენ გაიგონ, როგორ წარმოიქმნებიან „მკვდარ“ გალაქტიკაში ვარსკვლავები

ფენიქსის კლასტერში, რომელიც დედამიწიდან 5,8 მილიარდი სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომებმა (MIT) უცნაური მოვლენა აღმოაჩინეს.

მეცნიერები თვლიდნენ, რომ მისმა ცენტრალურმა გალაქტიკამ ვარსკვლავების წარმოქმნა შეწყვიტა, თუმცა დაკვირვებამ ვარსკვლავების წარმოქმნის მაღალი სიჩქარე აჩვენა – ათასამდე წელიწადში, რაც ასჯერ უფრო მეტია, ვიდრე ირმის ნახტომში. კვლევის შედეგები ჟურნალ Nature-შია გამოქვეყნებული.

ზოდად, ცხელი აირი, რომელიც გალაქტიკებს შორისაა ახალი ვარსკვლავების წარმოქმნას ხელს უშლის იმიტომ, რომ მას არ შეუძლია გაგრილდეს და მკვრივ ღრუბლებში შეიკუმშოს. შავი ხვრელები კიდევ უფრო ხელს უწყობენ აირის გახურებას თავისი მკვეთრი ენერგიით.

ახალმა კვლევამ ტელესკოპი JWST-ის მეშვეობით მეცნიერებს ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი. კერძოდ, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ შავ ხვრელს კლასტერის შუა აირის არა მხოლოდ გახურება, არამედ გაგრილებაც შეუძლია. ეს თავის მხრივ ვარსკვლავების წარმოშობას უწყობს ხელს. ეს მიგნება არსებულ თეორიებს ეწინააღმდეგება და გალაქტიკების ევოლუციის მოდელის გადახედვას მოითხოვს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

საიდან მოხვდა დედამიწაზე მეტეორიტების უმეტესობა?

დედამიწაზე მეტეორიტები ყოველდღიურად ცვივა. მათი მხოლოდ მცირე ნაწილის შემთხვევაშია ცნობილი ის სხეული, რომელსაც ისინი გამოყო, სანამ ჩვენს პლანეტაზე მოხვდებოდა. ასეთი ობიექტების უმრავლესობის შედგენილობა საერთო წარმომავლობაზე მიანიშნებს, რადიაციის კვალი კი მიუთითებს, რომ განცალკევება ახლო წარსულში მოხდა.

მეცნიერებმა მეტეორიტების წყაროების შესასწავლად კომპიუტერული სიმულაციები და ტელესკოპების მიერ ასტეროიდების შესახებ მოპოვებული მონაცემები შეაჯერეს. შედეგად დაადგინეს, საიდან მომდინარეობს მეტეორიტების 90%-ზე მეტი.

ყურადღება H და L ტიპის ქონდრიტებზე გამახვილდა, რომელთაგანაც პირველს რკინის მაღალი, მეორეს კი დაბალი შემცველობა გამოარჩევს. ისინი ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში ყველაზე გავრცელებულია.

ატაკამის უდაბნოში აღმოჩენილი მეტეორიტი.

ფოტო: Jérôme Gattacceca/CNRS/CEREGE

მათი წარმომავლობა მარსსა და იუპიტერს შორის არსებული ასტეროიდთა სარტყლის 3 ჯგუფს დაუკავშირეს: მასალიას, კარინსა და კორონისს. გამოთვლებით გაირკვა ისიც, რომ პირველ ჯგუფში შეჯახებები 466 და 40 მილიონი წლის წინ მოხდა, დანარჩენ ორში კი — დაახლოებით 5.8 და 7.6 მილიონი წლის წინ.

ამის დასტური მტვრის მასები, ქონდრიტებზე დამჩნეული რადიაციის კვალი და ატმოსფეროში შემოსვლამდე მათი ტრაექტორიაა. ასტეროიდთა გვიანდელი შეჯახებების შედეგად მცირე ზომის ის ობიექტები უნდა წარმოქმნილიყო, რომლებიც დედამიწაზე ახლა ცვივა.

სპეციალისტებმა სხვაგვარი ქონდრიტებიც შეისწავლეს, რომლებიც ვერიტასის, პოლანასა და ეოსის ჯგუფებთან დააკავშირეს. ამით მეტეორიტების 90%-ზე მეტის წყარო გახდა ცნობილი. სამომავლოდ გეგმავენ, რომ დარჩენილი მეტეორიტების წარმომავლობაც გაარკვიონ.

ავტორთა ორი ნაშრომი (1,2) გამოცემაში Astronomy and Astrophysics გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები ახლოს არიან მარსზე სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენასთან – ახალი კვლევა

მარსის ზედაპირზე, გაყინული წყლის ქვეშ შეიძლება მიკრობები ცხოვრობდნენ. მეცნიერები ამ დასკვნამდე მივიდნენ NASA-ს ახალ კვლევაში, წერს Interesting Engineering.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მზის შუქის რაოდენობა შეიძლება საკმარისი იყოს ფოტოსინთეზის გასააქტიურებლად. მეცნიერებმა ამის გარკვევა კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით შეძლეს.
აღნიშნულია, რომ დედამიწის ყინულის შიგნით წყლის მსგავსი აუზები, ფაქტობრივად, სავსეა სიცოცხლით. საუბარია ბაქტერიებსა და მიკრობებზე, რომლებიც ენერგიას ფოტოსინთეზიდან იღებენ.
გამოცემა წერს, რომ მარსზე ორი სახის ყინული არსებობს: გაყინული წყალი და გაყინული ნახშირორჟანგი. ბოლო კვლევაში, მეცნიერებმა დაათვალიერეს წყლის ყინული, რომლის დიდი მოცულობები წარმოიქმნა თოვლისა და მტვრისგან.
ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ მარსზე მტვრიანი ყინული იძლევა საკმარისი შუქის საშუალებას, რათა მოხდეს ფოტოსინთეზი სამ მეტრამდე სიღრმეზე.
შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ SpaceX-ის რაკეტის წარმატებით დაშვებამ დააახლოვა ადამიანის მოგზაურობა მარსზე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწა

შესაძლებელია, ბირთვულმა ბომბმა დედამიწა ასტეროიდთან შეჯახებისგან იხსნას — კვლევა

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თუ ოდესმე დედამიწას ასტეროიდთან შეჯახების საფრთხე დაემუქრება, შესაძლოა, ბირთვულმა ბომბმა გადაგვარჩინოს.

მეცნიერებმა ამისთვის მძლავრი ლაბორატორიული რადიაციული წყარო გამოიყენეს, რომელსაც Z მანქანა ეწოდება და მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღების გენერატორია. შედეგად დაადგინეს, რომ პლანეტისკენ მომავალ ობიექტთან ახლოს კოორდინირებული ბირთვული დეტონაციის შემდეგ წარმოქმნილი რენტგენული სხივები საკმარისი ენერგიის იქნება, რათა კატასტროფისგან გვიხსნას.

ასტრონომები დიდი ზომის ასტეროიდების ტრაექტორიას მუდმივად აკონტროლებენ. მათი პროგნოზის თანახმად, სულ მცირე 100 წლის განმავლობაში შეჯახების საფრთხე არ გვემუქრება, მაგრამ სპეციალისტები თავდაცვის მეთოდებზე მაინც მუშაობენ.

ბირთვული ენერგიის ეფექტიანობაში მათ მიერ შექმნილმა წინა სიმულაციებმაც დაგვარწმუნა, მაგრამ მხოლოდ იმ ასტეროიდების შემთხვევაში, რომლებსაც, პოტენციურად, დეკადებით ადრე დავაფიქსირებთ. თუ ეს რამდენიმე წლით ადრე მოხდება, ასეთი ობიექტი უფრო ახლოს იქნება, ანუ დიდი შანსია, რომ აფეთქების გამო ფრაგმენტები ისევ პლანეტაზე ჩამოცვივდეს.

ამ საკითხზე მეტის გასაგებად ახალი კვლევის ავტორებმა Z მანქანაში, ლითონის ძალიან თხელ ფირფიტაზე, ასტეროიდის მსგავსი სილიციუმის დიოქსიდი მოათავსეს, სულ რაღაც 1 გრამის მეათედი ოდენობით. მოწყობილობის ჩართვის შემდეგ იქ მაგნიტური ველი წარმოიქმნა, რომელმაც არგონის აირი მზის ტემპერატურის მქონე პლაზმად აქცია. ამან ფირფიტა ძალიან სწრაფად დაანაწევრა და რენტგენული სხივების ფორმირება განაპირობა. შედეგად სილიციუმის დიოქსიდის გრანულა დაახლოებით წამის 20 მემილიონედის განმავლობაში ჰაერში ლივლივებდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ამ მეთოდით 1 ნანომეტრ მანძილზე ვარდნის მიმართ დედამიწის გრავიტაციას წამის 20 მემილიონედით შეეწინააღმდეგნენ. მასშტაბების გაზრდით, რა თქმა უნდა, უფრო დიდ ენერგიას მივიღებთ. ამ გზით კი ასტეროიდის მიმართულების შეცვლა იქნება შესაძლებელი ისე, რომ დედამიწისთვის საშიშ ფრაგმენტებად არ დავშალოთ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა მზის ატმოსფეროს მაგნიტური ველის დეტალური რუკა შექმნეს

მეცნიერებმა შექმნეს უპრეცედენტოდ დეტალური რუკა, რომელზეც მზის გვირგვინის, ანუ ატმოსფეროს ზედა შრის, მაგნიტური ველია აღბეჭდილი. ეს უკანასკნელი ჩვენს სისტემაში კოსმოსურ ამინდს განკარგავს და ვარსკვლავის გვირგვინს ზედაპირზე მეტად აცხელებს, რაც საინტერესო ფენომენია.

ამჟამად მზე საკუთარ 11-წლიან ციკლში აქტიურობის პიკს უახლოვდება, რასაც ხშირი ამოფრქვევები ახლავს თან. მის მძვინვარებას რამდენიმე ზონდი აკვირდება, მათ შორის SOHO, Parker Solar Probe დაა Solar Orbiter. ამის მიუხედავად, ასტრონომები ხმელეთზე განლაგებულ მოწყობილობებსაც იყენებენ. მაგალითად, ასეთია დენიელ ინოის სახელობის მზის ტელესკოპი, რომელსაც გვირგვინის მაგნიტური ველის სამ განზომილებაში, დეტალურად, გაზომვა შეუძლია, თუმცა მთლიანი ვარსკვლავის მონაცემებს ერთ ჯერზე ვერ მოიპოვებს.

ამ დაბრკოლების გადასალახად სპეციალისტებმა ხელსაწყო Upgraded Coronal Multi-channel Polarimeter (UCoMP) გამოიყენეს. მისი მეშვეობით მათ 8 თვის განმავლობაში მზის გვირგვინის მაგნიტური ველის 114 რუკა მიიღეს.

ფოტო: Zihao Yang

“ეს კვლევა გვეხმარება, რომ მნიშვნელოვანი სიცარიელე ამომავსოთ გვირგვინის მაგნიტური ველების გაგებაში, რომლებიც დედამიწაზე გავლენის მქონე შტორმებისთვის ენერგიის წყაროა”, — აცხადებენ ავტორები.

მათი მიღწევა მზეზე უკეთ დაკვირვების, მასა და სხვა ვარსკვლავებში მიმდინარე პროცესების უფრო სიღრმისეულად შესწავლისა და კოსმოსური ამინდის პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მარსზე გოგირდისგან შემდგარი ქვები აღმოაჩინეს

NASA-ს მარსმავალმა Curiosity მარსზე სუფთა გოგირდისგან შემდგარი ქვები იპოვა. აქამდე მეცნიერებმა იცოდნენ, რომ წითელ პლანეტაზე გოგირდის შემცველი მინერალები არსებობს, თუმცა სუფთა გოგირდი პლანეტაზე პირველად აღმოაჩინეს.

NASA-ში აზუსტებენ, რომ კრისტალები მაისში იპოვეს, როცა მარსმავალმა ერთ-ერთი ქვა გატეხა, რომელსაც შიგნით გოგირდისთვის დამახასიათებელი ყვითელი შეფერილობა ჰქონდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სუფთა გოგირდის ფორმირებას განსაკუთრებული პირობები სჭირდება.

„მინდორში სუფთა გოგირდისგან შედგენილი ქვების პოვნა იგივეა, რაც უდაბნოში ოაზისის პოვნა. ამ აღმოჩენას ახსნა სჭირდება“, – განაცხადა Curiosity-ს მისიის თანამშრომელმა აშვინ ვასავადამ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინეს – ახალი კვლევა

ჩვენსავე გალაქტიკაში, შეიძლება, მეორე დედამიწა იმალებოდეს. ძებნა აქტიურად გრძელდება, მაგრამ ახლად აღმოჩენილი პლანეტა ის არაა, რასაც ვეძებთ.

მას დედამიწაზე 1,9-ჯერ მეტი მასა აქვს და თავის ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს ორჯერ უფრო შორი მანძილიდან, ვიდრე დედამიწა მზისგან. თუმცა, ეს ვარსკვლავი თეთრი ჯუჯაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ამ პლანეტაზე რაიმე სახის სიცოცხლე არსებობდა, ის ამ ვარსკვლავის წითელ გიგანტად გადაქცევისას, ან იქამდე განადგურდებოდა.

აღმოჩენა ამაღელვებელია, მაგრამ არის ერთი სამწუხარო მომენტი: თითქოს წინასწარ გვიჩვენებს მზის სისტემის მომავალსა და დედამიწის ბედს მას შემდეგ, რაც მზე მოკვდება და ევოლუციას თეთრი ჯუჯის სახით დაასრულებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომის, კემინგ ჟანგის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს ამ პლანეტის აღმოჩენის გზის პოტენციალს (ფენომენი, რომელსაც გრავიტაციულ მიკროლინზირებას უწოდებენ), რომ დააფიქსიროს დედამიწის მსგავსი, ძნელად საპოვნელი პლანეტები მთელ გალაქტიკაში.

თეთრი ჯუჯა არის ობიექტი, რომლადაც მზის მსგავსი ვარსკვლავები სიკვდილის შემდეგ გადაიქცევიან. სიცოცხლის ბოლო ფაზაში, მას შემდეგ, რაც ბირთვში წყალბადის საწვავს ამოწურავენ, ნაკლებად სტაბილურები ხდებიან და უზარმაზარ ზომებამდე იბერებიან. ეს წითელი გიგანტის ფაზაა.

საბოლოოდ, ვარსკვლავი მატერიის გარე ფენებს სრულად იშორებს, დარჩენილი ბირთვი კი გრავიტაციით კოლაფსირდება მკვრივ ობიექტად. მისი სინათლე უკვე აღარ გამომუშავდება ბირთვული სინთეზით და მთლიანად კოლაფსის პროცესის შედეგად ნარჩენ სითბოს წარმოადგენს. ეს ცხელი ბირთვი თეთრი ჯუჯაა და მის სრულიად, საბოლოოდ ჩაქრობას ტრილიონობით წელიწადი სჭირდება.

წითელი გიგანტის ფაზა საკმაოდ საოცარია. ვარსკვლავის გარე ატმოსფერო თავდაპირველ ზომაზე ასეულობით მეტად შეიძლება გაიზარდოს; მზის მომავლის ზოგიერთი პროგნოზით, ჩვენი ვარსკვლავის წითელი გიგანტის ფაზა დაახლოებით ხუთ მილიარდ წელიწადში დაიწყება და მზე მარსის ორბიტამდე გაფართოვდება. შესაბამისად, ამ პროცესში შთანთქავს მერკურის, ვენერასა და დედამიწას.

უცნობია, რას ნიშნავს ეს ჩვენი პლანეტისთვის. შესაძლოა, მის სრულიად განადგურებას. თუმცა, თეთრი ჯუჯის გარშემო დედამიწის მსგავსი პლანეტის ეს აღმოჩენა მიუთითებს, რომ შესაძლოა, ჩვენი პლანეტა ამ პროცესს გადაურჩეს კიდეც.

„ყველაზე მარტივი ახსნა ისაა, რომ პლანეტა დედავარსკვლავის წითელი გიგანტის ფაზას გადაურჩა“, — ამბობს ჟანგი.

სისტემის აღმოჩენა შესაძლებელი გახდა გრავიტაციული ხრიკით და კოსმოსში საგნების განლაგებით, რასაც მიკროლინზირებას უწოდებენ. თეთრი ჯუჯას სისტემა ჩვენგან დაახლოებით 4200 სინათლის წლითაა დაშორებული. დაახლოებით 26 100 სინათლის წლის იქით, დედამიწიდან ამავე ხედის გასწვრივ მოჩანს ერთი დიდი, კაშკაშა ვარსკვლავი.

რადგან ამ უფრო შორეული ვარსკვლავის სინათლე თეთრ ჯუჯას ჩაუვლის, გრავიტაციული ველი მის სინათლეს ამრუდებს და გადიდების ეფექტს წარმოქმნის.

„ამ მოვლენის დროს, თეთრი ჯუჯა ლინზა თითქმის სრულყოფილად სწორ ხაზზე იყო განლაგებული უკანა ფონურ ვარსკვლავთან, რამაც ის თითქმის 1000-ჯერ გაადიდა. ასეთ იშვიათ, ულტრამაღალი გადიდების მიკროლინზირების მოვლენაში, დედამიწის ზომის კლდოვანმა პლანეტამაც კი შეიძლება იმოქმედოს გადიდების მანერაზე და ფართო სპექტრის მასებსა და ორბიტულ დაშორებებში ჩაღრმავების საშუალება მოგვცეს“, — განმარტავს ჟანგი.

ამის წყალობით, მკვლევრებმა დედამიწის ტიპის (კლდოვანი) ამ პლანეტის არა მხოლოდ მასა და ორბიტული დაშორება განსაზღვრეს, არამედ დაადგინეს ისიც, რომ თეთრ ჯუჯას ასევე გარს უვლის ყავისფერი ჯუჯა — იუპიტერზე 30-ჯერ მასიური ობიექტი.

ყავისფერი ჯუჯა გახლავთ ობიექტის ტიპი, რომელიც პლანეტის კვალობაზე საკმაოდ დიდია, მაგრამ ვარსკვლავის კვალობაზე — პატარა. საკმარისი მასა აქვს ბირთვში ნეიტრალური წყალბადის (დეიტერიუმი) სინთეზისთვის, მაგრამ არასაკმარისი იმისათვის, რათა ვარსკვლავის მსგავსად აწარმოოს წყალბადის სინთეზი.

თეთრ ჯუჯას მზის მასის დაახლოებით ნახევარი აქვს, რაც მიუთითებს, რომ სიცოცხლეში ის საკმაოდ ახლოს უნდა ყოფილიყო მზის მასასთან. კლდოვან პლანეტასა და თეთრ ჯუჯას შორის ამჟამად არსებული მანძილი კი მიუთითებს, რომ ერთ დროს, ის ვარსკვლავისგან თითქმის იმ მანძილით უნდა ყოფილიყო დაშორებული, როგორითაც დღეს დედამიწაა მზისგან (1 ასტრონომიული ერთეული), იქამდე, ვიდრე გაფართოებული, მომაკვდავი ვარსკვლავი მას შორს გადაისვრიდა.

„პლანეტის ამჟამინდელი ორბიტა 2,1 ასტრონომიული ერთეულია, დაახლოებით ისეთი, როგორიც დედამიწის იქნება მზის თეთრ ჯუჯად გადაქცევის შემდეგ“, — ამბობს ჟანგი.

მისი განცხადებით, მოდელები ამჟამად ვერ თანხმდება, შთანთქავს თუ არა მზე ამ პროცესში დედამიწას, რადგან წითელ გიგანტ ვარსკვლავთა მასის დაკარგვის მაჩვენებელი ჯერ საკმარისად ზუსტად არ ვიცით.

„ამრიგად, ჩვენი აღმოჩენა მიუთითებს, რომ დედამიწის შთანთქმის ზოგიერთი მოდელი ზედმეტად პესიმისტურია. დასასრულს, დედამიწა შეიძლება გაფართოებულ მზეს გაექცეს, როგორც ეს ჩვენ მიერ აღმოჩენილ სისტემაში მოხდა“, — ამბობს ჟანგი.

მიუხედავად ამისა, იმ დროისათვის, სიცოცხლე დედამიწაზე ყველა ვარიანტში დიდი ხნის გამქრალი ან დრამატულად სხვანაირი იქნება. დროთა განმავლობაში, მზე სულ უფრო მეტად ცხელი და კაშკაშა ხდება, რასაც ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ახლა ვერ ვამჩნევთ, მაგრამ დაახლოებით ერთი მილიარდი წლის შემდეგ, ის იმდენად ცხელი იქნება, რომ დედამიწიდან წყალი მთლიანად აორთქლდება. ასეთი პლანეტა კი სრულიად არახელსაყრელი იქნება სიცოცხლის ჩვენთვის ნაცნობი ფორმისთვის.

თუმცა, ვინ იცის, იქნებ იმ დროისთვის უკვე სხვა მრავალ პლანეტას ვიყოთ მოდებული.

„წითელ გიგანტად გადაქცევისას, მზის სასიცოცხლო ზონა იუპიტერისა და სატურნის ორბიტებთან გადაინაცვლებს და არაა გამორიცხული, მათი ყინულოვანი მთვარეები დადნეს და ეს სხეულები ოკეანით დაფარულ პლანეტებად გადაიქცეს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, კაცობრიობას იქ გადასახლება შეეძლება“, — ამბობს ჟანგი.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 59
Page 2 of 59